ყადაღადადებული მოძრავი ნივთის აუქციონის წესით რეალიზაცია [მუხ49-ე -54-ე]

 

სარჩევი:

მუხ.49 „რეალიზაცია’’ 2

მოვალისმოძრავ ქონებაზე’’ „საჯარო აუციონის’’ დანიშვნის  აუცილებელი წინაპირობები. 2

მუხ. 50 ყადაღადადებული მოძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია. 3

როდიდან   შეუძლია აღმასრულებელსსაჯარო აუქციონის’’ გამოცხადება ? [ მუხ. 50- ნაწ.1-ლი] 3

რაწესებით’’ ხდება მოვალის მოძრავი ქონების რეალიზაცია აუქციონზე ? [ მუხ. 50- მე-2 ნაწ] 3

სააღსრულებო წარმოების’’ დაწყების შესახებ     მოგირავნეს’’   გაფრთხილება  [ მუხ. 50- მე-3 ნაწ] 4

მოგირავნეთა   მოთხოვნების’’   წარდგენის ვადა და მათი პასუხისმგებლობა[მუხ. 50- ნაწ. მე-5] 4

როცა სარეალიზაციო ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე  არსებობს -„საგადასახადო გირავნობის უფლება’’ [მუხ. 50- ნაწ. მე-4] 4

ყადაღადადებულიგირავნობის საგნის’’ აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილება [მუხ. 50- ნაწ. მე-6] 5

საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის’’ პირველ რიგში დაკმაყოფილება ამონაგები თანხიდან [მუხ. 50- ნაწ. მე-7] 5

ფინანსური ინსტიტუტების’’ მოთხოვნები პირველ რიგში დაკმაყოფილება  ამონაგები თანხიდან [მუხ. 50- ნაწ. მე-8] 5

აუქციონზე შეძენილი ყადაღადადებული მოძრავი ქონების  შემძენის’’ საკუთრებაში გადასვლის -შედეგი [მუხ. 50- ნაწ.მე-9] 6

ნატურით გადაცემისშესახებ განკარგულება; „პირველი განმეორებითი აუქციონი’’; „ხელახალი აუქციონი’’[მუხ. 50- ნაწ. მე-10] 6

თუპირველ განმეორებით აუქციონზედაც’’ არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი[ 50- მუხ. ნაწ . მე-11] 7

თუმე-2 განმეორებით აუქციონზედაც’’ არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი[ 50- მუხ. ნაწ . მე-12] 7

როცა 75- მუხლის 81 პუნქტით განსაზღვრული აუქციონი ვერ ავლენსგამარჯვებულ პირს’’ ან როცა ამ აუქციონზე გამარჯვებული პირი არ იხდის დაყადაღებული სარეალიზაციომოძრავი ქონების ‘’ ფასს[მუხ. მე-121-] 7

ნატურით გადაცემისას ქონების ღირებულების  განისაზღვრა[მუხ. 50- ნაწ. მე-13] 8

ფასიან ქაღალდებზე  ყადაღის დადებისა და რეალიზაციის წესები[მუხ. 52-] 8

სხვაგვარი ‘’ რეალიზაცია [მუხ. 53-] 8

მრავალჯერადი ყადაღის დადება’’ დაფულად მოთხოვნათა ‘’ აღსრულების რიგითობა[მუხ.54-] 8

მრავალჯერადი ყადაღა’’[54-ე მუხ. 1-ლი ნაწ] 8

ერთი’’ მოვალის მიმართ რამდენიმესააღსრულებო ფურცლით’’ გათვალისწინებულიფულადი მოთხოვნების’’  სხვადასხვა’’ აღმასრულებლის მიერ აღსრულების შემთხვევა[54-ე მუხ. მე-2 ნაწ] 9

ყადაღის დადების’’ „მომენტი’’[54-ე მუხ. 21-ე ნაწ] 9

ყადაღის დადების’’ რეგისტრაცია [54-ე მუხ. მე-3 ნაწ] 10

 

 

 

მუხ.49 „რეალიზაცია’’

 

  მუხლი 49. რეალიზაცია

 +

1. ყადაღადადებულ“ ან მოვალის მიერ გადახდილ“ თანხას, „აღსრულების საფასურის’’ და აღსრულების ხარჯის“ გამოკლებით, აღსრულების ეროვნული ბიურო გადასცემს კრედიტორს.

2. სხვა’’ ყადაღადადებულ ნივთებს აღსრულების ეროვნული ბიურო საჯაროდ ყიდის აუქციონზე.

3. (ამოღებულია).

4. აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე მოვალეს მისცეს შესაძლებლობა, თვითონ მოახდინოს ქონების რეალიზაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს კონტროლით, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქონების რეალიზაციით დაიფარებაა)“აღსრულების საფასური’’, ბ)“აღსრულების ხარჯი’’ და გ)“კრედიტორის მოთხოვნები’’.

5. მოძრავი ნივთების“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეალიზაციამდე“ ან რეალიზაციის შემდეგ’’ აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, ამოიღოს ყადაღადადებული ნივთი[ანუ გაყიდული ან გასაყიდი მოძრავი ნივთი] მოვალის მფლობელობიდან.

 

მოვალისმოძრავ ქონებაზე’’ „საჯარო აუციონის’’ დანიშვნის  აუცილებელი წინაპირობები

 

·        იმისათვის,რომ აღმასრულებელმა მოვალის „მოძრავ ქონებაზე’’ „საჯარო აუციონი’’ დანიშნოს,აუცილებლად უნდა გატარდეს შემდეგი მოქმედებები:

1)     მოვალეს [პირადად] ან მის რომელიმე ოჯახის სრულწლოვან პირს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით [სსსკ] დადგენილი „წესით’’ „ჩაბარებული’’ უნდა ჰქონდეს „წინადადება’’ „გადაწყვეტილების’’ „ნებაყოფლობით’’ შესრულების შესახებ.

2)     „წინადადების’’ ჩაბარებიდან გასული უნდა იყოს“ნებაყოფლობითი’’ გადახდისთვის დადგენილი 7 დღიანი ვადა

3)     აუქციონზე სარეალიზაციო „მოძრავი ქონება’’ „დაყადაღებული’’ უნდა იყოს „შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში’’ და შედგენილი უნდა იყოს შესაბამისი „აღწერა-დაყადაღების’’ აქტი

4)     თუ „მოძრავ ქონებაზე’’ ვრცელდება „გირავნობის უფლება’’  „ნოგირავნესთვის’’ გაგზავნილი უმდა იყოს „შეტყობინება[რათა მან გამოიყენოს კანონით მინიჭებული „მოგირავნის’’ უფლება-მოვალეობები]

5)     აღმასრულებელს,რომელიც“აუქციონს’’ ატარებს“ყადაღა’’ უნდა ჰქონდეს „დარეგისტრირებული’’

6)     აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანილი  „მოძრავი ქონება’’ უნდა იყოს -„შეფასებული’’

მუხ. 50 ყადაღადადებული მოძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია

 

 

როდიდან   შეუძლია აღმასრულებელსსაჯარო აუქციონის’’ გამოცხადება ? [ მუხ. 50- ნაწ.1-ლი]

 

·        აღსრულების ეროვნული ბიურო ან მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე სხვა პირი მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში, მისი „რეალიზაციის’’[გაყიდვის] მიზნით  აცხადებს „საჯარო აუქციონს’’

 

·        ხოლო სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან  „2 კვირის ვადაში“,  საჯარო აუქციონს  აღმასრულებელი გამოაცხადებს იმ შემთხვევაში  ,როდესაც:

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ  „სააღსრულებო წარმოების“ დაწყებამდე 1 წლის განმავლობაში  უკვე განხორციელა  -„მოვალის მოძრავი ქონების შეფასება’’ აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საგადასახადო ორგანოს  შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მოვალის მოძრავი ქომების „განმეორებითი შეფასება’’ საჭირო აღარ არის.[სწორედ ეს იწვევს აუქციონის გამოცხადების 1 თვიანი ვადის 2 კვირამდე შემცირებას][იხ. კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტი]

რაწესებით’’ ხდება მოვალის მოძრავი ქონების რეალიზაცია აუქციონზე ? [ მუხ. 50- მე-2 ნაწ]

 

·        ყადაღადადებული მოძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია ხდება  კანონის“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’  XIII თავით დადგენილი წესებით და  50-ე  მუხლის „დანაწესთა’’  გათვალისწინებით.

  

 

სააღსრულებო წარმოების’’ დაწყების შესახებ     მოგირავნეს’’   გაფრთხილება  [ მუხ. 50- მე-3 ნაწ]

 

·        თუ მოვალის ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე, რომლის იძულებითი წესით რეალიზაციასაც ითხოვს კრედიტორი, რეგისტრირებულია „გირავნობის უფლება“ სხვა მოგირავნის/მოგირავნეების სასარგებლო, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით ადგენილი წესით ატყობინებს მოგირავნეს/მოგირავნეებს „გირავნობის საგნის’’ რეალიზაციასთან დაკავშირებითსააღსრულებო წარმოების’’ დაწყების შესახებ და განუსაზღვრავს მას/მათ „მოთხოვნების’’ წარმოდგენის ვადას.

·        „შეტყობინების“ ჩაბარებისას მოგირავნეს/მოგირავნეებს ეცნობება/ეცნობებათ დადგენილ ვადაში მის/მათ მიერ თავისი/თავიანთი „მოთხოვნების’’ წარუდგენლობისა და „გირავნობის საგნის’’ რეალიზაციის სამართლებრივი შედეგების შესახებ.

·        მოგირავნეს/მოგირავნეებს დამატებით არ ეცნობება/ეცნობებათ „სააღსრულებო მოქმედებების’’ და „გასატარებელი ღონისძიებების’’ კონკრეტული დრო.

 

მოგირავნეთა   მოთხოვნების’’   წარდგენის ვადა და მათი პასუხისმგებლობ[მუხ. 50- ნაწ. მე-5]

 

·        „სხვა მოგირავნემ/მოგირავნეებმა’’ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აღსრულების ეროვნულ ბიუროში უნდა წარადგინოს/წარადგინონ თავისი/თავიანთი ფულადი სახით გამოხატული მოთხოვნები.

·        მოგირავნე/მოგირავნეები პასუხისმგებელი არის/არიან წარდგენილი მოთხოვნების სისწორისთვის.

·        მოგირავნეს/მოგირავნეებს ეკისრება/ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმ ზიანისათვის, რომელიც წარმოიშობა მის/მათ მიერ წარდგენილი მოთხოვნების საფუძველზექონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის’’- განაწილებით.

 

როცა სარეალიზაციო ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე  არსებობს -„საგადასახადო გირავნობის უფლება’’ [მუხ. 50- ნაწ. მე-4]

 

·        სარეალიზაციო ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზესაგადასახადო გირავნობის უფლების’’ არსებობისას აღსრულების ეროვნული ბიურო ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ შეტყობინებასაგადასახადო ორგანოს არ უგზავნის,

·        ხოლო საგადასახადო ორგანოს „მოთხოვნა’’ განისაზღვრება  „იძულებითი აუქციონის დასრულების დღისათვის საგადასახადო ორგანოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების (გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების) მიხედვით’’.

·         აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია „მოთხოვნის’ დასაზუსტებლად მიმართოს საგადასახადო ორგანოს

 

ყადაღადადებულიგირავნობის საგნის’’ აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილება [მუხ. 50- ნაწ. მე-6]

 

·        გირავნობის საგნის’’ რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან პირველ რიგში დაიფარება:  )„აღსრულების საფასური’’ და აღსრულების ხარჯი’’;  )შემდეგ დაკმაყოფილდება მოგირავნეთა მოთხოვნები [მათი რიგითობისა’’ დააღსრულების ეროვნული ბიუროსთვის წარდგენილი მოთხოვნების’’ მიხედვით].

·        ყოველი’’ შემდგომი რიგის მოგირავნის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოგირავნის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ.

 

 

 

საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის’’ პირველ რიგში დაკმაყოფილება ამონაგები თანხიდან [მუხ. 50- ნაწ. მე-7]

 

·        თუ სარეალიზაციო ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია „საგადასახადო გირავნობის უფლება’’,გირავნობის საგნის’’აუქციონზე  რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან, „აღსრულების საფასურისა’’ და „აღსრულების ხარჯის’’ დაფარვის შემდეგ, პირველ რიგში დაკმაყოფილდება „საგადასახადო ორგანოს’’ მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, რომელი რიგის მოგირავნედ არის იგი რეგისტრირებული.

 

 

ფინანსური ინსტიტუტების’’ მოთხოვნები პირველ რიგში დაკმაყოფილება  ამონაგები თანხიდან [მუხ. 50- ნაწ. მე-8]

 

·        თუ სარეალიზაციო ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე „საგადასახადო გირავნობის უფლების ‘’  წინ რეგისტრირებულია საქართველოში ლიცენზირებული/რეგისტრირებული:  ა)კომერციული ბანკის, ბ)მიკრობანკის, გ)მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, დ)სადაზღვევო ორგანიზაციის, „ე)ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის (თუ მას ამ პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური ინსტიტუტი გირავნობით უზრუნველყოფილ მოთხოვნას გადასცემს საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციამდე), ვ)“საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების ფინანსური ინსტიტუტების’’ - გირავნობის უფლება, „გირავნობის საგნის’’ რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით  „აღსრულების საფასურისა’’ და „აღსრულების ხარჯის’’ დაფარვის შემდეგ პირველ რიგში დაკმაყოფილდება აღნიშნული „ფინანსური ინსტიტუტების’’ მოთხოვნები, ხოლო შემდეგ„საგადასახადო ორგანოს’’მოთხოვნა“.

 

აუქციონზე შეძენილი ყადაღადადებული მოძრავი ქონების  შემძენის’’ საკუთრებაში გადასვლის -შედეგი [მუხ. 50- ნაწ.მე-9]

 

·        შემძენის საკუთრებაში ყადაღადადებული მოძრავი ქონების გადასვლის შედეგად უქმდება  ამასზე არსებული ყველა  ა)ყადაღა, ბ)სანივთო და გ)ვალდებულებითი უფლებები, თუ შემძენი არ გამოთქვამს სურვილს, გახდეს ამ ქონებასთან არსებული ვალდებულებითი ურთიერთობის მხარე.

 

 

ნატურით გადაცემისშესახებ განკარგულება; პირველი განმეორებითი აუქციონი’’; „ხელახალი აუქციონი’’[მუხ. 50- ნაწ. მე-10]

 

·        თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ (მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით) და პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა, ღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ქონების „ნატურით გადაცემის“ შესახებ განკარგულება, რომელიც გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს.

·        თუ განკარგულება აღნიშნულ ვადაში არ გამოიცა, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს „პირველი განმეორებითი აუქციონის (თუ პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი) ან „ხელახალი აუქციონის (თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა) ჩატარებას

 

თუ პირველ განმეორებით აუქციონზედაც’’ არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი[ 50- მუხ. ნაწ . მე-11]

 

·        თუ „პირველ განმეორებით აუქციონზედაც’’ არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ „პირველ განმეორებით აუქციონზე გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში’’, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრებაშიქონების ნატურით გადაცემის შესახებ’’ განკარგულება, რომელიც გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს.

·        თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს მეორე განმეორებითი აუქციონის (თუ პირველ განმეორებით აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი) ან ხელახალი აუქციონის (თუ გამარჯვებულმა პირმა ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა ქონების ფასი) ჩატარებას.

 

თუ მე-2 განმეორებით აუქციონზედაც’’ არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი[ 50- მუხ. ნაწ . მე-12]

 

·        თუ მეორე განმეორებით აუქციონზედაც არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცესსახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ’’ განკარგულება, რომელიც გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს.

·         თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, ეს ქონება „თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან’’ და უბრუნდება მოვალეს.

 

როცა 75- მუხლის 81 პუნქტით განსაზღვრული აუქციონი ვერ ავლენსგამარჯვებულ პირს’’ ან როცა ამ აუქციონზე გამარჯვებული პირი არ იხდის დაყადაღებული სარეალიზაციომოძრავი ქონების ‘’ ფასს[მუხ. მე-121-]

 

·        თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ (მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით) და ჩატარდა ამ კანონის 75-ე მუხლის 81 პუნქტით განსაზღვრული „ერთი აუქციონი“ და მასზე არ გამოვლინდაგამარჯვებული პირი“, ან თუ აუქციონში „გამარჯვებულმა პირმა“  ქონების ფასი ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს „სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ’’ განკარგულება, რომელიც გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს.

·        თუ განკარგულება აღნიშნულ ვადაში არ გამოიცა, ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და მოვალეს უბრუნდება.

 

 ნატურით გადაცემისას ქონების ღირებულების  განისაზღვრა[მუხ. 50- ნაწ. მე-13] 

 

 ნატურით გადაცემისას ქონების ღირებულება განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 

 

ფასიან ქაღალდებზე  ყადაღის დადებისა და რეალიზაციის წესები[მუხ. 52-]

 

ფასიან ქაღალდებზე ვრცელდება მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადებისა და რეალიზაციის წესები

 

სხვაგვარი ‘’ რეალიზაცია [მუხ. 53-]

 

·        კრედიტორისა და მოვალის შეთანხმების შემთხვევაში, მათი განცხადების საფუძველზე, აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია დაადგინოს, რომ ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია უნდა მოხდესსხვაგვარად“, ვიდრე ამ კანონითაა განსაზღვრული.[ანუ არა „აუქციონის წესით’’]

 

მრავალჯერადი ყადაღის დადება’’ და ფულად მოთხოვნათა ‘’ აღსრულების რიგითობა[მუხ.54-]

 

მრავალჯერადი ყადაღა’’[54-ე მუხ. 1-ლი ნაწ]

 

·        მოვალის მოძრავ ქონებას  „ერთდროულად შეიძლება ყადაღა დაედოს’’ მრავალი კრედიტორის სასარგებლოდ.

·        უკვე „ ყადაღადადებულ მოძრავ ქონებას’’ შეიძლება შემდეგ კიდევ დაედოს ყადაღასხვა (შემდეგი) კრედიტორის’’ სასარგებლოდ.

·        თუ ქონებას პირველი ყადაღა დაადო „სხვა აღმასრულებელმა’’, მას უნდა ეცნობოს „ახალი ყადაღის დადების რეგისტრაციის’’ შესახებ.

ერთი’’ მოვალის მიმართ რამდენიმე სააღსრულებო ფურცლით’’ გათვალისწინებული ფულადი მოთხოვნების’’  სხვადასხვა’’ აღმასრულებლის მიერ აღსრულების შემთხვევა[54-ე მუხ. მე-2 ნაწ]

 

·        „ერთი’’ მოვალის მიმართ რამდენიმე „სააღსრულებო ფურცლით’’ გათვალისწინებული „ფულადი მოთხოვნების’’  „სხვადასხვა’’ აღმასრულებლის მიერ აღსრულების შემთხვევაში მოვალის ერთი და იმავე ქონების „აუქციონის წესით’’ ან „სხვაგვარ რეალიზაციას’’ ახორციელებს ის აღმასრულებელი, რომელმაც ყველაზე ადრე დაარეგისტრირა ყადაღა   „იარაღსა და საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ „სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე’’ -საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოში, „სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე’’ – სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში, „ზემსუბუქ საჰაერო ხომალდზე’’ − ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრში, „საზღვაო ხომალდზე’’ – საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში, „ფასიან ქაღალდზე’’ – ფასიანი ქაღალდების რეესტრის მწარმოებელ შესაბამის პირთან, ხოლო „სხვა ქონებაზე’’ – საჯარო რეესტრში.

ყურადღება:

 

·        აღსრულების რიგითობა’’ განისაზღვრება მოძრავ ქონებაზე „ყადაღის რეგისტრაციის დროის მიხედვით’’ (საათობრივად და წუთობრივად).[ეს დაიმახსოვრე]

 

ყადაღის დადების’’ „მომენტი’’[54-ე მუხ. 21-ე ნაწ]

 

·         „აღსრულების რიგითობის’’ განსაზღვრის მიზნებისათვის,  კანონის “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’  მე-2 მუხლით გათვალისწინებული „დავალიანების გადახდევინების შესახებ’’  ბრძანების იძულებითი აღსრულებისას მოვალის ქონებაზე ყადაღა აღმასრულებლის მიერ დადებულად ითვლება აღნიშნულ ბრძანების საფუძველზე  სააღსრულებო წარმოების’’ დაწყების მომენტიდან’’. 

 

ყადაღის დადების’’ რეგისტრაცია [54-ე მუხ. მე-3 ნაწ]

 

მოვალის მოძრავ ქონებაზე  ყადაღის დადების  რეგისტრაცია ხდება უშუალოდ ყადაღის ა)დადების დამადასტურებელი დოკუმენტის (აქტის),  ან ბ) ამ დოკუმენტის (აქტის) ელექტრონული ასლის,  ან გ) ყადაღის დადების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის- საფუძველზე


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები