თემა 6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება-„ძირითადი დებულებანი’’ [230-238 -ე მუხლები]
სარჩევი:
მუხლი 230.“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“
საქმეების „წარმოების“ ამოცანები
მუხლი 231.“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ საქმეების „წარმოების“ წესი
მუხლი 232.
გარემოებანი ,რომლებიც გამორიცხავენ „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’ საქმის წარმოებას
მუხლი.233
ადმინისტრაციული სამართალდარღვის საქმის განხილვა მოქალაქეთა „თანასწორობის’’ საფუძველზე
მუხლი 234.
ადმინისტრაციული სამართალდარღვის საქმის „ღია’’ განხილვა
მუხლი 2341. ადმინისტრაციული სამართალდარღვის საქმის „ადგილზე’’ განხილვა
მუხლი 237. „მტკიცებულებათა შეფასება’’
მუხლი 238. პროკურორისთვის ან გამოძიების ორგანოსთვის მასალების გადაცემა
მუხლი 230.“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ საქმეების „წარმოების“ ამოცანები
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების
წარმოების ამოცანებია:
a. ყოველი საქმის
გარემოებათა დროული, ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამორკვევა,
b. საქმის გადაწყვეტა კანონმდებლობასთან
ზუსტი შესაბამისობით,
c. გამოტანილი დადგენილების აღსრულების
უზრუნველყოფა,
d. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის
ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების გამოვლენა,
e. ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა თავიდან
აცილება,
f. მოქალაქეთა
აღზრდა კანონების დაცვის სულისკვეთებით,
g. კანონიერების განმტკიცება.
მუხლი 231.“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ საქმეების „წარმოების“ წესი
·
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ საქმეების „წარმოების“ წესი იმ ორგანოებში (თანამდებობის პირთა
მიერ), რომლებიც უფლებამოსილნი არიან განიხილონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
საქმეები, განისაზღვრება ა)„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
შესახებ’’კოდექსით და ბ)საქართველოს „სხვა“ ნორმატიული აქტებით.
·
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ საქმეების „წარმოების“ წესი სასამართლოებში განისაზღვრება
ა) დმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
შესახებ’’კოდექსით და
ბ) საქართველოს „სხვა“ საკანონმდებლო აქტებით.
მუხლი 232. გარემოებანი ,რომლებიც გამორიცხავენ „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’ საქმის წარმოებას
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის“ საქმის წარმოება არ შეიძლება დაიწყოს, ხოლო დაწყებული საქმე უნდა შეწყდეს:
1) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის[„ფაქტის’’] არარსებობის გამო;
2) იმ
პირის მიმართ, ვისაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის არ შესრულებია
თექვსმეტი წლის ასაკი
3) მართლსაწინააღმდეგო მოქმედების თუ უმოქმედობის ჩამდენი პირის შეურაცხადობის გამო
4) თუ პირი მოქმედებდა „უკიდურესი აუცილებლობისა’’ ან „აუცილებელი მოგერიების“ მდგომარეობაში
5) „ამნისტიის აქტის’’ მიღების გამო, თუ იგი აუქმებს ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებას
6) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის „დამდგენი აქტის“ გაუქმების გამო
7) თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის მომენტისათვის განვლო ამ კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებულმა ვადებმა;
8) თუ [უკვე]არსებობს იმავე ფაქტზე ა)ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ კომპეტენტური ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ან ბ)ამხანაგური სასამართლოს გაუუქმებელი გადაწყვეტილება, [თუ მასალები ამხანაგურ სასამართლოს გადასცა იმ ორგანომ (თანამდებობის პირმა), რომელსაც აქვს მოცემულ საქმეზე ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება], ან გ) თუ არსებობს კომპეტენტური ორგანოს (თანამდებობის პირის) „გაუუქმებელი დადგენილება’’ „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტის შესახებ“, აგრეთვე დ) „ამავე ფაქტზე“ სისხლის სამართლის საქმის არსებობისას;[ეს პუნქტი ზეპირად]
9) იმ პირის გარდაცვალების გამო, რომლის მიმართ დაწყებული იყო საქმის წარმოება
მუხლი.233 ადმინისტრაციული სამართალდარღვის საქმის განხილვა მოქალაქეთა „თანასწორობის’’ საფუძველზე
·
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’ საქმეს განიხილავენ
ა)კანონის და
ბ)საქმის განმხილველი ორგანოს
(თანამდებობის პირის) წინაშე ყველა მოქალაქის „თანასწორობის საწყისებზე ‘’ მათი წარმოშობის, სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასობრივი
და ეროვნული კუთვნილების, სქესის, განათლების, ენის, რელიგიისადმი დამოკიდებულების,
საქმიანობის სახეობისა და ხასიათის, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა გარემოებათა მიუხედავად
მუხლი 234. ადმინისტრაციული სამართალდარღვის საქმის „ღია’’ განხილვა
· „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’ საქმე განიხილება ღიად.
ხ
· „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ საქმეების წარმოების აღმზრდელობითი და გამაფრთხილებელი როლის ამაღლების მიზნით ასეთი საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს უშუალოდ შრომით კოლექტივებში, დამრღვევის სწავლის ან საცხოვრებელ ადგილას.
მუხლი 2341. ადმინისტრაციული სამართალდარღვის საქმის „ადგილზე’’ განხილვა
·
ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული საქმის განხილვა შესაძლებელია „სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე“,
რაც გულისხმობს „საქმის“
ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამორკვევას, მის
გადაწყვეტას საქართველოს კანონმდებლობასთან ზუსტი შესაბამისობით,
ა)„ადგილზე“ „ადმინისტრაციული სახდელის’’ დადებას
და
ბ)„საჯარიმო ქვითრის“ ჩაბარებას „დამრღვევისათვის“
მუხლი 235. საპროკურორო ზედამხედველობა კანონების შესრულებაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებისას
· პროკურორს, ახორციელებს რა ზედამხედველობას კანონების შესრულებაზე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების’’ წარმოებისას, უფლება აქვს :
a. აღძრას „წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ“;
b. გაეცნოს საქმის მასალებს;
c. შეამოწმოს ორგანოების (თანამდებობის პირთა) მოქმედების კანონიერება საქმის წარმოების დროს;
d. მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში;
e. განაცხადოს შუამდგომლობანი,
f. მისცეს დასკვნები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ საკითხებზე;
g. შეამოწმოს შესაბამისი ორგანოების (თანამდებობის პირთა) მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ღონისძიებათა გამოყენების სისწორე;
h. გააპროტესტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის გამო შეტანილ საჩივარზე მიღებული დადგენილება და გადაწყვეტილება;
i. შეაჩეროს დადგენილების აღსრულება,
j. შეასრულოს კანონით გათვალისწინებული სხვა მოქმედებანი
მუხლი 236. „მტკიცებულებები’’
· „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის“ საქმეზე „მტკიცებულებას“ წარმოადგენს ყველა „ფაქტობრივი“ მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს: ა)„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის“ არსებობას ან არარსებობას, ბ)პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და გ)სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
·
ეს „ფაქტობრივი’’ მონაცემები დადგინდება შემდეგი საშუალებებით:
a.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით,
b.
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებით,
c.
დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით,
d.
ექსპერტის დასკვნით,
e.
ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით,
f.
ვიდეოფირით ან ფოტოფირით,
g.
ნივთიერი მტკიცებულებით,
h.
ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით
i.
სხვა დოკუმენტებით.
[ანუ
ასეთია „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’ „მტკიცებულებების’’
ჩამონათვალი- ზეპირად ]
მუხლი 237. „მტკიცებულებათა შეფასება’’
·
ორგანო (თანამდებობის პირი), ხელმძღვანელობს რა კანონითა და მართლშეგნებით, „მტკიცებულებას“ შეაფასებს „ თავისი შინაგანი რწმენით“, რაც დამყარებულია „საქმის ყველა გარემოების“ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე მათ ერთობლიობაში.
მუხლი 238. პროკურორისთვის ან გამოძიების ორგანოსთვის მასალების გადაცემა
·
თუ საქმის განხილვის დროს ორგანო ( თანამდებობის პირი) დაასკვნის , რომ „დარღვევა“ შეიცავს „დანაშაულის ნიშნებს“ , იგი საქმის მასალებს გადასცემს „პროკურორს ‘’
ან „გამოძიების ორგანოს“
Комментарии
Отправить комментарий