10.2 "დისციპლინარული წარმოების'' ა)"მიზანი'' ბ)"პრინციპები'' გ)"განმახორციელებელი სტუქურული ერთეული''[86-90-ე მუხლები]

 

სარჩევი:

მუხლი 86. დისციპლინური წარმოების მიზანი. 2

რას ნიშნავს  დროული გამოვლენა’’ 2

რას ნიშნავსსრულად გამოვლენა’’ 2

რას ნიშნავს „.თანაზომიერი პასუხისმგებლობის დაკისრება’’ 3

მუხლი 87. დისციპლინური წარმოების’’ პრინციპები. 3

„კანონიერების’’ პრინციპი. 4

ხელმეორედ პასუხისმგებლობის დაუშვებლობის’’ პრინციპი (Non Bis In Idem); 5

მიუკერძოებლობის’’  პრინციპი. 5

კონფიდენციალურობის’’ პრინციპი. 5

გადაცდომის ჩამდენ პირად მიჩნევის დაუშვებლობა’’ -გადაწყვეტილების’’ გარეშე (უდანაშაულობის პრეზუმფცია). 6

უხლი 88. დისციპლინური წარმოების დაწყება. 6

„დისციპლინური წარმოების’’  დაწყების საფუძვლები[88- მუხ. 1-ლი ნაწ] 7

განცხადება’’ 7

დასაბუთებული ეჭვი’’ 8

აუდიტის, ინსპექტირების ან/და მონიტორინგის -„შედეგები’’ 8

მოხელის ან ყოფილი მოხელის განცხადების საფუძველზედისციპლინური წარმოების’’ დაწყების  -მიზანი [მუხ.88- ნაწ. მე-2] 9

დისციპლინური წარმოების დასაწყებად   უნდა გამოიცეს ბრძანება[88-ე მუხ. მე-3 ნაწ] 9

„დისციპლინური გადაცდომის’’ ხანდაზმულობის ვადა. 10

მუხლი 89. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული’’ 10

საჯარო დაწესებულების სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი ‘’ სტრუქტურული ერთეული[89- მუხ. 1-ლი ნაწ] 11

ზემდგომი ორგანოს სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელ’’ სტრუქტურულმა ერთეულ.[89- მუხ. მე-2 ნაწ] 12

დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისია.[89- მუხლის მე-3 ნაწილი] 12

დისციპლინარული წარმოების’’’დამოუკიდებელი კომისიის შემადგენლობა[89-ე მუხ. მე-4 ნაწ] 14

მუხლი 90. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის’’ უფლებამოსილება. 14

დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის’’ უფლებამოსილებებ[90- მუხ. 1-ლი ნაწ] 15

 

 

 

მუხლი 86. დისციპლინური წარმოების მიზანი

 

„დისციპლინური წარმოების’’ მიზანია  ა)დისციპლინური გადაცდომის’’  ფაქტის’’ სწრაფად და სრულად გამოვლენა და ბ)[ამ]დისციპლინური გადაცდომის’’ თანაზომიერი’’ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის’’ განსაზღვრა.

 

მუხლი 86. დისციპლინური წარმოების მიზანი

დისციპლინური წარმოების მიზანია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის სწრაფად და სრულად გამოვლენა და დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა.

 

 

კომენტარი:

 

·       მოქმედმა კანონმა“საჯარო სამსახურის შესახებ’’  განსაზღვრა დისციპლინური წარმოების’’ მიზანი, რომლის თანახმადაც:  დისციპლინური წარმოება“  საჯარო დაწესებულების მიერ უნდა ჩატარდეს  პირის „დისციპლინური გადაცდომის’’  ა)“დროულად’’ და სრულად’’ გამოვლენისა და ამ პრისთვის   ბ) „თანაზომიერი პასუხისმგებლობის’’ დაკისრების   მიზნით.

 

რას ნიშნავს  დროული გამოვლენა’’

 

·       „დისციპლინური გადაცდომის’’დროული გამოვლენა’’ თავისი შინაარსით გულისხმობს გარკვეული პრევენციული ღონისძიებების’’ გატარებასაც.

·       „დისციპლინური გადაცდომის’’დროულ გამოვლენაში’’, ასევე, იგულისხმება ვალდებულება, „დისციპლინარული წარმოება’’ დაიწყოს დისციპლინური გადაცდომის’’ გამოვლენიდან 1 თვის ვადაში, [თუ დისციპლინური გადაცდომის’’ ჩადენიდან 3 წელი არ არის გასული].

·       როგორც  დისციპლინური გადაცდომების’’ განხილვისას გამოიკვეთა,ზოგიერთი დისციპლინური გადაცდომა’’   საფრთხის შემქმნელ დელიქტს’’ წარმოადგენს და არა უშუალოდ დაზიანებას’’, ამიტომ დისციპლინური გადაცდომის’’ დროული გამოვლენა აუცილებელია  მოსალოდნელი ’  ქონებრივი თუ რეპუტაციული ზიანის თავიდან ასაცილებლად.

 

რას ნიშნავსსრულად გამოვლენა’’

 

·       „სრულად გამოვლენა’’ ნიშნავს : საქმისათვის არსებითი გარემოებების სრულყოფილ შესწავლას [ანუ ა)გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი ყველა პირის დადგენას და ბ) საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას]

 

რას ნიშნავს.თანაზომიერი პასუხისმგებლობის დაკისრება’’

 

·       თანაზომიერი პასუხისმგებლობის დაკისრება’’   მოიცავს „დისციპლინარული წარმოების’’  შედეგად ა) საქმის გამორკვეული გარემოებების, ბ)გადაცდომის ჩამდენის წარსულის და გ)გადაცდომის შედეგად მიყენებული ზიანის სწორ და სამართლიან შეფასებას, რათა პასუხისმგებლობის ზომა’’ სრულად შეესაბამებოდეს გადაცდომის ხარისხს.

·       სწორედ, დისციპლინური წარმოების“ შედეგად უნდა დადგინდეს, პასუხისმგებლობის’’ რომელი ზომა“ იქნება თანაზომიერი’’  გადაცდომის ხარისხიდან’’ და კატეგორიიდან’’[„მძიმე’’ ,“მსუბუქი’’]  -გამომდინარე.

·       ამდენად, კანონის მიერ „დისციპლინური წარმოების’’ მიზნების ეს   დეტალური განსაზღვრა’’  იძლევა შესაძლებლობას საჯარო დაწესებულებამ’’  დისციპლინური წარმოებისას’   სწორი ამოცანები’’ დაისახოს და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება’’

მუხლი 87. დისციპლინური წარმოების’’ პრინციპები

 

1.     დისციპლინური წარმოება ემყარება  კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებს. არავის არ შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა ამ კანონით დადგენილი საფუძვლისა და წესის დაცვის გარეშე.

2.     არავის არ შეიძლება განმეორებით დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა ერთი და იმავე დისციპლინური გადაცდომისათვის.

3.      მოხელე არ შეიძლება მონაწილეობდეს დისციპლინურ წარმოებაში, თუ მას აქვს პირადი ინტერესი ან/და თუ არსებობს სხვა გარემოება, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს საქმის გადაწყვეტაზე.

4.     დისციპლინური წარმოება კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით უნდა მიმდინარეობდეს.

5.       პირი არ ჩაითვლება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირად მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

 

კომენტარი:

 

·       დისციპლინური წარმოების პრინციპები მოქმედი კანონის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა.

·        მართალია კანონის მე-2 თავი იძლევა საჯარო სამსახურის ზოგად პრინციპებს და, თავისთავად, ისინი მთელ კანონს გასდევს და აუცილებლად შესასრულებელი და დასაცავია, თუმცა დისციპლინური წარმოების „თავისებურებებიდან’’ გამომდინარე, აუცილებელი იყო კანონის დონეზე განსაზღვრულიყო ის კონკრეტული პრინციპები, რომელზე დაყრდნობითაც უნდა წარიმართოს დისციპლინური წარმოება.

·       კანონი ადგენს დისციპლინური წარმოების შემდეგ პრინციპებს:

 

1)     კანონიერების პრინციპი;

2)      ხელმეორედ პასუხისმგებლობის დაუშვებლობის პრინციპი (Non Bis In Idem);

3)     მიუკერძოებლობის პრინციპი;

4)     კონფიდენციალურობის პრინციპი;

5)      გადაცდომის ჩამდენ პირად მიჩნევის დაუშვებლობა გადაწყვეტილების გარეშე (უდანაშაულობის პრეზუმფცია).

 

 

„კანონიერების’’ პრინციპი

 

·       „კანონიერების პრინციპი’’მოიცავს  როგორც კანონის უზენაესობის’’, ასევე კანონისმიერი დათქმის’’ პრინციპებს.

·       „კანონის უზენაესობის’’ პრინციპი თავის თავში მოიაზრებს შემდეგს, რომ საჯარო დაწესებულებას’’ აქვს ვალდებულება „დისციპლინარული წარმოებისას’’ გამოიყენოს კანონი, მას არ აქვს უფლება მიმართოს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც კანონსაწინააღმდეგო იქნებიან.

·        კანონისმიერი დათქმის’’ პრინციპი კი გულისხმობს, რომ საჯარო დაწესებულების’’ საქმიანობა მხოლოდ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში“ დაიშვება .

·       ადამიანის უფლებების შეზღუდვა’’ უნდა ემყარებოდეს ნორმატიულ საფუძველს’’.

·       შემზღუდავი ხასიათის საქმიანობის უფლებამოსილება’’   კანონში ან მის საფუძველზე გამოცემულ კანონქვემდებარე აქტში დეტალურად უნდა იყოს მოწესრიგებული, [კერძოდ, მკაცრად უნდა განისაზღვროს  შეზღუდვის’’  ა) ობიექტი, ბ)მიზანი და გ)მოცულობა.

·        ამდენად, კანონიერების პრინციპი ავალდებულებს საჯარო დაწესებულებას იმოქმედოს კანონით’’ განსაზღვრულ ფარგლებში და კანონის’’ საფუძველზე, რაც დისციპლინური წარმოების’’ დროს  გულისხმობს: ა) მხოლოდ კანონით გათვალისწინებული ქმედების დისციპლინურ გადაცდომად’’ მიჩნევას, ბ) მხოლოდ კანონით დადგენილი წესით „დისციპლინარული წარმოების’’ ჩატარებას და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.

 

 

     ხელმეორედ პასუხისმგებლობის დაუშვებლობის’’ პრინციპი (Non Bis In Idem);

 

·        Non bis in idemანუ დაუშვებელია პირს დაეკისროს ხელმეორედ დისციპლინური პასუხისმგებლობა’’ იმავე  ქმედებისათვის, რომელზეც მას უკვე აქვს დაკისრებული პასუხისმგებლობა’’.

·       ანუ აღნიშნული უკრძალავს საჯარო დაწესებულებას’’, მოხელის მიმართ რამდენიმეჯერ გამოიყენოს დისციპლინური წარმოება’’.

·        თუმცა, ეს პრინციპი არ გამორიცხავს პასუხისმგებლობის დაკისრებას, როდესაც „დისციპლინარული წარმოების’’ განმავლობაში მხოლოდ ერთი ‘’ „დისცილპინარული გადაცდომა’’ გამოვლინდა და შემდეგ კი  აღმოჩნდა, რომ ამ პირს სხვა დროს’’  ჩადენილი ჰქონია სხვა დარღვევებიც’’

·       რა თქმა უნდა დაწესებულება უფლებამოსილია იმოქმედოს, თუ დარღვევის ჩადენის მომენტიდან არ არის გასული ის პერიოდი, რომლის შემდეგაც რეაგირება კანონით აკრძალულია’’.

·       ასევე აღნიშნული პრინციპი არ კრძალავს, გათვალისწინებული’’ იქნეს  წინა პასუხისმგებლობა’’, როგორც დამამძიმ,ებელი  გარემოება’’    მძიმე’’ „დისციპლინარული  გადაცდომის’’ დადგენის  დროს.

 

 

მიუკერძოებლობის’’  პრინციპი

 

·       იმისათვის, რომ სრულად გამოირიცხოს სუბიექტივიზმი’’ ადმინისტრაციული წარმოების’’ დროს, კანონმა პრინციპის დონეზე აკრძალა  „ადმინისტრაციულ წარმოებაში“ ისეთი პირების მონაწილეობა, რომელთაც შეიძლება რამე დაინტერესება გააჩნდეთ’’, იქნება ეს პირადი ინტერესი’’ თუ სხვა გარემოება’, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინო გადაწყვეტილების მიღებაზე.

·        ამ პრინციპის გამოძახილია, თუნდაც, კანონით გათვალისწინებული ის შესაძლებლობა, რომელიც საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ანიჭებს უფლებამოსილებას, დისციპლინური წარმოების’’ ჩატარებისათვის შექმნას დამოუკიდებელი კომისია.

 

 

კონფიდენციალურობის’’ პრინციპი

 

 

·       კონფიდენციალურობის“ პრინციპი ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია, ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოების’’  განმავლობაში ძალიან დიდი ადგილი უკავია „პერსონალური მონაცემების“ შეგროვებასა და შესწავლას.

·       იმისათვის, რომ სრულად გამოვლინდეს’’ „დისციპლინარული  დარღვევის’’ ხასიათი, აუცილებელია, მასში ჩართულ პირებზე’’   მაქსიმალურად დეტალურად იქნეს შეგროვებული ინფორმაცია.

·       ამდენად, ასეთი  ინფორმაციის გასაჯაროებამ  შესაძლოა სერიოზულად დააზიანოს მოხელის რეპუტაცია.

·        ამას ემატება ისიც, რომ აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს თავად საჯარო დაწესებულების რეპუტაციასაც.

·       ამიტომ, კანონის დონეზე განსაზღვრულია კონფიდენციალურობის შენარჩუნების ვალდებულება და, შესაბამისად, დისციპლინარულ წარმოებაში ჩართულ ნებისმიერ პირს ევალება კონფიდენციალურობის“ პრინციპის განუხრელად დაცვა.

 

გადაცდომის ჩამდენ პირად მიჩნევის დაუშვებლობა’’ -გადაწყვეტილების’’ გარეშე (უდანაშაულობის პრეზუმფცია).

 

 

·       ამ  პრინციპის თანახმად  დაუშვებლია  პირის „დისციპლინარული გადაცდომის’’ ჩამდენად მიჩნევა , ვიდრე  კანონიერ ძალაში არ შევა საქმის განმხილველი  „კომისიის’’ საბოლოო გადაწყვეტილება.

·        აღნიშნული პრინციპი იცავს „დისციპლინარული გადაცდომის’’ სავარაუდო ჩამდენი პირის უფლებებს და  რეპუტაციას.

·       ამ პრინციპის დარღვევა ავტომატურად წარმოადგენს „მოხელის უფლებების ხელყოფას’’ და შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში’’  დისციპლინური წარმოება ჩაითვლება კანონით დადგენილი წესების დარღვევით ჩატარებულად.

·        ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ცხადია, რომ ახალმა კანონმა პრინციპების დონეზე შექმნა მთელი რიგი გარანტიები, რათა :ა) დაცული იყოს როგორც საჯარო დაწესებულების რეპუტაცია, ბ)დაცული იყოს  წარმოებაში ჩართული პირების უფლებები და,გ)“დისციპლინარული  წარმოების’’ შედეგად მიღებულ იქნეს კანონიერი, სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება.

 

მუხლი 88. დისციპლინური წარმოების დაწყება

 

 

1.     დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძვლებია:

) მოხელის ან ყოფილი მოხელის განცხადება დისციპლინური წარმოების დაწყების’’ თაობაზე;

) სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე’’ დასაბუთებული ეჭვის’’ არსებობა;

)საჯარო დაწესებულებაში’’ განხორციელებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუდიტის, ინსპექტირების ან/და მონიტორინგის -შედეგები.

 

2.     ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადების’’ მიზანია მოხელის’’ ან ყოფილი მოხელის’’ შესახებ გავრცელებული, პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გაბათილება.

 

3.     ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას „შესაბამისი’’ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი გამოსცემს დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ’’ ბრძანებას, რომელშიც აღინიშნება ა) დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის ვინაობა’ (მისი არსებობის შემთხვევაში), ბ)“დისციპლინური წარმოების’’ ვადა და გ)“გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო დისციპლინური წარმოების დაწყებას’’.

 

4.     .დისციპლინური წარმოება’’ იწყება  დისციპლინური გადაცდომის“ გამოვლენიდან 1 თვის ვადაში, თუ [ამ] “დისციპლინური გადაცდომის’’ ჩადენიდან 3 წელი არ არის გასული.

 

 

კომენტარი:

 

 

·       88-ე  მუხლი არეგულირებს დისციპლინური წარმოების’’ დაწყების პროცედურებს და დისციპლინური გადაცდომისათვის’’ დაწესებულ  ხანდაზმულობის ვადებს.

 

„დისციპლინური წარმოების’’  დაწყების საფუძვლები[88- მუხ. 1-ლი ნაწ]

 

·       კანონის თანახმად, დისციპლინური წარმოება შეიძლება დაიწყოს სამი საფუძვლით. ესენია:

 

1)   მოხელის ან ყოფილი მოხელის განცხადება დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე;

2)    სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის შესახებ დასაბუთებული ეჭვის არსებობა;

3)   საჯარო დაწესებულებაში განხორციელებული, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუდიტის, ინსპექტირების ან/და მონიტორინგის შედეგები.

 

განცხადება’’

·       ჩამოთვლილი საფუძვლებიდან პირველი ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც მოხელეს ან ყოფილ მოხელეს სურს მის შესახებ გავრცელებული პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობები გააბათილო.

·       ასეთ შემთხვევაში, თავად ის მოითხოვს საჯარო დაწესებულებისაგან დისციპლინური წარმოების დაწყებას და კანონის შესაბამისად ჩატარებას, რათა დადგინდეს მისი არაბრალეულობა.

·       აღნიშნული უფლება ძველ კანონში არ არსებობდა. „საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის მიერ დისციპლინური წარმოების დაწყების მსგავსი საფუძვლის შემოღებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მოხელის უფლებების სრულყოფილად დაცვა უაღრესად მნიშვნელოვანია. მსგავსი რეგულაცია უფლებების დაცვის ძალიან მაღალ სტანდარტს აწესებს და შესაძლებლობას აძლევს არა მხოლოდ მოხელეს, არამედ ყოფილ მოხელესაც აღიდგინოს შელახული რეპუტაცია და დაამტკიცოს, რომ იგი არ ყოფილა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი.

·       კანონი აღნიშნულ საკითხს, ასევე არეგულირებს“ მოხელის უფლებებისა და გარანტიების’’ თავში. სადაც 71- მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: „მოხელეს უფლება აქვს, მოითხოვოს დისციპლინური წარმოება მისი პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გასაბათილებლად, ამ კანონის X თავით დადგენილი წესით.’’

·        ამრიგად, ეს საფუძველი წარმოადგენს მოხელის უფლებას და შესაბამისად მისი  განცხადების არსებობის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაიწყოს დისციპლინური წარმოება.

დასაბუთებული ეჭვი’’

 

·       მეორე საფუძველი, თავისთავად გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც საჯარო დაწესებულებას გააჩნია დასაბუთებული ეჭვი იმის თაობაზე, რომ, სავარაუდოდ, ჩადენილია დისციპლინური გადაცდომა’’.

·       ამ შემთხვევაში აუცილებელია დასაბუთებული ეჭვის’’ არსებობა.

·       ვინაიდან კანონისაჯარო სამსახურის შესახებარ იძლევა დასაბუთებული ეჭვის’’ განმარტებას, მის განსამარტად შესაძლებელია გამოვიყენოთ ანალოგია’’ და დავესესხოთ განმარტებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან, რომელშიც არის ტერმინი დასაბუთებული ვარაუდი და რომელი განმარტების გააზრებითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ:

 

 დასაბუთებული ეჭვი’’გულისხმობს:  „ისეთი ფაქტებისა’’ და ინფორმაციის’’ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს’’ გაუჩენდა ეჭვს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დისციპლინურ გადაცდომას’’. [ეს დაიმახსოვრე]

 

·       ამდენად, იმისათვის, რომ საჯარო დაწესებულებამ დაიწყოს დისციპლინური წარმოება, მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი,  მას უნდა გააჩნდეს“ გარკვეული ფაქტები’’ და ინფორმაცია’’, რომლებზე დაყრდნობითაც ივარაუდებს, რომ ჩადენილია დისციპლინური გადაცდომა’’.

·       ამდენად დისციპლინური წარმოების’’ დაწყებისას აუცილებელია გამოჩნდეს, თუ რა “ ფაქტებსა’’ და ინფორმაციაზე’’  დაყრდნობით დაიწყო ეს „დისციპლინარული წარმოება’’ და  იქნებოდა თუ არა ის საკმარისი’’ ობიექტური დამკვირვებლისთვისაც’’, ევარაუდა დისციპლინური გადაცდომის’’ არსებობის შესახებ.

 

აუდიტის, ინსპექტირების ან/და მონიტორინგის -„შედეგები’’

 

·        დისციპლინური წარმოების’’ დაწყების ბოლო საფუძველი პირდაპირ დაკავშირებულია, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუდიტის, ინსპექტირების ან/და მონიტორინგის შედეგებთან.

·       შესაბამისად, თუ აუდიტის, ინსპექტირების ან/და მონიტორინგის განმახორციელებელმა   დაადგინა, რომ ადგილი ქონდა გარკვეულ დისციპლინურ გადაცდომას’’, საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია დაიწყოს  „დისციპლინარული წარმოება’’.

·        თუმცა, შესაძლებელია, აუდიტის, ინსპექტირების ან/და მონიტორინგის დასკვნაში პირდაპირი მითითება დისციპლინური წარმოების’’ დაწყებაზე არ იყოს, მაგრამ გამოვლინდეს საჯარო დაწესებულებისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი’’ ან ისეთი დარღვევა თავად საჯარო დაწესებულების მხრიდან, რომელიც ზიანს აყენებს ამ დაწესებულების რეპუტაციას’’.

·       დასკვნაში მოყვანილი ფაქტების გაანალიზების საფუძველზე, საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია დაიწყოს დისციპლინური წარმოება.

 

მოხელის ან ყოფილი მოხელის განცხადების საფუძველზედისციპლინური წარმოების’’ დაწყების  -მიზანი [მუხ.88- ნაწ. მე-2]

 

·       88-ე მუხლის მე-2 ნაწილი  ყურადღებას ამახვილებს იმ მიზანზე, რაც უნდა გააჩნდეს დისციპლინური წარმოების’’ დაწყებას მოხელის ან ყოფილი მოხელის განცხადების საფუძველზე და მიუთითებს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში წარმოების მიზანს წარმოადგენს -„მოხელის ან ყოფილი მოხელის შესახებ გავრცელებული, პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გაბათილება’’.

·        შესაბამისად, ამ დათქმით კანონი ხაზს უსვამს მოხელისა და ყოფილი მოხელის უფლებების დაცვის მნიშვნელოვნებას და განმარტავს, რომ მოხელის ან ყოფილი მოხელის პატივი და ღირსება აუცილებლად უნდა აღდგეს, თუ მის მიმართ ადგილი ჰქონდა ცრუ ბრალდებას.

·        ამდენად, მოხელის ან ყოფილი მოხელის მხრიდან განცხადების’’ გაკეთება, რათა დაიწყოს დისციპლინური წარმოება, მოტივირებული უნდა იყოს პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის გაქარწყლების სურვილით.

დისციპლინური წარმოების დასაწყებად   უნდა გამოიცეს ბრძანება[88-ე მუხ. მე-3 ნაწ]

 

·       88-ე  მუხლის თანახმად, დისციპლინური წარმოების დასაწყებად   უნდა გამოიცეს ბრძანება დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ’’.

·       ბრძანებას გამოსცემს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი’’.

·       დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ ბრძანების გამოცემის უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემის საკითხს წყვეტს თავად საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი.

·       კანონის თანახმად ბრძანება უნდა შეიცავდე:ა) დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის ვინაობას (მისი არსებობის შემთხვევაში); ბ)დისციპლინური წარმოების ვადას; გ) გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად დაედო დისციპლინური წარმოების დაწყებას.

 

·       სწორედ ამ ბრძანებაში უნდა აისახოს, თუ რომელი საფუძვლით იწყება დისციპლინური წარმოება და ის ფაქტები’’ და ინფორმაცია“, რომელმაც გაუჩინა საჯარო დაწესებულების შესაბამის უფლებამოსილ პირს დასაბუთებული ეჭვი სავარაუდო „დისციპლინარული გადაცდომის’’ არსებობის შესახებ,

 

·       ხოლო თუ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუდიტის, ინსპექტირების ან/და მონიტორინგის შედეგების საფუძველზე იწყება“დისციპლინარული  წარმოება’’, მაშინ ბრძანებაში უნდა აისახოს ის კონკრეტული გარემოება, რომელიც გახდა წარმოების დაწყების საფუძველი.

 

 

  „დისციპლინური გადაცდომის’’ ხანდაზმულობის ვადა

 

·       კანონის 88- მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომის ხანდაზმულობის ვადას, რომლის თანახმადაც : „დისციპლინარული  წარმოება’’ უნდა დაიწყოს   ა)“დისცილინარული გადაცდომის’’ გამოვლენიდან, [ანუ დასაბუთებული ეჭვისათვის საკმარისი ფაქტებისა და ინფორმაციის მიღებიდან]  ან ბ)“საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუდიტის, ინსპექტირების ან/და მონიტორინგის შედეგების’’ გაცნობიდან -1 თვის ვადაში.

·       აღნიშნული ვადის გასვლის  შემდეგ, საჯარო დაწესებულება აღარ არის უფლებამოსილი დაიწყოს დისციპლინური წარმოება.

·       ასევე, მითითებული პუნქტი განსაზღვრავს ისეთ შემთხვევასაც, როდესაც დისციპლინური გადაცდომის’’ გამოვლენა ვერ მოხერხდა.

·       კანონის თანახმად, ამ შემთხვევაში დისციპლინური გადაცდომის’’ ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი.

·       დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან 3 წლის გასვლის შემდეგ, მიუხედავად მისი გამოვლენისა თუ არ გამოვლენისა , დისციპლინური წარმოების დაწყება -დაუშვებელია.

 

 

მუხლი 89. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული’’

 

 1. საჯარო დაწესებულებაში დისციპლინურ წარმოებას’’ ახორციელებს[ამავე] საჯარო დაწესებულების სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი’’ სტრუქტურული ერთეულ.

 

2. თუ საჯარო დაწესებულებაში არ არსებობს სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი’’ სტრუქტურული ერთეული, ან თუ დისციპლინური წარმოება მიმდინარეობს საჯარო დაწესებულების სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის მოხელის მიმართ,[მაშინ] დისციპლინურ წარმოებას ახორციელებს ამ საჯარო დაწესებულებაზე  სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი დაწესებულების (ზემდგომი ორგანოს)  სამსახურებრივი ინსპექტირების’’ განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული.

 

 3. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი უფლებამოსილია შექმნას დისციპლინური წარმოების’’ დამოუკიდებელი კომისია:

 

) თუ საჯარო დაწესებულებაში არ არსებობს სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი’’ სტრუქტურული ერთეული და თუ ამ საჯარო დაწესებულებას არ ჰყავს ზემდგომი ორგანო;

 

) საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის დასაბუთებული გადაწყვეტილებით’’.

 

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

კომენტარი:

 

საჯარო დაწესებულების სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი ‘’ სტრუქტურული ერთეული[89- მუხ. 1-ლი ნაწ]

 

·       კანონი 89-ე  მუხლის 1-ლი ნაწილი  განსაზღვრავს დისციპლინური წარმოების განმახორციელებელ სუბიექტს და განმარტავს, თუ ვინ შეიძლება გამოიკვლიოს დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებული საკითხები.

·       კანონის თანახმად, დისციპლინურ წარმოებას ახორციელებს საჯარო დაწესებულების სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი ‘’ სტრუქტურული ერთეული.

·       აღნიშნული ნორმის თანახმად, დისციპლინური წარმოება აუცილებლად უნდა განახორციელოს სპეციალურმა სტრუქტურულმა ერთეულმა.

·        ეს უზრუნველყოფს მიუკერძოებლობის პრინციპის სრულყოფილად შესრულებას.

·       ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ეს ერთეული შეიძლება იყოს იმავდროულად, კონკრეტულ შემთხვევაში’’ „ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის’’ ფაქტის გამომვლენიც. აღნიშნულ შემთხვევაში, უპირველესად, გამოვლენილი ფაქტის თაობაზე ინფორმაცია ეგზავნება საჯარო დაწესებულების უფლებამოსილ პირს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინარული წარმოების დაწყების თაობაზე, რაც შემდგომ ხდება ამ სტრუქტურული ერთეულის მიერ დისციპლინური წარმოების დაწყების  საფუძველი.

ზემდგომი ორგანოს სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელ’’ სტრუქტურულმა ერთეულ.[89- მუხ. მე-2 ნაწ]

 

·       89-ე მუხლის მე-2 მაწილი კი  ითვალისწინებს იმ შემთხვევებს, როდესაც შესაძლებელია ამა თუ იმ საჯარო დაწესებულებაში არ არსებობდეს ინსპექტირების განმახორციელებელი’’ სტრუქტურული ერთეული, ან დისციპლინური წარმოება მიმდინარეობდეს საჯარო დაწესებულების სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის მოხელის მიმართ.

 

·        ასეთ შემთხვევაში, დისციპლინური წარმოება უნდა ჩაატაროს ამ საჯარო დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების (ანუ ზემდგომი ორგანოს) სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელმა სტრუქტურულმა ერთეულმა.

 

·       ამ რეგულაციით კანონის მიერ მაქსიმალურადაა დაცული მიუკერძოებლობის პრინციპი.

 

·       ძალიან მნიშვნელოვანია დისციპლინური წარმოება ჩაატაროს დამოუკიდებელმა სუბიექტმა, რომელიც არ არის დაინტერესებული წარმოების შედეგებით და, რომელიც მაქსიმალურად შეინარჩუნებს ობიექტურობას.

 

·        აღნიშნული სტანდარტი არსებობს სტრასბურგის ადამიანთა უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილებითაც. საქმეშირამსაჰაი და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგადამიანის უფლებათა სასამართლომ გაუმართლებლად და დარღვევად მიიჩნია ამსტერდამის პოლიციის მიერ ადამიანის უფლებების დამრღვევი პოლიციელების მიმართ მოკვლევის წარმოება. რასაც არგუმენტად დაუდო, რომ გაუმართლებელია იმავე დანაყოფმა აწარმოოს მოკვლევა, რომელშიც თავად გადაცდომის ჩამდენი პირები არიან დასაქმებული.

 

·       ამდენად, ეს გადაწყვეტილება აწესებს მინიმალურ სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც მოხელის მიმართ დისციპლინური წარმოება უნდა ჩაატაროს დამოუკიდებელმა სტრუქტურულმა ერთეულმა   და ისეთ შემთხვევაში, როდესაც თავად ამ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი ჩადის გადაცდომასზემდგომი ორგანოს სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელმა სტრუქტურულმა ერთეულმა.

 

 

 

დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისია.[89- მუხლის მე-3 ნაწილი]

 

·       89-ე მუხლის მე-3 ნაწილი აძლევს უფლებამოსილებას საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ სხვა პირს, განსაკუთრებულ შემთხვევებში შექმნან დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისია.

·       კომისია იქმნება დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

·       ამავე ნდაქტით უნდა განისაზღვროს კომისიის შემადგენლობაც.

·       აღნიშნული კომისია უნდა შეიქმნას ყოველ’’  დისციპლინურ გადაცდომაზე’’, რადგან კანონში არ არის მითითებული, რომ კომისია მუდმივად მოქმედია.[!]

·       შესაბამისად, დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრული განსაკუთრებული პირობების არსებობისას შექმნას დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისია.

·        კანონი ასევე არ აკონკრეტებს კომისიის შემადგენლობას და, შესაბამისად, საჯარო დაწესებულებას სრულ დისკრეციას უტოვებს, თავად განსაზღვროს დისციპლინური წარმოების ‘’კომისიის შემადგენლობა.

·       კანონით დადგენილი განსაკუთრებული შემთხვევები’’ კი შემდეგია:

 

a.      თუ საჯარო დაწესებულებაში არ არსებობს სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი’’ სტრუქტურული ერთეული და ამ საჯარო დაწესებულებას არ ჰყავს ზემდგომი ორგანო;

b.      საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის დასაბუთებული გადაწყვეტილებით’’.

 

·       პირველი შემთხვევა, თავისთავად ნათელია და ეხება ისეთ საჯარო დაწესებულებებს, რომლებიც დამოუკიდებელნი არიან და არ ჰყავთ ზემდგომი ორგანო. ასეთ სიტუაციაში ლოგიკურია, თავად საჯარო დაწესებულებამ უზრუნველყოს დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი სუბიექტის ფორმირება.

·       მეორე შემთხვევაში, კანონი მოითხოვს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას’’, რომელშიც არგუმენტირებული იქნება დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის’’ შექმნის აუცილებლობა.

[ აღნიშნული შესაძლებელია გამომდინარეობდეს თავად გადაცდომის ხარისხის ან/და გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის სტატუსიდან.]

 

·       ამდენად, კანონი სრულად ფარავს ყველა იმ შემთხვევას, როდესაც საჯარო დაწესებულებაში არ არის საჯარო დაწესებულების სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული.

 

·       ამასთან, აუცილებელია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელი კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს მე-10  თავით დადგენილი პრინციპებისა და პროცედურების განუხრელად დაცვით და იბოჭება კანონის შესაბამისი ნორმებით.

 

·       დამოუკიდებელი კომისიის მიერ დისციპლინური წარმოების ჩატარება არ გულისხმობს რაიმე სახის განსხვავებული რეგულაციების არსებობას.

 

 

დისციპლინარული წარმოების’’’დამოუკიდებელი კომისიის შემადგენლობა[89-ე მუხ. მე-4 ნაწ]

 

·       89-ე მუხლის მეოთხე პუნქტი აწესებს რეგულაციას, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება „დისციპლინარული წარმოების’’ დამოუკიდებელი კომისია.

·       აღნიშნულ შემთხვევაში, კანონი დაწესებულების ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს სრულ დისკრეციას ანიჭებს, რათა მათ განსაზღვრონ დამოუკიდებელი კომისიის შემადგენლობა.

·       შესაბამისად, კანონი არ ითვალისწინებს რაიმე სახის მოთხოვნებს, რომელთა დაცვითაც უნდა ჩამოყალიბდეს კომისიის შემადგენლობა.

·       თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ დაწესებულების ხელმძღვანელმა ან საამისოდ უფლებამოსილმა პირმა არ უნდა გაითვალისწინონ კანონის ზოგადი და, ასევე, უშუალოდ დისციპლინური წარმოების პრინციპები.

·       მნიშვნელოვანია, დამოუკიდებელი კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისას გათვალისწინებული იყოს ობიექტურობის პრინციპი და ომისიაში არ იყვნენ ისეთი პირები, რომელთაც პირადი ინტერესი’’ გააჩნიათ ან/და, თუ არსებობს სხვა გარემოება’’, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს საქმის გადაწყვეტაზე.

·       კანონის თანახმად, დამოუკიდებელი კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება დაწესებულების ხელმძღვანელმა ან საამისოდ უფლებამოსილმა პირმა უნდა გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’ - სახით .

 

მუხლი 90. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის’’ უფლებამოსილება

 

1.     დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული’’ უფლებამოსილია:

) შეაგროვოს და შეისწავლოს დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ’’ ბრძანებაში აღნიშნული გარემოებებისა’’ და მასთან დაკავშირებული ფაქტების’’ შესახებ ინფორმაცია;

 

) მიიღოს და გააანალიზოს წერილობითი’’ ან/და ზეპირი ახსნა-განმარტებები’’;

 

) მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადასტუროს დისციპლინური გადაცდომის’’ არსებობა ან არარსებობა;

 

) განსაზღვროს დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა’’

 

) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.

 

2.     დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული’’ თავისი უფლებამოსილების’’ განხორციელებისას  დამოუკიდებელია’’ და ხელმძღვანელობს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

 

დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის’’ უფლებამოსილებებ[90- მუხ. 1-ლი ნაწ]

 

კომენტარი:

 

·       კანონი 90-ე მუხლს უთმობს დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის’’ უფლებამოსილებებს

·        მუხლის 1-ელ ნაწილში  მოცემულია ყველა  ძირითადი უფლებამოსილება, რაც გააჩნია დისციპლინური წარმოების განმახორციელებელ ერთეულს.

·       უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს კანონის იმ მოთხოვნაზე, რომლის თანახმადაც დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია’’.

·       „დამოუკიდებლობის’’  მოთხოვნა უკავშირდება დისციპლინური წარმოების მიუკერძოებლობის პრინციპს და აუცილებლობას, დისციპლინური წარმოება ჩატარდეს ობიექტურობის სრული დაცვით.

·       „დამოუკიდებელი’’  ტრუქტურა  მაქსიმალურად უზრუნველყოფს პროფესიული საჯარო მოხელეების უფლებების დაცვას და შექმნის გარანტიას, რომ დისციპლინური წარმოების შედეგები იქნება სამართლიანი და ობიექტური.

·       90-ე მუხლის 1-ლი ნაწილის  თანახმად, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის’’ უფლებამოსილებები შეიძლება დავაჯგუფოთ კატეგორიებად:

1)     ფაქტებისა და ინფორმაციის შეგროვება: [„შეაგროვოს და შეისწავლოს დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ ბრძანებაში აღნიშნული გარემოებებისა და მასთან დაკავშირებული ფაქტების შესახებ ინფორმაცია’’]

2)      ახსნა განმარტებების მიღება და ანალიზი [„მიიღოს და გააანალიზოს წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტებები’’].

3)     დასკვნის შემუშავება: [„მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადასტუროს დისციპლინური გადაცდომის არსებობა ან არარსებობა’’];

4)     თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა[„განსაზღვროს დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა’’].

5)     კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.

 

·       ინფორმაციისა და ფაქტების შეგროვების ეტაპზე’’  კანონი აძლევს დისციპლინური წარმოების განმახორციელებელ ერთეულს უფლებამოსილებას, გამოიყენოს ყოველგვარი რესურსი, რათა ა) სრულყოფილად შეისწავლოს დისციპლინური გადაცდომის კატეგორია, ბ)მიყენებული ზიანის ხარისხი, გ)გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირი. [სწორედ, აქ ვლინდება დისციპლინური წარმოების მიზნების განუხრელად შესრულება].

·       ამ ეტაპზე დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული ახდენს დისციპლინური გადაცდომის’’  სწრაფად და სრულად გამოვლენას.

·        დასკვნის შემუშავების ეტაპზე’’  დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული მიმართულია დისციპლინური წარმოების ისეთი მიზნის შესრულებისკენ, როგორიცაა დისციპლინური გადაცდომისთვის’’ პასუხისმგებლობის თანაზომიერი’’  ზომის’’ განსაზღვრ

·       . ამ ეტაპზე, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული, პირველ რიგში ადგენს:   ა)“არსებობს თუ არა ქმედებაში დისციპლინური გადაცდომის ნიშნები’’ და ასეთი ნიშნების დადგენის  შემთხვევაში ბ) დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელი ზომა იქნება თანაზომიერი’’.

 

·        ამასთან, როდესაც დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველია აუდიტის’’, ინსპექტირების’’ ან/და მონიტორინგის’ განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის’’  დასკვნა, მიზანშეწონილია,  დისციპლინური წარმოება’’ ჩატარდეს   დამოუკიდებელი დისციპლინარული წარმოების კომისიის’’ მიერ.

·       90-ე მუხლის მეორე პუნქტი ადგენს ზოგად პრინციპს, რომელშიც განსაკუთრებულად აღნიშნავს „დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის’’ დამოუკიდებლობის მნიშვნელოვნებას და განმარტავს, რომ „დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული ‘’ შებოჭილია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონითსაჯარო სამსახურის შესახებდა სხვა საკანონმდებლო აქტებით.

·       ეს დათქმა ძალიან მნიშვნელოვანია დისციპლინური წარმოების  „ობიექტურად’’ წარსამართავად და იმისათვის, რომ დაცული იყოს დისციპლინური წარმოებისას’’ კანონით მოთხოვნილი სტანდარტები და დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის’’- უფლებები

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები