10.3 "დისციპლინური წარმოება''." მოხელის უფლებები დისციპლინური წარმოების ფარგლებში''. "დისციპლინარული წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნა''[91-93-ე მუხლები]
სარჩევი:
მუხლი 91. დისციპლინური წარმოება
„დისციპლინური წარმოების’’ პროცედურები
1)„შეტყობინების’’ გაგზავნა დისციპლინარული წარმოების’’ დაწყების შესახებ[91-ე მუხ. 1-ლი ნაწ]
3) პირისთვის „დამატებითი’’ „ინფორმაციისა’’ და დოკუმენტაციის’’ მოთხოვნა[91-ე მუხ . მე-3 ნაწ]
4) პირისთვის მისი „უფლებების’’ და „მოვალეობების’’ განმარტება [91-ე მუხ. მე-4 ნაწ]
5)„დისციპლინარული გადაცდომის’’ „მოწმე’’ [91-ე მუხ. მე-5 ნაწ]
7)დისციპლინარული გადაცდომის ჩამდენი პირის „“ზეპირი მოსმენა’’[91-ე მუხ. მე-7 ნაწ]
მუხლი 92. დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის უფლებები
მუხლი 93. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნა
მუხლი 91. დისციპლინური წარმოება
1. დისციპლინური წარმოების
დაწყების შესახებ
ინფორმაცია ეგზავნება დისციპლინური გადაცდომის
სავარაუდო ჩამდენ პირს დისციპლინური წარმოების დაწყებიდან ან
პირის იდენტიფიცირებიდან
5 სამუშაო დღის ვადაში,
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეტყობინებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს დისციპლინური წარმოების
განხორციელების ინტერესებს.
2. დისციპლინური წარმოების
განმახორციელებელი ერთეული დისციპლინური
გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს განუსაზღვრავს
წერილობითი ახსნა-განმარტების
წარდგენის ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 3 სამუშაო დღეზე ნაკლები.
3. თუ დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის მიერ წარდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტება არასრულია ან დამატებითი
დოკუმენტაციის წარდგენაა აუცილებელი, დისციპლინური
წარმოების განმახორციელებელი ერთეული მას დაუყოვნებლივ
აცნობებს ამის თაობაზე და განუსაზღვრავს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის ვადას,
რომელიც არ უნდა იყოს 2 სამუშაო
დღეზე ნაკლები.
4. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული ვალდებულია დისციპლინური გადაცდომის
სავარაუდო ჩამდენ პირს განუმარტოს ა)მისი უფლებები და მოვალეობები,
გააცნოს მას ბ)დისციპლინური წარმოების წესი და
გ(საქმის მასალები.
5. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული ვალდებულია დისციპლინურ წარმოებაში ჩართოს ის პირი, რომელსაც აქვს ინფორმაცია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის შესახებ
და შეუძლია წერილობით ან ზეპირად წარადგინოს ახსნა-განმარტება
(ანუ „მოწმე’’),
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ახსნა-განმარტების წარდგენა ეწინააღმდეგება ამ პირის (მოწმის) ან მისი ოჯახის
წევრის ინტერესებს.
6. თუ დისციპლინური
წარმოების მოსალოდნელი შედეგია „დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად’’ „სამსახურიდან გათავისუფლების’’ შეფარდება, დისციპლინური
წარმოების განმახორციელებელი ერთეული ვალდებულია ჩაატაროს ზეპირი მოსმენა დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო
ჩამდენი პირის მონაწილეობით, გარდა
იმ შემთხვევისა, როდესაც დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირი უარს აცხადებს ზეპირ მოსმენაში
მონაწილეობაზე.
7. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას ზეპირი მოსმენის ჩატარების
შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
110-ე–112-ე მუხლები.
91-ე მუხლის კომენტარი:
·
91-ე მუხლი
არეგულირებს: ა) თავად დისციპლინური წარმოების პროცედურებს, ბ)წარმოებაში ჩართული პირების უფლებამოსილებებს და გ)წარმოებისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტების მოთხოვნის ვადებს.
„დისციპლინური წარმოების’’ პროცედურები
1)„შეტყობინების’’ გაგზავნა დისციპლინარული წარმოების’’ დაწყების შესახებ[91-ე მუხ. 1-ლი ნაწ]
·
კანონის შესაბამისად, გადაცდომის
სავარაუდო ჩამდენ
პირს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, წარმოების დაწყებიდან 5 დღის ვადაში უნდა ეცნობოს წარმოების დაწყების შესახებ, ხოლო ისეთ შემთხვევაში,
როდესაც
პირი
წარმოების
დაწყების
მომენტისათვის
არ
არის
იდენტიფიცირებული,
მისი
იდენტიფიცირებიდან 5 დღის ვადაში.
ხ
·
კანონი ითვალისწინებს აღნიშნული წესიდან გამონაკლისს, როდესაც „წარმოების დაწყების შესახებ ინფორმაციის გაგზავნამ’’ „შესაძლოა ხელი შეუშალოს დისციპლინური წარმოების განხორციელებას’’. ასეთ შემთხვევაში „დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული’’ უფლებამოსილია, ეს
ინფორმაცია არ შეატყობინოს გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ
პირს.
·
ამ „გამონაკლისში’’ ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ ფაქტორებზე:
ა) უპირველეს
ყოვლისა, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელმა ერთეულმა უნდა
დაასაბუთოს, რომ
„ინფორმაციის გაგზავნა“, „რეალურად, ხელს შეუშლის’’ დისციპლინური წარმოების
განხორციელებას.
აღნიშნული შესაძლებელია დასაბუთდეს გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის თანამდებობიდან
და გავლენიდან გამომდინარე ან/და
ამ პირის მიერ ფაქტებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხიდან გამომდინარე, რაც
თავისმხრივ უნდა
ეფუძნებოდეს შესაბამის ინფორმაციას და
ფაქტობრივ გარემოებებს;
ბ) მას შემდეგ, რაც ხელის შეშლის საფრთხე აღარ იარსებებს, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელ ერთეულს წარმოეშვება ვალდებულება, გაუგზავნოს ინფორმაცია გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ
პირს. ამ შემთხვევაში ინფორმაციის გაგზავნა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ვადის შესაბამისად.
„ხელის შეშლის საფრთხის აღმოფხვრად’’ უნდა
მივიჩნიოთ ის
მდგომარეობა, როდესაც
დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის მიერ სრულად მოხდა „ფაქტებისა’’ და
„ინფორმაციის’’ შეგროვება და
აღარ არსებობს საშიშროება, რომ
გადაცდომის სავარაუდო
ჩამდენი პირი
გაანადგურებს მათ
ან სხვაგვარად ხელს შეუშლის დისციპლინარულ წარმოებას.
ხ
2)“დისციპლინარული გადაცდომის’’ სავარაუდო ჩამდენი პირისთვის
წერილობითი „ახსნა-განმარტების’’
მოთხოვნა [91-ე მუხ. მე-2 ნაწ]
·
„ინფორმაციის გაგზავნასთან’’ ერთად დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული დისციპლინარული
გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს აძლევს
შესაძლებლობას წარმოადგინოს წერილობითი ახსნა-განმარტება, რისთვისაც
უნდა განუსაზღვროს ვადა, მაგრამ არანაკლებ 3 სამუშაო დღისა.
·
შესაბამისად, საქმის სირთულიდან გამომდინარე, შესაძლებელია განისაზღვროს უფრო ხანგრძლივი ვადაც.
3) პირისთვის
„დამატებითი’’ „ინფორმაციისა’’ და დოკუმენტაციის’’ მოთხოვნა[91-ე მუხ . მე-3 ნაწ]
·
91-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს დისციპლინარული გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირისათვის „დამატებითი’’ „ინფორმაციისა’’ და დოკუმენტაციის’’ მოთხოვნას, იმ
შემთხვევაში თუ
„წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტება არასრულია’’.
·
ასეთ შემთხვევაში მას დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს აღნიშნულის შესახებ და
განესაზღვროს შესაბამისი ვადა, რომელიც არ უნდა იყოს 2 სამუშაო დღეზე ნაკლები.
4) პირისთვის მისი „უფლებების’’ და „მოვალეობების’’ განმარტება [91-ე მუხ. მე-4 ნაწ]
·
წარმოების
შესახებ ინფორმაციის გაგზავნასთან ერთად
სავალდებულოა, გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს ეცნობოს და განემარტოს მისი უფლებები.
·
კერძოდ, კანონის 91-ე მუხლის მე-4
პუნქტის თანახმად,
დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული ვალდებულია, დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს ა)განუმარტოს მისი უფლებები და მოვალეობები, ბ)გააცნოს მას დისციპლინური წარმოების წესი და გ)საქმის მასალები.
·
აღნიშნული დანაწე
სი შესაძლებლობას აძლევს, გადაცდომის სავარაუდო
ჩამდენი პირი
წარმოების დაწყების
პირველივე ეტაპიდან
ინფორმირებული იყოს
თავისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ და
ჩაერთოს წარმოების
პროცესში მისი
პირველივე ეტაპებიდან.
5)„დისციპლინარული გადაცდომის’’ „მოწმე’’ [91-ე მუხ. მე-5 ნაწ]
·
მნიშვნელოვანი რეგულაციაა კანონში ჩამოყალიბებული დისციპლინურ წარმოებაში იმ პირების
ჩართვასთან დაკავშირებით, რომლებსაც „გააჩნიათ ინფორმაცია დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებით’’
და „აქვთ შესაძლებლობა, წერილობით ან ზეპირი ფორმით წარმოადგინონ ახსნა-განმარტებები“.
·
ასეთი პირების[დისციპლინარული
გადაცდომის „მოწმეების’’] არსებობის
შემთხვევაში, კანონი
ავალდებულებს დისციპლინური წარმოების განმახორციელებელ ერთეულს, ჩართონ ისინი წარმოებაში.
·
ეს ვალდებულება არ არსებობს იმ
შემთხვევებში, როდესაც
გადაცდომის შესახებ „ინფორმაციის მიწოდება ეწინააღმდეგება აღნიშნული პირის ან მისი ოჯახის წევრების ინტერესებს’’. [ამ შემთხვევაში, „ოჯახის წევრად’’
უნდა მოვიაზროთ
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები, : ა)პირის
მეუღლე, ბ)არასრულწლოვანი შვილი
და გერი,
აგრეთვე გ)მასთან მუდმივად
მცხოვრები პირი
6)„დისციპლინარული წარმოების’’ განსაუთრებული წესი როცა მოსალოდნელია ჩამდენი პირის „სამსახურიდან გათავისუფლება’’ [91-ე მუხ. მე-6 ნაწ]
·
განსაკუთრებული წესი
არის კანონით
განსაზღვრული ისეთი
დისციპლინური წარმოებისას,
რომელსაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს
გადაცდომის სავარაუდოდ ჩამდენი პირის „სამსახურიდან გათავისუფლება’’.
·
ასეთ შემთხვევაში, კანონი დისციპლინური წარმოების განმახორციელებელ ერთეულს ავალდებულებს, ჩაატაროს ზეპირი მოსმენა დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის მონაწილეობით.
·
თუმცა, თუ თავად გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირი ზეპირ მოსმენაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, ასეთ შემთხვევაში ზეპირი მოსმენა არ ტარდება.
7)დისციპლინარული გადაცდომის ჩამდენი პირის „“ზეპირი მოსმენა’’[91-ე მუხ. მე-7 ნაწ]
·
კანონის თანახმად,
დისციპლინარული გადაცდომის
ჩამდენი პირის „ზეპირი მოსმენა’’ უნდა ჩატარდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110-ე-112-ე მუხლების შესაბამისად.
ხ
დისციპლინარული გადაცდომის ჩამდენი პირის „ზეპირ
მოსმენას, ისევე
როგორც სასამართლო პროცესს, აქვს შემდეგი ფუნქცია:
a. გადაწყვეტილების მიმღებ
უფლებამოსილ პირს/ორგანოს ეძლევა
შესაძლებლობა, უშუალოდ გაეცნოს და
შეექმნას წარმოდგენა გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებსა და
სამართლებრივ შეხედულებებზე (უშუალობის პრინციპი);
b. პროცესის მონაწილეების მოსმენის უფლების
შეუზღუდავად უზრუნველყოფა;
c. გადაწყვეტილების შინაარსობრივი სისწორის გარანტიის
ამაღლება;
d. ზეპირი მოსმენის
ერთ სამუშაო
დღეზე კონცენტრაციით დისციპლინარული წარმოების პროცესის დაჩქარების უზრუნველყოფა.“
·
ამდენად, დისციპლინური წარმოების
განმახორციელებელმა ერთეულმა
ზეპირი მოსმენის
ჩატარებისას სრულად
უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მითითებული მუხლებით შესაბამისად და ზეპირი მოსმენის შედეგები
დაამაგროს ოქმით.
ხ
მუხლი 92. დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის უფლებები
დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს უფლება აქვს:
ა) ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით;
ბ) მოითხოვოს დისციპლინური წარმოების საქმის მასალების გაცნობა;
გ) წარადგინოს წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტება;
დ) წარადგინოს მტკიცებულება;
ე) წარადგინოს წერილობითი მოსაზრება დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნასთან დაკავშირებით;
ვ) გაასაჩივროს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით.
92-ე მუხლის კომენტარი:
·
მოქმედი კანონი
ცალკე , 92-ე მუხლს უთმობს
დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის უფლებების განმარტებას და
განსაზღვრავს, თუ რა უფლებებით სარგებლობს პირი,
რომლის მიმართაც
მიმდინარეობს დისციპლინური წარმოება.
·
აღნიშნული უფლებები
სრულად უკავშირდება დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის მაქსიმალურ ჩართულობას დისციპლინური წარმოების
პროცესში, რათა შედეგი, რომელიც დისციპლინური წარმოების შემდეგ დადგება, იყოს სამართლიანი, ობიექტური და კანონიერი.
·
თუმცა მაინც
შესაძლებელია კანონით განსაზღვრული უფლებების გარკვეულ კატეგორიებად დაყოფა.
·
დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენისათვის კანონით მინიჭებული უფლებები შეიძლება დავყოთ შემდეგ კატეგორიებად:
ა)უფლებები, რომლებიც უზრუნველყოფენ დისციპლინურ წარმოებაში პირის ჩართულობას:
1. უფლება ისარგებლოს ადვოკატის
დახმარებით;
2. უფლება მოითხოვოს დისციპლინური წარმოების საქმის
მასალების გაცნობა.
·
ამ უფლებების რეალიზაციით დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი
პირი სრულად
შეძლებს საკუთარი
უფლებების რეალიზებასა და დაცვას
დისციპლინური წარმოების
მიმდინარეობის განმავლობაში,
·
მას
ექნება შესაძლებლობა, დეტალურად იყოს
ინფორმირებული მის
მიმართ მიმდინარე
პროცესებთან დაკავშირებით და ეცოდინება,
თუ რა
შედეგი შეიძლება
მოჰყვეს დისციპლინურ წარმოებას.
·
„ მასალების გამოთხოვასთან’’ დაკავშირებით, დამატებით, ასევე,
მნიშვნელოვანია ის
საგამონაკლისო შემთხვევა,
როდესაც დისციპლინური წარმოებისას მიმდინარეობს ზეპირი მოსმენა.
·
თავად
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 112-ე მუხლის მე-4 ნაწილი იძლევა
შესაძლებლობას, დაინტერესებული მხარე გაეცნოს
ზეპირი მოსმენის ოქმს და
წარადგინოს შენიშვნები. [კერძოდ, საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის
მითითებული დანაწესის
თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება
აქვს გაეცნოს
ოქმს და
ოქმის გაცნობიდან 3 დღის ვადაში
წარადგინოს შენიშვნები მის თაობაზე,
მიუთითოს მასში
არასწორი ან
არასრული ინფორმაციის არსებობა. თუ ადმინისტრაციული ორგანო
ეთანხმება შენიშვნას,
ადასტურებს მის
სისწორეს, ხოლო
თუ არ
ეთანხმება, გამოსცემს
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს
შენიშვნის უარყოფის
შესახებ.]
ბ)უფლებები, რომლებიც დაკავშირებულია ინფორმაციის, დოკუმენტაციისა და მოსაზრებების წარდგენასთან:
1) უფლება წარადგინოს წერილობითი ან/და
ზეპირი ახსნა-განმარტება;
2) უფლება წარადგინოს მტკიცებულება;
3) უფლება წარადგინოს წერილობითი მოსაზრება დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნასთან დაკავშირებით.
·
კანონით მინიჭებული ამ უფლებების
რეალიზება დადებით
გავლენას ახდენს არა მხოლოდ დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის საქმეზე,
არამედ მნიშვნელოვნად ეხმარება თავად
დისციპლინური წარმოების განმახორციელებელ ერთეულს,
ვინაიდან სწორედ
აღნიშნული უფლების
რეალიზაციისას აწვდის
დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი
პირი დისციპლინური წარმოების განმახორციელებელ ერთეულს იმ
დამატებით ინფორმაციასა და დოკუმენტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია წარმოების სრულყოფისათვის და საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად.
გ)უფლებების დაცვასთან დაკავშირებული უფლება:
1)
უფლება გაასაჩივროს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის
შეფარდების შესახებ
გადაწყვეტილება, კანონით
დადგენილი წესით.
ხ
·
ამდენად, მოქმედმა კანონმა[92-ე მუხლმა] დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირი აღჭურვა ყველა იმ მნიშვნელოვანი უფლებით, რომლებიც აუცილებელია დისციპლინური წარმოების სამართლიანად, თანაზომიერად და ობიექტურად წარსამართავად.
·
შესაბამისად, აღნიშნული უფლებების
რეალიზებით იზრდება ა)პროფესიული საჯარო მოხელის დაცულობა და
ბ)დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის მიერ დადებული შედეგების
ლეგიტიმურობის ხარისხი.
·
ამასთან, აუცილებელია აღინიშნოს,
რომ დისციპლინური გადაცდომის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება (ე.ი.
„ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი’’)
საჩივრდება ადმინისტრაციული
კანონმდებლობით დადგენილი წესით [ეს დაიმახსოვრე]
მუხლი 93. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნა
1. დისციპლინური წარმოების
განმახორციელებელი ერთეული
დისციპლინური წარმოების
დროს მოპოვებული მასალების ანალიზის
შედეგად ადგენს დასკვნას:
ა) „დისციპლინური გადაცდომის’’ „არსებობისა“ და პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომის „შეფარდების’’ ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის „შეფარდების შეუძლებლობის“ შესახებ;
ბ) „დისციპლინური გადაცდომის’’ „არარსებობის’’
შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასკვნაში უნდა აღინიშნოს:
ა) დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო
ჩამდენი პირის სახელი და გვარი, დაკავებული თანამდებობა;
ბ) სამსახურებრივი ფუნქციები და მოვალეობები, რომლებიც არ შეასრულა დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო
ჩამდენმა პირმა;
გ) დისციპლინური გადაცდომის აღწერა, ჩადენის დრო და ადგილი;
დ) დისციპლინური წარმოების
განმახორციელებელი ერთეულის
მიერ დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებით მოპოვებული სხვა ინფორმაცია;
ე) პირისთვის
დისციპლინური პასუხისმგებლობის კონკრეტული ზომის
შეფარდების ან
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შეუძლებლობის შესაბამისი დასაბუთება.
3.
ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასკვნაში უნდა აღინიშნოს დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის მიერ
მოპოვებული ინფორმაცია და
დისციპლინური გადაცდომის არარსებობის შესაბამისი დასაბუთება.
93-ე მუხლის კომენტარი:
·
93-ე
მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დისციპლინური წარმოების შედეგების „სამართლებრივი დამაგრება’’ უნდა მოხდეს
დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნით.
·
მიუხედავად დისციპლინური წარმოების
შედეგებისა, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელმა ორგანომ უნდა შეადგინოს დასკვნა.
·
შესაბამისად, კანონის მიხედვით
დისციპლინური წარმოების
განმახორციელებელი ორგანოს
დასკვნა შესაძლებელია იყოს ორი სახის:
1)დასკვნა დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და
პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომის შეფარდების ან
შეფარდების შეუძლებლობის შესახებ;
2)
დასკვნა დისციპლინური გადაცდომის არარსებობის შესახებ.
ხ
·
კანონი მიუთითებს,
რომ დისციპლინური გადაცდომის არსებობის შემთხვევაში დასკვნა შეიძლება ორი სახის იყოს:
1)პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომის „შეფარდებით’’;
2)დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის
„შეფარდების გარეშე’’.
·
პირველ შემთხვევაში დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული გარდა
იმისა, რომ
აფიქსირებს დისციპლინური გადაცდომის „არსებობას’’, ასევე,
უთითებს „დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომაზე’’, რომელიც
უნდა იქნეს
გამოყენებული.
·
მეორე შემთხვევაში, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ორგანო აფიქსირებს დისციპლინური გადაცდომის „არსებობას’’,
თუმცა ასკვნის, რომ
„დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის’’ შეფარდება შეუძლებელია.
·
„ზომის’’ „შეფარდების შეუძლებლობა’’ შესაძლებელია გამოწვეულ
იქნეს სხვადასხვა ფაქტორებით. ერთი ფაქტორი თავად „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონშია მოცემული. კერძოდ,
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-100 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „იმ შემთხვევაში, როდესაც პირის ქმედებაში დისციპლინური გადაცდომის გარდა შესაძლებელია არსებობდეს სისხლის სამართლის კოდექსით ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ნიშნები და აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება შეუძლებელია’’.
·
გარდა აღნიშნული
შემთხვევისა, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება შეუძლებელია’ თუკი:
a.
დასკვნის გამოტანის
მომენტისათვის დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო
ჩამდენი პირი
გარდაცვლილია;
b.
დასკვნის გამოტანის
მომენტისათვის დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო
ჩამდენმა პირმა
დატოვა საჯარო
დაწესებულება;
c.
სხვა შემთხვევებში, როდესაც დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ორგანო ასაბუთებს
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შეუძლებლობას.
ხ
·
93-ე მულის მე-2 ნაწილი
განსაზღვრავს იმ რეკვიზიტებს, რომლებსაც უნდა შეიცავდეს დასკვნა დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და პირისთვის
დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომის
შეფარდების ან
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შეუძლებლობის შესახებ.
ესენია:
ა)დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის სახელი და გვარი, დაკავებული თანამდებობა – ე.ი. დემოგრაფიული მონაცემები;
ბ)სამსახურებრივი ფუნქციები და მოვალეობები, რომლებიც არ შეასრულა დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენმა პირმა – ე.ი.
კონკრეტული ფუნქცია-მოვალეობები, რომლებიც არ შეასრულა
დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენმა
პირმა,
გ)ასევე, ისეთ
შემთხვევაში, როდესაც
მის მიერ
მოხდა ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების დარღვევა (ვინაიდან მათი
შესრულება ასევე
თითოეული საჯარო
მოსამსახურის მოვალეობაა), და შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე მითითება;
გ)დისციპლინური გადაცდომის აღწერა, ჩადენის დრო და ადგილი – ე.ი. თავად ფაქტის და გარემოებების დეტალური აღწერა, მონაწილე პირების შესახებ ინფორმაცია, ჩადენის ფორმა და ზიანის ხარისხი, სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები, მათ შორის დრო და ადგილი, რაც სრულ სურათს შეუქმნის პირს, რომელიც გაეცნობა ოქმს თუ რა
ვითარებაში მოხდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენა;
დ)დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის მიერ დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებით მოპოვებული „სხვა ინფორმაცია“ – იგულისხმება ახსნა-განმარტებებიდან მიღებული ინფორმაცია, მოწმეების ჩვენებებით მიღებული ინფორმაცია, დოკუმენტები, რომლებიც მოიძიეს და შეისწავლეს წარმოების განმავლობაში და, რომელთაც შემხებლობა აქვთ აღნიშნულ დისციპლინურ გადაცდომასთან;
ე)პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის კონკრეტული ზომის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შეუძლებლობის შესაბამისი დასაბუთება – ე.ი. მითითება კონკრეტულ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომაზე და ასევე „თანაზომიერების’’ განსაზღვრა და დასაბუთება, თუ რატომ უნდა შეეფარდოს კონკრეტულად ესა თუ ის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა,
ხოლო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შეუძლებლობის შემთხვევაში დასაბუთება, თუ რა გარემოება არსებობს, რომლის გამოც ვერ ხერხდება დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდება.
·
93-ე
მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად , იმ
შემთხვევაში თუ
დისციპლინური წარმოების განმახორციელებელ ორგანოს გამოაქვს დასკვნა „დარღვევის[დისციპლინარული
გადაცდომიის] არარსებობის შესახებ’’, მაშინ აღნიშნულ
დასკვნაში უნდა
აღინიშნოს სრული ინფორმაცია, რაც შეაგროვა დისციპლინური წარმოების განმახორციელებელმა ერთეულმა და, ასევე, დასაბუთება, თუ რატომ არ ჩაითვალა ესა თუ ის
ქმედება დისციპლინურ გადაცდომად
Комментарии
Отправить комментарий