14.1. კომუნიკაციიის არავერბალური საშუალებები
· ადამიანთა ერთობლივი ცხოერების და აქტივობის (საქმიანობის) აუცილებელი პირობაა კომუნიკაცია.
· მაგალითად, ა)დილით ვესალმებით ოჯახის წეერებს, ბ)ვუტოვებთ ინფორმაციას დაგეგმილი დღის შესასებ, გ)ბოდიშს ვიხდით ან ვსაყვედურობთ თანამგზავრებს ან მძლოლს გზაში შექმნილ დაბრკოლებებთან დაკავშირებით, დ)დღისით ვისმენთ ლექციებს ან თვითონ ვატარებთ მათ, ვ)ვეთათბირებით თანამშრომლებს, ზ)საღამოს ვიღებთ ინფორმაციას ტელევიზორიდან, თ)ვუყვებით ოჯახის წევრებს დღის შთაბეჭდილებების შესახებ.
· ყველაფერ ამას ვაკეთებთ ორი ძირითადი გზით: ენობრივი ანუ ვერბალური და არავერბალური საშუალებებით.
ხ
კომუნიკაციის არავერბალური საშულებები
· კომუნიკაცია ხორციელდება არა მხოლოდ ვერბალურად, მნიშენელოვანია არავერბალური საშუალებებიც: ა)მიმიკა, ბ)ჟესტიკულაცია, გ)პოზა, დ)მხედველობითი კონტაქტი (თვალებში ცქერა ან, პირიქით, თვალის არიდება) ე)ექსტრალინგვისტური საშუალებები (ინტონაცია, პაუზა, ტემპის ცვლა, ხმის ტემბრისა და სიმაღლის ცვლა), ვ)პროქსემიკა ანუ კომუნიკაციის ორგანიზაცია სივრცეში (მაგ, მოსაუბრესთან მიახლოება ან მისგან დაშორება, ზ)გვერდულად დგომა და ა.შ..
· არავერბალური საშუალებები სამეტყველო აქტის რეალობაა. უფრო მეტიც, ერთ-ერთი გამოთელის მიხედვით, ინფორმაციის 65%-მდე ურთიერთობის არავერბალურ საშუალებებზე მოდის. თავიდანვე უნდა შევნიშნოთ, რომ ეს პროცენტი მეტად პირობითია, რადგანაც არავერბალური საშუალებების მრავალფეროვნება და თავისებურება ცვალებადობს კულტურათა შორის.
ხ
· ურთიერთობის არავერბალური კომპონენტების ადეკვატური ანალიზი გვაძლევს შესაძლებლობას, დავსახოთ საკომუნიკაციო უნარის ფორმირების გზები, გამოვავლინოთ სამეტყველო და არასამეტყველო ქცევის ეროვნულ-კულტურული სპეციფიკა, რაც აუცილებელია, კერძოდ, კულტურათაშორისი კომუნიკაციის სრულყოფისთვის.
ხ
· ხშირად იხმარება ტერმინი “სხეულის ენა”, რომელიც უფრო ვიწროა, რადგანაც მხოლოდ ჟესტებს, მიმიკასა და პოზას მოიცავს და არ შეიცავს ე.წ. ექსტრალინგვისტურ საშუ- ალებებს (ინტონაციას, პაუზას და სხვა), რაც აუცილებლად თან ახლავს მეტყველებას, მაგრამ არ მიეკუთვნება მეტყველების მახასიათებლებს.
· არსებული შესედულების მისედვით, ჟესტები ხუთ ფუნქციას ასრულებენ: ა)სიმბოლოს, ბ)ილუსტრაციის, გ)ადაპტაციის, დ)რეგულატორის და ე)ემოციის ინდიკაციის.
· საფიქრებელია, რომ ამ ფუნქციებს ასასიათებთ მეტ-ნაკლები ეროვნულ-კულტურული სპეციფიკა და მათი განხილვა, პირველ რიგში, ურთიერთობის არავერბალურ საშუალებათა დიფერენციაციას გულისხმობს.
ხ
· კომუნიკაციის არავერბალური საშუალებები მნიშენელოევნად არის გაპირობებული თანდაყოლილი უნივერსალური სიგნალებით – „ძირითადი ემოციების“ გამოხატვა უნივერსალურია კაცობრიობისთვის.
· მაგრამ „სხვა ასპექტები“ სპეციფიკურია კულტურისთვის და კულტურათაშორისი კომუნიკაციის პროცესში ხშირად ხდება გაუგებრობის მიზეზი.
· ასე, მაგალითად, კროსკულტურულ ურთიერთობათა ერთი სპეციალისტი აღწერს ფაქტს, სადაც ამერიკაში ასლად ჩასულ აზიელ ინჟინერს მისმა მდივანმა ქალმა უსურვა წარმატება სპეციფიკური ამერიკული ჟესტით – გადაჯვარედინებული თითებით, რამაც იგი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, რადგანაც ინჟინრის სამშობლოში ეს ჟესტი სექსუალურ გამოწეევას ნიშნავს.
· გრამატიკული წესების გაუცნობიერებელი გამოყენების ანალოგიურად, ადამიანი მისდევს არავერბალური ქცევის დაუწერელ წესებს მათ გაუცნობიერებლად და გაუცნობიერებლადვე ეუფლება მათ მშობლიური ენის დაუფლებასთან ერთად.
· იდენტიფიკაცია საკუთარი სოციუმის წარმომადგენლებთან ამის ერთერთ მექანიზმს წარმოადგენს.
· უცხოური ენის დაუფლება თავისი სრულყოფილი ფორმით გულისხმობს ამ კულტურისთვის დამახასიათებელი არავერბალური საშუალებების სისტემის დაუფლებას. ამას კი საკმაოდ იშვიათად აღწევენ.
· მაგრამ არსებობს საპირისპირო ფაქტები, მაგალითად ნიუ-იუორკის მერი 1933-45 წლებში, ლაგუარდია სრულყოფილად ფლობდა ინგლისურს, იტალიურს და იდიშს. მკლევარები, რომლებიც შეისწავლიდნენ მისი გამოსვლების ჩანაწერებს, გამორთული ხმის პირობებშიც თავისუფლად საზღვრაედნენ, თუ რა ენაზე მეტყველებდა ლაგუაორდია, მხოლოდ არავერბალურ სიგნალებზე დაყრდნობით.
· კერძოდ, იტალიური და ებრაული კულტურისთვის სპეციფიკურია მეტყველების თანმხლებად ხელების წრიული მოძრაობა. ამ მოძრაობების რადიუსის გაზომვით შეგვიძლია, ზუსტად გავარკვიოთ თუ რა ენაზე მეტყველებს ადამიანი: რაც უფრო მეტია რადიუსი, მით უფრო მეტია ალბათობა, რომ ეს იქნება იტალიური ენა.
ხ
· საყურადღებოა არავერბალური კომუნიკაციის გენდერული ასპექტიც.
· მაგალითად, ერთ-ერთ ექსპერიმენტში ქალ-ვაჟთა ურთიერთობის ვიდეოჩანაწერების საშუალებით ნაჩვენებია, რომ ქალები უფრო მეტად იყენებენ ურთიერთობის ვიზუალურ საშუალებებს, ვაჟები კი – კინესთეტიკურს (ჟესტებს).
ხ
· ნაცადია ჟესტების სპეციალური ანბანის შექმნა.
· შექმნილია ე.წ. “შუა ევროპული ჟესტების რუკა”, რომელიც ჟესტების 20 ფოტოსურათისაგან შედგება.
· პროქსემიკური ანუ კომუნიკაციის წევრების სივრცეში განლაგების განსხვავების სადემონსტრაციოდ ჩვეულებრივად იყენებენ ე.წ. .“დისტანტური“ და „კონტაქტური“ ერების არსებობის ფაქტს.
· პირველ ჯგუფს მიეკუთვნება ჩრდილოეთი ეეროპა, ა.შ.შ.,
· კონტაქტურს – სამხრეთი ევროპა, მცირე აზია, ლათინური ამერიკა
· ჩრდილო-ამერიკელების და ლათინო-ამერიკელების ურთიერთობაში პირველები ცდილობენ დაიცვან თავისი პირადი სივრცე (70 სმ-მდე), ხოლო მეორენი ცდილობენ, უფრო მცირე დისტანციაზე დაამყარონ ურთიერთობა.
პირველები სულ უკანუკან იხევენ, მეორენი კი – უახლოედებიან. ამ ვითარებას ხშირად
“ლათინო-ამერიკულ ვალსს” უწოდებენ.
ხ
· როდესაც არავერბალური წესი ირღვევა, ადამიანი დისკომფორტს განიცდის, მაგრამ არ იცის, რატომ.
· მაგალითად, არაბებს უყვართ ახლოს დგომა, ხელის მოკიდება მოსაუბრისთვის, რაც ჩრდილო-ევროპელს უხერხულ მდგომარეობაში აგდებს.
·
კონტაქტურ და დისტანტურ ერებად
დაყოფის გარდა, არავერბალურ
საშუალებათა მთელი სისტემა შეიძლება
ორ სახედ იყოს კატეგორიზებული: ა)კულტურები, სადაც კონტექსტი
მეტ-ნაკლებ როლს ასრულებს. მეტად კონტექტურ კულტურას ახასიათებს არავერბალური სიგნალებისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭება. ასეთებია
იაპონური და არაბული კულტურები, რომლებშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტრადიციულ ჟესტს და პოზას.
ბ)ნაკლებად კონტექსტური კულტურა (გერმანული, ჩრდილო-ამერიკული) მეტ მნიშვნელობას ანიჭებს სიტყვებს, ნაკლებად არის გამოყენებული ურთიერთობის ტრადიციული ფორმები.
· ამ ორი განსხვავებული კულტურის წარმომადგენელთა კონტაქტი ხშირად ორმხრივ უკმაყოფილებას იწვევს. ამერიკელს უძნელდება იაპონელთან ურთიერთობაში იმით, რომ არ ესმის იაპონელის გამოუთქმელი განზრახვა; ხოლო იაპონელს, პირიქით, მიაჩნია, რომ გონიერმა ადამიანმა უნდა გაიგოს საუბრის აზრი კონტექსტიდან.
· ამ უმნიშენელოვანეს განსხვავებაზე აგებულ გაუგებრობას შეუძლია ომამდეც კი მიიყვანოს მხარეები.
· მაგალითად, ერაყის ჯარების მიერ ქუვეიტის ოკუპაციის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი და ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარიკ აზიზი ერთმანეთს შეხვდნენ. ბეიკერმა ერთმნიშენელოვნად წაუყენა ულტიმატუმი: ”თუ არ გახვალთ ქუვეიტიდან, ვიწყებთ შეტევას”-ო, მაგრამ ეს ითქვა დიპლომატიური ტონით, თანმხლები არავერბალური საშუალებების – მუქარის პოზისა და ჟესტების გარეშე.
· იმავე დღეს ტარიკ აზიზმა შეატყობინა სადამ ჰუსეინს, რომ ამერიკელები მხოლოდ სიტყეიერად იმუქრებიან ომის დაწყებას, ხოლო მოქმედებას არ დაიწყებენ.
· ამერიკელებმა კი პირობის შესრულების შესატყვისად მეორე დღესვე დაიწყეს საომარი მოქმედება.
· ამგვარად, კონტექსტზე დამოკიდებული კულტურის წარმომადგენელმა ვერ გაიგო მხოლოდ ვერბალურ კონტაქტზე ორიენტირებული კულტურის წარმომადგენლის ინფორმაცია, რის შედეგადაც მრავალი ადამიანი დაიღუპა.
ხ
· მკითხველის წინაშე ბუნებრივად დგება საკითხი, რომელ კულტურას მიეკუთვნება თანამედროვე ქართველი, რა არის წამყვანი მის ურთიერთობაში – ვერბალურად თუ არავერბალურად გადაცემული ინფორმაცია?
· რამდენად განსხვავდება ქართველის მიერ გამოყენებული ჟესტიკულაცია, პოზა, პროქსემიკა სხვა ხალხის ანალოგიური მონაცემებისაგან?
· გამოკვლეულია პროქსემიკური – სივრცეში განლაგების – ზონების ქართული აღნიშვნები.
· მაგალითად, ინტიმური ზონისთეის ქართულში არსებობს გამოთქმები: “გულში უზის”, “სულში იძვრენენ”, “ზედ წამწამზე უზის”.
· დისტანციური ზონისადმი დამოკიდებულება (ოფიციალური ზონა) ხშირად უარყოფით იერს ატარებს: “სათოფეზე არ იკარებს”, “თვალის დასანახად არ უნდა” და სხვა.
· კინესთეტიკური კომპონენტები (კოცნა, გადახვევა) ხშირად რიტუალურ ხასიათს ატარებს, თან ახლავს მისალმება-დამშვიდობებას, საყეარულსა და პატიეისცემას გამოხატავს.
· ეს უძველესი ტრადიციული ჟესტებია, თუმცა ამჟამად მეტისმეტად ჭარბად გამოიყენება ჩვენში.
Комментарии
Отправить комментарий