9.3 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
სარჩევი:
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სტატუსი[მუხ. 63-ე]
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის’’[შემდგომში „თბილისის’’]- უფლებამოსილებები
მხოლოდ თბილისისთვის მიკუთვნებული საკუთარ [ექსკლუზიურ] უფლებამოსილებები[მუხ. 64-ე]
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის „ნარჩენი’’ უფლებამოსილება [მე-16 მუხ.
მე-3 პუნქტი]
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტზე „დელეგირებული’’ უფლებამოსილებები[მე-17 მუხ]
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის „ორგანოები’’
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებები[მუხ. 24-ე]
2)ორგანიზაციული საქნიანობის სფეროში თბილისის საკრებულოს უფლებამოსილებები[მუხ.24-ე ნაწ. 1-ლი „ბ)
4)საფინანსო -საბიუჯეტო სფეროში თბილისის საკრებულოს უფლებამოსილებები[24-ე მუხ. 1-ლი ნაწ. „დ’’ ქვპ]
6)თბილისის საკრებულოს „დამატებითი“ უფლებამოსილებები[68-ე მუხ.1-ლი
ნაწ.]
თბილისის მუნიციპალიტეტის „ნარჩენი’’ უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანო [68-ე მუხ. ნაწ. მე-2]
„თბილისის საკრებულოს ‘’ უფლებამოსილების გადაცემის დაუშვებლობა[68-ე მუხ. ნაწ. მე-3]
„თბილისის საკრებულოს“ რიგგარეშე
სხდომების მოწვევა[მუხ.69-ე]
თბილისის საკრებულოს -„კომისიები’’ [მუხ. 70-ე]
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები [მუხ.71-ე]
„თბილისის’’ აღმასრულებელი ორგანოების სისტემა
„თბილისის მერის’’ სტატუსი,უფლებამოსილების ვადა და არჩევის წესი
„თბილისის მერის ‘’ უფლებამოსილებები [მუხ. 73-ე ნაწ. მე-2 ]
მუხ.51 მერისთვის „უნდობლობის“ გამოცხადება
თბილისის მერის უფლებამოსილების „შეჩერების’’ საფუძვლები[56-ე მუხ. 1-ლი ნაწ]
თბილისის მერის უფლებამოსილების „შეწყვეტის’’ საფუძვლები[56-ე მუხ. მე-2 ნაწ]
თბილისის მერის უფლებამოსილების „შეწყვეტის’’ „სხვა’’ საფუძველი[142-ე მუხ 1-ლი ნაწ. „ბ’’]
თბილისის მერის უფლებამოსილების „შეწყვეტის’’ ან „შეჩერბის’’ მომენტი
ახალარჩეული მერის უფლებამოსილების ვადა[მუხ. 56-ე ნაწ. მე-9]
მუხ.75 „თბილისის მთავრობის’’ უფლებამოსილებები
ა)“თბილისის მთავრობის’’ უფლებამოსილებები „ორგანიზაციული საქმიანობის „ სფეროში[მუხ. 75-ე „ა’’ პუნქტი]
გ)“თბილისის მთავრობის’’ უფლებამოსილებები „საფინანსო-საბიუჯეტო ’’ სფეროში[მუხ. 75-ე „გ’’ პუნქტი]
მუხლი 76. თბილისის მერის პირველი მოადგილე[ვიცე-მერი] და მოადგილეები
მუხ. 77 თბილისის მერიის „სტრუქტურული ერთეულები’’[ანუ „სამსახურები’’]
მუხ. 78.თბილისის „ორგანოების“[საკრებულოს და მერიის] კონტროლი და ზედამხედველობა
მუხ.79 საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება
მუხ.66 თბილისის „ადმინისტრაციული ერთეულები“ [ ანუ „რაიონები’’]
მუხ.80 „თბილისის რაიონის“ გამგეობა
მუხ.81 „რაიონის გამგეობის’’ –„თანამდებობის პირები’’
მუხ. 83 „რაიონის გამგებლის’’ მოადგილეები
მუხ.84 „რაიონის გამგეობის’’ „სტრუქტურული ერთეულები’’
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სტატუსი[მუხ. 63-ე]
·
თბილისის „სამართლებრივ მდგომარეობას’’ 2014 წლამდე“საქართველოს დედაქალაქის-თბილისის
შესახებ’’ კანონი განსაზღვრავდა
·
2014 წელს მიღებულმა საქარტველოს ორგანულმა კანონმა“ადგილობრივი თვითმართველობის
კოდექსი’’ გააუქმა „თბილისის შესახებ’’ კანონი
და „თბილისის შესახებ ნორმებს’’ თავისი ცალკე „კარი’’ დაუთმო
·
აღნიშნული „კარი’’ ადგენს ყველა
იმ გამონაკლისს,რითაც „ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტი’’[შემდგომში „თბილისი’’] განსხვავდება საქარტველოს „სხვა’’ მუნიციპალიტეტებისგან
·
თუ რაიმე „კონკრეტული საკითხი’’ ამ „კარით’’ არ წესრიგდება,გამოიყენება
მუნიციპალიტეტისთვის დადგენილი „ზოგადი’’ წესები [ანუ მე-16 მე-17 და სხვა მუხლები]
·
კოდექსის
63-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: „საქართველოს დედაქალაქი − თბილისი არის თვითმმართველი ქალაქი.’’
·
მისი „დედაქალაქის’’
სტატუსი კი გულისხმობს :“ თბილისის „განსაკუთრებულ[ანუ
სპეციალურ] სამართლებრივ მდგომარეობას“, რომელიც „სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი ინტერესების
დასაცავად“ უზრუნველყოფს „მუნიციპალიტეტის ორგანოების“ მეშვეობით
„თბილისის მართვას“[იხ. 63-ე მუხ. მე-2 ნაწ]
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის’’[შემდგომში „თბილისის’’]- უფლებამოსილებები
·
„თბილისის’’ უფლებამოსილებები მოიცავს
:
a. „ზოგადად მუნიციპალიტეტებისთვის’
მიმიჭებულ „საკუთარ[ექსკლუზიურ] უფლებამოსილებებს’’ [ანუ 16-ე მუხლით დადგენილ „უფლებამოსილებებს“]
და
b. დამატებით[მხოლოდ თბილისისთვის
მიკუთვნებულ საკუთარ [ექსკლუზიურ] უფლებამოსილებებს’’ [ანუ 64-ემუხლით დადგენილ „უფლებამოსილებებს“]
ხ
მხოლოდ თბილისისთვის მიკუთვნებული საკუთარ [ექსკლუზიურ] უფლებამოსილებები[მუხ. 64-ე]
1) საქართველოს დედაქალაქის დადგენილ
ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ბუნებრივი თუ ანთროპოგენური გეოინფორმაციული ერთეულის,
თბილისის ადმინისტრაციული ერთეულის, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, გეგმარებითი
რაიონის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, სხვა ტერიტორიული ერთეულის, მთის, ბორცვის,
ხევის, მდინარის, ტბის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის,
შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის,
ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ტყის, საქალაქო სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის,
სატრანსპორტო სისტემის ობიექტის- სახელდება;[64-ე მუხ. „გ’’ ქვპ]
2) ჩამდინარე წყლების გასუფთავება
და უტილიზაცია;[64-ე მუხ. „ე’’ ქვპ]
3) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და
სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
უფლებამოსილებები;[64-ე მუხ. „ვ’’ ქვპ]
4) საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი
ავტომობილით − ტაქსით
(M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო
პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის
ფასისა და მისი გადახდის წესის, ნებართვის მფლობელთა შესახებ ერთიანი საინფორმაციო
ბაზის შექმნის, განახლებისა და დამუშავების წესის განსაზღვრა;[64-ე მუხ. „ზ’’ ქვპ]
5) საჭიროების შემთხვევაში, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის
განკუთვნილ ზოლში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია)
ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მოძრაობის
ან/და მგზავრთა ჩასხდომა/დასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილის ან/და დროის
და პირობების განსაზღვრა.[64-ე მუხ. „თ’’ ქვპ]
ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის „ნარჩენი’’ უფლებამოსილება [მე-16
მუხ. მე-3 პუნქტი]
თბილისის მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტოს ნებისმიერი
საკითხი, რომლის გადაწყვეტაც საქართველოს კანონმდებლობით არ არის ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილება
და აკრძალული არ არის კანონით[მე-16 მუხ .
მე-3 ნაწ.]
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტზე „დელეგირებული’’ უფლებამოსილებები[მე-17 მუხ]
·
თბილისის მუნიციპალიტეტს შეიძლება გააჩნდეს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს
მიერ“დელეგირებული’’ უფლებამოსილებებიც,რომელთა
განხორციელებაც ადგილობრივ დონეზე უფრო ეფექტიანია.[მე-17 მუხ. 1-ლი ნაწ]
·
თბილისის მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების
დელეგირება შეიძლება შესაბამისად საქართველოს საკანონმდებლო აქტით , ან საქართველოს კანონმდებლობის
საფუძველზე დადებული ხელშეკრულებით, სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით.[მე-17 მუხ. მე-2 ნაწ]
·
თბილისის მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია დელეგირებული
უფლებამოსილებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ადგილობრივ პირობებთან მისადაგებით განახორციელოს.[მე-17 მუხ. მე-4 ნაწ]
·
უფლებამოსილებების დელეგირებისას იმავე აქტით უნდა განისაზღვროს ის სამინისტრო/სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო
დაწესებულება, რომელიც დელეგირებული უფლებამოსილებების
განხორციელებას სახელმწიფო დარგობრივ ზედამხედველობას გაუწევს.[მე-17
მუხ. მე-5 ნაწ]
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის „ორგანოები’’
· თბილისში „ადგილობრივი თვითმმართველობა’’
ხორციელდება:
ა) წარმომადგენლობითი
ორგანოს - „თბილისისა საკრებულოს’’
და
ბ)აღმასრულებელი ორგანოების სისტემის-„თბილისის მერიის’’
მეშვეობით
ხ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებები[მუხ. 24-ე]
„თბილისის
საკრებულოს უფლებამოსილებები კანონით რამდენიმე ჯგუფად
იყოფა.ეს ჯგუფებია :
1)ადმინისტრაციულ -ტერიტორიული ორგანიზების და მისი იდენტურობის განსაზღვრის სფეროში თბილისის საკრებულოს უფლებამოსილებები [24-ე მუხ. 1-ლი ნაწ. „ა’’]
·
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება, მათი
საზღვრების დადგენა;[მუხ. 24-ე ნაწ. 1-ლი „ა.ა’’
·
მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის
და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობების წარდგენა[მუხ. 24-ე ნაწ. 1-ლი „ა.ბ’’
·
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის სიმბოლოების
(გერბის, დროშისა და სხვა სიმბოლოების) დადგენა;[მუხ. 24-ე
ნაწ. 1-ლი „ა.გ’’
·
მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და
მინიჭების წესების დადგენა
·
ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს,
მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის,
სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი
მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის
ობიექტის სახელდება;[მუხ. 24-ე ნაწ. 1-ლი „ა.დ’’
2)ორგანიზაციული საქნიანობის სფეროში თბილისის საკრებულოს უფლებამოსილებები[მუხ.24-ე
ნაწ. 1-ლი „ბ)
·
მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცება [მუხ. 24-ე ნაწ. 1-ლი „ბ.ა’’
ქვეპუნქტი]
·
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის არჩევა
და თანამდებობიდან გადაყენება; [მუხ. 24-ე ნაწ. 1-ლი „ბ.ბ’’ ქვეპუნქტი]
·
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
შესახებ გადაწყვეტილების მიღება;[მუხ. 24-ე ნაწ. 1-ლი „ბ.გ’’ ქვეპუნქტი]
·
·
მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შექმნა; კომისიის თავმჯდომარის
არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება; ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ
სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტების განსაზღვრა და დამტკიცება, კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღება; კომისიის
დებულების დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა;;[მუხ.
24-ე ნაწ. 1-ლი „ბ.დ’’ ქვეპუნქტი]
·
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა და გაუქმება,
დროებითი სამუშაო ჯგუფის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილების
შეტანა;;[მუხ. 24-ე ნაწ. 1-ლი „ბ.ე’’ ქვეპუნქტი]
·
მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება;
შეფასება;[მუხ. 24-ე ნაწ. 1-ლი „ბ.ვ’’ ქვეპუნქტი]
·
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში მუნიციპალიტეტის/საკრებულოს
წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნა; [მუხ. 24-ე ნაწ. 1-ლი „ბ.ზ’’
ქვეპუნქტი]
·
მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად
და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად, აგრეთვე საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სათათბირო ორგანოების
(საბჭო, კომიტეტი და სხვა) შექმნა და მათი საქმიანობის წესის განსაზღვრა; [მუხ. 24-ე ნაწ. 1-ლი „ბ.თ’’
ქვეპუნქტი]
·
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის დამტკიცება;[მუხ. 24-ე ნაწ. 1-ლი „ბ.ი’’
ქვეპუნქტი]
3)მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის რეგულირების და კონტროლის სფეროში თბილისის საკრებულოს უფლებამოსილებები[24-ე
მუხ. ნაწ.1-ლი „გ’’]
·
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოებისა და ამ ორგანოების თანამდებობის
პირების საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება;[მუხ. 24-ე ნაწ. 1-ლი „გ.ა’’
ქვეპუნქტი]
·
მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებისა და საშტატო ნუსხების
დამტკიცება; [მუხ. 24-ე ნაწ. 1-ლი „გ.ბ’’ ქვეპუნქტი]
·
·
მუნიციპალიტეტის მერისთვის უნდობლობის გამოცხადება;შეფასება;[მუხ. 24-ე ნაწ. 1-ლი „გ.გ’’
ქვეპუნქტი]
·
მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების
გეგმის შემმუშავებელი ერთობლივი საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცება;გამოცხადება;შეფასება;[მუხ. 24-ე ნაწ. 1-ლი „გ.დ’’
ქვეპუნქტი]
·
მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების,
გენერალური და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების კონცეფციებისა
და პროექტების დამტკიცება;გამოცხადება;შეფასება;[მუხ. 24-ე
ნაწ. 1-ლი „გ.ე’’ ქვეპუნქტი]
·
უნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის
მართვის გეგმის დამტკიცება;გამოცხადება;შეფასება;[მუხ.
24-ე ნაწ. 1-ლი „გ.ვ’’ ქვეპუნქტი]
·
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში სპეციალური
დანიშნულებით ჭრის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების დამტკიცება;გამოცხადება;შეფასება;[მუხ. 24-ე ნაწ. 1-ლი „გ.ზ’’
ქვეპუნქტი]
·
თუ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს, მერიის თანამდებობის პირის
ან სხვა მოხელის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის
საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და საქართველოს კანონმდებლობას,
საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მისი სასამართლოში
გასაჩივრების შესახებ. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს სასამართლოში წარმოადგენს საკრებულოს
ან საკრებულოს დავალებით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი, ხოლო მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელ ორგანოს/მერიას − მერის მიერ განსაზღვრული პირი.[მუხ. 63-ე ნაწ.მე-3]
4)საფინანსო -საბიუჯეტო სფეროში თბილისის საკრებულოს უფლებამოსილებები[24-ე
მუხ. 1-ლი ნაწ. „დ’’ ქვპ]
·
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება, დამტკიცებულ
ბიუჯეტში ცვლილების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების კონტროლი და ბიუჯეტის შესრულების შეფასება;[მუხ. 24-ე ნაწ. 1-ლი „დ.ა’’
ქვეპუნქტი]
·
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და
მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება[მუხ. 24-ე ნაწ. 1-ლი „დ.ბ’’ ქვეპუნქტი]
·
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცება;[მუხ. 24-ე ნაწ. 1-ლი „დ.დ’’
ქვეპუნქტი]
·
მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების
ოდენობების და მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მერიის თანამდებობის პირთა და სხვა
მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; [მუხ.
24-ე ნაწ. 1-ლი „დ.ე’’ ქვეპუნქტი]
5)მუნიციპალიტეტის ქონების მართვის და განკარგვის სფეროში თბილისის საკრებულოს უფლებამოსილებები[24-ე
მუხ. 1-ლი ნაწ. „ე’’ ქვპ]
·
საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული
ფასის დადგენა, მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ქირის
საწყისი საფასურის განსაზღვრის წესების დადგენა [მუხ. 24-ე
ნაწ. 1-ლი „ე.გ’’ ქვეპუნქტი]
·
მუნიციპალიტეტის ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ
გადაწყვეტილების მიღება;[მუხ. 24-ე ნაწ. 1-ლი „ე.ე’’ ქვეპუნქტი]
·
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტყისა და წყლის რესურსების მართვის
წესის დადგენა.[მუხ. 24-ე ნაწ. 1-ლი „ე.ვ’’ ქვეპუნქტი]
6)თბილისის საკრებულოს „დამატებითი“ უფლებამოსილებები[68-ე მუხ.1-ლი ნაწ.]
·
თბილისის მთავრობის თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლი;
·
თბილისის მთავრობისთვის სესხის აღებაზე თანხმობის მიცემა
·
საქართველოს დედაქალაქის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ბუნებრივი
თუ ანთროპოგენური გეოინფორმაციული ერთეულის, თბილისის ადმინისტრაციული ერთეულის, ისტორიულად
ჩამოყალიბებული უბნის, გეგმარებითი რაიონის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, სხვა ტერიტორიული
ერთეულის, მთის, ბორცვის, ხევის, მდინარის, ტბის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის),
გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის,
ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ტყის, საქალაქო სასაფლაოს, პანთეონის,
შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდება;
·
თბილისის მთავრობის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, აგრეთვე
მისი დებულების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;
·
ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში თბილისის მთავრობის წარდგინებით,
მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულების დამტკიცება, აგრეთვე ისეთი გარიგების
დადებაზე თანხმობის გაცემა, რომლის ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
გადასახდელების 5 პროცენტს;
·
თბილისის მთავრობის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის
წესების, აგრეთვე 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს ქონების
განკარგვის წესის დადგენა ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით;
·
საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ გზების ჩამონათვალის
განსაზღვრა, რომლებზედაც ავტობუსები (M2 და M3 კატეგორიები) მხოლოდ ავტობუსების
გაჩერების ადგილებზე გაჩერდებიან;
·
საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის
საავტომობილო გზებზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით სატვირთო ავტომობილით
მოძრაობისთვის ან/და სატრანსპორტო საშუალებით პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი
პირისთვის სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის მიწოდებისთვის/ტრანსპორტირებისთვის
ადგილის ან/და დროის განსაზღვრა;
·
საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე კულტურული
მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი
ფიზიკური ან იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული ავტობუსის (M2 ან
M3 კატეგორიის) ან იმავე საქმიანობის განმახორციელებელი ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო
საშუალების მარშრუტების დამტკიცება
·
სპეციალური რეგულარული გადაყვანის (საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ
საზღვრებში დასაქმებული პირების, მოსწავლეების, სტუდენტების რეგულარული გადაყვანის)
განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული ავტობუსის
(M2 ან M3 კატეგორიის) მარშრუტების დამტკიცება;
·
საჭიროების შემთხვევაში, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის
განკუთვნილ ზოლში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია)
ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მოძრაობის
ან/და მგზავრთა ჩასხდომა/დასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილის ან/და დროის
და პირობების განსაზღვრა;
·
თბილისის მთავრობის წევრის თანამდებობაზე დანიშვნაზე თანხმობის მიცემა;
·
„საკუთარი’’ და „დელეგირებული’’ უფლებამოსილებების განხორციელებასთან
დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება;
·
ორგანული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტებითა და თბილისის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების
განხორციელება.
ხ
თბილისის მუნიციპალიტეტის „ნარჩენი’’ უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანო [68-ე მუხ. ნაწ. მე-2]
·
ზენოაღნიშნული თბილისის ე.წ.
„ნარჩენი’’ უფლებამოსილების განმახორციელებელი „ძირითადი’’ ორგანოა- „თბილისის საკრებულო’’
·
თუ ორგანული კანონი ან საქართველოს კანონნდებლობა არ განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის
„საკუთარი’’ ან „დელეგირებული’’ უფლებამოსილების განხორციელებაზე პასუხისმგებელ მუნიციპალიტეტის
ორგანოს,აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის საკრებულო ან თბილისის საკრებულოს დავალებით − თბილისის მერი/ან
თბილისის მთავრობა.[68-ე
მუხ. ნაწ. მე-2]
ხ
„თბილისის საკრებულოს ‘’ უფლებამოსილების გადაცემის დაუშვებლობა[68-ე მუხ. ნაწ. მე-3]
თბილისის
საკრებულოს ის უფლებამოსილება, რომელიც ამ კანონით ან საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ
განსაზღვრულია, როგორც თბილისის საკრებულოს უფლებამოსილება, არ შეიძლება გადაეცეს სხვა ორგანოს ან თანამდებობის პირს, თუ კანონი უშუალოდ არ ითვალისწინებს მისი გადაცემის შესაძლებლობას.[68-ე მუხ. ნაწ. მე-3]
„თბილისის საკრებულოს“ რიგგარეშე სხდომების მოწვევა[მუხ.69-ე]
·
საკრებულოს „მორიგ ‘’ სხდომებს თვეში ერთხელ მაინც იწვევს -საკრებულოს თავმჯდომარე
·
ხოლო საკრებულოს „რიგგარეშე“ სხდომა მოიწვევა: ა) მერის
წინადადებით,ბ)საკრებულოს თავნჯდომარის ინიციატივით,გ)საკრებულოს სიითი შემადგენლობის
არანაკლებ 1/3 -ის წერილობიტი მოთხოვნით დ) საკრებულოს ფრაქციის წინადადებით ე)თბილისში
რეგისტრირებული არანაკლებ 10 000 ამომრჩევლის მოთხოვნით.
თბილისის საკრებულოს -„კომისიები’’ [მუხ. 70-ე]
·
თბილისის საკრებულოში ამ კანონით დადგენილი წესით იქმნება არაუმეტეს
11 კომისიისა.
·
ამჟამად შექმნილია შემდეგი კომისიები:
1) სარევიზიო კომისია
2) ჯანმრთელობის დაცვისა დასოციალურ
საკითხთა კომისია
3) განათლების და კულტურის კომისია
4) იურიდიულ საკიტხტა დაადამიანის
უფლებათა დაცვის კომისია
5) სატრანსპორტო საკიტხთა კომისია
6) გარემოს დაცვის კომისია
7) სახელდების და სიმბოლიკის კომისია
8) სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა
კომისია
9) ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო
პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისია
10) ქონების მარტვის და საფინანსო-საბიუჯეტო
კომისია
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები [მუხ.71-ე]
·
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის, პირველი
მოადგილე.
·
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე ან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით
− ერთ-ერთი მოადგილე.
ხ
„თბილისის’’ აღმასრულებელი ორგანოების სისტემა
მუხ.72 „თბილისის მერია’’
·
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
„აღმასრულებელი ორგანოების სისტემას’’
წარმოადგენს -„თბილისის მერია’’
ხ
·
„თბილისის მერიის’’ შემადგენლობაში შედიან : ა) „თბილისის მერი’’ ,ბ)თბილისის „მთავრობა’’ გ)თბილისის
მერიის „სტრუქტურული ერთეულები’’ და დ) თბილისის „რაიონების გამგეობები’’[72-ე მუხ.
1-ლი ნაწ]
ხ
·
„თბილისის მერია’’ უზრუნველყოფს თბილისის აღმასრულებელ-განმკარგულებელ საქმიანობას.
ხ
·
თბილისის მერიის „თანამდებობის პირები“ არიან:
a. თბილისის მერი,
b. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი)
c.
თბილისის მერის მოადგილე,
d. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და
e. თბილისის რაიონის გამგებელი. [მუხ.72-ე ნაწ. მე-2]
·
კანონით არ არის შეზღუდული თბილისის მერიის „თანამდებობის პირების“ რაოდენობა
ხ
·
თბილისის მერიის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება „თბილისის მერიის დებულებით“[მუხ.72-ე ნაწ. მე-3]
·
ამჟამად შექმნილია შემდეგი „სამსახურები’’
:
a. „ინფრასტრუქტურის განვითარების’’
b. „გარემოს დაცვის’’
c. „ჯანდაცვის და სოცმომსახურების’’
d. „იურიდიული ‘’
e. „შესყიდვების’’
f. „უსაფრთხოების’’
g. „საფინანსო’’
h. „კულტურის’’„განათლების’’„სპორტის’’
და „ახალგაზრდულ საქმეთა’’
i. „ეკონომიკური განვითარების’’
j. „ტრანსპორტის’’ და „ურბანული
განვიტარების’’სააგენტო
k. თბილისის მუნიციპალური ინსპექცია’’
[იხ.
https://tbilisi.gov.ge ]
მუხ. 73 „თბილისის მერი’’
„თბილისის მერის’’ სტატუსი,უფლებამოსილების ვადა და არჩევის წესი
[მუხ. 73-ე ნაწ. 1-ლი]
·
თბილისის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო − თბილისის
მერი − არის „თბილისის მთავრობის“
ხელმძღვანელი.
·
თბილისის მერი აირჩევა პირდაპირი არჩევნებით, 4 წლის ვადით, ხოლო რიგგარეშე არჩევნებში − თბილისის საკრებულოს უფლებამოსილების
დარჩენილი ვადით.
·
თბილისის მერის არჩევის წესი
დგინდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო
კოდექსი“.[იქ. ნახე]
ხ
„თბილისის მერის ‘’ უფლებამოსილებები
[მუხ. 73-ე ნაწ. მე-2
]
ა)
საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს თბილისის მერიის საქმიანობას;
ბ)
უძღვება თბილისის მთავრობის საქმიანობას, უნაწილებს ფუნქციებს თავის მოადგილეებს;
გ)
თავმჯდომარეობს თბილისის მთავრობის სხდომებს;
დ)
შეიმუშავებს და თბილისის საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტების პროექტებს;
ე)
თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის ბიუჯეტის, ბიუჯეტში შესატანი
ცვლილების პროექტებს და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
ვ)
ხელს აწერს თბილისის მთავრობის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ზ)
მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური
განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების თბილისის საკრებულოსთვის
დასამტკიცებლად წარდგენას;
თ)
თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების,
გენერალური და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების კონცეფციებსა
და პროექტებს;
ი)
გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
კ)
ხელს აწერს მუნიციპალიტეტისა და თბილისის მთავრობის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა
და შეთანხმებებს; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ)
წარმოადგენს თბილისს და თბილისის მთავრობას, მოქმედებს მათი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას,
ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით
უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა ამ კანონით გათვალისწინებული
შემთხვევებისა;
მ)
თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის მერიისა და მერიის სტრუქტურული
ერთეულების დებულებებს, თბილისის რაიონის გამგეობისა და რაიონის გამგეობის სტრუქტურული
ერთეულების ტიპურ დებულებებს, აგრეთვე თბილისის მერიისა და თბილისის რაიონის გამგეობის
საშტატო ნუსხებს;
ნ)
ამ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
თბილისის მერიის თანამდებობის პირებს; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს თბილისის მერიის სხვა საჯარო მოსამსახურეებს, გარდა ამ კანონის 82-ე მუხლის
მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ო)
თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის მერიის თანამდებობის პირთა
და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს;
პ)
უნაწილებს ფუნქციებს თბილისის მერიის მოსამსახურეებს; დავალებებს აძლევს თბილისის მერიის
თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;
ჟ)
თბილისის მერიის დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს თბილისის მერიის თანამდებობის
პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „ტ“−„ქ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა,
რომლებიც ამ კანონის შესაბამისად თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის
მიცემას საჭიროებს;
რ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს თბილისის მერიის მოხელეთა
წახალისებისა და საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების
შესახებ
ს)
ამტკიცებს თბილისის მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე
თბილისის მერიის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ტ)
თბილისის საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, თბილისის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი
წესით წარუდგენს ანგარიშს თბილისის მთავრობისა და მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ,
აგრეთვე თბილისის საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს
წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს;
უ)
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის
შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი,
უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;
ფ)
ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;
ქ)
მისი უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად ქმნის სათათბირო
ორგანოებს − კომისიებს, საბჭოებსა და სამუშაო ჯგუფებს;
ქ1)
კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების
(მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა
უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების
შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტით;
ღ)
ახორციელებს ამ კანონითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით
გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ხ
მუხ.51 მერისთვის „უნდობლობის“ გამოცხადება
·
თბილისის მერის’’ თანამდებობიდან გადაყენება შესაძლებელია „უნდობლობის გამოცხადების’’ გზით
·
„მერისთვის უნდობლობის
გამოცხადების“ პროცედურის ინიციირების საფუძველია მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის
ან მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 20 პროცენტის-
წერილობითი ინიციატივა
„მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ“.[51-ე მუხ. ნაწ.1-ლი]
ხ
·
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა ინიციატივა განიხილება მისი წარდგენიდან
არაუგვიანეს 10 დღისა. მერისთვის „უნდობლობა“
გამოცხადებულად ჩაითვლება, თუ „ინიციატივას“ მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა.
·
მერისთვის უნდობლობის გამოცხადება იწვევს მისი „უფლებამოსილების შეწყვეტას’’.[51-ე მუხ. ნაწ.მე-10]
ხ
·
მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მერისთვის უნდობლობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში
„უნდობლობის“ საკითხის დასმა
მომდევნო 6 თვის განმავლობაში
დაუშვებელია. [51-ე მუხ. ნაწ.მე-11]
ხ
·
მერისთვის უნდობლობის გამოცხადების
პროცედურის ინიციირება და უნდობლობის გამოცხადება
დაუშვებელია მერის
არჩევიდან 6 თვის, აგრეთვე მერის უფლებამოსილების ვადის ბოლო 1 წლის განმავლობაში[51-ე მუხ. ნაწ.მე-12]
თბილისის მერის უფლებამოსილების „შეჩერების’’ საფუძვლები[56-ე მუხ. 1-ლი ნაწ]
თბილისის მერის უფლებამოსილების შეჩერების საფუძველია:
ა)
სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება;
ბ)
სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება;
გ)
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, თუ გასული არ არის საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა;
დ)
შვებულება;
ე)
დროებითი შრომისუუნარობა;
ვ)
საპრეზიდენტო არჩევნებში ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში კანდიდატად წარდგენა,
თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ზ)
უფლებამოსილების შეჩერების სხვა შემთხვევები (კანონის შესაბამისად ან მის საფუძველზე).
თბილისის მერის უფლებამოსილების „შეწყვეტის’’ საფუძვლები[56-ე მუხ. მე-2
ნაწ]
თბილისის მერის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია:
ა)
უფლებამოსილების ვადის ამოწურვა;
ბ)
უფლებამოსილების პირადი განცხადებით მოხსნა;
გ)
საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა ან
კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის
სასამართლოში გასაჩივრების ვადის გასვლა;
დ)
გარდაცვალება;
ე)
სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის
მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ვ)
საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
ზ)
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანამდებობის
პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება;
თ)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ „უნდობლობის გამოცხადება“;
ი)
ამ კანონის 141-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნა.
მუხლი 141. საკრებულოს დათხოვნა და მისი საქმიანობის შეჩერება |
1. საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება ხდება საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას. 2. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წარდგინებით და საქართველოს პარლამენტის თანხმობით გამოსცემს ბრძანებულებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნის ან მისი საქმიანობის შეჩერების შესახებ. 3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება შესაბამისად იწვევს მერის უფლებამოსილების შეწყვეტას ან შეჩერებას. |
თბილისის მერის უფლებამოსილების „შეწყვეტის’’ „სხვა’’ საფუძველი[142-ე მუხ 1-ლი ნაწ.
„ბ’’]
·
„თბილისის მერს’’ უფლებამოსილება
ასევე „ ვადამდე უწყდება’’,თუ მუნიციპალიტეტის
საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვეში
არ დაამტკიცებს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილ მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის პროექტს; [ იხ. 142-ე მუხლი] ასეთ შემთხვევაში
როგორც საკრებულოს ,ისე მერის უფლებამოსილების
„ვადამდე შეწყვეტის ‘’ შესახებ გადაწყვეტილებას დადგენილებით იღებს „საქართველოს მთავრობა’’
მუხლი 142. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა |
1. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტოს, თუ: ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულო ახალი
საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვეში
არ დაამტკიცებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
შედგენილ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს; |
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება კი იწვევს
მერის უფლებამოსილების შეწყვეტას ან შეჩერებას.[იხ.
141-ე ნაწ. მე-3]
ხ
თბილისის მერის უფლებამოსილების „შეწყვეტის’’ ან „შეჩერბის’’ მომენტი
·
56-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ა-თ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებსი,“თბილისის
მერს’’ უფლებამოსილება „შუჩერდება’’ ან
„შეუწყდება’’,შესაბამისი
„ფაქტის’’
დადგომის მომდევნო დღიდან [მაგ.“შვებულებაში’’ გასვლის მომდევნო დღიდან
[შეუჩერდება] ან საკრებულოს მიერ „უნდობლობის გამოცხადების“ მომდევნო დღიდან[შეუწყდება]
ხ
·
“თბილისის მერის’’ უფლებამოსილების „შეჩერებას
’’ ან „შეწყვეტას’’ საკრებულო „ცნობად იღებს’’ და აფორმებს “საკრებულოს სხდომის’’
სოქმო ჩანაწერით
ხხხხხხ
ახალარჩეული მერის უფლებამოსილების ვადა[მუხ. 56-ე ნაწ. მე-9]
·
მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ახალარჩეული მერის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების [დარჩენილი] ვადით.[მუხ. 56-ე ნაწ. მე-9]
მუხლი 56. მერის უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები
მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ახალარჩეული მერის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით.
მუხ.74 “თბილისის მთავრობა’’
·
განსხვავებით „სხვა’’ მუნიციპალიტეტებისგან და „თვითმმართველი ქალაქებისგან’’
·
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში’’
დამატებით[!] ფუნქციონირებს კოლეგიალური აღმასრულებელი ორგანო-„თბილისის მთავრობა’’,რომელიც
„უზრუნველყოფს თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებების აღსრულებას’’[ი. 74-ე მუხ.
1-ლი ნაწ.
ხ
·
ყურადღება: „მთავრობა’’ იქმნება მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტში [!!]
ხ
·
„თბილისის მთავრობა’’ შედგება:
a.
თბილისის მერისგან,
b.
მერის პირველი მოადგილისგან
(ვიცე-მერი)
c. მერის მოადგილეებისგნ ,
d. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების[ ანუ სამსახურების] ხელმძღვანელებისგან
[გარდა
თბილისის მერიის სისტემაში შემავალი, „კონტროლისა“ და „ზედამხედველობის“
განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების[სამსახურების]
ხელმძღვანელებისა)
e.
თბილისის რაიონების გამგებლებისგან.
[იხ. 74-ე მუხ. მე-2 ნაწილი] :
ხ
·
თბილისის მთავრობის სხდომებს თავმჯდომარეობს თბილისის მერი ან თბილისის მერის დავალებით
− თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი)
ან ერთ-ერთი მოადგილე.[იხ. 74-ე მუხ. მე-3 ნაწილი] :
ხ
·
თბილისის მთავრობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას
ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
·
„გადაწყვეტილება“ მიიღება მთავრობის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით.[!].[იხ. 74-ე მუხ. მე-4 ნაწილი]
ხ
·
თბილისის მთავრობის ა)სტრუქტურა,
ბ)უფლებამოსილება და გ) საქმიანობის წესი
განისაზღვრება 1) ორგანული კანონით, 2)თბილისის მერიის დებულებითა და 3) საქართველოს მთავრობის რეგლამენტით. [იხ. 74-ე მუხ. მე-4
ნაწილი]
მუხ.75 „თბილისის მთავრობის’’ უფლებამოსილებები
ა)“თბილისის მთავრობის’’ უფლებამოსილებები „ორგანიზაციული საქმიანობის „ სფეროში[მუხ. 75-ე „ა’’ პუნქტი]
„თბილისის მთავრობა’’ :
·
კოორდინაციას უწევს თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და თბილისის
რაიონების გამგეობების საქმიანობას;
·
დავალებებს აძლევს მთავრობის წევრებს მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული
საკითხების მომზადებისა და გადაწყვეტის მიზნით
·
შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის
რეგლამენტის და მასში შესატანი ცვლილების პროექტებს;
·
მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად,
შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის კომისიებს, საბჭოებსა
და სხვა საკონსულტაციო ორგანოებს;
·
თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის მერიის სტრუქტურული
ერთეულისა და თბილისის რაიონის გამგეობის მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის
საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების, აგრეთვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის გამოცემისა და გაცნობის წესსა და პირობებს;
ბ)“თბილისის მთავრობის’’ უფლებამოსილებები „თბილისის საკრებულოსთან ურთიერთობის’’ სფეროში[მუხ. 75-ე „ბ’’ პუნქტი]
„თბილისის მთავრობა’’ :
·
ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და თბილისის საკრებულოს მისაღებად
წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;
·
უზრუნველყოფს თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტების აღსრულებას;
გ)“თბილისის მთავრობის’’ უფლებამოსილებები „საფინანსო-საბიუჯეტო
’’ სფეროში[მუხ. 75-ე „გ’’ პუნქტი]
·
შეიმუშავებს და განიხილავს თბილისის ბიუჯეტის პროექტს; უზრუნველყოფს დამტკიცებული
ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; საჭიროების შემთხვევაში ამზადებს
წინადადებებს ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ, ადგენს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს
და უზრუნველყოფს მის საჯაროობას
·
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი
წესით თბილისის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი
დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების
შესახებ;
·
მუნიციპალიტეტის სახელითა და თბილისის საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს
ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;
·
თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი
გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების
პროექტებს;
·
არაუგვიანეს თებერვლისა თბილისის საკრებულოს უგზავნის შესყიდვების
გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს;
·
საჭიროების შემთხვევაში ამტკიცებს თბილისის ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამების
განხორციელების წესს;
ხ
დ)“თბილისის მთავრობის’’ უფლებამოსილებები „მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის’’ სფეროში[მუხ. 75-ე „დ’’ პუნქტი]
·
ამ კანონითა და თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას
მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ
·
თბილისის საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო
სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ამ
კანონის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და
მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;
·
ამტკიცებს კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირების წესდებებს (დებულებებს); ნიშნავს და ათავისუფლებს კერძო სამართლის
სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხელმძღვანელებს და
აკონტროლებს მათ საქმიანობას; იღებს გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირისათვის ფინანსური სახსრებისა და მოძრავი ქონების საკუთრებაში
გადაცემის შესახებ;
·
თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიული
პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებს, აგრეთვე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებას (დებულებას);
·
თბილისის საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის
ქონების შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით
ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან
განთავისუფლების საკითხი;
·
თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს პრივატიზებული
თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით
გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების)
შეცვლის ან გაუქმების შესახებ წინადადებას
·
ამ კანონის შესაბამისად, თბილისის საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას
მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;
·
უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას,
რეკონსტრუქციასა და აღდგენას;
·
ამ კანონით და თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით მონიტორინგს უწევს
თბილისის ქონების შემძენის, სარგებლობის უფლებით ან მართვის უფლებით მიმღების მიერ
ამ ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან მართვის უფლებით გადაცემის
შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის (პირობების)/ვალდებულების (ვალდებულებების)
შესრულებას ან/და აღნიშნული ქონების გამოყენების წესების დაცვას;
ე)“თბილისის მთავრობის’’ უფლებამოსილებები აღმასრულებელი საქმიანობის
„სხვა სფეროებში ‘’[მუხ.
75-ე „ე’’ პუნქტი]
·
მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების
ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების,
სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას და განხორციელებას;
ხ
·
შეიმუშავებს მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი
გეგმების კონცეფციებსა და პროექტებს;
ხ
·
თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ
საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასს, ნებართვის გაცემისთვის
კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესებს;
ხ
·
თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს დედაქალაქში
მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობებს,
ნებართვის გაცემის წესს, ნებართვის მოქმედების ვადას, ნებართვის გაცემის ფასსა და მისი
გადახდის წესს;
ხ
·
ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების
(M2 და M3 კატეგორიების) მოძრაობის მარშრუტებს;
·
ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ტერიტორიის
ფარგლებში შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ
საზღვრებში შემომავალი ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) მოძრაობის მარშრუტებს
·
ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ გზების ჩამონათვალს, რომლებზედაც ავტობუსები
(M2 და M3 კატეგორიები) მხოლოდ ავტობუსების გაჩერების
ადგილებზე გაჩერდებიან;
ხ
·
ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე ეკონომიკური საქმიანობის
განხორციელების მიზნით სატვირთო ავტომობილით მოძრაობისთვის ან/და სატრანსპორტო საშუალებით
პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის სამეწარმეო საქმიანობისთვის
საქონლის მიწოდებისთვის/ტრანსპორტირებისთვის ადგილის ან/და დროის განსაზღვრის წესს;
ხ
·
ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების
მიზნით ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მფლობელობაში
არსებული ავტობუსის (M2 ან M3 კატეგორიის) ან იმავე საქმიანობის განმახორციელებელი
ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალების მარშრუტებს;
ხ
·
ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს სპეციალური რეგულარული
გადაყვანის (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასაქმებული პირების, მოსწავლეების,
სტუდენტების რეგულარული გადაყვანის) განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის
მფლობელობაში არსებული ავტობუსის (M2 ან M3 კატეგორიის) მარშრუტებს;
ხ
·
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, საჭიროების შემთხვევაში
შეიმუშავებს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს სამარშრუტო სატრანსპორტო
საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის
– ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა
სამთვლიანისა) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა/დასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების
ადგილს ან/და დროს და პირობებს;
ხ
·
გასცემს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო
გადაყვანის ნებართვას;
ხ
·
გასცემს საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით
(M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვას ან აღნიშნული ნებართვის გაცემის უფლებამოსილებას
ანიჭებს თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ
პირს;
ხ
·
შეიმუშავებს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მშენებლობის
ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის გაცნობის წესებს;
ხ
·
თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
აქტებს;
ხ
·
უზრუნველყოფს ამ კანონის მე-16, მე-17 და 64-ე მუხლებით გათვალისწინებული
მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობითა
და თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;
ხ
·
ახორციელებს თბილისის მერიის დებულებით, მთავრობის რეგლამენტითა და თბილისის
საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს,
აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ
სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 76. თბილისის მერის პირველი მოადგილე[ვიცე-მერი] და მოადგილეები
·
თბილისის მერს ჰყავს პირველი მოადგილე (ვიცე-მერი)
და მოადგილეები.[მუხ.76-ე ნაწ. 1-ლი]
ხ
·
თბილისის მერის პირველ მოადგილეს (ვიცე-მერს) და მოადგილეებს თბილისის საკრებულოს თანხმობით
თანამდებობებზე ნიშნავს
თბილისის მერი.
·
ხოლო თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) და მოადგილეების თანამდებობებიდან განთავისუფლების
საკითხს დამოუკიდებლად წყვეტს თბილისის
მერი.[მუხ.76-ე ნაწ. მე-2]
ხ
·
თბილისის მერის მოადგილე ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს თბილისის აღმასრულებელი ორგანოების უფლებამოსილებისთვის
მიკუთვნებულ დარგებს;
·
ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს თბილისის საკრებულოს, მერისა
და მთავრობის გადაწყვეტილებათა აღსრულებას;
·
თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
აქტებს;
·
ასრულებს
თბილისის მერიის დებულებითა და მთავრობის რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.[მუხ.76-ე ნაწ. მე-6]
ხ
·
თბილისის მერის მოადგილეების „თანამდებობრივი
შეუთავსებლობის’’, მათი უფლებამოსილებების
„შეჩერებისა“ და „შეწყვეტის“ საკითხები განისაზღვრება ამ კანონის 58-ე და
59-ე მუხლების შესაბამისად.
ხ
მუხ. 77 თბილისის მერიის „სტრუქტურული ერთეულები’’[ანუ „სამსახურები’’]
·
თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულები[სამსახურები] იქმნება თბილისის მთავრობის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული
სოციალურ-ეკონომიკური დარგების მართვისა და თბილისის მერიის საქმიანობის -
უზრუნველყოფის მიზნით
ხ
·
თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის[„სამსახურის’’] ხელმძღვანელს თბილისის საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს თბილისის მერი.
·
თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობიდან განთავისუფლების
საკითხს დამოუკიდებლად წყვეტს თბილისის მერი.
·
თბილისის მერიის სტრუქტურული
ერთეულის[„სამსახურის’’] ხელმძღვანელი პასუხისმგებელია
და უფლებამოსილებას იხსნის თბილისის
მერის წინაშე
ხ
მუხ. 78.თბილისის „ორგანოების“[საკრებულოს და მერიის] კონტროლი და ზედამხედველობა
·
თბილისის ორგანოების საქმიანობის
„შიდა აუდიტი და ინსპექტირება“ ხორციელდება
ა) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“
საქართველოს კანონისა და თბილისის ბ)“ მერიის დებულების’’ შესაბამისად.
ხ
·
თბილისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს სრული შემადგენლობის
უმრავლესობით, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით ირჩევს თბილისის საკრებულო.
·
მისი არჩევის წესი ამ კანონის შესაბამისად განისაზღვრება
თბილისის საკრებულოს
„რეგლამენტით’’.
მუხ.79 საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება
·
თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო
სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
თბილისის მთავრობა
ხ
·
თბილისის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის
სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია,
რომელიც „მთავრობის კონტროლით“ დამოუკიდებლად
ახორციელებს ა) სოციალურ, საგანმანათლებლო, ბ)კულტურულ, გ)ეკონომიკურ ან/და დ)თბილისის
მთავრობის მიერ განსაზღვრულ სხვა საქმიანობას.
ხ
·
თბილისის საკრებულო უფლებამოსილია
[თბილისის მთავრობის წარდგინებით] დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი : ა)“მშენებლობის
ნებართვის გაცემის“, ბ)“ქალაქის ურბანული განვითარების კონცეფციის შემუშავებისა და
თბილისის სივრცის დაგეგმარების’’, გ)“გენერალური და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების
დეტალური გეგმების შემუშავების შესახებ შესაბამისი კვლევის ჩატარებისა და რეკომენდაციების
მომზადების’’, დ)“ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის
უზრუნველყოფის“ ან ე)სხვა -მიზნით.
·
თბილისის საჯარო
სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებებს [მთავრობის წარდგინებით] იღებს
თბილისის საკრებულო.
ხ
·
თბილისის საკრებულო უფლებამოსილია [თბილისის მთავრობის წინადადებით
]საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დაუდგინოს: ა)“ საჯარო სამართლის
იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) განსაზღვრული საქმიანობის’’, ბ)“მომსახურების’’
ან/დაგ)“დაჩქარებული მომსახურების’’, [მათ შორის, მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული
წესით გაცემის მომსახურების], საფასურის ოდენობა.[!]
ხ
·
თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო
სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია
განახორციელოს „შესაბამისი კანონით’’ ან/და „თავისი წესდებით“ (დებულებით) გათვალისწინებული
საქმიანობა
ხ
·
თბილისის მთავრობა უფლებამოსილია თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს
საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ
ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ა)“ადმინისტრაციული
წარმოების განხორციელების’’, ბ)“ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’ „გამოცემისა’’
და „გაცნობის’’ წესი და პირობები.
ხ
·
თბილისის მიერ დაფუძნებულ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს მოძრავი ქონება
გადაეცემა სარგებლობის ან საკუთრების უფლებით,
ხოლო უძრავი ქონება
– სარგებლობის უფლებით, ამ კანონით დადგენილი
წესით.
·
თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის მოძრავი ქონების „საკუთრებაში გადაცემის შესახებ’’ გადაწყვეტილებას იღებს თბილისის მთავრობა.
ხ
·
საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია თავის „საკუთრებაში
არსებული ქონება’’ უსასყიდლოდ გადასცეს თბილისს.
ხ
·
თბილისის საკრებულოს თანხმობით საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია „თავის საკუთრებაში არსებული ქონება’’- „სარგებლობაში გადასცეს’’ ამ კანონის XV თავითა და საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ხ
·
თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის წესი განისაზღვრება
საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით).
ხ
·
თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო
სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული
გადაწყვეტილება საჩივრდება
თბილისის მერთან, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით
ხ
·
თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში მის
შედეგად დარჩენილი ქონება გადადის თბილისის „საკუთრებაში’’.
ხ
მუხ.66 თბილისის „ადმინისტრაციული ერთეულები“ [ ანუ „რაიონები’’]
·
თბილისის ტერიტორია იყოფა „ადმინისტრაციულ
ერთეულებად’’.
·
თბილისის „ადმინისტრაციული ერთეულია“-„ რაიონი’’.
·
თბილისის „ადმინისტრაციული ერთეული’’[„რაიონი’’]
არ არის „მუნიციპალიტეტი“.[მუხ.66-ე
ნაწ.1-ლი]
ხ
·
თბილისის ადმინისტრაციული ერთეულის[რაიონის]
ა)შექმნისა და გაუქმების,
ბ)მისი საზღვრების დადგენისა
და შეცვლის შესახებ დადგენილებებს
„თბილისის მერის’’ ან „საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის’’ წარდგინებით, საკრებულოს სრული შემადგენლობის
უმრავლესობით იღებს თბილისის საკრებულო.[მუხ.66-ე
ნაწ.მე-2]
მუხ.80 „თბილისის რაიონის“ გამგეობა
·
თბილისის „ადმინისტრაციულ ერთეულში“
–„ რაიონში“ იქმნება
- თბილისის
მერიის ტერიტორიული ორგანო − „თბილისის რაიონის
გამგეობა’’ (შემდგომ − „რაიონის
გამგეობა“).[მუხ. მე-80 მაწ.
1-ლი]
ხ
·
„რაიონის გამგეობა“ შედგება „სტრუქტურული ერთეულებისგან“.
·
„რაიონის გამგეობის“ სტრუქტურა და უფლებამოსილება
განისაზღვრება რაიონის გამგეობის „ტიპური დებულებით“.[მუხ.
მე-80 ნაწ. მე-2]
ხ
·
„რაიონის გამგეობის“ ა) საშტატო ნუსხას, ბ)თანამდებობრივ სარგოებსა
და გ)“ტიპურ დებულებას’’ თბილისის
მერის წარდგინებით ამტკიცებს
თბილისის საკრებულო.[მუხ.
მე-80 ნაწ. მე-3]
ხ
·
„რაიონის გამგეობის“ ხელმძღვანელია „თბილისის რაიონის გამგებელი“ (შემდგომ − „რაიონის გამგებელი“ ან „გამგებელი’’).
·
„რაიონის გამგებელს’’ თბილისის საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს თბილისის მერი.
·
„რაიონის გამგებლის’’ თანამდებობიდან
განთავისუფლების საკითხს დამოუკიდებლად წყვეტს თბილისის მერი. [მუხ. მე-80 ნაწ. მე-4]
ხ
·
„რაიონის გამგებლის“ ა) „თანამდებობაზე
დანიშვნის“, ბ)„თანამდებობრივი შეუთავსებლობის“, გ)„უფლებამოსილების „შეჩერებისა“ და
„შეწყვეტის“ - საკითხები განისაზღვრება ამ კანონის 76-ე, 58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად.[მუხ.
მე-80 ნაწ. მე-5]
მუხ.81 „რაიონის გამგეობის’’ –„თანამდებობის პირები’’
·
რაიონის გამგეობის თანამდებობის პირები
არიან:
ა) რაიონის გამგებელი;
ბ) რაიონის გამგებლის მოადგილე;
გ) რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
ხ
·
„რაიონის გამგებლის მოადგილესა“ და „რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს“ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს „რაიონის გამგებელი“
მუხ. 82 „რაიონის გამგებელი“
·
რაიონის გამგებელი ა)უძღვება გამგეობის საქმიანობას,
ბ)უზრუნველყოფს რაიონის მართვას, გ)კოორდინაციას უწევს თბილისის მერისა და მთავრობის
გადაწყვეტილებათა შესრულებას[მუხ. 82-ე ნაწ. 1-ლი ]
ხ
·
რაიონის გამგებელი თანამდებობრივად შედის თბილისის
მთავრობის შემადგენლობაში.[მუხ. 82-ე ნაწ. მე-2]
ხ
·
„რაიონის გამგებელი“ [მუხ. 82-ე ნაწ. მე-3]:
a. უნაწილებს ფუნქციებს რაიონის
გამგეობის მოსამსახურეებს; აძლევს დავალებებს რაიონის გამგეობის თანამდებობის პირებს
და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;
·
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს რაიონის გამგეობის თანამდებობის პირებსა და რაიონის გამგეობის სხვა მოსამსახურეებს
·
უზრუნველყოფს თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტების, პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას;
·
თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს წარუდგენს საბიუჯეტო განაცხადს;
·
ხელს აწერს რაიონის გამგეობის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
წარმოადგენს გამგეობას და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, ასრულებს
სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს, ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობისა
და თბილისის ნორმატიული აქტების შესაბამისად;
·
თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
აქტებს;
·
მონაწილეობს საქართველოს დედაქალაქის პრიორიტეტების დოკუმენტისა და თბილისის
ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში;
·
პასუხისმგებელია რაიონისთვის თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების
შესაბამისად გადახდების განხორციელებისათვის;
·
ამზადებს ინფორმაციას თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების
შესრულების შესახებ და წარუდგენს თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს;
·
ახორციელებს ამ კანონითა და თბილისის მერიის დებულებით გათვალისწინებულ
სხვა უფლებამოსილებებს.
ხ
·
რაიონის გამგებელი პასუხისმგებელია და უფლებამოსილებას იხსნის თბილისის მერის წინაშე [მუხ. 82-ე ნაწ. მე-4]
მუხ. 83 „რაიონის გამგებლის’’ მოადგილეები
·
რაიონის გამგებელს შეიძლება ჰყავდეს არაუმეტეს 3 მოადგილისა.[მუხ. 83-ე ნაწ. 1-ლი
]
ხ
·
რაიონის გამგებლის მოადგილეები [რაიონის გამგებლის მიერ ფუნქციათა
განაწილების შესაბამისად] ხელმძღვანელობენ
რაიონის გამგეობის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგებს;
·
ამზადებენ და რაიონის გამგებელს წარუდგენენ წინადადებებს
შესაბამის დარგებში
განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ;
·
ორგანიზებას უწევენ და აკონტროლებენ რაიონის გამგებლის გადაწყვეტილებათა აღსრულებას.[მუხ. 83-ე ნაწ. მე-2]
ხ
·
რაიონის გამგებლის არყოფნის შემთხვევაში, ან თუ რაიონის გამგებელს დროებით არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება,
მისი დავალებით რაიონის გამგებლის მოვალეობას
ასრულებს რაიონის
გამგებლის ერთ-ერთი მოადგილე.[მუხ. 83-ე ნაწ. მე-3]
მუხ.84 „რაიონის გამგეობის’’ „სტრუქტურული ერთეულები’’
·
„რაიონის გამგეობის“ „სტრუქტურული ერთეულები“ : ა)
შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ ა)თბილისის საკრებულოს, ბ)თბილისის მერის,
გ)თბილისის მთავრობისა და დ)რაიონის გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
აქტებს და ბ)[თავიანთი უფლებამოსილებების
ფარგლებში] ხელმძღვანელობენ
„მოსახლეობის მომსახურების“ სხვადასხვა დარგს.[მუხ. 84-ე ნაწ. 1-ლი ]
ხ
·
„რაიონის გამგეობის“ „სტრუქტურული ერთეულის“ ფუნქციები [„ რაიონის გამგეობის დებულების“ შესაბამისად]
განისაზღვრება „შესაბამისი სტრუქტურული
ერთეულის ტიპური დებულებით“, რომელსაც თბილისის მერის წარდგინებით ამტკიცებს თბილისის საკრებულო[მუხ. 84-ე ნაწ. მე-2]
ხ
·
„რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის“ საქმიანობას ხელმძღვანელობს
სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელი.[მუხ. 84-ე ნაწ. მე-3]
Комментарии
Отправить комментарий