საქართველოს მთავრობა
სარჩევი:
1.საქართველოს მთავრობის სტატუსი, ადგილი და როლი ხელისუფლების სისტემაში
2.საქართველოს მთავრობის ფორმირების წესი
3.მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების წესი
4.საქართველოს მთავრობის შემადგენლობა
1.საქართველოს მთავრობის სტატუსი, ადგილი და როლი ხელისუფლების სისტემაში
საქართველს
მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშიანაო და საგარეო პოლიტიკას. მთავრობა ანგარიშვალდებულია პარლამენტის
წინაშე.
1995 წლიდან
მოყოლებული საქართველოოში მთავრობის სამი მოდელი არსებობდა: 1995 წლიდან 2004
წლამდე მოქმედებდა საპრეზიდენტო მოდელი, სადაც მტავრობა პრეზიდენტის
დაქვემდებარებული ორგანო; 2004 წლიდან 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილების
ამოქმედებამდე მოქმედებდა შერეული
ანუ ბიცეფალური მოდელი, რომლის ფარგლებში მთავრობა აღმასრულებელი
ხელისუფლებას ახორციელებს პრეზიდენტთან ერთად; ხოლო 2010 წლის საკონსტიტუციო
ცვლილებების ამოქმდების შემდეგ მოქმდებს ე.წ.
კაბინეტური მოდელი, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო
არის მთავრობა, ხოლო პრეზიდენტს მხოლოდ სახელმწიფო მეთაურის ფუნქციები გააჩნია.
მტავრობა შედგება პრემიერ მინისტისა და მინისტრებისგან. მთავრობის
შემადგენლობაშ შეიძლება იყოს ასევე ერთი ან რამოდენიმე „სახელმწიფო მინისტრი“, ამასთანავე
პრემიერ-მიონისტრი უფლებამოსილია მტავრობის ერთ-ერთ წევრს დააკისროს ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება.
2010 წლის
საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმდების შემდეგ პრეზიდენტს უფლებამოსილება არსებიტად
შეეკვეცა და მთელ რიგ საკითხებში სჭირდება მთავრობის თანხმობა: ა)მთავრობასთან
შეთანხმებით მოლაპარაკების წარმოება სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო და
საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ბ)მთავრობის წარდგინებით საქართველოს ელჩების და
სხვა დიპლომატიური წარმომადგენლლების დანიშვნა გათავისუფლება; გ)მთავრობასთან
შეთანხმებით თანამდებოაბზე ნიშნავს და ათავისფულებს საქართველოს შეიარაღებული
ძალების გენერალური შტაბის უფროს უფროსს, სხვა მხედართმთავრებს და ა.შ.
საქართველოს
პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები, გარდა 731-ე
მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა,
საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას. პრეზიდენტის
აქტების კონტრასიგნირების შემდეგ შესაბამისი პოლიტიკური და
სამართლებტივი პასუხისმგებლობა ეკისრება მტავრობას.
კონსტიტუციის
ახალი რედაქციით მთავრობა
პსუხისმგებელია მხოლოდ პარლამენტის წინაშე. პრემიერ
მინისტრს აღარ გააჩნია პრეზიდენტისადმი ანგარიშების ვალდებულება.
ამასთანავე სამთავრობო
კაბინეტის პოლიტიკური პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე არის სოლიდარული, სამტავრობო
პოლიტიკის უნდობლობა იწვევს მთლიანად მთავრობის გადადგომას.
მთავრობის,
სამართლებრივ აქტებს წარმოადგენს დადგენილება და განკარგულება, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი.
თავად
პრემიერ-მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებტივ აქტს - ბრძანებას.
2.საქართველოს მთავრობის ფორმირების წესი
ახალარჩეული
პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, არსებული მთავრობის უფლებამოსილება
მოხსნილად ითვლება და საქართველოს პრეზიდენტი მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას მტავრობის ახალი შემადგენლობის შექმანმდე.
საქართველოს
პრეზიდენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის
ვადაში წამოაყენებს პარლამენტის
არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ
მისთვის წარდგენილ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 7
დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და საქართველოს
პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგნელობას ნდობის მისაღებად. მთავრობის შემადგენლობასთან
ერთად წარდგენილი უნდა იყოს სამთავრობო პროგრამა.
საქართველოს
პარლამენტი მთავრობის წარდგენიდან 7 დრის ვადაში განიხილავს და კენჭს
უყრის მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა
პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
ხ
აგრეთვე, მთავრობის
თავდაპირველი შეამადგნელობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ 5 წევრით
განახლების შემთხვევაშიც, საქართველოს პრეზიდენტი 1 კვირის ვადაში წარუდგენს
პარლამენტს მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობის მისაღებად.
ხ
კონსტიტუციის მე-80 მუხლი ითვალისწინებს
ახალი მთავრობის ფორმირების პრეოცედურას მთავრობის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის შემთხვევაში. ასეთ დროს საქარტველოს პრეზიდენტის 7 დღის ვადაში
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარმოაყენებს საპარლამენტო უმრავლესობის, ხოლო თუ
უმრავლესობა შექმნილი არ არის - იმ საპარლამენტო ფრაქციის მიერ წარდგენილ
კანდიდატურას, რომელიშიც ყველაზე მეტი პარლამეტის წევრია გაერთიანებული. მტავრობის წევრთა შერჩევა და ნდობის გამნოცხადება ხდება
მე-80 მუხლით დადგენილი წესით.
3.მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების წესი
„მთავრობის უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმი’’ ხორციელდება კონსტიტუციის 81 მუხლის შესაბამისად.
პარლამენტი
უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთვარობას.
· უნდობლობის გამოცხადების შესახებ პარლამენტისადმი მიმართვის
უფლება აქვს დეპუტატთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორ მეხუთედს.
· უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრისთვის
საჭიროა დამატებითი კენჭისყრა, პარლამენტის
სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მხარდაჭერის წინაპირობით.
· უნდობლობის საკითხის აღძვრის შემდეგ პარლამენტი კენჭს უყრის სიითი
შემადგენლობის არანაკლებ 2/5 მიერ დასახელებულ პრემიერ-მინისტრის
კანდიდატურ(ებ)ის პრეზიდენტისთვის წარდგენას. 2 კანდიდატურის დასახელების
შემთხვევაში კენჭი ეყრება ორივე კანდიდატურას. პრეზიდენტს
პრემიე-მინისტრის კანდიდატურა წარედგინება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის
სიითი შემადგნლობის უმრავლესობა.
· პრეზიდენტი უფლებამოსილია წარადგინოს პარლამენტის მიერ
წარმოადგენილი პრემირ მინისტრის კანდიდატურა ხელახალი კენჭისყრისათვის.
· თუ პრეზინდენტი წარუდგენს პარლამენტს ამ უკანასკვენლის
მიერვე კენჭისყრის შედეგად შერჩეულ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, იწყება მე-80
მუხლით განსაზღვრული სამართლებრვი პროცედურა.
· თუ პრეზიდენტი პარლამენტს დასამტკიცებლად არ წარუდგენს
ამ უკანასკნელის მიერვე კენჭისყრის შედეგად შერჩეულ პრემიერ-მინისტრობის
კანდიდატს, პარლამენტი კვლავ უყრის პრემიერ-მინისტრის იმავე კანდიდატურის
წარდგენას. პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად საჭიროა სიითი შემადგენლობის სამი
მეხუთედის მხარდაჭერა. ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, პრეზიდენტი ვალდებულია
წარმოადგინოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა დასამტკიცებლად და იწყევა კვლად მე-80
მუხლით განსაზღვრული პროცედურა.
· მთავრობისთვის ახალი
შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება ჩაითვლება (ძველი) მთავრობის უნდობლობის გამოცხადებად, რაც იწვევს მისი უფლებამოსილების შეწყვეტას.
· მტავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოუცხადებლობის შემთვევაში პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე
არჩევნებს.(!)
4.საქართველოს მთავრობის შემადგენლობა
საქართველს
მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც
ახორციელებს ქვეყნის საშიანაო და საგარეო პოლიტიკას. მთავრობა ანგარიშვალდებულია
პარლამენტის წინაშე.
მთავრობა
შედგება პრემიერ-მინისტისა და მინისტრებისგან. მტავრობის შემადგენლობაში შეიძლება
ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი.
პრემიერ-მინისტრი არის
მთავრობის მეთაური. ის განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებას,
ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს მთავროპობის წევრთა
საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს.
პრემიერ მინისტრი თავის
უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრვის აქტს -
ბრძანებას.
პრემიერ-მინისტრი თანამდებობაზე
ნიშნავს და ათავისუფლებს მთავრობის სხვა წევრებს.
პრემიერ-მინისტრის გადადგომა
ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა იწვევს მტავრობის სხვა წევრტა
უფლებამოსილების შეწყვეტას.
მინისტრი ხელმძღვანელობს სამინისტროს,
წარმართავს მის საქმიანობას, თვალყურს ადევნებს სამინისტროში შემავალი სტრუქტურული
ერთეულების საქმიანობას.
გარდა
პრემიერ-მინისტრისა დამინისტრებისა საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში
შედიან სახელმწიფო მინისტრებიც. სახელმწიფო
მინისტრი არ მეთაურობს სამინისტროს (ე.წ. უპორტფელო მინისტრია) და
მთავრობის შემადგენლობაში შედის მასზე დაკისრებული სპეციაულური ფუნქციის განსახორციელებლად.
დღე-დღეისობით
საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში შემდეგი სახელმწიფო მინისტრებია:
ა)სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის
საკითხებში, ბ)სახელმწიფო მინისტრები რეინტეგრაციის საკითხებში, გ)სახელმწიფო
მინისტრი დიასპორის საკითხებში.
პრემიერ
მინისტრი ასევე უფლებამოსილია მთავრობის ერთ წევრს დააკისროს პირველი ვიცე-პრემიერის, აგრეთვე ერთ ან
რამოდენიმე წევრს ვიცე-პრემიერის მოვალეობის
შესრულება
Комментарии
Отправить комментарий