სანებართვო აქტის შესაბამისობა მომიჯნავე კანონმდებლობასთან [სანებართვო აქტის კანონიერების მე-4 წინაპირობა]

 

სარჩევი:

მშენებლობის სამართლთან  მომიჯნავე სამართლი  მნიშვნელობა. 1

მომიჯნავე სფეროების მომწესრიგებელი კანონმდებლობა. 1

ა)კულტურული მემკვიდრეობის შესახებსაქართველოს კანონი[2007  წ] 1

)„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი” (2017 .) 1

გ) საავტომობილო გზების შესახებ1994 წლის საქართველოს კანონი. 2

)1996 წლის საქართველოს საჰაერო კოდექსი”. 2

)სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი (2005 .) 3

)მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია/აღიარების მარეგულირებელი კანონმდებლობა. 3

)„კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ” საქართველოს კანონი (1998 წელი). 4

 

 

 

მშენებლობის სამართლთან  მომიჯნავე სამართლი  მნიშვნელობა

 

·       მშენებლობის სამართლის სამივე მიმართულებას (სივრცითი განვითარების, ქალაქთმშენებლობისა და მშენებლობის წესრიგის სამართალს) აქვს ბევრი გადაკვეთა მომიჯნავე კანონმდებლობასთან, განსაკუთრებით გარემოს დაცვის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სატრანსპორტო (საგზაო, საჰაერო და სხვ.), მიწის საკუთრების, სახელმწიფო შესყიდვის კანონმდებლობასთან [ესენია მომიჯნავე კანონმდებლობები]

·       მომიჯნავე კანონმდებლობის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობა ქმნის შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიების (მაგ.: დამტკიცებული გეგმების, მშენებლობის ნებართვების) ბათილობის საფუძველს.

მომიჯნავე სფეროების მომწესრიგებელი კანონმდებლობა

 

ა)კულტურული მემკვიდრეობის შესახებსაქართველოს კანონი[2007  წ]

 

· ულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში დამატებით მოქმედებს[!]

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონი (2007 წ.), რომელიც ითვალისწინებს ამ ზონებისათვის დამახასიათებელ სპეციფიკას.

    ამ კანონით წესრიგდება ძეგლის დაცვის[კანონის 22-ე–31-ე მუხლები], კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები და მათი რეჟიმები[კანონის 34-ე–46-ე მუხლები.],კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე  სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები, ნებართვების გაცემის წესი და სანებართვო პირობები [კანონის 47-ე–55-ე მუხლები.].

)გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი” (2017 .)

 

·       მშენებლობა, რომელიც იმავდროულად საჭიროებს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას (გგ-ს), მასთან დაკავშირებით დამატებით მოქმედებს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი” (2017 წ.).

·       კოდექსი აწესრიგებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და მის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს [გზშ-ის გენეზისისა და სამართლებრივი ბუნების შესახებ დაწვრილებით იხ. ყალიჩავა, გარემოს დაცვის სამართალი, 2018, 181-იდან.]

·       გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას (გგ-ს), მიღების შემდეგ ხდება შესაძლებელი მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. [გგ-ის სანებართვო გადაწყვეტილებაში ინტეგრაციის შესახებ დაწვრილებით იხ. ყა- ლიჩავა, გარემოს დაცვის სამართალი, 2018, 305-იდან.]

·       მხოლოდ დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება მშენებლობის ნებართვის გაცემის დადებითად გადაწყვეტა.

 

გ) საავტომობილო გზების შესახებ1994 წლის საქართველოს კანონი

 

·       მშენებლობის ნებართვის გაცემისთვის მნიშვნელოვან წინაპირობებს ადგენს „საავტომობილო გზების შესახებ” 1994 წლის საქართველოს კანონი.

·       ამ მხრივ ერთ-ერთ მნიშვნელოვან დანაწესს მოიცავს 22-ე მუხლი, რომელიც აწესებს საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში შეუთანხმებელი მოქ- მედების აკრძალვას საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ან საგზაო პოლიციასთან შეუთანხმებლად.

·       22-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, დათქმის დარღვევით ორგანიზაციების, საწარმოების, დაწესებულებების და მოქალაქეების მიერ აშენებული შენობა-ნაგებობანი უნდა დაინგრეს თვითნებურად ამშენებელთა ხარჯზე.

 

)1996 წლის საქართველოს საჰაერო კოდექსი”.

 

მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მიწათსარგებლობის საკითხებთან დაკავშირებით სპეციალურ მოთხოვნებს ადგენს 1996 წლის „საქართველოს საჰაერო კოდექსი”.

ის აწესრიგებს აეროდრომებისა და აეროპორტების მშენებლობა-რეკონსტრუქციის[იხ. კანონის 38-ე მუხლი].აეროდრომის რაიონში მიწათსარგებლობისა და ობიექტების მშენებლობის [იხ. კანონის 41-ე მუხლი]., აეროდრომის რაიონში შენობის, ნაგებობის და სხვა ობიექტების ნიშანდების  [იხ. კანონის 42-ე მუხლი.] საკითხებს.

 

 

)სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი (2005 .)

 

·       მშენებლობისა და სივრცითი/ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი (2005 წ.) და მის საფუძველზე გამოცემული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის ,,კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” №7 ბრძანება.

 

)მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია/აღიარების მარეგულირებელი კანონმდებლობა

 

·       აღსანიშნავია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია/აღიარების მარეგულირებელი კანონმდებლობა. მათ შორისაა:

 

a.      საქართველოს კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” (2016 წლის 3 ივნისი),

b.     საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პი- რების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე სა- კუთრების უფლების აღიარების შესახებ” (2007 წლის 11 ივლისი),

c.      აგრეთვე, ამ კანონების საფუძველზე გამოცემული საქართველოს მთავრობის №376 დადგენილება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” (2016 წლის 28 ივლისი).

 

შენიშვნა: ამასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საკუთრე- ბის უფლება (ახალი რედაქციით, მე-19 მუხლი) არ იცავს მხოლოდ საკუთრებაში არსებულ ქონებას, არამედ „უფლება მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა განხილულ იქნეს როგორც საკუთრება და უფლება საკუთრებაზე” (საქართველოს სა- კონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილება, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 30 ივლისის №1/5/489- 498 განჩინება).

 

 

)„კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ” საქართველოს კანონი (1998 წელი).

 

·       საქართველოს კურორტებში სანიტარიული ზონების დადგენისა და ამ ზო- ნებში ნებადართული და აკრძალული საქმიანობის საკითხს აწესრიგებს „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ” საქართველოს კანონი (1998 წელი).

·       საკურორტო ტერიტორიებზე ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ამ კანონის მოთხოვნები.

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები