14.2 ენა და მეტყველება
სარჩევი:
თუ გვინდა რომ ჩვენი ნათქვამი ადეკვატურად იქნეს გაგებული-ოთხი ზოგადი წესი
რჩევები ზეპირი მეტყველების „მსმენელის’’ მიმართ
·
არავერბალური ურთიერთობის ჩამოთვლილ საშუალებათა მრავალფეროენების მიუხედავად[იხ. 4.1 კონსპექტი],
ადამიანებისთვის ძირითად და ცხოველებისაგან განმასხვავებელ საშუალებად რჩება კომუნიკაციის
ვერბალური გზა ანუ მეტყველება.
·
თავიდან უნდა აღვნიშნოთ, რომ თანამედროვე სპეციალურ ლიტერატურაში,
რომელიც ამერიკული მოდელითაა აგებული ან ამერიკული წიგნების თარგმანია, უფრო ხშირად იხმარება ტერმინი ”ენა”.
·
ქართული ფსიქოლოგიის ტრადიციით ჩვენ ვასხვავებთ ორ ტერმინს: ა)ენას, რომელიც წარმოადგენს ობიექტურად არსებული ნიშანთა სისტემას და ბ) მეტყველებას, როგორც კონკრეტული ადამიანის ფსიქიკური აქტივობას, რომელიც ხორციელდება ენის საშუალებით.
ხ
„ენა’’
·
ენა როგორც საზოგადოებრივი გამოცდილების დაგროვებისა და
გადაცემის საშუალება, კაცობრიობის განვითარების
განთიადზე გაჩნდა.
·
ერთმანეთისთვის ღირებული ინფორმაციის გადასაცემად ადამიანებმა დაიწყეს დანაწევრებული ბგერების გამოყენება, რომლებსაც გარკვეული
ღირებულება ენიჭებოდა.
·
დანაწევრებული ბგერების
გამოყენება ურთიერთობისთვის მოსახერხებელი
იყო განსაკუთრებით იმ შემთხეევაში, როცა ხელი შრომის იარაღით ან საგნებით იყო დაკავებული.
ხ
·
ენას ცალკე ინდივიდის მეტყველებისაგან დამოუკიდებელი
სტრუქტურა და წესები აქვს.
·
ეს სტრუქტურა არ იცვლება
იმის გამო, რომ ვინმე ამ ენაზე არასწორად მეტყველებს.
·
არსებობენ ე.წ. მკვდარი ენები, რომლებზეც არავინ მეტყველებს,
მაგრამ ამ ენებსაც აქვთ თავისი სტრუქტურა და კანონები,
რომელსაც ჩვენ ვსწავლობთ.
ხ
·
გამოყოფენ ენის რამდენიმე
თვისებას: ა)შემოქმედითობას – ადამიანები
ქმნიან და ესმით წინადადებები, რომლებიც მათ არასოდეს არ მოუსმენიათ, ბ)სტრუქტურულობას
– ენა ექვემდებარება ლინგვისტურ ელემენტთა მკაცრ წესებს, გ)ენა შინაარსის მქონეა და შეეფარდება
ობიექტურ სინამდვილეში არსებულ მოვლენებს და ბოლოს, დ)ენა კომუნიკაციურია – ემსახურება
ადამიანთა შორის ურთიერთობას.
‘’მეტყველება’’
·
მეტყველება – ინდივიდის მოქმედებაა ენის საშუალებით[!],
·
მეტყველება იცვლება ადამიანის
ინდივიდუალური თავისებურებების შესაბამისად [ა)შინაგანი მდგომარეობისა და ბ)სიტუაციის მიხედვით, მაგალითად, ხდება მეტ-ნაკლებად ემოციური].
·
მეტყველების საშუალებით ადამიანი ადრეული
ასაკიდანვე ენის დაუფლების პროცესში იძენს „თავისი სოციალური წრის“ გამოცდილებას.
ხ
·
ენის მეშვეობით
კაცობრიობის მიერ შემუშავებული ცნებები ადამიანის
საკუთრებად იქცევა.
·
იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს კომუნიკაცია[ურთიერთობა] მეტყველების
საშუალებით,მეტყველებას ექსპრესიის ანუ „განცდათა გამოხატვის“ ფუნქცია
უნდა ჰქონდეს.
·
მაგრამ მხოლოდ ექსპრესია
არ არის საკმარისი ადამიანთა შორის ცნობიერი კომუნიკაციის დასამყარებლად. „განცდათა გამოხატვის“
ფუნქციას ცხოველთა
ბგერები და გამომხატველობითი მოძმრაობებიც ასრულებენ, და ეს მოძრაობები (აბურძგნა,
დამორჩილების პოზა და სხვა) სხვა ცსოველების ქცევაზე ასდენს გავლენას. მაგრამ ცხოველებს
მეტყველება არა აქეთ. მათი ბგერები და გამომხატველობითი მოძრაობები მხოლოდ მათ შინაგან მდგომარეობას გამოხატავს (შიშს, სიხარულს,
გაბრაზებას და სხვა). ეს მოძრაობები ინსტინქტური ხასიათისაა.
·
ხოლო სიტყვა ობიექტური[ანუ გარეთ არსებული მოვლენის] აღმნიშენელია.
ამ აზრით სიტყვას „ობიექტური
მნიშვნელობა“ აქვს. ადამიანი პურს ეძახის პურს, წყალს – წყალს, მიუხედავად
იმისა, თვით მას შია, სწყურია, თუ არა.
·
ცხოველის ინსტინქტური წამოძახილები „სასიგნალო როლს“
ასრულებენ – მაგ. შეშინებული
გარეული ბატის სისინი
ინსტინქტურად იწვევს ბატების მთელი გუნდის ტბიდან მოწყვეტასა და გაფრენას.
·
სულ სხვა არის ადამიანის სიტყვა. მას იმიტომ შეუძლია გაცნობიერებული კომუნიკაციის როლის შესრულება, რომ მას „აღმნიშვნელობითი“
ფუნქცია აქვს. იგი აღნიშნავს შინაარსს
(საგანს, მოქმედებას, თვისებას).
·
სიტყვა, როგორც „აღქმადი ბგერითი კომპლექსი“, გარკვეულ მნიშვნელობას
გულისხმობს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ამ „ბგერით კომპლექსთან“, ის პირობითია (ამიტომ, მაგალითად, პური სხვა ენებში სულ
სხვა ბგერათა კომპლექსით აღინიშნება “ხლებ”, “ბრედ” და ა.შ., მაგრამ შინაარსი ერთი აქვს),
·
გარკვეული „ბგერითი კომპლექსისთვის“ მნიშვნელობის მინიჭება აზროვნების სპეციფიკური
აქტის, აზრდების აქტის
შედეგია. ამ აქტის შედეგად, მაგალითად, უცხოური ენის სიტყვა, რომელიც მანამდე უაზრო ბგერათა კომპლექსად
გვესმოდა, აზრიან სიტყვად გადაიქცევა.
·
ბავშვი მეორე წლის ბოლოს “აღმოაჩენს”, რომ მის გარშემო არსებულ საგნებს, მათ თვისებებს,
მოქმედებებს სახელები
აქვს.
·
„ბგერათა კომპლექსები“, რომლებიც მას ესმის გარემოში, მნიშვნელობის მატარებელი ხდება.
·
ვილიამ შტერნი აზრდების ამ აქტს „ადამიანის ცხოვრების
ყველაზე მნიშენელოვან აღმოჩენას“ უწოდებდა.
·
მეტყველების განვითარება ბავშვის მიერ ენის დაუფლება საკვირველი პროცესია.
·
გიფიქრიათ ოდესმე იმ სიადვილეზე და სიჩქარეზე, რომლითაც
ბავშვი სულ რაღაც წლინახევრის განმავლობაში ეუფლება დედაენის ძირითად სტრუქტურებს და
საკმაოდ მდიდარ ლექსიკურ ფონდს?
·
მაგალითად, ბავშვმა, რომელმაც წლის და ორი თვის ასაკში
თქვა თავისი პირველი სიტყვა “ბვა”, რაც მანქანას აღნიშნავდა, ერთი წლის შემდეგ ამბობს:
“ბებია, დაჯექი და მიყურე, მე როგორ ეითამაშებ” ე.ი. ქმნის რთულ ქეეწყობილ წინადადებას
ქართული ენის გრამატიკის წესების დაცვით. მას ხომ არ უსწავლია გრამატიკა! ბავშვის მიერ დედაენის დაუფლების პროცესის
ეფექტურობის ახსნას ბიჰევიორისტულად ორიენტირებული ფსიქოლოგები
ცდილობდნენ წაბაძვისა
და განმტკიცების მექანიზმით.
მაგრამ ეს მექანიზმიები არ აღმოჩნდა საკმარისი ბაეშვის
მეტყველების ფაქტების ასახსნელად.
ა)ჯერ ერთი,
იმისათვის, რომ მიბაძო
რაიმე გამოთქმას, აღქმული
უნდა გქონდეს ეს გამოთქმა.
ბავშვს რომ წინასწარ მოესმინა თუნდაც 100 სიტყვის ყველა შესაძლო კომბინაცია,
მას დასჭირდებოდა მილიონობით წლები.
ბავშვები ქმნიან სიტყვათა ისეთ კომბინაციებს,
რომლებიც არასოდეს არ მოუსმენიათ.
ბ)გარდა ამისა,
ბავშვი ხმარობს ისეთ სიტყეებს, რომლებიც არც კი არსებობს მოზრდილთა მეტყველებაში, თუმცა
ეს სიტყვები იქმნება დედაენისთვის დამახასიათებელი წესების
შესატყვისად. მაგალითად, ამბობს “ვუთხრებ” ან “ვთქვამ” “ვიტყვის” მაგივრად,
სადაც გამოყენებულია ქართული ზმნებისთვის დამახასიათებელი დაბოლოება. ბავშვი ამბობს:
“რსებობს”, როდესაც მას უნდა დაამტკიცოს რაღაც
მოვლენის, მაგალითად თოვლის
პაპის არსებობა; აცილებს ნაწილაკს ”არ”, თითქოს იცოდეს, რომ “არ” უარყოფის ნაწილაკია.
ხ
·
რაც შეეხება განმტკიცებას, რომელიც ბიჰევიორისტულად ორიენტირებული ფსიქოლოგების მიერ დასწავლის ძირითად მექანიზმადაა აღიარებული, არც ეს ხსნის ენის
დაუფლების ფაქტებს.
·
ამის საპირისპიროდ არსებობს სპეციალური გამოკვლევები,
საღაც ნათლადაა ნაჩვენები, რომ მშობლები ბავშვს ძირითადად უსწორებენ ფაქტობრივ და არა
გრამატიკულ შეცდომებს.
·
მაგალითად პატარა თანამედროვე ამერიკელი დედას ეუბნება:
”ხვალ ჩამოვა დისნეი”. წინადადება სწორადაა აგებული, მაგრამ დედა პასუსობს: ”რა სისულელეა,
დისნეი დიდი ხანია
მოკედა”. და, პირიქით, არასწორად აგებულ წინადადებაზე დედა აძლეეს დადებით რეაქციას,
როდესაც ის გამოხატავს სწორ ფაქტობრივ ვითარებას.
ხ
·
ბიჰევიორისტებისაგან სრულიად საპირისპირო შეხედულებას
გამოთქვამს გამოჩენილი ლინგვისტი ნოამ ხომსკი.
·
ბიჰევიორისტების შეხედულებას მეტყველების განვითარების შესასებ ის ადარებს
ცარიელ ბოთლში სითხის ჩასხმას.
·
თვით მას კი მიაჩნია, რომ “ენის განვითარება ნიშნავს დაეხმარო ყვავილს გაიზარდოს, როგორც საჭიროა”.
·
ადამიანს აქვს თანდაყოლილი უნარი, ამეტყველდეს გარკვეულ დროს, მაგრამ კონკრეტულად
რა ენაზე ამეტყველდება, დამოკიდებულია ენობრივ გარემოზე.
ეს თანდაყოლილი უნივერსალური უნარი გულისხმობს
გარკვეულ „უნივერსალურ გრამატიკასაც“.
·
ასე, მაგალითად, ხუთივე ათასი არსებული ენა აუცილებლად
შედგება არსებითი სახელებისაგან და ზმნებისაგან, აქვს მხოლობითი
და მრავლობითი, უარყოფისა და კითხვის ფორმები და სხვა.
·
უნივერსალურია ის თანმიმდევრობაც, რომლის შესატყვისად
ბავშვი ეუფლება დედაენას, თუმცა მშობლები ბავშვთან ურთიერთობაში არასოდეს არ იცავენ
არავითარ თანმიმდევრობას: არავინ არ ცდილობს ბავშვს მიაწოდოს ჯერ სახელობითი ბრუნვა,
შემდეგ ნათესაობითი და ა.შ.
·
ბავშვის მიერ მეტყველების
დაუფლება გარკვეულ საფეხურებს გაივლის: ა)ტიტინის, ბ)ერთსიტყვიანი წინადადების ეტაპი, შემდეგ
საფეხურზე იქმნება გ)პირველი
უფორმო ორსიტყვინი წინადადებები (სადაც სიტყვები ერთმანეთის გვერდითაა მოთავსებული
ყოველგვარი შეთანხმების
გარეშე. მაგალითად, “ჩუსტი ბაბუ”. რაც ბაბუას ფეხსაცმელებს აღნიშნავს) მეორე წლის ბოლოს
იწყება დ)მეტყველების
გრამატიბაცია – ბავშვი თანღდღათანობით ეუფლება დედაენის გრამატიკულ სტრუქტურებს, სიტყეათა
შორის შეთანხმებას, იმატებს ლექსიკური მარაგი, რომელიც მეორე
წლის ბოლოს დაასლოებით სამას სიტყვას აღწევს, სამი
წლისთვის -– ათასამდე, ხოლო ხუთი წლისთეის – ათიდან
თხუთმეტ ათას სიტყეამდე.
·
ეს საფეხურები ასახავენ ზოგად კანონზომიერებას, რომელიც
ვლინდება ბავშვის ნორმალურ ენობრივ
გარემოში განვითარების პირობებში.
·
ნორმალურ პირობებში მეორე წელი
მიჩნეულია ყველაზე
მგრძნობიარე, ე.წ. სენზიტურ პერიოდად პირველი სიტყვების გამოსათქმელად (თუმცა არსებობს გამონაკლისები, როდესაც აბსოლუტურად ნორმალური ბავშვი
იწყებს მეტყველებას მესამე წელში).
ხ
·
ისმის კითხვა, თუ ამეტყველება გენეტიკურად წინასწარ დაპროგრამებული პროცესია, რა შეიძლება
მოხდეს, თუ ბავშეს პირველი წლების განმაელობაში არ აქეს ენობრივი გარემო?
·
არსებობს ცხოველების მიერ გაზრდილი ბავშვების შემთხეევები.
·
მათგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფაქტი ეხება ინდოეთში
ნაპოვნ ორი გოგონას, რომლებიც იზრდებოდნენ მგლების ოჯახში. როდესაც ისინი იპოვეს ერთი
იყო რვა წლის, მეორე
– ორის. მათი ქცევა მთლიანად ბაძავდა მგლების ქცევას. უმცროსი მალე გარდაიცვალა, რაც შეეხება უფროს
დას, რომელმაც 18 წლამდე იცოცხლა, მან შეიძინა ადამიანთა ჰიგიენური ჩვეეები, მაგრამ
სიცოცხლის ბოლომდე
სულ რამდენიმე სიტყვა
ისწავლა.
·
ასეთი ფაქტები მოწმობს, რომ თუ ენის ათვისების კრიტიკულ, სენზიტურ ჰერიოდში არ არსებობს სხვა
ადამიანებთან ურთიერთობა, შემდგომ კონტაქტს არ ძალუძს აანაზღაუროს ეს დეფიციტი.
·
ენობრივი ფორმების (როგორც მორფოლოგიური, ისე სინტაქსური)
მიმართ სენზიტურია 3-5
წლის ასაკი (იხ. თავი IV).
ხ
·
ბავშვის მეტყველების შესწავლის პრობლემების განხილვა
ბუნებრივად უკავშირდება ცხოველთა “ენის” პრობლემას.
·
რა
გზით ახერსებენ ცსოველები ურთიერთობას და რამდენად შესაძლოა მათთვის ადამიანური ენის
დაუფლება?
·
უდავოა, რომ ცსოველები ახერხებენ ურთიერთობას – იქნება
ეს გველის სისინი, დელფინების ტკაცუნი ან მაიმუნთა საკმაოდ დიფერენცირებული სიგნალები,
·
მეოცე საუკუნის ერთ-ერთი საინტერესო აღმოჩენაა ფუტკრის ე.წ. ”ცეკვის” მნიშვნელობის გაშიფრვა. მზვერავი ფუტკრები
მუშა ფუტკრებს აწოდებენ ინფორმაციას ყვავილების ზუსტი მდებარეობისა და მანძილის შესახებ
განსაკუთრებული მოძრაობების, ცეკვის საშუალებით. ინფორმაციის გადაცემის აღწერილი ფაქტი
უდავოდ შთამბეჭდავია, მაგრამ ფუტკრების
“ენა” ინსტინქტურ ხასიათს ატარებს და, ამდენად, მოქნილობისა და სირთულის მიხედვით
ვერ შეედრება ადამიანის ენას (იხ. თავი III).
·
ისმის კითხვა, შესაძლებელია თუ არა
ვასწავლოთ ენა ყველაზე მაღალგანვითარებულ ცხოველებს, ჩვენ უახლოეს ნათესავებს
– პრიმატებს? იმის რწმენის საპირისპიროდ, რომ მხოლოდ ადამიანს შეუძლია გამოიყენოს ენა
ურთიერთობისა და აზრდების
ფუნქციით, მეოცე საუკუნის სამოციან წლებში ალენ და ბეატრის გარდნერებმა სცადეს ესწავლებინათ ჟესტების ენა ყრუ შიმპანზესთვის.
ოთხი წლის ინტენსიური მუშაობის შედეგად ვაშუმ (ეს იყო მაიმუნის სახელი) აითვისა 132 ჟესტი, სიცოცხლის ბოლოსთვის – 240
და შეძლო მათგან მარტივი წინადადებების აგება.
·
ინფორმაცია ამ და ანალოგიური ექსპერიმენტების შესახებ
დიდ სენსაციად იქცა.
·
მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგების უმრავლესობას მიაჩნია,
რომ სიმბოლოთა აზრიანი თანმიმდევრობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ადამიანურ ენას.
·
ვაშუს “ენა” ორი წლის ბავშვის დონეზე დარჩა და მეტად
აღარ განვითარდა.
·
მიუხედავად ამისა, პრიმატების საოცარი შემეცნებითი
პოტენციალი ნამდვილად პატივისცემას იმსახურებს (იხ. თავი II.]
ენა და აზროვნება
·
ენისა და აზროვნების მჭიდრო კავშირი ეჭვს არ იწვევს,
მაგრამ ისმის კითსვა: ა) მსოლოდ „აზრის გამოხატვას“ ემსახურება ენა, თუ მას აქვს სპეციფიკური
ფუნქცია „აზრის
ჩამოყალიბებაში“?
ასევე საინტერესოა,ბ) ერთნაირად აზროვნებენ თუ არა სხვადასხვა ენებზე მოლაპარაკე
ადამიანები?
განსხვავებულ ენებს ხომ განსხვავებული ლექსიკა და სტრუქტურა აქეთ.
ხ
·
ლინგვისტებმა ედვარდ
სეპირმა და ბენჯამენ უორფმა ჩამოაყალიბეს შეხედულება, რომლის თანახმად „ენის სტრუქტურა“ მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ამ ენაზე მოლაპარაკე ადამიანთა აღქმასა და აზროენებას (ლინგვისტური დეტერმინიზმის
ჰიპოთეზა).
·
არსებითად მსგაეს თვალსაზრისს გამოთქეამდნენ გამოჩენილი
გერმანელი ლინგვისტები ჰუმბოლდტი და ვაისგერბერი, როდესაც
დედაენას უკავშირებდნენ
სამყაროს გარკვეულ
ხედვას.
·
ამის დამაღასტურებელი კლასიკური მაგალითია ესკიმოსთა
ენაში სიტყვა “თოვლის”, არარსებობის ფაქტი.
·
ესკიმოსებს თოვლის აღსანიშნავად მრავალი სიტყვა აქვთ
(ზოგიერთი მტკიცებით სამასამდე)
თოვლი, რომელიც
დნება, მკრივი, რბილი თოვლი და ა.შ. ითვლება, რომ ეს საშუალებას აძლეეს მათ უფრო მრავალფეროვანი
და ფაქიზი განსხვავებები
აღნიშნონ და მოიაზრონ
თოვლის სხეადასხეა
სახეობებს შორის, ვიდრე
სხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანებმა.
ხ
·
თანამედროვე ფსიქოლინგვისტიკაშიც არაერთი ფაქტია მოყეანილი იმის საილუსტრაციოდ,
თუ რა გავლენას ახდენს ენის სტრუქტურა ადამიანის მიერ
სამყაროს აღქმაზე.
მაგალითად, თურქულ ენაში ერთ-ერთი სუფიქსი ასახავს მოქმედებას, რომლის თვითმხილველია ადამიანი, ამიტომ
თურქი ბავშვები,
სხვა ენებზე მოლაპარაკე
ბავშვებისაგან განსხეავებით, ბურთის სროლის სიტუაციას სხვადასხვანაირად აღწერენ იმის მიხედვით,
თეითონ არიან ამ სიტუაციის თვითმხილველები თუ არა.
ხ
·
ქართველ და რუს ბაეშვებზე ჩატარებულ ექსპერიმენტში ბავშვები
განსხვავებულად
აჯგუფებდნენ საგნებს იმის გამო, რომ ქართულ ენაში განსხვავებულია წვრილი და თხელი საგნები,
რუსულ ენაში ორივეს
მიმართ იხმარება ერთი სიტყვა.
ხ
·
ცნობილია აგრეთვე. რომ სხვადასხვა ენებში
განსხვავებულადაა ასახული
სპექტრის ფერები.
უკიდურესი მაგალითის სახით ჩვეულებრივ ისილავენ ახალი გვინეის ერთ-ერთი ტომის ენაში მსოლოდ ორი სიტყვის
არსებობას ფერების აღსანიშსავად: ბნელი და ნათელი.
თუმცა, ექსპერიმენტულმა კვლევამ არ დაადასტურა ფერთა აღქმის განსხვავება სხვადასხვა
ენაზე მოლაპარაკე ადამიანებთან.
ხ
·
მკლევართა უმრავლესობას მიაჩნია, რომ უორფის
მტკიცება ლინგვისტური დეტერმინიზმის შესახებ გადაჭარბებულია,
რამდენადაც იგი ამტკიცებდა, რომ „ენა პირდაპირი მნიშვნელობით
განსაზღვრავს იმას, თუ რა იდეების შესახებ შეუძლია ადამიანს ფიქრი“.
·
მაგალითად, ერთ-ერთი პოლინეზიელი ხალსის ენაში არ არსებობს ზმნის წარსული დრო, რაც, მისი
აზრით, განაპირობებს იმას, რომ ამ ხალხს
არ შეუძლია ადვილად იფიქროს წარსულზე. ეს და მსგაესი მტკიცებანი აშკარა გადაჭარბებაა.
·
ამავე დროს, ენების თავისებურებების
გარკვეული გავლენა კოგნიტურ პროცესებზე, როგორც ჩანს,
მაინც არსებობს, თუმცა არა იმდენად ძლიერი, როგორც
ამას უორფი ვარაუდობდა.
·
განსხვავებულ ენებზე მოლაპარაკე ადამიანები მეტ-ნაკლებად მგრძნობიარენი
არიან სამყაროს გარკვეული ასპექტების მიმართ (სივრცითი მიმართებები, დროში განთავსება
და ა.შ.]
ხ
მეტყველების სახეები
·
ტრადიციულ ფსიქოლოგიაში არსებული კლასიფიკაცია გამოყოფს
მეტყველების ა)შინაგან ბ)გარეგან – გ)წერით და დ)ზეპირ
სახეებს.
ხ
·
აზრი, ხმამაღლა გამოთქმამდე, მეტყველების საშუალებით ყალიბდება.
მეტყველების ამ ფორმას შინაგანი
მეტყველება ეწოდება.
·
მას თავისებური სტრუქტურა აქვს: იგი შემოკლებულია, ფრაგმენტურია, პრედიკატურია და,
ძირითადად, მოქმედების აღმნიშვნელი
სიტყვებით სარგებლობს.
·
თავისთვის აზროვნების პროცესში ადამიანი იყენებს სიტყვებს იმის გააზრებისთვის და დაგეგმვისთვის, რაც მისთვის
უნდა გახდეს ნათელი, ხოლო იმას, რაც თავისთავად ცხადია, შინაგან მეტყველებაში გამოტოვებს
ხოლმე.
ხ
·
წერითი მეტყველება სტრუქტურულად
ყველაზე გაშლილია.
·
მას არ ახლავს არავერბალური საშუალებები: ინტონაცია,
პაუზები, შესატყვისი ჟესტიკულაცია.
·
იგი ნაკლებად არის სიტუაციაზე დამოკიდებული
და, ამიტომ, აზრის მთლიანად გაშლას მოითხოვს.
ხ
·
ზეპირი მეტყველება სარგებლობს
არავერბალური საშუალებებით.
·
იგი დამოკიდებულია
კონტექსტზე და სიტუაციაზე.
·
წარმოიდგინეთ, რომ შესვენების დროს მიემართებით უნივერსიტეტის
სასადილოსკენ, შემხვედრი ნაცნობი გეუბნებათ: ”ჯერ არ არის ღია”. თქვენ ადვილად ხვდებით
ნათქვამის შინაარსს. ეს გამოთქმა გაუგებარი იქნებოდა სიტუაციის
გათვალისწინების გარეშე.
ხ
·
როგორც წერითი, ისე ზეპირი მეტყველება
თავის ადრესატს გულისხმობს.
·
ნებისმიერ შემთხვევაში საუბრისას (დიალოგი) ან ლექციის
დროს (მონოლოგი) უნდა გავითვალისწინოთ: ა)ვინ არის თქვენი მსმენელი
და ბ)რა სახისაა ინფორმაცია, რომელიც უნდა მივაწოდოთ მას.
ხ
თუ გვინდა რომ ჩვენი ნათქვამი ადეკვატურად იქნეს გაგებული-ოთხი ზოგადი წესი
·
არსებობს ოთხი ზოგადი წესი (მაქსიმა),
რომლებიც მოლაპარაკემ უნდა გამოიყენოს, თუ უნდა რომ მისი ნათქვამი ადეკვატურად იყოს გაგებული.
·
ეს მაქსიმები შემდეგნაირად არის ფორმულირებული:
1. რაოდენობა: შეტყობინება უნღა შეიცავდეს იმდენ
ინფორმაციას, რამდენიც საჭიროა მსმენელისთვის. ნუ მიაწოდებთ
იმაზე მეტს, ვიდრე მოგეთხოვებათ. რჩევა მოსაუბრისთვის: თქვენ უნდა ეცადოთ განსაზღვროთ რეალურად რა რაოდენობისაა
ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება თქვენს მსმენელს. აქედან გამომდინარე, სასარგებლოა
და ზოგჯერ აუცილებელიც წინასწარ განისაზღვროს ის, თუ რა იცის მსმენელმა.
2. ხარისხი: შეეცადეთ ილაპარაკოთ სიმართლე. არ თქეათ ისეთი რამ, რაც მცდარი ჰგონიათ და რისი
დამადასტურებელი ფაქტებიც არა გაქვთ. რჩევა მოსაუბრისთვის: როდესაც თქვენ ლაპარაკობთ,
მსმენელი ელოდება თქვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის დადასტურებას. თითოეული გამონათქვამის დაგეგმვ
ის დროს მოფიქრებული უნდა გქონდეთ მისი
დამადასტურებელი ფაქტები[არგუმენტები].
3. მიმართება: ილაპარაკეთ თანმიმდეერულად, რომ ყოველ ახალ ნათქვამს კავშირი ჰქონდეს წინა ნათქვამთან.
რჩევა მოსაუბრისათვის: როდესაც რაიმეს ამბობთ,
დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მსმენელისთვის
გასაგებია კავშირი თქვენს მიერ მიწოდებულ შეტყობინებასა და მანამდე არსებულ ინფორმაციას
შორის.
4. სტილი: ილაპარაკეთ ზუსტად
და გარკვევით. მოერიდეთ ორაზროვანი
ფრაზების გამოყენებას. ტექსტი უნდა იყოს აგებული მოკლე
და გამართული წინადადებებით. რჩევა მოსაუბრისთვის: თქვენ ვალდებული ხართ ილაპარაკოთ
შეძლებისდაგვარად გარკვევით, თუმცა დაზღვეული არა ხართ შეცდომებისაგან.
როგორც ყურადღებიანი და გულისხმიერი მოსაუბრე, უნდა დარწმუნდეთ,
რომ მსმენელებმა სწორად გაიგეს რისი თქმაც გსურდათ.
ხ
რჩევები ზეპირი მეტყველების „მსმენელის’’ მიმართ
·
ასეთივე ტიპის რჩევები შეიძლება ჩამოყალიბდეს მსმენელის მიმართ.
·
მსმენელი არა მხოლოდ ისმენს თუ „რა“ უთხრეს, არამედ ცდილობს
გაიგოს, თუ „რატომ“
და „როგორ“
იყო ნათქვამი, ამისთვის:
ა)განსაზღვრეთ
მოსმენის მიზანი
ბ)განეწყეთ
ყურადღებით მოსასმენად
გ)გონება
მოიკრიფეთ, ნუ გადაიტანთ ყურადღებას სხვა ობიექტებზე.
დ)მოისმინეთ
ინტერესით და
ე)ნუ იჩქარებთ ნაადრევი დასკვნების
გამოტანას.
ვ) გაიმეორეთ უკვე მოსმენილი სხვა სიტყეებით, დააზუსტეთ მთქმელთან[მოსაუბრესთან]
, რამდენად სწორად გაიგეთ მისი ნათქვამი.
·
სხვისი მეტყველების სწორი აღქმა
ხელს უწყობს არა მხოლოდ ახალი ინფორმაციის
მიღებას, არამედ გაძლევთ მეტ შანსს, რომ თქვენ სიტყვებსაც
ყურადღებით მოისმენენ.
ხ
·
სწორედ ზემოთ დასახელებული „მაქსიმები“ და „მოთხოვნები მსმენელისადმი“
ხელს უწყობენ ადამიანთა შორის თანამშრომლობას.
·
დავამატებდით, რომ უნდა შეეცადოთ მეტყველებისას ნაკლებად იხმაროთ სიტყვა-პარაზიტები, კალკა,
ვულგარიზმები.
·
მეტყველების სტილი უნდა ითვალისწინებდეს, თუ რა მიზანს ისახავს მოლაპარაკე: ა)უნდა დაარწმუნოს აუდიტორია თუ ბ)უბრალოდ მიაწოდოს გარკვეული
ინფორმაცია.
·
უმნიშვნელოვანეს ფაქტორს ზეპირი მეტყველების
ადეკვატური გაგებისთვის წარმოადგენს მსმენელთა წინასწარი მოლოდინი
და შექმნილი განწყობა,
ცნობილია
მოსკოვის უნივერსიტეტში ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგები, რომლის განმავლობაშიც სტუდენტთა
ორ ჯგუფს ერთი და იგივე საერთაშორისო მიმომხილველი უკითხავდა იდენტურ ლექციას. ერთ
შემთსვევაში აუდიტორიის უკანა რიგებში იჯდა ფსიქოლოგის ასისტენტი, რომელიც გარშემო
მყოფ სტუდენტებს ეუბნებოდა რომ ლექცია იქნება უინტერესო, ძველ ინფორმაცაზე აგებული,
მეორე ჯგუფში კი წინასწარ აწვდიდნენ
საწინააღმდღეგი ინფორმაციას ლექტორის შესახებ. ლექციის შემდეგ, შეამოწმეს, თუ რამდენად
კარგად გაიგეს სტუდენტებმა ლექცია. შედეგი საგრძნობლად განსსვავებული აღმოჩნდა. მეორე
ჯგუფის სტუდენტებმა ბევრად უკეთ გაიგეს და დაიმახსოვრეს ლექციის შინაარსი.
Комментарии
Отправить комментарий