9.4 "აქცია''

 


სარჩევი:

.„აქცია’’ ,როგორცფინანსური ინსტრუმენტი’’ 1

აქცია’’ ,როგორც -ფასიანი ქაღალდი’’ 1

რეგისტრირებული’’ „ფასიანი ქაღალდი’’-ანუ „აქცია’’ 2

რას ნიშნავს „აქციის’’ გასხვისება. 2

აქციის მფლობელი’’ ანუაქციონერი’’ 2

„აქციის’’ „ნომინალური ღირებულება’’. [მუხ.154-ე] 3

ნომინალური’’ [განმარტება ლექსიკონიდან ] 3

„ცალობითი აქცია’’.[მუხ.155-ე] 4

აქციათა ტიპები[ანუ სახეები] 4

აქციათა კლასები. 5

).“ჩვეულებრივი’’ აქცია[158-ე მუხ. 1-ლი ნაწ] 6

ბ)“პრივილიგირებული’’ აქცია[158-ე მუხ. მე-2 ნაწ] 6

) „სხვა’’ კლასის აქციები [158- ნუხ. მე-4 ნაწ] 8

 

 

 

.აქცია’’ ,როგორცფინანსური ინსტრუმენტი’’

 

·        „აქცია’’ არსობრივად „ფინანსურ ინსტრუმენტს’’ წარმოადგენს,რადგან “აქციას’’ აქვს „სამეწარმეო საზოგადოების’’  „დაფინანსების ფუნქცია’’.

·        „აქციები’’ გამოიყენება  „სამეწარმეო საზოგადოებაში’’ კაპიტალის „დიდი ოდენობით’’ მოზიდვისათვის.

·        „აქციებით’’ ასევე  ხდება“სააქციო საზოგადოების’’[სს-ს] „კაპიტალში’’ აქციონერთა „წილების’’ დამოწმება. ანუ “აქციების’’ გარკვეული რაოდენობის ფლობით დგინდება პირის „მონაწილეობის’’  ხარისხი სს-ში

·        ამასთანავე, „აქცია’’ წარმოადგენს „ფასიანი ქაღალდების’’ ერთ-ერთ სახეობას[ყველაზე გავრცელებულ „ფასიან ქაღალდს’’]

 

აქცია’’ ,როგორც -ფასიანი ქაღალდი’’

 

·        ტერმინი „აქცია’’  შეიძლება ორგვარად  იყოს გაგებული:

 

a.      როგორც „დოკუმენტის[სერთიფიკატის] სახით’’ არსებული „ფასიანი ქაღალდი’’

და

b.      „ფასიანი ქაღალდი’’ რომელიც უთითებს „პირის მონაწილეობაზე სს-ში’’ ,ანუ უთითებს   „აქციონერის წილზე’’

 

151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია „აქციის’’ ცნება:

 

მუხლი 151. აქციის ცნება

1. აქცია არის: ა) რეგისტრირებული’ ფასიანი ქაღალდი ან  ბ)„დემატერიალიზებული“ ფასიანი ქაღალდი, რომელიც განსაზღვრავს სააქციო საზოგადოების’’[სს-ს] კაპიტალში“  პირის მონაწილეობას’’[ანუ „წილს’’].

 

  რეგისტრირებული’’ „ფასიანი ქაღალდი’’-ანუ „აქცია’’

 

·         „რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდი’’ [ანუ „აქცია’’] არის  -„ფასიანი ქაღალდი’’, რომელზე „საკუთრების უფლება ’’ დასტურდება ემიტენტის[გამომშვების] მიერ ან ა)ემიტენტის სახელით წარმოებულ რეესტრში ან ბ) „ნომინალური მფლობელის’’ ჩანაწერებში -რეგისტრაციით. [სამოქალაქო კოდექსის 928-ე მუხ]

 

რას ნიშნავს აქციის’’ გასხვისება

 

·        „აქციის’’ გასხვისება ნიშნავს არა „აქციის სერტიფიკატის’’[ანუ „დოკუმენტის’’] გასხვისებას ,არამედ აქცისს მფლობელის მიერ   „არამატერიალური უფლების’’ გასხვისებას

 

აქციის მფლობელი’’ ანუაქციონერი’’

 

·        სს-ს „აქციას’’ ,როგორც „არამატერიალური უფლების საგანს’’ ფლობს პირი[ფიზიკური ან იურიდიული],. „სააქციო საზოგადოების’’ -“პარტნიორი’’

·        ხოლო ის „შენატანი’’[არსებობს ფულადი თუ არაფულადი],რომელიც მან უკვე განახორციელა ამ „სააქციო საზოგადოების’’ საკუთრებად არის გადაქცეული[ანუ ამ პარტნიორის  აღარ არის]

·        პირის[პარტნიორის] „შეტანილი’’ ქონება უკვე „ოფიციალურად’’ არის სწორედ „სააქციო საზოგადოების’’  განკარგულებსა და მფლობელობაში

·        „პირთა’’[პარტნიორთა] „შეტანილ’’ „ქონებას’’  “სააქციო საზოგადოების სახელით’’ მართავენ სს-ს მმართველი ორგანოები

·        ამრიგად, სააქციო საზოგადოებში „ქონების’’ შემტანი პირები ,შეტანილ ქონებას აღარ ფლობენ ,მაგრამ სანაცვლოდ  ფლობენ ამ „სააქციო საზოგადოების’’ „აქციებს’’ ანუ  ამ „სააქციო საზოგადოების’’ „ნაწილებს’’ [ანუ ამ სს-ში „წილებს’’] ,მათ სააქციო საზოგადოების -„პარტნიორებს’’[ან „აქციონერებს’’] უწოდებენ.

·        დავიმახსოვროთ: „სააქციო საზოგადოებაში’’ „შენატანის’’ განხორციელებით და სანაცვლოდ „შესაბამისი აქციების მიღებით’’ „პირი’’კარგავს „საკუთრების  უფლებას’’ მის მიერ „შეტანილ ‘’ ქონებაზე და „აქციებში’’ გადახდილი საფასურიც  უკან დაბრუნებას აღარ ექვენდებარება.

·        ამრიგად,სს-ს “აქციონერი’ამ  სს-ში ფლობს „აქციებს’’[ფლობს როგორც „ფასიან ქაღალდებს’’] ,თუმცა ის ვერ განკარგავს ამ „სააქციო საზოგადოების ‘’ „ქონებას’’.

 

„აქციის’’ „ნომინალური ღირებულება’’. [მუხ.154-ე]

 

ნომინალური’’ [განმარტება ლექსიკონიდან ]


1.„ნომინალური’’- “ფულადი ღირებულებით   გამოხატული’’  მაგ., ომინალური  ფასი“[ასეთი  ფასი არასოდეს  ემთხვევა  „რეალურ საბაზრო ფასს’’]; ან ომინალური  ხელფასი’’- [ასევე ყოველთვის განსხვავებულია „რეალური ხელფასისგან’’).
2.
„ნომინალური’’ -რასაც ან ვისაც მხოლოდ სახელი ჰქვია“, მაგრამ არ ასრულებს თავის დანიშნულებას, მოვალეობას“. მაგ., ნომინალური რედაქტორი’’,“ნომინალური ლექტორი’’,“ნომინალური სტუდენტი’’  და ა.შ.

 

·        სააქციო საზოგადოების „აქციას’’ შეიძლება  ჰქონდეს  რაიმე „ნომინალური ღირებულება’’

·        „აქციის’’ ეს „ნომინალური ღირებულება’’ საააქციო საზოგადოების „წესდებაში’’ იქნება მითითებული,ჩაწერილი,დათქმული  [ანუ „აქციის’’ „ნომინალურ ღირებულებას’’ სს-ს „წესდება’’ განსაზღვრავს ]

·        სს-ს „აქცია’’ ასევე შეიძლება იყოს „ნომინალური ღირებულების ‘’ გარეშე[იხ. ქვემოთ]

·        სს-ს „აქციის’’ „ნომინალური ღირებულების’’ დადგენა  ემსახურება იმას ,რომ

 

a.      უზრუნველყოფილი იქნეს“ყველა აქციონერისგან’’ „თანაბარი’’  „შენატანების’’ განხორციელება .

b.       „აქციის’’ „ნომინალური ღირებულების’’ დადგენით „მყარდება’’ სს-ს კაპიტალი’’,რომელზეც ორიენტაცია და დაყრდნობა სს-ს კრედიტორებს შეეძლებათ.

c.      „აქციის’’ დაწესებული „ნომინალური ღირებულება’’ ,ასევე მიუთითებს სს-ში „დივიდენდების გაცემის’’ პოლიტიკაზეც.

·         „ერთი დაიფივე კლასის ‘’ „ყველა აქციისათვის’’ უნდა იყოს ერთი და იგივე „ნომინალური ღირებულება’’  დაწესებული [„აქციათა კლასები’’ იხ. ქვემოთ]

·        აქ კი დავიმახსოვროთ: „აქციის’’ რეგისტრირებული „ნომინალური ღირებულება’’  მის რეალურ საბაზრო ღირებულებას არ ემთხვევა[!]

·        „აქციის’’ „ნომინალური ღირებულების’’ დაწესების მიზანი არის  მხოლოდ იმ „საბაზისო ნიშნულის’’ განსაზღვრა რომელზე „ნაკლებად’’   კონკრეტული კლასის „აქციის’’ გამოშვება დაუშვებელია.

 

 

მუხლი 154. აქციის ნომინალური ღირებულება

1. სადამფუძნებლო შეთანხმებით’’ შეიძლება განისაზღვროს ის ღირებულება, რომელზე ნაკლები ღირებულებითაც დაუშვებელია   შესაბამისი კლასის’’ აქციის გამოშვება (აქციის ნომინალური ღირებულება’’).

2. ერთი კლასის’’  ყველა აქციის’’  ნომინალური ღირებულება’’ ერთი და იგივე უნდა იყოს.

 

 

 „ცალობითი აქცია’’.[მუხ.155-ე]

 

·        როგორც ვთქვით სს-ს ,„აქცია’’ ასევე შეიძლება იყოს „ნომინალური ღირებულების ‘’ გარეშე

·        მაგ. ე.წ.  „ცალობითი აქცია’’  წარმოადგენსნომინალური ღირებულების’’ არმქონე „აქციის’ერთ-ერთ სახეობას

·        „ცალობითი აქციას’’  „საკუთარი’’ ღირებულება აქვს,მაგრამ ეს არ არის „წესდებით დადგენილი’’ „ნომინალური ღირებულება’’ .

·        „ცალობითი აქციის’’ ღირებულება დამოკიდებულია ,ერთი მხრივ, სს-ს „საწესდებო კაპიტალზე’’ და მეორე მხრივ,გამოშვებული „ცალობითი აქციების’’ რაოდენობაზე 

·        მაგ. თუ სს-ს მიერ გამოშვებულია 50 „ცალობითი აქცია’’ და ამ სს-ს „საწესდებო კაპიტალი’’ შეადგენს 200 000 ლარს,მაშინ მიუხედავად“ნომინალური ღირებულების’’ არქონისა ,ასეთი „აქციების’’ ფასი იქნება 4000 ლარი[200 000 :50= 4000 ]

 

ცხადია,“ ცალობითი აქციის’’ ეს ფასი შემდეგ დაექვემდებარება „ცვლილებებს’’  „კაპიტალის ბაზარზე’’[ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე][ან გაიზრდება ან შემცირდება]

მუხლი 155. აქცია ნომინალური ღირებულების გარეშე

1. სააქციო საზოგადოებას შეუძლია გასცეს აქცია ნომინალური ღირებულების გარეშე’’.

2. ნომინალური ღირებულების გარეშე აქციის’’  გამოშვების მინიმალური ღირებულება დგინდება შესაბამის განთავსებულ კაპიტალში’’[ანუ „საწესდებო კაპიტალში’’]  მისი წილით’’.

 

 

 

აქციათა ტიპები[ანუ სახეები]

·        დღესდღეობით ქართული „საკორპორაციო სამართალი’’ მხოლოდ „ერთი სახის[ტიპის]’’  „აქციას’’ იცნობს- ე.წ. „სახელობით აქციას’’ იცნობს.

·        „მეწარმეთა შესახებ’’ წინა კანონი[1994-19999 წლები] იცნობდა ე.წ.

საწარმდგენელო[წარმომდგენის] აქციებსაც’’

 

ა)საწარმომადგენლო[წარმომდგენის] აქცია[ აღარ გამოიყენება]

 

·        საწარმომადგენლო[წარმომდგენის] აქციაზე მოკლედ შეიძლება ითქვას,რომ ამგვარი ტიპის აქციას არ აღენიშნება მფლობელის ვინაობა და მისი გამოყენების უფლება აბსოლუტურად ყველას აქვს,ვინც მას ფლობს.

·        ეს უკიდურესად ამარტივებს ასეთი აქციების „ბრუნვაუნარიანობას’’

·        „საწარმდგენელო ფასიანი ქაღალდის’’ კლასიკური მაგალითი არის „ფული’’,რომელსაც არ აღენიშნება მისი მფლობელის კონკრეტული ვინაობა და რონელიც ნებისმიერ პირს უფლებას აძლევს შეიძინოს ესა თუ ის ქონება  ყოველგვარი შეფერხების გარეშე.

·        „საწარმდგენელო ფასიანი ქაღალდის’’ სხვა მაგალითია“არაგარანტირებული სასესხო ობლიგაციები’’,რომლებიც ასევე სრული ანონიმურობით ხასიათდება

·        „საწარმდგენელო ფასიანი ქაღალდებით’’ შესაძლებელია მზარდი მოცულობის ფინანსური ოპერაციების სწრაფად განხორციელება

·        თუმცა ასევე არსებობს „სხვა მიზეზები’’,რომლებიც“საწარმდგენელო აქციების’’ მიმართ მზარდ სკეპტიციზმს და ეჭვებს განაპირობებს’’

·        კერძოდ,“საწარმდგენელო აქციების’’ „სრული ანონიმურობა’’ და „ტრანზაქციების განხორციელების სისწრაფე’’ იწვევს „გაუმჭვირვალობის’’ საშიშროებას და შესაძლებელი ხდება „ გამოყენება „უკანონო მიზნებისტვის,როგორებიცაა „გადასახადებისგან თავის არიდება’’ და „ფულის გათეთრება’’

·        ბევრი ქვეყანა ან საერთოდ აუქმებს ასეთი ტიპის აქციებს ან მათ მიმართ მკაცრ რეგულირებებს იღებს.

·        საქართველო არ უშვებს „საწარმდგენელო აქციებს’’ და არც მატ საჭიროებას განიცდის.

 

ბ) „სახელობითი აქცია’’[საქრთველოში  ასეთი აქციები გამოიყენება]

 

 

·        „სახელობითი აქციაზე’’  [„სახელობითი აქციის სერტიფიკატზე’’] მითითებულია „მფლობელის’’ ვინაობა

·        კერძოდ,  აქციის „სერტიფიკატის’’ უკანა ნაწილზე აღინიშნება მფლობელის ვინაობა. ამ წარწერას „ინდოსამენტი’’ ეწოდება[რაც იტ. ნიშნავს „ზურგზე,უკან’’]

·        „სახელობითი აქცია’’ დაკავშირებული არის -„რეგისტრაციასთან’

·        „აქციათა რეესტრში’’ „აქციათა ს მფლობელის’’ რეგისტრაცია  წარმოშობს მის „ქონებრივ’’ თუ „მმარტველობით’’ უფლებებს.

·        „სახელობითი აქცია’’ „საწარმდგენელო აქციასთან შედარებით „ნაკლებად მოქნილია’’ და არც „ანონიმურია’’,მაგრამ იძლევა „უსაფრთხოების’’ და „მდგრადობის’’ გარანტიას,რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

 

 

აქციათა კლასები

·        „აქცია’’  თავისი არსით უკავშირდება  სს-ს „წევრობის ‘’ უფლებას

·        „ერთნაირი უფლებების’’ განმამტკიცებელ „აქციების სახეობას’’ - „აქციის კლასი’’ ეწოდება’’

·        სხვადასხვა „კლასის’’ „აქციების’’ გამოშვებით  „სააქციო საზოგადოებას’’[სს-ს] ეძლევა შესაძლებლობა „სხვადასხვა სახის ინვესტორები’’ მოიზიდოს

·        2021 წლი „მეწარმეთა შესახებ’’ კანონი  არეგულირებს  „აქციათა’’ ორ ძირითად კლასს: ა)“ჩვეულებრივი აქციის’’ კლასს და ბ)“პრივილიგირებული აქციის’’ კლასს

 

).“ჩვეულებრივი’’ აქცია[158-ე მუხ. 1-ლი ნაწ]

 

·        „ჩვეულებრივი აქცია’’ იძლევა როგორც „ხმის უფლებას’’ ,ისე „მოგების მიღების უფლებას’’[იმ დროს როდესაც „პრივილიგირებული აქცია’’ მხოლოდ „მოგების მიღების უფლებას’’ იძლევა,ოღონდ უფრო შეღავათიანი პირობებით]

·        „ჩვეულებრივი აქცია’’ წარმოადგენს აქციის „სტანდარტულ’’ სახეს ,რომელიც „თითო აქციაზე’’ „თითო ხმის’ უფლებას იძლევა

 

მუხლი 158. აქციის კლასი. აქციად კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდი

1. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, აქცია შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ან პრივილეგირებული. 1 ჩვეულებრივი აქცია საერთო კრებაზე 1 ხმის უფლებას უზრუნველყოფს.

პრივილეგირებული აქცია ხმის უფლებას არ უზრუნველყოფს, გარდა კანონით ან წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

პრივილეგირებულ აქციათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს განთავსებული აქციების’’[იხ. 153-ე მუხ. მე-3 ნაწ] რაოდენობის ნახევარს.

 

·        „ჩვეულებრივი აქცია’’ ასევე საშუალებას აძლევს მის მფლობელს „მიიღოს დივიდენდი’’,თუმცა „“აქციაზე’’ აღნიშნული არ არის დივიდენდის რაიმე განსაზღვრული ოდენობა’’  და ამავე სს-ში „პრივილეგირებული აქციების’’ არსებობისას,“ჩვეულებრივ აქციებზე’’ დივიდენდი მხოლოდ „მოგების არსებობისა’’  და ამ „პრივილიგერიბული აქციონერების’’ დაკმაყოფილების შემდეგ შეიძლება რომ განაწილდეს.[ეს დაიმახსოვრე]

·        მიუხედავად იმისა,რომ დივიდენდის მიღება ჩვეულებრივი აქციის შემთხვევაში შესაძლებელია „ნაკლებად უზრუნველყოფილი’’ იყოს,ჩვეულებრივი აქციების „ხმის უფლება’’ საშუალებას აძლევს აქციონერს ზეგავლენა მოახდინოს სააქციო საზოგადოების მმართველობაზე,რასაც პრივილეგირებული აქციების მფლობელი,როგორც წესი,მოკლებულია.

 

ბ)პრივილიგირებული’’ აქცია[158-ე მუხ. მე-2 ნაწ]

 

·        „პრივილეგირებული აქცია’’  „ჩვეულებრივი აქციისგან’’  განსხვავებით იძლევა მარტო „დივინდების მიღების’’ და არა „ხმის უფლებას’’

·        მარტივ შეკითხვას იმის თაობაზე,თუ  რაში გამოიხატება „პრივილეგირებული აქციის’’ „პრივილეგირებულობა’’,თუკი მას ხმის უფლება არ გააჩნია,პასუხობს „მეწარმეთა შესახებ’’ კანონი: „პრივილეგირებული აქცია’’ მის მფლობელს ,როგორც „წესი’’  უფლებას აძლევს ,დივიდენდი „უფრო სარგებლიანი განაკვეთით’’ მიიღოს და თანაც  „ჩვეულებრივი აქციის’’ მფლობელ პარტნიორზე უწინ .

·        ამგვარი აქციის „პრივილეგირებული’’ ბუნება იმდენად მნიშვნელოვანია და იმდენად ზეგაგავლენას ახდენს კორპორაციული დივიდენდების განაწილებაზ,რომ მისი რაოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს ე.წ. „განთავსებული აქციების’’ ნახევარს.[თუ რას ნოშნავს „განთავსებული აქციები’’ იხ. კონსპექტი -სს-ს „კაპიტალი’’]

 

·        აქციის „პრივილეგირებული’’ ხასიათი  არ ნიშნავს იმას,რომ „სამართლებრივად’’ „პრივილეგირებული აქციის’’ მფლობელი  ,რაიმე  სახით უფრო მაღლა დგას „ჩვეულებრივი’’ ან „სხვა’’ ’’ კლასის აქციონერებზე

·        თუ“პრივილეგირებული აქციის’’ კლასის  მიმართ ან კანონით ან წესდებით არ არის გათვალისწინებული რაიმე „უპირატესობა’’ უნდა ვიგულისხმოთ,რომ ასეთი უპირატესობა აქციათა ამ კლასს არ აქვს.

 

 

·        „პრივილეგირებული აქცია’’ ასევე არ უნდა იყოს გაგებული იმგვარადაც,თითქოს ის „დივიდენდის ‘’ მიღების 100%-იან გარანტიას იძლეოდეს

·        იმისათვის რომ „დივიდენდი’’ საერთოდ იყოს გაცემული საწარმოს[სს-ს] მიერ, ა)სამეურნეო წლის ბოლოს უნდა დაფიქსირდეს „მოგება’’ და ბ)“დივიდენდის  გაცემის თაობაზე’’ უნდა იყოს „გადაწყვეტილება’’ მიღებული „საერთო კრების’’ მიერ;

·        თუ „მოგება’’ არ დაფიქსირდება „პრივილეგირებული აციონერი’’ მოგებას ან „არ მიიღებს’’ ,ან  “გაუცემელი  მოგება’’ „აკუმულირდება ‘’და „შემდეში’’ იქნება გაცემული’’

·        „პრივილეგირებული აქციის’’ „დივიდენდი’’ კუმულაციურია ანუ „წინა წლების’’ გაუცემელი დივიდენდების  „დავალიანებები’’ , სრულად უნდა იყოს გადახდილი,ამასთან „ჩვეულებრივი აქციის’’ მფლობელისთვის დივიდენდის გაცემამდე.

·        ბუნებრივია,ეს შეიძლება უარყოფითად აისახოს „ჩვეულებრივი აქციების’’ მფლობელებზე,რადგან რამდენიმე წლის „კუმულაციური ‘’ დივიდენდის გაცემით ,მათზე გასაცემი დივიდენდი აღარც დარჩება.

·        „პრივილეგირებული აქციების’’ მოქმედება იმ შემტხვევაზეც ვრცელდება,როდესაც საწარმო[სს] იშლება და არსებობას წყვეტს.

·        საწარმოს დაშლის შემტხვევაშიც „პრივილეგირებული აქციის’’ მფლობელი იღებს „დივიდენდ’’ „უკეთესი განაკვეთით’’ ან/და „უკეთესი რიგითობით’’ ,ვიდრე სხვა კლასის აქციის მფლობელი.

მუხლი 158. აქციის კლასი. აქციად კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდი

2. პრივილეგირებული აქცია მის მფლობელს ანიჭებს წესდებით დადგენილ უპირატესობას დივიდენდის განაკვეთისა’’ და [დივიდენდის]“მიღების რიგითობის მხრივ’’.

იგივე უპირატესობა’’ მოქმედებს დაშლილი სამეწარმეო საზოგადოების ქონების აქციონერთა შორის განაწილებისას, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

) „სხვა’’ კლასის აქციები [158- ნუხ. მე-4 ნაწ]

 

·        სააქციო საზოგადოებამ შეიძლება შემოიღოს 158 ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით  გათვალისწინებულისგან განსხვავებული კლასის აქციები.[იხ. 158-ე მუხ მე-4 ნაწ]

·        ანუ . პრაქტიკაში  არსებობს ე.წ. „ჰიბრიდული აქციების’’ კატეგორია.

·        ასეთი „აქციებით’’ სს-ს პარტნიორები ცდილობენ შექმნან“ქონებრივი’’ და „მმართველობითი’’ უფლებების „ზუსტი’’ და „საჭირო’’ კომბინაცია.

·        ხშირად“ჰიბრიდული აქციების’’ „კონვერტირების’’[გადაცვლის] საშუალებაც არსებობს მაგ.,როდესაც „პრივილეგირებული აქციები’’ შესაძლოა კონვერტირებულ იყოს “ჩვეულებრივ აქციებში’’ ან პირიქით

·        ასევე შესაძლებელია სს-ებმა შემოიღონ:

a.    “გამოსყიდვადი’’ „პრივილეგირებული აქციები’’

b.      ან ისეთი „აქციები’’ ,რომლებსაც „დამატებითი ხმის უფლება’’ აქვთ „ჩვეულებრივ აქციებთან’’   შედარებით.’’

c.      ან ისეთი აქციები,რომლებიც ითვალისწინებენ დივიდენდების მიღებას მხოლოდ „ჩვეულებრივ აქციებზე’’ დივიდენდების გაცემის შემდეგ და ამის გამო იძლევიან „დამატებით ხმის უფლებას’’

·        ამრიგად,როგორც კანონისმიერი  „ჩვეულებრივი’’ და „პრივილეგირებული’’ აქციებით,ისე   „პარტნიორების მიერ’’ განსაზღვრული „სხვა’’ კლასის აქციებით ,საბოლოო ჯამში იქმნება „აქციის მფლობელისთვის’’   „ქონებრივი’’ და მმართველობითი’’ უფლებების მიმნიჭებელი  „სხვადასხვა’’ კომბინაციები

·        რა თქმა უნდა,დაუშვებელია ისეთი „აქციების კლასის ’’ შემოღება სს-ს მიერ,რომელიც ა) „საერთოდ არანაირ უფლებას არ იძლევა აქციონერისთვის ’’ ,ან ბ)“ბღალავს ადანიანის ძირითად უფლებებს’’ და არღვევს „საკორპორაციო სამარტლის’’ პრინციპებს

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

 

 

ყურადღება:

 

[სახელმძღვანელოში ასევე იხილე ,ისე სილაბუსით არ მოგეთხოვება]

 

1.      „აქციაში’’ კონვერტირებადი „სხვა’’ ფასიანი ქაღალდი გვ. 558

ა)„სასესხო ფასიანი ქაღალდები’’- ობლიგაციები გვ.560

ბ)   „დერივატივები’’გვ. 562

2.      „ვინკულირებული’’ აქციები გვ.563

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები