"მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი'' ."მუნიციპალიტეტის ქონება''
სარჩევი:
რა არის „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი’’ ?[89-ე მუხ. 1-ლი ნაწილი]
მუხლი 90. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამოუკიდებლობა
მუხლი 91. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება
„მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების“ დოკუმენტი[„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის’’ 76-ე მუხლი]
„მუნიციპალიტეტის ქონება
‘’ საქართველოში
„მუნიციპალიტეტის ქონების“ საკანონმდებლო საფუძვლები
„მუნიციპალიტეტის ქონების“ სახეები
ა)
მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელ) ქონება
ბ) მუნიციპალიტეტის „დამატებითი ქონება’’
„მუნიციპალიტეტის ქონების’’ სტრუქტურა[შემადგენლობა] [მუხ. 106-ე ნაწ. მე-2]
რა არის „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი’’
?[89-ე მუხ. 1-ლი ნაწილი]
„მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტი“ არის : შესაბამისი მუნიციპალიტეტის
საკრებულოს მიერ დამტკიცებული, მუნიციპალიტეტის
ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით ა)„მისაღები
შემოსულობების“, ბ)„გასაწევი გადასახდელებისა“ და გ)„ნაშთის“
ცვლილების ერთობლიობა.
[ეს
არის „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის’’ კანონისმიერი
ცნება. დაიმახსოვრე მუხლი და ნაწილი]
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის პროექტის
მომზადების, წარდგენის, განხილვის, დამტკიცების, ბიუჯეტში ცვლილების შეტანის, ბიუჯეტის
შესრულების, ანგარიშგებისა და კონტროლის წესები
განისაზღვრება ორგანული კანონით“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით.[89-ე მუხლის მე-2 ნაწ]
მუხლი 90. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამოუკიდებლობა
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამოუკიდებელია როგორც „სხვა მუნიციპალიტეტის“, ისე „ავტონომიური რესპუბლიკის“
რესპუბლიკური და „საქართველოს სახელმწიფო“ ბიუჯეტებისგან.[კოდექსის 90-ე მუხ. ნაწ. 1-ლი]
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამოუკიდებლობას განაპირობებს „საკუთარი
შემოსულობები“ და საკუთარ უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის „გადასახდელების“ დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლებამოსილება.[კოდექსის 90-ე მუხ. ნაწ. მე-2]
საქართველოს
ცენტრალურ და ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებებს უფლება არ აქვთ ,ჩაერიომ „მუნიციპალიტეტების
ორგანოების’’ საბიუჯეტო უფლებამოსილებებში[„საქარტველოს
საბიუჯეტო კოდექსი’’65-ე მუხ მე-3 და მე-4 ნაწ]
მუხლი 91. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება
·
„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის’’ მიღება მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერის
ერთობლივ კომპეტენციას წარმოადგენს
·
ამასთან,„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის’’ პროექტის საკრებულოსთვის წარდგენა მერის უფლებამოსილებას
წარმოადგენს.
·
„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის’’ პროექტში „ცვლილებების შეტანა’’ საკრებულოს
მხოლოდ მერის თანხმობით შეუძლია
·
„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს’’ კი „ამტკიცებს“ საკრებულო
·
ამრიგად, „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის’’ მიღება,თუ მასში „ცვლილების შეტანა’’ მუნიციპალიტეტის ორგანოებს შორის ტანამშრომლობას
და შეთანხმებას საჭიროებს,წინააღმდეგ შემთხვევაში,მერსა და საკრებულოს შორის „მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტზე’’ შეუთანხნებლობა შეიძლება „ადგილობრივი ხელისუფლების’’ პოლიტიკურ კრიზისში
გადაიზარდოს
ხ
·
კოდექსის
91-ე მუხლი „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის’’ მიღების
შემდეგ პროცედურას განსაზღვრავს:
1. მუნიციპალიტეტის მომავალი წლის
ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად არაუგვიანეს
15 ნოემბრისა მუნიციპალიტეტის მერი წარუდგენს
მუნიციპალიტეტის საკრებულოს [ამ კანონისა
და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად]
2.
მუნიციპალიტეტის საკრებულო ბიუჯეტის პროექტს მისი წარდგენიდან 5 დღის ვადაში
აქვეყნებს საჯარო
განხილვისთვის.
3. მუნიციპალიტეტის საკრებულო საჯაროდ განიხილავს
ბიუჯეტის პროექტს და ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე [1-ელ იანვრამდე] , სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ.
4. ხოლო შენიშვნების არსებობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულო არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით უბრუნებს მუნიციპალიტეტის მერს.
5. საკრებულოს შენიშვნების განხილვის
შემდეგ ბიუჯეტის
პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს არაუგვიანეს
10 დეკემბრისა მუნიციპალიტეტის მერი წარუდგენს
მუნიციპალიტეტის საკრებულოს
6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განხილვისას ბიუჯეტის
პროექტში ცვლილებები
შეიძლება შეტანილ იქნეს
მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით.
7. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულომ არ დაამტკიცა მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი
ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი ან მერის მიერ საკრებულოს შენიშვნების
გაუზიარებლობის შემთხვევაში − ბიუჯეტის პროექტის
პირვანდელი რედაქცია, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის
სამი მეხუთედით დაამტკიცოს
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი
შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ საკრებულოს მიერ
ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მერისათვის
გაგზავნილი შენიშვნები ან მათი ნაწილი.[ანუ
ბიუჯეტის პროექტში საკრებულოს არ შეუძლია შეიტანოს ცვლილებები,რომლებიც მანამდე მერისთვის გაგზავნილი
არ ჰქონია ]
8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დასაგეგმი წლის დაწყებამდე დაუმტკიცებლობის შემთხვევაში
მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია „თითოეულ პრიორიტეტზე’’ ყოველთვიურად გასცეს
თანხა არაუმეტეს გასული საბიუჯეტო
წლის ასიგნებების ერთი მეთორმეტედისა.
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის პროექტის ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან
3 თვის განმავლობაში დაუმტკიცებლობის შემთხვევაში
საქართველოს მთავრობას
უფლება აქვს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ კანონით დადგენილი წესით
ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება.
9.
მუნიციპალიტეტის წლიური ბიუჯეტი ქვეყნდება და ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის.
„მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების“ დოკუმენტი[„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის’’ 76-ე მუხლი]
·
„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის’’ პროექტის
მომზადების და დამტკიცების „მაწილს’’ წარმოადგენს „მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების’’ დოკუმენტის მიღება
ხ
·
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის’’ 76-ე მუხლის 1 -ლი
ნაწილის შესაბამისად „მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების’’
დოკუმენტი არის: მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითადი გეგმა,რომელიც
ასახავს ინფორმაციას“საშუალოვადიანი
სამოქმწდო გეგმის’’ შესახებ
[„მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების’’ დოკუმენტი ცნება]
მუხლი 76. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი
1. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ერთეულების განვითარების ძირითადი გეგმა, რომელიც ასახავს ინფორმაციას საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების შესახებ.
ხ
· „მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების“ დოკუმენტს ადგენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო [შესაბამისი „სახელმწიფო რწმუნებულის“ ადმინისტრაციასთან
კონსულტაციით.]
ხ
·
„მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების“ დოკუმენტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ
შემდეგ ინფორმაციას:
ა) გასული, მიმდინარე, დასაგეგმი საბიუჯეტო
წლებისათვის და დასაგეგმის შემდგომი სამი საბიუჯეტო წლისთვის მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების, ფინანსური და არაფინანსური
აქტივებით ოპერაციებისა და ვალდებულებების აგრეგირებულ მაჩვენებლებს;
ბ) მუნიციპალიტეტის
გასული საბიუჯეტო წლის ბიუჯეტის შესრულების
საბოლოო შედეგების ანალიზს და მიმდინარე საბიუჯეტო წლის
გადამუშავებულ პროგნოზებს;
გ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის და დასაგეგმის შემდგომი
სამი საბიუჯეტო წლისთვის:
გ.ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის
პრიორიტეტებს და მათ ფარგლებში განსახორციელებელ პროგრამებს/ქვეპროგრამებს;
გ.ბ) მუნიციპალიტეტის საშუალოვადიან პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად განსახორციელებელი
ძირითადი პროგრამებისა და ღონისძიებების
დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს.
ხ
მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანო (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტისა)
მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტს წარუდგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.
ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში
შემავალი მუნიციპალიტეტი პრიორიტეტების დოკუმენტს წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის
საფინანსო ორგანოს ავტონომიური რესპუბლიკის მიერ დადგენილი წესით.
„მუნიციპალიტეტის ქონება ‘’ საქართველოში
„მუნიციპალიტეტის ქონების“ საკანონმდებლო საფუძვლები
·
საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია „თვითმმართველი ერთეულების’’ უფლება საკუთარ ქონებაზე
·
კონსტიტუციის 75-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად : „თვითმმართველ
ერთეულს აქვს საკუთარი ქონება და ფინანსები’’
ხ
·
„ადგილობრივი თვითმმართველობისკოდექსის’’ 106-ე მუხლის
1-ლი პუნტის მიხედვით: „მუნიციპალიტეტის
ქონება არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე.’’
ხ
„მუნიციპალიტეტის ქონების“ სახეები
·
მუნიციპალიტეტის ქონება იყოფა ორ კატეგორიად
– ა) ძირითად (განუსხვისებელ) ქონებად და ბ)დამატებით
ქონებად.
ა) მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელ) ქონება
ძირითადი
(განუსხვისებელი) ქონება არის- მუნიციპალიტეტის „უფლებამოსილების“
განხორციელების საფუძველი.
ძირითადი ქონების გამოყენება შეიძლება მხოლოდ მუნიციპალიტეტის
„საჯარო ფუნქციების“ შესასრულებლად და „უფლებამოსილების“ განსახორციელებლად.
მაგ.
მუნიციპალიტეტის ძირითად (განუსხვისებელ) ქონებად
მიიჩნევა : ა)მუნიციპალიტეტის ორგანოების
ადმინისტრაციული შენობები
ბ)“სკოლამდელი
აღზრდის დაწესებულებების’’ შენობები
გ)“ადგილობრივი
მნიშვნელობის’’ გზები და ა.შ.
მუნიციპალიტეტის ძირითად (განუსხვისებელ) ქონების გასხვისება,როგორც
წესი, დაუშვებელია,გამონაკლისია შემტხვევა
,როცა ასეთი ქონება კარგავს „ფუნქციურ დანიშნულებას’’
მაგ.
მუნიციპალიტეტმა ააშენა მუნიციპალიტეყის ახალი ადმინისტრაციული შენობა და ძველმა
შენობამ თავისი ფუნქცია დაკარგა.
ბ) მუნიციპალიტეტის „დამატებითი ქონება’’
დამატებითი
ქონება არის
ქონება, რომელიც არ არის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების
ნაწილი და რომელიც მუნიციპალიტეტმა შეიძლება გამოიყენოს
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუნიციპალიტეტის
დამატებითი ქონების გასხვისება დასაშვებია
ხ
„მუნიციპალიტეტის ქონების’’ სტრუქტურა[შემადგენლობა] [მუხ. 106-ე ნაწ. მე-2]
„მუნიციპალიტეტის ქონებას“ განეკუთვნება:
ა)
მუნიციპალიტეტისთვის კანონით მიკუთვნებული ქონება;[იხ. ქვემოთ]
ბ)
სახელმწიფოს მიერ
მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება;
გ)
ავტონომიური რესპუბლიკის
მიერ შესაბამისი მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული
ქონება;
დ)
მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად შექმნილი,
შეძენილი ან რეგისტრირებული ქონება.
მუნიციპალიტეტისთვის „ამ კანონით’’[იგულისხმება „ადგილობრივი თვითმმარღველობის
კოდექსი’’ ] მიკუთვნებული ქონება
[მუხ.107-ე ნაწ. 1-ლი]
ამ კანონით მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შემდეგი ქონება:
ა) ადგილობრივი
მნიშვნელობის გზები და მათი ნაწილები, ქუჩები, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები,
ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები, მოედნები, სკვერები, ბულვარები,
შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები და ნაპირსამაგრი ნაგებობები;
ბ) არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწა, გარდა:
ბ.ა) კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა;
ბ.ბ) სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული
და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ ქონებაზე დამაგრებული მიწებისა;
ბ.გ) მიწისა, რომელიც ექვემდებარება
ამ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ქონებაზე (სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს
წილობრივი მონაწილეობით არსებული ქონება) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
დამაგრებას;
გ) მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე, მათ შორის, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ობიექტებზე,
დამაგრებული მიწა;
დ) ადგილობრივი
მნიშვნელობის ტყისა და წყლის რესურსები;
ე) სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწა, გარდა
ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.[იხ. ქვემოთ]
ხ
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა,რომელიც არ ითვლება „მუნიციპალიტეტის ქონებად’’[მუხ. 107-ე ნაწ. მე-2]
მუნიციპალიტეტის საკუთრებად არ ითვლება შემდეგი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა:
ა)
კერძო საკუთრებაში არსებული და სახელმწიფო საკუთრებად
რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მათ შორის, საძოვრები;
ბ)
ის დაურეგისტრირებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწა, რომელზედაც ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით წარდგენილია სახელმწიფო
საკუთრებად დარეგისტრირების თაობაზე განცხადება, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევისა; [იხ ქვემოთ ეს პუნქტები]
გ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაურეგისტრირებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა;
დ)
პირუტყვის გადასარეკი ტრასები;
ე)
500 მეტრი სიგრძის სასაზღვრო ზოლში არსებული
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა;
ვ)
სახელმწიფო ნაკრძალების, ბუნების ძეგლების,
ეროვნული პარკებისა და აღკვეთილების მიწები;
ზ)
სახელმწიფო მნიშვნელობის ისტორიის, კულტურის,
ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლებისათვის განკუთვნილი მიწები;
თ)
სახელმწიფო ტყის მიწა;
ი)
საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტების საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა
და საჯარო სამართლის
იურიდიული პირებისათვის უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადაცემული მიწები;
კ)
სახელმწიფო წყლის ფონდის მიწა.
ხხხხხხხხხხ
3.
თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მუნიციპალიტეტს მის ტერიტორიაზე არსებულ
დაურეგისტრირებელ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება
წარმოეშობა შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოსათვის დადგენილი წესით მიმართვისა და
რეგისტრაციის საფუძველზე, რაც სახელმწიფოს არ ართმევს უფლებას, სახელმწიფო საკუთრებად
დაარეგისტრიროს დაურეგისტრირებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
4. ერთი და იმავე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის დარეგისტრირების
თაობაზე განცხადებით შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოსთვის სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის
მიერ ერთდროულად მიმართვის შემთხვევაში დაკმაყოფილდება უფრო ადრე რეგისტრირებული განცხადება,
ერთსა და იმავე დღეს მიმართვისას კი − მუნიციპალიტეტის განცხადება.
ხხხხხხხხხხხხხ
·
მუნიციპალიტეტებს შეიძლება საკუთრებაში ჰქონდეთ „საწარმოში წილი’’ და „საწარმოს
აქციები’’
·
კოდექსი „მუნიციპალიტეტს’’
ან „მუნიციპალიტეტებს ერთობლივად’’ აღჭურავს უფლებამოსილებით,საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების
მიზნით დააფუძნოს „იურიდიული
პირები’’ ან გახდეს „სააქციო საზოგადოების’’
,ან „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების’,ან
„არასამეწარმეო[არაკომერციუული ] იურიდიული პირის’’
- პარტნიორი/ან აქციონერი/ ან წევრი და მათზე განახორციელოს საკუთარი საჯარო უფლებამოსილებების-
„დელეგირება’’
ხ
·
მუნიციპალური მომსახურების მნიშვნელოვანი ნაწილი „ადგილობრივ მოსახლეობას’’
სწორედ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული „იურიდიული პირების საშუალებიტ მიეწოდება,[!]
Комментарии
Отправить комментарий