ტექნიკური რეგლამენტები

 

სარჩევი:

ტექნიკური რეგლამენტები. 1

1.პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი [პუთმკ] (2012 .). 1

2.        ტექნიკური რეგლამენტი - ცნება. 1

3.ცალკეული ეროვნული[ქართული] ტექნიკური რეგლამენტები. 2

4.საქართველოში სამოქმედოდ დაშვებული უცხოური ტექნიკური რეგლამენტები და საბჭოური სამშენებლო ნორმები. 5

 

 

 

1.   პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი [პუთმკ] (2012 .).

 

·       საქართველოში ტექნიკური რეგლამენტებისა48 და სტანდარტების49 შემუშავების ზოგად წესს ადგენს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი [პუთმკ] (2012 წ.).50

·       ტექნიკური რეგლამენტების მეშვეობით დადგენილი ნორმების დაცვა ცალკეულ ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებაში სავალდებულოა.

·       კოდექსი ტექნიკური ნორმების შემუშავებისთვის მიუთითებს ლიბერალურ, ინვესტორებთან ლოიალურ მიდგომებზე.

·       მართალია, კანონი ტექნიკური რეგლამენტების შემუშავებისას მიუთითებს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს საფრთხის პროპორციული ტექნიკური რეგლამენტების შემუშავების ვალდებულებაზე,51 თუმცა იმავე ნაწილში პრიორიტეტად ასახელებს ბაზრის ინტერესებს და აცხადებს, რომ „ტექნიკური რეგლამენტი ხელს უნდა უწყობდეს ღია საბაზრო ეკონომიკას და თა- ვისუფალ ვაჭრობას.”

·       ამავე დროს, თუ რამდენიმე ტექნიკური რეგლამენტი განსხვავებულად არეგულირებს საწარმოო პროცესს, მაშინ საკმარისია რო- მელიმე მათგანის გამოყენება,52 თუნდაც ის უსაფრთხოების უფრო ნაკლებ გარანტიებს ქმნიდეს.’’

·       შესაძლებელია, ასევე, უცხო ქვეყნის ტექნიკური რეგლამენტის აღიარება და სამოქმედოდ შემოღება, რაც ეროვნული სამართლებრივი სისტემის ნაწილია.53

2.   ტექნიკური რეგლამენტი - ცნება

 

ტექნიკური რეგლამენტი არის ტექნიკური ხასიათის ნორმის (თავად ამ ტერ- მინს კანონმდებლობა არ განმარტავს) შემცველი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ძირითად პრინციპებს და იცავს ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, საკუთრებასა და გარემოს.54 

·       სამშენებლო სფეროში მოქმედებს ტექნიკური ხასიათის ნორმის შემცველი ბევრი ტექნიკური რეგლამენტი.

·       თუმცა, ხშირად, ტექნიკური რეგლამენტების სახით მტკიცდება ისეთი რეგ- ლამენტებიც, რომლებიც წმინდა ადმინისტრაციული წარმოების საკითხებსაც  მოიცავს, ან პირიქით მთავრობის ჩვეულებრივი დადგენილებები მოიცავს ტექნიკური ხასიათის ნორმებს.

 

 

3.ცალკეული ეროვნული[ქართული] ტექნიკური რეგლამენტები

 

·        სამშენებლო სფეროში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებიდან აღსანიშნავია რამდენიმე ტექნიკური რეგლამენტი:

1.     2016 წლის 28 იანვრის საქართველოს მთავრობის დადგენილება №41 „შენობა-ნაგებობის უსაფრ- თხოების წესების” დამტკიცების თაობაზე.55 

·        ეს რეგლამენტი მოიცავს ყველა- ნაირ შენობას ან ნაგებობას, გარდა ერთი ან ორი ოჯახისთვის განკუთვნილი ცალკე მდგომი, II კლასს მიკუთვნებული, საცხოვრებლებისა, ასევე, მათი დამხმარე ნაგებობებისა, რომლებიც უზრუნველყოფილია დამოუკი-დებელი გასასვლელი საშუალებებით და სიმაღლეში არ აღემატება მიწის დონიდან სამ სართულს;

·        ამ რეგლამენტის მოთხოვნები ასევე არ გამოიყენება ხაზობრივი ნაგებობების, წყალსაცავების, კაშხლების, ნავთობის ბაზების, ელექტროსადგურებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მიმართ.

·        ამ რეგლამენტის მიზანია მინიმალური პირობების შექმნა საზოგადოების ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და საერთო კეთილდღეობის მისაღწევად, რასაც უზრუნველყოფს გასასვლელი საშუალებები, სანიტარიული პირობები, სათანადო განათება და განიავება, შენობაში ხანძრისა და სხვა საფრთხეების- გან სიცოცხლისა და საკუთრების დაცვა, ასევე, მეხანძრე-მაშველებისა და მაშველების უსაფრთხოება საგანგებო ვითარებებისას.

2.     2014 წლის 6 იანვრის საქართველოს მთავრობის №41 დადგენილება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმა- რებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე”.

·         ამ  ტექნიკური რეგლამენტის ძირითადი მიზანია თანამედროვე საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადაპტაციის, ინდივი- დუალური განვითარებისა და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობა.

·         ამასთან, მათთვის ხელმისაწვდომი ფიზიკური გარემოს სტანდარტების გათვალისწინება პროექტირებისა და მშენებლობის პროცესში.

·         ამ რეგლამენტის მოთხოვნები ეხება საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობების პროექტირებასა და მშენებლობას და ადგენს ისეთ ძირითად მოთხოვნებს, რომლებიც შეესაბამება ე.წ. უნივერსალური დიზაინის პრინციპებს.

·         ეს რეგლამენტი ფრთხილ დათქმას აკეთებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შემთხვევაში. კერძოდ, თუ „განაშენიანების რეკონსტრუქციისას, როცა არსებული შენობა-ნაგებობები, ისტორიული და კულტურული ძეგლები არ იძლევა შესაძლებლობას მთლიანად გათვალისწინებულ იქნეს არსებული მოთხოვნები, მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მოხუცებულთათვის შესაფერის გარემოს შექმნას.”56

  [ შენიშვნა :ბაგრატის ტაძარზე ქუთაისში ასე  მიუშენებია სააკაშვილს ლიფტი]

 

3.2014 წლის 15 იანვრის საქართ- ველოს მთავრობის №60 დადგენილება „ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე”.

 

·        ეს რეგლამენტი ადგენს ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებს ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების ტერიტორიის, შენობების, ნაგებობების, ტექნოლოგიური მოწყობილობის მიმართ, როგორც პროექტირებისა და მშენებლობის, ისე ექსპლუატაციის ეტაპზე.

 

4.2017 წლის 27 ოქტომბრის საქარ- თველოს მთავრობის №477 დადგენილება „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრ- თხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე”.

·        ეს ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს სიმაღლეზე სამუშაო- ების შესრულებისას ძირითად მოთხოვნებსა და პრევენციული ღონისძიებე- ბის ზოგად პრინციპებს იმ სამუშაოებზე, სადაც არსებობს 2 მეტრიდან და მეტი სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე (მათ შორის: ჭები, ღიობები, ნათხარი გრუნტები და ა.შ.).

·        ამ მიზნით, რეგლამენტი აწესებს დამსაქმებელთა და და- საქმებულთა ვალდებულებებს, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნასთან.

5. 2014 წლის 27 მაისის საქარ- თველოს მთავრობის №361 დადგენილება „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე”.

·        ეს ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ სამშენებლო ობიექტზე შესასრულებელ სამუშაოებზე და განსაზღვრავს უსაფრთხოების მოთხოვნებს სამშენებლო მოედანზე.

 

6. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №87 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – სამოქალა- ქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუ- ატაციის ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე”.

 

·        ადგენს აეროდრომისა და ვერტოდრომის მიმართ მნიშვნელოვან სპეციფიკურ ტექნიკურ მოთხოვნებს

7. 2018 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის №476 დადგენილება „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენ- ტის დამტკიცების თაობაზე”.

·        ეს რეგლამენტი ადგენს სამშენებლო პროდუქტების[მასალების] ბაზარზე განთავსების პირობებს, მათდამი წაყენებული ძირითადი მოთხოვნებისა და შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორების ვალდებულებების განსაზღვრის გზით.

·        ამ რეგლამენტის  მოქმედება ვრცელდება რეგლამენტის VI დანართით განსაზღვრულ სამშენებლო პროდუქტებზე (ცემენტი, ელექტროკაბელები,არმატურა, პლასტმასის მილები), გარდა ფიზიკური პირის მიერ 30 კალენდარულ დღეში ერთხელ ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-ამდე საერთო წონის იგივე სამშენებლო პროდუქ- ტისა, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის[გასაყიდად].

 

 

48  პუთმკ-ის V თავი.

49  პუთმკ-ის VI თავი.

50 პუთმკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილი.

51 პუთმკ-ის 56-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილები.

52 პუთმკ-ის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილი.

53  პუთმკ-ის 59-ე მუხლი.

54 პუთმკ-ის 56-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები.

55 სდასსკ-ის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ IX თავით (ძირითადი მოთხოვნები შენობა-ნაგებობის მიმართ) დადგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებული შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებისას გათვალისწინე- ბულ უნდა იქნეს სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის (CEN) მიერ შემუშავებული ევროპული სტანდარტები ევროკოდები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე სხვა საერთაშორისო სამშენებლო რეგლამენტები და სტანდარტები. სამართლებრივად კოდექსის ეს ჩანაწერი იმას ნიშნავს, რომ, თუ ევროკოდებში მოცემულია სახანძრო უსაფ- რთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, მაშინ 41-ე დადგენილებაც შესაბამისად უნდა შეიცვალოს, რამეთუ ის ემყარება ამერიკულ საერთაშორისო სამშენებლო კოდებს (IBC).

56  41-ე დადგენილების 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი.

 

 

4.საქართველოში სამოქმედოდ დაშვებული უცხოური ტექნიკური რეგლამენტები და საბჭოური სამშენებლო ნორმები

 

·        საქართველოში სამოქმედოდ აღიარებულია უცხო ქვეყნის რამდენიმე ტექ- ნიკური რეგლამენტი.

·        პირველ რიგში, აღსანიშნავია 2013 წლის 7 მარტის საქართველოს მთავრო- ბის №50 დადგენილება „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებე- ლი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზ- ღუდვების გარეშე განთავსების შესახებ”. დადგენილება აღიარებს 37 ქვეყ- ნის ტექნიკურ რეგლამენტებს.

·        ტექნიკური ნორმების აღიარებას ეხება, ასევე, 2014 წლის 14 იანვრის სა- ქართველოს მთავრობის №52 დადგენილება „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღი- არებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ”.

·        მ დადგენილების შესაბამი- სად განისაზღვრა, რომ სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგულირების მიზნით, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების მიღებამდე, აღიარებული და საქართველოს ტერიტორიაზე დროებით სამოქმედოდ დაშვებულ იქნეს ყოფილი საბჭოთა კავშირის 1992 წლამდე მოქმედი და შემდგომ პერიოდში მოდიფიცირებული სამშენებლო ნორმები და წესები, ტექნიკური რეგული- რების სხვა დოკუმენტები და მათი ის ნაწილები, რომელთა ალტერნატივა არ არსებობს საქართველოში მიღებული ტექნიკური რეგლამენტების ან სხვა ნორმატიული აქტების სახით და რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან სა- ქართველოს მოქმედ კანონმდებლობას ან/და იმ საერთაშორისო ხელშეკრუ- ლებებს, რომელთა მონაწილეც არის საქართველო’’.

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები