11.3 "სამეთვალყურეო საბჭო'' -სს-ში

 

სარჩევი:

სამეთვალყურეო საბჭოს’’ –„ფუნქცია’’[209-ე მუხ. 1-ლი ნაწ] 1

სამეთვალყურეო საბჭოს’’ –„კომპეტენცია ’’[209-ე მუხ. მე-2  ნაწ] 2

ვინ ასრულებსსამეთვალყურეო საბჭოს’’ ფუნქციებს „კორპორაციული მართვის მონისტურ სისტემაში’’ ? 3

 

 

 

 

 

სამეთვალყურეო საბჭოს’’ –„ფუნქცია’’[209-ე მუხ. 1-ლი ნაწ]

 

·        „კორპორაციული მართვის დუალისტურ სისტემაში’’- „სამეთვალყურეო საბჭო’’  სავალდებულო მმართველობით ორგანოს წარმოადგენს.

·        კანონის 209-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თამახმად: 

„სააქციო საზოგადოების „სამეთვალყურეო საბჭო’’ ახორციელებს სააქციო საზოგადოების „ხელმძღვანელი ორგანოს“ საქმიანობის კონტროლს’’

·        „სამეთვალყურეო საბჭო’’ არ აკონტროლებს „სააქციო საზოგადოების’’ თითოეულ  მოსამსახურეს,ეს „ხელმძღვანელი ორგანოს’’  ფუნქციაა

·        „სამეთვალყურეო საბჭოს’’  მხრიდან განხორციელებული „ზედამხედველობის’’ საგანს „სს-ში ხელმძღვანელობითი საქნიანობა’’ წარმოადგენს

·        სს-ს „სამეთვალყურეო საბჭომ’’ განსაკუთრებული ყურადღება რამდენიმე საკითხს უნდა მიაქციოს:

a.      „საწარმოო საქმიანობის’’ –„დაგეგმვას’’

b.      „სამეწარმეო საქმიამობების’’- „კოორდინირებას’’

c.      „სამეწარმეო საქმიანობის’’ „ხელმძღვანელი ორგანოს’’ მიერ- „კონტროლს’’

d.     „ხელმძღვანელობითი თანამდებობების’’ დაკავებისას „შერჩევის პროცესის  მაღალპროფესიონალურ ხასიათს’’

·        „სამეტვალყურეო საბჭო’’ არ უნდა იყოს კომფრონტაციაში „ხელმძღვანელ ორგანოსთან’’

·        მათ შორის უნდა არსებობდეს დაბალანსებული, თანამშრომლობითი და „მეგობრული’’ ურთიერთობები.

·        „სამეთვალყურეო საბჭო’’ „ხელმძღვანელი ორგანოს’’ მიმართ მხოლოდ „რეკომენდაციებით’’ უნდა შემოიფარგლოს

·        „სამეტვალყურეო საბჭო’’[მისი კომპეტენციების ფარგლებში] ეხმარება „დირექტორთა საბჭოს’’[„ხელმძღვანელ ორგანოს’’] „სააქციო საზოგადოების’’ ინტერესის სესაბამისი „გადაწყვეტილების’’ მიღებაში.ეს კარგად ჩანს 209-ე მუხლის 1-ელ ნაწილსი,რომლის თანახმადაც :“ „სამეთვალყურეო საბჭო’’დადგენილ ფარგლებში“ თანამშრომლობს „ხელმძღვანელ ორგანოსთან  სააქციო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების“ მომზადებისა და გადაწყვეტის პროცესში.

მუხლი 209. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენცია

1. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს საქმიანობის კონტროლს და დადგენილ ფარგლებში თანამშრომლობს მასთან სააქციო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მომზადებისა და გადაწყვეტის პროცესში’’.

 

სამეთვალყურეო საბჭოს’’ –„კომპეტენცია ’’[209-ე მუხ. მე-2  ნაწ]

 

·        კანონის 209 -ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად

 

 

სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს:

 

ა) სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს „სააქციო საზოგადოების“ საქმიანობის „ანგარიში“;

ბ) გამოითხოვოს, განიხილოს, შეამოწმოს და შეისწავლოს სააქციო საზოგადოების „საქმიანი დოკუმენტაცია“, მათ შორის, საბუღალტრო დოკუმენტაცია, სააქციო საზოგადოების ქონებრივი ობიექტები და სალარო; ამ მოქმედებების განხორციელება დაავალოს სამეთვალყურეო საბჭოს თითოეულ წევრს ან მათ განსახორციელებლად მოიწვიოს ექსპერტები;

გ) შეამოწმოს სააქციო საზოგადოების „ხელმძღვანელი ორგანოს“ „ წლიური ანგარიშები’’, „წინადადებები მოგების განაწილების შესახებ“, „საქმიანობის ანგარიში“ და ამის თაობაზე „მოახსენოს“საერთო კრებას“;

დ) „წარმოადგინოს’’ სააქციო საზოგადოება „ხელმძღვანელ პირთან“ ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში;

ე) ამ კანონით ან წესდებით  გათვალისწინებულ შემთხვევებში გაასაჩივროსსაერთო კრების“ „გადაწყვეტილებები’’.

 

·        ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლებამოსილება,რომელიც „სამეთვლყურეო საბჭოს’სს-ს „ხელმძღვანელი პირისგან’’ დამოუკიდებლად აქვს არის: „სააქციო საზოგადოების’’ ინტერესების შესაბამისად „აქციონერთა საერთო კრების’’ მოწვევის უფლება[იხ. 209-ე მე-5 ნაწ.]

 

მუხლი 209. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენცია

5. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო ვალდებული მოიწვიოს საერთო კრება, თუ ამას მოითხოვს სააქციო საზოგადოების ინტერესები’’.

 

ვინ ასრულებსსამეთვალყურეო საბჭოს’’ ფუნქციებს კორპორაციული მართვის მონისტურ სისტემაში’’ ?

 

·        „კორპორაციული მართვის ერთსაფეხურიან სისტემაში’’[ანუ „მონისტურ’’ სისტემაში],სადაც არ არსებობს „სამეთვალყურეო საბჭო’’,როგორც „დამოუკიდებელი’’ და „განცალკევებული’’ მმართველობითი ორგანო,მისი „ფუნქციები’’ გადაცემული აქვს  “არააღმასრულელ ხელლმძღვანელ პირს’’[„არააღმასრულებელ დირექტორს’’]

·        „მონისტურ’’ სისტემაში   „დირექტორთა საბჭო’’[სს-ს „ხელმძღვანელი ორგანო’’]  კომპლექტდება „აღმასსრულებელი დირექტორებისგან’’ და „არაღმასრულებელი დირექტორებისგან’’

·        „აღმასრულებელი დირექტორები’’ არიან „დირექტორთა საბჭოს’’ ის წევრები,რომლებიც საწარმოს[„სააქციო საზოგადოების] ყოველდღიურ საქმიანობას უძღვებიან და „წამოადგენენ’’ კორპორაციას[სს-ს] გარე სამართალურთიერთობებში

·        „არაღმასრულებელი დირექტორები’’ არიან „დირექტორთა საბჭოს’’ ის წევრები,რომლებიც ახორციელებენ „აღმასრულებელი დირექტორების’’ საქმიანობის კონტროლს

·        იმ შემთხვევაში,როდესაც“ხელმძღვანელი ორგანო’’ ,მხოლოდ “აღმასრულებელი დირექტორებისგან’’ შედგება,მაშინ ბუმებრივია საკუთარი თავის “ ზედამხედველობა’’ თავად ამ ორგანოს  წევრთა მხრიდან გამოირიცხება

·        შესაბამისად,კანონმდებლობა „აზღვევს’’ მსგავს შემტხვევას და 209-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად :  ამ დროს „სამეთვალყურეო საბჭოს’’   საზედამხედველო ფუნქციას „აქციონერთა საერთო კრება’’ ახორციელებს.

 

          მუხლი 209. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენცია

2. მართვის მონისტური სისტემის არსებობისას სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციას ასრულებს/ასრულებენ არააღმასრულებელი ხელმძღვანელი პირი/პირები.

[ხოლო] თუ ხელმძღვანელი ორგანო მხოლოდ აღმასრულებელი ხელმძღვანელი პირებისგან შედგება, სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციას ასრულებს საერთო კრება.

შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციის შესახებ.

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები