„მუნიციპალიტეტის მართვის ტერიტორიული სტრუქტურა“ და „სუბმუნიციპალური ხელისუფლება“

 

„მუნიციპალიტეტის მართვის ტერიტორიული  სტრუქტურა“ და „სუბმუნიციპალური ხელისუფლება“

 

შეიშვნა:  სუბ-რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; აღნიშნავს:
1)
ქვევით, რისამე ქვეშ ყოფნას. მაგ., სუბტიტრი. სუბტროპიკები.

ან
2)
დაქვემდებარებას. მაგ., სუბორდინაცია.[სწწორედ მე-2 ამ მნიშვნელობით გვჭირდება ამ კონსპექტში]

 

სარჩევი:

რა არის  მუნიციპალიტეტის მართვის ტერიტორიული  სტრუქტურა’’ 1

რა არის  სუბმუნიციპალური ხელისუფლება’’ 2

სუბმუნიციპალური ხელისუფლების’’ მახასიათებელი ნიშნები. 2

)რას ნიშნავს  სუბმუნიციპალური ხელისუფლების’’ „ტერიტორიულობა’’ 2

)რას ნიშნავს  სუბმუნიციპალური ხელისუფლების’’  დემოკრატიული ლეგიტიმაცია’’ დაანგარიშვალდებულება’’ 3

)რას ნიშნავს  სუბმუნიციპალური ხელისუფლების’’  -„მრავალფუნქციურობა’’ 3

)რას ნიშნავს  სუბმუნიციპალური ხელისუფლების’’ –„მუნიციპალიტეტზე დაქვემდებარებულობა’’ 3

)რას ნიშნავს  სუბმუნიციპალური ხელისუფლების   მიერსაჯარო ხელისუფლების განხორციელება 3

სუბმუნიციპალური ხელისუფლების’’ მოდელები. 4

სუბმუნიციპალური ხელისუფლების’’  ფორმირების წესი. 6

სუბმუნიციპალური ხელისუფლების’’ „ორგანიზაციული მოწყობის’’   ფორმები. 7

სუბმუნიციპალური ხელისუფლების’’ ორგანოების  -„უფლებამოსილებები’’ და „ფუნქციები’’ 8

 

 

 

რა არის  მუნიციპალიტეტის მართვისტერიტორიული  სტრუქტურა’’

 

·        „თვითმმართველი ერთეულის’’  [მუნიციპალიტეტის]  „ტერიტორია’’  შეიძლება დაიყოს- „ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებად’’

·        ამ „ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს’’  სხვა სიტყვებით უწოდებენ - სუბმუნიციპალურ’„ტერიტორიულ  ერთეულებს’’[ანუ „მუნიციპალიტეტზე დაქვემდებარებულ ტერიტორიულ ერთეულებს’’]

·        „სუბმუნიციპალური  ერთეულის ტერიტორია’’  , როგორც წესი .მოიცავ ს -„დასახლების’’  ტერიტორიას -  [ანუ  ან „სოფლის ტერიტორიას’’ ,ან „ქალაქის ტერიტორიის ნაწილს’’ ,ან „რამდენიმე დასახლების’’ ტერირორიას ]

·        ზოგიერთი „სუბმუნიციპალური  ტერიტორიული ერთეულის’’ მოსახლეობა შეიძლება რამდენიმე ათეულს არ აღემატებოდეს,ზოგიერთისა კი  ასი ათასზე მეტს შეადგენდეს

·        მაგ. ქალაქში  “სუბმუნიციპალური  ტერიტორიული ერთეულებია’’ - ქალაქის  უბნები [მაგ. თბილისში: ვაკე,საბურთალო,ავლაბარი,მთაწმინდა ,სოლოლაკი, დიდუბე,გლდანი, ისანი,სამგორი,დიღომი და სხვა]

·        „სუბმუნიციპალურ ტერიტორიულ  ერთეულებს’’ - შესაბამისი „სუბმუნიციპალურ ტერიტორიულ  ორგანოები’’   მართავენ

 

            სუბმუნიციპალური ხელისუფლება’’

 

·        „სუბმუნიციპალური ხელისუფლება’’  ეს არის :  ა)მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში შექმნილი,ბ)მუნიციპალიტეტზე დაქვემდებარებული ,ბ)მრავალფუნქციური, დ) ტერიტორიული- ხელისუფლება

·        „სუბმუნიციპალური ხელისუფლებას’’   „პირდაპირი ან ირიბი წესით არჩეული’’ „მოსახლეობის წარმომადგენლები’’  ახორციელებენ

 

 

სუბმუნიციპალური ხელისუფლების’’ მახასიათებელი ნიშნები

 

„სუბმუნიციპალური ხელისუფლების’’  ახასიათებს შემდეგი  ნიშნები :

 

ა)ტერიტორიულობა

ბ)დემოკრატიული ლეგიტიმაცია და ანგარიშვალდებულება

გ)მრავალფუნქციურობა

დ)მუნიციპალიტეტზე დაქვემდებარებულობა

ე)“საჯარო ხელისუფლების’’ განხორციელება

 

)რას ნიშნავს  სუბმუნიციპალური ხელისუფლების’’ „ტერიტორიულობა’’

 

·        „სუბმუნიციპალური ხელისუფლება’’  წარმოადგენს „ტერიტორიულ  ხელისუფლებას’’

·        იგი „კონკრეტული მუნიციპალიტეტის’’ „ტერიტორიულ საზღვრებში’’ ფორმირდება და მისი „იურისდიქციაც’’ მხოლოდ ამ „კონკრეტული მუნიციპალიტეტის’’’ „ტერიტორიის ნაწილით’’[!] შემოიფარგლება.

)რას ნიშნავს  სუბმუნიციპალური ხელისუფლების’’  დემოკრატიული ლეგიტიმაცია’’ დაანგარიშვალდებულება’’

·        „სუბმუნიციპალური ხელისუფლების’’ „ორგანოების’’ ფორმირება  „პირდაპირი’’,ან „ირიბი’’ არჩევნების გზით ხორციელდება

·        არ არის გამორიცხული“პირდაპირი დემოკრატიის ფორმით’’[მაგ. „სახალხო კრებაზე’’] გადაწყვეტილებების მიღებაც

·        „სუბმუნიციპალური ხელისუფლების’’ „ორგანოების’’  „არჩევის წესი’’ „კანონით’’ ან „მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტებით’’ განისაზღვრება.

)რას ნიშნავს  სუბმუნიციპალური ხელისუფლების’’  -„მრავალფუნქციურობა’’

 

·      „სუბმუნიციპალური ხელისუფლება’’ ,როგორც წესი, ფლობს „სხვადასხვა დარგობრივ’’ ფუნქციებს

·      მისი „უფლებამოსილებებიბი’’ მხოლოდ „ერტი სფეროტი ‘’ არ შემოიფარგლება

·      ზოგჯერ,„სუბმუნიციპალური ხელისუფლება’’ „ცალკეული სახის საჯარო მომსახურების’’ მიწოდებაზეა პასუხისმგებელი და „საკუთარი შემოსულობებიც’’ გაჩნია

·      რაც უფრო „დიდია’’ „სუბმუნიციპალური ერთეულის ტერიტორია’’ ,მით უფრო ფართოა შესაბამისი“„სუბმუნიციპალური ხელისუფლების’’ უფლებამოსილებების მოცულობა

 

)რას ნიშნავს  სუბმუნიციპალური ხელისუფლების’’ –„მუნიციპალიტეტზე დაქვემდებარებულობა’’

 

·        „სუბმუნიციპალური ხელისუფლება’’ არ განიხილება „სრულიად დამოუკიდებელ’’ „ადგილობრივ ხელისუფლებად’’

·        „სუბმუნიციპალური ხელისუფლება’’  „მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ნაწილს’’ ანდა  „მუნიციპალიტწტზე დაქვემდებარებულ სუბიექტს’’ წარმოადგენს

·        „სუბმუნიციპალური ხელისუფლების’’  „ფუნქციები’’ არ არის „ექსკლუზიური’’

·        „სუბმუნიციპალური ხელისუფლების’’  „ფუნქციები’’ –„მუნიციპალიტეტის ფუნქციებად’’ ითვლება

·        მიუხედავად,ამისა, რომ “ზოგჯერ’’ „სუბმუნიციპალური ხელისუფლება’’ ხელშესახები „პოლიტიკური ავტონომიით’’ სარგებლობს , ეს „ფუნქციები’’ „სუბმუნიციპალური ხელისუფლებას’’ „სხვადასხვა ფორმით’’  „მუნიციპალიტეტისგან’’ „გადაეცემა’’

)რას ნიშნავს  სუბმუნიციპალური ხელისუფლების   მიერსაჯარო ხელისუფლების განხორციელება

 

·        „სუბმუნიციპალური ხელისუფლებას’’ ხშირად „მმართველობითი ფუნქციები’’ და“საჯარო გადაწყვეტილებების’’ მიღების უფლება გააჩნია

·        „მუნიციპალიტეტის ‘’ მიერ  „უფლებანოსილების’’  „დელეგირების ‘’ შემთხვევაში,კი მას მუნიციპალიტეტის „ნებისმიერი საჯარო ფუნქციის’’ შესრულებაც შეუძლია

·        თუმცა,„სუბმუნიციპალური ხელისუფლების’’ კომპეტენციაში შემავალი „უფლებამოსილებების’’ „ძირითადი ნაწილი’’-ე.წ. „საკონსულტაციო უფლებამოსილებებია’’

 

 

 

 

 

„სუბმუმიციპალური ხელისუფლების ‘’ უპირატესობებია:

 

a.      „მოსახლეობასთან ტერიტორიულად ახლოს მყოფი’’  „სუბმუნიციპალური ხელისუფლება’’ უზრუნველყოფს „ადგილობრივი საზოგადოებრივი საქმეების’’ გადაწყვეტაში  „ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის’’  „მეტ შესაძლებლობას’ [ „ამის საჭიროება’’ დიდ მუნიციპალიტეტებში განსაკუთრებით შეინიშნება]

b.      „სუბმუნიციპალური ხელისუფლების’’ „ორგანოების’’ დახმარებით ზემდგომი „მუნიციპალიტეტის ხელისუფლება’’  უშუალოდ მოსახლეობისგან იგებს „ადგილობრივი საჭიროებებისა და მოტხოვნების შესახებ’’ ინფორმაციას  და „უფრო მარტივად’’ უზრუნველყოფს „მათ ინტერესებზე ორიენტირებული ადგილობრივი პოლიტიკის’’ გატარებას

c.      „სუბმუნიციპალური ხელისუფლება’’ უფრო ეფექტურად ანაწილებს „საჯარო ფინანსურ რესურსებს’’ იმ საკითხების გადასაწყვეტად,რომელიც „კომკრეტული სოფლის’’ თუ „ქალაქის კონკრეტული უბნის’’ მოსახლეობას ყველაზე მეტად სჭირდება.განსაკუთრებიტ მაშინ,როცა „სუბმუნიციპალური ხელისუფლების’’  „ფინანსური რესურსების’’ ფორმირება „ადგილობრივი გადასახადების და მოსაკრებლების’’ დახმარებით ხდება

d.     „სუბმუნიციპალური ხელისუფლების ‘’ „ორგანოებს უფრო „მეტი საშუალება’’ აქვტ „მუნიციპალიტეტის დონეზე’’ წარადგინონ და დაიცვან  „შესაბამისი „სოფლის’’ თუ „ქალაქის უბნის’’  ტერიტორიული და პოლიტიკური ინტერესები

e.      „სუბმუნიციპალური ხელისუფლების’’ არსებობის შემთხვევაში  ადგილობრივი მოსახლეობისთვის „უფრო ახლოს ხდება შესაძლებელი’’ სხვადასხვა „მუნიციპალური მომსახურების’’ მიღება.ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორია „დიდი მუნიციპალიტეტების’’ არსებობის შემთხვევაში,ან“მუნიციპალიტეტებში განუვიტარებელი სატრანსპორტო სისტემის შემთხვევაში’’

f.       „სუბმინიციპალური ხელისუფლების’’ „ორგანოები’’  ,რომლებიც პირდაპირი წესით აირჩევიან,ხელს უწყობენ „ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერების’’ წარმოჩენას და მათი „განვითარების’’ კარგ პლატფორმას ქმნიან

სუბმუნიციპალური ხელისუფლების’’ მოდელები

 

პირველი მოდელი [პორტუგალია,დიდი ბრიტანეტი,,სლოვენია,ნიდერლანდები]

·        სუბმუნიციპალურ ტერიტორიულ ერთეულში „საჯარო სამართლის იურიდიული პირის’’ სტატუსის მქონე სუბიექტი ფუნქციონირებს,რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობის მიერ“პირდაპირი წესით ‘’ არჩეული „წარმომადგენლობითი’’ ორგანო  და „პირდაპირი’’ ან „ირიბი ‘’ წესით  არჩეული “აღმასრულებელი ‘’ ორგანო გააჩნია

·        ასეთ „სუბმუნიციპალურ ხელისუფლებას’’ „კანონით’’ ან „მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტებით’’ განსაზღვრული ა)პოლიტიკური,ადმინისტრაციული და გ)ფინანსური -„ავტონომია’’[დამოუკიდებლობა] გააჩნია,თუმცა „ადგილობრივ თვითმართველობასთან’’ შედარებით „მნიშვნელოვნად შეზღუდულად’’

 

მე-2 მოდელი[ესპანეთი,ბელგია,ბულგარეტი ჩეხეთი]

·        ამ მოდელის შესაბამისად „სუბმუნიციპალურ ხელისუფლება’’ ყალიბდება  ან ა)მუნიციპალიტეტის „ტერიტორიული დაწესებულების’’ ან ბ)მუნიციპალიტეტის „ტერიტორიული ორგანოს’’  ფორმით,რომელსც „ავტონომიური’’ „იურიდიული პირის’’ სტატუსი-არ აქვს

·        ისეთი მუნიციპალიტეტის „ტერიტორიული დაწესებულების’’ ,როგორებიცაა: „საბჭო’’,“აღმასრულებელი კომიტეტი’’,“მერი’’, ჩამოყალიბება „პირდაპირი’’ ან „ირიბი’’ „არჩევნების’’ საფუძველზე ხდება

 

·        ასეთ „სუბმუნიციპალურ ადმინისტრაციაში’’ დასაქმებული „საჯარო მოსამსახურეები’’-„მუნიციპალიტეტის მოსამსახურეებად’’ განიხილება.

·        ამ მოდელის მიხედვით ჩამოყალიბებული „სუბმუნიციპალური ხელისუფლება’’ „კონკრეტული საჯარო ფუნქციების’’ განხორციელებაზეა პასუხისმგებელი.

 

მე-3 მოდელი[ პატარა სასოფლო დასახლებებსა და პატარა ქალაქებში იყენებენ  პოლონეთში]

·        „სუბმუნიციპალური ტერიტორიული ერთეულის’’ მოსახლეობა ირჩევს ამ ტერიტორიის „წარმომადგენელს’’-უხუცესს,ან მერს,პრეზიდენტს ,ან საბჭოს

·        ამ „სუბმუნიციპალურ  ხელისუფლების’’ „ორგანოებს’’ ძირითადად ა)საკონსულტაციო,ბ)წარმომადგენლობითი,გ)საინფორმაციო -ფუნქციები აქვთ

·        ასეთ „სუბმუნიციპალურ ხელისუფლებას’’  მუნიციპალიტეტის მიერ მათზე  უფლებამოსილებების დელეგირების შემთხვევაში “საჯარო ფუნქციების’’ განხორციელებაც შეუძლია

·        არჩეულ „წარმომადგენლებტან’’ ერთად,“გადაწყვეტილების მიმღებ “სუბმუნიციპალურ  ხელისუფლების’’ „ორგანოდ’’ განიხილება შესაბამისი „დასახლების’’ –„მთელი მოსახლეობაც’’ .კერძოდ, „დასახლების’’ „მთელი მოსახლეობის ’’-  „სახალხო კრება’’

 

·        გასატვალისწინებელია ,რომ ასეთნაირად მიღებული „გადაწყვეტილება’’ „სუბმუნიციპალური ხელისუფლების’’ „ორგანოს’’- „სახალხო კრების’’[!] „გადაწყვეტილებად’’ ითვლება და არა „ადგილობრივ რეფერენდუმად’’

 

·        „არჩევნები’’ და „ხმის მიცემა’’ შეიძლება“ფორმალიზებულ პროცედურას’’ ეფუძნებოდეს ან სულაც“სახალხო კრებაზე’„ხელის აწევის’’ ფორმით გაიმართოს.

·        ამ მოდელში,“სუბმუმიციპალირი ხელისუფლების’’ „ორგანოები’’[უხუცესი,ან მერი,ან პრეზიდენტს ,ან საბჭო’] უშუალოდ უზრუნველყოფენ „საკუთარი ფუნქციების’’ განხორციელებას და „მათთან’’ “საჯარო მოსამსახურეებისგან’’ დაკომპლექტებული“ადმინისტრაცია’’ არ იქმნება

·        ასეთ მოდელში“სუბმუნიციპალურ ხელისუფლებას’’ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის’’ სტატუსი გააჩნია ან ასეთი სტატუსის გარეშე ფუნქციონირებს

·        ასეთი “სუბმუნიციპალურ ხელისუფლების’’ შექმნა მოსახლეობის ინიციატივით და მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე ხორციელდება

ყურადღება:

ხშირად ამა ტუ იმ ქვეყნის ფარგლებში“სუბმუნიციპალური ხელისუფლების’’ „რამდენიმე მოდელი’’ ერტდროულად მოქმედებს ან აქ აღნიშნული მოდელების „შერეული ფორმები’’ გამოიყენება.

 

სუბმუნიციპალური ხელისუფლების’’  ფორმირების წესი

 

·        „სუბმუნიციპალური ტერიტორიული ერთეულების’’ შექმნა ,როგორც წესი, მუნიციპალიტეტის „დისკრეციულ უფლებამოსილებას’’ განეკუთვნება

·        უფრო იშვიათია შემთხვევა ,როდესაც „სუბმუნიციპალური ტერიტორიული ერტეულების’’ შექმნა „კანონით’’  სავალდებულოა

·        მაშინაც კი,როცა „სუბმუნიციპალური ხელისუფლების ’’ შექმნა „პირდაპირი არჩევნების’’ გზით ხდება,მათ „ინსტიტუციური დაცვის’’ მხოლოდ „მინიმალური გარანტიები’’ განესაზღვრებათ

·        არ არსებობს „სუბმუნიციპალური ხელისუფლების’’ „ინსტიტუციური დაცვის’’ „კონსტიტუციური ‘’ გარანტიები.[!]

·        ზოგ ქვეყანაში კი“სუბნუნიციპალური ხელისუფლების’’ შექმნის მოთხოვნის უფლება „მოსახლეობას’’ აქვს მინიჭებული

 

·        „სუბმუნიციპალური ტერიტორიული მართვის ორგანოები’’[ან „სუბმუნიციპალური ხელისუფლების  ორგანოები’’] შეიძლება ქვეყნის „ყველა მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდეს’’ ან მხოლოდ „მუნიციპალიტეტების ნაწილში’’;

·        ზოგიერთ ქვეყანაში“სუბმუნიციპალური ხელისუფლების ორგანოები’’ მხოლოდ „დიდ ქალაქებში’’ ფორმირდება[იქმნება]

სუბმუნიციპალური ხელისუფლების’’ „ორგანიზაციული მოწყობის’’   ფორმები

 

·        ერთი ქვეყნის ფარგლებში „სუბმუნიციპალური ხელისუფლების’’ „ორგანიზაციული მოწყობის’’  „რამდენიმე ფორმა’’ შეიძლება მოქმედებდეს

·        როგორც ,წესი „სუბმუნიციპალურ ტერიტორიულ ერთეულებში’’ ერთდროულად ფუნქციონირებს,როგორც „წარმომადგენლობითი ორგანო’’[ე.ი. „სუბმუნიციპალური საბჭო’’] ,აგრეთვე „აღმასრულებელი ორგანოს’’ ფუნქციით აღჭურვილი პირი[„მერი’’,“უხუცესი’’,“საბჭოს თავმჯდომარე’’,“პრეზიდენტი’’ და სხვა]

·        „“აღმასრულებელი’’ და „წარმომადგენლობითი’’ ფუნქციებით აღჭურვილი

„სუბმუნიციპალური ხელისუფლების’’ ეს „ორგანოები’’ „პირდაპირი’’ ან „ირიბი’’ არჩევნების გზით იქმნება

·        „პატარა დასახლებაში’’ „სუბმუნიციპალური ხელისუფლება’’ შეიძლება „ერთ პირსაც’’ ეკუთვნოდეს[რაც იშვიათობაა]

 

·        მაგრამ „სუბმუნიციპალური ხელისუფლების’’ „ორგანოს’’ „ყველაზე ხშირად’’ „კოლეგიალური ორგანოები’’- „სუბმუნიციპალური საბჭოები’’ ან „სუბმუნიციპალური კომიტეტები’’ წარმოადგენენ

 

·        ამასთან, „სუბმუნიციპალური საბჭოს წევრობა’’ შეიძლება „შეთავსებადი’’ იყოს „მუნიციპალური საბჭოს ‘’ წევრობასთა[ე.წ. „ორმაგი მანდატი’’ ,ანუ“სუბმუიციპალურ საბჭოში’’ არჩეული პირი ამავე დროს“მუნიციპალიტეტის საბჭოს’’ წევრიც ხდება]

 

 

·        „სუბმუნიციპალური საბჭოს’’  ე.წ. „ირიბი არჩევნებისას’’ ,მოქმედებს წესი,როდესაც „სუბმუნიციპალური საბჭოს ‘’ „წევრებს’’ , მუნიციპალიტეტის „წარმომადგენლობით ორგანოში’’ არსებული პარტიული წარმომადგენლობის პროპორციის გათვალისწინებით’’,მუნიციპალიტეტის „“წარმომადგენლობითი ორგანოს’’ „წევრები ირჩევენ

·        ასევე არის შემტხვევები,როდესაც „სუბმუნიციპალური საბჭოს’’  ფორმირება „შერეული წესით’’ ხორციელდება; კერძოდ,“სუბნუნიციპალური საბწჭოს’’ „წევრების ნაწილი’’ „პირდაპირი არჩევნების’’ გზით კომპლექტდება,ხოლო „ნაწილი’’ – „ირიბი არჩევნების’’ გზით ან „დანიშვნის გზით’’

 

სუბმუნიციპალური ხელისუფლების’’ ორგანოების  -„უფლებამოსილებები’’ და „ფუნქციები’’

 

·        „სუბმუნიციპალური ხელისუფლების’’ ორგანოების  -„უფლებამოსილებები’’-„მუნიციპალიტეტის ორგანოების’’ „აქტებით’’ ან „კანონით’’ განისაზღვრება[!]

·        ასევე „მუნიციპალიტეტის ორგანოებს’’ უფლება აქვთ „სუბმუნიციპალური ხელისუფლების ორგანოებზე’’ თავიანთი „ცალკეული უფლებამოსილების’’ „დელეგირება’’[გადაცემა]  განახორციელონ

·        განსხვავებულია სხვადასხვა სხვადასხვა „სუბმუნიციპალური’ხელისუფლების ორგანოების’’-„ფუნქციების’’ მოცულობა

·        კერძოდ, „სუბმუნიციპალური ხელისუფლების ორგანოების’„უფლებამოსილებები’’ შეიძლება განსხვავდებოდეს არა მარტო „მუნიციპალიტეტებს’’ შორის,არამედ“მუნიციპალიეტების’’ შიგნითაც;

·        „სუბმუნიციპალური ხელისუფლების ორგანოები’’ ძირითადად  ადგილობრივი მოსახლეობის „საკონსულტაციო ფუნქციებით’’ არიან აღჭურვილნი,თუმცა ზოგან  გარკვეული „საჯარო უფლებამოსილებების“ და „მომსახურების მიწოდების’’ კომპეტენციაც გააჩნიათ’’[მაგ.““სპორტული და დასასვენებელი ინფრასტუქტურის მოწყობა’’,ან „სოფლის წყალმომარაგება’’,“გარეგანათება’’,“მიწათსარგებლობის და ქონების მარტვის საკიტხების გადაწყვეტა’’,“მოსახლეობის აღწერა’’ და ა.შ.]

ყურადღება:

 

·        „სუბმუნიციპალური ხელისუფლების’’ ორგანოების უფლებამოსილებების განხორციელება,როგორც წესი,“მუნიციპალიტეტის გრანტების’’ საფუძველზე ფინანსდება

·        თუმცა,არის „შემტხვევები’’ ,როდესაც“სუბმუნიციპალური ხელისუფლების’’ „ფინანსური რესურსების’’ ფორმირება „ადგილობრივი გადასახადების და მოსაკრებლების’’ საფუძველზეც ხდება.

·        ზოგჯერ, „სუბმუნიციპალური ხელისუფლება’’,“ცენტრალური ხელისუფლების გრანტებსაც’’ ღებულობს[სპეციალური „საგრანტო ფონდიდან’’]

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები