"სამშენებლო წესრიგის სამართლის“ მატერიალურსამართლებრივი საფუძვლები
სარჩევი:
1. ძირითადი
მოთხოვნები ’’ შენობა-ნაგებობის’’ მიმართ[სდასსკ-ის 79-ე- 88-ე მუხლები]
ა)შენობა-ნაგებობის ცნება [იხ. სდასსკ-ის მე-3 მუხლი]
ბ) ხარისხობრივი მოთხოვნები შენობა-ნაგებობის მიმართ
[იხ.სდასსკ-ის 79-ე მუხლი.]
დ) მოთხოვნები შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების მიმართ [იხ.სდასსკ-ის 81-დან -88
-მდე მუხლები.]
2. მოთხოვნები „სამშენებლო ტერიტორიის“
მიმართ [სამშენებლო კოდექსის მე-8 თავი]
3.ძირითადი მოთხოვნები „სამშენებლო მასალების
მიმართ “ [სდასსკ-ის X თავი.]
4. შენობა-ნაგებობის კლასები[სდასსკ-ის 96-ე მუხლი. ]
5.
„მშენებლობის სახეები“
[საქართველოს მთავრობის 255-ე დადგენილების მე-4 მუხლი]
6.
სანებართვო აკრძალვის მოდელური კონფიგურაციები
1. ძირითადი მოთხოვნები ’’ შენობა-ნაგებობის’’ მიმართ[სდასსკ-ის 79-ე- 88-ე მუხლები]
ა)შენობა-ნაგებობის ცნება [იხ. სდასსკ-ის მე-3 მუხლი]
·
„სამშენებლო წესრიგის სამართლის“ მატერიალურსამართლებრივი
საფუძვლები მოცემულია „შენობა-ნაგებობის
მიმართ“ დადგენილ
მოთხოვნებში.
·
ტერმინი „შენობა-ნაგებობა“აგამოიყენება როგორც „სამშენებლო წესრიგის’’, ისე „სამშენებლო დაგეგმვის“ სამართლში
·
სდასსკ-ის მე-3
მუხლის მიხედვით, ნაგებობა განიმარტება როგორც „სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავადაა დაკავშირებული”,
·
ხოლო შენობა-განიმარტება
როგორც „ნაგებობა, რომელიც ქმნის გადახურულ
სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონს- ტრუქციებით”.
[ზეპირად „შენობა’’ და „ნაგებობა’’]
ბ) ხარისხობრივი მოთხოვნები შენობა-ნაგებობის მიმართ [იხ.სდასსკ-ის 79-ე მუხლი.]
·
შენობა-ნაგებობის მიმართ დადგენილი ზოგადი მოთხოვნების (გენერა-ლური დათქმის ) შესაბამისად, შენობა-ნაგებობა მისი ექსპლუატაციის პერიოდში უნდა შეესაბამებოდეს
: ა) მისთვის განსაზღვრულ ფუნქციას, აგრეთ- ვე ბ)ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს უვნებლობის, გარემოს უსაფრთხოებისა და გარემოს კეთილმოწყობის მოთხოვნებს.
შენობა-ნაგებობა ისე უნდა იქნეს დაპროექ- ტებული და აშენებული, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მისი გ)მაქსიმალური ხანმედეგობა. [იხ. სდასსკ-ის 79-ე მუხლი. ]
გ) მოთხოვნები შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პარამეტრების და ესთეტიკური მახასიათებლების მიმართ [იხ.
სდასსკ-ის მე-80 მუხლი.
]
·
აღნიშნული ზოგადი კრიტერიუმების გარდა, შენობა-ნაგებობის მატერიალური კანონიერების შემოწმების საფუძველი
შეიძლება გახდეს დ) „შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პარამეტრები“ და ე)“ესთეტიკური მახასიათებლები“, რაც დგინდება
ქალაქთმშენებლობითი გეგმით ან/და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტით, რომლის მიზანია მაღალი ესთეტიკუ- რი ღირებულების განაშენიანების ჩამოყალიბება/შენარჩუნება და ცხოვრე- ბის ხარისხის ამაღლება.[სდასსკ-ის80-ე მუხლი. ]
ხ
დ) მოთხოვნები შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების მიმართ [იხ.სდასსკ-ის 81-დან -88 -მდე მუხლები.]
·
შენობა-ნაგებობის მშენებლობის კანონიერების განსაზღვრის მნიშვნელო- ვანი კრიტერიუმია უსაფრთხოების დაცვა: კონსტრუქციული სიმტკიცე,
მდგრადობა და საიმედოობა, სახანძრო უსაფრთხოება, ჰიგიენის, ჯანმრთელობისა
და გარემოს დაცვა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის პერიოდში უსაფრთხოების დაცვა.
·
შენობა-ნაგებობა ისე უნდა იქნეს დაპ- როექტებული და აშენებული, რომ მისი ექსპლუატაციის პერიოდში საფრ- თხე არ შეუქმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
·
მისი ექსპ- ლუატაციის პერიოდში დაცულ
უნდა იქნეს შენობა-ნაგებობის ინსოლაციის მიმართ მოთხოვნები (არსებობის შემთხვევაში) და შენობა-ნაგებობაში მცხოვრებთა, მეზობლებისა
და დასაქმებულ
პირთა ინტერესები მათი ჯან- მრთელობის დაცვისა და ბუნებრივი განათებულობის უზრუნველსაყოფად.
·
უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირე- ბისთვის შენობა-ნაგებობისა და საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შესაძლებლობა.[იხ. სდასსკ-ის 81-ე დან -88-მდე მუხლები.]
2. მოთხოვნები „სამშენებლო ტერიტორიის“ მიმართ [სამშენებლო კოდექსის მე-8 თავი]
·
მატერიალური სამშენებლო წესრიგის სამართლის მოწესრიგების საგანია შენობა-ნაგებობის (სამშენებლო საქმიანობის) შესაბამისობა „ მიწის
ნაკვეთის სამართლებრივ სტატუსთან.’’
·
ადმინისტრაციული წარმოების ფარ-გლებში მოწმდება „შენობა-ნაგებობის“ (სამშენებლო საქმიანობის) „|განაშენიანების
დეტალურ გეგმასთან’’[გდგ-სთან] შესაბამისობა „იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც განაშენიანების დეტალური გეგმის მოქმედების არეალში მდებარეობს’’
ხ
·
ხოლო „იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც განაშენიანების ჩამოყალიბებულ
სისტემაში მდებარეობს’’ და რომელზეც
არ ვრცელდება
განაშენიანების დეტალური
გეგმა, მშენებლობის ნებართვა შეიძლება
გაიცეს „მოქმედი ქალაქთმშენებლობითი გეგმისა’’ (არსებობის შემთხვევაში) ან „ძირითადი დებულებების ‘’ მოთხოვნათა საფუძველზე, თუკი „შენობა-ნაგებობა’’ (სამშენებლო საქმიანობა) შეესაბამება[კრიტერიუმებით] ა)“განაშენიანების არსებულ გარემოს“ და ბ)“არ ეწინააღმდეგება
სამეზობლო ინტერესებს“.
·
მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ
გა- მოყენებისა და განაშენიანების ძირითად კრიტერიუმებს, ადგენს სამშენებლო კოდექსის მე-8 თავი[ეს თავი სრულად წასაკითხია
კოდექსში]
3.ძირითადი მოთხოვნები „სამშენებლო მასალების მიმართ
“ [სდასსკ-ის X თავი.]
·
მატერიალური სამშენებლო წესრიგის სამართლის სამართლებრივ საფუძველს ქმნის „მოთხოვნები
სამშენებლო მასალის მიმართ“.
·
კოდექსი
ადგენს ზოგად კრიტერიუმს, რომლის თანახმადაც,“ სამშენებლო მასალა გონივ-
რული გამოყენებისა და ვარგისობის ვადის დაცვის შემთხვევაში საფრთ-
ხეს არ უნდა უქმნიდეს ადამიანის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას’’
·
ხოლო სამშენებლო მასალის მიმართ „ძირითადი მოთხოვნების“ დადგენის უფლებამოსილებას ადგენს ტექნიკური რეგლამენტის გამოცემის ფორმით, რომლის შემუშავებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, აგრეთვე
შენობა-ნაგებობათა კლასების განმსაზღვრელი მახასიათებლები.
·
სამშენებლო მასალის შესაბამისობის შეფასება ხორციელდება „პროდუქტის უსაფრთხოებისა
და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსის“ VIII თავის შესაბამისად.[იხ. სდასსკ-ის
X თავი.]
4. შენობა-ნაგებობის კლასები[სდასსკ-ის 96-ე მუხლი. ]
·
შენობა-ნაგებობები ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის,
აგრეთვე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღების
თვალსაზრისით იყოფა 5 კლასად.
·
ამ დაყოფას აქვს წარმოებასამართ- ლებრივი ფუნქცია, რამდენადაც ის ქმნის გადაწყვეტილების მიღების მა- ტერიალურსამართლებრივ საფუძვლებს.
·
ასაშენებელი ან სადემონტაჟო შენობანაგებობის ფუნქციური დანიშნულებისა და პარამეტრების მიხედ-ვით შენობა-ნაგებობას შეიძლება
მიენიჭოს შემდეგი კლასი :
ა) I კლასის
შენობა-ნაგებობა – შენობა-ნაგებობა, რომელიც ხასიათდება უმნიშვნელო რისკით;
ბ) II კლასის შენობა-ნაგებობა – შენობა-ნაგებობა, რომელიც ხასიათდება დაბალი რისკით;
გ) III კლასის
შენობა-ნაგებობა – შენობა-ნაგებო-
ბა, რომელიც ხასიათდება საშუალო რისკით;
დ)
IV კლასის შენობა-ნაგებო- ბა –
შენობა-ნაგებობა, რომელიც
ხასიათდება მაღალი რისკით;
ე)
V კლასის შენობა-ნაგებობა–
მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი შენობა-ნაგებობა.
[მე-5 კლასის საკითხი წესრიგდება „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის,
რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის
ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N257 დადგენილებით.]
ხ
·
შენობა-ნაგებობის კლასების განსაზღვრისას გამოიყენება 3 ძირითადი წესი:
a.
თუ ერთ მიწის ნაკვეთზე ერთიანი მოთხოვნის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე ობიექტის მშენებლობა, მაშინ ნებართვა გაიცემა იმ კლასზე, რომელსაც უფრო მაღალი მახასიათებელი აქვს (ერთი სანებართვო აქტი მოიცავს ყველა კლასს);
2)
თუ ცვლილება შედის არსებულ ობიექტში
(რეკონსტრუქცია): ა) ზრდის შემთხვევაში – საბოლოო ობიექტის მახასიათებლები;
ბ) შემცირების შემთხვევაში – არსებული
მახასიათებლები;
3) კლასებს შორის კოლიზიის შემთხვევაში მოქმედებს
უფრო მკაცრი
წესი
ხ
·
I კლასის შენობა-ნაგებობა ექვემდებარება ინფორმაციის შეტყობინებას (არა ნებართვას), თუმცა ზედამხედველობის მიზნებისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობა და შეთანხმების არქონა ითვლება უნებართვო მშენებლო-ბად.
·
ამავე დროს, საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება I კლასის შენობა-ნაგებობაზე დაწესდეს ნებართვის ვალდებულება.
·
აქვე აღსანიშნავია, რომ საკრებულოს გადაწყვეტილებით II კლასზე შეიძლება დაწესდეს დეტალური შეტყობინების ვალდებულება მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიაზე
ან/და შენობა- ნაგებობის გარკვეულ სახეობაზე.
[ ვრცლად ტურავა ყალიჩავა §23 (5). ]
5. „მშენებლობის სახეები“
[საქართველოს მთავრობის 255-ე დადგენილების მე-4 მუხლი]
საქართველოს მთავრობის
255-ე დადგენილების
მე-4 მუხლის
თანახმად, მშენებლობის სახეებია:
– ახალი მშენებლობა
(მათ შორის, მონტაჟი);
– რეკონსტრუქცია;
– შეკეთება (რემონტი, მოპირკეთება/აღჭურვა);
– დემონტაჟი (არსებული შენობა-ნაგებობის დაშლა/დანგრევა);
– ლანდშაფტური მშენებლობა.
[ზეპირად]
ყურადღება:
·
მშენებლობის სახეებიდან შეკეთება არ საჭიროებს
მშენებლობის ნებართვას. [დაიმახსოვრე]
·
ამიტომ მნიშვნელოვანია შეკეთებისა და რეკონსტრუქციის ერთმანეთისაგან გამიჯვნა (იხ. 255-ე დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტი).
·
მშენებლობის ნებართვას
ასევე არ საჭიროებს სასამართლოს ან ზედამხედველობის ორგანოს
გადაწყვეტილება დემონტაჟის თაობაზე (სდასსკ-ის 93-ე მუხლის მე-6 ნაწილი).[დაიმახსოვრე]
6. სანებართვო აკრძალვის მოდელური კონფიგურაციები
·
სამშენებლო სფეროში მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციები a)შენობა-ნაგებობის მიმართ წაყენებული ხარისხობრივი მოთხოვნების, b)ტერიტორიის
(მიწის ნაკვეთის) განაშენიანების
ან/და
g)სამშენებლო
მასალის
მიმართ წაყენებული მოთხოვნების თვალსაზრისით შეიძლება ადგენდეს ა)პრევენციულ
აკრძალვას ამ აკრძალვის
მოხსნის დათქმით ან ბ)რეპრესიულ აკრძალვას აკრძალვის მოხსნის შესაძლებლობით.
[სანებართვო აკრძალვის მოდელური კონფიგურაციები დაწვრ. იხ. ყალიჩავა, სამშე-
ნებლო საქმიანობის დასაშვებობის კონტროლი საქართველოში (რეფორმის საჭიროება
და პერსპექტივები), ადმინისტრაციული სამართლის ჟურნალი, 2/2016, გვ .96-იდან;
ვრცლად იხ. ყალიჩავა,“ გარემოსდაცვითი საქმიანობის
დასაშვებობის კონტროლი იმისიების სამართლის მაგალითზე’’ (ქართული,
გერმანული და ევროპული სამართლის შედარება), 2016, 36-42.
]
Комментарии
Отправить комментарий