11.1 აქციონერის ვალდებულება და პასუხისმგებლობა მისი დარღვევისთვის

 

სარჩევი:

აქციონერის  ერთგულების მოვალეობა’’ [მუხ.176-ე] 1

აქციონერისგამჭოლი პასუხისმგებლობა’’[26-ე მუხ. მე-2 ნაწ] 3

სააქციო საზოგადოებიდან ’’ აქციონერისგარიცხვა’’ 3

 

 

 

            აქციონერის  ერთგულების მოვალეობა’’ [მუხ.176-ე]

 

·        აქციონერის[პარნიორის] „ერტგულების მოვალეობა’’ არ არის „ხელმძღვანელ პირთა „ერთგულებისფიდუციური მოვალეობის’’ იდენტური

·        კანონის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილი  სს-ს აქციონერს[პარტნიორს] აკისრებს „ზოგად’’ ვალდებულებას „თავისი უფლებებით სარგებლობისას მხედველობაში უნდა მიიღოს სამეწარმეო საზოგადოებისა’’[სს-ს] და დანარჩენ პარტნიორთა[სს-ს „სხვა აქციონერთა“] კანონიერი ინტერესები და უფლებები.

·        ხოლო 176-ე მუხლი  სს-ს აქციონერს[პარტნიორს]  „კონკრეტულად’’ უკრძალავს „დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას’’ და „ძალაუფლების სააქციო  საზოგადოების [სს-ს] საზიანოდ გამოყენებას’’

·         „კანონი’’ არ იძლევა „ძალაუფლების’’ განმარტებას [მხოლოდ „დომინანტური მდგომარეობის’’ განმარტებას იძლევა

·        „ძალაუფლება’’შეიძლება იყოს: ა) აქციონერის „სამართლებრივი მდგომარეობა’’[მაგ. აქციებიდან გამომდინარე „კონტროლის უფლება’’ ან)აქციონერის “ფაქტობრივი მდგომარეობა’’,“პიროვნული ფაქტორი’’[მაგ. „სხვა პირზე ზეგავლენის მოხდენის საშუალება’’]

·        ხოლო „ძალაუფლების საზოგადოების საზიანოდ გამოყენება’’  შეიძლება „განიმარტოს’’ და „განივრცოს’’ სააქციო საზოგადოების „წესდებით’’[ამის საშუალებას „დისპოზიციურობის პრინციპი ‘’ იძლევა

·        „ძალაუფლების საზოგადოების საზიანოდ არგამოყენების’  მოვალეობის   „განვრცობა’’ შეიძლება ისეთი  „ქვემოვალეობებით’’ ,როგორიცაა ა)აქციონერის „დუმილის მოვალეობა’’ ,ბ)“საქმიანი შესაძლებლობების მისაკუთრების აკრძალვა’’ და სხვა

·        176-ე მუხლის მე-3 პუნქტის მხედველობაში მიღებით  შეიძლება „დავასკვნათ’’ რომ : იქ სადაც არსებობს „ძალაუფლება’’,იქ ყოველთვის არსებობს „საქციო საზოგადოების’’ „დაცვის’’ ლეგიტიმური  მიზანი

·        სწორედ „სააქციო საზოგადოების’’ „დაცვის საშუალებას’’ წარმოადგენს „აქციონერის ერთგულების მოვალეობა’’

 

·        შესაბამისად,176-ე მუხლით შესაძლებელია აქციონერის მიერ „სააქციო საზოგადოებისთვის’’ „ზიანის მიმყენებელი ნებისმიერი ქმედების’’  მოცვა,მიუხედავად იმისა გათვალისწინებულია თი არა ეს „ქმედება’’   სს-ს „წესდებაში’’

 

 

მუხლი 176. აქციონერის მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და ზიანის ანაზღაურების ვალდებულება

1. თუ სააქციო საზოგადოების დომინანტმა აქციონერმა თავისი დომინანტური მდგომარეობა განზრახ გამოიყენა ამ სააქციო საზოგადოების საზიანოდ, მან უნდა აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.

2. დომინანტ აქციონერად მიიჩნევა აქციონერი ან ერთად მოქმედ აქციონერთა ჯგუფი, რომელსაც აქვს პრაქტიკული შესაძლებლობა, გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს საერთო კრებაზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგზე. ეს აქციონერი/აქციონერთა ჯგუფი ვალდებულია, სააქციო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის გარდა, აანაზღაუროს აგრეთვე აქციონერისთვის მიყენებული ზიანი, გარდა იმ ზიანისა, რომელიც მას მიადგა სააქციო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანიდან გამომდინარე, მათ შორის, მისი აქციების ღირებულების შემცირებით.

3. პირი, რომელიც განზრახ იყენებდა თავის ძალაუფლებას სააქციო საზოგადოების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ზემოქმედებას ახდენდა სააქციო საზოგადოების მმართველი ორგანოს წევრზე, რათა ამ წევრს სააქციო საზოგადოების საწინააღმდეგო ისეთი ქმედება ჩაედინა, რომელმაც ზიანი გამოიწვია, ვალდებულია სააქციო საზოგადოებას აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი. აღნიშნული პირი ვალდებულია, სააქციო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის გარდა, აანაზღაუროს აგრეთვე აქციონერისთვის მიყენებული ზიანი, გარდა იმ ზიანისა, რომელიც მას მიადგა სააქციო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანიდან გამომდინარე, მათ შორის, მისი აქციების ღირებულების შემცირებით.

4.  სააქციო  საზოგადოების  მმართველი  ორგანოს  წევრირომელმაც  არ შეასრულა მოვალეობა, პასუხს აგებს სოლიდარულად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირთან ერთად.

სამეთვალყურეო საბჭოს’’ ან ხელმძღვანელი ორგანოს მიერ ამ ქმედების მოწონება სააქციო საზოგადოების მმართველი ორგანოს წევრს არ ათავისუფლებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.

ხელმძღვანელი პირი’’ ვალდებული არ არის აანაზღაუროს ზიანი, თუ მისი ქმედება კანონის შესაბამისად მიღებულ საერთო კრების გადაწყვეტილებას’’ ეფუძნებოდა.

5. სააქციო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანისთვის სოლიდარულად აგებს პასუხს ის პირიც, რომელმაც ზიანის გამომწვევი ქმედების შედეგად სარგებელი მიიღო და განზრახ მოახდინა ზემოქმედება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირზე.

6. კრედიტორისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ უქმდება სააქციო საზოგადოების მიერ შესაბამის მოთხოვნებზე უარის თქმით ან იმაზე მითითებით, რომ ზიანის გამომწვევი ქმედება საერთო კრების გადაწყვეტილებას ეფუძნებოდა.

 

 

აქციონერისგამჭოლი პასუხისმგებლობა’’[26-ე მუხ. მე-2 ნაწ]

 

·        26-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად „სააქციო საზოგადოების’’ „აქციონერი’’[პარტნიორი] „სააქციო საზოგადოების ‘’ვალდებულებისთვის კრედიტორის წინაშე პასუხს არ აგებს.[ანუ  აქციონერის  პირადი „პასუხისმგებლობა შეზღუდულია’’]

 

·        „გამჭოლი პასუხისმგებლობის’’  „ზოგადი ‘’ სამართლებრივი საფუძველი კი ,გათვალისწინებულია 26-ე მუხლის მე-2 ნაწილში

 

·        26-ე მუხლის მე-2 ნაწილის  სს-ს აქციონერზე მისადაგებით,შეიძლება ჩამოვაყალიბოთ „აქციონერის გამჭოლი პასუხისმგებლობა’’ :

 

 

სს-ს  აქციონერი  „სააქციო საზოგადოების’’  კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს პირადად[!], თუ  ა)ეს აქციონერი  „პასუხისმგებლობის შეზღუდვის’’ სამართლებრივ ფორმას ბოროტად იყენებს და ბ) „სააქციო საზოგადოებას’’  არ შეუძლია’’ კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

[ესაა  აქციონერის  „გამჭოლი პასუხისმგებლობა’’ -ზეპირად]

 

·        რომელ აქციონერებს დაეკისრებათ „გამჭოლი პასუხისმგებლობა’’  სს-ს  კრედიტორის წინაშე ?

·        „გამჭოლი პასუხისმგებლობა’’ შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ი„აქციონერს’’ ან „აქციონერების ჯგუფს’’[სოლიდარულად],რომელიც/რომლებიც ა) ახორციელებს/ახორციელებენ „სააქციო საზოგადოების’’  „კონტროლს’’ და  ბ)იყენებს/იყენებენ „სააქციო საზოგადოებას’’ „პირადი სარგებლისთვის’’ ან „ვალდებულებების თავიდან ასარიდებლად’’

 

 

სააქციო საზოგადოებიდან’’ აქციონერისგარიცხვა’’

 

·        კანონი არ შეიცავს სს-დან „აქციონერის’’ „გარიცხვის წესს’’

·        კანონის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით :

 

 სამეწარმეო საზოგადოების წესდებით (შემდგომ − წესდება) შეიძლება „მოწესრიგდეს ‘’აგრეთვე ის საკითხები, რომლებიც ამ კანონით არ არის მოწესრიგებული, ან „განივრცოს’’ ამ კანონის ის ნორმები, რომლებიც „შესაბამის საკითხებს“ ამომწურავად არ აწესრიგებს

 

 

·        აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას,რომ „მნიშვნელოვანი საფუძვლების ‘’ არსებობისას,“სააქციო საზოგადოების აქციონერის გარიცხვა’’ შეიძლებ ა დარეგულირდეს  სს-ს „წესდებით’’

·        ხოლო „წესდებით’’’’ რეგულირების არარსებობის  შენთხვევაში,სს-დან „აქციონერის გარიცხვა’’ სადავო იქნება,რადგან  „გარიცხვის’’ არც „კანონისმიერი’’ და „არც „სახელშეკრულებო’’ „სამართლებრივი საფუძველი“  არ არსებობს

·        ასეთ პირობებში  აქციონერს არ აქვს „გარიცხვის’’,როგორც  „პასუხისმგებლობის ზომის’’ „წინასწარ განჭვრეტის“ საშუალება.

·        „სამართლებრივი შედეგის’’ „წინასწარ განჭვრეტადობა’’ კი „პასუხისმგებლობის’’ მნიშვნელოვანი ელემენტია

·        ასევე გაურკვეველია „გარიცხვა’’ „რა წესების’’ და „წინაპირობებით’’ უნდა განხორხიელდეს; არის თუ არა განოყენებადი „შპს-ის  წესების’’ ანალოგია ?

·        ამ კითხვებს ალბათ სასამართლო პრაქტიკა გასცემს პასუხს.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები