"მამათა" და "შვილთა" ლიტერატურულ-იდეური ბრძოლა

 

სარჩევი:

მამათა და შვილთა ლიტერატურულ-იდეური ბრძოლა. 1

გამოცანა  გრიგოლ ორბელიანზე. 2

. 2

პასუხი შვილთა. 2

[გრ. ორბელიანის ლექსი]. 3

მცირე ლექსის „დეტალებზე დაკვირვება და დასკვნის გამოტანა. 6

პასუხის პასუხი. 7

მცირე ლექსის დეტალებზე დაკვირვება და დასკვნის გამოტანა. 11

 

 

მამათა და შვილთა ლიტერატურულ-იდეური ბრძოლა 

 

მამათა და შვილთა ლიტერატურულ-იდეური ბრძოლა — ქართველი მწერლების ძველი და ახალი თაობების  ლიტერატურული პაექრობის პირობითი სახელწოდება.

 

ეს ბრძოლა დაიწყო 1860-იან წლებში, როდესაც ჟურნალ ცისკარში დაიბეჭდა თერგდალეულთა წინამძღოლისილია ჭავჭავაძის კრიტიკული სტატია ორიოდე სიტყვა . რევაზ შალვას ძის ერისთავის კოზლოვიდგანშეშლილისთარგმანზედა („ცისკარი“, 1861, № 4).

ძველ და ახალ თაობათა პირველი ბრძოლა მიმდინარეობდა ცისკრისფურცლებზე 1861-1863 წლებში.

 თავდაპირველად ეს ბრძოლა უმთავრესად ლიტერატურის საზოგადოებრივი დანიშნულების, აგრეთვე ენისა და სტილის საკითხებს მოიცავდა;

 ახალი თაობა მოითხოვდა მწერლობის ხალხთან დაახლოებას, ძველი ენობრივი ნორმების, კერძოდორთოგრაფიული და გრამატიკული არქაიზმის უკუგდებას, ისინი ილაშქრებდნენ ანტონ კათოლიკოსის ავტორიტეტის წინააღმდეგ, უარყოფდნენ მაღალ სტილს და . . ყოველივე ესმამებისუკმაყოფილებასა და გულისწყრომას იწვევდა.

ხელმეორედ პოლემიკა ახალი სიმწვავით დაიწყო 1871 წელს.

შეტაკების საბაბი გახდა ისევ . ჭავჭავაძის გამოსვლა, კერძოდ, მისი ცნობილი გამოცანები (1871 . დეკემბერი), რომლებიც ხელნაწერების სახით გავრცელდა საზოგადოებაში და დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვიამამებსშორის

გამოცანებში იგულისხმებოდნენ ქართველი თავადაზნაურების წარჩინებული წარმომადგენლებიმარშალი რევაზ ანდრონიკაშვილი, გიორგი და ივანე მუხრანბატონები, იასე ჭავაჭავაძე, ისტორიკოსი პლატონ იოსელიანიგრ. ორბელიანი და სხვ.

ამ პირთ არ შეუსრულებიათ ახალი თაობის („თერგდალეულთა“) ზეგავლენით სპეციალურად მოწვეული თავადაზნაურობის ყრილობის მიერ გამოტანილი დადგენილება, რომელიც ითვალისწინებდა 1871 წელს საქართველოში ჩამოსულ იმპერატორ ალექსანდრე II-სათვის ადრესის მირთმევას თბილისში უნივერსიტეტის გახსნის შესახებ. მეფისნაცვლისა და თავადაზნაურთა რეაქციული ჯგუფის ზეგავლენით ანდრონიკაშვილს შეუცვლია ადრესის პროექტი და უნივერსიტეტის ნაცვლად უთხოვია თბილისში კადეტთა კორპუსის გახსნა.

ილიას მერვე გამოცანა ეხებოდა გრ. ორბელიანს.

 

ეს ეპიგრამა, დანარჩენი გამოცანებისაგან განსხვავებით, პოეტისადმი განსაკუთრებული პატივისცემით იყო გამსჭვალული. მიუხედავად ამისა, „გამოცანებმაგრ. ორბელიანის აღშფოთება გამოიწვია.

 1872 წელს მან დაწერაგამოცანების პასუხი“, რომელიც ამჟამადპასუხი შვილთასპირველი ვარინტის სახითაა ცნობილი. იგი ახალი თაობისადმი მიმართული ძალზე დამამცირებელი ეპითეტებით იწყება.

გრ. ორბელიანმა თავისი პასუხი დაბეჭდა ჟურნალცისკარში“ 1874 წელს სათაურითპასუხი უღირსთა შვილებთა“. ესაა მეორე, საბოლოო ვარიანტი პასუხი შვილთასი.

მკვახე ტონი აქ შერბილებულია, ამოღებულია ძალზე დამამცირებელი ეპითეტებიც, რომლებიც პირველ ვარიანტში გვხვდება („კოღობუზებო“, „კატის კნუტებო“, „ვირი წავიდა, ვირი მოვიდადა მისთ.), სამაგიეროდ იგი უფრო გავრცობილია და იდეური თვალსაზრისით საინტერესო მასალას შეიცავს.

ცნობილია ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის საპასუხო ლექსები გრ. ორბელიანის პასუხზე (ილიასპასუხის პასუხი“, აკაკისხარაბუზა ღენერალს“, „კოღო-ბუზების პასუხი“, „პატრიოტის აღსარებადა სხვ).

 

 

 

გამოცანა  გრიგოლ ორბელიანზე

 

მოხუცია იგი ჯმუხი,

პირად ბადრი, ტანდაბალი,

საქმით წმინდა, გულმხურვალე,

სიტყვატკბილი, ჭკვამაღალი.

ძველთაგანა ეგღა დარჩა

გრძნობით სავსე, გონიერი,

მაგრამ გაუბედავია,

თუმცა უყვარს თვისი ერი.

ის ძველის და ახლის შუა

შემაერთავი ხიდია,

მაგრამ ამ კარგსაც ქვეყანა

ზოგჯერ ფეხებზედ ჰკიდია.

 

 

 

 

 

პასუხი შვილთა

 

[გრ. ორბელიანის ლექსი]



ჰე, განუსჯელნო,

უმადლო შვილნო,

საუბედუროდ ცუდ დროს შობილნო,

სადღაც მიმალვით,

რას ჰროტავთ, ჰკნავით,

გაბოროტებით რათა ჰსწყევთ მამათ?

უკადრისობით

და უმეცრებით

ვერ დააბნელებთ მათ სახსენებელს,

მხოლოდ თქვენ სიტყვებთ

თქვენვე ინანებთ,

თქვენსვე გულს უკბენს უსამართლობა!

დრო მამებისა,

მამაცობისა,

წარვიდა მათთა სახელთა ქებით,

მამანი თქვენნი,

თავის დროს ძენი,

თავის დროს იყვნენ სახელოვანნი!

ოსმალ-სპარსები,

დაღისტნის მთები,

ქებით გეტყვიან დიდთა მათ საქმეთ!

მათ დაიფარეს,

სისხლით დაიცვეს

სისხლ-შემოსილი მამული თვისი,

და სასო ღვთისა,

მცველი ერისა,

ენა საყდარი, სარწმუნოება!..

 

დრო შეიცვალა,

გამეფდა სწავლა,

გაგეღოთ შვილებს სახლი სიბრძნისა!

სწავლის მამები,

პროფესორები,

თქვენთვის მოცლილნი, თქვენთვის მქადაგნი,

თქვენ გასწავებდენ

და მზად გაძლევდენ

რაც შეეძინათ საუკუნოებს!..

ჩვენც ვჰნუგეშობდით,

გულით ვჰხარობდით,

შვილი მამასა ემჯობინება!

და მოგელოდით

დიდის იმედით

სიხარულისა ღელვით აღვსილნი!

ვითმინოთ, მოვლენ,

და გაგვინათენ

ჰსწავლისა ლამპრით დავრდომილს მხარეს!

ჩვენც მივეგებოთ

მხიარულებით,

ღირსთა შვილებთა კურთხევის სიტყვით!..

 

*

მოვიდენ... და რა?

სულ ჩაგვამწარა...

ვაი ჩვენს იმედს... ვაი თქვენს მოსვლას!..

პირველად იწყეს,

შკოლა გამართეს...

ვსთქვით ახლა მხარე გაგვინათლდება!..

ყმანი საწყალნი,

უბიწო გულნი,

ჰსწავლად მისულნი, წაჰხდნენ ზნეობით!..

უსასოება,

ურწმუნოება,

უმანკოთ გულში ღრმად ჩაუნერგეს;

“— ლოცვა რათ გვინდა?

ღმერთი რათ გვინდა?

ჩვენი გონება არს ჩვენი ღმერთი!”

და დაიწყევლა

თქვენი აქ მოსვლა,

და თქვენი სიბრძნის ნაყოფი შხამი!

ღმერთი არ არის?..

შენთვის ნუ არის!

შენ რა გაწუხებს, რომ ჰსუფევს სხვისთვის?

 

*

სხვათა ხელი ჰყვეს

კეთილსა საქმეს:

სტამბით მოჰფინონ სწავლა მამულსა!..

აღჩნდნენ მწერლები,

ჟურნალისტები,

ვაი საბრალოს... ვაი ჩვენს ენას!..

მათ უსწავლელთა,

ცრუ რუსთაველთა,

სრულ წაგვიბილწეს ენა მდიდარი,

ენა მაღალი,

მის ძალი, მადლი,

უწყალოდ წახდა უწმინდურთ ხელში!..

ერის ცხოვრება,

მისი დიდება,

მის ისტორია დაცულ არს ენით;

რა ენა წახდეს,

ერიც დაეცეს...

წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას!..

 

*

ახლა რას ელით?

მამათ რად ჰსწყევლით?

ვიგემეთ თქვენის ღვაწლის ნაყოფი!

ძველთ უძველესი

არს ესე წესი,

რაც ვერ ჰქმნეს მამათ, ისი ჰქმნან შვილთა!

შვილნო, გამოჩნდით,

ჰსწავლითა, საქმით!

მამის გალანძღვა შვილს ვერ ადიდებს!

ცუდ მეტყველებით

ვერ ამაღლდებით,

დიდებას ეძებთ? კეთილი ჰქმენით!

თქვენი დიდება

ჩვენც გვეამება:

მის სხივის შუქიც ჩვენც მოგვინათებს!..

აჰა დიდების

და სახელ-ქების

ასპარეზია თქვენთვის დაცლილი!..

რაღასა ელით?

რატომ გვირგვინით

არ შეიმოსვის ვინცა გყავთ ღირსი?..

რომ ბრძოლის ცეცხლი

ასტყდეს ფიცხელი,

ხმლისა ტრიალით, ძლევის ყიჟინით,

იმ თქვენმა გმირმა,

სულით ძლიერმა,

ხელს ბაირაღით ძირს დასცეს ყარსი!

რომ მისმა ხმამა,

ქუხილის მსგავსმა,

შეჰსძრას ქვეყანა მის აღსადგენად?..

ვაი საბრალოს,

ჩვენს საქართველოს,

თქვენ დაებადეთ მის სადიდებლად!..

 

*

ან სად არიან?

აღარ ისმიან

თავისუფლების მაღალ ფრაზები:

მოყვასსშეწევნა,

ბოროტსადევნა,

საზოგადობის სულით აღდგენა!..

ერთობა, ძმობა,

ზნეთ ამაღლება,

მამულისათვის თავის განწირვა!..”

სიტყვასიტყვაა,

საქმე კისხვაა...

ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას!..

.....................

 

*

გონების ბრწყინვას,

ჰაზრების ელვას,

წმინდისა გულით კეთილის თესვას,

ნეტავი მიხვდეთ,

ნეტავი მისწვდეთ,

მაღალსა ცაში შავარდნის ფრენას!..

და გულით ოჰხრავს

ის, ვინცა ჰხედავს

თქვენსა სიცოცხლეს ფუჭად მიმავალს...

თქვენსა უქმობას,

არარაობას,

და უმეცრების ამაყობასა!..

.....................

 

*

ჰე, სასურველო

გმირთა მამულო,

ნუთუ შენ მართლად ესრედ დამცირდი,

რომ შენსა ბედსა,

შენსა იმედსა,

დაეხელმწიფნენ ცრუ პოეტები?

ცრუ ლიბერალნი,

პატრიოტები,

[][], მეველე, მელიქ აღები.

 

 

მცირე ლექსის „დეტალებზე დაკვირვება და დასკვნის გამოტანა

·        მცირე  ლექსის  კითხვისას საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს თითოეულ დეტალს,სიტყვას,წინადადებას,სასვენ ნიშნებს..

·        მხოლოდ ამგვარი დაკვირვების შემდეგ შეგიძლია გამოიტანო დასკვნა,რისი თქმა სურდა ავტორს ამ ნაწარმოებით

 

 

 

გამოიყენე ასეთი სქემა:

ნაწარმოები:

დეტალები

მნიშვნელობა

1.

 

2.

 

3.

 

 

 

 

 

გააკეთე დასკვნა რისი თქმა სურდა ავტორს:

 

 

 

 

პასუხის პასუხი

[ილია ჭავჭავაძის ლექსი]

I

  ჩვენ უჩინონი,

  ჩვენ უჩინონი

თქვენ ჩინიანთა, ბუზად გგონივართ...

  იქიდამ ვკნავით,

  სად თქვენის მადლით

ხაფანგებ ქვეშე დამწყვდეული ვართ.

 

  ჩვენ ვვლეთ რუსეთი,

  მაგრამ არც ერთი

ხელობა თქვენი არ გვისწავლია;

  ჩვენი ქვეყანა,

  მკვდარი თქვენგანა,

თქვენებრ ჩინებზედ არ გაგვიცვლია.

 

  ლიბერალობა,

  პატრიოტობა

სალანძღავ სიტყვად არ გაგვიხდია;

  თქვენგან ჩაგრული,

  დაბრმავებული,

ერი ჯვრებზედ არ გაგვიყიდია.

 

  ქვეყნისა ბედი

  და ხსნის იმედი

თქვენებრ ხელში მჩვრად არ გაგვხდომია;

  კაცის მხნეობა,

  კაცის ზნეობა

თქვენებრ ჩინებით არ გვიზომია.

 

  სარწმუნოება

  და სათნოება

ფარისევლობად არ შეგვიქმნია,

  თქვენი სლოკინი,

  ხელთა ფოტინი

ღვთისადმი ლოცვად არ მიგვაჩნია.

 

  როს მოვედით ჩვენ,

  მსწრაფლ გიცანით თქვენ,

შორს დავიჭირეთ თქვენი ანბანი;

  რად ჰკვირობთ მასა,

  რომ თქვენს ანბანსა

ვერ შეაჩვიეთ ვერვინ ჩვენგანი.

 

II

  მითამ რად გიკვირთ,

  რომ მაღლა ვყვირით

მილიონებზედ და სხვაზედ არა!

  თქვე ყოვლად ბრმანო!

  თვით ოკეანო

ერთად თავმოყრილ წვეთით შემდგარა.

 

  მაშ რაღადა გვგმობთ,

  ოდეს ჩვენ ვცდილობთ

ერთმანეთობით მილიონრობას?

  თქვე ნაცარმქექნო

  და გულნამცეცნო,

აქაც ძირს უთხრით ღარიბთ ერთობას.

 

  ვართ უღონონი,

  უგზო-უკვლონი

მით, რომ თქვენ ჰყრიხართ უქმად ჩვენშია,

  ჩვენ მოკუნტულნი,

  თქვენ გაბღინძულნი,

ვერა ვთავსდებით ერთმანეთშია.

 

III

  იმით თამამობთ,

  რომ ბეზღით გვწამობთ

ურჯულოებას, ღვთის უარყოფას?

  ღმერთი არმობის,

  ღმერთი ყალბობის

არ ურწმენია ჩვენსა თაობას;

 

  ღმერთი მზაკვრობის

  და თვალთმაქცობის,

ღმერთი უქმობის უარუყვია,

  ღმერთი ხარბობის

  და მძარცველობის

თქვენთა მზგავსთათვის მას დაუთმია.

 

  ხოლო გვწამს ღმერთი -

  უქმთა წარმწყმედი,

ტვირთმძიმეთა და მაშვრალთა მხსნელი,

  ღმერთი ტანჯულთა,

  ღმერთი ჩაგრულთა,

ღმერთი უძლურთა შემწყნარებელი;

 

  ყოველთა ძმობის,

  თანასწორობის

მოძღვრობისათვის ქვეყნად ჯვარცმული,

  ძლიერთ დამბმელი,

  უძლურთ ამხსნელი,

თქვენგვარ კაცთაგან გმობილ-დევნული;

 

  ორგულობისა,

  ორპირობისა

ძირსა დამცემი და დამთრგუნველი,

  ფარისეველთა,

  სადუკეველთა

გამაკიცხველი და გამდევნელი.

 

  მან კუბოს მორთულს,

  შიგ სიმყრალით სრულს,

თქვენებრი კაცი არ დაადარა?!

  ზაკვით სავსენო,

  ავმორწმუნენო,

ის თქვენ სიტყვით გწამთ და საქმით არა.

 

IV

  მტერობა ენის

  არს მტრობა ქვეყნის“ -

მაგ აზრისა ვართ თანახმა ჩვენა,

  მაგრამა გმობა,

  ენისა მტრობა

ბრალად ვის დავდვათ - ჩვენა თუ თქვენა?

 

  ეხლა რომ ბღავით,

  თქვენ არ იყავით

ენის პატრონი ჩვენზედ უწინა?!.

  ჩვენ ძუძუს ვწოვდით,

  როცა თქვენ ჰგმობდით

ენას და ხალხსაც გარეთ და შინა.

 

  ის არ ხართ თქვენა,

  რომ ღვიძლი ენა

ბრძანებით დაჰსთმეთ აღმოსაკვეთად?!

  შიშით არც კარში

  და აღარს სახლში

მას აღარ ხმარობთ თქვენდა სარცხვენად.

 

  ენა მაღალი,

  მის სიღრმე, ძალი“,

ჩვენგან კი არა, თქვენგან წამხდარა;

  პირველ თქვენგანმა,

  იმა ბედშავმა,

მას მკვდრის სუდარა გადააფარა.

 

V

  ენა მდიდარი,

  თქვენს ხელში მკვდარი,

ჩვენ მიგვიღია გასაცოცხლებლად,

  და ამასაც თქვენ

  ცოდვად გვითვლით ჩვენ,

რაღა პირითა დახვალთ ამ ქვეყნად!

 

  თქვენგან გმობილი,

  თქვენგნით ლტოლვილი

ენა ჩვენს ქოხში ჩვენ შევიფარეთ;

  კარგად თუ ავად,

  ჩვენ მას ვინახავთ

და მის სიკვდილით არ გაგახარებთ.

 

  გვიან თუ მალე,

  დღესა თუ ხვალე,

რაც ენას ვცოდეთ, ის გასწორდებ,

  მაგრამ კი თქვენი

  მრუდე საქმენი

ისევე ისე მრუდედ დარჩება.

 

VI

  უგზოდ მვლელნოო,

  უსწავლელნოო“, -

ასეთმა ფურმა უნდა დაგვწიხლოს,

  რომ ჩვენზედ ბევრსა

  თვით იწველება,

- ვაი თქვენს ხელში ჩვენს საქართევლოს!

 

  ვინა ყრიხართო,

  ვირები ხართო, -

მაგ თქვენს ზრდილობას ვით ეკადრება?

  მაგრამ შოთამ ჰსთქვა, -

  რაც კოკაში ჰსდგა,

იგივე თურმე წარმოსდინდება...

 

 

მცირე ლექსის დეტალებზე დაკვირვება და დასკვნის გამოტანა

·        მცირე  ლექსის  კითხვისას საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს თითოეულ დეტალს,სიტყვას,წინადადებას,სასვენ ნიშნებს..

·        მხოლოდ ამგვარი დაკვირვების შემდეგ შეგიძლია გამოიტანო დასკვნა,რისი თქმა სურდა ავტორს ამ ნაწარმოებით

გამოიყენე ასეთი სქემა:

ნაწარმოები:

დეტალები

მნიშვნელობა

1.

 

2.

 

3.

 

 

 

 

 

გააკეთე დასკვნა რისი თქმა სურდა ავტორს:

 

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები