10.1 "დისციპლინური გადაცდომების’’ სახეები და მათი კლასიფიკაცია, [მუხ. 85-ე]
სარჩევი:
„დისციპლინური გადაცდომების’’ სახეები და მათი კლასიფიკაცია, [მუხ. 85-ე]
„დისციპლინური გადაცდომების’’ ჩამონათვალი [ 85-ე მუხლის 1-ლი ნაწილი]
დ)„დაუსაბუთებლი უარი 1 თვეზე ნაკლები ვადით დროებითი ფუნქციის შესრულებაზე’’
„მძიმე’’ დისციპლინარული გადაცდომა[85-ე მუხ. მე-3 ნაწილი]
„რეპუტაციის შელახვა’’ და „რეპუტაციისათვის ზიანის მიყენება’’
„რეციდივი ‘’ [ანუ „დისციპლინარული გადაცდომის’’ გამეორება]
შესავალი
·
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის X თავი ეთმობა დისციპლინურ
პასუხისმგებლობას და დისციპლინურ წარმოებას.
[დისციპლინური
წარმოების კანონის ნორმებში
ასახვა,
მნიშვნელოვან
სიახლეს
წარმოადგენს
საჯარო
სამსახურის
მარეგულირებელ
საკანონმდებლო
სფეროში].
·
მართალია, აღნიშნული თავი ეხება დისციპლინურ
პასუხისმგებლობას, თუმცა
კანონის
წინა
რედაქციისაგან
განსხვავებით,
იგი
მოიცავს
არა
მხოლოდ
ა)“დისციპლინური გადაცდომების’’, ბ)“დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებისა’’ და გ)“დისციპლინური
პასუხისმგებლობის
მოხსნის’’ მარეგულირებელ
მუხლებს,
არამედ
დეტალურად
გაწერს
თავად
დისციპლინური წარმოების
პროცედურებს.
·
პრაქტიკამ ცხადყო, რომ დისციპლინური
წარმოების კონკრეტული ნორმების
და პროცედურების არარსებობა ხშირად
ხდებოდა
დამსაქმებლის
მიერ
კანონის
ნორმების
ბოროტად
გამოყენების
საფუძველი
და
სწორედ
დისციპლინური პასუხისმგებლობის
გამოყენებით ხდებოდა პირის „გათავისუფლება’’, რაც არსებითად არღვევდა საჯარო მოხელის უფლებებს და ხშირ შემთხვევაში
სასამართლო
განხილვის
საგანი
ხდებოდა,
სადაც
უმეტეს
შემთხვევაში
სასამართლო
აუქმებდა საჯარო დაწესებულების
გადაწყვეტილებას
პირის
გათავისუფლების
შესახებ
და
ავალდებულებდა
დაწესებულებას
წარმოების
ხელმეორედ
ჩატარებას,
ვინაიდან
მიიჩნევდა,
რომ
„წარმოება’’ არ იყო ჩატარებული სრულყოფილად.
·
სწორედ, აქ იჩენდა თავს პრაქტიკის ის მანკიერი წრე, რაც განპირობებული იყო კანონის
არასრულყოფილებით
– საჯარო
დაწესებულებას
ხელმეორედ უნდა ჩაეტარებინა დისციპლინური
წარმოება, მაშინ როდესაც
კანონში
კვლავ
არ
არსებობდა
ნათელი
და
ზუსტი
პროცედურები
დისციპლინური
წარმოების
შესახებ,
·
ამდენად დისციპლინური წარმოება კვლავ
ტარდებოდა
ზოგადი პრინციპებით
და
რა
თქმა
უნდა,
სუბიექტური ფაქტორების
გავლენით.
·
ახალი კანონის X თავი ასწორებს აღნიშნულ ხარვეზს და დეტალურად და მკაცრად გაწერს თუ
რა საფუძვლებით
და როგორ
უნდა ჩატარდეს
დისციპლინური წარმოება იმისათვის,
რომ პროფესიული საჯარო მოხელისათვის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ესა თუ
ის ზომა
არ ჩაითვალოს
უსამართლოდ და არაობიექტურად.
·
როგორც ზემოთ აღინიშნა, კანონის X თავი მოიცავს
დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ
ისეთ საკითხებს,
როგორიცაა: ა)დისციპლინური
გადაცდომების
სახეები
და
მათი
კლასიფიკაცია,
ბ)დისციპლინური წარმოების მიზნები და პრინციპები, გ)დისციპლინური
წარმოების
დაწყების
საფუძვლები,
დ)დისციპლინარულ წარმოებაში ჩართული პირები და მათი უფლებამოსილებები, ე)უშუალოდ
წარმოების
პროცედურები,
ვ)წარმოების შედეგები და მათი სამართლებრივი დამაგრების წესები,
ზ)დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები და მათი შეფარდებისას
გასათვალისწინებელი
ფაქტორები
და,
რა
თქმა
უნდა,
აღნიშნულ
საკითხებთან
დაკავშირებული
თ)ვადები.
·
როგორც აღნიშნული თავის შემადგენლობიდან ჩანს, კანონი
ახდენს
დისციპლინურ
პასუხისმგებლობასთან
დაკავშირებული
ყოველი საკითხის
სრულ
სამართლებრივ ჩარჩოში
მოქცევას,
რაც
უფრო
მეტად
უზრუნველყოფს პროფესიული
საჯარო მოხელის
უფლებების დაცვას
და
გამორიცხავს და
მინიმუმამდე დაჰყავს
სუბიექტივიზმი დისციპლინური პასუხისმგებლობის
საკითხების
განხილვისას,
რაც,
ასევე,
დადებითად
აისახება
საჯარო დაწესებულების რეპუტაციაზე
და
ავტორიტეტზე
„დისციპლინური
გადაცდომების’’ სახეები
და მათი კლასიფიკაცია, [მუხ. 85-ე]
მუხლი 85. დისციპლინური გადაცდომები
1. მოხელის დისციპლინური გადაცდომებია:
ა) სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა;
ბ) საჯარო დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა;
გ) „ეთიკის ნორმების’’, „ქცევის ზოგადი წესების’’ უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.
2. დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია იყოს მძიმე ან მსუბუქი.
3. დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ:
ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია „დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა’’, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას;
ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა „საჯარო დაწესებულების რეპუტაციას’’;
გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა „საჯარო დაწესებულებას’’;
დ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა „საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეს’’, „მესამე პირს’’ ან „საჯარო ინტერესს’’;
ე) მოხელემ უარი თქვა ამ კანონით გათვალისწინებულ „შეფასებაზე’’;
ვ) „დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა’’ ჩაიდინა „ახალი’’ დისციპლინური გადაცდომა.
·
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის 1-ლი
ნაწილი იძლევა შესაძლო
„დისციპლინური გადაცდომების’’ ჩამონათვალს,
·
„დისციპლინარული
გადაცდომების’’ კლასიფიცირებას „მძიმე’’ და „მსუბუქ’’ „დისციპლინური
გადაცდომების’’ კატეგორიებად ახდენს 85-ე მუხლის მე-2
ნაწილი
·
რომელი გადაცდომები შეიძლება იქნეს მიჩნეული „მძიმე’’ დისციპლინურ
გადაცდომებად ამა განსაზღვრავს 85-ე მუხლის მე-3
ნაწილი
ხ
„დისციპლინური გადაცდომების’’ ჩამონათვალი [ 85-ე მუხლის 1-ლი ნაწილი]
ა)„დისციპლიმარული გადაცდომა’’- „სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა’’ [85-ე მუხ. ნაწ. 1-ლი „ა’’ ქვპ.]
·
„ სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობაში’’ [85-ე მუხ. ნაწ. 1-ლი „ა’’ქვპ. ] მოიაზრება ყოველგვარი ქმედება
– „მოქმედება’’ თუ „უმოქმედობა’’, რომელიც
უკავშირდება
სამსახურებრივი
მოვალეობის
შეუსრულებლობას.
ხ
·
კანონის ძველი რედაქცია
გადაცდომაში „სამსახურებრივ
მოვალეობათა განზრახ
ან გაუფრთხილებლობით
შეუსრულებლობაში მოიაზრებდა
ორი
კატეგორიის
დარღვევას:
1. შეუსრულებლობა; 2 არაჯეროვანი შესრულება.
·
ორივე ეს შემთხვევა თავისთავად წარმოადგენს „სამსახურებრივი მოვალეობის
შეუსრულებლობას’’. იმდენად, რამდენადაც
არაჯეროვანი შესრულების შედეგადაც,
ჩვენ
სახეზე
გვაქვს
დაუსრულებელი, შეუსრულებელი
მოვალეობა.
·
ამიტომაც, კანონმდებელმა კანონის ახალ[დღესმოქმედ] რედაქციაში გააერთიანა
ეს
ორი
შემთხვევა
და
ლოგიკურად
მიიჩნია,
რომ
არაჯეროვანი შესრულების შედეგიც თავისთავად „შეუსრულებელი მოვალეობაა’’.
·
იმისათვის, რომ „პირის სუბიექტური
დამოკიდებულებას ‘’ დამდგარი
შედეგისადმი ქმედების
დისციპლინურ გადაცდომად
მიჩნევისათვის
პრობლემა
არ
შეექმნა,
ახალმა მოქმედმა დანაწესმა „დისციპლინარულ
გადაცდომად’’ მიიჩნია
„სამსახურებრივი მოვალეობის’’ შეუსრულებლობის როგორც განზრახი,
ასევე
გაუფრთხილებელი
ფორმა.
·
ამით მოხდა ნორმის „გამარტივება’’ და შეიქმნა
მისი
„პრაქტიკაში უფრო ეფექტურად გამოყენების’’ საფუძველი.
ხ
·
პირის ქმედება, აღნიშნულ „დისციპლინარულ გადაცდომად’’ რომ მივიჩნიოთ,
პირველ რიგში უნდა „დადგინდეს მისი სამსახურებრივი მოვალეობები’’,
პირის“სამსახურებრივი მოვალეობების’’ დადგენა მარტივად შესაძლებელია საჯარო დაწესებულების ისეთი შიდაუწყებრივი აქტებით, როგორიცაა, ა)“საჯარო დაწესებულების დებულება’’, ბ)“საჯარო დაწესებულების შინაგანაწესი’’, გ)“კონკრეტული სტრუქტურული ერთეულის დებულება’’, ე)საჯარო დაწესებულების მიერ დამტკიცებული კონკრეტული თანამდებობების საქმიანობის და
ფუნქციების აღწერილობა’’. [ეს დაიმახსოვრე]
·
აღნიშნულ დოკუმენტებზე დაყრდნობით თუ დგინდება, რომ პირის მიერ არ შესრულდა „სამართლებრივი აქტებით მასზე დაკისრებული მოვალეობები’’, მიუხედავად მისი სუბიექტური დამოკიდებულებისა,[ ანუ
იყო ეს
განზრახი, თუ
გაუფრთხილებელი ქმედება],
ეს ქმედება ჩაითვლება დისციპლინურ გადაცდომად.
·
თუმცა აქ,
ასევე, გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევები, როდესაც პირმა
ამავე კანონის
73-ე მუხლის მე-3 პუნქტის
შესაბამისად „შეასრულა განკარგულება, რომელიც სცილდებოდა მის კომპეტენციასა და პროფესიულ უნარებს, თუმცა არაჯეროვნად’’. ასეთ
შემთხვევაში, მის
მიმართ „დისციპლინური პასუხისმგებლობის’’ გამოყენებას კრძალავს თავად კანონი, რომლის 73-ე
მუხლის მე-4 პუნქტის თანახმადაც:
„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განკარგულების შესრულება არ შეიძლება გახდეს მოხელის „დისციპლინური პასუხისმგებლობის’’ საფუძველი.“
ბ) „დისციპლინარული გადაცდომა’’ – „საჯარო დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება’’ ან „საჯარო დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა’’ [85-ე მუხ. ნაწ. 1-ლი „ბ’’ ქვპ.]
·
„საჯარო დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება’’ ან
„ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა’’,
„დისციპლინური გადაცდომის’’ ეს სახე აქცენტს
აკეთებს „ქონებრივ ზიანზე’’
ან „ზიანის მიყენების საშიშროებაზე’’, რომელიც
პირის ქმედებამ გამოიწვია.
·
მსგავსად
წინამორბედი დისციპლინური გადაცდომისა, ამ შემთხვევაშიც ახალმა
კანონმა ძველთან
შედარებით, გაამარტივა რეგულაცია და
სიტყვა „ბრალეული“ შეცვალა სიტყვათა
წყობით – „განზრახ ან გაუფრთხილებლობით“, რაც
თავისთავად ნათელს
ხდის ფაქტს,
რომ ნებისმიერი ქმედება,
რომლის შედეგადაც „ზიანდება საჯარო დაწესებულების ქონება’’ ან „იქმნება ასეთი დაზიანების საშიშროება’’,
წარმოადგენს „დისციპლინურ გადაცდომას’’.
ხ
·
იმისათვის, რომ სწორად მოხდეს
პირის ქმედების ამ
„დისციპლინურ გადაცდომად’’ დაკვალიფიცირება, აუცილებელია, განვსაზღვროთ, თუ რას წარმოადგენს- „საჯარო დაწესებულების ქონება’’.
·
„ქონების’’ ცნება მოცემულია
სამოქალაქო კოდექსში, რომლის
147-ე მუხლის თანახმადაც:
„ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის “ყველა’’
ა)“ ნივთი’’ და ბ)“არამატერიალური ქონებრივი სიკეთე’’, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ „ფიზიკურ’’ და „იურიდიულ პირებს’’ და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს „აკრძალული არ არის კანონით’’ ან „არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.“
·
ამ
განმარტებასთან ერთად,
ასევე, მნიშვნელოვანია სამოქალაქო
კოდექსის
148-ე მუხლის დანაწესი,
რომელიც იძლევა
„ნივთის’’ განმარტებას,
·
კერძოდ: „ნივთი’’ შეიძლება იყოს ა) „მოძრავი’’ ან ბ)
„უძრავი.“
·
როგორც ამ
განმარტებებიდან ნათლად
ჩანს, „საჯარო დაწესებულების ქონების’’ ცნების განმარტებაში მოიაზრება,
როგორც „მოძრავი’’,
ასევე „უძრავი ნივთი’’ და „არამატერიალური ქონებრივი სიკეთე’’.
·
შესაბამისად, პირის „ნებისმიერი ქმედება’’, [იქნება ეს
განზრახი თუ
გაუფრთხილებელი], თუ აზიანებს „საჯარო დაწესებულების ქონების’’ ზემოთ ჩამოთვლილი სახეებიდან „რომელიმეს
მაინც’’, ჩაითვლება - „დისციპლინურ გადაცდომად’’.
ხ
·
რაც
შეეხება „ქონების დაზიანების საფრთხეს“, მნიშვნელოვანია, რომ „ქონების დაზიანების საშიშროების შექმნის’’ შეფასებისასმაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური მიდგომა და
მხოლოდ ისეთი ქმედებები ჩაითვალოს
„დისციპლინურ გადაცდომებად’’, რომლებშიც ა) საშიშროება „რეალურია’’ და ბ)„მიუკერძოებელ პირს’’
ჩამოუყალიბებდა „საფუძვლიან ეჭვს’’,
რომ აღნიშნული ქმედება „რეალურად გამოიწვევდა საჯარო დაწესებულების ქონების დაზიანებას’’.
ხ
·
იმისათვის, რომ ამ მუხლის სუბიექტის[მოხელის] „ ქმედება’’
ჩაითვალოს „დისციპლინურ გადაცდომად’’, საკმარისია „საჯარო დაწესებულების ქონების დაზიანების საშიშროების შექმნა’’.
·
ამდენად,
ქმედების „შედეგი’’[დაზიანება
არის თუ არ არის] და
ამ „დაზიანების ხარისხი’’
გათვალისწინებული უნდა
იქნეს მხოლოდ უშუალოდ „დისციპლინური პასუხისმგებლობის’’ „ზომის’’ შეფარდების ეტაპზე.
გ) „ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურს გარეთ[85-ე მუხ. ნაწ. 1-ლი „გ’’ ქვპ.]
·
85-ე მუხ. ნაწ. 1-ლი
„ა’’ ქვპუნქტში აღნიშნული „დისციპლინური გადაცდომა’’, პირდაპირ
უკავშირდება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 135 მუხლის მე-5 პუნქტის
დანაწესს, რომლის თანახმადაც:
„5. თუ კანონით სხვა
რამ არ
არის დადგენილი,
„საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები’’ განისაზღვრება საქართველოს მთავრობის „დადგენილებით.“
·
სწორედ ამ
მოთხოვნის საფუძველზე მიიღო საქართველოს მთავრობამ „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ 2017 წლის 20
აპრილის
№200 დადგენილება.
·
ამდენად
პირის ქმედების განსახილველ „დისციპლინურ გადაცდომად’’ მიჩნევისათვის მნიშვნელოვანია, მის ქმედებებში გამოვლინდეს საქართველოს მთავრობის ზემოხსენებული დადგენილების ნორმების უგულებელყოფა ან
დარღვევა.
·
აღნიშნული ჩანაწერი
ბევრად ამარტივებს და პრაქტიკულს ხდის ამ „დისციპლინური
დარღვევის ‘’
განსაზღვრებას, ვინაიდან
ძველ კანონში
საკმაოდ ბუნდოვანი
ჩანაწერი არსებობდა,
რომლის თანახმადაც, დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნეოდა „ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ მიმართული ქმედება’’. მსგავსი
დათქმა ბუნდოვანი
იყო და
პრაქტიკაში სუბიექტური მიდგომების შესაძლებლობას ქმნიდა იმდენად,
რამდენადაც არანაირი განმარტება „ზოგადზნეობრივი ნორმების’’ არ არსებობდა და
გაურკვეველი იყო თუ
„რა წარმოადგენდა მათ წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას’’
·
მოქმედი კანონი
კი მითითებას
აკეთებს კონკრეტული სამართლებრივი აქტით დადგენილი ნორმების დარღვევაზე, რომელშიც ნათლად არის გაწერილი საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები.
ხ
·
ქმედება რომ
ჩაითვალოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ „დისციპლინურ გადაცდომად’’, მხოლოდ „ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების უგულვებელყოფა ან დარღვევა’’ არ არის საკმარისი, აუცილებელია, ეს
„ქმედება მიმართული იყოს „მოხელის’’ და „საჯარო დაწესებულების’’ „დისკრედიტაციისაკენ’’.
[„დისკრედტაცია’’ ნიშნავს-ვისიმე ან რისამე ღირსების, ავტორიტეტის, პრესტიჟის შებღალვას; სახელის გატეხას, ნდობის დაკარგვას]
ხ
·
ამ შემთხვევაში, „მოხელის ან საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციად’’ უნდა
მივიჩნიოთ „ნებისმიერი ფორმით’’ „ საჯარო მოხელის’’ და „საჯარო დაწესებულების’’ „ავტორიტეტის შელახვა’’, რაც
უარყოფითად მოქმედებს
„საჯარო მოხელის’’
და „საჯარო დაწესებულების’’ -„ რეპუტაციაზე’’.
[„რეპუტაცია“ ნიშნავს -ვისიმე (ან რისამე) ღირსებათა და ნაკლოვანებათა შესახებ შექმნილი საერთო[საზოგადოებრივ] აზრს, საერთო[საზოგადოების]
შეხედულებას.]
·
მნიშვნელოვანია ის
ფაქტი, რომ
„დისციპლინურ გადაცდომად’’ უნდა
ჩაითვალოს არა მხოლოდ პირის მიერ „საკუთარი თავის’’, [როგორც მოხელის]
დისკრედიტაციისაკენ მიმართული- ქმედება, რომელიც „უგულებელყოფს’’ ან „არღვევს’’
ეთიკის ნორმებს და ქცევის ზოგად წესებს, არამედ „ისეთი ქმედებებიც, რომლებიც ახდენენ „ზოგადად მოხელის’’,[ როგორც
საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის]
„რეპუტაციის შელახვას’’ და
„დისკრედიტაციას’’ – იქნება ეს მისი კოლეგა თუ,
ზოგადად, ნებისმიერი მოხელე.
·
ამ პუნქტით
გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომას გააჩნია
ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება. კერძოდ, ქმედება „დისციპლინურ გადაცდომად’’ ჩაითვლება, „მიუხედავად მისი ჩადენის ადგილისა’’,
·
ანუ
ქმედება „გადაცდომად’’ უნდა
ჩაითვალოს, თუ იგი მიმართულია მოხელის და
საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, „მიუხედავად იმისა პირი მას ჩაიდენს სამსახურში თუ მის გარეთ’’.
·
ამდენად პირი, რომელიც არ იმყოფება თავის სამუშაო ადგილზე,
კანონის მიერ კვლავ დავალდებულებულია- „სრულყოფილად შეასრულოს ეთიკის ნორმები და დაიცვას ქცევის ზოგადი წესები’’, რათა არ მოხდეს „მოხელის’’ და „საჯარო დაწესებულების’’ დისკრედიტაცია.
·
მოხელე ვალდებულია „ყველგან’’ გაუფრთხილდეს როგორც
„თავის’’, ასევე „კოლეგებისა’’ და „დაწესებულების’’ რეპუტაციას.[ეს
დაიმახსოვრე]
ხ
დ)„დაუსაბუთებლი უარი 1 თვეზე ნაკლები ვადით დროებითი ფუნქციის შესრულებაზე’’
·
გარდა
ზემოთ ჩამოთვლილი „დისციპლინური გადაცდომებისა’’,
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს კიდევ ერთ ქმედებას, რომელიც შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს „დისციპლინურ გადაცდომად’’.
·
კერძოდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად:
„7. 1 „თვეზე ნაკლები ვადით’’ „დროებითი ფუნქციების შესრულებაზე’’ მოხელის მიერ დაუსაბუთებელი უარის თქმა შეიძლება გახდეს მისი
„დისციპლინური პასუხისმგებლობის’’ საფუძველი.“
·
ამდენად, კანონის მიხედვით,
მოხელის მიმართ,
რომელიც „დაუსაბუთებლად უარს იტყვის 1 თვეზე ნაკლები ვადით დროებითი ფუნქციის შესრულებაზე’’, შესაძლებელია დაიწყოს
დისციპლინური წარმოება.
·
ამ შემთხვევაში ლოგიკურია ვიმსჯელოთ,
რომ კანონი
„მსგავს შემთხვევას’’ [ანუ“1 თვეზე ნაკლები ვადით დროებითი ფუნქციის შესრულებას’’]
მიიჩნევს მოხელის პირდაპირ სამსახურებრივ მოვალეობად და,
შესაბამისად, მისი
„დაუსაბუთებელი უარი’’ უნდა
ჩაითვალოს კანონის
85-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ „დისციპლინურ გადაცდომად’’, ანუ , „სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობად’’.
„დისციპლინარული გადაცდომების’’ კლასიფიცირებას „მძიმე’’ და „მსუბუქ’’ „დისციპლინური გადაცდომების’’ კატეგორიებად [ 85-ე მუხლის მე-2 ნაწილი]
·
მოქმედი კანონი “საჯარო სანსახურის შესახებ’’ ახდენს
დისციპლინური გადაცდომების კატეგორიებად დაყოფას.
·
აღნიშნული მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს საჯარო სამსახურის მარეგულირებელ საკანონმდებლო სივრცეში.
·
ძველი
კანონი მსგავს კატეგორიზაციას არ იცნობდა და,
შესაბამისად, საკმაოდ
რთულდებოდა „თანაზომიერი’’ „დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის’’ შეფარდება.
·
მოქმედმა კანონმა,
არა მხოლოდ
მოახდინა დისციპლინური გადაცდომების „კატეგორიებად’’ დაყოფა, არამედ ასევე
დააწესა „დისციპლინური პასუხიმგებლობის ზომის’’ „თანაზომიერად’’ შეფარდების- ახალი
სტანდარტი
·
მოქმედი კანონის
თანახმად „ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლება’’
მხოლოდ „მძიმე’’ კატეგორიის „ დისციპლინური გადაცდომის’’ დადასტურების შემთხვევაშია შესაძლებელი.
·
ქვემოთ
განვიხილავთ „საჯარო
სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონით
შემოთავაზებულ კატეგორიებს და მათ
მახასიათებლებს.
ხ
·
„საჯარო
სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონი
„დისციპლინურ გადაცდომებს’’
ორ კატეგორიად ჰყოფს.
·
კერძოდ, კანონის თანახმად
:“დისციპლინური გადაცდომა’’ შეიძლება იყოს: ა)“მსუბუქი’’
და ბ)“მძიმე’’
„მძიმე’’ დისციპლინარული გადაცდომა[85-ე მუხ. მე-3 ნაწილი]
·
კანონი არ
იძლევა ცალკე
განმარტებას, თუ
რომელი“დისციპლინარული’’ გადაცდომა
ითვლება „მსუბუქად’’,
თუმცა აკეთებს“ მძიმე’’ დისციპლინური გადაცდომების სრულყოფილ
ჩამონათვალს.
შესაბამისად,
„ყველა’’
„დისციპლინარული გადაცდომა’’,
რომელიც არ ჯდება მძიმე დისციპლინური გადაცდომის კატეგორიაში, წარმოადგენს „მსუბუქ’’ დისციპლინარულ გადაცდომას .[ეს
დაიმახსოვრე]
·
85-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სახეზეა „მძიმე’’ დისციპლინური გადაცდომა თუ:
ა) „დისციპლინურმა გადაცდომამ’’ გამოიწვია „დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის’’ „რეპუტაციის’’ [ისეთი] შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას;
ბ) „დისციპლინური გადაცდომის’’ შედეგად ზიანი მიადგა „საჯარო დაწესებულების“ რეპუტაციას;
გ)
„დისციპლინური გადაცდომის’ შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა „საჯარო დაწესებულებას’’
დ)“დისციპლინური გადაცდომის’’ შედეგად ზიანი მიადგა:
„საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეს’’,“ მესამე პირს’’ ან „საჯარო ინტერესს’’;
ე)“მოხელემ’’ „უარი თქვა ‘’ამ კანონით გათვალისწინებულ „შეფასებაზე’’;
ვ) „დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა’’
ჩაიდინა „ახალი დისციპლინური გადაცდომა’’.
ხ
·
როგორც ამ
ჩამონათვალიდან ჩანს,
„მძიმე’’ „დისციპლინარული გადაცდომა’’ არის ისეთი „დისციპლინარული გადაცდომა’’, როცა „რეპუტაციის შელახვის’’ ან „მატერიალური ზიანის მიყენების’’ საფრთხე კი არ იქმნება, არამედ რეალურად[!] „ილახება რეპუტაცია’’
და „დგება მატერიალური ზიანი’’.
ხ
„რეპუტაციის შელახვა’’ და „რეპუტაციისათვის ზიანის მიყენება’’
·
„რეპუტაციის შელახვაში’’ და „რეპუტაციისათვის ზიანის’’ მიყენებაში – უნდა მოვიაზროთ ისეთი
ქმედებები, როდესაც მოხელე ან ა)კანონის დარღვევით მოქმედებს, ან
ბ) ისეთ ქმედებას განახორციელებს, რომელიც „მის არაპროფესიონალიზმზე’’ და „დაკისრებული ფუნქციების მიმართ არაჯეროვან’’ ან/და „გულგრილ’’ დამოკიდებულებაზე მიანიშნებს.
·
ასეთ შემთხვევებში, „ნდობა’’ მოხელის თუ საჯარო დაწესებულების მიმართ ქრება და
მათი ავტორიტეტიც კლებულობს.
შესაბამისად, შედეგი,
რასაც იწვევს
მოხელის ქმედება საკმაოდ
„მძიმეა’’, იმდენად, რამდენადაც „რეპუტაციის აღდგენა’’ დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
·
მაგალითად,
„საჯარო დისკუსიის’’ დროს საჯარო
მოხელემ არაერთხელ გამოიყენა
ქალთა მიმართ „სიძულვილის ენა’’
და აღნიშნა,
რომ გადაწყვეტილების მიღების დროს „ყოველთვის ანიჭებს
უპირატესობას მამაკაც
განმცხადებლებს’’.[მამაკაც
დასაქმების მაძიებლებს]
აღნიშნულ შემთხვევაში აშკარაა, რომ ამ მოხელის ავტორიტეტი იმდენად
შეილახა მისივე
„არაპროფესიონალიზმით’’, რომ „მისი რეპუტაციის აღდგენა’’ ფაქტობრივად შეუძლებელია.
მოხელის ასეთი „დისციპლინური გადაცდომის’’ შედეგად ზიანი
ადგება საჯარო დაწესებულების რეპუტაციასაც , როდესაც მოხელის
მიერ ქალთა მიმართ „სიძულვილის ენით’’ გამოთქმული მოსაზრები სახეზეა,
როგორც ამ „საჯარო დაწესებულების’’ პოლიტიკის ნაწილი.
ხ
„მატერიალური’’ ზიანი
·
მოხელის „დისციპლინური გადაცდომის’’ შედეგად დამდგარ „მატერიალურ ზიანში’’ იგულისხმება „ყველანაირი ქონებრივი ზიანი’’.
·
იქნება ეს
გამოხატული ა)“ფინანსების გაფლანგვაში’’ ან
ბ)“ფინანსების არასწორად ხარჯვაში’’, გ)“სახელმწიფო შესყიდვების შემთხვევაში სამართლებრივი ნორმების უგულებელყოფაში’’, რის გამოც
ფინანსურად ზარალდება
საჯარო დაწესებულება, თუ დ)“ ქონების’’, [მათ შორის საჯარო
დაწესებულების ინვენტარის] დაზიანებაში.
·
მაგალითად,
როდესაც „საჯარო მოსამსახურის’’ მიერ დაირღვა „სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები’’, რის
გამოც „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ’’ დააჯარიმა „საჯარო დაწესებულება’’.
„სხვა ‘’ კატეგორიის ზიანი
·
„სხვა’’ კატეგორიის ზიანში, რომელიც
ადგება ა)“სხვა საჯარო მოსამსახურეს’’,ბ)“ მესამე პირს’’ ან გ)“საჯარო
ინტერესს’’ – შესაძლებელია ვიგულისხმოთ არა
მარტო „მათი უფლებების ხელყოფა’’ და „მათი პატივისა და ღირსების შელახვა’’, არამედ, თუნდაც,“ ჯანმრთელობის დაზიანება’’.
ხ
·
„საჯარო ინტერესში’’ აქ მოიაზრება
„ზოგადი საჯარო ინტერესი’’[
ანუ საზოგადოების ინტერესი] და „არა კონკრეტული საჯარო დაწესებულების ინტერესი’’.
·
შესაბამისად, თუ „საჯარო მოხელის’’ ქმედება ხელყოფს საჯარო ინტერესებს და
მის წინ
აყენებს კერძო ინტერესს, ასეთ
შემთხვევაში ქმედება უნდა
ჩაითვალოს „მძიმე’’ დისციპლინურ გადაცდომად.
·
მაგალითად, როდესაც „განხორციელებული ქმედებით
გამოწვეული უარყოფითი
შედეგი’’ საჯარო მოხელის
მიერ „ახსნილი იქნა’’ „მისი კოლეგების ცუდი მუშაობით’’, რითიც
ზიანი მიადგა კოლეგების რეპუტაციას.
„უარი შეფასებაზე’’
·
ახალი კანონი
ითვალისწინებს „მოხელის შეფასებას’’ წელიწადში ერთხელ,
·
შესაბამისად, აღნიშნულ პროცესში მოხელის მონაწილეობა სავალდებულოა.
·
წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი გახდება „მისი შეფასება’’ და „კანონით დადგენილი მოთხოვნის შესრულება’’.
·
აქედან გამომდინარე, თუ მოხელე „უარს განაცხადებს’’ „შეფასებაზე’’, გადაცდომა ჩაითვლება „მძიმე’’ დისციპლინურ გადაცდომად და მას მოჰყვება „შესაბამისი რეაგირება’’.
·
ეს მოთხოვნა
კანონში მოხელის
შეფასების მუხლშიც
არის ასახული.
კერძოდ, კანონის 53-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „შესაფასებელი მოხელის’’
მიერ „შეფასებაზე’’ უარის თქმა „მძიმე’’ „დისციპლინურ გადაცდომად’’ ითვლება’’.
„რეციდივი ‘’
[ანუ „დისციპლინარული გადაცდომის’’ გამეორება]
·
კანონმდებელი ავტომატურად „მძიმე’’ „დისციპლინარულ
გადაცდომად’’ მიიჩნევს შემთხვევას, როდესაც პირი
ხელმეორედ ჩადის
„დისციპლინურ გადაცდომას’’.
·
თუმცა, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის ფაქტი,
რომ პირს
უნდა ჰქონდეს
„მოქმედი’’ -„ დისციპლინური პასუხისმგებლობა’’.
·
ის შემთხვევები, როდესაც პირს „მოხსნილი აქვს’’ დისციპლინური პასუხისმგებლობა და ამის შემდეგ ჩაიდენს ახალ
დისციპლინურ გადაცდომას,
ამ საფუძვლით[ანუ 85-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ’’
ქვეპუნქტით] ვერ ჩაითვლება „მძიმე’’“დისციპლინარულ გადაცდომად.
ხ
·
ასევე, აღსანიშნავია ის
ფაქტი, რომ
კანონმდებელმა არ დააწესა ქმედების
„რეციდივად’’ დასაკვალიფიცირებლად „კონკრეტული კატეგორიის გადაცდომების’’ „ერთობლიობის’’ აუცილებლობა
·
ამდენად,
თუ პირს
ერთხელ აქვს ჩადენილი თუნდაც, „მსუბუქი’’“დისციპლინარული
გადაცდომა’’
და შესაბამისი „დისციპლინური პასუხისმგებლობის’’ „ზომის’’ ქონის
პერიოდში კვლავ ჩაიდენს „მსუბუქ’’დისციპლინარულ გადაცდომას, ეს უკანასკნელი ჩაითვლება -„მძიმე’’ დისციპლინურ გადაცდომად.[ეს დაიმახსოვრე]
Комментарии
Отправить комментарий