მუნიციპალიტეტის „წარმომადგენლობითი ორგანო’’- „მუნიციპალიტეტის საკრებულო’’[23-ე -47-ე მუხლები]

 

 

სარჩევი:

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო’’- „მუნიციპალიტეტის საკრებულო’’ [მუხ. 23-] 3

მუნიციპალიტეტის საკრებულოს -უფლებამოსილებები [მუხ.24-ე 1-ლი ნაწილი ] 3

ა)საკრებულოს უფფლებამოსილებები  ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზებისა და მისი იდენტურობის განსაზღვრის’’ სფეოში. 3

ბ)საკრებულოს უფლებამოსილებებიორგანიზაციული საქმიანობის’’ სფეროში. 4

)საკრებულოს უფლებამოსილებებიმუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის რეგულირების და კონტროლის’’ სფეროში. 5

)საკრებულოს უფლებამოსილებებისაფინანსო-საბიუჯეტო’’ სფეროში. 5

)საკრებულოს უფლებამოსილებებიმუნიციპალიტეტის ქონების მართვის და განკარგვის ‘’ სფეროში. 6

მუნიციპალიტეტის   საკრებულოსპირველი სხდომა ‘[ 25- მუხლი] 8

მუნიციპალიტეტის   საკრებულოს   საქმიანობის  წესი ‘’[მუხ.26-] 9

) საკრებულოსსმორიგი’’  სხდომა. 9

) საკრებულოსრიგგარეშე’’ სხდომა. 9

)რიგგარეშე სხდომის’’ მოწვევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა ინფორმირება ‘’ და საკრებულოს სხდომის  თავმჯდომარეობა’’ 9

)საკრებულოს სხდომის  უფლებამოსილების’’ საკითხი. 10

)საკრებულოს სხდომაზეგადაწყვეტილების’’ მიღების წესი. 10

მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო’’ [მუხ. 27-] 10

) „საკრებულოს ბიუროს ‘’  წევრები[[27-ე მუხლის 1-ლი ნაწილი] 10

)“საკრებულოს ბიუროს’’ კომპეტენციები [27-ე მუხლის მე-2 ნაწილი] 10

მუნიციპალიტეტის  საკრებულოსკომისია’’[მუხ. 28-] 11

საკრებულოსკომისიის’’ შექმნის მიზნები და საკრებულოში „კომისიების’’ დასაშვები რაოდენობა[28- მუხ. 1-ლი ნაწ] 11

„საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის’’ არჩევის  დაკომისიის შემადგენლობის’’ განსაზღვრა/დამტკიცების -წესები [28- მუხ. მე-2 ნაწ] 11

საკრებულოსკომისიაში’’ წევრების წარდგენა „ფრაქციების’’ მიერ  „კვოტების დამტკიცებიდან’’   3 დღიან ვადაში   [მუხ.28-  ნაწ 21] 12

საკრებულოს კომისიის  „წევრად გახდომის ’’  წესი   [მუხ. 28- ნაწ. 22] 12

მუნიციპალიტეტის საკრებულოსდროებითი სამუშაო ჯგუფები’’[29- მუხლი] 13

მუნიციპალიტეტის საკრებულოს -„ფრაქცია’[ მუხ.30-] 14

მუნიციპალიტეტის  საკრებულოს ორგანოებშიმუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის’’ –„წარმომადგენლობა’’ [მუხ 301-] 14

მუნიციპალიტეტის საკრებულოსუმრავლესობა’’  და მუნიციპალიტეტის საკრებულოსოპოზიცია’’ [მუხ. 302-] 15

მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიის’’ წარდგენა და რეგისტრაცია. უმრავლესობის წევრთა სიაში’’ რომელიმე ფრაქციის  წევრთა ნაწილის შეყვანის აკრძალვა [მუხ.302- ნაწ.1-ლი] 15

მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი[მუხ.302- ნაწ.მე-2 ] 15

მუნიციპალიტეტის საკრებულოსუმრავლესობის   დატოვება’’  და „უმრავლესობის დაშლა’’ [მუხ.302- ნაწ. მე-3] 15

„მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციის ‘’ „წევრობა’’   და „ოპპზიციის წევრთა სიის’’ რეგისტრაცია. 16

მუნიციპალიტეტის  საკრებულოს-აპარატი’ [მუხ.31-] 16

უნიციპალიტეტის  საკრებულოს  თანამდებობის პირები’’[მუხ.32-] 17

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე[მუხ.33-] 17

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის  ა)„თანამდებობიდან გადაყენება’’,  ბ)მისთვისუფლებამოსილების შეჩერება’[ მუხ. 34-] 18

მუნიციპალიტეტის აკრებულოს თავმჯდომარის -„უფლებამოსილება’’[მუხ.35- ] 19

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები[მუხ. 36-] 20

მუნიციპალიტეტის საკრებულოს  კომისიის თავმჯდომარე[მუხ.37-] 21

მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ფრაქციის თავმჯდომარე’’  დაფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე’ [მუხ. 38-] 22

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირის’’  თანამდებობრივი შეუთავსებლობა’[მუხ. 39-] 23

მუნიციპალიტეტის საკრებულოსწევრის’’  სტატუსი [მუხ. მე-40] 23

მუნიციპალიტეტის საკრებულოსწევრის’’ საქმიანობის ანაზღაურება[მუხ.41-] 24

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის’’თანამდებობრივი შეუთავსებლობა’’[მუხ. 42-] 25

მუნიციიპალიტეტის საკრებულოსწევრის’’ უფლებამოსილების )“ვადამდე შეწყვეტა’’ და )“შეჩერება’’ [მუხ.43-] 26

მუნიციპალიტეტის აკრებულოს „წევრის’’    საქმიანობის ფორმები[მუხ. 44-] 28

მუნიციპალიტეტის საკრებულოსწევრის’’ „ზოგადი’’ „უფლებამოსილებები’’ დავალდებულებები’’[მუხ.45-] 29

მუნიციპალიტეტის საკრებულოსწევრისუფლებამოსილებების განხორციელებამუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე’’[მუხ. 46-] 30

მუნიციპალიტეტის საკრებულოსწევრის’’  ურთიერთობა  ამომრჩევლებთან’’[მუხ. 47-] 31

 

 

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო’’- მუნიციპალიტეტის საკრებულო’’ [მუხ. 23-]

 

·        მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო მუნიციპალიტეტის საკრებულო.[მუხ.23-ე ნაწ. 1-ლი]

·        მუნიციპალიტეტის საკრებულო აირჩევა 4 წლის ვადით, [ხოლო რიგგარეშე არჩევნებში − შესაბამისი საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით], მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების მიერ, პირდაპირი არჩევნებით’’, საყოველთაო’’, თანასწორი’’ საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.[მუხ.23-ე ნაწ .მე-2]

·         მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა და  არჩევის წესი’’ განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“. [მუხ. 23-ე ნაწ. მე-3]

 

მუხლი 23. მუნიციპალიტეტის საკრებულო

 

1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანომუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. მუნიციპალიტეტის საკრებულო აირჩევა 4 წლის ვადით, ხოლო რიგგარეშე არჩევნებშიშესაბამისი საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების მიერ, პირდაპირი’’ არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით’’.

3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა და არჩევის წესი’’ განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონითსაქართველოს საარჩევნო კოდექსი.

 

მუნიციპალიტეტის საკრებულოს -უფლებამოსილებები [მუხ.24-ე 1-ლი ნაწილი ]

 

ა)საკრებულოს უფფლებამოსილებები  ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზებისა და მისი იდენტურობის განსაზღვრის’’ სფეოში

 

ა.ა) „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების’’ შექმნა და გაუქმება, მათი საზღვრების დადგენა;

ა.ბ) „მუნიციპალიტეტის’’ შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და „ადმინისტრაციული საზღვრების’’ შეცვლის შესახებ შუამდგომლობების წარდგენა;

ა.გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად „მუნიციპალიტეტის სიმბოლოების“ (გერბის, დროშისა და სხვა სიმბოლოების) დადგენა;

 

ა.დ) მუნიციპალიტეტისსაპატიო წოდებებისა’’ და „ჯილდოების’’ შემოღებისა და მინიჭების წესების დადგენა;

 

ა.ე) ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის -სახელდება;

 

ბ)საკრებულოს უფლებამოსილებებიორგანიზაციული საქმიანობის’’ სფეროში

 

ბ.ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცება;

ბ.ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება;

ბ.გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ბ.დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შექმნა; კომისიის თავმჯდომარის არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება; ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა და დამტკიცება, კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღება; კომისიის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა;

ბ.ე) მუნიციპალიტეტის „საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის’’ შექმნა და გაუქმება,დროებითი სამუშაო ჯგუფის’’  პერსონალური შემადგენლობის’’ დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა;

ბ.ვ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის „დებულებისა’’ და „საშტატო ნუსხის“ დამტკიცება;

ბ.ზ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში მუნიციპალიტეტის/საკრებულოს „წარმომადგენლობის“ უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნა; 

ბ.თ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სათათბირო ორგანოების (საბჭო, კომიტეტი და სხვა) შექმნა და მათი საქმიანობის წესის განსაზღვრა;

ბ.ი) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის დამტკიცება;

 

)საკრებულოს უფლებამოსილებებიმუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის რეგულირების და კონტროლის’’ სფეროში

 

გ.ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოებისა და ამ ორგანოების თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, მათი „ანგარიშების’’ მოსმენა და შეფასება;

გ.ბ) ამ კანონის შესაბამისად მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულებისდებულებებისა“ და „საშტატო ნუსხების“ დამტკიცება;

გ.გ) ამ კანონით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის მერისთვის „უნდობლობის“ გამოცხადება

გ.დ) მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის შემმუშავებელი ერთობლივი საბჭოს’’ „შემადგენლობისა’’ და „დებულების’’ დამტკიცება;

გ.ე) მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით „მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების,გენერალური“ და „განაშენიანების“ გეგმების ‘’ /“განაშენიანების დეტალური გეგმების“ „კონცეფციებისა’’ და „პროექტების’’ დამტკიცება;

გ.ვ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული“ ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის მართვის გეგმის’’ დამტკიცება;

გ.ზ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ „ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“ გადაწყვეტილების დამტკიცება;

)საკრებულოს უფლებამოსილებებისაფინანსო-საბიუჯეტო’’ სფეროში

 

დ.ა) ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების კონტროლი და ბიუჯეტის შესრულების შეფასება;

დ.ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება;

დ.გ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულების დამტკიცება, აგრეთვე ისეთი გარიგების დადებაზე თანხმობის მიცემა, რომლის ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5 პროცენტს;

დ.დ) „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცება;

დ.ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების და მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

 

)საკრებულოს უფლებამოსილებებიმუნიციპალიტეტის ქონების მართვის და განკარგვის ‘’ სფეროში

 

ე.ა) მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის წესების, აგრეთვე 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს ქონების განკარგვის წესის დადგენა ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით;

ე.ბ) (ამოღებულია - 22.07.2015, №4087);

ე.გ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენა, მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესების დადგენა;

ე.დ) მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება;

ე.ე) ამ კანონით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ე.ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტყისა და წყლის რესურსების მართვის წესის დადგენა.

ყურადღება: 

 

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოსუფლებამოსილებებს განეკუთვნება აგრეთვე:

 

a.    საქართველოს ორგანული კანონის„ადგილობრივი თვითმმარტველობის კოდექსი’’ მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული   “მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების’’ [ანუ „მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებების’’ და „მუნიციპალიტეტზე  დელეგირებული  უფლებამოსილებების’’ ]  განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება,

 

b.    ასევე ა) „ამ კანონით“[ანუ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით’’], ბ)“საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა“ და გ)“მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით’’   მისთვის[ანუ საკრებულოსთვის] მინიჭებული „უფლებამოსილებები’’. [იხ.24-ე მუხლის მე-2 ნაწილი]

 

ყურადღება:

 

a.    თუ საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმარტველობის კოდექსი’’ ან საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის „საკუთარი’’ ან „დელეგირებული’’ უფლებამოსილების „განხორციელებისთვის პასუხისმგებელ მუნიციპალიტეტის ორგანოს“, აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს  ან „მუნიციპალიტეტის საკრებულო“ ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს დავალებით – „მუნიციპალიტეტის მერი’’.  [იხ.24-ე მუხლის მე-3 ნაწილი]

 

ყურადღება:

 

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს ის უფლებამოსილება, რომელიც ამ კანონით ან საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულია, როგორც მუნციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება, არ შეიძლება გადაეცეს სხვა ორგანოს ან თანამდებობის პირს, თუ კანონი უშუალოდ არ ითვალისწინებს მისი გადაცემის შესაძლებლობას. [იხ.24-ე მუხლის მე-4 ნაწილი]

 

ყურადღება:

 

·        „მუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის’’ შემმუშავებელი ერთობლივი საბჭოს წარდგინებით „შესაბამისი მუნიციპალიტეტების საკრებულოები“ ერთობლივი ნორმატიული აქტით ამტკიცებენ „მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმას“[იხ.24-ე მუხლის მე-5 ნაწილი]

 

 

მუნიციპალიტეტის   საკრებულოს პირველი სხდომა ‘’[ 25- მუხლი]

 

·        საქართველოს მტელ ტერიტორიაზე „ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს’’ „პირველ სხდომას’’ იწვევს „ცესკო’’ [ცენტრალური საარჩევნო კომისია] მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყებიდან 30 დღის ვადაში.

 

·        ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა გაიხსნება,თუ მას ესწრება[რეგისტრირებულია] ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

·        პირველ სხდომას ხსნის „შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე’’

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის’’ არჩევამდე უძღვება მუნიციპალიტეტის საკრებულოს უხუცესი წევრი.

 

 

მუხლი 25. მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა

 

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია[„ცესკო’’] მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყებიდან 30 დღეში იწვევს ამ საკრებულოს პირველ სხდომას.

 

მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომას ხსნის შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე’’.

 

მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის’’ არჩევამდე უძღვება მუნიციპალიტეტის საკრებულოს უხუცესი წევრი.

 

·        „ახლადარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს’’ „პირველი სხდომა’’ შემდგარად ჩაითვლება და მუშაობას  შეუდგება,თუ: “შესაბამისი საარჩევნო კომისია’’ დაადასტურებს ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის არჩევას [ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება „წინა მოწვევის’’ საკრებულოს]

·        თუ იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა,რომელთა უფლებამოსილებაც ცნო მუნიციპალიტეტის საკრებულომ,საკრებულოს სრული შემადგენლობის 2/3-ზე ნაკლებია,საკრებულოს „პირველი სხდომა’’ წყდება.

·        ასეთ შემტხვევაში „ახლადარჩეული საკრებულის’’ „მომდევნო სხდომას’’ იწვევს ცესკო „იმ დღიდან 10 დღის ვადაში,როდესაც შესაძლებელი გახდება საკრებულოს წინაშე იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა,რამდენიც საკმარისია საკრებულოს სრული შემადგენლობის 2/3-მდე შესავსებად’’.

·        თუ „დადგენილ ვადაში’’ ვერ მოხერხდება შესაბამისი რაოდენობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა,ინიშნება ხელახალი არჩევნები.

 

მუნიციპალიტეტის   საკრებულოს   საქმიანობის  წესი ‘’[მუხ.26-]

 

 

        ) საკრებულოსსმორიგი’’  სხდომა

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს „მორიგ სხდომებსთვეში ერთხელ მაინც იწვევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.[მუხ.26-ე ნაწ.1-ლი]

        ) საკრებულოსრიგგარეშე’’ სხდომა

 

·        26-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ,მუნიციპალიტეტის საკრებულოს „რიგგარეშე სხდომა მოიწვევა:

 

ა) მუნიციპალიტეტის მერის წინადადებით;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისნიციატივით;

გ)  მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით;

 დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წინადადებით;

ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1 პროცენტის მოთხოვნით.

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იწვევს რიგგარეშე სხდომას.

 

თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ერთი კვირის ვადაში არ მოიწვევს რიგგარეშე სხდომას, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს. [26-ე მუხლის მე-3 ნაწილი]

 

)რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა ინფორმირება ‘’ და საკრებულოს სხდომის  თავმჯდომარეობა’’

 

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა ინფორმირებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.[26-ე მუხლის მე-4 ნაწილი]

 

)საკრებულოს სხდომის  უფლებამოსილების’’ საკითხი

 

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა „უფლებამოსილია’’, თუ მას ესწრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს „სრული შემადგენლობის’’ ნახევარზე მეტი.[26-ე მუხლის მე-5 ნაწილი]

 

)საკრებულოს სხდომაზეგადაწყვეტილების’’ მიღების წესი

 

·        მუნიციპალიტეტის საკრებულო გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით.

·         ფარული კენჭისყრა იმართება მხოლოდ  ა)„პირის თანამდებობაზე არჩევის“, ბ)„პირის თანამდებობიდან გადაყენების’’ და გ)„პირისთვის უნდობლობის გამოცხადების“ საკითხების გადაწყვეტისას.[26-ე მუხლის მე-6 ნაწილი]

 

 

 

   მუნიციპალიტეტის საკრებულოსბიურო’’ [მუხ. 27-]

 

) საკრებულოს ბიუროს ‘’  წევრები[[27-ე მუხლის 1-ლი ნაწილი]

 

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო შედგება:

 ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისგან,

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებისა , გ)მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების თავმჯდომარებისგან  

დ)მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეებისგან.

[მუხ.27-ე ნაწ. 1-ლი]

  )“საკრებულოს ბიუროს’’ კომპეტენციები [27-ე მუხლის მე-2 ნაწილი]

 

მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო:

ა) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო გეგმის პროექტს;

ბ) კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას;

ბ​1) ამტკიცებს (გარდა ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომისა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისიის მიერ განსაზღვრულ და წარდგენილ მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში „პროპორციული წარმომადგენლობის“ კვოტებს;

ბ​2) ცნობად იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის „შემადგენლობაში შეტანილ ცვლილებას“;

გ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებისა და წინადადებების საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში დაუყოვნებლივ შეტანას;

დ) ისმენს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთაანგარიშებს’’;

ე) ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით’’ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

            მუნიციპალიტეტის  საკრებულოსკომისია’’[მუხ. 28-]

 

 საკრებულოსკომისიის’’ შექმნის მიზნები და საკრებულოში „კომისიების’’ დასაშვები რაოდენობა[28- მუხ. 1-ლი ნაწ]

 

·        ა) საკრებულოში „საკითხების’’ წინასწარი მომზადების, ბ)“გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის’’ ხელის შეწყობის, გ)“მერიის’’, „მისი სტრუქტურული ერთეულებისა“ და „მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების’’ კონტროლის მიზნით იქმნება „კომისიები’’, რომელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5-ს.

„საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის’’ არჩევის  და კომისიის შემადგენლობის’’ განსაზღვრა/დამტკიცების -წესები [28- მუხ. მე-2 ნაწ]

 

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე აირჩევა მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთაგან.

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ა)მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და ბ)მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში.

·        ა)“ საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობასა’’  და  ბ)“პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს ‘’განსაზღვრავს   საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია ან   შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისია -

მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით და ამტკიცებს  საკრებულოს ბიურო,

[ხოლო ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე   საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობასა’’  და  პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებსგანსაზღვრავს და ამტკიცებს -მუნიციპალიტეტის საკრებულო.]

საკრებულოსკომისიაში’’ წევრების წარდგენა „ფრაქციების’’ მიერ  „კვოტების დამტკიცებიდან’’   3 დღიან ვადაში   [მუხ.28-  ნაწ 21]

 

·        28-ე  მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს ბიუროს მიერ (ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ)  „საკრებულოს კომისიებში’’ „საკრებულოს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების“ დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია „თავისი გადაწყვეტილებით“ წარადგენს კომისიებში [თავის]  „წევრებს“.

 

საკრებულოს კომისიის  წევრად გახდომის ’’  წესი   [მუხ. 28- ნაწ. 22]

 

მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიაში წევრის წარდგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისიას (მუნიციპალიტეტის საკრებულოს) და ბ)მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს.

იურიდიულ საკითხთა კომისია ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისია (მუნიციპალიტეტის საკრებულო) ამოწმებს ფრაქციის მიერ კომისიაში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას.

„ფრაქციის მიერ კომისიაში წარდგენილი წევრი“ კომისიაში „დანიშნულად’’ მიიჩნევა აღნიშნული „ფაქტის’’  მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს (მუნიციპალიტეტის საკრებულოს) მიერცნობად მიღების’’ მომენტიდან.

ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, რომელიც გაერთიანებული არ არის არცერთ ფრაქციაში, „კომისიის წევრი“ ხდება ამ პუნქტით დადგენილი წესით,[ოღონდ არა ფრაქციის წარდგინებით არამედ]  პირადი განცხადების „საფუძველზე.

·        თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიაში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისია 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს  „პროპორციული წარმომადგენლობის“ „ახალ კვოტებს’’ [მუხ. 28-ე ნაწ მე-23]

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების შექმნისა და საქმიანობის წესები განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.[მუხ. 28-ე ნაწ მე-3]

 

 

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფები’’[29- მუხლი]

 

·         მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია ცალკეულ საკითხთა შესასწავლად, საჭიროების შემთხვევაში შექმნას „დროებითი სამუშაო ჯგუფები“[29-ე მუხ. ნაწ.1-ლი]

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელსა და წევრებს „სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადით“, [რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს] , „თავისი შემადგენლობიდან’’ ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

·        „დროებითი სამუშაო ჯგუფის’’ „უფლებამოსილების ვადაშეიძლება გაგრძელდეს „თითო თვით“.[!]

·        დროებითი სამუშაო ჯგუფის „უფლებამოსილების საერთო ვად’’ არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს [!] [29-ე მუხ. ნაწ. მე-2]

·        მუნიციპალიტეტის „საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფში“ მუნიციპალიტეტის „საკრებულოს წევრები’’ შეყვანილი უნდა იქნენ ა) „მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა’’ და „ბ)იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობის „პროპორციულად’’, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში’’.

·        „მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით“ „ დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრად’’  „ სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადით’’, „სათათბირო ხმის უფლებით’’  შეიძლება „სხვა პირთა’’ მოწვევაც.[29-ე მუხ. ნაწ. მე-3 ნაწ.]

·        „მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის’’ საქმიანობის წესი განისაზღვრება „მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით’’.[29-ე მუხ. ნაწ. მე-4 ნაწ.]

 

ვვვვ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს -„ფრაქცია’’[ მუხ.30-]

 

„მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებ’’  შეიძლება გაერთიანდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციაში [მუხ.30-ე ნაწ.1-ლი]

ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია.[მუხ.30-ე ნაწ.მე-2]

ფრაქციის შექმნის მსურველი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები შეიმუშავებენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წესდებას.

 მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა გაერთიანება „ფრაქციის’’ სტატუსს იძენს რეგისტრაციის მომენტიდან.

 მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესები და მისი უფლებამოსილება განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით.[მუხ.30-ე ნაწ.მე-3]

ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 3-ზე ნაკლები.[მუხ.30-ე ნაწ.მე-4]

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში.[მუხ.30-ე ნაწ.მე-5]

 ფრაქციის შექმნა შესაძლებელია როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე.[მუხ.30-ე ნაწ.მე-6]

დაუშვებელია ფრაქციებად გაერთიანება  ა)ეროვნული, ბ)რელიგიური, გ)პროფესიული, დ)პირადი ან ე)ტერიტორიული (საცხოვრებელი ადგილის) ნიშნით.[მუხ.30-ე ნაწ.მე-7]

 

მუნიციპალიტეტის  საკრებულოს ორგანოებშიმუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის’’ –„წარმომადგენლობა’’ [მუხ 301-]

 

მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანოებში  „მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის’’ წარმომადგენლობა განისაზღვრება „ფრაქციაში გაერთიანებულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობისროპორციულად“. [იხ. მუხ. 301-ე ]

მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობა  და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიცია’ [მუხ. 302-]

 

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიძლება ჩამოყალიბდეს „მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობა’’ და „მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიცია’’

მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიის’’ წარდგენა და რეგისტრაცია. უმრავლესობის წევრთა სიაში’’ რომელიმე ფრაქციის  წევრთა ნაწილის შეყვანის აკრძალვა [მუხ.302- ნაწ.1-ლი]

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ უმრავლესობის’’ ხელმოწერებით დადასტურებული „მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სია’’, რომელსაც იგი[საკრებულოს ბიურო] რეგისტრაციაში ატარებს.

·        დაუშვებელია „მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში’’ „მუნიციპალიტეტის საკრებულოს რომელიმე ფრაქციის  წევრთა „ნაწილის“ შეყვანა’’.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი[მუხ.302- ნაწ.მე-2 ]

 

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში მიეთითება მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი.

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობა და შესაძლებელია ამ სტატუსის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობასთან შეთავსება.

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი უზრუნველყოფს უმრავლესობაში შემავალი“:  ა)„ფრაქციებისა და ბ)“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფრაქციო წევრთა   მუშაობის საერთო პოლიტიკურ კოორდინაციას.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის  დატოვება’’  დაუმრავლესობის დაშლა’’ [მუხ.302- ნაწ. მე-3]

 

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციას,  ან უფრაქციო  წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს დატოვოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობა.

·        მისი დატოვების შესახებ იგი აცნობებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისიას.

·        თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობაში შემავალი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციაში შემავალ ფრაქციაში გაერთიანდა, იგი უმრავლესობიდან გასულად ჩაითვლება.

·        „შესაბამის ცვლილებას’’ მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისიის წარდგინებით რეგისტრაციაში ატარებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო.

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო რეგისტრაციაში არ გაატარებს „შესაბამის ცვლილებას“, თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობაში შემავალ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობაზე ნაკლები გახდა. ასეთ შემთხვევაში ‘’მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობა’’დაშლილად“ ითვლება.

·        „მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის“ დაშლის შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს ამ მუხლით დადგენილი წესით წარედგინება „მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა’’   ახალი სია [!], რომელსაც იგი რეგისტრაციაში ატარებს.

„მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციის ‘’ „წევრობა’’   და „ოპპზიციის წევრთა სიის’’ რეგისტრაცია

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს ის  წევრი, რომელიც არ შედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობაში, განეკუთვნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციას.

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციის წევრთა სიას მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისიის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიის რეგისტრაციის ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში ცვლილების შეტანის შემდეგ უახლოეს სხდომაზე რეგისტრაციაში ატარებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო.

 

            მუნიციპალიტეტის  საკრებულოს-„აპარატი’’ [მუხ.31-]

 

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსსა და აპარატის მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

 

უნიციპალიტეტის  საკრებულოს  თანამდებობის პირები’’[მუხ.32-]

 

მუნიციპალიტეტის საკრებულოს „თანამდებობის პირები“ არიან:

ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;

ა​1) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;

გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე;

დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე;

ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.

 

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე[მუხ.33-]

 

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო. [მუხ.33-ე ნაწ. 1-ლი]

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის საკრებულოს არანაკლებ 3 წევრს.[მუხ.33-ე ნაწ. მე-2 ]

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კანდიდატთა სიას და კანდიდატებისაგან ითხოვს თანხმობას, კენჭი იყარონ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრისათვის ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას მათი წარდგენის რიგითობის მიხედვით.[მუხ.33-ე ნაწ. მე-3]

·        თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და მან ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები.[მუხ.33-ე ნაწ. მე-4 ]

·         თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები.

კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი არჩევნები. [მუხ.33-ე ნაწ. მე-5 ]

·        თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება არჩევნების მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმები მიიღეს.

 

მეორე ტურში კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი არჩევნები.

თუ მეორე ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები.

 

თუ არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს.[მუხ.33-ე ნაწ. მე-6 ]

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს უფლება აქვს, ყოველი კენჭისყრის წინ მოხსნას თავისი კანდიდატურა.[მუხ.33-ე ნაწ. მე-7]

·        . მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ერთი და იმავე პირის წარდგენა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.[მუხ.33-ე ნაწ. მე-8 ]

 

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის  ა)თანამდებობიდან გადაყენება’’,  ბ)მისთვისუფლებამოსილების შეჩერება’’[ მუხ. 34-]

 

·        მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.[მუხ.34-ე ნაწ. 1-ლი]

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვას მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3[ ერთმა მესამედმა].

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მუნიციპალიტეტის საკრებულოსიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი   [მუხ.34-ე ნაწ. მე-2 ]

·        თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულომ არ მიიღო გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება მომდევნო 3 თვის განმავლობაში დაუშვებელია.[მუხ.34-ე ნაწ. მე-3]

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, გარდა ამ კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, „მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება“ შეუჩერდება ამ კანონის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში „გამგებლის’’/“მერის“ მოვალეობის შესრულებისას [მუხ.34-ე ნაწ. მე-4]

 

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის -„უფლებამოსილება’’[მუხ.35- ]

 

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე:

ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს, წარმართავს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე დახურულად აცხადებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვას;

გ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი პროცედურების დაცვას;

დ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ შემუშავებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის სხდომაზე დასამტკიცებლად წარდგენას, ადგენს განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;

ე) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;

ვ) კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების მუშაობას;

ზ) „წარმოადგენს’’ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

თ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების წარდგინებით მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში იწვევს ექსპერტებსა და სპეციალისტებს; მათთან დებს და აუქმებს ხელშეკრულებებს;

ი) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებებს, განკარგულებებსა და სხდომების ოქმებს;

კ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებს;

ლ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგენს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს;

მ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს  ა)მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტს, ბ)მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის დებულებას და გ)მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებას;

ნ) ამტკიცებს  ა)მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს და ბ)თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე გ)მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა „დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს’’;

ო) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს ა)მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა წახალისებისა და ბ)საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;

პ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოში „პირის’’ ლობისტად რეგისტრაციის შესახებ;

ჟ) ახორციელებს  ა)ამ კანონით, ბ)საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და გ)მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე.

 

 

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები[მუხ. 36-]

 

·         მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის, „პირველი მოადგილე’’.

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს (მათ შორის, პირველ მოადგილეს) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით,თავისი შემადგენლობიდან’’, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო.[36-ე მუხ. ნაწ.1-ლი]

·         მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ფუნქციები განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით.[მუხ.36-ე ნაწ. მე-2]

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავალებითმისი ერთ-ერთი მოადგილე.[მუხ. 36-ე ნაწ.მე-3]

·         მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ  ა)უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, ბ)მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, გ)მისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.

·        ა) თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული ან ბ)მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების საკითხი რეგულირდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.[მუხ. 36-ე ნაწ. მე-4]

·         მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვან  ა)მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/5[ერთმა მეხუთედმა].

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.[!][ მუხ. 36-ე  ნაწ. მე-5]

 

მუნიციპალიტეტის საკრებულოს  კომისიის თავმჯდომარე[მუხ.37-]

 

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობიდან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთ მეხუთედსა და ბ)მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციას. [მუხ. 37-ე ნაწ. 1-ლი]

·        37-ე მულის მე-2 ნაწილის  თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე:

 

ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს კომისიის სხდომებს

 

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტითა და მუნიციპალიტეტის კომისიის დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვას;

 

გ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას

 

დ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;

 

ე) ხელს აწერს კომისიის სხდომების ოქმებს;

 

ვ) მოქმედებს კომისიის სახელით;

 

ზ) ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე;

 

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

·        მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე.

·         მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვან  ა)მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა, ბ) შესაბამისი კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტმა და გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ.

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.[37-ე მუხ. მე-3 ნაწ.]

 

მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ფრაქციის თავმჯდომარე’’  და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე’’  [მუხ. 38-]

 

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციას ხელმძღვანელობს ფრაქციის თავმჯდომარე.

·         მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ფრაქციის ყოველ სამ წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს შვიდისა.

 

 

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წესდებით.

 

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირის’’  თანამდებობრივი შეუთავსებლობა’’[მუხ. 39-]

 

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირის  „თანამდებობრივი შეუთავსებლობის“ საკითხები წესრიგდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

 

მუნიციპალიტეტის საკრებულოსწევრის’’  სტატუსი [მუხ. მე-40]

 

·        „მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სტატუსი’’ არის მისი კანონით განსაზღვრული სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის:  ა)უფლებამოსილებას,ბ)პასუხისმგებლობას, გ)საქმიანობის წესსა და დ)გარანტიებს.

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს „წევრად’’  შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღისთვის შეუსრულდა 21 წელი.

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს „წევრი’’  სარგებლობს „თავისუფალი მანდატით’’ და მისი „გაწვევა’’ დაუშვებელია.

 

 მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თავისი მოვალეობების შესრულებისას შეზღუდული არ არის „ამომრჩევლებისა’’ და „მისი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანების’’   განაწესებითა და დავალებებით.

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის  „უფლებამოსილების’’  სხვა პირისათვის გადაცემა დაუშვებელია.

·        „თავისუფალი მანდატი’ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით ამომრჩევლებთან მუშაობისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისგან. 

·         მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის  „უფლებამოსილება’’ იწყება  „მისი უფლებამოსილების’’ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად დაწყებისთანავე.

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისუფლებამოსილება’’ მთავრდება ამ უფლებამოსილების „ვადის გასვლისთანავე’’ ან „ვადამდე შეწყვეტისთანავე’.

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის  ა)უფლებამოსილება, ბ)საქმიანობის წესი და გ)გარანტიები განისაზღვრება ამ კანონითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით.

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი (გარდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა) ვალდებულია იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ერთი კომისიის შემადგენლობაში’’ მაინც.

 მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იმავდროულად შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა კომისიის შემადგენლობაში, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორისა.

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია ამ კანონის 28-ე მუხლის 2​2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის/კომისიების შემადგენლობაში, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორისა.

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის დამსაქმებელს უფლება არ აქვს, შეზღუდოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლება, მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მისი კომისიის, ფრაქციის და დროებითი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში.

 

შრომითი ხელშეკრულება, რომელიც შეიცავს შეთანხმებას აღნიშნული საფუძვლით დასაქმებულის უფლების შეზღუდვის შესახებ, ბათილია.

 

დაუშვებელია ამ საფუძვლით პირის[მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ] ა)სამსახურიდან გათავისუფლება, ბ)დაბალხელფასიან სამუშაოზე გადაყვანა ან გ0სხვაგვარი დისკრიმინაცია.

 

 

მუნიციპალიტეტის საკრებულოსწევრის’’ საქმიანობის ანაზღაურება[მუხ.41-]

 

·         მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს „სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად“ და „უსასყიდლოდ“. ანაზღაურებადია მხოლოდ „მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირის“ საქმიანობა.

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად.

·        მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრის  „უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების’’ ანაზღაურების წესი, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს „დადგენილებით’’,

·        ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის  სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების’’ ანაზღაურებაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით „საჯარო მოსამსახურის მივლინების ხარჯების ანაზღაურებისათვის დადგენილი წესები’’.

·         დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის „ხარჯების“ ანაზღაურება  ა)„ფულადი ჯილდოს’’ და ბ)“სახელფასო დანამატის’’ სახით.

 

 

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის’’ თანამდებობრივი შეუთავსებლობა’’[მუხ. 42-]

 

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლება არ აქვს:

 

ა) იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი;

 

ბ) ეკავოს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულითანამდებობის პირის’’  თანამდებობა, გარდა „მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირის’’ თანამდებობისა;

 

გ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც პირს ირჩევს ან პირის დანიშვნაზე თანხმობას იძლევა საქართველოს პარლამენტი;

 

დ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც პირს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს პრემიერ-მინისტრი;

 

ე) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც პირს ირჩევენ, ნიშნავენ ან ამტკიცებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები;

 

ვ) იმუშაოს ა)სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებში, ბ)სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, გ)საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების და დ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში;

 

ზ) იყოს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე;

 

თ) იმუშაოს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ზედამხედველობას უწევს მუნიციპალიტეტის ორგანოებს;

 

ი) იმუშაოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და მერიაში;

 

კ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) საწარმოს (საწარმოების) მართვაში (იყოს დირექტორი, დირექტორის მოადგილე, სამეთვალყურეო ან დირექტორთა საბჭოს წევრი და სხვა), აგრეთვე იყოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსებული დაწესებულების დირექტორი ან დირექტორის მოადგილე; 

 

ლ) იმუშაოს სხვა ქვეყნის საჯარო სამსახურში

 

 

მუნიციიპალიტეტის საკრებულოსწევრის’’ უფლებამოსილების )“ვადამდე შეწყვეტა’’ და )“შეჩერება’’ [მუხ.43-]

 

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:

ა) უფლებამოსილება პირადი განცხადებით მოიხსნა;

ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა;

გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო,[ თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული]

დ) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

ე) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში;

ვ) დაიკავა მ კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა;

ზ) გარდაიცვალა.

 მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება აგრეთვე  ა)„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული „თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის“ დაკავების ან ბ)„შეუთავსებელი საქმიანობის’’ განხორციელების შემთხვევაში.

43-ე  მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული „ფაქტების’’ შესახებ ინფორმაციას, [გარდა იმავე პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა], მუნიციპალიტეტის საკრებულო „ცნობად იღებს’’ და „აფორმებს’’  საკრებულოს სხდომის საოქმო ჩანაწერით’’.[მუხ. 43-ე ნაწ. მე-3]

 ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს/თანამდებობის პირს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება „შესაბამისი ფაქტის’’ დადგომის „მომდევნო’’ დღიდან.

 

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი უფლებამოსილების პირადი განცხადებით მოხსნის შესახებ წერილობით აცნობებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. მისი „უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტად’’ ითვლება „შესაბამისი განცხადების“ რეგისტრაციის  -„მომდევნო’’ დღე.

თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი/თანამდებობის პირი ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში ან არღვევს ამ კანონით განსაზღვრულ თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული წესით არკვევს გაცდენის მიზეზს ან ამოწმებს/გამოითხოვს ინფორმაციას თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დასადგენად.

თუ დადასტურდა, რომ გაცდენის მიზეზი არასაპატიოა ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი/თანამდებობის პირი არღვევს თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია ამზადებს დასკვნას და წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის/თანამდებობის პირისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

ეს გადაწყვეტილება ძალაშია  ა)“შესაბამისი ვადის’’ (6 თვის) გასვლის ან ბ)“თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დადგომის’’ -მომდევნო დღიდან.

 მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება შეუჩერდება ა) სასამართლოს მიერ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან ბ) ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში. უფლებამოსილების შეჩერების ვადა განისაზღვრება შესაბამისად პატიმრობის ან ადმინისტრაციული პატიმრობის მოქმედების ვადით.

მარეაბილიტირებელი საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში:

ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს აღუდგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, თუ გასული არ არის იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც არის იგი, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირს [ასევე]მიეცემა „განაცდური ხელფასი“;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, თუ გასულია იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც იყო იგი, დაკავების ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად ყოფნის საერთო ვადაში, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირს მიეცემა შესაბამისი განაცდური ხელფასი.

 

მუნიციპალიტეტის საკრებულოსევრის’’    საქმიანობის ფორმები[მუხ. 44-]

 

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის ფორმებია:

ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში მონაწილეობა;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება და ინიციირება;

გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა;

დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოსადმი/თანამდებობის პირისადმი კითხვით მიმართვა;

ე) ამომრჩეველთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფორმები.

 

მუნიციპალიტეტის საკრებულოსწევრის’’ „ზოგადი’’ „უფლებამოსილებები’’ და ვალდებულებები’’[მუხ.45-]

 

 მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი უფლებამოსილია:

ა) კითხვით მიმართოს  1)მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, 2)მუნიციპალიტეტის მერს, 3)სხვა თანამდებობის პირს და მიიღოს პასუხი. „შესაბამისი ორგანო“ და „თანამდებობის პირი“ ვალდებული არიან, ერთი კვირის ვადაში უპასუხონ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის შეკითხვას. კითხვის ავტორთან შეთანხმებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 დღით;

 

ბ) „შეუფერხებლად შეხვდეს“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს

გ) უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ნებისმიერი ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად;

ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დადგენილი წესით მოსთხოვოს „სათანადო ინფორმაცია’’ და „ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა’’

ვ) წარადგინოს „მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის“ პროექტი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ზ) წარადგინოს „წინადადება“  მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის“ გამოცემის შესახებ

 

მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია განიხილოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, „ინიციირების წესით“ , მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე „დასმული’’ საკითხები.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ყველა საკითხის განხილვისას’’ სარგებლობს „გადამწყვეტი ხმის’’ უფლებით.

 მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სათათბირო ხმის ‘’უფლებით სარგებლობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს „იმ ორგანოს მუშაობაში მონაწილეობისას, რომლის წევრიც არ არის“.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვალდებულია:

ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და კანონები;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს;

გ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების მუშაობაში;

დ) არ გაახმაუროს და პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს ინფორმაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაცულია გასაჯაროებისგან.

 მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლება არ აქვს, კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი ან მათთან დაკავშირებული შესაძლებლობები გამოიყენოს პირადი ინტერესებისათვის.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვალდებულია უარი თქვას მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობასა და კენჭისყრაზე,  ა)რომლის მიმართაც აქვს  პირადი ინტერესი’’, ან ბ) არსებობს „სხვა გარემოება’’, რომელიც გავლენას მოახდენს საქმის გადაწყვეტაზე.

 

მუნიციპალიტეტის საკრებულოსწევრის’’ უფლებამოსილებების განხორციელება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე’’[მუხ. 46-]

 

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლება აქვს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე:

 

ა) დასვას საკითხი განსახილველად;

ბ) წარადგინოს „შენიშვნები’’ და „წინადადებებიმუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ ყველა საკითხზე;

გ) მონაწილეობა მიიღოს კამათში, შეკითხვა დაუსვას მომხსენებელსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს, მიიღოს პასუხი და შეაფასოს იგი

დ) გააცნოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქალაქეთა წერილები და მიმართვები;

ე) გამოთქვას აზრი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შესაქმნელი ორგანოებისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომელთაც ირჩევს, ნიშნავს, ამტკიცებს ან რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა მუნიციპალიტეტის საკრებულო;

ვ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის, ბიუჯეტში ცვლილების შეტანის საკითხის განხილვაში;

ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზეთავისი უფლებამოსილების’’ განხორციელების პროცედურული საკითხები განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით

 

მუნიციპალიტეტის საკრებულოსწევრის’’  ურთიერთობა  ამომრჩევლებთან’’[მუხ. 47-]

 

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის „ურთიერთობა ამომრჩევლებთან’’ მოიცავს:

ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას ამომრჩეველთა უფლებების, თავისუფლებებისა და ინტერესების დასაცავად;

ბ) მოქალაქეთა მიღებას;

გ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ გაერთიანებებთან თანამშრომლობას;

დ) გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირებას.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები