სანებართვო ადმინისტრაციული წარმოება
სანებართვო ადმინისტრაციული წარმოება
2.სანებართვო წარმოების სტადიები
3.ადმინისტრაციული წარმოება „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების მიზნით’’
3.1ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი
3.2ადმინისტრაციული წარმოების სახე
3.3.გადაწყვეტილების მიღების ვადები
3.5“გამოყენების პირობების“ მოქმედების ვადა
4.ადმინისტრაციული წარმოება „მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით’
4.1ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი
4.2 ადმინისტრაციული წარმოების სახე
4.3 გადაწყვეტილების მიღების ვადები
6 .ადმინისტრაციული წარმოება არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით
6.1ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი
6.2 ადმინისტრაციული წარმოების სახე
6.3 გადაწყვეტილების მიღების ვადები
სანებართვო ადმინისტრაციული წარმოება
2.სანებართვო წარმოების სტადიები
·
მშენებლობის ნებართვა გაიცემა ადმინისტრაციული
წარმოების საფუძ- ველზე.
·
ეს, როგორც წესი[ანუ არა ყოველთვის] , არის ორი
სტადიისგან შემდგარი ადმინისტრა-
ციული წარმოება, [თუმცა შესაძლებელია ნებართვის გაცემა ერთი სტადიის გავლის საფუძველზე, ან შესაძლებელია, იყოს სამსტადიიანი
ადმინისტრა- ციული წარმოება].337
·
მშენებლობის ნებართვის გაცემის თითოეულ სტადი-
აზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი
ადმინისტრაციული წარმოება ( ამას უწოდებენ „საფე- ხუროვანი ადმინისტრაციული წარმოება’’).
ხ
·
მშენებლობის ნებართვის გაცემის
მიზნით ჩატარებული ორსტადიიანი ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს:338
I სტადიას – „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებას“
და
II სტადიას – „მშენებლობის ნებართვის გაცემას“.
·
მშენებლობის ნებართვის მაძიებელს შეუძლია, მხოლოდ მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირობების ფარგლებში
მოითხოვოს შემდგომი სტადიისათვის
დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
ხ
·
ყურადღება: იმ მიწის ნაკვეთისთვის, რომელზეც ვრცელდება განაშენიანების დეტალური
გეგმა, მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიის გავლა საჭირო არ არის და მშენებლობის
ნებართვის მაძიებელს აქვს შესაძლებლობა, მოიპოვოს ნებართვა ერთი სტადიის გავლით, რამდენადაც, ამ შემთხვევაში, „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს“ განსაზღვრავს განაშენიანების დეტალური გეგმა.
ხ
·
ადმინისტრაციულ წარმოებას სამსტადიურს ხდის მშენებლობის
ნებართვის მაძიებლის უფლებამოსილება, მშენებლობის ნებართვის გაცემამდე მოითხოვოს არქიტექტურული პროექტის შეთანხმება.
·
ცალკე უნდა აღინიშნოს II, III, IV კლასის შენობანაგებობის არქიტექტურული
პროექტების სხვა ტერიტორიაზე (გარდა კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის ტერიტორიისა) გამოყენების შემთხვევა, რაც მშენებლობის ნებართვის მაძიებელს აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვოს
მშენებლობის ნებართვა მარტივი ადმინისტრაციული
წარმოების წესით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების საფუძველზე,
რაც არ უნდა აღემატებოდეს 10 სამუშაო დღეს, თუკი განზრახული მშენებლობა არ ეწინააღმდეგება ჩამოყალიბებული განაშენიანების ხასიათს.
ხ
·
მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმო-ების ყველა
სტადიას ატარებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტ- რაციული ორგანო.
3.ადმინისტრაციული წარმოება „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების მიზნით’’
3.1ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი
·
ადმინისტრაციული წარმოება „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებასთან დაკავშირებით“ იწყება დაინტერესებული პი-რის განცხადების საფუძველზე.
·
მშენებლობის ნებართვის მაძიებელი მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ
ორგანოში წარადგენს გან- ცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს
საქართველოს ზოგადი
ადმი- ნისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ
მოთხოვნებს.
·
წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის კანონმდებ- ლობით განსაზღვრულ ნუსხასთან შესაბამისობისა და ხარვეზის დადგენი- სათვის გამოიყენება
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
83-ე მუხლით დადგენილი წესები, რომელთა თანახმადაც ადმინისტრაცი- ული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას სზაკ- ის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან.
·
ხარვეზის დადგენის შემთხვევაში განმც- ხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომელიც არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები.
·
ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო იღებს გადაწყვეტილებას
განცხადების განუხილველად დატოვე- ბის შესახებ.
3.2ადმინისტრაციული წარმოების სახე
მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული
ორგანო „მიწის ნაკვე-თის სამშენებლოდ გამოყენების
პირობების დამტკიცების შესახებ“ გადაწყვეტილებას იღებს
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით
დადგენილი მარტივი
ადმინისტრაციული წარმოების
წესით.
3.3.გადაწყვეტილების მიღების ვადები
·
მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შე- სახებ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს 10 სამუშაო დღის ვადაში, [გარდა კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდე- საც ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობს სხვა ადმინისტრაციული
ორგანო, რომელიც შესაბამისი განცხადების წარდგენიდან
არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა
იღებს გადაწყვეტილებას და წარუდგენს მშენებლობის
ნე- ბართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ]
·
თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ადმინისტ- რაციული წარმოებისათვის
აღნიშნულ ვადაზე[10 დღე] მეტი, მშენებლობის ნებართ- ვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო
უფლებამოსილია, ამ ვადის ამო- წურვამდე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული
წარმოების ვადის არაუმეტეს 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე.
3.4თანდართული დოკუმენტაცია
·
ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე გამოიცემა
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც უნდა აკმაყოფილებ- დეს
სზაკ-ის
51-ე, 52-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნებს.
·
„მიწის ნაკვეთის
სამშენებლოდ გამოყენების პირობებში“ უნდა აისახოს საქართველოს კანონ- მდებლობით
განსაზღვრული ის სავალდებულო
მოთხოვნები, რომლებიც აუცილებელია სანებართვო დოკუმენტაციის შემუშავებისათვის.[სდასსკ-ის 106-ე
მუხლი 255-ე დადგენილების
მე-8 და მე-9
მუხლებთან ბმაში.]
3.5“გამოყენების პირობების“ მოქმედების ვადა
·
„მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების“ მოქმედების ვადა სანებართვო წარმოების მეორე სტადიის დაწყებამდე არის მისი დამტკიცე- ბიდან 5 წელი, თუ
არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9
მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები, რაც გამორიცხავს კანონიერ ნდობას მის მიმართ.
ხ
·
აქვე უნდა აღინიშნოს ის თავისებურება, რომ კანონმდებელმა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გა- მოყენების
პირობების მიმართ დაადგინა არა ინდივიდუალური ადმინისტ-
რაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დადგენილი კანონიერი ნდობის
მაღალი სტანდარტი, არამედ გამოიყენა ადმინისტრაციული ორგანოს და- პირების მიმართ არსებული
უფრო დაბალი სტანდარტი, რაც განპირობებუ-
ლია ამ დოკუმენტის სამართლებრივი ბუნებით.
4.ადმინისტრაციული წარმოება „მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით’
4.1ადმინისტრაციული წარმოების
დაწყების საფუძველი
· ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
· შენებლობის ნებართვის მაძიებელი მშენებლობის ნებართ- ვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
· წარდგენილი გან- ცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის კანონმდებლობით განსაზღვ-
რულ ნუსხასთან შესაბამისობისა და ხარვეზის დადგენისათვის გამოიყენება საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის 83-ე მუხლით
დადგე- ნილი წესები,
რომელთა თანახმადაც,
ადმინისტრაციული ორგანო
3 დღის ვადაში ამოწმებს
განცხადების შესაბამისობას სზაკ-ის 78-ე მუხლის მოთ- ხოვნებთან.
· ხარვეზის დადგენის შემთხვევაში განმცხადებელს განუსაზღვ- რავს ვადას, რომელიც არ შეიძლება
იყოს 5 დღეზე
ნაკლები.
· ხარვეზის გა- მოუსწორებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო იღებს გადაწყ- ვეტილებას განცხადების
განუხილველად დატოვების შესახებ.
· განცხადებას თან უნდა დაერთოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაცია.[სდასსკ-ის 106-ე მუხლი 255-ე დადგენილების მე-10-მე-19 მუხლებთან ბმაში.]
4.2 ადმინისტრაციული წარმოების სახე
·
მშენებლობის ნებართვა გაიცემა საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაცი- ული კოდექსის VI თავით დადგენილი
მარტივი ადმინისტრაციული წარმო- ებით.
·
აღნიშნული უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ისეთ წარმოებასამართლებრივ უფლებებს, როგორებიცაა:
a. საკუთარი აზრის
გამოთქმის უფლება;
b. ადმინისტრაციული
მასალების გაცნობის
უფლება;
c. შუამდგომლობების
აღძვრის, მტკიცებულებების
წარდგენისა და
ზეპირი განმარტებების გაკეთების უფლება;
d. ადმინისტრაციულ
ორგანოსთან წარმომადგენლის
მეშვეობით ურთიერ- თობის უფლება
და ა.შ.
4.3 გადაწყვეტილების მიღების ვადები
·
მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, ამ კოდექ- სის 109-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევის გარდა, ვალდებულია, გა- დაწყვეტილება ნებართვის
გაცემის ან ნებართვის
გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიიღოს 20 სამუშაო დღის ვადაში.
·
სამსტადიიანი წარმოების
შემთ- ხვევაში ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
·
თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე
გარემოებათა დასადგენად აუცილებელია აღნიშნულ ვადაზე მეტი, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია,
ამ ვადის
ამოწურვამდე მი- იღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება
ადმინისტრაციული წარმოების ვა- დის გაგრძელების თაობაზე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 20 სამუშაო დღეს, ხოლო კულტურული
მემკვიდრეობის დამცავ
ზონებში 30 სამუშაო დღეს.
ხ
·
მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უარყოფით საექსპერტო დასკვნას აქვს სავალდებულოდ გასათვალისწინე- ბელი ძალა. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, მიიღოს გადაწყვე-
ტილება ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
·
მშენებლობის ნებარ- თვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს, ხელმეორედ ჩა-
უტაროს პროექტს საექსპერტო შეფასება.
·
შეუთანხმებლობის შემთხვევაში ტარდება მესამე საექსპერტო შეფასება, რომელიც გადამწყვეტია.
4.5 მოქმედების ვადა
·
მშენებლობის ნებართვა არის მოქმედების
ვადით შეზღუდული აღმჭურ- ველი ინდაქტი, რომლის საფუძველზეც მშენებლობის დაწყება და
დასრულება ზუსტად არის განსაზღვრული კანონით
გათვალისწინებული ვადის გაგრ-
ძელების შესაძლებლობით.
·
ვადების განსაზღვრისას გათვალისწინებულია ა) მშენებლობის ნებართვის ადრესატის ინტერესი, ბ)ის პერიოდი, რაც აუცილე-
ბელია განზრახული საქმიანობის განსახორციელებლად,
·
ხოლო მშენებლობის ნებართვის ვადის შეზ- ღუდვა გამომდინარეობს საჯარო ინტერესებიდან. არ შეიძლება, მშენებლო- ბის საქმიანობა
გაგრძელდეს უვადოდ და ეს დაკავშირებული იყოს მხოლოდ მშენებლობით დაინტერესებული პირის სურვილზე. მშენებლობის პროცესი და მიღებული შედეგი ასევე ახდენს გავლენას ფსიქოსოციალურ გარემოზე.
ხ
6 .ადმინისტრაციული წარმოება არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით
6.1ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი
·
ნებართვის მაძიებელი არქიტექტურული პროექტის შესათანხმებლად
მშე- ნებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს
განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, და თან უნდა დაერთოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაცია.[სდასსკ-ის 108-ე მუხლი 255-ე დადგენილების მე-13 მუხლთან ბმაში.]
·
წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების კანონმდებ-ლობით განსაზღვრულ ნუსხასთან შესაბამისობისა და ხარვეზის დადგენი-
სათვის გამოიყენება საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წესები.
6.2 ადმინისტრაციული წარმოების სახე
·
ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო არქიტექტურული პროექ- ტის შეთანხმების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგა- დი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტ- რაციული წარმოებით.
6.3 გადაწყვეტილების მიღების ვადები
·
არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილება,
ამ კო- დექსის 109-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევის გარდა, მიღებულ უნდა იქნეს 17 სამუშაო დღის
ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, არქიტექტურული პროექტი ჩაითვლება შეთანხმებულად.
6.4 მოქმედების ვადა
·
შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის მოქმედების ვადა სანებართვო წარმოების მესამე სტადიის დაწყებამდე არის მისი დამტკიცებიდან 5 წელი.
Комментарии
Отправить комментарий