იძულებითი იპოთეკა[მუხ. 64-ე და 66-ე] იძულებითი აუქციონი[მუხ.79-ე -77 ორი პრიმი -ე]
სარჩევი:
იძულებითი იპოთეკა [მუხ.64-ე და მუხ. 66-ე]
მუხლი 64. „იძულებითი იპოთეკის’’ გამოყენება
მუხლი
66. „იძულებითი იპოთეკის’’ მოპოვება „მესაკუთრის’’ მიერ
„იძულებითი აუქციონი
‘’ [მუხ.69-ე -772-ე]
მუხლი 69. „იძულებითი აუქციონის“ „ჩატარების’’ პირობები
ა)ვინ ატარებს „იძულებით აუქციონს ‘’ ?
ბ)რა პირობა უნდა იყოს დაცული „იძულებითი აუქციონის’’ ჩასატარებლად ?
„იძულებით აუქციონზე’’ მოვალის უძრავი ქონების შემძენი ხდება ამ „ქონების მესაკუთრე’’
„მრავალჯერადი ყადაღის’’ დადების
შემთხვევაში რონელი აღნასრულებელი ატარებს
იძულებით აუქციონს ?
მუხლი 70. იძულებითი აუქციონის „შეჩერების’’ და „შეწყვეტის“ დაუშვებლობა
მუხლი 71. იძულებითი აუქციონის „ჩატარების წესი“
მუხლი 75. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე „საკუთრების უფლების’’ მიღება
გ)აუქციონზე გაყიდული უძრავი ქონების ახალი მესაკუთრე
[მუხ. 75-ე ნაწ. მე-5]
დ)აუქციონზე გაყიდული უძრავი ქონების ძველი მესაკუთრე [მუხ. 75-ე ნაწ.
მე-6]
ე)თუ „იძულებითი აუქციონი“ უშედეგო აღმოჩნდა[უძრავი ქონება არ გაიყიდა] [მუხ. 75-ე ნაწ.
მე-8]
მუხლი 76 იძულებითი აუციონის შედეგების გაუქმება
მუხლი 771 ქონების სახელმწიფო საკუთრებაში „ნატურით’’ გადაცემა
ბ) რა ხდება როცა ვერც „პირველი განმეორებით აუქციონი’’
ავლენს გამარჯვებულ პირს[მუხ.771-ე
ნაწ. მე-2]
გ) რა ხდება როცა ვერც „პირველი
განმეორებით აუქციონი’’ ავლენს გამარჯვებულ
პირს[მუხ.771-ე
ნაწ. 21]
ვ)„ნატურით გადაცემის შესახებ“ განკარგულების-რეკვიზიტები [მუხ.771-ე ნაწ. მე-4]
ზ) „უძრავი ქონების’’ ღირებულება ნატურით გადაცემისას
[მუხ.771-ე ნაწ. მე-5]
კ)„ძველი მესაკუთრის“ ადგილს დაკავება „ქონების ნატურით“ „მიღების“ შემთხვევაში[მუხ.771-ე ნაწ. მე-8]
მუხ.772 სამართლებრივი აქტების გამოცემა მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით
იძულებითი იპოთეკა [მუხ.64-ე და მუხ. 66-ე]
მუხლი 64. „იძულებითი
იპოთეკის’’ გამოყენება
· „იძულებითი იპოთეკის“ შეტანა „რეესტრში’’ ხდება კრედიტორის „განცხადების’’ საფუძველზე.
· „იძულებითი იპოთეკა ‘’ იწყება „რეგისტრაციით’’.
· „უძრავი ქონება“ ასევე წარმოადგენს „რეგისტრაციის ხარჯების“ გარანტიას, რომელიც ეკისრება „მოვალეს“.
ხ
· თუ „იძულებითი იპოთეკით“ იტვირთება მოვალის „რამდენიმე’’ უძრავი ქონება, მაშინ „მოთხოვნის თანხა“ უნდა განაწილდეს „შესაბამის“ უძრავ ქონებაზე.
· „განაწილების’’ მოცულობას განსაზღვრავს -კრედიტორი.
მუხლი 66. „იძულებითი იპოთეკის’’ მოპოვება „მესაკუთრის’’ მიერ
· თუ „აღსასრულებელი გადაწყვეტილების’’ მეშვეობით ა) „სააღსრულებო საბუთი უქმდება’’ ან ბ)„აღსრულება დაუშვებლად ცხადდება“, მაშინ „იძულებითი იპოთეკა’’ გადადის „მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე’’.
აღნიშნული ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როცა
„მოვალე“ აკმაყოფილებს „კრედიტორს’’. [ანუ
ასეთ დროსაც „იძულებითი იპოთეკა’’ გადადის „მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე’’.]
ხ
„იძულებითი აუქციონი ‘’ [მუხ.69-ე -772-ე]
მუხლი 69. „იძულებითი აუქციონის“ „ჩატარების’’ პირობები
ა)ვინ ატარებს „იძულებით აუქციონს ‘’ ?
· იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს „ აღსრულების ეროვნული ბიურო“ ან „სხვა[იურიდიული] პირი’’ [მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე].
ხ
ბ)რა პირობა უნდა იყოს დაცული „იძულებითი აუქციონის’’ ჩასატარებლად ?
· თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს „იძულებითი აუქციონის“ ჩატარებას.
ამრიგად,
„უძრავ ქონებაზე’’ „ძულებითი აუქციონი’’ ჩატარდება
მხოდ და მხოლოდ მაშინ
როცა ეს „უძრავი ქონება’’ რეგისტრირებულია
მოვალის,როგორც მესაკუთრის სახელზე
გ) თუ მოვალე უძრავი ქონების მესაკუთრედ არის რეგისტრირებული ,რა ვადაში ჩატარდება „იძულებითი აუქციონი’’ ?
· თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, „იძულებითი აუქციონი’’ ტარდება მოვალის [უძრავ]ქონებაზე „ყადაღის დადებიდან“ 1 თვის ვადაში,
·
ხოლო ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში[ანუ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საგადასახადო დავალიანების
გადახდევინების შემთხვევაში] − „იძულებითი აუქციონი’’ ტარდება „სააღსრულებო წარმოების“ დაწყებიდან
2 კვირის ვადაში.
ხ
თუ მოვალე საჯარო რეესტრში
არ არის რეგისტრირებული „უძრავი
ქონების“ მესაკუთრედ,რა მოქმედებებს ატარებს „აღსრულების ეროვნული ბიურო’’ ?
· თუ მოვალე საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული „უძრავი ქონების“ მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საჯარო რეესტრის მეშვეობით უზრუნველყოფს „ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან“ ინფორმაციის მოძიებას „უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის“ ან/და „ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში მოვალის სახელზე რიცხული ქონების თაობაზე“.
ხ
· თუ „ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან“ მოძიებული „შესაბამისი ცნობით“ დადასტურდება, რომ მოვალის სახელზე ირიცხება უძრავი ქონება, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია „ყადაღა დაადოს“ ამ ქონებას და განახორციელოს აღსრულება ამ კანონით დადგენილი წესით.
· მოვალე ან პირი, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს ქონება მას ეკუთვნის, უფლებამოსილია აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგინოს საკუთრების უფლების დამდგენი მტკიცებულებები, რომელთა სარწმუნოდ მიჩნევის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო არ განახორციელებს ან/და გააუქმებს ამ ქონების მიმართ იძულებითი აღსრულების ღონისძიებებს.
ხ
„იძულებით აუქციონზე’’ მოვალის უძრავი ქონების შემძენი ხდება ამ „ქონების მესაკუთრე’’
· სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოვალის „უძრავი ქონების“ „აუქციონის წესით’’ რეალიზაციის შემთხვევაში მისი შემძენი ხდება ამ „ქონების მესაკუთრე“.
·
ხოლო ,მესამე პირი, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ ქონების რეალიზაციის
შედეგად მისი „უფლება“
დაირღვა ან/და მას მიადგა
ზიანი, უფლებამოსილია ყოფილ „მოვალეს“ წაუყენოს პრეტენზია.[სასამართლო
წესით]
ხ
მოვალის (გადასახადის გადამხდელის) „საგადასახადო გირავნობით“/ ან „იპოთეკით“ დატვირთული, „ყადაღადადებული’’ უძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება
· თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს „სააღსრულებო წარმოებატა შესახებ’’კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „გადაწყვეტილების“ აღსრულების მიზნით[ ანუ „საგადასახადო გირავნობით“/ ან „იპოთეკით“ დატვირთული, „ყადაღადადებული’’ უძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით] და მოვალის „უძრავ ქონებაზე’’ საკუთრების უფლება დაუდგენელია, აღსრულების ეროვნული ბიურო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით ამ უძრავ ქონებაზე მოვალის „საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“.
აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს
გამოაქვს განჩინება,
რომლის საფუძველზედაც აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია
მიმართოს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს „ქონების რეგისტრაციის’’
(მათ შორის, დაუზუსტებელი მახასიათებლებით რეგისტრაციის) შესახებ.,შემდეგ კი ჩაატაროს „იძულებითი აუქციონი’’
ხ
ყადაღადადებულ ქონებაზე „იძულებითი აუქციონის“ საჯაროდ გამოცხადების შემდეგ
წარმოებაში მიღებული „სხვა აღსასრულებელი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მოთხოვნის“ დაკმაყოფილების წესი
·
ყადაღადადებულ
ქონებაზე „იძულებითი
აუქციონის“ საჯაროდ გამოცხადების შემდეგ წარმოებაში
მიღებული „სხვა აღსასრულებელი გადაწყვეტილებით
გათვალისწინებული მოთხოვნა“ დაკმაყოფილდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
„იძულებითი აუქციონის“ შედეგად შემოსული თანხა
აჭარბებს ა)საფასურს, ბ)აღსრულების ხარჯს და გ)იმ კრედიტორთა მოთხოვნებს, რომელთა სასარგებლოდაც ტარდება
„იძულებითი აუქციონი“. ამასთანავე, დარჩენილი თანხა აღარ უბრუნდება მოვალეს და მას აღსრულების ეროვნული ბიურო ყადაღას ადებს
ახლა უკვე „სხვა კრედიტორის“ სასარგებლოდ.
ხ
„მრავალჯერადი ყადაღის’’ დადების შემთხვევაში რონელი აღნასრულებელი ატარებს იძულებით აუქციონს ?
· მოვალის ქონებაზე სხვადასხვა აღმასრულებლის მიერ „მრავალჯერადი ყადაღის’’ დადების შემთხვევაში ამ ქონებაზე იძულებით აუქციონს ატარებს ის აღმასრულებელი, რომელმაც ყველაზე ადრე დაარეგისტრირა ყადაღა „მარეგისტრირებელ’’ ორგანოში
ხ
რომელი აღმასრულებელი ატარებს „საგადასახადო გირავნობით“/ ან „იპოთეკით“ დატვირთულ, „ყადაღადადებულ’’ უძრავ ქონებაზე იძულებით აუქციონს?
·
„სააღსრულებო წარმოებატა შესახებ’’კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული „გადაწყვეტილების“ [
ანუ „საგადასახადო გირავნობით“/ ან „იპოთეკით“ დატვირთული, „ყადაღადადებული’’ უძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ-„გადაწყვეტილების’’
] აღსრულების შემთხვევაში
სარეალიზაციო ქონებაზე იძულებით აუქციონს
ატარებს სწორედ
„ამ გადაწყვეტილების’’ „აღმასრულებელი“,არა „სხვა აღმასრულებელი ‘’ მიუხედავად ამ „სხვა აღმასრულებლის“ მიერ იმავე უძრავ ქონებაზე „დარეგისტრირებული“ ყადაღისა.
მუხლი 70.
იძულებითი აუქციონის „შეჩერების’’ და „შეწყვეტის“ დაუშვებლობა
ყურადღება:
„იძულებითი აუქციონის“ საჯაროდ გამოცხადების დღიდან [!] დაუშვებელია:
ა) იძულებითი აუქციონის
შეწყვეტა,
ბ)იძულებითი აუქციონის
შეჩერება,
გ) იძულებითი აუქციონის
გადადება,
დ)უძრავი ქონების
ყადაღისაგან გათავისუფლება,
ე)ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული
საფუძვლით „სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების
დაბრუნება“,
[გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი აღსრულების ეროვნულ
ბიუროს წარუდგენს დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ან განსაკუთრებული ვითარების
გამო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.]
(ძალადაკარგულია 70-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ან განსაკუთრებული ვითარების გამო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას სასამართლო კოტროლის გარეშე) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება №1/2/596 - ვებგვერდი, 12.10.2016წ.
ხ
·
მოვალე ან [მოვალის
ინტერესებისათვის] „სხვა
პირი’’ უფლებამოსილია გადაიხადოს: ა)საფასურის, ბ)აღსრულების
ხარჯისა და გ)კრედიტორის მოთხოვნის დასაფარავად საჭირო თანხა „იძულებითი აუქციონის“ საჯაროდ გამოცხადებამდე.
ხ
·
„იძულებითი აუქციონის’ საჯაროდ გამოცხადების შემდეგ მოვალის ან [ მოვალის ინტერესებისათვის] „სხვა პირის“
მიერ ა)საფასურის, ბ)აღსრულების ხარჯისა და გ)კრედიტორის მოთხოვნის დაფარვის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიუროს
ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში
აღსრულების ეროვნული ბიურო
„იძულებითი აუქციონის“ დასრულების
შემდეგ გაანაწილებს თანხას საერთო წესით.
ხ
·
თუ მოვალის
მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩარიცხული
თანხის და აუქციონზე ქონების რეალიზაციის
შედეგად ამონაგები თანხის ჯამი გადააჭარბებს ა)აღსრულების საფასურის, ბ)აღსრულების ხარჯისა და გ)კრედიტორის მოთხოვნის ოდენობას, აღსრულების ეროვნული
ბიურო ნამეტ თანხას დაუბრუნებს მოვალეს,
თუკი მოვალის მიმართ არ მიმდინარეობს „სხვა სააღსრულებო წარმოება“ იმავე ან/და სხვა კრედიტორის სასარგებლოდ და ასეთი წარმოების ფარგლებში მოვალეს არ ეკისრება რაიმე სახის გადახდევინება
ხ
მუხლი 71. იძულებითი აუქციონის „ჩატარების წესი“
იძულებითი აუქციონის ჩატარების ა)ფორმები,ბ) წესი და გ)მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით .
ყურადღება: სწორედ ამ
ბრძანებაში უნდა ინახოს „ელექტრონული აუქციონის’’
ჩატარების წესი
მუხლი 75. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე „საკუთრების უფლების’’ მიღება
ბ) „იძულებით აუქციონზე“ შეძენილი
„უძრავი ქონების“ ფასის სრულად
გადახდისთვის „დადგენილი ვადა’’ [მუხ.
75-ე ნაწ. მე-2]
·
იძულებით აუქციონში გამარჯვებულმა პირმა „უძრავი ქონების“ ფასი სრულად უნდა გადაიხადოს აუქციონის დასრულებიდან
10 კალენდარული დღის ვადაში.
ბ) „იძულებით აუქციონზე“ შეძენილი
„უძრავი ქონების“ ფასის „დადგენილ ვადაში’’ სრულად გადახდის შედეგი[მუხ. 75-ე ნაწ. მე-3]
·
აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ უძრავი ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების
ეროვნული ბიურო გამოსცემს „განკარგულებას“ აუქციონზე
შეძენილ უძრავ ქონებაზე „საკუთრების უფლების“ შესახებ.
ხ
ბ) „აუციონში’’
გამარჯვებულ პირზე „საკუთრების უფლების“ გადასვლის შედეგები იმის მიხედვით თუ ვინ ახორციელებს „იძულებით აღსრულებას’’ [მუხ.
75-ე ნაწ. მე-4]
·
თუ „იძულებით აღსრულებას“ ახორციელებს კრედიტორი,
რომლის „მოთხოვნაც“ არ არის უზრუნველყოფილი,
„საკუთრების უფლების’’ „გადასვლის“ მიუხედავად, „უძრავ ქონებაზე“ საჯარო რეესტრში „რეგისტრირებული უფლებები“
უცვლელი რჩება.
ხ
·
ხოლო თუ „იძულებით აღსრულებას“ ახორციელებს იპოთეკარი/მოგირავნე,
„საკუთრების უფლების’’ გადასვლის შედეგად უქმდება ‘ყველა’’ სანივთო უფლება
(გარდა „საგადასახადო გირავნობის’’/“იპოთეკის“ უფლებისა), რომლებიც უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების
განმახორციელებელი კრედიტორის „იპოთეკის’’ შემდეგ.
ხ
·
თუ „იძულებითი აღსრულების“ განმახორციელებელი
იპოთეკარები არიან:
საქართველოში ლიცენზირებული/რეგისტრირებული კომერციული ბანკი,
მიკრობანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაზღვევო ორგანიზაცია, „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
დაფუძნებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული (თუ მას ამ პუნქტით
გათვალისწინებული ფინანსური ინსტიტუტი იპოთეკით/გირავნობით უზრუნველყოფილ მოთხოვნას
გადასცემს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე), საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების ფინანსური
ინსტიტუტები, „საკუთრების უფლების’’
გადასვლის შედეგად უქმდებაუძრავ ქონებაზე ასეთი
კრედიტორის იპოთეკის შემდეგ რეგისტრირებული „საგადასახადო
გირავნობის’’/“იპოთეკის’’ უფლებაც.
ხოლო „უძრავ ქონებაზე“ „ადრე’’ რეგისტრირებული უფლებები
(მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება) „ყველა შემთხვევაში“ უცვლელი რჩება.
ხ
გ)აუქციონზე გაყიდული უძრავი ქონების ახალი მესაკუთრე [მუხ. 75-ე ნაწ. მე-5]
·
„სააღსრულებო წარმოებისას’’[ანუ აუქციონზე] გაყიდული ქონების ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება
„საკუთრების გადასვლის მომენტში’’ „ ამ ქონების
ფლობასთან’’ ან/და „ამ ქონებით სარგებლობასთან’’
დაკავშირებული სამართლებრივი
ურთიერთობის მონაწილე.
ხ
დ)აუქციონზე გაყიდული უძრავი ქონების ძველი
მესაკუთრე [მუხ. 75-ე ნაწ. მე-6]
·
ქონების ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას
ამ ქონებაზე.
ხ
ე)თუ „იძულებითი აუქციონი“ უშედეგო აღმოჩნდა[უძრავი ქონება არ გაიყიდა] [მუხ.
75-ე ნაწ. მე-8]
·
თუ დადგენილი წესით ჩატარებული „იძულებითი
აუქციონი“, [რომელიც შედგება „პირველი აუქციონისა“ და „ორი განმეორებითი აუქციონისაგან“],
უშედეგო აღმოჩნდა და ქონება არ გაიყიდა, ეს ქონება თავისუფლდება „იძულებითი რეალიზაციის
განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ“ დადებული
ყადაღისაგან.
ამ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან
დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოება აღარ განხორციელდება.
აღნიშნული ქონება უბრუნდება მოვალეს, გარდა ამ კანონის
69-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც ქონებაზე აღსრულებას გააგრძელებს ის აღმასრულებელი,
რომლის ყადაღაც „მომდევნო რიგშია“ რეგისტრირებული.
ხ
ვ) თუ იძულებით აუქციონზე გატანილი „უძრავი ქონების“ საბაზრო ღირებულება 5000 ლარზე ნაკლებია [მუხ. 75-ე ნაწ. მე-81]
თუ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 5000 ლარზე ნაკლებია, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით ტარდება მხოლოდ „ერთი აუქციონი“,
რომლის საწყისი ფასი
დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
იმ
შემთხვევაში, როდესაც ასეთი წესით ჩატარებულ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული
პირი, მოქმედებს ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესი.
მუხლი 76 იძულებითი აუციონის შედეგების გაუქმება
თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონის 75-ე მუხლით დადგენილ ვადაში, იგი კარგავს აუქციონის ჩატარების დღეს გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას, რომელიც მიექცევა აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთრებაში.
აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას
„ჩატარებული აუქციონის
შედეგის გაუქმების შესახებ’’ და მისი გამოცემიდან 3 დღის ვადაში
აცხადებს „ხელახალ აუქციონს“,რომელიც არ ჩაითვლება „განმეორებით აუქციონად“.
მუხლი 771 ქონების სახელმწიფო საკუთრებაში „ნატურით’’ გადაცემა
ა)უშედეგო „პირველი იძულებითი აუქციონი’’ შეიძლება გახდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ „უძრავი ქონების ნატურით გადაცემის შესახებ’’ განკარგულების
გამოცემის საფუძველი [მუხ.771-ე ნაწ. 1-ლი]
·
თუ „სააღსრულებო წარმოება’’[„პირველი იძულებითი აუქციონი’’]
მიმდინარეობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის სასარგებლოდ (მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით) და ამ „პირველ აუქციონზე“
არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი ამ კანონით დადგენილ
ვადაში არ გადაიხადა, აღსრულების ეროვნული
ბიურო უფლებამოსილია აუქციონის
დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ან ავტონომიური რესპუბლიკის/ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში
„უძრავი ქონების ნატურით გადაცემის შესახებ’’
განკარგულება,
რომელიც ეგზავნება შესაბამის მარეგისტრირებელ
ორგანოს ამუძრავ
ქონებაზე სახელმწიფო/ან ავტონომიური
რესპუბლიკის/ან მუნიციპალიტეტის „საკუთრების უფლების’’ რეგისტრაციის მოთხოვნით.
·
ხოლო თუ „უძრავი ქონების ნატურით
გადაცემის შესახებ’ „განკარგულება“ აღნიშნულ ვადაში არ გამოიცა, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს
„პირველი განმეორებითი
აუქციონის“ (თუ „პირველ აუქციონზე’’ არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი)
ან „ხელახალი აუქციონის“ (თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი ამ კანონით დადგენილ
ვადაში არ გადაიხადა) ჩატარებას.
ხ
ბ) რა ხდება როცა ვერც „პირველი
განმეორებით აუქციონი’’ ავლენს
გამარჯვებულ პირს[მუხ.771-ე ნაწ. მე-2]
·
თუ „პირველ განმეორებით აუქციონზედაც’’
არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ გამარჯვებულმა
პირმა ქონების ფასი არ
გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია„პირველ განმეორებითი აუქციონის’’
დასრულებიდან 15 დღის ვადაში
გამოსცეს სახელმწიფო/ან ავტონომიური რესპუბლიკის/ან
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში „ქონების ნატურით გადაცემის შესახებ’’ განკარგულება, რომელიც ეგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოს
ამ ქონებაზე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრების რეგისტრაციის
მოთხოვნით.
·
თუ „ქონების ნატურით გადაცემის შესახებ’’ განკარგულება,
არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს
„მეორე განმეორებითი აუქციონის’’ (თუ „პირველ
განმეორებით აუქციონზე“ არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი) ან „ხელახალი აუქციონის’’ (თუ გამარჯვებულმა პირმა ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა
ქონების ფასი) ჩატარებას.
გ) რა ხდება
როცა ვერც „პირველი განმეორებით
აუქციონი’’ ავლენს გამარჯვებულ
პირს[მუხ.771-ე ნაწ. 21]
·
თუ „მეორე
განმეორებით აუქციონზედაც“ არ გამოვლინდა გამარჯვებული
პირი, ან თუ გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა
ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული
ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში
გამოსცეს სახელმწიფო/ან ავტონომიური რესპუბლიკის/ან მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში „ქონების ნატურით გადაცემის შესახებ’’
განკარგულება, რომელიც ეგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ქონებაზე სახელმწიფო/ან ავტონომიური რესპუბლიკის/ან
მუნიციპალიტეტის საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით.
·
თუ„ქონების
ნატურით გადაცემის შესახებ’’ განკარგულება, არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი
რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული
ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს.
ხ
დ) რა ხდება როცა კანონის 75-ე მუხლის 81 პუნქტით განსაზღვრული „ერთი აუქციონი’’ ვერ ავლენს გამარჯვებულ პირს[მუხ.771-ე ნაწ. 22]
·
თუ „სააღსრულებო წარმოება’’ მიმდინარეობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ
(მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით) და ჩატარდა ამ კანონის 75-ე
მუხლის 81 პუნქტით განსაზღვრული
„ერთი აუქციონი’’ და მასზე არ გამოვლინდა გამარჯვებული
პირი, ან თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი ამ კანონით დადგენილ
ვადაში არ გადაიხადა, აღსრულების ეროვნული
ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში
გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში „ქონების ნატურით’’ გადაცემის
შესახებ განკარგულება, რომელიც ეგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოს ამ
ქონებაზე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრების რეგისტრაციის
მოთხოვნით.
·
თუ განკარგულება აღნიშნულ ვადაში არ
გამოიცა, ქონება
თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ
დადებული ყადაღისაგან
და მოვალეს უბრუნდება.
[
ხ
ე)„ორგანოები’’ რომლებსაც ეგზავნებათ აღსრულების ეროვნული ბიუროს „ნატურით გადაცემის შესახებ“ განკარგულების ასლი [მუხ.771-ე ნაწ. მე-3]
სახელმწიფო/ან ავტონომიური რესპუბლიკის/ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში „უძრავი ქონების“ „ნატურით გადაცემის შესახებ“
განკარგულების ასლი
ეგზავნება სახელმწიფო ქონების მართვაზე/განკარგვაზე
უფლებამოსილ ორგანოს და
იმ ორგანოს, რომელიც მონაწილეობდა სააღსრულებო
წარმოებაში.
ხ
ვ)„ნატურით გადაცემის შესახებ“ განკარგულების-რეკვიზიტები [მუხ.771-ე ნაწ. მე-4]
სახელმწიფო/ავტონომიური
რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში „უძრავი ქონების’’ „ნატურით გადაცემის შესახებ’’ განკარგულება უნდა შეიცავდეს:
ა)
„უძრავი ქონების’’ მესაკუთრის (მოვალის) მონაცემებს;
ბ)
„უძრავი ქონების“ დასახელებას (მდებარეობას)
და მოკლე დახასიათებას
გ)
„უძრავი ქონების“ „მიმღების’’ დასახელებას
დ)
„უძრავი ქონების’’ ღირებულებას.
ხ
ზ) „უძრავი ქონების’’ ღირებულება ნატურით გადაცემისას [მუხ.771-ე ნაწ. მე-5]
ნატურით
გადაცემისას ქონების ღირებულება განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
ხ
თ)„არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის“ შემთხვევაში სახელმწიფო საკუთრებში „უძრავი ქონების’’ „ნატურით გადაცემის’’ სპეციფიკა [მუხ.771-ე ნაწ. მე-6]
„არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის“ შემთხვევაში სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში „უძრავი ქონების’’ „ნატურით გადაცემისას’’ ამ ქონებასთან
დაკავშირებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული „სანივთო
უფლებები ‘’ უცვლელი რჩება.[!]
ხ
ი)„უზრუნველყოფილი მოთხოვნის“ შემთხვევაში სახელმწიფო საკუთრებში „უძრავი ქონების’’ „ნატურით გადაცემის’’ სპეციფიკა [მუხ.771-ე ნაწ. მე-7]
„უზრუნველყოფილი მოთხოვნის“, მათ შორის, „უძრავ ქონებაზე“ „რეგისტრირებული“ „საგადასახადო
გირავნობის“/ ან „იპოთეკის“ უფლების, არსებობის შემთხვევაში
სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში
ქონების ნატურით გადაცემისას
უქმდება ამ გირავნობის/იპოთეკის „შემდეგ“ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული
„სანივთო უფლებები’’.
ხ
კ)„ძველი მესაკუთრის“ ადგილს დაკავება „ქონების ნატურით“ „მიღების“ შემთხვევაში[მუხ.771-ე ნაწ. მე-8]
„ქონების
ნატურით“ „მიღების“ შემთხვევაში სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკა/მუნიციპალიტეტი იკავებს „ძველი მესაკუთრის“ ადგილს და ხდება „საკუთრების უფლების’’ გადასვლის მომენტში ამ უძრავი ქონების „ფლობასთან’’
ან/და ამ უძრავი ქონებით
„სარგებლობასთან“ დაკავშირებული „სამართლებრივი ურთიერთობის“ მონაწილე,
თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი
მუხ.772 სამართლებრივი აქტების გამოცემა მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით
აღსრულების
ეროვნული ბიუროს სამართლებრივი აქტები,
მათ შორის,ა)“ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის’’, ბ)“აუქციონის შედეგის გაუქმების
შესახებ“ განკარგულებები, შეიძლება გამოიცეს მართვის ავტომატური
საშუალებების გამოყენებით და გამოქვეყნდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს
ან სხვა ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი .
Комментарии
Отправить комментарий