„საჯარო მმართველობის“ პრივატიზაცია.

 

·        „პროფესიული საჯარო მოხელის’’ ინსტიტუტზე დაფუძნებული „საჯარო სამსახურის’’ სისტემის ჩამოყალიბების გვერდით,ეკონომიკური კრიზისისა და სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის გათვალისწინებით,აქტუალური ხდება „საჯარო მმართველობის’’„განსახელმწიფოებრიობის’’ თემა.

რას ნიშნავს ტერმინიპრივატიზაცია’’

 

·        საჯარო მმარტველობის „პრივატიზაციის“ ქვეშ მოიაზრება „საჯარო მმართველობის’’ რაციონალიზაციის ყოველგვარი მცდელობა

·        საჯარო მმართველობის „პრივატიზაციის’’ მიზანია „საჯარო ფუნქციების’’ ეფექტურად განხორციელება  

·        ტერმინ საჯარო მმართველობის „პრივატიზაციის’’ განმარტება გერმანულ იურიდიულ ლიტერატურაში  სხვადასხვანაირად ხდება  ა)“საბაზრო ეკონომიკის წესების“ შემოტანა საჯარო სექტორში’“ ,ბ)“საჯარო ქონების’’ გადაცემა კერძო სექტორისთვის გ)“საჯარო ამოცანების’’ გადაცემა კერძო სექტორისთვის

·        ტერმინი „პრივატიზაცია’’ შეიძლება განიმარტოს,როგორც “სახელმწიფოს ამოცანების“ და/ან  „სახელმწიფო ქონების“ გადაცემა კერძო სექტორისთვის’’

საჯარო მმართველობის პრივატიზაციის’’ სახეები

 

·        ერთმანეთისგან მიჯნავენ „ფორმალურ’’ და „მატერიალურ ‘’ პრივატიზაციას

) „ფორმალური პრივატიზაცია ‘’

 

·        „ფორმალურ’’ პრივატიზაციას ახასიათებს ისეთი ცვლილებები ,რომლებიც იწვევს „განსახელმწიფოებრიობას’’  კერძო სექტორის სასარგებლოდ, ისე რომ ზეგავლენას არ ახდენს თავად „საჯარო ფუნქციაზე’’

·        „ფორმალური’’ პრივატიზაცია,ეს ის შემთხვევაა როცა სახელმწიფო საკუთარ  უფლებამოსილებას ახორციელებს ორგანიზაციული მოწყობის „კერძო სამართლებრივი ფორმების’’ გამოყენებით.

)“მატერიალური პრივატიზაცია’’

 

·        „მატერიალური პრივატიზაცია’’ ხორციელდება 1)„ორგანიზაციული’’ და 2)„ფუნქციონალური ‘’ პრივატიზაციის ფორმებით.

 

1)“ორგანიზაციული პრივატიზაცია’’

 

·        „ორგანიზაციული პრივატიზაციის’’ დროს „საჯარო ამოცანების’’ განხორციელება ხდება კერძო სუბიექტის მიერ და იმავდროულად ,მის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა რჩება უფლებამოსილების მატარებელი საჯარო სუბიექტის ხელში.

·        „ორგანიზაციული პრივატიზაცია’’ გვხვდება ორ ვარიანტში : ა)სუბმისიური და ბ)კონცესიური  სისტემის სახით

 

„სუბმისიური’’ სისტემა

 

„სუბმისიური ‘’ სისტემის იდეა მდგომარეობს იმაში ,რომ,ერთი მხრივ,ამოცანის განახორციელება გადაეცემა კერძო პირს,მეორე მხრივ საჯარო დაწესებულება რჩება უფლებამოსილების მატარებელი და წარმოადგენს ღონისძიების ადრესატის პარტნიორ მხარეს.

„საჯარო ფუნქციის’’ განხორციელება ფინანსირდება სრულად ან ნაწილობრივ სახელმწიფოს მიერ.

 

კერძო პირი პასუხისმგებელია მხოლოდ ფუნქციის ორგანიზაციულ განხორციელებაზე,ხოლო საჯარო დაწესებულებას რჩება კონტროლის ფუნქცია ,რამდენადაც ფუნქციის განხორციელების პასუხისმგებლობა რჩება მის ხელში.

 

„კონცესიური’’ სისტემა

 

 „კონცესიური’’ სისტემის ფარგლებში „ამოცანათა კომპეტენცია’’ და „შესრულების კომპეტენცია’’ საგნობრივად და ფინანსურად გამიჯნულია  საჯარო დაწესებულებისგან.

 

რამდენადაც საჯარო დაწესებულებას არ სურს ფინანსური მონაწილეობა მიიღოს ფუნქციის შესრულებაში,ხდება არა მარტო ორგანიზაციული ,არამედ ფინანსური პასუხისმგებლობის გადაცემა კერძო სექტორისთვის.

 

ამ შემთხვევაშიც პასუხისმგებლობა ამოცანის შესრულებაზე რჩება საჯარო დაწესებულებას,რომელიც ფუნქციის განხორციელების უწყვეტობისა და კანონშესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს კონტროლს მის შესრულებაზე.

 

 

2) „ფუნქციონალური ‘’ პრივატიზაცია

 

 

·        „ფუნქციონალური’’ პრივატიზაციის დროს ხდება საჯარო ამოცანების კერძო პირისთვის სრულად გადაცემა [ხშირად ასევე ადგილი აქვს საჯარო ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემას.]

·        საჯარო დაწესებულება უარს ამბობს არა მარტო ამოცანის შესრულებაზე,არამედ კომპეტენციაზე ამ ამოცანის შესასრულებლად.

 

სახელმწიფო’’ დასაჯარო’’  ამოცანები

 

·        „საჯარო მმართველობა’’[როგორც საჯარო სამართლებრივი ფუნქცია] ვლინდება „სახელმწიფო’’ და „საჯარო’’ ამოცანების ერთობლიობაში.

·        „სახელმწიფო ამოცანები’’ აღწერს ამოცანათა ისეთ კატეგორიას,რომელთა შესრულების პროცესში იკვეთება სახელმწიფოს არსი,“აბსტრაქტული სახელმწიფო ყალიბდება კონკრეტულ სახელმწიფოებრიობაში’’,იძენს კონკრეტულ სახეს ,რომელიც ხდება მოქალაქეებისთვის ანგარიშგასაწევი.

·        „სახელმწიფო ამოცანებისთვის’’ დამახასიათებელია ის,რომ ავლებს არსებით ზღვარს ,ერთი მხრივ,სახელმწიფოსა და მის ორგანიზაციებისა და მეორე მხრივ ,საზოგადოებას შორის.

·        „სახელმწიფო ამოცანა’’ მოიცავს თავისთვის დატოვებულ,კერძო პირებისთვის არ გადაცემულ მოქმედებათა სფეროს

·        ამდენად ის ავლებს ზღვარს სახელმწიფო და კერძო სფეროს,სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ სივრცეს შორის,მიუხედავად იმისა ,რომ  ამ ორ კატეგორიას შორის არსებობს კვეთა.

·        „სახელმწიფო ამოცანების’’ იდენტიფიკაციისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს მათ გამიჯვნას „საჯარო ამოცანებისგან’’

·        ამოცანები,რომელთა შესრულების მიმართ საჯარო ინტერესი არსებობს არის „საჯარო ამოცანები’’

·        შეიძლება ითქვას რომ „საჯარო ამოცანა’’ ეს ისეთი ამოცანაა ,რომლის შესრულებით საზოგადოება არსებითად არის დაინტერესებული ,მიუხედავად იმისა მოხდება მისი შესრულება სახელმწიფო ორგანოების მიერ თუ კერძო პირების მიერ.

[ამასთან, კეძო პირთა მიერ „საჯარო ამოცანათა“ შესრულება  ისეთი სახით და საშულებითუნდა ხდებოდეს და ისე კარგად,რომ სახელმწიფოს არ სჭირდებოდეს და არც სურვილი უჩნდებოდეს  ეს ამოცანა თვითონ შეასრულოს.]

·        შესაძლებელია „საჯარო ამოცანის’’ როგორც სახელმწიფოს ,ისე კერძო პირების მიერ შესრულება

·        კერძო პირების მიერ „საჯარო ამოცანების ‘’ განხორციელება არ გამორიცხავს სახელმწიფო კონტროლს  შესრულებაზე

·        „საჯარო ამოცანების’’ შესრულების უზრუნველყოფა სახელმწიფოს მიერ  ჩვეულებრივი რამაა ,ნიმუშად შეიძლება მოვიტანოთ  კერძო უმაღლესი სასწავლებლები.

·        „სახელმწიფო ამოცანის’’ საყოველტაოდ აღიარებული ცნება არ არის ჩამოყალიბებული

·        „სახელმწიფო ამოცანები’’ არის ის „საჯარო ამოცანები’’ რომლებსაც სახელმწიფო ასრულებს.

·        ამრიგად „საჯარო ამოცანა ‘’ არის ზოგადი ტერმინი  რომელიც შინაარსობრივად „სახელმწიფო ამოცანასაც’’ მოიცავს.

·        „სახელმწიფო ამოცანა’’ იმავდროულად ყოველთვის  არის „საჯარო ამოცანაც’’,მაგრამ არა პირიქით.

·        სახელმწიფო ფლობს „კომპეტენციის’’ კომპეტენციას,ე.ი. თავი გამოაცხადოს კონკრეტული ამოცანის შესრულებაზე უფლებამოსილ სუბიექტად.

 

·        „საჯარო მმარტველობის“ „პრივატიზაციის’’ იდეის ხორცშესხმის ამოსავალი წერტილი არის „სახელმწიფოს გადატვირთვა’’ [სახელმწიფო ამოცანებით]

 

·        „საჯარო მმარტველობის“ „პრივატიზაცია’’[როგორც სტრატეგია] „სახელმწიფო ამოცანების’’ ზრდის პროცესს უპირისპირებს  კერძო ინიციატივას.

 

·        „საჯარო მმარტველობის“ „პრივატიზაცია’’ არ არის თვითმიზანი და უსაზღვრო

 

·        მიუხედავად იმისა კონსტიტუციურ და ადმინისტრაციულ სამართალში პირდაპირი აკრძალვა ან ვალდებულება დადგენილი არ არის , „საჯარო მმარტველობის“ პრივატიზაცია არ არის სამართლის ამ დარგების გავლენისაგან თავისუფალი.

 

 

·        საჯარო მმართველობის განხორციელების უფლებამოსილების გატანა „პროფესიული საჯარო მოხელის’’ ინსტიტუტზე დაფუძნებული „საჯარო სამსახურის’’ გარეთ დასაშვებია მხოლოდ „საკანონმდებლო დათქმის’’ საფუძველზე და კანონის ფარგლებში ისე,რომ საფრთხე არ შეექმნას  „მმარტველობითი ფუნქციის’’ განხორციელებას

·        სახელმწიფოს რომელი „მმართველობითი ფუნქცია’’ უნდა განხორციელდეს „პროფესიული საჯარო მეხელეების’’ მიერ და რომელი ფუნქციების გადაცემა შეიძლება კერძო სტრუქტურისათვის,ამაზე არ არსებობს ცალსახა პასუხი.

·        მაგ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის და პარკირების სისტემის მოწესრიგება არის  ერთ-ერთი „საჯარო სამართლებრივი ფუნქცია’’

პარკირების წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა მოცემულია „ადმინისტრაციულ სმართალდარღვევათა’’ კოდექსში

·        სახელმწიფოს მიერ „პარკირების მოწესრიგების ფუნქციის’’ გადაცემა კერძო პირზე არ ცვლის  ამ ფუნქციის სამართლებრივ ბუნებას,ის კვლავ რჩება „საჯარო სამართლებრივ ფუნქციად’’.

·        როდესაც სახელმწიფო ირჩევს „კერძო სამართლის  სუბიექტს“,რომელმაც უნდა განახორციელოს პარკირების წესების დაცვა და დამრღვევი პირების დაჯარიმება ,ეს „კერძო სამარტლის სუბიექტი’’[მაგ. შპს] უნდა აკმაყოფილებდეს იმ პირობებს რომლებიც წაეყენება ასეთი ფუნქციის განმახორციელებელ „საჯარო სამარტლებრივ სუბიექტს’’- პოლიციელს

·        ხელშეკრულების „მეორე მხარეს’’,რომელიც გამოხატავს სურვილს შეასრულოს ეს სამუშაო გააზრებული უნდა ჰქონდეს,რომ ის არის „მმართველობითი ფუნქციის’’ განმახორციელებელი კერძო პირი,რომლის მიმართაც ვრცელდება“ადმინისტრაციული სამართლის’’  ნორმები და პრინციპები.[!]

·        ასეტი შპს-ს თანამშრომელმა ღონისძიების განხორციელების დროს უნდა იხელმძღვანელოს  „გადაწყვეტილების ‘’ მიღების იგივე  სტრუქტურით,რიტაც პოლიციელი ხელმძღვანელობს:

ა) უნდა მოხდეს დასაცავი სიკეთის მიმართ  ავტომანქანის უკანონოდ გაჩერებით გამოწვეული საფრთხის შეფასება.

ბ) უნდა იყოს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის,რომ ავტომანქანის მიმართ ღონისძიების განუხორციელებლობით საფრთხე დაემუქრება დასაცავ სიკეთეს-საზოგადოებრივ წესრიგს  და „თანაზომიერების პრინციპის“საფუძველზე უნდა მოხდეს „გადაწყვეტილების’’ მიღება -რამდენად   აუცილებელია ავტომანქანის „საჯარიმო სადგომზე’’ გადატანა.

·        აღნიშნული ღონისძიება არ არის დამრღვევის მიმართ „ადმინისტრაციული სახდელის’’ სახე ,ეს ღონიძიება არ ემსახურება დამრღვევის დასჯას,არამედ ეს ღონიძიება არის დამრღვევის ინტერესების დაცვის ინსტრუმენტი[საშუალება]

·        როდესაც „აუცილებელი ‘’ ხდება  ავტომანქანის გატანა კონკრეტული ტერიტორიიდან,რადგან ის აფერხებს საგზაო მოძრაობას,საჯარიმო სადგომზე გადატანიტ ხდება მისი დაცვა მესაკუთრის ინტერესების გათვალისწინებით.

·        ამ მომსახურებისთვის კი გათვალისწინებულია შესაბამისი „გადასახადი’’[და არა „ჯარიმა’’]

·        თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მოსახლეობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფა ხდება ორგანიზაციული მოწყობის „კერძო სამართლებრივი ფორმით’’-შექმნილია   შპს“თბილისის ავტობუსი’’

·        საჯარო უფლებამოსილების განსახორციელებლად შერჩეულია ასევე „კერძო სამართლებრივი ფორმა’’- ხელშეკრულება

·        კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში[ოფერტი და აქცეპტი] მხარეები თანხმდებიან კონკრეტული ვალდებულებების შესრულებაზე -ერთი მხარე[შპს] იღებს ვალდებულებას გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილას,ხოლო მეორე მხარე[მგზავრი] იღებს ვალდებულებას გადაიხადოს შესაბამისი თანხა.

·        როდესაც სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეული არჩევანს აკეთებს „საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების’’ განხორციელების „კერძოსამართლებრივ ფორმაზე’’ ის ვალდებულია ბოლომდე დარჩეს ამ სფეროში.

·        ანუ დავის შემთხვევაში , სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეული,როგოც ნებისმიერი კერძო პირი,უფლებას იცავს „კერძოსამართლებრივი საშუალებების’’ გამოყენებით

·        დაუშვებელია „კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში’’ უფლების დაცვა „საჯაროსამართლებრივი საშუალებებით’’

·        თბილისის ავტობუსში კონტროლიორი ადის „საჯაროსამართლებრივი  ინსტრუმენტით’’[ჯარიმა]

·        ის გამოსცემს „ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს’’[ჯარიმის ქვითარი],რაც ერთი შეხედვით ეწინააღმდეგება ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებას[ „დაუშვებელია „კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში’’ უფლების დაცვა „საჯაროსამართლებრივი საშუალებებით“],თუმცა ეს ასე არ არის.

·        კონტროლიორი ავტობუსში არ შემოდის მგზავრის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობაზე რეაგირებისთვის.

·         

·        მის მიერ გამოწერილი ჯარიმა არ ემსახურება მგზავრის მიერ გადაუხდელი თანხის ამოღებას

·        კანონმდებელმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობას მისცა „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’ სტატუსი.

·        სახელმწიფოს მხრიდან ადგილი აქვს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე’’ რეაგირებას.

·        კონტროლიორსა და მგზავრს შორის ურთიერთობა არის სამართლებრივი ურთიერთობა „ადამინისტრაციული სამართალდარღვევის სამართლის’’ სფეროში

·        შპს „ავტობუსმა’’ გადაუხდელი მგზავრობის ღირებულების ამოსაღებად უნდა მიმართოს საერთო სასამართლოებს  „სამოქალაქო სამართალწარმოების წესით’’

 

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

როგორ მოვიქცეთ კუჭის ტკივილის დროს

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები