ა)მშენებლობის ახალი ნებართვა, ბ) მშენებლობის ნებართვის გაცემა უნებართვო მშენებლობის შემთხვევაში, გ) მშენებლობის ნებართვაში ცვლილების შეტანა
გ)„მშენებლობის ნებართვაში ცვლილების შეტანა“
[სდასსკ-ის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 255-ე დადგენილების 27-ე მუხლი
]
· მშენებლობის ნებართვაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია, თუ ა)პირი
ითხოვს მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებას და ბ)სამშენებლო ობიექტზე
არ განხორციელებულა
ისეთი სამშენებლო
სამუშაოები, რომლებიც
საჭიროებენ „მშენებლობის ახალ ნებართვას“[იხ.სდასსკ-ის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილი.]
·
სამშნებლო დოკუმენტში ისეთი ცვლილების შეტანა,
რომელიც არ საჭიროებს კორექტირებას, განსაზღვრულია 255-ე დადგენილების
27-ე მუხლით
(„დასაშვები
ცვლილებები“).
·
ასეთ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მფლობელი მშენებლობის ნებართვის
მოქმედების ვადის გასვლამდე წარუდგენს მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართვას „მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების
შესახებ’’.
·
ამ მიმართვას უნდა დაერთოს ა)“დარჩენილი სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო მშენებლობის გრაფიკი’’ და ბ)“ინფორმაცია ამ გრაფიკის შესაბამისად მშენებლობის
დასამთავრებლად მოთხოვნილი გონივრული ვადის შესახებ’’.
·
ამ შემთხვევაში შესაბამისი ცვლილება[ანუ ვადი ცვლილება] შეიტანება მშენებლობის ნებართ- ვაში.
ა) ახალი (განახლებული) ნებართვა[სდასსკ-ის 112-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილი]
·
თუ ა)გავიდა
მშენებლობის ნებართვის
მოქმედების ვადა
და მშენებლობა არ არის დამთავრებული ან/და ბ)დარღვეულია სამშენებლო დოკუმენტაციის
მოთხოვნები, მშენებლობის
ნებართვის მფლობელმა მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს მშენებლობის ახალი ნებართვის გაცემის შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს.[სდასსკ-ის 112-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.]
·
ასეთ შემთხვევაში განცხადებას უნდა დაერთოს:
ა)დარჩენილი სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო მშენებლობის გრაფიკი,
ბ)ინფორმაცია მშენებლობის დასამთავრებლად მოთხოვნილი გონივრული ვადის შესახებ,
გ)სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – შესაბამისი
ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი,
დ)მშენებლობის ახალი ნებართვის მისაღებად გადახდილი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტი (ქვითარი),
ე)არქიტექტურულ პროექტში ცვლილების შეტანის საჭიროების შემთხვევაში – კორექტირებული არქიტექტურული პროექტი.
ამ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის
გამცემი ადმინისტრა- ციული ორგანო
ამ კოდექსით დადგენილი
წესით გასცემს მშენებლობის ახალ ნებართვას. [სდასსკ-ის 112-ე მუხლის მე-3 ნაწილი.]
ბ)მოგვიანებითი ნებართვა [სდასსკ-ის 112-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილი]
·
თუ წარმოებულია უნებართვო მშენებლობა,
რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ მოთხოვნებს, მშენებლობის
ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე
განიხილოს მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხი.[სდასსკ-ის 112-ე მუხლის მე-2 ნაწილი.]
·
ასეთ შემთხვევაში განმცხადებელმა
უნდა წარადგინოს:
1) შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი
ქვითარი,
2) საექსპერტო
დასკვნა განხორციელებული მშენებლობის ტექნიკურ რეგლამენტებთან შე- საბამისობის თაობაზე
3) არსებული შენობის
აზომვითი ნახაზები ან არქიტექტურული პროექტი.[სდასსკ-ის 112-ე მუხლის მე-4 ნაწილი.]
ყურადღება:
მოგვიანებითი ნებართვა გაიცემა მხოლოდ
იმ შემთხვევაში,
თუ უნებართვოდ განხორციელებული
მშენებლობა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. [ეს დაიმახსოვრე]
Комментарии
Отправить комментарий