ადგილობრივი თვითმმართველობის "ფინანსური ავტონომია"

 


  

სარჩევი:

ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური ავტონომია. 1

1.ძირითადი ტერმინების განმარტებები. 1

)“ხარჯვითი  ავტონომია’’ 1

)“საგადასახადო ავტონომია’’ 2

) „ფინანსური თვთკმარობა’’ 2

რა არისადგილობრივი გადასახადი’’ ? 3

რა არისზიარი გადასახადი’’ ? 3

რა არის ადგილობრივი მოსაკრებელი’’ 4

რა არისმომსახურების საფასური’’ ? 4

)„კაპიტალის ბაზარზე წვდომა“[.. „სესხის აღების ავტომომია’’] 5

ე)  “ხელისუფლებათაშორისი ფინანსური ტრანსფერები’’ 5

) სპეციალური[მიზნობრივი] დანიშნულების გრანტი. 5

) საერთო[ზოგადი] დანიშნულების გრანტი. 6

)“გათანაბრებითი გრანტი’’ 6

)“საინვესტიციო [ანუ  კაპიტალური] გრანტი’’ 6

დგილობრივი თვითმმართველობის „ფინანსური ავტონომიის’’ საკანონმდებლო  გარანტიები საქართველოში. 7

 

მუნიციპალიტეტების შემოსულობები’’   საქართველოს კანომმდებლობის მიხედვით.. 8

 

მუნიციპალიტეტის „საკუთარი შემოსულობები“ -საქართველოში. 8

1.„ქონების გადასახადი’’ 8

2.დამატებული ღირებულების გადასახადი[დღგ] 11

რა არის დღგ (დამატებული ღირებულების გადასახადი)?[სტატია] 12

3.„ადგილობრივი მოსაკრებლები’’ [„საკუთარი შემოსულობების’’  ერთ-ერთი  სახე] 12

4.მუნიციპალიტეტის  „სხვა’’   საკუთარი შემოსულობები. 14

 

მუნიციპალიტეტის „არასაკუთარი ‘’ შემოსულობები. 16

1.ტრანსფერები. 16

)„მიზნობრივ ტრანსფერი’’ 17

)“სპეციალური ტრანსფერი’’ 17

) „კაპიტალური ტრანსფერი’’ 17

2.„სხვა ‘’ „არასაკუთარი’’ შემოსულობები [ „სესხი’’,“გრანტი’’] 17

მუნიციპალიტეტების  ფინანსური გათანაბრების პოლიტიკა საქარტველოში. 19

 

 

 

ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური ავტონომია

 

1.ძირითადი ტერმინების განმარტებები

 

·        „ფინანსური ავტონომია’’    ა)„საკუთარი ფინანსური რესურსების“ არსებობას და ბ) ამ  „საკუთარი ფინანსური რესურსების“ თავისუფლად განკარგვას  გულისხმობს

·        „ფინანსური ა ავტონომია“ შემდეგ ელენენტებს  აერთიანებს:

 

a.      „ხარჯვითი ავტონომია’’

b.      „საგადასახადო ავტონომია’’

c.      „ფინანსური თვითკმარობა’’

d.     „კაპიტალის ბაზარზე წვდომა“[ე.ი. „სესხის აღების ავტომომია’’]

e.      „ხელისუფლებათა შორისი ტრანსფერების სისტემა’’

 

)“ხარჯვითი  ავტონომია’’

·        ცნება “ხარჯვითი  ავტონომია’’ ნიშნავს  ადგილობრივი თვიტმმართველობის უფლებას და შესაძლებლობას ,ადგილობრივი ‘პოლიტიკური პრიორიტეტების ‘’ შესაბამისად განსაზღვროს „ხარჯების’’ მიზნობრიობა და საჯარო მომსახურების მოსახლეობისთვის მიწოდების „ორგანიზაციული’’ ფორმა

მაგ.მუნიციპალიტეტი თავისუფლად წყვეტს „სოციალური პროექტები’’ განახორციელოს ტუ „ადგილობრივი ინფრასტრუქტურა’’ განავითაროს. „მუნიციპალური ნარჩენების მარტვა’’ მუნიციპალური ააიპ-ის დახმარებით უზრუნველყოს, თუ „საჯარო შესყიდვების’’ ფორმით

·        ცნება “ხარჯვითი  ავტონომია’’ ასევე მოიცავს“ადგილობრივი ბიუჯეტის’’ დამოუკიდებლად მართვის უფლებასაც.

·        მუნიციპალიტეტის „ხარჯვითი ავტონომია’’ დაკავშირებულია მისი  „საკუთარი უფლებამოსილებების’’ არსებობასთან და ამ უფლებამოსილებების განსახორციელებლად „აუცილებელი ფინანსების’’ განკარგვის -თავისუფლებასთან

·       

·        მუნიციპალიტეტის მიერ „ხარჯვითი ავტონომიის’’ პრაქტიკული რეალიზაცია დამოკიდებულია ა)“ხელმისაწვდომ ფინანსურ რესურსებზე’’ და ბ) „საკუთარი’’ და დელეგირებული’’ უფლებამოსილებების მოცულობებზე.

მაგ. თუ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებში შემავალი საკითხების მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოადგენს „სავალდებულო უფლებამოსილებებს’’,რომელთა განხორციელების „სტანდარტი’’ სახელმწიფოს მიერ დგინდება,ნაშინადგილობრივი თვიტმმართველობის „ხარჯვითი ავტონომიის’’ ხარისხი -„მცირდება’’[!].,რადგან ასეთ დროს ადგილობრივი თვითმმართველობასაკუთარი „ხარჯვითი პრიორიტეტები’’ განსაზღვროს და დამოუკიდებელი ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა’’ განავითაროს

 

)“საგადასახადო ავტონომია’’

 

·        “საგადასახადო ავტონომია’’ გამოიხატება „გადასახადების’’ და „მოსაკრებლების’’ თავისუფლად  „მართვაში’’

·        „გადასახადების’’ და“მოსაკრებლების’’ მარტვა გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას:შემოიღოს და გააუქმოს გადასახადები და მოსაკრებლები,განსაზღვროს მათი განაკვეთი დადაბეგროს ობიექტი,დაადგინოს შეღავათები ან გადახდის ვალდებულებისაგან გაათავისუფლოს ცალკეული პირები და.აშ.

·        რაც უფრო მეტ უფლებამოსილებას და თავისუფლებას ფლობს ადგილობრივი თვითმმართველობა „გადასახადების’’ და „მოსაკრებლების’’ მართვის სფეროში,მით უფრო დიდია მისი „საგადასახადო ავტონოომის’’ ხარისხიც

 

) „ფინანსური თვთკმარობა’’

·        მუნიციპალიტეტის „ფინანსური თვითკმარობა’’  განისაზღვრება: 

 

ა)მუნიციპალიტეტის „მთლიან შემოსულობებში“  „საკუთარი ფინანსური  რესურსებიდან“ მიღებული „შემოსულობების  პროპორციით[წილით]

 

და

 

ბ) მუნიციპალიტეტის „უფლებამოსილებების“ განხორციელებისთვის „მინიმალურად აუცილებელი ფინანსური რესურსების“ არსებობით.

 

„საკუთარი ფინანსური  რესურსებიდან“ მიღებული „შემოსულობებია’’:

ა)„ადგილობრივი გადასახადები’’,

ბ)“ზიარი გადასახადები’’,

გ)“მოსაკრებლები’,

დ)“მომსახურების საფასური’’,

ამათი  შემოღება“ ან/და „გაუქმება“ ასევე მათი „განაკვეთების’’ ოდენობების განსაზღვრა მუნიციპალიტეის  უფლებამოსილებაა.

 

            რა არისადგილობრივი გადასახადი’’ ?

 

·        „ადგილობრივი გადასახადი’’ არის კანონით გათვალისწინებული „უპირობო’’ ფულდი შენატამი „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში’’,რომელსაც იხდის „გადასახადის გადამხდელი’’

·        ყურადღება: „ადგილობრივი გადასახადების’’ „გადამხდელი’’ ა)“ადგილობრივი მოსახლეობა’’ და ბ)“ადგილობრივი ბიზნეს კომპანიებია’’

 

რა არისზიარი გადასახადი’’ ?

 

·        „ზიარ გადასახადად’’ ითვლება ის „გადასახადი’’,რომელიც „სხვადასხვა ტერიტორიული დონის ხელისუფლების’’ „ბიუჯეტში’’ ირიცხება[მაგ. „სახელმწიფოს’’,“ავტონომიური რესპუბლიკის’’,“მუნიციპალიტეტის’’ -ბიუჯეტებში]

·        „ზიარი გადასახადის ‘’ განაწილება ამ „ბიუჯეტებს’’ შორის ხდება შემდეგო ოთხი პრინციპის[კრიტერიუმის] დაცვით:

1)     „გადასახადის ამოღების“ ფინანსური და ეკონომიკური რისკების გაზიარება[„გადასახადის ამოღების“რისკები „საზიაროა’’,როდესაც ადგილობრივი ხელისუფლების „შემოსავალი’’ „ზიარი გადასახადიდან’’ პირდაპირ დამოკიდებულია „გადასახადის ამოღების ცვალებადობაზე’’]

 

მაგ,მუნიციპალიტეტი „ფიზიკური პირების’’ შემოსავლების[ხელფასების და სხვა] 20%-იანი დაბეგვრის პირობებში იღებს ამ „საშემოსავლო გადასახადის’’ მხოლოდ 4%-ს დანარჩენი 16 % ნაწილდება „სხვა ტერიტორიული ხელისუფლებების’’[ე.ი. სახელმწიფოს და ავტონომიური რესპუბლიკის] ბიუჯეტებში.

მუნიციპალიტეტში ეკონომიკის განვითარების დინამიკის მიხედვით,თუ იზრდება „ფიზიკური პირების’’ შემოსავლების საერთო ოდენობა,“მუნიციპალიტეტის შემოსავალიც“ მატულობს და პირიქით

2)     „მიზნობრივი დანიშნულების არარსებობა’’[ადგილობრივი ხელისუფლება თავისუფალი უნდა იყოს გადასახადიდან მიღებული შემოსავლის განკარგვის საკითხში’’

3)     „განაწილების ფორმულის[წესის]  სტაბილურობა’’  [გადასახადიდან მიღებული შემოსავალიადგილობრივ ხელისუიფლებაზე ნაწილდება „წინასწარ განსაზღვრული’’ ფორმულის საფუძველზე,რომელიც წლის განმავლობაში -„არ იცვლება’’]

4)     „ინდივიდუალური პროპორციულობა’’  [ ეს ნიშნავს შემდეგს გადასახადის „სხვადასხვა ტერიტორიული დონის ხელისუფლების’’ „ბიუჯეტში’’ გადანაწილება დამოკიდებულია შემდეგ ოთხ მაჩვენებელზე  ა)მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამოღებული გადასახადის ოდენობაზე,ბ) ნუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლების რაოდენობაზე  გ) დასაქმებულთა რაოდენობაზე  და დ) „საგადასახადო ბაზის’’ სიდიდეზე [მუნიციპალიტეტში ბიზნეს კომპანიების რაოდენობაზე]

ყურადღება:

 „გადასახადის განაწილების’’ სხვა ნებისმიერი კრიტერიუმის [პრინციპის] არსებობისას[მაგ. „გზების სიდიდე’’, „სოციალურად დაუცველი პირების რაოდენობა’’, „ბავშვების რაოდენობა’’ და ა.შ] „გადასახადის განაწილების’’ სისტემა მიიჩნევა „ხელისუფლებათა შორის ტრანსფრად’’ და არა „ზიარ გადასახადად’’

 

·        „ზიარი გადასახადი’’ მუნიციპალიტეტის „საკუთარ შემოსავლად’’ ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ მუნიციპალიტეტს მასზე რაიმე ფორმით „ზეგავლენის მოხდენა’’ შეუძლია

მაგ. თუ „საშემოსავლო გადასახადის’’ 20 %-იანი განაკვეტიდან მუნიციპალიტეტს რჩება 4%, „გადასახადზე მუნიციპალიტეტის ზეგავენა’’ შეიძლება გამოიხატოს „მისი პროცენტული წილის’’   „მართვის“ უფლებანოსილებაში. კერძოდ მუნიციპალიტეტს შეუძლია თავისი 4%-იანი წილის[ე.ი. „საკუთარი შემოსავლის’’] „შემცირება’’,რა დროსაცამ  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „საშემოსავლო გადასახადის’’ განაკვეთი 20 %-ის ნაცვლად შეიძლება 18 % გახდეს.

 

რა არის ადგილობრივი მოსაკრებელი’’

 

·        „ადგილობრივი მოსაკრებელი’’ წარმოადგენს ა)“გარკვეული საქმიანობის განხორციელების“ უფლების მინიჭებისთვის ან ბ)“ სარგებლობის“ უფლების მინიჭებისთვის,აგრეთვე გ)“მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისთვის“ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განხორციელებულ  „ფულად შენატანს’’

·        „ადგილობრივი მოსაკრებლები’’ ძირითადად კანონით,უფრო იშვიათად ადგილობრივი თვითმმარტველობის ნორმატიული აქტებითაც დგინდება.

მაგ.“მუნიციპალური ნარჩენების’’[ნაგვის] გატანისთვის დადგენილია „დასუფთავების მოსაკრებელი’’,“მშენებლობის უფლების’’ მისაღებად „მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი’’

 

რა არისმომსახურების საფასური’’ ?

 

·        „მომსახურების საფასური’’ თავისი შინაარსით ჰგავს „მოსაკრებელს’’  და მისი გადახდა „კონკრეტული მომსახურების’’ მიღებას უკავშირდება.

·        „მომსახურების  საფასურის’’ დადგენის და გადახდის „წესი’’, „მოსაკრებელთან’’  ნაკლებად ფორმალიზებულ პროცედურებს ეფუძნება ,თუმცა ხშირად მათ შორის განსხვავება „ფორმალურია’’

მაგ. „საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური’’“საჯარო დოკუმენტების

დაჩქარებული გაცემისტვის დადგენილი საფასური’’ და ა.შ.

 

)„კაპიტალის ბაზარზე წვდომა“[.. „სესხის აღების ავტომომია’’]

 

 

·        ‘სესხის აღების’’ ავტონომია  კაპიტალის ბაზარზე მუნიციპალიტეტის „ტავისუფალი წვდომის’’ ხარისხს განსაზღვრავს

·        „სესხის აღების’’ შესაძლებლობა ადგილობრივი ხელისუფლებისტვის „დამატებიტი’’ ფინანსური რესურსია.

·        მაგ. მუნიციპალიტეტს“დამატებითი ‘’ ფინანსური რესურსები სჭირდება სხვადასხვა „საჯარო ვალდებულების’’ უზრუნველსაყოფად,როგორიცაა ძვირადღრებული ინფრასტრუქტურული პროექტების  განხორციელება[მაგ. „გზის გაყვანა’’, ,“ხიდის აშენება’’ ,“წყალგაყვანილობის მოწყობა’’ და ა. შ.]

·        მუნიციპალიტეტს „სესხის აღების’’ უფლება შეიძლება ჰქონდეს ,როგორც „საჯარო დაწესებულებიდან ‘’,ისე „კერძო კაპიტალის“ ბაზრიდან,მაგ. ბანკებიდან.

·        ქვეყნების უმრავლესობაში მოქმედებს „ოქროს წესი’’ ,მუნიციპალიტეტის მიერ „სესხის აღება’’ მხოლოდ „კაპიტალური პროექტების’’ დაფინანსების მიზნითაა შესაძლებელი.

·       

·        მუნიციპალიტეტის „სესხის აღების’’ ავტონომია  უფრო „დიდია’’ ,თუ მას „სესხის აღების’’ ფართო თავისუფლება გააჩნია და არ ესაჭიროება „ზემდგომი ტერიტორიული ხეკისუფლების’’ თახმობა  ან „კანონით დადგენილი ლიმიტის ფარგლებში’’ შეუძლია „სესხის თავისუფლად აღება“ და ა. შ.

 

)  ხელისუფლებათაშორისი ფინანსური ტრანსფერები’’

 

·        „ხელისუფლებათაშორისი ფინანსური ტრანსფერები’’ წარმოადგენს სხვადასხვა ტერიტორიულ ხელისუფლებათა შორის „ფინანსური დახმარების’’ სისტემას

·        როგორც წესი  ასეთი „ფინანსური დახმარება’’ უსასყიდლოა და „გრანტის’’  სახე აქვს

·        ორი ტიპის „გრანტს’’ განასხვავებენ : ა) სპეციალური[მიზნობრივი] დანიშნულების გრანტი და  ბ)საერთო[ანუ ზოგადი] დანიშნულების გრანტი

 

 

) სპეციალური[მიზნობრივი] დანიშნულების გრანტი

 

·        სპეციალური[მიზნობრივი] დანიშნულების გრანტი  წინასწარ განსაზღვრული კონკრეტული მიზნის[ფუნქციის] განხორციელებისთვის გაიცემა და მხოლოდ  ამ შესაბამისი მიზნით შეიძლება დაიხარჯოს.

·        მაგ. თუ „სპეციალური გრანტის’’ მიზანს წარმოადგენს „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების[საბავშვო ბაღების] ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება’’ ,მაშიმ მუნიციპალიტეტი ამ  გრანტს ვერ დახარჯავს „სოციალური დახმარების პროგრამის’’ დასაფინანსებლად.

 

 

) საერთო[ზოგადი] დანიშნულების გრანტი

 

·        საერთო[ზოგადი] დანიშნულების გრანტს - „წინასწარ განსაზღვრული მიზანი’’ არ გააჩნია და „გრანტის მიმღები’’[მუნიციპალიტეტი] მას საკუთარი დისკრეციული გადაწყვეილების ფარგლებში გამკარგავს.

·        ანუ მუნიციპალიტეტს  საერთო[ზოგადი] დანიშნულების გრანტის დახარჯვა შეუძლია „ნებისმიერ სფეროში’’,რომელიც მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების განხორციელებას ემსახურება

 

მაგ. საერთო[ზოგადი] დანიშნულების გრანტი შეიძლება დაიხარჯოს ხელოვნების ან სპორტის სკოლების ,ან „სოციალური პროგრამების’’ დასაფინანსებლად,აგრეტვე ე.წ. „ადმინისტრაციული ხარჯების’’ -მუნიციპალიტეტის მოხელეების „სახელფასო სარგოს’’ და „სამივლინებო ხარჯების’’ ასანაზღაურებლად.

 

 

შენიშვნა:

ადგილობრივი თვითმმართველობის „ფინანსური ავტონომია’’ „მაღალია’’ ,როდესაც  „ხელისუფლებათაშორისი ფინანსური ტრანსფერებიტ’’  მიღებული საერთო[ზოგადი] დანიშნულების გრანტების  მოცულობა სპეციალური[მიზნობრივი] დანიშნულების გრანტების  მოცულობას მნიშვნელოვნად არემატება.

 

)“გათანაბრებითი გრანტი’’

 

·        სახელმწიფო ხელისუფლების მიერ მუნიციპალიტეტების „ფინანსური დახმარების’’ მიზანს,სხვადასხვა ფინანსური შესაძლებლობის მქონე მუნიციპალიტეტების „ფინანსური გატანაბრება’’ წარმოადგენს.

·        „ფინანსური გატანაბრების’’ პოლიტიკა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის მეტ-ნაკლებად „თანაბარი საჯარო მომსახურების არსებობას’’ უზრუნველყოფს

·        ყურადღება: „გათანაბრების’’ მიძნით ძირიტადად გამოიყენება  საერთო[ზოგადი] დანიშნულების გრანტები ,რომლებიც „გათანაბრებითი გრანტების’’[გათანაბრებითი ტრანსფერების] სახელწოდებითაც არის ცნობილი

 

)“საინვესტიციო [ანუ  კაპიტალური] გრანტი’’

 

·        ცალკე შეიძლება გამოიყოს „სპეციალური გრანტის’’ ერთ-ერთი გავრცელებული სახე-„საინვესტიციო[ანუ კაპიტალური] გრანტი[ტრანსფერი] ‘’

·        „საინვესტიციო[ანუ კაპიტალური] გრანტით   მიღული „ფინანსური დახმარება’’ მხოლოდ „კაპიტალური პროექტების’’ განხორციელების მიზნით გამოიყენება.

·        „კაპიტალური პროექტების’’ განხორციელების შედეგად კი  იზრდება „მუნიციპალიტეტის ქონების’’ [იხ. ქვემოთ] ღირებულება [ანუ იზრდება მუნიციპალიტეტის ე.წ. „არაფინანსური აქტივები’’]

·        მაგ,“საინვესტიციო გრანტი’’ შეიძლება გამოიყოს „ადგილობრივი გზების’’ განვითარებისთვის.

 

 

ადგილობრივი თვითმმართველობისფინანსური ავტონომიის’’ საკანონმდებლო  გარანტიები საქართველოში

 

·        საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობისფინანსური ავტონომიის’’ გარანტიებს განსაზღვრავს ა)საქართველოს კონსტიტუცია ბ)ევროპული ქარტია და გ)“ადგილობრივი თვითმმარტველობის კოდექსი’

·        კონსტიტუციის მე-7 მუხლის მე-4 პუნტის თანახმად : „თვითმმარტველ ერტეულს აქვს „საკუთარი’’ ქონება და ფინანსები’’

·        კომსტიტუციის 76-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად : „სახელმწიფო უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ფიმანსური სახსრების შესაბამოსობას ორგანული კანონიტ განსაზღვრულ თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებებთამ’’

·        საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’  103-ე მუხლის თანახმად:

 

„საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიღების წლის განმავლობაში „ზრდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების ოდენობას“ ან „ამცირებსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის  შემოსავლებს’’, კომპენსირებული უნდა იქნეს შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან.“

·        ადგილობრივი თვითმმართველობის „ფინანსებსა’’ და „ქონებასთან’’ დაკავშირებული „სხვა’’ საკითხები დეტალურად რეგულირდება :

 ა)„ადგილობრივი თვიტმმართველობის კოდექსით’’

 ბ)“საქარტველოს საბიუჯეტო კოდექსით’’

,გ)“საქარტველოს საგადასახადო კოდექსით’’,

დ)“ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ კანონითდა სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.

 

მუნიციპალიტეტების შემოსულობები’’   საქართველოს კანომმდებლობის მიხედვით

 

·        საქართველოს კანონმდებლობა „მუნიციპალიტეტების შემოსულობების’’    ორ სახეს განსაზღვრავს:

1)“საკუთარი შემოსულობები’’

2)„არასაკუთარი შემოსულობები’’

[იხ.  კოდექსის 92-ე მუხლის მე-2 ნაწ]

 

·        კოდექსი „საკუთარ შემოსულობად’’  მიიჩნევს „ყველა ფინანსური წყაროდან’’ მიღებულ იმ „შემოსულობას“ ,რომელსაც მუნიციპალიტეტი „დამოუკიდებლად’’ განკარგავს

·        შენიშვნა: მუნიციპალიტეტის „საკუტარი შემოსულობა’’ უნდა აკმაყოფილებდეს ორ პირობას ა)მუნიციპალიტეტი მას „თავისუფლად’’ უნდა განკარგავდეს და ბ) მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს მასზე ზეგავლენის შესაძლებლობა  ; აღნიშნული პირობების ერთთდროულად არსებობა ადგილობრივი თვითმმართველობის „მეტ’’  „ფინანსურ ავტონომიაზე’’ მიუთითებს ; საქარტველოს კანონმდებლობა „საკუთარ შემოსულობას ‘’ მხოლოდ პირველი კრიტერიუმის მიხედვიტთ განსაზღვრავს

·        კოდექსის შესაბამისად  მუნიციპალიტეტის  „საკუთარ შემოსულობებს’’ განეკუთვნება :

a.    ადგილობრივი გადასახადები

b.    ადგილობრივი მოსაკრებლები

c.    მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული დამატებული ღირებულების გაგადასახადი

d.    კანონმდებლობით მუნიციპალიტეტისთვის  განკუტვნილი „სხვა’’ შემოსულობები

·        მუნიციპალიტეტის  „არასაკუთარ შემოსულობებს’’ განეკუთვნება:  ა)კაპიტალური, ბ)სპეციალური და მიზნობრივი ტრანსფერები, გ)სესხი და ე)„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული გრანტი.

ხხხ

მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსულობები -საქართველოში

 

1.ქონების გადასახადი’’

 

·        „ქონების გადასახადი’’ ერთადერთი „ადგილობრივი გადასახადია’’ საქრთველოში

·        „საგადასახადო კოდექსის’’ 202-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ,ამ გადსახადით „დაბეგვრის ობიექტია’’ :

a.      მიწა[„სასოფლო სამეუნეო’’ ,“არასასოფლო სამეურნეო’’

b.      „სხვა ქონება“ [ „უძრავი ქონება’’,“იახტები’’[კატარღები],“შვეულმფრენები’’,თვითმფრინავები’’,“მსუბუქი ავტომობილები’’]

·        „ქონების გადასახადის გადამხდელები არიან: ა) „რეზიდენტი ორგანიზაციები’’  ბ)“რეზიდენტი ფიზიკური პირები’’

·        „ქონების გადასახადის’’ მაქსიმალური ოდენობა „ქონების ღირებულების’’ 1%-ით განისაზღვრება

·        „ქონების გადასახადი’’ რამდენიმე კატეგორიისგან შედგება:

a.      „საწარმოთა ქონების’’ გადასახადი

b.      „ფიზიკურ პირტა ქონების’’ გადასახადი

c.      „სასოფლო სამეურნეო მიწის ‘’ გადასახადი

·        2018- 2021 წლის მონაცემებით  ,“ქონების გადსახადი’’ საქარტველოს მუნიციპალიტეტების[64 მუნიციპალიტეტი]   „საერთო შემოსავლების’’ დაახლოებით  20%-ს  შეადგენს[საშუალოდ]

·        თუმცა მუნიციპალიტეტების  საკმაოდ დიდ ნაწილში „ქონების გადასახადიდან’’ მიღებული შემოსავალი   მუნიციპალიტეტების „საერტო შემოსავლების’’ 5-6%-ს არ აღემატება

·       

·        მუნიციპალიტეტებისტვის ყველაზე მნიშვნელოვან „შემოსავლის წყაროს’’ „საწარმოტა ქონების’’ გადასახადი წარმოადგენს

·        მნიშვნელობიტ შემდეგ მოდის“სასოფლო სამეურნეო მიწის’’ გადასახადი

·        ფიზიკურ პირთა ქონების[გარდა მიწისა] გადასახადიდან მიღებული შემოსავალი კი „უმნიშვნელოა’’

·        საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის ტაახმად „ქონების გადასახადისგან ‘’ თავისუფლდება „ფიზიკური პირის’’ დასაბეგრი ქონება[გარდა მიწისა],ტუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის  „წინა წლის’’ განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს

·        ეს წესი ქონების გადასახადის გადამხდელთა რაოდენობას „არსებითად’’ ამცირებს

·        მხოლოდ რამოდენიმე ეკონომიკურად განვითარებყლი ‘’ მუნიციპალიტეტისტვის აქვს ფინანსური  მნიშვნელობა „ფიზიკურ პირთა ქონების’’ გადასახადს.

·        „ქონების გადასახადს’’ მუნიციპალიტეტისთვის მხოლოდ ფინანსირი დატვირთვა არ გააჩნია,ის ადგილობრივ მოსახლეობაზე,ადგილობრივ ბიზნესზე ზემოქმედების მნიშვნელოვანი „მმართველობითი ‘’ ინსტრუმენტია.

 

·        „ქონების გადსახადის’’ მიხედვით ზოგჯერ ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის ეფექტურობაც შეიძლება შეფასდეს.

·        „ქონების გადასახადის“ ოდენობა ‘ქონების ღირებულებაზეა“ დამოკიდებული,შესაბამისად,თუ მუნიციპალიტეტის პოლიტიკის შედეგად იზრდება „მოსახლეობის ქონების ღირებულება“ და „ქონების გადასახადიდან შემოსავლებიც“ მატულობს .ეს კი ნიშნავს,რომ ადგილობრივი ხელისუფლება ეფექტურად მუშაობს.

 

მაგ. პირს აქვს კერძო სახლი,რომლის ღირებულლებით 100 000 ლარი,თუ მუნიციპალიტეტმა ამ სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე  დააგო გზა,გააკეტა გარე განატება,მოაწყო სკვერი,ააშენა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება.ამით სახლის ღირებულება შეიძლება რამდენჯერმე გაიზარდოს. აღნიშნული „შედეგით’’[ქონების ღირებულების გაზრდიტ] სარგებლობს როგორც მოქალაქე [სახლის პატრონი],ისე მუნიციპალიტეტიც,რომლის „შემოსავალიც’’ „დასაბეგრი ქონების -ანუ სახლის ღირებულების ზრდასტან ერთად იზრდება.

და პირიქით ,თუ კერძო სახლებით  დასახლებულ უბანში მუნიციპალიტეტი გასცემს მრავალსართულიანი სახლის მშენებლობის ნებარტვას კერძო სახლების ღირებულება და შესაბამისად, „ქონების გადასახადიდან’’ მუნიციპალიტეტის შემოსავალი არსებითად მცირდება,რაც „ცუდი’’გადაწყვეტილებების კარგი ინდიკატორია

საქრტველოს საგადასახადო კოდექსით „ქონების გადასახადის’’ „მართვის’’ სფეროში ნუნიციპალიტეტების ავტონომია საკმაოდ შეზღუდულია.

კერძოდ,საქარტველოში ‘ადგილობრივი გადასახადის’ ამოღების ცენტრალიზებული სისტემა მოქმედებს,“ანუ ადგილობრივი „გადასახადის ამოღებაზე“[ე.ი. „ქონების გადასახადის’’] ამოღებაზე  მუნიციპალიტეტი  პასუხისმგებელი არ არის

ცენტრალური საგადსახადო ორგანოების მიერ შეგროვებული გადსახადები სახელმწიფო ხაზინის გავლით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ირიცხება

ამასტან საგადასახადო კოდექსი დეტალურად განსაზღვრავს ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს,ამ გადასახადიდან გატავისუფლების შემტხვევებს , ამ გადასახადის განაკვეტის მაქსიმალურ და მინიმალურ ოდენობებს და ა.შ.

მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას კი კანონიტ დადგენილ განაკვეთის ფარგლებში გადასახადის ოდენობის განსაზღვრა წარმოადგენს.

ამდენად ,მუნიციპალიტეტს მცირე შესაძლებლობა გააჩნია ადგილობრივი პირობების და მოტხოვნების გატვალისწინებით ადგილობრივ ეკონომიკურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედება მოახდინოს.

 

2.დამატებული ღირებულების გადასახადი[დღგ]

 

·        საქართველოში 2018-2019 წლებიდან მნიშვნელოვნად შეიცვალა მუნიციპალიტეტის ფინანსური რესურსების ფორმირების სტრუქტურა.

·        „გათანაბრებითი ტრანსფერი’’[იხ. ზემოთ] ,რომელიც მუნიციპალიტეტების ფინანსური რესურსების ძირითად წყაროს წარმოადგენდა და „მეწარმე ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი’’,“დამატებული ღირებულების გადასახადის’’[შემდგომში- დღგ],განაწილების სისტემით -ჩანაცვლდა

 

·        საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დამატებული ღირებულების გადასახადი[დღგ]- „ზიარი გადასახადია’’[რას ნიშნავს „ზიარი გადასახადი’’იხ. ზემოთ] ,რომელიც ა)სახელმწიფოს და ბ) მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებზე ნაწილდება

·        „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის’’ თანახმად : „ქვეყანაში მობილიზებული დღგ-ს მთლიანი ოდენობის 81%  სახელმწიფო ბიუჯეტში,ხოლო 19 %  მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში მიემართება.’’

·        დღგ მუნიციპალიტეტებზე „საბიუჯეტო კოდექსით’’ განსაზღვრული წესის შესაბამისად ნაწილდება.

·        „ქვეყანაში მობილიზებული დღგ-ს მთლიანი ოდენობის 19 %-დან კონკრეტული მუნიციპალიტეტის წილის დაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება“საბიუჯეტო კოდექსის’’ 71-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული კრიტერიუმები,რომლებსაც სხვადასვა წონა გააჩნიათ ,კერძოდ :

 

  მუხლი 71. მუნიციპალიტეტების კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების წესი 

 

3.„მუნიციპალიტეტებისათვის დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება ხდება  ა)მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობის,  ბ)6 წლამდე ბავშვთა რაოდენობის, გ)6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობის, დ)მუნიციპალიტეტის ფართობისა და ე)მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობის მიხედვით, კერძოდ, მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადის[ანუ „ქვეყანაში მობილიზებული დღგ-ს მთლიანი ოდენობის 19 %-ის ]:

 

ა) 60% ნაწილდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით;

ბ) 15% ნაწილდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6 წლამდე ბავშვთა რაოდენობის მიხედვით;

გ) 10% ნაწილდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობის მიხედვით;

დ) 5% ნაწილდება მუნიციპალიტეტის ფართობის მიხედვით;

ე) 10% ნაწილდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობის მიხედვით.

·        „ქვეყანაში მობილიზებული დღგ-ს მთლიანი ოდენობის 19 %-ის  განაწილების აღნიშნული კრიტერიუმები ემსახურება  მუნიციპალიტეტის „ხარჯების’’ კომპენსირების ამოცანას.

        

·        დამატებული ღირებულების გადასახადი[დღგ] მუნიციპალიტეტების მნიშვნელოვანი შემოსავლების წყაროა.

·        2021 წლის მონაცემებით მისი წილი მუნიციპალიტეტების „მთლიან შემოსულობებში’’ საშუალოდ დაახლოებით 38%-ს შეადგენდა

·        ქარტიით „ზიარი გადასახადის’’ სახით რეკომენდირებულია „ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადის’’ არსებობა.

·        ეს იმიტომ,რომ „საშემოსავლო გადასახადი’’,როგორც წესი  „ფიზიკური პირების’’ დამსაქმებლების მიერ გადაიხდება დამუნიციპალიტეტების ტერიტორიების მიხედვით ამოღებული თანხების დიფერენცირება მარტივია

·        ამასთან,“საშემოსავლო გადასახადი’’ მჭიდრო კავშირშია „აგილობრივ’’ ეკონომიკურ აქტივობასთან.

·        თუ მუნიციპალიტეტი „ეფექტურად’’ ასრულებს საკუტარ უფლებამოსილებას,,მაგ. მუნიციპალიტეტში იქმნება „ახალი სამუშაო ადგილები’’,იზრდება ამ მუნიციპალიტეტში ამოღებული“საშემოსავლო გადასახადის’’ ოდენობა და პირიქით

·        ამდენად ,“ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადის’’  „ზიარ გადასახადად’’ ტრანსფორმაცია ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტოს მოტივაციას თავის ტერიტორიაზე გაზარდოს „ეკონომიკური აქტივობა’’

·        დღგ-ს რს უპირატესობა არ გააჩნია.

 

 

   რა არის დღგ (დამატებული ღირებულების გადასახადი)?[სტატია]

https://kudos.ge/damatebuli-girebulebis-gadasaxadi/

 

3.ადგილობრივი მოსაკრებლები’’ [„საკუთარი შემოსულობების’’  ერთ-ერთი  სახე]

 

·        „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’  საქართველოს კანონის  1 -მუხლის  შესაბამისად :

 

მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები და ამხანაგობები იხდიან სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მათთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის,

აგრეთვე  სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გარკვეული 

მომსახურების გაწევისათვი

 

[„მოსაკრებლის’’ ცნება ზეპირად ]

 

·        „ადგილობრივი მოსაკრებლის’’  ა)“შემოღების’’ ,ბ)“გაუქმების’’, გ)“მათზე შეღავათების დაწესების’’ უფლება  მუნიციპალიტეტის |აღმასრულებელი ორგანოების’’ წარდგინებით აქვს  მუნიციპალიტეტის „წარმომადგენლობით ორგანოს’’-საკრებულოს[!]

·        ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების,გაუქმებისა დამათზე შეღავათების დაწესების შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ მისდამი დაქვენდებარებულ ტერიტორიაზე[!] და ვრცელდება ამ ტერირორიაზე მცხოვრებ „ყველა’’ ფიზიკურ პირსა და განლაგებულ  იურიდიულ პირზე

·        „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’  საქართველოს კანონის  მე 5 მუხლის მე-3 პუნქტი   შემდეგი სახის „ადგილობრივ მოსაკრებლებს’’ ითვალისწინებს :

 

მუხლი 5. მოსაკრებლის სახეებ

 

3. ადგილობრივი მოსაკრებლებია:

ა) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებელი;

 ბ) (ამოღებულია);

გ) (ამოღებულია);

დ) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი; ე) სათამაშო ბიზნესის (გარდა ლატარიის მოწყობისთვის დადგენილისა) მოსაკრებელი; ვ) (ამოღებულია - 20.07.2018, №2319); ზ) კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებელი;

თ) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სა ნებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) 

დაჩქარებული მომსახურების  მოსაკრებელი;

ი) (ამოღებულია - 20.07.2018, №2319)

·        კანონის [მე-3 მუხლის 41 პუნქტი] თანახმდ  დაუშვებელია მუნიციპალიტეტის ორგანომ შემოიღოს „კანონით დადგენილი მოსაკრებლებისგან განსხვავებული  „მოსაკრებელი’’ ან „დამატებითი’’ „ სხვა ტარიფი’’ ,“გადასახდელი’’ ან „მომსახურების საფასური’’.

·        „შეღავათები’’ „ადგილობრივი მოსაკრებლების’’ გადახდაზე შეიძლება დადგინდეს მხოლოდ კანონით

·        ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’  საქართველოს კანონი თითოეული „ადგილობრივი მოსაკრებლისთვის’’ განსაზღვრავს „მაქსიმალურ განაკვეთს’’,რომლის ფარგლებშიც „მოსაკრებლის’’ განაკვეთის დადგენა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას წარმოადგენს.

·        მაგ. ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’  საქართველოს კანონი[მუხლი 12 1-ე ნაწ. მე-4 ]  პირდაპირ განსაზღვრავს „დასახლების ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობას’’.

·        კერძოდ,  „„დასახლების ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის’’ ოდენობა   არ უნდა აღემატებოდეს ერთ სულ მოსახლეზე 3 ლარს თვეში,ხოლო  იურიდიული პირის,ორგანიზაციის და დაწესებულებისთვის-25 ლარს ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე; „ოჯახის წევრთა“ რაოდენობის მიუხედავად,“სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა“ კი განსაზღვრულია 4 სულით’’

·        აღნიშნული რეგულაციიდან ჩანს,რომ საქართველოში კანონი“ადგილობრივი მოსაკრებლის’’ „მართვის’’ „ცენტრალიზებულ სისტემას’’ ანიჭებს უპირატესობას,ამ სისტემის ფარგლებშიმუნიციპალიტეტების“საგადასახადო ავტონომიის’’ ხარისხი -მცირეა.

·        კერძოდ,მუნიციპალიტეტის დისკრეცია არსებიტად შეზრუდულია „ადგილობრივი მოსაკრებლის’’ განაკვეთი „ადგილობრივ პირობებს’’ და „ადგილობრივ საჭიროებებს’’ მოარგოს.

·        აგრეთვე მუნიციპალიტეტს  ნაკლები შესაძლებლობა აქვს  ადეკვატურად უპასუხოს ა)ინფლაციის და ბ)მომსახურების ღირებულების - ზრდის გამოწვევებს .

 

4.მუნიციპალიტეტის  სხვა’’   საკუთარი შემოსულობები

 

·      მუნიციპალიტეტის  „სხვა’’   საკუთარ შემოსულობებს შეადგენს:

a.      „პროცენტები’[სარგებელი] ცალკეული ხასიათის ფინანსური  აქტივებიდან,კერძოდ,დეპოზიტებიდან ,ფასიანი ქაღალდებიდან [აქციების გარდა],სესხებიდან,დებიტორული დავალიანებიდან და სხვა შემოსავალი პროცენტებიდან

b.    ადგილობრივი ხელისუფლების წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების და კერძო საწარმოების მოგება.

c.      შემოსავალი მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული მიწის მართვაში გადაცემიდან[უზურფრუქტი,ქირავნობა,იჯარა და სხვა] და პრივატიზაციიდან  და ა.შ.

d.     მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობაზე გადახდევინებული რენტა [გარდა მიწისა]

e.      შემოსავალი სანქციებიდან[ჯარიმებიდან,საურავებიდან],მათ შორის შემოსავალი „საგზაო მოძრაობის წესების’’  დარღვევისტვის გადახდილი ჯარიმებიდან

f.     ვალფებულებების[სესხების]  აღების შედეგად მიღებული სხსრები

 

 

[იხ. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი’’18 დეკემბ. 2009 წ. №2440 „საქარტველოს საკანონმდებლო მაცნე’’,47 28.122009, დანართი „შემოსულობების საქართველოს სახელმწიფოს,აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით’’]

 

 

·        მუნიციპალიტეტის „საკუთარ შემოსულობას’’ ,ასევე წარმოადგენს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად „გაცემული’’ „ნებართვების საფასურები’’,როგორიცაა:

a.      მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში „რეგულარული სანგზავრო გადაყვანის ‘’ ნებართვის საფასური

b.      „გარე რეკლამის განთავსების“ ნებართვის საფასური

c.      საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით- ტაქსით[M1 კატეგორია] გადაყვანის ნებართვის საფასური

·        მუნიციპალიტეტის „საკუთარ შემოსულობას’’ ,ასევე წარმოადგენს  ე.წ. „სხვა მოსაკრებლები’’,რომლებიც „საერთოა’’ სახელმწიფოსთვის,ავტომომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტისტვის მაგ. ასეთია : ა)“საჯარო ინფორმაციის „ასლის გადაღეწბის’’ მოსაკრებელი ,ბ)“ადგილობრივი სატენდერო’’ მოსაკრებელი

·       

·        „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის’’ შესაბამისად,მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მიემართება,“სახელმწიფო მოსაკრებლების’’ გარკვეული ნაწილიც [მაგ. ა)“მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისატვის „სახელმწიფო მოსაკრებლიდან’’ მიღებული თანხები ,ან  ბ)“მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო მიწის იჯარის და მართვაში[უზურფრუქტი,ქირავნობა და სხვა] გადაცემისას მიღებული შემოსავლების ნაწილიც]

 

            მუნიციპალიტეტისარასაკუთარი ‘’ შემოსულობები

 

მუნიციპალიტეტის „არასკუთარ შემოსულობებს“ განეკუთვნება :

a.      ტრანსფერები [ ეს ტერმინი საქართველოს კანონმდებლობაში გამოყენებულია მუნიციპალიტეტისტვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების „სახეების’’ არსანიშნავად და გამოიყენება  ტერმინ „გრანტის’’ ნაცვლად.ამასტან კანონმდებლობა ერტმანეთისგან განასხვავებს „მიზნობრივ ტრანსფერს’’ და „სპეციალურ ტრანსფერს’’]

b.    სესხი

c.      და „გრანტების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული- გრანტი

1.ტრანსფერები

 

·        „ტრანსფერი’’ არს „ტერიტორიული ხელისუფლებების’’ ბიუჯეტებს შორის „ფინანსური დახმარების’’ სახით გაცემული - გრანტი

·        საქართველოში მუნიციპალიტეტები ა)სახელმწიფოს და ბ) ავტონომიური რესპუბლიკის „ბიუჯეტებიდან’’ ღებულობენ სამი სახის ტრანსფერს:

1)     „მიზნობრივ ტრანსფერს’’

2)     „სპეციალურ ტრანსფერს’’

3)     „კაპიტალურ ტრანსფერს’’

 

·        „ტარანსფერის’’ ფორმით  ტანხის გაცემა აგრეთვე შესაძლებელია „მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს’’ შორისაც

·        მუნიციპალიტეტმა „სხვა’’ მუნიციპალიტეტს ტრანსფერი შესაძლებელია გამოუყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ იგი ხმარდება „ტრანსფერის გამცემი’’ მუნიციპალიტეტის მიზნებსაც

·        მაგ. მუნიციპალიტეტმა „სხვა’’ მუნიციპალიტეტს ტრანსფერი შესაძლებელია გამოუყოს ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის ფორმით „ერთობლივი პროექტების“ განსახორციელებლად.

·         ა)სახელმწიფოს და ბ) ავტონომიური რესპუბლიკის „ბიუჯეტებიდან’’ მიღებული  სამივე  სახის ტრანსფერი: ა)„მიზნობრივ ტრანსფერი’’,ბ)„სპეციალური ტრანსფერი’’ და გ)„კაპიტალური ტრანსფერი’’ -წარმოადგენს  „მიზმობრივი დანიშნულების ‘’ მქონე გრანტს,რომლებიც მხოლოდ „წინასწარ განსაზღვრული ამოცანის’’ შესასრულებლად შეიძლება დაიხარჯოს [ეს დაიმახსოვრე]

 

 

)„მიზნობრივ ტრანსფერი’’

 

·        „მიზნობრივი ტრანსფერი’’ გადაეცემა ერთი ბიუჯეტიდან „სხვა ბიუჯეტს’’ ე.წ. „დელეგირებული უფლებამოსილების’’ ფინანსური უზრუნველყოფისტვის

·        „მიზნობრივი ტრანსფერი’’ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს  შეიძლება გადაეცეს  „საქარტველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან’’ ან  „ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან’’

 

)“სპეციალური ტრანსფერი’’

·        „სპეციალური ტრანსფერი’’ გამოიყოფა „სტიქიური მოვლენების’’ „ეკოლოგიური ‘’ და „სხვა სახის’’ კატასტროფების, „საომარი მოქმედებების’’, „ეპიდემიების’’ და „სხვა საგანგებო სიტუაციების’ შედეგების[ზიანის] სალიკვიდაციოდ,აგრეტვე „სხვა ღონისძიებების’’ განსახორციელებლად

·        „სპეციალური ტრანსფერი’’  არის ა)სახელმწიფო ,ბ)ავტონომიური რესპუბლიკის და გ)მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის გაწეული „ფინანსური დახმარება’’

) „კაპიტალური ტრანსფერი’’

 

·        „კაპიტალური ტრანსფერი’’ არის ა)სახელმწიფო ,ბ)ავტონომიური რესპუბლიკის და გ)მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის გაწეული „ფინანსური დახმარება,რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ „ტრანსფერის მიმღების’’ „არაფინანსური აქტივების’’[ე.ი. „მუნიციპალიტეტის ქონების’’] ზრდის მიზნით

·        „კაპიტალური ტრანსფერი’’ გამოიყოფა „კაპიტალური პროექტის’’[„გზა’’,“საბავშვო ბაღი’’,“სკვერი’’ და ა.შ.] განსახორციელებლად.

·        „საქართველოს სახელმწიფო ბიუჟეტით გათვალისწინებული „ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონალური პროექტების შერჩევის პროცედუურების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7

თებერვლის №23-ე  დადგენილების მე-2 მუხლი განსაზღვრავს  მუნიციპალიტეტისთვის

„კაპიტალური ტრანსფერის’’ გამოყოფის პროცედურებს და კრიტერიუმებს

 

2.სხვა ‘’ „არასაკუთარი’’ შემოსულობები [ „სესხი’’]

 

·        მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია:  საქართველოს მთავრობის ნებართვით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და საკუთარი სახელით, „კაპიტალური ინვესტიციის განსახორციელებლად“, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით აიღოს „სესხი“/“სასესხო ვალდებულება იურიდიული პირისგან.[„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ მუხლი მე-100  ნაწ. 1-ლი]

·        მუნიციპალიტეტის მიერ აღებული სესხის საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გასული 3 საბიუჯეტო წლის მუნიციპალიტეტის „საკუთარი შემოსავლების“ საშუალო წლიური ოდენობის 10 პროცენტს,

 

 ხოლო თბილისის“ მიერ სესხის აღების შემთხვევაში აღებული სესხის საერთო მოცულობიდან  „ყოველწლიურად დასაფარავი“ სესხის მომსახურების (ე.ი. „ძირითადი თანხის“ და „პროცენტის“) მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს „თბილისის“ წლიური ბიუჯეტის „საკუთარი შემოსავლების“ 5 პროცენტს.

 

[„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ მუხლი მე-100  ნაწ. მე-2]

 

·        მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’  მე-100 მუხლის  . მე-2 ნაწილით განსაზღვრულზე  „მეტი ‘’ მოცულობით აიღოს ‘სესხი’’ ,მაგრამ მხოლოდ „სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსა’’ და მის მიერ კონტროლირებული“საჯარო სამართლის იურიდიული პირისაგან’’[იხ. მუხ. 100 ნაწ.  მე-3]

·        საქართველოს მთავრობის „ნებართვას’’ საჭიროებს  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში

არსებული ქონებისმოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად“ გამოყენება [იხ. მუხ. 100 ნაწ.  მე-2 ბოლო წინადადება ]

 

 

·        როგორც ვხედავთ საქართველოს კანონმდებლობით აღიარებულია მუნიციპალიტეტების მიერ „სესხის აღების’’ უფლება,თუმცა ეს უფლება „საქართველოს მთავრობის „ნებართვის’’ მოთხოვნით’’ არის „შეზღუდული’’

·        „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’  მე-100 მუხლის  . მე-5 ნაწილის შესაბამისად:  „მუნიციპალიტეტს’’  ასევე აქვს უფლება საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად,საქართველოს მთავრობის ნებართვით, საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად, კანონით დადგენილი წესით მიიღოს გრანტი. [ა)“საჯარო დაწესებულებებისგან’’ ბ)“საერთაშორისო ორგანიზაციებისგან’’,გ)“კერძო პირებისგან’’ ]

·        გრანტის მიღების ნებართვის მისაღებად  საქართველოს მთავრობას შუამდგომლობით მიმართავმუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.

·         საქართველოს მთავრობის ნებართვა საჭირო არ არის, თუ:

 

ა) გრანტი საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე მიიღება;

 

ბ) გრანტის გამცემია საქართველოს სამინისტრო ან გრანტების შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

 

გ) გრანტის მიმღებია თბილისი[თბილისის მუნიციპალიტეტი]

 

 

·        როგორც ვხედავთ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით’’  განსაზღვრული „გრანტის მიღების პროცედურაც ‘’  მუნიციპალიტეტის „ფინანსური ავტონომიის’’ მნიშვნელოვან  შეზღუდვას ითვალისწინებს

·        კერძოდ,მუნიციპალიტეტს ლეგიტიმური წყაროებიდან გრანტის მისაღებად საქარტველოს მთავრობის ნებართვა ესაჭიროება

·        გრანტის მისაღებად ნებართვა არ სჭირდება მხოლოდ ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტს.

 

 

 

მუნიციპალიტეტების  ფინანსური გათანაბრების პოლიტიკა საქარტველოში

 

ეს საკითხი წაიკითხე სახელმძღვანელოში გვ-455-462-ე

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები