9.2სააქციო საზოგადოების [სს-ს] - "კაპიტალი''

 

    

 

სარჩევი:

სსკაპიტალი’’ 2

სსკაპიტალის’’ ფორმირების მეთოდები. 2

)  სს-კაპიტალის’’ ფორმირება - „საკუთარი კაპიტალით’’ [ე.ი. “აქციებით’’] 2

)სს-კაპიტალის’’ ფორმირება -„უცხო კაპიტალით’’[ე.ი.  ობლიგაციებით’’] 3

)სს-კაპიტალის’’ ფორმირება -„ჰიბრიდული’’ მეთოდით[ ანუსაკუტარი’’ დაუცხო’’ კაპიტალის კომბინირებით] 4

)სს-კაპიტალის’’ ფორმირება- „საკუთარი კაპიტალის  შემცველი  სესხით’’[.. „აქციონერის’’ ინვესტიციით] 4

სს-შიკაპიტალის’’ მოზიდვისეტაპები. 5

სს-ნებადართული  აქციები’’ [153- მუხ. 1-ლი ნაწ] 5

სს-გამოშვებული  აქციები’’ [153- მუხ. მე-2  ნაწ] 6

სს-განთავსებული  აქციები’’ [153- მუხ. მე-3 ნაწ] 6

განთავსებული კაპიტალის’’ ცნება. 6

სს-განთავსებული კაპიტალის’’ გაზრდა. 7

ახალი აქციების ’’[„დამატებითი აქციების ’’] განთავსებისპროცედურული’’ უფლებამოსილების   დელეგირების’’ საკითხი [166-ე მუხლი] 8

ახალ   აქციათა’’  უპირატესი შესყიდვის უფლება’’ 9

სს--ისგანთავსებული კაპიტალის’’ -შემცირება [169-ე მუხლი ] 9

განთავსებული კაპიტალის ‘’ შემცირების -დაუშვებლობა [169- მუხ. მე-7 ნაწ] 10

კანონით დადგენილი  “მინიმალური’’  „განთავსებული  კაპიტალი’’ [მუხ.156-ე ნაწ. 1-ლი] 11

მინიმალურიგანთავსებული [ანუ საწესდებო] კაპიტალი“ 12

რა არისსაწესდებო კაპიტალი’’ ? 12

მინიმალური საწესდებო კაპიტალის’’ კანიონისმიერი მოთხოვნის ასპექტები. 12

მინიმალური განთავსებული[საწესდებო] კაპიტალის ‘’ -ფუნქციები. 13

)„სააქციო საზოგადოების’’ „ქონების’’ „შევსების’’ დაშენარჩუნების’’ ფუნქცია. 13

)სს-კრედიტორის’’ „მინიმალური დაცვის’’ ფუნქცია. 13

სს-    სარეზერვო კაპიტალი [მუხ.168] 14

 

 

 

 

სსკაპიტალი’’

 

·        სს-ს  „კაპიტალი’’ არის  სს-ში   აკუმულირებული[შეგროვებული] აქტივები [რესუსები] რომლებსაც სს-თვის „შემოსავლების’’ მოტანა შეუძლიათ  ,ანუ სს-ს კაპიტალი არის ამ სს-ში  სხვადასხვა საშუალებებით მოზიდული   ა)“ფულადი სახსრები’’ ბ)მატერიალური ქონება გ)არამატერიალური ქონება[სხვადასხვა უფლებები]

 

 

სსკაპიტალის’’ ფორმირების მეთოდები

 

·        სს-ს „კაპიტალის’’ ფორმირების[ანუ სს-ს კაპიტალიზაციის] მეთოდი რამდენიმეა:

a.      „საკუთარი კაპიტალით’’ [„აქციებით’’]  სს-ს „კაპიტალის’’ფორმირება

b.      „უცხო კაპიტალით’’[„ობლიგაციებით’] სს-ს „კაპიტალის ფორმირება

c.      „ჰიბრიდული მეთოდით’’[a-ს b-ს კომბინაცია] სს-ს „კაპიტალის ფორმირება

d.     „საკუთარი კაპიტალის შემცველი სესხით’’  სს-ს „კაპიტალის ფორმირება

 

·        სს-ს „სადამფუძნებლო შეთანხმებით ‘’ შეიძლება დადგინდეს  სს-ს „კაპიტალის’’ ფორმირების  მეთოდი

 

 

 

 )  სს-კაპიტალის’’ ფორმირება - „საკუთარი კაპიტალით’’ [ე.ი. აქციებით’’]

 

 

·        სს-ს „საკუთარი კაპიტალი’’ არის „აქტივები’’ ,რომელიც რჩება სს-ს  მისი „ყველა ვალდებულების’’ გასტუმრების შემდეგ

·        სს-ს „საკუთარი კაპიტალი’’  შედგება: ა)სს-ს „საწესდებო კაპიტალისგან’’ [ე.წ.„განთავსებული კაპიტალისგან’’]  [იხ. ქვემოთ]  და  ბ) სს-ს „სარეზერვო კაპიტალისგან’[იხ. სახელმძღვანელო’’]

 

 

 

·        სს-ში „კაპიტალის’’  სს-ს „საკუთარი კაპიტალით’’ [„აქციების’’ გამოშვებით] ფორმირების მეთოდს „სამართლებრივი’’ და „ეკონომიკური’’ უპირატესობები აქვს

·        „სამართლებრივი  უპირატესობა’’ ის არის ,რომ ამ მეთოდით   ნებისმიერი „პირი’’[ფიზიკური ან იურიდიული] ხდება სს-ს „პარტნიორი’’[„აქციონერი’’] და მის მიერ „განხორციელებული ინვესტიციის’’ „ არაპირდაპირი ფორმით კონტროლის უფლებას მოიპოვებს’’ [კერძოდ, ის მოიპოვებს „აქციონერთა კრებაზე’’  „ხმის უფლებას’’ .158-ე მუხლის თანახმად  1 ე.წ. „ჩვეულებრივი აქცია“ საერთო კრებაზე 1 ხმის უფლებას უზრუნველყოფს ]

·        რაც შეეხება „ეკონომიკურ უპირატესობას’’ [შემიშვნა : იგულისხმება უპირატესობა სს-სთვის] ,მასში მოიაზრება ის ,რომ სს-ს ამ „აქციონერებისათვის’’ „მოგების სავალდებულო განაწილება’’ -არ მოეთხოვება.ე.ი. ამ მეთოდის წყალობით  სს იღებს  „უფასო’’ „კაპიტალიზაციას’’

·        სს-სთვის ასე  „კაპიტალის ‘’ ფორმირება „უფასოა’’ იმიტომ,რომ  სს-ს  „აქციებით’’  სს-ს „კაპიტალის’’ ფორმირების შემთხვევაში „არც მოგების გაცემა მოეთხოვება’’ „აქციონერებზე’’  და არც მათი „შენატანით’’[იხ. ქვემოთ] სარგებლობისათვის  „რაიმე ფიქსირებული პროცენტის’’  გადახდა

 

)სს-კაპიტალის’’ ფორმირება -„უცხო კაპიტალით’’[ე.ი.  ობლიგაციებით’’]

 

·        ე.წ. „უცხო კაპიტალით’’  -ე.ი. კომერციული ბანკების კრედტებით   სს-ს „კაპიტალის’’  ფორმირება,  სს-ებისთვის არ არის კაპიტალის მოზიდვის „სასურველი’’ და მიმზიდველი’’ წყარო,თუმცა  ეს მათთვის „მაინც მისაღებია’’

·        სს,როგორც „დამოუკიდებელი სუბიექტი’’ იღებს კომერციული ბანკისგან „სესხს’’,რომლის „სანაცვლოდაც’’ მასზე[კომერციულ ბანკზე]   გასცემს   “სასესხო ფასიან ქაღალდს’’-ანუ „ობლიგაციას’’[რომელიც „სესხის ძირისაგან’’ და მასზე „დარიცხული პროცენტისგან’’ შედგება ]

·        შემდეგში სს-ის მიერ ამ ფორმით მოზიდული „უცხო კაპიტალი’’  შეიძლება გარდაიქმნა  სს-ს „საკუთარ კაპიტალად’’   და ისევ  უზრუნველყოს ამ სს-ს „ახალი აქციების ‘’ გამოშვება

·        „უცხო კაპიტალით’’  სს-ს „კაპიტალის ‘’ ფორმირებას თავისი უპირატესობები აქვს:

a.      „ობლიგაციის მფლობელს’’[კომერციულ ბანკს] „გასესხებული თანხის გამოყენების  კონტროლის შესაძლებლობა’’ არ წამოეშობა  მას ასევე არ აქვს კრედიტის გამოყენებით მიღებული  სს-ს  მოგებიდან რაიმეს  მოთხოვნის  უფლება

b.      „ობლიგაციის მფლობელი’’[ობლიგაციონერი]  სს-ს „აქციონერთან’’ მიმართებით უპირატესობით სარგებლობს,კერძოდ,“ობლიგაციის მფლობელი’ ’ წინასწარ დადგენილი ოდენობით  „ყოველთვის’’ ღებულობს „გასესხებული თანხის ფიქსირებულ პროცენტს’’. ანუ  „ობლიგაციის მფლობელი’’[კომერციული ბანკი]  არ არის დამოკიდებული სს-ს მენეჯმენტის მხრიდან „მოგების განაწილების შესახებ’’ გადაწყვეტილების მიღება-არმიღებაზე.

c.      სს-ს „ობლიგაცის მფლობელი’’[კომერციული ბანკი],ანუ სს-ს  ობლიგაციონერი’’  სს-ს “აქციონერთან’’ შედარებით, „სს-ს მიმართ კრედიტორთა მოთხოვნის’’ რიგითობაში სარგებლობს უპირატესობით.მაგ. სს-ს ლიკვიდაციისას ,ან „გადახდისუუნარობის საქმის წარმების პროცესში’’ ჯერ „ობლიგაციის’’[„სასესხო ფასიანი ქაღალდის’’]  მფლობელი უნდა დაკმაყოფილდეს[!]

d.     დაბოლოს, თუ „აქციებით’’  ფორმირებული  სს-ს „კაპიტალის’’ საფუძველზე მიღებული „მოგება’’  იბეგრება და “აქციონერამდე’’ დივიდენდის სახით მიტანისას კი ისევ საგასახადო დაბეგვრის რეჟუიმში ექცევა ,ასე არ ხდება “ობლიგაციებით’’ სს-ს- „კაპიტალის’’ ფორმირებისას,, რადგან ,ე.წ. „ორმაგი დაბეგვრისგან’’   სს-ს „კაპიტალი’’  -განტავისუფლებულია.

 

)სს-კაპიტალის’’ ფორმირება -„ჰიბრიდული’’ მეთოდით[ ანუსაკუტარი’’ დაუცხო’’ კაპიტალის კომბინირებით]

 

·        ასეთ დროს  ხდება ზემოთ ნახსენები ორივე მეთოდის „უპირატესობების’’ გაერთიანება და სს-ს სასარგებლოდ გამოყენება.

·        „ჰიბრიდული’’ მეთოდის გამოყენებისას სს-ს მენეჯმენტი,შეიძლება ითქვას,რომ „არც მთლად მინდობილია ’’“საკუთარი კაპიტალის’’ უპირატესობას და „არც სრულად არის დამოკიდებული’’ „სესხზე’’ და გამუდმებით არ ფიქრობს  „სესხისმომსახურე’’ „პროცენტის’’ დაფარვაზე.

 

)სს-კაპიტალის’’ ფორმირება- „საკუთარი კაპიტალის  შემცველი  სესხით’’[.. „აქციონერის’’ ინვესტიციით]

 

·        სს-ს „კაპიტალის’’ ფორმირეის ბოლო ფორმაა -  ე.წ. „საკუთარი კაპიტალის  შემცველი სესხი’’

·        სს-ს „აქციონერი’’   დამატებით ახორციელებს საკუთარი ქონების ინვესტიციას სს-ში

·        ინვესტიციის განხორციელების შედეგად - ის საკუთარი “ქონებით’’ „ რისკავს’’

·        იმ შემთხვევაში,როცა სს-ს დასჭირდება ასეთი  „სესხის’’ ფორმით „კაპიტალის’’ მოზიდვა, ინვესტორ “აქციონერს’’ შეუძლია მის მიერ სს-ში  [ინვესტირებული ]ქონება დააზღვიოს რისკისგან და ამით  სს-ს მიმართ კრედიტორთა მოთხოვნის რიგითობაში,“სხვა პარტნიორებტან’’ შედარებით დაიკავოს უპირატესი პოზიცია

·        ეს უპირატესობა შეეხება მხოლოდ „სასესხო კაპიტალს’’ . არ ეხება „უკვე განხორციელებულ  შესატანს’’,რომლითაც  ადრე ფორმირდა სს-ის „საკუთარი კაპიტალი’’

 

·        კანონი მეწარმეტა შესახებ’’[158-ე მუხლი]  ადგენს  „სააქციო საზოგადოების’[სს-კაპიტალის „მინიმალურ ოდენობას’’- სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის მომენტისთვის .

·        ე.ი. სს-ში   აკუმულირებული[შეგროვებული] აქტივების „მინიმალურ ოდენობას’’- სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის მომენტისთვის .

 

 

მუხლი 156. სააქციო საზოგადოების განთავსებული კაპიტალი

1. სააქციო საზოგადოების განთავსებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის მომენტისთვის უნდა შეადგენდეს სულ მცირე 100 000 ლარს.

 

 

 

სს-შიკაპიტალის’’ მოზიდვისეტაპები

 

·        სს-ში „კაპიტალის’’ მოზიდვის „ეტაპები’’ კანონით არის განსაზღვრული

·        153-ე მუხლით დადგენილია „კაპიტალის’’ მოზიდვის  3[სამი] ეტაპი :

 

a.    „ნება დართული აქციებით’’  მოზიდვის ეტაპი

b.    “გამოშვებული აქციებით’’  მოზიდვის ეტაპი,

c.    “განთავსებული აქციებით’’  მოზიდვის ეტაპი

სს- ნებადართული  აქციები’’ [153- მუხ. 1-ლი ნაწ]

 

·        „ნება დართული აქციები’’   არის : სს-ს „სადამმფუძნებლო შეთანხმებით’’ განსაზღვრული  „იმ რაოდენობის ’’ აქციები,  რა მაქსიმალური „კაპიტალის’’ მოზიდვაცშეუძლია’’ ამ  სს-ს.

’ხ

·        „ნებადართული აქციების’’ „მოცულობის’’[რაოდენობის] კიდევ უფრო  გაზრდას სჭირდება “სადამფუძნებლო შეთახმების’’ ცვლილება,რაც სს-ს „საერთო კრების’’ კომპეტენციაა

·        სს-ს  მნართველობის „ორგანოებს’’   “სადამფუძნებლო შეთახმებაში’’ ცვლილების გარეშე  “ნებადართულ აქციათა’’ რაოდენობის გაზრდა არ შეუძლიათ.

·        „საერთო კრების’’ გადაწყვეტილების გარეშე „“ნებადართულ აქციატა’’ რაოდენობის გაზრდა  არის ultra vires

·        ამრიგად, „აქციათა მაქსიმალური ნებადართული რაოდენობა’’ იმ „რაოდენობრივი მაჩვენებლის’’ მომნიშვნელია,რომლის დიაპაზონშიც სს-ს მმართველი ორგანო უფლებამოსილია გამოუშვას  „აქციები’’,[რომელებიც  შემდეგ  „მე-3 პირებზე ‘’   უნდა „გაიცეს’’]

მუხლი 153. ნებადართული, გამოშვებული და განთავსებული აქციები

1. ნებადართული აქციები  [რაოდენობა] განისაზღვრება სადამფუძნებლო შეთანხმებით’’ გათვალისწინებულ განსათავსებელ აქციათა“[იხ. მნიშვნელობა  ქვემოთ]  მაქსიმალური რაოდენობით.

 

სს- გამოშვებული  აქციები’’ [153- მუხ. მე-2  ნაწ]

 

·        სს-ს მიერ „გამოშვებულ აქციათა’’ რაოდენობა[153-ე მუხ. მე-2 ნაწ]  კი დამოკიდებულია სს-ს მმართველი ორგანოს „სურვილზე’’ თუ რა მოცულობის“კაპიტალის’’ მოზიდვა სურს მას კონკრეტულ ეტაპზე :  მაგ.  ა)„დაფუძნების’’  ეტაპზე ან  ბ)“ფუნქციონირების’’ რომელიმე ეტაპზე

·        ანუ  როგორც წესი „ნებადართული აქციების’’ რაოდენობა გაცილებით მეტია ხოლმე,ვიდრე რეალურად „გამოშვებული აქციების“ რაოდენობა

·        „გამოშვებული აქციები’’ ,ასე ვთქვათ’ კონკრეტულ ეტაპზე „გასაყიდად  გამზადებული’’  აქციებია.

 

მუხლი 153. ნებადართული, გამოშვებული და განთავსებული აქციები

2. გამოშვებულ აქციებად’’ მიიჩნევა აქციები, ა)რომელთა ზუსტი რაოდენობაც განისაზღვრება სააქციო საზოგადოების უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით და ბ)რომლებიც განთავსების შესახებ’’ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობით უნდა იქნეს განთავსებული’’ და გადახდილი’’.

 

სს-განთავსებული  აქციები’’ [153- მუხ. მე-3 ნაწ]

 

·        „კაპიტალის’’  სს-ში „უშუალოდ შემოსვლის ’’ და „აქციის გაცემის’’ ეტაპს  ეწოდება „აქციის განთავსების’’ ეტაპი

·        „აქციის განთავსება’’ ნიშნავს : ა)მე-3 პირისთვის „აქციის’’ „საკუთრებაში’’ გადაცემას და ბ) „აქციაზე’’ საკუთრების უფლების „აქციათა რეესტრში’’ რეგისტრაციას

 

·        ყურადღება: იმისატვის,რომ აქცია „განთავსებულად’’ ჩაითვალოს აუცილებელი არ არის  მისი „ნომინალური ღირებულება’’ გადახდილი იქნეს „განთავსების’’ მომენტისთანავე.[!]

 

მუხლი 153. ნებადართული, გამოშვებული და განთავსებული აქციები

3. განთავსებულ აქციად მიიჩნევა აქცია, რომელიც ა)გაცემულია სააქციო საზოგადოების მიერ სხვა პირისთვის გარკვეული თანხის ან სხვა საზღაურის გადახდის პირობით და ბ) რომელსაც ფლობს აქციონერი ამ კანონის 162- მუხლით დადგენილი წესით.

 

 

განთავსებული კაპიტალის’’ ცნება  

 

·        ტერმინი სს-ს  კაპიტალიზაცია-ნიშნავს სს-ს „კაპიტალის’’ ფორმირებას.[სს-ში „აქტივების’’ მოზიდვას]

·        სს-ს კაპიტალის ფორმირების „მეთოდები’’[სს-ში აქტივების მოზიდვის მეთოდები]  ზემოთ უკვე  მიმოვიხილეთ

·        სხვადასხვა „მეთოდების’’  გამოყენებით  სს-ს „ფორმირებულ კაპიტალს’’ [ე.ი. სს-ში     „ უკვე ‘’  მოზიდულ სს-ს  აქტივებს  ]   -სს-ს „განთავსებული კაპიტალი ‘’ ეწოდება [ცნება]

·        სს-ს ფუნქციონირების  პროცესში საჭირო ხდება ხოლმე  სს-ს “განთავსებული კაპიტალის’’  [„უკვე მოზიდული აქტივების’’] გაზრდა ან  შემცირება

 სს-განთავსებული კაპიტალის’’ გაზრდა

 

·        „განთავსებული კაპიტალის’’ გაზრდის შესახებ  გაწყვეტილების  მიღება სს-ს „საერთო კრების’’ უფლებამოსილებაში შედის

·        „განთავსებული კაპიტალის’’ გაზრდა  შესაძლებელია განხორციელდეს “ნებადართული აქციების’’  [153-ე მუხ. 1-ლი ნაწ]  ჯერ კიდევ  აუთვისებელი კვოტიდან ,  „ახალი აქციების’’ [ანუ „დამატებითი აქციების’’]  „გამოშვებით’’[153-ე მუხ. მე-2 ნაწ] და მათი “განთავსებით’’[153-ე მუხ . მე-3 ნაწ. ]

·        ამასთან  “ნებადართული აქციების’’  [153-ე მუხ. 1-ლი ნაწ]  ჯერ კიდევ  აუთვისებელი კვოტიდან „ახალ აქციათა’’ გამოშვებას შემდეგი  ორი პირობიდან ერთ-ერთის აუცილებელი  დაცვა სჭირდება: 1) „ახალი აქციები’’ გაცემული უნდა იყოს მე-3 პირზე იმგვარად,რომ მისგან სს-ში მოზიდულ იქნეს „დამატებითი’’ ინვესტიცია  ან 2)“ახალი აქციების’’ „გამოშვება’’ და „განტავსება’’ ეკონოკურად მხარდაჭერილი უნდა იყოს სს-ს „საკუთარი ქონებით’’

·        ყურადღება : „განთავსებული კაპიტალის’’ გაზრდა   ასევე შესაძლებელია „განთავსებული აქციების’’ „ნომინალური ღირებულების’’ მომატების ხარჯზე

·        ზოგადად, აქციის „ნომინალური ღირებულება’’ გამოითვლება „გამოშვებული’’ აქციების  რაოდენობის „იმ კაპიტალის მოცულობასთან შეფარდებიტ’’,რომლის მოზიდვის მიზნიტაც იქნა ეს აქციები „გამოშვებული’’[ესაა აქციის „ნომინალური ღირებულების’’ გამოთვლის ფორმულა დაიმახსოვრე]

·        მაგ. თუ თუ სს-ს სურს 1 მილიონი ლარის მოზიდვა და გამოუშვებს 1 მილიონ აქციას,მაშინ  „ერთ აქციაში’’,“განთავსების’’ შემდგომ,გადსახდელი მინიმალური ღირებულება[„ნომინალური ღირებულება’’]   იქნება 1 ლარი[რადგან  1 მლნ ც. : 1მლნ ლარზე=1 ლარი]

·        შედეგად,თუ  „დამტებითი’’ რესურსის მოზიდვის მიზნით, სს-ს „საერთო კრებაზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება უკვე “განთავსებული აქციების’’ „ნომინალური ღირებულების’’ გაზრდაზე,ამისათვის [გარანტიის სახით] გამოყენებული იქნება ამ „სააქციო საზოგადოების’’ –„არსებული ქონება’’

·        შედეგად,მიიღება მდგომარეობა,სადაც სს-ს „განთავსებული კაპიტალი’’ სს-ს „ქონებითვე’’ იქნება უზრუნველყოფილი

„განთავსებული კაპიტალის’’ აქციების „ნომინალური ღირებულების’’ მომატების ხარჯზე „გაზრდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია  152-ე მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესი ,რომლის თანახნადაც  „კაპიტალის გაზრდისას აქციონერმა  „შენატანი ‘’ [იგულისხმება“დამატებით’’ შესატანი თანხა] უნდა განახორციელოს  კაპიტალის გაზრდის მომენტიდან 5 წლის ვადაში, თუ წესდებით უფრო მცირე ვადა არ არის გათვალისწინებული.’’

 

·        „დამატებითი აქციების’’ გამოშვებით „განთავსებული კაპიტალის’’ [უკვე მოზიდული აქტივების’’] გაზრდა  ერთი მნიშვნელოვანი სპეციფიკიტ ხასიათდება „დამატებით’’ „გამოშვებული აქციები’’  მათი „განთავსების’’ მომენტისათვის „განაღდებული’’[ანუ გადახდილი] უნდა იყოს მათი „ნომიმალური ღირებულების’’ სულ მცირე 25 პროცენტით.

 

·        ხოლო თუ „დამატებით’’ „გამოშვებული აქციები’’ „არაფულადი შენატანის’’ სანაცვლოდ „გაიცემა’’,მაშინ ასეთი „შენატანი’’ „სრულად უნდა განხორციელდეს’’ „კაპიტალის გაზრდის’’ შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 წლის ვადაში.

 

ახალი აქციების ’’[„დამატებითი აქციების ’’] განთავსების პროცედურული’’ უფლებამოსილების   დელეგირების’’ საკითხი [166-ე მუხლი]

 

·        სს-„წესდებით’ ან “აქციონერთა საერთო კრების’ გადაწყვეტილებით  „ახალი აქციების’’ განთავსების „პროცედურლი’’ უფლებამოსილება  „საერთო კრებისგან’’ შეიძლება გადაეცეს  სს-ს მმართველ ორგანოს

·        “საერთო კრების’’ მიერ „ახალი აქციების’’ განთავსების „პროცედურლი’’ უფლებამოსილების  სს-ს მმართველ ორგანოზე  დელეგირების  მიზანია „ახალი კაპიტალის’’ მოზიდვის პროცედურის გამარტივება და დროში დაჩქარება.

 

·        სს-ს მმართველ ორგანოს  არ შეუძლია „ახალი აქციების’’ გამოშვების შესახებ  გადაწყვეტილება მიიღოსისე,რომ მათი რაოდენობა“ნებადართული აქციებისს რაოდენობის 50 პროცენტს აღემატებოდეს

·        სს-ს მმართველ ორგანოს  მიერ „ახალი აქციების’’ გამოშვების შესახებ  გადაწყვეტილების  მიღების უფლებამოსილება  შეზღუდულია დროშიც. სს-ს მმართველ ორგანოს   „ახალი აქციების’’ გამოშვების  და განთავსების უფლებამოსილება გადაეცენა 5 წლის ვადით

 

მუხლი 166. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს მიერ კაპიტალის გაზრდა ნებადართული კაპიტალის ფარგლებში

1. წესდებით ან საერთო კრების გადაწყვეტილებით სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს შეიძლება მიენიჭოს უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება ახალი აქციების წესდებით დადგენილ მაქსიმალურ რაოდენობამდე გამოშვების შესახებ. ამ უფლებამოსილების მაქსიმალური ვადა დგინდება წესდებით. იგი 5 წელს არ უნდა აღემატებოდეს. გამოშვებული ახალი აქციების მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ნებადართული აქციების რაოდენობის 50 პროცენტს. თუ ახალი აქციების გამოშვების უფლებამოსილება მინიჭებულია არა  წესდებით, არამედ საერთო კრების გადაწყვეტილებით, ეს გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს.

 

 

ახალ   აქციათა’’  უპირატესი შესყიდვის უფლება’’

 

·        „ახალი აქციების’’ გამოშვებით სს-ს  „განთავსებული კაპიტალის’’ გაზრდა  უკვე არსებულ „აქციონერთა’’ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება,რადგან იზრდება სს-ს „კაპიტალი’’ და  მცირდება „პროცენტული მაჩვენებლები’’

·        არსებულ „აქციონერთა’’ „წილობრივი მდგომარეობის’’ გაუარესების პრევენციის მექანიზმია „აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლება’’

·        „აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლების’’ არსი ასეთია: თუ სს -ს მმართველი ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას“განთავსებული კაპიტალის’’ გაზრდის თაობაზე „ახალი აქციების’’ გამოშვების გზით,მაშინ „თითოეული კლასის’’ აქციონერი,მისი კლასის შესაბამისად, უფლებამოსილი ხდება,მე-3[არაპარტნიორ] პირთან ან სხვა კლსის აქციონერთან შედარებით ,ისარგებლოს უპირატესობით და თავისი ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით „დამატებით’’ შეიძინოს „ახალი აქციები’’,რითაც მის პირვანდელ სამართლებრივ მდგომარეობას  „მინიმუმ’’ შეინარჩუნებს მაინც .[თუ არ გააუმჯობესებს]

 

მუხლი 167. აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლება

1. ახალი აქციების გამოშვების შესახებ საერთო კრების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში თავდაპირველად იმავე კლასის აქციის მფლობელ აქციონერს, ხოლო შემდგომ სხვა აქციონერს საკუთარი წილის პროპორციულად აქვს ახალი აქციების უპირატესი შესყიდვის უფლება.

 

 

სს--ისგანთავსებული კაპიტალის’’ -შემცირება [169-ე მუხლი ]

 

·        „განთავსებული კაპიტალის’’ [სს-ს ხელთ უკვე არსებული აქტივების] შემცირება შესაძლებელია : ან ა) აქციათა „ნონინალური ღირებულების’’ შემცირებით ან ბ)აქციათა „რაოდენობის’’ შემცირებით. [მათ შორის, „განთავსებული აქციების’’ ნაწილის გამოსყიდვიდა გაუქმებისთ]

 

 

მუხლი 169. განთავსებული კაპიტალის შემცირება

1. სააქციო საზოგადოება’[სს]  უფლებამოსილია შეამციროს განთავსებული კაპიტალი’’.

2. განთავსებული კაპიტალი’’ შეიძლება შემცირდეს: ან ა)აქციათა ნომინალური ღირებულების’’ ან ბ) ამ კანონის 156- მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღირებულების შემცირების ან გ)აქციათა საერთო რაოდენობის შემცირების, [მათ შორის, სააქციო საზოგადოების მიერ განთავსებული აქციების ნაწილის გამოსყიდვისა და გაუქმების], შემთხვევაში.

 

·        „განთავსებული კაპიტალის’’ შემცირება აქციათა „ნომინალური ღირებულების’’ შემცირებით,საჭიროებს „აქციონერთა’’ „საერთო კრების’’ გადაწყვეტილებას ,რომელიც უნდა ითვალისწინებდეს: ა)“განთავსებული კაპიტალის „შესამცირებელ ოდენობას’’,ბ)აქციათა „სახეს’’ გ) აქციის“შემცირებულ’’ ღირებულებასდ)ასევე უნდა მიეთიტოს ის თანხა,რომელიც სს-ს სჭირდება „აქციონერთათვის’’ „ანაზღაურების’’ მისაცენად[იხ. 169-ე მუხ. მე-4 ნაწ]

 

მუხლი 169. განთავსებული კაპიტალის შემცირება

4. განთავსებული კაპიტალის აქციათა ნომინალური ღირებულების ან ამ კანონის 156- მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღირებულების შემცირების შესახებ გადაწყვეტილებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სააქციო საზოგადოების მიერ შესაბამისი აქციონერებისთვის თანხის გადახდა. ამ გადაწყვეტილებით უნდა დადგინდეს:

) ის ოდენობა, რომლითაც მცირდება განთავსებული კაპიტალი;

) იმ აქციათა სახეები, რომელთა ღირებულებაც მცირდება, და ის სიდიდე, რომლითაც მცირდება თითოეული აქციის ღირებულება;

) თითოეული სახის აქციის შემცირებული ღირებულება;

) ის თანხა, რომელიც ხმარდება აქციათა ღირებულების შემცირების შედეგად სააქციო საზოგადოების მიერ აქციონერების ანაზღაურების გაცემას.

 

განთავსებული კაპიტალის ‘’ შემცირების -დაუშვებლობა [169- მუხ. მე-7 ნაწ]

 

·        ყურადღება:სს-ს,კანონით მოეთხოვება „მინიმალური კაპიტალის’’ არსებობა[იხ. 156-ე მუხ. 1-ლი ნაწ]

·        ამიტომ, სს-ს „განთავსებული კაპიტალის’’ შემცირებისას,პირველ რიგში გათვალისწინებული უნდა იქნეს კანონიტთ განსაზღვრული „მინიმალური კაპიტალის’’ ოდენობა,რადგან მის ქვემოთ სს-ს „განთავსებული კაპიტალის’’ ოდენობის „ჩამოცდენა’’[ჩამოყვანა]  სს-ს წინააღმდეგ „გადახდისუუნარობის’’ საქმის წარმიების დაწყების „საფუძველი’’  შეიძლება გახდეს.

·        ასევე „დაუშვებელია’’  სს-ს „განთავსებული კაპიტალის’’ შემცირება ,სს-ის მიერ „საკუთარი აქციების გამოსყიდვის ‘’პროცესის დასრულებამდე  ან

სს-ს მიერ „საკუთარი აქციათა გამოსყიდვის’’ პროცესის  დასრულების  შემდგომ , ,თუ ეს საფრთხეს შეუქმნის -   სს-ს „გადახდისუნარიამობას’’

 

 

მუხლი 169. განთავსებული კაპიტალის შემცირება

 

7. სააქციო საზოგადოებას არ აქვს უფლება, მიიღოს განთავსებული კაპიტალის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება, თუ:

) შემცირების შედეგად განთავსებული კაპიტალის ოდენობა ამ კანონის 156- მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნას[100 000 ლარზე] ვერ აკმაყოფილებს;

) არ დასრულებულა ყველა აქციის გამოსყიდვა, რომლებიც ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოსყიდული უნდა იქნეს;

) ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააქციო საზოგადოება მის მიერ აქციონერებისთვის თანხის გადახდის ან სააქციო საზოგადოების სხვა ფასიანი ქაღალდების გადაცემის შედეგად გადახდისუუნარო გახდება ან გადახდისუუნარობის საშიშროების წინაშე დადგება;

 

კანონით დადგენილი  “მინიმალური’’  „განთავსებული  კაპიტალი’’ [მუხ.156-ე ნაწ. 1-ლი]

 

 

 

·        სს ისეთი   „კაპიტალური ტიპის’’ საზოგადოებაა,რომელის  დაფუძნებისას „დამფუძნებლებს’’ შორის უნდა მოხდეს „კანონით   დადგენილ ‘’ „მინიმალურ  საწესდებო კაპიტალზე’’  შეთანხმება და მისი „შევსების ‘’ ვალდებულების აღება

 

·        „მეწარმეთა შესახებ’’ კანონის 156-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად :

 

 

„სააქციო საზოგადოების „განთავსებული კაპიტალის’’[ზოგჯერ  უწოდებენ „საწესდებო კაპიტალს’’]  მინიმალური ოდენობა სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის მომენტისთვის უნდა შეადგენდეს სულ მცირე’’ 100 000 ლარს.’’

 

·        ყურადღება:  აუცილებელი არ არის ,რომ სს-ს“რეგისტრაციის მომენტისათვის ‘’ სს-ის „საწესდებო კაპიტალი’’ „უპირობოდ’’ 100 000 ლარს შეადგენდეს.

·        მაგრამ ეს არის ის „უმცირესი ოდენობა’’ რომელზე შეთანხმებაც და რომლის დაფიქსირებაც „წესდებაში’’  „დამფუძნებლების’’ მიერ სს-ს ჩამოყალიბების ეტაპზე უნდა მოხდეს

·        „განტავსებული კაპიტალის’’ [ე.ი. „სავალდებულო კაპიტალის’’][ე.ი. „საწესდებო კაპიტალის’’] „მაქსიმალური ოდენობა’’ კანონმდებლობით დადგენილი არ არის

 

·        „მეწარმეთა შესახებ’’ კანონი  იცნობს სს-ს “საწესდებო კაპიტალის’’ ფორმირებას როგორც  ე.წ. “ნომინალური ღირებულების’’ მქონე  აქციებით ,ისე “ცალობითი’’ აქციებით  და ასევე მათი  „შერეული’’ ფორმითაც ,რასაც „მეწარმეთა შესახებ’’ კანონის 158-ე მუხლი განსაზღვრავს.

 

 

მინიმალური განთავსებული [ანუ საწესდებო] კაპიტალი“

 

რა არისსაწესდებო კაპიტალი’’ ?

 

·        ე.წ. „განთავსებული კაპიტალი’’[ე.ი. „საწესდებო კაპიტალი’’] წარმოადგენს იმ ოდენობას,რომელიც თვითონ „სააქციო საზოგადოების’’ „დამფუძნებელ პარტნიორებს’’ აქვთ მითითებული[„წესდებაში’’]  ამ სს-სჩამოყალიბების’’ და „რეგისტრაციის’’  მომენტში

·        „განთავსებული კაპიტალი’’[ე.ი. „საწესდებო კაპიტალი’’] ეს არის -„ფულადი აქტივები’’,რომლითაც სააქციო საზოგადოება -ფუნქციონირებას იწყებს’’

 

მინიმალური საწესდებო კაპიტალის’’ კანიონისმიერი მოთხოვნის ასპექტები

 

·        სს-თვის „მინიმალური საწესდებო კაპიტალის’’ კანიონისმიერი მოთხოვნა ორი ასპექტისაგან შედგება:

ა)“საწყისი კაპიტალის მოზიდვის’’ ვალდებულებისგან  და ბ)“მოზიდული საწყისი კაპიტალის შენარჩუნების’’ ვალდებულებისგან

·        ანუ სს-ს  „პარტნიორებს’’[„წევრებს’’]  ევალებათ არა მარტო „გარკვეული მინიმალური ოდენობის კაპიტალის  ერთჯერადად მოზიდვა’’,არამედ „მისი ოდენობის  მუდმივად შემარჩუნებაც’’

·        „მინიმალური საწესდებო კაპიტალის’’ „შენარჩუნების’’  მოთხოვნა ნიშნავს იმას,რომ სს-ში „დივიდენდების გაცემა’’ დაუშვებელი იქნება თუ ამ სს-ს „არასაკმარისი’’ აქტივები აქვს „საგარანტიო კაპიტალის’’[ე.ი. საწესდებო კაპიტალის] „მინიმალური ოდენობის’’ შენარჩუნებისთვის’’

·        „საწესდებო კაპიტალი’’ „რაღაც ოდენობით’’ აბსოლუტურად ყველა „სააქციო საზოგადოებას ‘’ უნდა ჰქონდეს,თუმცა უნდა არსებობდეს თუ არა „საწესდებო კაპიტალის’’ „მინიმალური ოდენობის’’ მოთხოვნა,“საკორპორაციო სამართალში’’ მწვავე კამათის საგანია.

·        „სავალდებულო მინიმალური ოდენობის’’ დადგენის მოწინააღმდეგეები მიუთითებენ ამ ინსტიტუტის  არაეფექტურობაზე,კერძოდ, იმ „ფაქტზე’’,რომ „ძალიან მცირე ოდენობით’’“საწესდებო კაპიტალის’’ დადგენისას ის  სს-ს  კრედიტორთა „დაცვას ‘’ ვერ უზრუნველყოფს,არამედ მხოლოდ მათი „დაცულობის’’ ილუზიას ქმნის,ხოლო „გადამეტებული რაოდენობით’’ „საწესდებო კაპიტალის’’ დადგენა  სს-ს „დაფუძნებას’’ და „ეკონომიკურ განვითარებას’’ უშლის ხელსო.

·        მეორე მხრივ „მინიმალური საწესდებო კაპიტალის დადგენის’’ მხარდამჭერბი ხაზს უსვამენ საჭიროებას,სს-მ შეინარჩუნოს „საწესდებო კაპიტალი’’ იმ საქმიანობის გასაგრძელებლად,რომლის განსახორციელებლადაც ის ჩამოყალიბდა და რომ „დაცული’’ უნდა იყოს როგორც „კრედიტორთა’’ ,ისე სს-ს „აქციონერთა’’ ინტერესები და უფლებები,რაც „საწესდებო კაპიტალის’’ „მინიმალური ოდენობის’’  მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში უფრო მარტივია.

 

მინიმალური განთავსებული[საწესდებო] კაპიტალის ‘’ -ფუნქციები

 

·        „მინიმალური „განთავსებული კაპიტალის’’ ფუნქციებიდან აღსანიშნავია ორი „ძირითადი’’ ფუნქცია

1)     „სააქციო საზოგადოების’’ „ქონების’’ „შევსების’’ და „შენარჩუნების’’ ფუნქცია

და

2)     სს-ს „კრედიტორის’’ „მინიმალური დაცვის’’ ფუნქცია 

 

 

)„სააქციო საზოგადოების’’ „ქონების’’ „შევსების’’ დაშენარჩუნების’’ ფუნქცია

 

·        „მინიმალური საწესდებო კაპიტალის’’  მოთხოვნის ან „მინიმალური საწესდებო კაპიტალის’’  შენარჩუნების შესახებ „ნორმების’’ დადგენით შესაძლებელი ხდება  სს-ს მიზნის მიღწევის[რაც არის „მოგების მიღება’’] ალბათობის გაზრდა

·        „მინიმალური საწესდებო კაპიტალით’’ იქმნება ის საფუძველი ,რომელიც სს-ს „აქციონირებს’’ საშუალებას აძლევს გამოთვალონ : ა)„მოგება’’,ბ)“წილები’’, გ)მიანიშნონ „კრედიტორებს’’ „რამდენადპასუხისმგებლობა უნარიანია’’ მათი   „სააქციო საზოგადოება’’

·        „საწესდებო კაპიტალის’’ განსაზღვრული ოდენობის დაკმაყოფილებით[შეტანით] სს-ს პარტნიორები ადასტურებენ,რომ ისინი სერიოზულად არიან განწყობილი საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის მიმართდა სრულად აცნობიერებენ საკუთარ ნაბიჯებს.

 

 

 

)სს-კრედიტორის’’ „მინიმალური დაცვის’’ ფუნქცია 

 

 

·        „საწესდებო კაპიტალით’’ ასევე ხდება სს-ს „კრედიტორებისთვის“  „მინიმალური დაცვის’’ უზრუნველყოფა

·        პოტენციურ „კრედიტორს’’ საშუალება აქვს შეამოწმოს თუ „რა განთავსებულ კაპიტალს ფლობს’’ ესა თუ ის  სს და ამგვარად მიიღოს გადაწყვეტილება მასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების თაობაზე.

·        თუ სს-ს მიერ დაკმაყოფილებულია ის „მინიმალური დონე’’,რომელიც კანონმდებლობიტ არის დადგენილი,კრედიტორისთვის ეს წარმოადგენს ნიშანს იმისა,რომ სს-ს დამფუძნებლები არა მარტო სერიოზულად არიან განწყობილნი ,არამედ გარკვეულ სახსრებსაც ფლობენ,რომ საკუთარი სერიოზული დამოკიდებულება „საქმით’’ გაამყარონ.

·        საერთოდ,“კრედიტორები;;,როგორც წესი’’ სიფრთხილით გამოირჩევიან და ე.წ. „მინიმალური  განთავსებული  კაპიტალი’’   მათში  ნდობას იწვევს და უფრო განაწყობს „საქმიანი ურთიერთობის’’ დასამყარებლად

·        მათ იციან,რომ მათი მოთხოვმების დაკმაყოფილების შესაძლებლობა „მინიმალური  საწესდებო[განთავსებული] კაპიტალის’’ არსებობის გამო „უფრო მეტია’’

·        „მინიმალური  საწესდებო კაპიტალი’’ მიმართულია სს-ს კრედიტორების“გარკვეულ დონეზე დაცვის უზრუნველყოფისკენ’’ და სს-ს „გადახდისუნარიანობის შენარჩუნებისკენ’’

·        „მინიმალური  საწესდებო კაპიტალი’’ სს-ს ვერ უზრუნველყოფს კრედიტორის „სრულ’’ დაცვას ,მას მხოლოდ „მინიმალური დაცვის’’ ფუნქცია აქვს

 

 

 

                  სს-    სარეზერვო კაპიტალი [168-ე მუხლი]

 

 

·        გარდა  „განთავსებული [ე.ი. საწესდებო] კაპიტალისა“ სს-ს წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს „სარეზერვო კაპიტალის’’ შექმნას.

·        სს-ს „სარეზერვო კაპიტალი’’ განკუთვნილია „სააქციო საზოგადოების’’ : ა)“გასული სამეურნეო წლის ზარალის’’ ან „ზარალის ნაშთის’’ დაფარვისა და ბ)“სააქციო საზოგადოების’’ „აქციათა’’ გამოსყიდვისთვის, გ) და სს-ს სხვა „გაუთვალისწინებელი ხარჯების’’  ‘დასაფარად

·        168-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად  სს-ს „სარეზერვო კაპიტალის’’  ოდენობა უნდა შეადგენდეს სს-ს „განთავსებული კაპიტალის’’ მინიმუმ  10 პროცენტს, [თუ სს-სწესდებით უფრო დიდი ოდენობა არ არის დადგენილი.]

·        მაგ. თუ სს-ს „განთავსებული კაპიტალი ‘’ შეადგენს 1 მილიონ ლარს,მაშინ ამ სს-ს „სარეზერვო კაპიტალი’’ უნდა იყოს მინიმუმ 100 000 ლარი[1 მილიონის 10%-ს]

·        ყურადღება. სს-ს პარტნიორებს[აქციონერებს]  შეუძლიათ „წესდებით’’  უფრო მაღალი ოდენობით განსაზღვრონ სს-ს „სარეზერვო კაპიტალი’’ ’’,თუმცა არა კანონით[168 მუხ. 1-ლი ნაწილით]  დადგენილ 10%-იან ზღვარზე უფრო ნაკლებად .

 

·        სარეზერვო კაპიტალის’’ შედგება    ა)“კაპიტალური რეზერვებისგან ’’ და ბ)“მოგების რეზერვებისგან ’’

·        სს-ში  „კაპიტალური რეზერვები’’ იქმნება „აქციონერების’’ მიერ შეტანილი „შენატანების’’ გარკვეული ნაწილით

·        ხოლო  „მოგების რეზერვები’’ ყალიბდება სამეურნეო წლის განმავლობაში სს- მიერ მიღებული „მოგებიდან’’

·        168-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სარეზერვო კაპიტალის „მინიმალურ ოდენობაში’’[რომელიც  „განთავსებული კაპიტალის’’ მინიმუმ 10% უნდა იყოს  ]   ჩაითვლება[შევა]   კანონის 156-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული „ოდენობაც’’ [ანუ აქციის „განთავსების’’ შედეგად მიღებული  ღირებულება  რომელიც აღემატება აქციის „ნომინალურ ღირებულებას’’-ანუ „ნამეტი’’].

·        ყურადღება: ვიდრე სარეზერვო კაპიტალის ოდენობა  „წესდებით’’ დადგენილ ზღვარს[!] არ მიაღწევს, „სააქციო საზოგადოება’’ ვალდებულია „წლიური წმინდა მოგებიდან’’ სარეზერვო კაპიტალში ყოველწლიურად გადაიტანოს სახსრები იმ ოდენობით, რომელსაც   ა)დააადგენს საერთო კრება და რომელიც ბ)არ უნდა იყოს „წლიური წმინდა მოგების’’ 5 პროცენტზე ნაკლები.[168-ე მუხ. მე-2 ნაწ.]

 

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები