"პოდაგრა“ და „თირკმლის კენჭები“

 


 

·       პოდაგრა[ანუ ნიკრისის ქარი] და კენჭები  თირკმელებში ისეთი დაავადებაა,რომელებიც გამოწვეულია „უხსნადი ნივთიერებების’’ დაგროვებით ორგანიზმში

·       „ნიკრისის ქრების’’[პოდაგრის] შეტევითი ტკივილები მაშინ იწყება,როდესაც სისხლის პლაზმაში „შარდმჟავას’’ კონცენტრაცია აღემატება მის „ხსნადობას’’,რომელიც სხეულის ტემპრატურაზე[37 გრადუსი] არის 7მგ/100მლ-ში[ცნობისათვის შარდმჟავა იხსნება სისხლის პლაზმაში]

·       „შარდმჟავას’’ გაუხსნელი ნაწილი,ნემსის ფორმის კრისტალების სახით გროვდება ა)ხრტილში,ბ)მყესებსა და გ)რბილ ქსოვილებში,რაც იწვევს ძლიერ ტკივილებს

·       „შარდმჟავას’’ კრისტალები აგრეთვე გროვდება თირკმელთა ქსოვილებში,რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის დაზიანება

·      

·       ორგანიზმში „შარდმჟავას’’ დაგროვების მიზეზებია: ა) უჯრედებში მისი წარმოქმნის მომატება,ბ)როცა დაზიანებული თირკმელი ვერ ახერხებს მის დაშლას და გამოტანას ორგანიზმიდამ გ) კვების რაციონში ზედმეტი პურინების[დნმ--ის შემადგენელი კომპონენტი] შეტანა,რომელიც ორგანიზმში მეტაბოლიზდება -„შარდმჟავად’’

·       ყურადღება : საკვები რომელიც იწვევს ორგანიზმში „შარდმჟავას’’ დონის მატებას ,არის: ხორცეული,ზოგიერთი თევზეული,სოკო,სატაცური,ლობიო,ალკოჰოლური სასმელები

·       „ნიკრისის ქარებს’’[პოდაგრას]  მურნალობენ კვების რაციონის კონტროლით და მედიკამენტებით.

·       „თირკმლის კენჭები ‘’ მყარი მასალაა,რომელიც ფორმირდება საშარდე გზებში

·       "თირკმლის კენჭების''  უმეტესობა შედგება კალციუმის ფოსფატის და კალციუმის ოქსალატისგან,ასევე ჭარბი შარდმჟავისგანაც

·       წყლის არასაკმარისი ან მინერალების[მაგ. მარილის[NaCl]   ]  გადაჭარბებით მიღებისას შესაძლებელია  „მინერალური მარილების’’ დონემ გადააჭარბოს მის ხსნადობას და გამოიწვიოს „თირკმლის ქვების’’ ფორმირება

·       როდესაც „თირკმლის კენჭი’’ გადის საშარდე გზებში,იწვევს ძლიერ ტკივილს და დისკომფორტს,რაც საჭიროებს  ტკივილგამაყუჩებელს და ქირურგიულ ჩარევას

·       ზოგჯერ „თირკმლის კენჭების’’ დაშლის მიზნით გამოიყენება „ულტრაბგერები’’

·       თირკმლის კენჭებისადმი მიდრეკილების მქონე ადამიანებს ურჩევენ დალიონ 6-8 ჭიქა წყალი დღეშ,რათა თავიდან აიცილონ შარდში მინერალების გაჯერების დონე

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

როგორ მოვიქცეთ კუჭის ტკივილის დროს

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები