მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძლები : ა)მშენებლობის ნებართვა ბ)მშენებლობის შეტყობინება

 

სარჩევი:

1. „მშენებლობის ნებართვა’’  როგორცმშენებლო უფლების’’ მოპოვების საფუძველი. 1

მშენებლობის ნებართვის" ფორმალური კანონიერების ელემენტები. 1

ა)უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო.. 2

ბ) ადმინისტრაციული წარმოების სათანადო სახე. 2

გ)მშენებლობის ნებართვის ფორმა. 2

მშენებლობის მატერიალური კანონიერების შემოწმება [ანუ „სანებართვო აქტის  მატერიალური კანონიერების 4 ძირითადი წინაპირობა’’ 4

.2.„მშენებლობის შეტყობინებაროგორცმშენებლო უფლების’’ მოპოვების საფუძველი  [სდასსკ-ის  მე-3 „ჯ’’  და 78-ე   ; 93-ე 94-ე 95-ე მუხლები][ 4

 

 

1.მშენებლობის ნებართვა’’  როგორცმშენებლო უფლების’’ მოპოვების საფუძველი

·        მშენებლობის ნებართვა არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი’’[ანუ ინდაქტი]  სზაკ-ის[საქ. ზოგადი ადნინისტრაციული კოდექსის]  მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის გაგებით.

·        ეს ინდაქტი  შედგება ა)დამდგენი (აღიარებითი) და ბ)განკარგულებითი (სარეზოლუციო) ნაწილებისგან.

·        ინდაქტის[ნებართვის] დამდგენი ნაწილი ადგენს განზრახული “სამშენებლო საქმიანობის” მატერიალურ კანონიერებას [იხ. ქვემოთ]

·         ხოლო  ინდაქტის[ნებართვის] განკარგულებით ნაწილში მოცემულია აკრძალვის მოხსნა” და  დაშვებული საქმიანობის შინაარსი”.

·        ამდენად, დაიმახსოვრე აკრძალულიასამშენებლო საქმიანობა” მშენებლობის ნებართვის[ინდაქტის] გარეშე, სამშენებლო კოდექსით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა.

 

 

მშენებლობის ნებართვის" ფორმალური კანონიერების ელემენტები

 

·        ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ აქტი  

 

ა) უფლებამოსილი ორგანოს მიერ

ბ) მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვითა

და

გ) შესაბამისი ფორმით

 

იქნეს გამოცემული.

 

ა)უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო

 

·        ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს საგნობრივად და ტერიტორიულად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

·        საგნობრივი უფლებამოსილება უკავშირდება მოწესრიგების საგანს (ობიექტს), ანუ იმას, არის თუ არა ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი, მოაწესრიგოს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთო- ბა.

·        ტერიტორიული უფლებამოსილება გულისხმობს საგნობრივად უფლებამოსილი ორგანოს სამოქმედო ტერიტორიას.

·        ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის

„ნ” ქვეპუნქტის თანახმად,     მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა არის მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილება (საგნობრივი უფლებამოსილება).

·        მშენებლობის შეტყობინების შეთანხმებაზე ან მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ადმინისტ- რაციული ორგანოა იმ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სამშენებლო მიწის ნაკვეთი (ტერიტორიული უფლებამოსილება).[ იხ კოდექსის მე-100 მუხლი]

·        მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო,  პასუხისმგებელია მხოლოდ მის მიერ შეთანხმებული დოკუმენტების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.

 

 ბ) ადმინისტრაციული წარმოების სათანადო სახე

 

·        ადმინისტრაციული წარმოება ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს საქ- მიანობა, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულებისაკენ’’ (სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „კ” ქვეპუნქტი).

·        ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ჩამოთვლის ადმინისტრაციული წარმოების სახეებს (სზაკ-ის 72-ე მუხლი) და ამკვიდრებს პრინციპს, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით თუ კანონი კონკრეტულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენების აუცილებლობას.

·        მშენებლობის ნებართვა გაიცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით (იხ. სდასსკ-ის 107-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).

 

  გ)მშენებლობის ნებართვის ფორმა

 

·        ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის[სზაკ]  51-ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს წერილობით ან ზეპირი ფორმით.

·        მშენებლობის ნებართვა გაიცემა წერილობითი ფორმით (იმ შემთხვევაშიც, როცა სახეზეა ფიქციური ნებართვა329).

·        ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანო- ნიერების განსაზღვრის პროცესში აუცილებელია, ყურადღება მიექცეს მის დასაბუთებას.’’

·        ყოველი წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალუ- რი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.

·        მასში უნდა იყოს მოცემული ის სამართლებრივი და ფაქტობ- რივი წანამძღვრები[წინაპირობები], რომელთა საფუძველზეც გამოიცა ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

·        თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, იგი ვალდე- ბულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაუდო თავის გადაწყვეტილებას.

·        მშენებლობის ნებართვა გაიცემა წერილობითი ფორმით.

·        ის საჭიროებს  ა)დასაბუთებას და  ბ)მითითებას უფლების დაცვის სამართლებრივ საშუალე- ბებზე.

·        მშენებლობის ნებართვა ძალაში შედის განმცხადებლისთვის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან.

მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ შეტყობინება იგზავნება ადრესატთან  ან ა)დაზღვეული წერილით, ან)ოფიციალური ვებგვერდით ან გ) ტექნიკური საშუალებით (ტელეფონი ან/და ელექტრონული ფოსტა330).

·         მშენებლობის ნებართვა გაიცემა მესამე პირების კერძოსამართლებრივ უფ- ლებებზე გავლენის გარეშე, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებართვის ფარგ- ლებში მოწმდება განზრახული  სამშენებლო საქმიანობის შესაბამისობა საჯარო სამართლის ნორმებთან.

·          ადმინისტრაციული ორგანო მშენებლობის დასაშვებობის შემოწმების ფარგლებში არ ითვალისწინებს მიწის ნაკვეთთან მიმართებით სანივთო, ვალდებულებით და სხვა კერძოსამართლებრივ საკითხებს. თუმცაარ გამორიცხავს და, პირიქით, გულისხმობს მეზობლის საჯაროსამართლებრივად დაცული ინტერესების დაცვის’’ ვალდებულებას.

·        მშენებლობის ნებართვა ძალას ინარჩუნებს ადრესატის სამართალმემკვიდრის მიმართ.

·        მშენებლობით დაინტერესებული პირის შეცვლა არ იწვევს „მშენებლობის ნებართვის’’  მოქმედების ძალის შეწყვეტას. [ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ნებართვა გაიცემა არა სუბიექტთან, არამედ მიწის ნაკვეთთან, შესაბამისად, განზრახულ სამშენებლო საქმიანობასთან, მიმართებით.]

·        მშენებლობის ნებართვა გაიცემა მშენებლობის ორგანიზების პროექტით განსაზღვრული გონივრული ვადით.332

·         აღნიშნული ემსახურება როგორც მშენებლობით დაინტერესებული პირის უფლების დაცვას, რომ მას მიეცეს განზრახვის სისრულეში მოსაყვანად საკმარისი ვადები, ისე საჯარო ინტერესს, რომ ხანგრძლივად არ გაგრძელდეს პროცესი და წინააღმდეგობაში არ მოვიდეს საზოგადოების ინტერესებთან (მშენებლობით გამოწვეული ხმაური, დაბინძურება და იერსახე).

 

 

მშენებლობის მატერიალური კანონიერების შემოწმება [ანუ „სანებართვო აქტის  მატერიალური კანონიერების 4 ძირითადი წინაპირობა’’

 

·      მშენებლობის ნებართვა მხოლოდ მაშინ უნდა გაიცეს, თუ ის შეესაბამება:

a.      ძირითადი უფლების [იხ.   ტურავა-ყალიჩავა §4 (3-6) ]

b.      ქალაგეგმარების [იხ. ტურავა ყალიჩავა §17]

c.      ტექნიკური რეგლამენტების [იხ.. ტურავა-ყალიჩავა  §20 (2)]  

d.      მომიჯნავე კანონმდებლობის [იხ.. ტურავა-ყალიჩავა  §2 (4).]

მოთხოვნებს.

 

[ყურადღება: აქ მითითებული პარაგრაფები  ყველა  აუცილებლად წასაკითხია და გასაანალიზებელი ტურავა-ყალიჩავას წიგნში.სარჩევის მიხედვით მონახე მითითებული პარაგრაფები ]

 

 

 

.2.მშენებლობის შეტყობინებაროგორცმშენებლო უფლების’’ მოპოვების საფუძველი  [სდასსკ-ის  მე-3 „ჯ’’  და 78-ე   ; 93-ე 94-ე 95-ე მუხლები][

 

·        შეტყობინების’’  ვალდებულებას[!] ექვემდებარება- I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა.

·        ასევე,  დაინტერესებულ პირს უფლება აქვს[!], შეტყობინება განახორციელოს სამშენებლო კოდექსის 92-ე მუხლით განსაზღვრული მშენებლობის შესახებ.

 

„|მშენებლობის შეტყობინება“ არის  − I-II კლასების შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების მიზნით მშენებლობის განმახორციელებელი პირის მიერ მშენებლობის ნებართვის გამცემი უფლებამოსილი ორგანოსათვის შეტყობინების (მარტივი შეტყობინების, ან დეტალური შეტყობინების) ვალდებულება [იხ.  სამშენებლო კოდექსის მე-3 მუხლი „ჯ’’ ქვეპუნქტი]

·        მშენებლობის შეტყობინება შეიძლება განხორციელდეს ა)მარტივი შეტყობინებისა და ბ)მშენებლობის დეტალური შეტყობინების საფუძველზე.

სამშენებლო კოდექსი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულოს) ნორმათშემოქმედების დისკრეციას, ადმინისტრაციულ საზღვრებში ან მის ნაწილში დაადგინოს კოდექსით დადგენილი წესისგან განსხვავებული რეგულაციები, კერძოდ:

 

 II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის, მშენებლობის ნებართვის’’ მიღების ვალდებულების ნაცვლად, დაადგინოს მშენებლობის დეტალური შეტყობინების’’ ვალდებულება,

ხოლო

I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის მშენებლობის მარტივი შეტყობინების’’ ვალდებულების ნაცვლად, დაადგი- ნოს მშენებლობის დეტალური შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის’’ მიღების ვალდებულება.

 

მუნიციპალიტეტის მიერ შესაბამისი გადაწყვეტი- ლება მიიღება მიზანშეწონილობის პრინციპის დაცვით, რაც არ ექვემდება- რება სასამართლოს კონტროლს.

·        მშენებლობის ნებართვის მაძიებელს    აქვს თავისუფლება[არჩევანი], I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განსახორციელებლად უფლებამოსილ ადმი- ნისტრაციულ ორგანოში წარადგინოს

a.      მშენებლობის მარტივი შეტყობინება

ან

b.      მშენებლობის დეტალური შეტყობინება,

ან

c.      მოითხოვოს მშენებლობის ნებართვა.

 

თუ აკეთებს არჩევანს მშენებლობის ნებართვის სასარგებლოდ, ვალდებული ხდება, ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს სამშენებლო კოდექსის [სდასსკ-ის] 106-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია.

·        თუ მშენებლობა დაგეგმილია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაში, შეტყობინებაზე უფლებამოსილი პირი (მშენებლობის ნებართვის მაძიებელი) არის მესაკუთრე ან მისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი.

·        სხვა პირის[მე-3 პირის] კერძო საკუთრებაში ან საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ან შენობა-ნაგებობაში დაგეგმილი მშენებლობის შემთხვევაში, შეტყობინებას ახორციელებს დაინტერესებული პირი ან მისი წარმომადგენელი, თუ მშენებლობის განხორცი- ელების თაობაზე არსებობს შესაბამისი მესაკუთრის ან თანამესაკუთრეთა თანხმობა.

·        საზოგადოებრივ სივრცეში დაგეგმილი მშენებლობის შემთხვევაში შეტყობინებას ახორციელებს დაინტერესებული პირი ან მისი წარმომადგენელი, თუ მშენებლობის განხორციელების თაობაზე არსებობს უფლებამო- სილი ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა.

·         შეტყობინება განზრახული მშენებლობის თაობაზე’’ შეტანილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში,

·         „შეტყობის’’ შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს საქართ- ველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს.

·       ხოლო  შეტყობინებისათვის’’ თანდართული დოკუმენტაციის   ნუსხა, მისი შინაარსი და მშენებლობის შეთანხმების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.[  იხ.  255-ე დადგენილების 22-ე–24-ე მუხლები. ]

·        შეტყობინების საფუძველზე’’ წარმოშობილი  მშენებლობის უფლება არ გულისხმობს მშენებლობის შეტყობინებით გათვალისწინებული სამშენებლო საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისგან გათავი სუფლებას.

·        ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს განზრახული საქმიანობის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან და შეუსაბამობის  გამოვლენის შემთხვევაში ვალდებულია, მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება.[უარი უთხრას დაინტებულ პირს ნებლობის უფლებაზე]

·        მშენებლობის შეტყობინების თაობაზე პასუხის დადგენილ ვადაში გაუცემლობის შემთხვევაში, განმცხადებელი უფლებამოსილია, დაიწყოს მშენებლობის შეტყობინებით გათვალისწინებული მშენებლობა, რამდენადაც კანონმდებელი ადმინისტრარგანოს უმოქმედობას, როგორც ფიქციას, მიიჩნევს თანხმობად.

·        დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ნებართვის მაძიებლის მოთხოვნის შემ- თხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, გასცეს წერილობითი თანხმობა, მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

 

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები