სტაჟირება „საჯარო დაწესებულებაში“[საქართველოს კანონი „საჯარო სმსახურის შესახებ“]

 

სარჩევი:

რა არის  „საჯარო  დაწესებულება’’ ? [მუხ. მე-3 „’’ ქვეპ.] 1

რა არისსაჯარო სამსახური’’ ?[მუხ. მე-3 „’’ ქვპ] 1

ვის ეწოდებასაჯარო მოსამსახურე’’ ? [მუხ. მე-3 „’’ ქვპ] 2

ვის ეწოდებაპროფესიული საჯარო მოხელე“/საჯარო მოხელე/მოხელე ?[მუხ. მე-3 „’’] 2

ვის ეწოდება „შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი“[მუხ. მე-3 ნაწ. „’’ ქვპ] 3

ვის ეწოდებაადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი’’ ? [მუხ. მე-3 ნაწ. „’’ ქვპ] 3

რა არისსტაჟირება’’ ?[მუხ. მე-3 „’’ ქვპ] 4

ვის ეწოდებასტაჟიორი’’ ?[მუხ. მე-3 „’’ ქვპ] 4

სტაჟიორისთვის დადგენილიძირითადი“ მოთხოვნები [მუხლი 842. ] 4

ვინ შეიძლება მიიღონსტაჟიორად’’? [მუხ.842- ნაწ.1-ლი] 4

რა შემთხვევაში არ მიიღება პირისტაჟიორად’’ ?[ მუხ.842- ნაწ.მე-2] 4

საჯარო დაწესებულებაში’’  სტაჟირების“ გავლა[მუხლი 841-] 5

1.საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისგანსაზღვრა საქართველოს მთავრობის დადგენილებით[მუხ.842-ე ნაწ. 1-ლი] 5

2.შემთხვევები როცასტაჟირების გავლის წესი’’ განისაზღვრება  )„შესაბამისისაჯარო დაწესებულების დებულებით ან )„უმაღლესი თანამდებობის პირის’’ კანონქვემდებარე აქტით.[მუხ.842- ნაწ. მე-2] 5

3.ერთსა და იმავე საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის ვადა[მუხ.842- ნაწ. მე-3] 7

4.საჯარო დაწესებულების სტაჟიორის უფლებები და მოვალეობები[მუხ.842- ნაწ. მე-4] 7

5.სტაჟიორთან დადებული ხელშეკრულებისშეწყვეტის’’ საფუძვლები[მუხ.842- ნაწ. მე-5] 7

6.„სტაჟიორის’’  ხელშემწყობი’’ „საჯარო მოსამსახურე’’ [მუხ.842- ნაწ. მე-6] 8

61. „საჯარო დაწესებულებაშისტაჟიორთა რაოდენობისა და მათი შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობები [მუხ.842- ნაწ. მე-61] 8

7.“საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლები,რომლებიც ვრცელდებასაჯარო დაწესებულების’’   სტაჟიორზე’’[მუხ.842- ნაწ. მე-7] 8

X

საჯარო მოსამსახურეებსა’’ და სტაჟიორებზე’’  

საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონისა

 და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი 

მოქმედების ფარგლები [მუხმე-6]

 

 

რა არის  „საჯარო  დაწესებულება’’ ? [მუხ. მე-3 „’’ ქვეპ.]

 

საჯარო დაწესებულება არის  1.ა)“ სახელმწიფო ბიუჯეტის’’, ბ)„ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის“ ან  გ)„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის“ სახსრებით შექმნილი და შესაბამისი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, აგრეთვე 2.მის[ანუ ასეთი „დაწესებულების’’] წინაშე ანგარიშვალდებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაცია, ასევე 3.„სხვა“ საჯარო სამართლის იურიდიული პირი,[ თუ იგი არის შესაბამისი დონის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაცია და მასში მუშაობენ „საჯარო მოსამსახურეები“;]

 

რა არისსაჯარო სამსახური’’ ?[მუხ. მე-3 „’’ ქვპ]

 

 საჯარო სამსახური“ არის:

a.      „სახელმწიფო სამსახურში“ საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა),

b.      მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა,

c.      საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში[სსიპ] საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).

 

შენიშვნა:

„სახელმწიფო სამსახური“ არის  – საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების იმ ორგანოებში (დაწესებულებებში) არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე საქმიანობა, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ: ა)საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, ბ)სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს, გ)სახელმწიფო თავდაცვას, აგრეთვე დ)სპეციალური კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილ დამოუკიდებელ ორგანოში საქმიანობა

 

 საჯარო სამსახურად“ ითვლება აგრეთვე:

d.     საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში,

e.      საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში,

f.        საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში,

g.       საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში,

h.     სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში,

i.       საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში,

j.       საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში,

k.     საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში,

l.       სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში,

m.     პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში,

n.     საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში,

o.      აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში,

p.      სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა

 

ვის ეწოდებასაჯარო მოსამსახურე’’ ? [მუხ. მე-3 „’’ ქვპ]

 

საჯარო მოსამსახურე არის ა)“პროფესიული საჯარო მოხელე“/საჯარო მოხელე/მოხელე, ,ან ბ)“ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი’’,  ან გ) „შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი“;

 

ვის ეწოდებაპროფესიული საჯარო მოხელე“/საჯარო მოხელე/მოხელე ?[მუხ. მე-3 „’’]

 

პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე (შემდგომ – მოხელე) არის  – პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ „საჯარო სამსახურის’ საშტატო თანამდებობაზე  ა)სახელმწიფოს, ბ)ავტონომიური რესპუბლიკის, გ)მუნიციპალიტეტის, დ)საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს;

 

ვის ეწოდებაშრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი“[მუხ. მე-3 ნაწ. „’’ ქვპ]

 

შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი არის  – პირი, რომელსაც „საჯარო სამსახურის“ განხორციელების უზრუნველსაყოფად „შრომითი ხელშეკრულების“ საფუძველზე მინიჭებული აქვს  „საჯარო დაწესებულების“ „დამხმარე“ ან „არამუდმივი ამოცანებისშესრულების უფლებამოსილება;

 

ვის ეწოდებაადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი’’ ? [მუხ. მე-3 ნაწ. „’’ ქვპ]

 

ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი არის  – პირი, რომელიც „სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს“ ხელს უწყობს მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში : ა)დარგობრივი/სექტორული რჩევების მიცემით, ბ)ინტელექტუალურ-ტექნიკური დახმარების გაწევით ან/და გ) ორგანიზაციულ-მენეჯერული ფუნქციების შესრულებით და დ)რომელსაც არ უკავია ამ კანონით მოხელისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის გათვალისწინებული თანამდებობები;  

 

აგრეთვე ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი

ე.ი.

1)„საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე’’ 

ან

2)მუნიციპალიტეტის მერისწარმომადგენელი“ და „მუნიციპალიტეტში (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული- „სხვა“ პირი];

 

შენიშვნა:

 სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი არის  – ა)საქართველოს პრეზიდენტი, ბ)საქართველოს პარლამენტის წევრი, გ)საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დ)საქართველოს მთავრობის სხვა წევრი[მინისტრი] და მისი მოადგილე, ე)აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, ვ)აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრები და მათი მოადგილეები; [მუხ. მე-3 „თ’’ ქვპ]

პოლიტიკური თანამდებობის პირი არის  – ა)სახელმწიფო რწმუნებული, ბ)სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, გ)მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, დ)მუნიციპალიტეტის მერი, ე)მერის მოადგილე;

 

რა არისსტაჟირება’’ ?[მუხ. მე-3 „’’ ქვპ]

 

სტაჟირება არის  − „საჯარო დაწესებულებაში“  „სამუშაოს“   შრომის ანაზღაურების სანაცვლოდ შესრულება, რომლის მიზანია ა)პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა, ბ) პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და გ)კვალიფიკაციის ამაღლება  „საჯარო დაწესებულებისთვის“  „კვალიფიციური ადამიანური რესურსის“ მოსამზადებლად;

 

ვის ეწოდებასტაჟიორი’’ ?[მუხ. მე-3 „’’ ქვპ]

 

სტაჟიორი არის  − პირი, რომელიც „საჯარო დაწესებულებაში“  „სამუშაოს“ „ შრომის ანაზღაურების სანაცვლოდ’’ ასრულებს ა)პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენის, ბ)პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და გ)კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით

 

 

სტაჟიორისთვის დადგენილი ძირითადი“ მოთხოვნები [მუხლი 842. ]

 

ვინ შეიძლება მიიღონსტაჟიორად’’? [მუხ.842- ნაწ.1-ლი]

 

1. სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) იცის სახელმწიფო ენა;

ბ) სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე ან მესამე საფეხურზე ან პროფესიული განათლების საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ანდა დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების ერთ-ერთი საფეხური.

 

რა შემთხვევაში არ მიიღება პირისტაჟიორად’’ ?[ მუხ.842- ნაწ.მე-2]

 

ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის;

ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის და დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ გასულა;

გ) მან სტაჟიორად მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;

დ) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

„საჯარო დაწესებულებაში’’  სტაჟირების“ გავლა[მუხლი 841-]

 

1.საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის განსაზღვრა საქართველოს მთავრობის დადგენილებით[მუხ.842-ე ნაწ. 1-ლი]

 

1.“ საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესი“ განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

2.შემთხვევები როცასტაჟირების გავლის წესი’’ განისაზღვრება  )„შესაბამისისაჯარო დაწესებულების დებულებით ან )„უმაღლესი თანამდებობის პირის’’ კანონქვემდებარე აქტით.[მუხ.842- ნაწ. მე-2]

 

2.  ა)საქართველოს პარლამენტის აპარატში, ბ)საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, გ)აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების აპარატებში, დ)საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, ე)სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, ვ)საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, ზ)საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, თ)საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, ი)სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, კ)პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, ლ)საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, მ)აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, ნ)საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატში, ო)საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემასა და პ)ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ საჯარო დაწესებულებებშისტაჟირების გავლის წესი“ განისაზღვრება „შესაბამისი“ საჯარო დაწესებულების დებულებით ან „უმაღლესი თანამდებობის პირის კანონქვემდებარე აქტით“.

საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია განისაზღვროს „სხვა“ საჯარო დაწესებულებებიც, რომლებშიც სტაჟირების გავლის წესი დადგინდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების დებულებით ან უმაღლესი თანამდებობის პირის კანონქვემდებარე აქტით.

 

შენიშვნა:

მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ საჯარო დაწესებულებებია:

 

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიურო  და აღსრულების პოლიციის სამმართველოს პოლიცია

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

გ​1) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული − საბაჟო დეპარტამენტი

დ) საქართველოს დაზვერვის სამსახური

ე) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, საქართველოს თავდაცვის ძალები

ზ) დიპლომატიური სამსახური

ზ​1) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია

თ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური

ი)საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო

კ)პროკურატურა

ნ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატი

ო) საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატი;

პ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

პ​1) ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი

ჟ) სახელმწიფო აუდიტის სამსახური

რ) სპეციალური საგამოძიებო სამსახური

ს) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური

 

ხხხხხხხ

3.ერთსა და იმავე საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის ვადა[მუხ.842- ნაწ. მე-3]

 

3. პირის მიერ ერთსა და იმავე „საჯარო დაწესებულებაში“ სტაჟირების გავლის ვადაა არანაკლებ 1 და არაუმეტეს 12 თვისა, რაც მას ხელს არ უშლის, შესაბამისი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გახდეს სხვა საჯარო დაწესებულების სტაჟიორი.

სტაჟიორს უფლება აქვს, ერთსა და იმავე „საჯარო დაწესებულებაში“ სტაჟირება რამდენჯერმე აიაროს, თუმცა სტაჟირების გავლის საერთო ვადა 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

 

4.საჯარო დაწესებულების სტაჟიორის უფლებები და მოვალეობები[მუხ.842- ნაწ. მე-4]

 

4. საჯარო დაწესებულების სტაჟიორის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება სტაჟიორთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადებული ხელშეკრულებით.

 

5.სტაჟიორთან დადებული ხელშეკრულებისშეწყვეტის’’ საფუძვლები[მუხ.842- ნაწ. მე-5]

 

5. სტაჟიორთან დადებული ხელშეკრულება წყდება:

ა) სტაჟიორის პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისას;

გ) საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით;

დ) ამ კანონის 107-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ და „თ“–„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას.

 

6.სტაჟიორის’’  ხელშემწყობი’’ „საჯარო მოსამსახურე’’ [მუხ.842- ნაწ. მე-6]

 

6. საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორისთვის საჯარო დაწესებულების „შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი“ გამოყოფს „სათანადო საჯარო მოსამსახურეს“, რომელიც ხელს უწყობს სტაჟიორს ა)პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენასა და ბ)პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.

 

61. „საჯარო დაწესებულებაშისტაჟიორთა რაოდენობისა და მათი შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობები [მუხ.842- ნაწ. მე-61]

 

61. „საჯარო დაწესებულებაში“ სტაჟიორთა რაოდენობისა და მათი შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობები განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

7.“საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლები,რომლებიც ვრცელდებასაჯარო დაწესებულების’’   სტაჟიორზე’’[მუხ.842- ნაწ. მე-7]

 

7. სტაჟიორზე ვრცელდება ამ კანონის 9​1, 51-ე, 56-ე, მე-60, 66-ე, 68-ე და 71-ე–75-ე მუხლების, X თავისა და 109-ე და 124-ე მუხლების მოქმედება.

 

 

მუხლი 9​1

„საჯარო სამსახურში საქმიანობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის ამსახველი შინაარსის მქონე სიტყვების გამოყენება“

მუხლი 51

„მოხელის სამსახურებრივი მივლინება“

მუხლი 56

„მოხელისთვის უსაფრთხო და აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნა“

მუხლი 60

„მოხელის სამუშაო დრო და დასვენების დრო“

მუხლი 66

 მოხელისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურება“

მუხლი 68

„მოხელის პოლიტიკური უფლებები“

მუხლი 71

„მოხელის მიერ ინფორმაციის მიღებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება’’

მუხლი 72

„მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება და სამართლებრივი აქტების მოთხოვნების დაცვის ვალდებულება“ 

მუხლი 73

 მოხელის მიერ  განკარგულების შესრულების ვალდებულება“

მუხლი 74

„მოხელის მიერ გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპის დაცვის ვალდებულება“

მუხლი 75

„მოხელის მიერ საიდუმლო ინფორმაციის დაცვის ვალდებულება“

თავი X

დისციპლინარული პასუხისმგებლობა’’[85-101-ე მუხლები]

მუხლი 109

„მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება პირადი განცხადების საფუძველზე“

მუხლი 124

„სამსახურის სტაჟი“

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საჯარო მოსამსახურეებსა’’ და სტაჟიორებზე’’  

საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონისა

 და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი 

მოქმედების ფარგლები [მუხმე-6]

 

 

შრომის კოდექსი’’   „ საჯარო მოხელის მიმართ’’ გამოიყენება  მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში’’  [მუხმე-6 ნაწ. 1-ლი]

 

·         საჯარო მოხელე’’ არის საჯარო სამსახურის განმახორციელებელი პირი.

·         საჯარო მოხელის’’  )“ სამართლებრივ სტატუსს’’)“მის საჯარო სამსახურში  მიღების’’საჯარო სამსახურის  გავლისა’’ და )საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების’’ წესებს ადგენს საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონი.

·         საჯარო მოხელის’’  შრომით ურთიერთობებზე’’ არ ვრცელდება  შრომის კანონმდებლობა’’,გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც  კანონი საჯარო სამსახურის შესახებ“ პირდაპირ უშვებს შრომის კოდექსის’’ გამოყენების შესაძლებლობას].

 

მუხლი 6. საჯარო მოსამსახურეებსა და სტაჟიორებზე ამ კანონისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მოქმედების ფარგლები

1. მოხელეზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი მოქმედება ვრცელდება ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ხელშეკრულებით’’ დასაქმებული პირის  და სტაჟიორის’ მიმართ გამოიყენება „შრომის კოდექსი’’ [მუხმე-6 ნაწმე-2]

 

·        ადმინისტრაციული ხელშეკრულებით’’ და შრომითი ხელშეკრულებით’’  დასაქმებული პირების ‘’და სტაჟიორების’   შრომითი საქმიანობა’’ წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონითსაქართველოს შრომის კოდექსი“. [ეს დაიმახსოვრე]

 

·        მათზე საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ  საჯარო სამსახურის შესახებ“  კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში’’[ეს არ გამოგრჩეს]

 

მუხლი 6. საჯარო მოსამსახურეებსა და სტაჟიორებზე ამ კანონისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მოქმედების ფარგლები

 

2. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზეშრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირსა და სტაჟიორზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამავე კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

შრომითი ხელშეკრულებით’’ დასაქმებულ  საჯარო მოსამსახურეების’’ შრომითი საქმიანობის მოწესრიგება დასაშვებია  „შრომითი კოდექსისგან’’ განსხვავებულადაც  ოღონდ მხოლოდ მაშინ თუ ამას ითვალისწინებს კანონი

 

·        შრომითი ხელშეკრულებით’’ დასაქმებულ  საჯარო მოსამსახურეებზე’’  ძირითადად        „ საქართველოს შრომის კანონმდებლობა’’ ვრცელდება’’თუმცა [!]  კანონი საჯარო სამსახურის შესახებ“  უშვებს’’ საქართველოს  შრომითი კანონმდებლობისგან  განსხვავებული მოწესრიგების’’ შესაძლებლობას.

 

მუხლი 6. საჯარო მოსამსახურეებსა და სტაჟიორებზე ამ კანონისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მოქმედების ფარგლები

3. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე საქართველოს შრომის კანონმდებლობა ვრცელდებათუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები