მაგნიუმის დეფიციტი : სიმპტომები,მიზეზები,დიაგნოსტიკა,მკურნალობა

 

  მაგნიუმის დეფიციტის  სიმპტომებია:

 

1.      სისუსტე ,დაღლილობა

2.      მოდუნების  უუნარობა[მაგნიუმი ამშვიდებს ნერვებს]

3.      გულისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს[მოციმციმე არითმია  დეფიციტის დროს იგივე კალიუმის დეფიციტის დროს]

4.      დეფიციტის დროს წვივის კუნთის კრუნჩხვები,სპაზმები ,კუნთები გექნება მუდამ  დაძაბული

5.      შეკრულობა [ნაწლავთა სისტემა დაძაბულია, იწვევსმუცლის გაბერვას და შეკრულობას]

6.      წნევა მატულობა

7.      უძილობა[მოდუნების უუნარობის გამო]

8.      ქრონიკული ტკივილები ზურგის არეში

9.      შაკიკი

 

მაგნიუმის ასათვისებლად საკვებიდან საჭიროა ვიტამინი D

 

ყურადღება:

 

·        ინსულინრეზისტენტულობის დროს  მაგნიუმი არ აითვისება ორგანიზმის მიერ[ ასეთ დროს უნდა მოუმატო მაგნიუმის მიღებას]

 

·        მაგნიუმი ასევე ხელს უწყობს კალიუმის ათვისებას

 

 

საიდან უნდა მივიღოთ მაგნიუმი ?

 

1.      ქლოროფილის მაღალი შემცველობის საკვებიდან[კეილი,ისპანახი,თხილეული]

საჭიროა მწვანე ბოსტნეულის 7-10 ჭიქა დღეში -რათა მიიღო დღიური ნორმა

ასევე მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები:

·        შვრიაყავისფერი ბრინჯიქერი

·        კომბოსტოსოიოს ფქვილი,ბარდა,  ლობიო,  მზესუმზირის თესლები;

·        ლეღვილიმონიგრეიპფრუტივაშლიბანანიგარგალი;

·       ნუშიკაკალი;

·        კამბალაკობრიკრევეტებიზღვის ქორჭილაპალტუსიქაშაყისკუმბრია, ვირთევზა;

·        რძეხაჭო (შეიცავს ცოტასმაგრამ ადვილად შეთვისებად ფორმაშია)

 

რომელი პროდუქტები შეიცავენ მაგნიუმს

ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე მაგნიუმით მდიდარი საკვები, რომელიც ყოველდღე შეგიძლიათ მიიღოთ და შეივსოთ ამ ნივთიერების მარაგი.

1. აკაჟუ

 

აკაჟუ (ქეშიუ) მინერალების საგანძურია. 100 გრამში 290 მილიგრამი მაგნიუმია, რაც დღიური ნორმის თითქმის 75%-ია. გარდა ამისა, ის მდიდარია სპილენძით, თუთიით და რკინით, რაც მას იდეალურ არჩევანად აქცევს იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

ის ცილების და ჯანსაღი ცხიმების შესანიშნავი წყაროა, რაც კარგია გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის და მისი ჭამა ხელს შეუწყობს ძვლების გამაგრებას და ნერვული სისტემის გაჯანსაღებას.

2. წიწიბურა

 

წიწიბურა უგლუტენო მარცვლეულია და შეიცავს უამრავ ანტიოქსიდანტს, მათ შორის რუტინს, რომელიც ცნობილია თავისი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით და სისხლძარღვების გამაძლიერებელი ეფექტით.

და თუ გსურთ მაგნიუმის შემცველი პროდუქტები მიიღოთ, წიწიბურა შესანიშნავი არჩევანია. 100 გრ დაახლოებით 140 მგ მაგნიუმს შეიცავს და ასევე, აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი, რაც მას იდეალურ პროდუქტად აქცევს შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის.

3. გოგრის თესლი

 

შემდეგი მაგნიუმით მდიდარი საკვები გოგრის თესლია და 100 გრ დაახლოებით 580 მგ მაგნიუმს შეიცავს. ეს კი დღიური ნორმის 150%-ზე მეტია. გარდა ამისა, ერთ-ერთი საუკეთესო მცენარეული წყაროა თუთიის, რომელიც აუცილებელია ძლიერი იმუნიტეტისთვის.

დამატებით, ის შეიცავს ცილებს, კარგ ცხიმებს, უჯრედისს და კვლევებმა აჩვენა, რომ მისი რეგულარული მოხმარება ეხმარება ძილის ხარისხის გაუმჯობესებას, რადგან მასში არსებული ტრიპტოფანი ბუნებრივი დამამშვიდებელია.

4. შავი ლობიო

 

პარკოსნების მეფედ წოდებული შავი ლობიო სავსეა სასარგებლო ნივთიერებებითცილებით, უჯრედისით და რკინით. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ის შეიცავს ანტიოქსიდანტების უნიკალურ კომბინაციას, რომელიც გვიცავს თავისუფალი რადიკალებისგან.

მოხარშული შავი ლობიოს 100 გრამი გვაწვდის 160 მილიგრამ მაგნიუმს, დღიური ნორმის 40%. საინტერესოა ისიც, რომ ლობიოში არსებული ნახშირწყლები ნელა შეიწოვება, რაც შაქრის დონის სტაბილურად შენარჩუნებაში გვეხმარება.

5. ტოფუ

 

ტოფუ მცენარეული ცილის შესანიშნავი წყაროა და განსაკუთრებით პოპულარულია ვეგანურ კვებაში. ის მდიდარია კალციუმით და რკინით, თან დაბალკალორიულია – 100 გრამში სულ 70 კალორიაა.

გარდა სხვა სასარგებლო თვისებებისა, ტოფუს 100 გრამი შეიცავს 110 მილიგრამ მაგნიუმს. საინტერესოა, რომ ტოფუ ასევე შეიცავს ფიტოესტროგენებს, რომლებიც ეხმარებიან მენოპაუზის სიმპტომების შემსუბუქებას.

6. შავი შოკოლადი

 

შავი შოკოლადი არა მარტო გემრიელია, არამედ მაგნიუმის შემცველი საკვებიც არის. 70-85%-იანი შავი შოკოლადის 100 გრ შეიცავს 230 მგ მაგნიუმს, რაც დღიური ნორმის დაახლოებით 57%- შეადგენს.

მასში არსებული ფლავონოიდები არეგულირებენ წნევას და აუმჯობესებენ გუნება-განწყობას სეროტონინის გამომუშავების სტიმულირებით. თუმცა, შავი შოკოლადი მაღალკალორიულია და უმჯობესია მისი ზომიერად მიღება.

 

 

მაგნიუმის დეფიციტის ძირითადი ნიშნები[სიმპტომები] :

1.      ხშირი შეკრულობა[შველის -გუნჯუთი,მზესუმზირა,თხილეული,წიწიბურა,შვრიის ფაფა,შავი შოკოლადი,ლობიო,ისპანახი,კამა,პეტრუშკა[ოხრახუში],ზღვის კომბოსტო[კონსერვებადაა],წითელი ხიზილალა-ბევრ უჯრედისს შეიცავენ]

2.      უძილობა

3.      მაღალი წნევა[ნორმალური წნევისთვის საჭიროა კალიუმის და ნატრიუმის ბალანსი ორგანიზმში,კალიუმის რეგულირებაში სწორე მაგნიუმი იღებს მონაწილეობას;როცა კალიუმი მცირდება და ნატრიუმი იზრდება წნევა მატულობს]

4.      თავის ტკივილები[შაკიკი სტრესით გამოწვეული მაგნიუმის დეფიციტის დროს]

5.      კუნთების ხშირი სპაზმები ან კრუნჩხვები [ მაგნიუმი მონაწილეობს კუნთების შეკუმშვა  მოდუნებაში]

6.      ნერვული სისტემის პრობლემები [ მაგნიუმის მიღება გიუმჯობესებს განწყობას,არეგულირებს სტრესის დონეს]

7.      ბევრი ხორცეული ან გადამუშავებული საკვები[ვინც ბევრ ხორცეულს და რძის პროდუქტებს ჭამს იმას აქვს მაგნიუმის დეფიციტი]

8.      ბევრი ყავა[ამცირებს მაგნიუმის ათვისებას ორგანიზმის მიერ]

9.      ასაკი [ასაკთან ერთად ასევე მცირდება მაგნიუმის ათვისება]-

10.   ქრონიკული დაღლილობა[ რა გღლის ?ძირითადად  სამუშაო ან სწავლა,თუმცა  მიზეზი შეიძლება იყოს არასწორი დიეტა არასწორი რაციონი]

11.   არარეგულარული გულისცემა[მაგნიუმის დეფიციტი იწვევს არითმიებს,თავბრუსხვევები,ტკივილი მკერდის არეში,ქოშინი,გულისწასვლაც კი,რისკია გულისუკმარისობის განვითარების ან თრომბების,რაც იწვევს ისულტს ან ინფარქტს]

12.   მაღალი შაქარი სისხლში[მაღალი შაქრის მიზეზი შეიძლება იყოს მაგნიუმის დეფიციტი ,რაც დიაბეტის რისკის ქვეშ გაყენებს][100 მგ  მაგნიუმი დღეში ამცირებს დიაბეტის რისკს 15%-ით]

13.   მყიფე ძვლები[ იზრდება ოსტეოპოროზის რისკი]

 

მაგნიუმის აბები ექიმმა უნდა დანიშნოს;

რაც უფრო ბევრ სიმპტომს მონიშნავ ამ სიიდან მით უფრო უნდა ჩაიტარო კვლევა მაგნიუმის დეფიციტზე

ქალებისთვის სადღეღამისო ნორმაა 320 მგ მაგნიუმი

კაცებისთვის  420 მგ მაგნიუმი

 

 

მაგნიუმი ელემენტია, რომელიც მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ჩვენს ორგანიზმში.  

მაგნიუმი მონაწილეობს:

  • ენერგეტიკულ პროცესებში,
  • ფერმენტების აქტივაციაში,
  • ცილების სინთეზში,
  • ნერვული სისტემის გამართულ ფუნქციონირებაში
  • არტერიული წნევის რეგულაციაში
  • სისხლის გლუკოზის რეგულაციაში და სხვა

მაგნიუმი მონაწილეობს სხვა მიკროელემენტების –  ნატრიუმის, კალციუმის და კალიუმის ბალანსზე.

ჰიპომაგნემია (ანუ მაგნიუმის დეფიციტი) ხშირად კალიუმის და კალციუმის დეფიციტთან ერთად გვხვდება.

ორგანიზმის მაგნიუმის ძირითადი ნაწილი ძვლებშია დეპონირებული, თუმცა პლაზმასა და უჯრედგარე სითხეში არსებული კალიუმია ის აქტიური ნაწილი, რომელიც გამოიყენება უჯრედების და ორგანოების მიერ.

ორგანიზმში მაგნიუმის ნორმალური კონცენტრაციის შენარჩუნებაზე სამი ორგანოა პასუხისმგებელი:

  • წვრილი და მსხვილი ნაწლავი, საიდანაც ხდება საკვები მაგნიუმის შეწოვა
  • ძვლებირომლებიც მაგნიუმის ძირითად მარაგს ინახავს
  • თირკმელიარეგულირებს შარდთან ერთად გამოყოფილი მაგნიუმის რაოდენობას.

ჰიპომაგნემიის, ანუ მაგნიუმის დეფიციტის მიზეზი ხდება რომელიმე რგოლში არსებული დარღვევები.

 

რისკის ჯგუფი

კვლევების თანახმად, ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი ვერ იღებს მაგნიუმის საკმარის დოზას. მაგნიუმის დეფიციტი როგორც წესი ნელ-ნელა ვითარდება და სიმპტომები ვლინდება მაშინ, როდესაც მისი დონე ორგანიზმში ძალიან დაბალია.

 

მაგნიუმის დეფიციტი უვითარდება ნებისმიერი ასაკის ადამიანებს, თუმცა ზოგიერთი დაავადება, მდგომარეობა ან კონკრეტული მედიკამენტები ზრდის დეფიციტის განვითარების რისკს. ესენია:

  • გასტრო-ინტესტინური დაავადებები (კრონის დაავადება, ცელიაკია)
  • ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი
  • ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
  • 60 წელზე მეტი ასაკი
  • ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა 10-20%

 

 

მაგნიუმის დეფიციტის სიმპტომები

ჰიპომაგნემია სხვადასხვა სახით შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა მაგნიუმის დეფიციტი ძირითადად ვლინდება  ნერვული და კუნთოვანი სისტემის, გულის მუშაობის დარღვევით.

ადამიანთა გარკვეულ ნაწილს დეფიციტის მიუხედავად სიმპტომები არ უვითარდება.

 

მაგნიუმის ზომიერი დეფიციტის ნიშნებია:

  • ტრემორი
  • კუნთოვანი სპაზმები
  • ნისტაგმი (თვალის კაკლის ანომალური მოძრაობები)
  • საერთო სისუსტე და უენერგიობა
  • უმადობა
  • გულისრევა

ღრმა დეფიციტის დროს ვლინდება:

  • გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრები
  • ცნობიერების შეცვლადელირიუმი
  • არითმიები

ეს მდგომარეობები დაუყოვნებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.

 

მაგნიუმის დეფიციტის სიმპტომების გამოვლენისას, მაგნიუმთან ერთად მნიშვნელოვანია კალიუმის და კალციუმის განსაზღვრა, მდგომარეობის ზუსტად შესაფასებლად.

 

რა იწვევს მაგნიუმის დეფიციტს?

ჰიპომაგნემიის მიზეზი ხდება ჩამოთვლილთაგან ერთერთი:

  1. საკვებით მაგნიუმის არასაკმარისი დოზის მიღება, ან ნაწლავის შეწოვითი ფუნქციის დაქვეითება
  2. მაგნიუმის კარგვა გამოყოფილი შარდით
  3. პლაზმის მაგნიუმის გაძლიერებული დეპონირება ძვლებში (ძალიან იშვიათია)

მაგნიუმის ალიმენტური (კვებითი) დეფიციტის მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • შიმშილი
  • ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
  • პერორალური გზით კვების შეუძლებლობა (პაციენტები რომლებიც საკვებ ნივთიერებებს ინტრავენური გზით იღებენ)

ნაწლავის შეწოვითი უნარის დაქვეითებით გამოწვეული მაგნიუმის დეფიციტი ვითარდება:

  • მალაბსორბციის გამომწვევი დაავადებებისას. მაგ: ცელიაკიის, ნაწლავის ანთებითი დაავადებების დროს და სხვა
  • კუჭის ბარიატრიული ოპერაციებისას
  • გენეტიკური დაავადებების დროს, რომლებიც იწვევს მაგნიუმის შეწოვის დაქვეითებას (პირველადი ჰიპომაგნემია)
  • მედიკამენტებირომლებიც აქვეითებენ მაგნიუმის შეწოვას. მაგ: პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებიომეპრაზოლი.
  • მწვავე ან ქრონიკული დიარეა

თირკმლით მაგნიუმის გაძლიერებული კარგვის მიზეზებია:

  • ალკოჰოლიზმი
  • არანამკურნალები დიაბეტი
  • თირკმლის მილაკების მემკვიდრული დაავადებები (გიტელმანის სინდრომი)
  • ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები (გენტამიცინი, ტობრამიცინი, ამიკაცინი, სტრეპტომიცინი, ნეომიცინი)
  • ქიმიოთერაპიული მედიკამენტები (ცისპლატინი)
  • ტრანსპლანტატის მოცილების საწინააღმდეგო მედიკამენტები (ტაკროლიმუსი, ციკლოსპორინი)
  • საგულე გლიკოზიდები (დიგოქსინი)

ექსტრაცელულური მაგნიუმის ტრანსპორტი დეპო ორგანოებში

  • მწვავე პანკრეატიტის დროს
  • მშიერი ძვლის სინდრომისდროს, რომელიც ვითარდება პარათიროიდული ჯირკვლების ქირურგიული მოცილების შემდეგ.

 

მაგნიუმის დეფიციტის დიაგნოსტიკა

მაგნიუმის დეფიციტი დასტურდება  ლაბორატორიული კვლევით. მაგნიუმის დეფიციტის ნიშნების არსებობისას, მაგნიუმთან ერთად რეკომენდებულია ჩატარდეს:

  • კალციუმის განსაზღვრა სისხლში
  • სისხლის ბიოქიმიური პროფილი
  • კალიუმის განსაზღვრა სისხლში
  • მაგნიუმის განსაზღვრა შარდში

 

მაგნიუმის დეფიციტის მკურნალობა

მაგნიუმის დეფიციტის მკურნალობა დამოკიდებულია მისი გამომწვევი დაავადების სიმძიმეზე.

მაგნიუმის ძირითადი წყარო საკვებია, თუმცა გამოხატული დეფიციტის დროს დანამატის სახით მისი ჩართვა რაციონში აუცილებელია.

ასევე აუციელებელია მაგნისუმის დეფიციტის გამომწვევი ძირითადი დაავადების მკურნალობა.

 

კვების რეჟიმი

მაგნიუმით მდიდარი საკვების მიღება აუცილებელი პირობაა დეფიციტის შევსებისათვის:

  • მწვანე ბოსტნეული
  • მარცვლეული
  • თხილეული
  • პარკოსნები
  • ხილი და ბოსტნეული

მაგნიუმით მდიდარია ყველა ის საკვები, რომელიც უხვად შეიცავს ბოჭკოს.

საჭიროების დროს საკვებთან ერთად აუცილებელია მაგნიუმის და სხვა მინერალების/ვიტამინების დანამატის სახით მიღება. მაგნიუმის ციტრატი, ოქსიდი, ქლორიდი, ლაქტატი და მაგნიუმის სხვა ფორმები ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები