სანებართვო აქტის შესაბამისობა „ადამიანის ძირითად უფლებებთან’’ [სანებართვო აქტის კანონიერების 1-ლი წინაპირობა]

 

·სამშენებლო სამართლის სფეროში მიღებული გადაწყვეტილებები გულისხმობს საკუთრების სფეროში ჩარევას, აუცილებელია სამშენებლო სამართლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და ცალკეული გადაწყვეტილებები შეესაბამებოდეს საკუთრების უფლების შინაარსს, რომლის მასშტაბს ადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტი.

·         საკუთრების უფლება, უპირველესად, არის საკუთრების, როგორც ინსტიტუტის გარანტია და გულისხმობს საკუთრების ექსისტენციის, მისი ობიექტური ღირებულების დაცვას.

·         საკუთრება, როგორც ინსტიტუტის გარანტია, მშენებლობის სამართლის სფეროში მუნიციპალურ ხელისუფლებას ართმევს ისეთი ქალაქთმშენებლობითი გეგმის შემუშავების ან სანებართვო გადაწყვეტილების მიღების უფლებას, რომელიც საკუთრებას, როგორც ინსტიტუტს, ეჭვქვეშ დააყენებდა.6

·        საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტი არის ასევე სა- კუთრების, როგორც პიროვნების, გარანტია. ის ემსახურება მესაკუთრის პირადი უფლებისა და თავისუფლებების დაცვას მის ქონებაზე და უზრუნ- ველყოფს პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას.7

·        ამ თვალსაზრისით, დაუშვებელია ისეთი გეგმარებითი ან სანებართვო’’ გადაწ- ყვეტილების მიღება, რომელიც ჩამოყალიბებულ საცხოვრებელ ზონაში იძლევა ინდუსტრიული შენობა-ნაგებობების მშენებლობის შესაძლებლობას, ვინაიდან ამით ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეებს შეეზღუდებათ მათი საკუთრებით სარგებლობის უფლება.

·        აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკუთრების უფლება არ ნიშნავს მხოლოდ ინს- ტიტუტის ან პიროვნების უფლების გარანტიას, არამედ ის ასევე დატვირთულია სოციალური ვალდებულებებით. ეს განსაკუთრებით გამოკვეთილია მიწის შემთხვევაში, რასაც ის რეალობა განაპირობებს, რომ მიწა არის მწირი ბუნებრივი რესურსი. მიწის მიმართ საჯარო ინტერესი უფრო მაღალია, ვიდრე საკუთრების სხვა ობიექტების მიმართ, ამიტომ უძრავი ნივთების საკუთრების’’ შინაარსის განსაზღვრისას ხელისუფლება იბოჭება სოციალური სამართლიანობისა და საზოგადოებრივი ინტერესების იდეით.

·        საკუთრების უფლებაში ჩარევა, რომელიც ემყარება ამ საფუძვლებს[ ე.ი. სოციალურ სამართლიანობსა,საზოგადოებრივი ინტერესებს]   , ყოველთვის ლეგიტიმურია და პროპორციულობის შემთხვევაში ის გამართლებულია.

 

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები