თემა 10. „კორპორაციული მართვა“ სააქციო საზოგადოებაში

 

   

სარჩევი:

„კორპორაციული მართვა’’  სს-ში. 1

უფლებამოსილებაზე’’დაფუძნებული მართვის  სისტემა-სს-ში [ანუ „კორპორაციული მართვის’’ სისტემა -სს-ში] 1

შეზღუდული რაციონალობის’’ დოქტრინა -[როგორც „კორპორაციული მართვის’’  ერთ-ერთი იდეოლოგიური საფუძველი] 2

საკუთრების’’ დაკონტროლის’’ გამიჯვნა სს-ში. 2

კონტროლის’’ კონტროლი. 3

კორპორაციული მართვის’’   ნაწილები. 3

)“კორპორაციული მართვის’’ სისტემა. 3

ქართული სს-ის კორპორაციული მართვის სისტემა. 4

) სს-ს კორპორაციული მართვის’’ მოდელები. 4

კორპორაციული მართვის ‘’ „მონისტური’’ სისტემა. 5

) კორპორაციული მართვისდუალისტური’’ სისტემა. 7

სააქციო საზოგადოების’’ „ორგანოთა ჰორიზონტალურობის’’ კონცეფცია. 9

სააქციო საზოგადოების’’ ორგანოთა სისტემა[მუხ. 182-] 11

„აქციონერთა საერთო კრების’’ „ენუმერაციულობის’’ პრინციპი. 11

ხელმძღვანელი ორგანოს  უფლებამოსილება[203-ე მუხლის მე-5 პუნქტი] 12

 

 

 

 

„კორპორაციული მართვა’’  სს-ში.

 

·        სს-ს  „კორპორაციული მართვა ‘’ [ზოგადად]  გულისხმობს სს-ის ხემძღვანელობის ისეთ სისტემას რომელშიც  დაბალანსებულია ა) აქციონერების,ბ)სს-ს მმარტველი ორგანოების და გ)“დაინტერესებულ პირთა’’[მე-3 პირთა] -ინტერესები

 

უფლებამოსილებაზე’’დაფუძნებული მართვის  სისტემა-სს-ში [ანუ „კორპორაციული მართვის’’ სისტემა -სს-ში]

 

 

 

·       სს-ში სახეზეა აქციონერთა სიმრავლე.

·       სს-ში აქციონერთა[ანუ საზოგადოების „წევრთა’’] სიმრავლე განკუთვნილია „მსხვილი კაპიტალის’’ მოსაზიდად[აკუმულირებისათვის]

·       აქციონერთა „დანაწევრებული სტრუქტურა’’ და „წილზე’’ მიბმული „ხმის უფლება’’ შეუძლებელს ხდის „ყველა’’ აქციონერის ინტერესის გათვალისწინებას „გადაწყვეტილების’’ მიღების დროს.

·       ამის გამო,სს-ს „აქციონერები’’ თანხმდებიან,რომ სს-ს მართვა განხორციელდეს „მენეჯერების’’ მიერ,როლებზეც ხდება „აქციონერების უფლებამოსილებების’’ დელეგირება

·       სს-ში „ყველა’’ აქციონერის ინტერესის გათვალისწინება,სწორედ დაქირავებულმა  „მენეჯერებმა’’ უნდა მოახდინონ

 

·       ანუ სს-ში „მმართველ ორგანოებს“ აყალიბებენ „მოწვეული’’[არაპარტნიორი] პირებისგან

·       ამგვარად ჩამოყალიბებული სს-ს მმართველობითი  „ორგანო’’   სს-ს მართვას ახორციელებს „საკორპორაციო სამართლის’’ დებულებები და „მოწვეულ მენეჯერებთან’’ დადებული „შრომითი ხელშეკრულებების’[რომლებიც სს-ს ფუნქციონირების ნორმატიულ არეალს შეესაბამება] საფუძველზე

·       მოკლედ რომ ვთქვათ,სს-ში ხდება აქციონერთა მიერ „საზოგადოების მართვის  ცალკე ორგანოებისთვის’’ გადაცემა

·       „გდაწყვეტილებების მიღების სისტემას’’[ანუ „მართვის სისტემას’’],რომელიც სს-ში ყალიბდება,უფლებამოსილებაზე’’ დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების სისტემა ეწოდება[ანუ სხვა სიტყვებით „კორპორაციული მართვის სისტემა ‘’ ეწოდება ]

 

[შენიშვნა: განსხვავებით  სს-გან [ანუ კაპიტალური ტიპის საზოგადოებისგან]  „ამხანაგობის’’ ტიპის საზოგადოებაში არსებობს ე.წ. „კონსესუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების სისტემა,რაც გულისხმობს იმას ,რომ,თითოეულ პარტნიორერთი ხმის უფლება აქვს და ამ ერთი ხმის პატრონთა „საერთო კრებაზე’’ იმგვარად შეუძლია გამოიყენოს,რომ მაქსიმალურად გაითვალისწინოს საკუთარი .პირადი ინტერესები]

 

 

შეზღუდული რაციონალობის’’ დოქტრინა -[როგორც „კორპორაციული მართვის’’  ერთ-ერთი იდეოლოგიური საფუძველი]

 

·       მეორე საფუძველი,თუ რატომ აქვს სს-ს „სპეციფიკური’’[ანუ „თავისებური’’]  „მართვის სისტემა’’,რომელსაც სხვა სიტყვებით „კორპორაციული მართვის სისტემა’’ ეწოდება არის- ე.წ. „შეზღუდული რაციონალობის’’ დოქტრინა

·       „შეზღუდული რაციონალობის’’ ცნების შინაარსი მოიაზრებს შემდეგს: „ინდივიდის უნარი მიიღოს და გადაამუშაოს ინფორმაცია ,რათა მიიღოს „ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება’’ -„შეზღუდულია’’.ანუ  ადამიანის გონებრივი განვითარება,კონკრეტული პროცენტული მაჩვენებლით არის „ზღვარდადებული’’.ადამიანს არ აქვს „ყველა’’ შემთხვევის „ფაქტობრივ გარემოებათა’’   „სწორად ანალიზის ‘’ უნარი

·       ამდენად, თუკი საკითხი უკავშირდება“პროფესიულ ცოდნას’’,მაგალითად „სააქციო საზოგადოების’’[სს-ს]  „მართვას’’,ასეთ დროს აქციონერს[ანუ სს-ს ინვესტორს] ,როგორც წესი, არ აქვს სს-ს „ყოველდღიური მდგომარეობის’’ სწორი ანალიზის სათანადო უნარი

·       რის გამოც აქციონერები[ინვესტორები] „ქირაობენ’’ პირებს,რომლებიც შესაბამისი „ცოდნით’’ და „უნარებით’’ არიან აღჭურვილნი

 

 

 

საკუთრების’’ დაკონტროლის’’ გამიჯვნა სს-ში

 

 

 

·       სს-ში „კორპორაციული მართვის’’ სისტემის გააზრებისთვის აუცილებელია „საკუთრების’’ და „კონტროლის’’ გამიჯვნა

·       სს-ს „საკუთრებაში’’[„ქონებაში’’]  მოიაზრება ინვესტორების [აქციონერების] მიერ განხორციელებული „შესატანი’’[ე.ი. ინვესტიცია],რომელზეც ისინი  „პირდაპირი კონტრლის’’ სამართლებრივ საშუალებას კარგავენ

·       „საკუტრებაზე’’ „პირდაპირი კონტროლის’’ დაკარგვა ხდება სწორედ იმის გამო,რომ სს-ში ყალიბდება „ცენტრალიზებული მენეჯმენტი’’[ე.წ.. „დირექტორთა საბჭო’’],რომელიც სს-ის „ქმედუნარიანობის’’ განმახორციელებელი და სს-ს ქონების ყოველდღიურ განკარგვაზე „უფლებამოსილი ‘’ ორგანოა

·       შესაბამისად,სს-ში განხორციელებული „შესატანების’’[ინვესტიციების] უშუალო „მესაკუთრე’’ ხდება დამოუკიდებელი სამართალსუბიექტი- „სააქციო საზოგადოება’’ სს,ხოლო ამ „ქონების’’[„შენატანების’’ანუ ინვესტიციების]  განკარგვის უფლებამოსილება  ამ „საქციო საზოგადოების’’ მმართველ ორგანოს -„დირექტორტა საბჭოს’’ აქვს,რომელზეც აქციონერებმა[ინვესტორებმა] მოახდინეს თავიანთი უფლებამოსილებების დელეგირება

·       -„დირექტორტა საბჭოს’’  მიერ „ქონების’’[„შენატანების’’ანუ ინვესტიციების]  განკარგვის უფლებამოსილებას -ეწოდება  „კონტროლი’’

·       დავიმახსოვროთ: სს-ში აქციონერების მიერ ინვესტირებულ საკუტრებაზე „კონტროლს’’  „ცენტრალიზებული მენეჯმენტი’’[„დირექტორთა საბჭო’’] ახორციელებს

კონტროლის’’ კონტროლი

·       თუმცა „სააქციო საზოგადოებაში’’ არსებობს ე.წ. „კონტროლის’’ კონტროლი,რაც გულისხმობს „აქციონერების’’ მიერ „ინვესტიციების[ანუ „შენატანების’’] განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოს’’[ე.ი. „დირექტორტა საბჭოს’’] „კონტროლის’’ შესაძლებლობას

·       ანუ სს-ს „აქციონერები’’ ინარჩუნებენ ინვესტიციებზე „არაპირდაპირი კონტროლის’’ შესაძლებლობას.

·       ეს „არაპირდაპირი კონტროლის’’ შესაძლებლობა  გამოიხატება“აქციონერთა საერთო კრების’’ ნორმატიულად განსაზღვრულ „უფლებამოსილებათა’’ ჩამონათვალში [ანუ „უფლებამოსილებათა კატალოგში’’]

·       მაგ. თუ სს-ის მენეჯერის „არაკეთილსინდისიერ ქმედებას’’ მოჰყვება „ზიანი’’ ან „ზიანის საფრტხე’’,“აქციონერთა საერტო კრებას’’ შეუძლია ასეთი „მენეჯმენტის წევრის’’[„დირექტორის’’] დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება,ან ე.წ. „ნაწარმოები სარჩელიტ’’ სასამართლოსთვის მიმართვა

·        

·       მოკლედ,რომ ითქვას სს-ს “აქციონერთა’’ „არსენალში’’ „კონტროლის კონტროლის’’ განხორციელების უამრავი მექანიზმია.

 

 

 

კორპორაციული მართვის’’   ნაწილები

 

 

·       ტერმინი „კორპორაციული მართვა’’ შეიძლება ორ ტერმინად დაისალოს  ა)“კორპორაციული მართვის’’ სისტემა  და ბ)“კორპორაციული მართვის’’ მოდელი

 

 

)“კორპორაციული მართვის’’ სისტემა

 

·       „კორპორაციული მართვის’’ სისტემა- „ნორმატიულად დადგენილი’’ სააქციო საზოგადოების წინასწარ განსაზღვრული მართვის სტუქტურაა

·       „კორპორაციული მართვის’’ სისტემა ორი სახის არსებობს: ა)“ერთსაფეხურიანი მართვის სისტემა’’[ანუ „კორპორაციული მართვის მონისტური სისტემა’’] და ბ)“ორსაფეხურიანი მართვის სისტემა’’[ანუ „კორპორაციული მართვის დუალისტური სისტემა’’]

·       კორპორაციული მართვის მონისტური და დუალისტური სისტემებისტვის დამახასიათებელია „სს-ის ორგანოთა უფლებამოსილებების’’ ნორმატიულ დონეზე იმპერატიულად გაწერა.

·       კორპორაციული მართვის მონისტურ  და დუალისტურ სისტემებს შორის ზღვარი “სამეთვალყურეო საბჭოს’’ არსებობა[დუალისტური] -არარსებობაზე[მონისტური] გადის

 

 

 

ქართული სს-ის კორპორაციული მართვის სისტემა

 

 

·       ქართული კანონმდებლობა სს-ის მართვის „მონისტურ’’ და „დუალისტურ’’ სისტემებს შორის  „არჩევანის’’ შესაძლებლობას უშვებს[182-ე მუხლის მე-2 პუნქტი] გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა,როდესაც სს არის „ანგარიშვალდებული საწარმო’’,რომლის ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ არის დაშვებული საფონდო ბირჟაზე,ან სს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არის ლიცენზირებული’’[182-ე მუხ. მე-3 პუნქტი]

·       „არჩეული’’ კორპორაციული მართვის სიტემა სს-ის ფუნქციონირების ეტაპზე,“აქციონერთა საერთო კრების’’ გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეიცვალოს[182-ე მუხ. მე-2 პუნქტი,184-ე მუხ. 1-ლი პუნქტის „გ’’ ქვეპუნქტი]

 

 

) სს-ს კორპორაციული მართვის’’ მოდელები

 

 

 

·       „კორპორაციული მართვის’’ მოდელები  შეიძლება მრავალფეროვანი იყოს

·       „კორპორაციული მართვის’’ მოდელები ერთმანეთისგან  უამრავი ნიშნით განსხვავდება[ამ ნიშნებს აქ არ შევეხებით]

·       მაგრამ არსებობს „კორპორაციული მართვის’’ მოდელის „ვიწრო’’[„კოპრაციულ-სამართლებრივი’’] გაგება,რომლის თანახმად „კორპორაციული მართვის’’ მოდელი შეიძლება იყოს:

a.      სს-ს „დირექტორთა’’ ინტერესებით მართული

b.     სს-ს „აქციონერთა’’ ინტერესებზე ორიენტირებული

c.      „დაინტერესებულ პირტა’’[მე-3 პირთა] ინტერესებზე ორიენტირებული

 

·       „შეჯამების’’ სახით შეიძლება ითქვას ,რომ ე.წ. „კორპორაციული მართვის’’ „კოპორაციულსამართლებრივი’’საფუძველია  „საკუტრების’’ და „კონტროლის’’ გამიჯვნა

·       ასეთი „გამიჯვნის’’ შედეგი გამოიხატება სს-ში „ცენტრალიზებული მენეჯმენტის’’ [„დირექტორტა საბჭოს’’] არსებობაში

·       „კორპორაციული მართვის’’ განხორციელება შესაძლებელია საკანონმდებლო დონეზე გაწერილი „მონისტური’’ ან „დუალისტური’’ მართვის სისტემის მეშვეობით

·       კორპორაციული მართვის  „მონისტურ’’ და „დუალისტურ’’ სისტემებში შესაძლებელია  „კორპორაციული მართვის’’ ნებისმიერი მოდელის დანერგვა

 

 

 

კორპორაციული მართვის ‘’ „მონისტური’’ სისტემა

 

 

 

 

·       „მონისტური’’ სისტემა კანონიტ განსაზღვრულ  „მართვის ორგანოთა’’ „სისტემურ’’ და „ფუნქციონალურ’’ განლაგებას „ადგენს’’ და მიუტიტებს,რომ  ასეთ სისტემაში „სამეთვალყურეო საბჭო’’ ცალკე საზედამხედველო ორგანოს სახით -არ არსებობს .

·       „მონისტურ’’ სისტემაში სს-ს მართვაზე პასუხისმგებელად „ხელმძღვანელი ორგანო’’ [„დირექტორთა საბჭო’’][„ბორდი’’] გვევლინება.

·       „ხელმძღვანელ ორგანოს’’ ირჩევს „აქციონერტა საერთო კრება’’

·       “აქციონერთა საერთო კრებას’’ „ხელმძღვანელი ორგანოსათვის’’  „მითითების’’ მიცემა არ შეუძლია;

·       „ხელმძღვანელი ორგანო’’ ვალდებული არ არის შეასრულოს  „აქციონერთა საერტო კრების  ‘’ „მითითება’’[თუ ის იქნება]

·       რაც შეეხება „აქციონერთა საერთო კრების’’ „გადაწყვეტილებას’’,მისი შესრულება  „სავალდებულოა’  სს-ს „ხელმძღვანელი ორგანოსთვის’’

·       „ხელმძღვანელ ორგანოში’’[„დირექტორტა საბჭოში’’] „ხელმძღვანელი’’ პირი [ერთ-ერთი „დირექტორი’’] ინიშნება „აქციონერთა საერთო კრების მიერ’’

 

·       ანგლო-ამერიკულ „მონისტურ’’ სისტემაში „ხელმძღვანელ ორგანოს’’ ეწოდება - „ბორდი’’

·       ბორდი’’ აერთიანებს „აღმასრულებელდა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ’’  პირებს [ ე.ი. „დირექტორებს’’] და „მათ მაკონტროლებელ[ზედამხედველ] პირებს’’

 

·       ბორდის წევრებისგან  „აქციონერთა საერტო კრება’’ ირჩევს ჯერ „საზედამხედველო’’[არააღმასრულებელ] ბორდის „წევრებს’’,რომლებიც თავის მხრივ ბორდის  სხვა წევრებისგან ირჩევენ  „აღმასრულებელდა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ’’პირებს

·       ანგლო-ამერიკულ „მონისტურ’’ სისტემაში  „სამეთვალყურეო საბჭოს’’ ფუნქციას ასრულებს „არააღმასრულებელი ხელმძღვანელი პირი’’[ე.წ. „არააღმასრულებელი დირექტორი’’]

·       კანონის „მეწარმეთა შესახებ’’ 203-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით“კომპეტენცია,რომელიც კანონით ან „წესდებით’’ არ განეკუთვნება სს-ის „აქციონერთა საერთო კრებას’’[ან „სამეთვალყურეო საბჭოს’’],განეკუთვნება „ხელმძღვანელ ორგანოს’’

·       ეს „დანაწესი’’ სამომავლო სასამართლო დავების პრევენციას ახდენს [სს „ორგანოებს“ შორის კომპეტენციაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში]

 

·       სს-ის „ხელმძღვანელი ორგანოს’’ წევრები  სს-ს „ხელმძღვანელობენ’’- „ერთობლივად’’[„არე სამართლებრივ“ ურთიერთობებში]

·       ეს ნიშნავს იმას,რომ სს-ის მიმართ კანონმდებელმა „შეზღუდული’’ „ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება’’ დაადგინა „ერთობლივი ხელმძღვანელობის’’ სახით და ფაქტობრივად,გამორიცხა „დამოუკიდებელი ხელმძღვანელობა’’ ან „რამდენიმე პირის მიერ ხელმძღვანელობის’’ შესაძლებლობა ;

·       „შიდასამართლებრივ ‘’ურთიერთობებში კი კანონიტ დისპოზიციურად არის დაშვებული „ხელმძღვანელი ორგანოს’’ წევრთა შორის[„დირექტორთა შორის] „ფუნქციათა გადანაწილება’’,“მინიმალური აუცილებელი ფუნქციის შენარჩუნებით’’[იხ.კანონის  203-ე მუხლის მე-8 პუნქტი]

·       რადგან “მინიმალური აუცილებელი ფუნქციის შენარჩუნების’’ გარეშე „ფუნქციატა გადანაწილება’’ გაუტოლდებოდა „ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების’’ - ჩამორთმევას და „ხელმძღვანელობითი ორგანოს’’ „წევრის’’  „ხელმძღვანელობიტი საქნიანობიდან’’ ჩამოცილება იქნებოდა სახეზე

·       „ხელმძღვანელი ორგანო’’ ორი ან მეტი პირით ფორმირების შემთხვევაში „კოლეგიალურ ორგანოდ’’ ყალიბდება,რომელსაც ესაჭიროება „თავმჯდომარე’’,რომელსაც დანიშნავს თავად „ხელმძღვანელი ორგანო’’

·       „ხელმძღვანელი ორგანოს’’ „თავმჯდომარე’’ ძირითადად,“მაკოორდინირებელი ფუნქციით’’ აღიჭურვება[იხ. კანონის 205-ე მუხლი]

·       „ხელმძღვანელი ორგანოს’„თავმჯდომარე’’ ანგარიშვალდებულია სს-ს „აქციონერთა საერთო კრების’’ წინაშე

·       დამატებით უნდა აღინიშნოს,რომ: კორპორაციული მართვის „მონისტურ’’ სისტემაში „ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება’’ შეიძლება გადაეცეს ე.წ. „აღმასრულებელ ხელმძღვანელ პირს’’ [ე.ი.„აღმასრულებელ დირექტორს’’] [ იხ.კანონის 206-ე მუხ]

·       ხოლო თუ „ხელმძღვანელი ორგანო’’,მხოლოდ „აღმასრულებელი პირებით’’ არის დაკომპლექტებული,სს-ის „სამეთვალყურეო საბჭოს’’ ფუნქციას ასსრულებს „აქციონერთა საერთო კრება’’ [იხ.209-ე მუხლის მე-2 პუნქტი]

 

 

 

) კორპორაციული მართვისდუალისტური’’ სისტემა

 

 

·       კორპორაციული მართვის „დუალისტური’’ სისტემა  „კანონით“ დადგენილი „მე-2 ტიპის’’ კორპორაციული მართვის სისტემაა.[პირველია „მონისტური’’ სისტემა]

·       კორპორაციული მართვის „დუალისტური’’ სისტემა   მოითხოვს „საზედამხედველო’’ ფუნქციის მქონე „სამეთვალყურეო საბჭოს’’ არსებობას

·       ორსაფეხურიანი[დუალისტური] მართვის სისტემის  მქონე „საკორპორაციო სამართლის’’ ჩამოყალიბების ეტაპზე  „ხელმძღვანელი ორგანო’’, „დირექტორთა საბჭოს ’’ სახით სს-ს „აქციონერთა’’ „ეკონომიკური’’ და „სამართლებრივი’’ „წარმომადგენელი’’ იყო ,ხოლო „სამეთვალყურეო საბჭო’’ განიხილებოდა აქციონერთა ერთგვარ „კომიტეტად’’,რომელიც დროტთა განმავლობაში  ჩამოყალიბდა „დამოუკიდებელი ორგანოს’’ სახით.

·       კორპორაციული მართვის „დუალისტურ’’ სისტემაში  „ხელმძღვანელობის’’ და „კონტროლის’’ ფუნქციები ერტმანეთისგან გამიჯნულია  სს-ს „ორგანოთა’’ გამიჯვნის საფუძველზე.

·       მაშინ როცა „მონისტურ’’ სისტემაში  „ბორდის’’,როგორც „ერთი ორგანოს’’ ორი ქვესტრუქტურული მიმართულების წევრებია მოცემული,საიდანაც ერთი[ე.წ. „შიდა’’ დირექტორები] აკონტროლებენ „წამომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების’’[ე.წ. „გარე’’დირექტორების] საქმიანობას.

·       „დუალისტური’’ მართვის სისტემაში ა)პრინციპულად,ბ)ფუნქციურად  და გ)შედეგობრივად ,შიძლება ითქვას,რომ „იგივე შინაარსი რეალიზდება’’,რაც „მონისტური’’ სისტემის „ბორდში’’ ,ოღონდ იმ განსხვავებით,რომ „საზედამხედველო’’ ფუნქციების მატარებელი  ცალკე“ორგანოა’’ – „სამეთვალყურეო საბჭოს’’ სახით

·       „მონისტური’’ სისტემისგან განსხვავებით „დუალისტური’’ მართვის სისტემაში „აქციონერთა საერთო კრება’’ ირჩევს „სამეღვალყურეო საბჭოს’’ „წევრებს’’ [იხ.184-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „თ’’ ქვეპუნქტი]

·       ხოლო  „საერთო კრების ‘’ მიერ არჩეული „სამეთვალყურეო საბჭო’’ ირჩევს „ხელმძღვანელი ორგანოს’’ „წევრებს’’ არაუმეტეს 3 წლის ვადით[იხ. 204-ე მუხლის  1-ლი ნაწილი]

·       როგორც „მონისტური’’,ისე „დუალისტური’’ სისტემისტვის კანონში არის მნიშვნელოვანი ჩანაწერი :“ხელმძღვანელი ორგანოს’’ სხდომა შეიძლება დაიხუროს იმ ხელმძღვანელისათვის,რომელთან დაკავშირებული საკითხიც განიხილება აღნიშნულ სხდომაზე’[იხ. 207-ე მუხ. მე-2 პუნქტი]

·       სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს:

 

ა) სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს სააქციო საზოგადოების საქმიანობის ანგარიში;

ბ) გამოითხოვოს, განიხილოს, შეამოწმოს და შეისწავლოს სააქციო საზოგადოების საქმიანი დოკუმენტაცია, მათ შორის, საბუღალტრო დოკუმენტაცია, სააქციო საზოგადოების ქონებრივი ობიექტები და სალარო; ამ მოქმედებების განხორციელება დაავალოს სამეთვალყურეო საბჭოს  წევრს ან მათ განსახორციელებლად მოიწვიოს ექსპერტები;

გ) შეამოწმოს სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს წლიური ანგარიშები, წინადადებები მოგების განაწილების შესახებ, საქმიანობის ანგარიში და ამის თაობაზე მოახსენოს საერთო კრებას;

დ) „წარმოადგინოს’’ სააქციო საზოგადოება ხელმძღვანელ პირთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში;

ე) ამ კანონით ან წესდებით  გათვალისწინებულ შემთხვევებში გაასაჩივროს საერთო კრებისგადაწყვეტილებები’’.[იხ. 209-ე მუხ.მე-3 ნაწ.]

 

·       სს-ს „სამეთვალყურეო საბჭო’’ უნდა შედგებოდეს სულ მცირე 3 „წევრისაგან’

·       „სამეთვალყურეო საბჭოს’’  წევრი’’ შეიძლება იუყოს როგორც „ფიზიკური’’,ისე „იურიდიული’’ პირი

·       „ხელმძღვანელი ორგანოს’’ ფუნქციები არ შეიძლება გადაეცეს „სამეთვალყურეო საბჭოს’’,რადგან „სამეთვალყურეო საბჭო’’ –„მაკონტროლებელი ორგანოა’’,ხოლო „ხელმძღვანელი ორგანო’’- „საზედამხედველო ობიექტი’’

·       „საზედამხედველო ობიექტი’’ იმავდროულად არ უნდა იყოს“მაკონტროლებელი სუბიექტი’’,ამის დაშვება ამ ორგანოთა „ფუნქციების’’ აღრევას გამოიწვევდა  და აზრს დაუკარგავდა მართვის „დუალისტურ’’ სისტემას

·       „სამეთვალყურეო საბჭოს’’ წევრი  იმავდროულად არ შეიძლება იყოს „ხელმძღვანელი ორგანოს’’ წევრი

·       „სამეთვალყურეო საბჭოს’’ „წევრიც’’   აირჩევა არაუმეტეს 3 წლის ვადით[იხ. 212-ე მუხ]

·       სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო თავის წევრთაგან, კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით ირჩევს  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს

·       სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოორდინაციას უწევს სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობას[მუხ. 216-ე]

 

 

 

 

            სააქციო საზოგადოების’’ „ორგანოთა ჰორიზონტალურობის’’ კონცეფცია

 

 

·       „კრპორაციული მართვის’’ სისტემა  ,[რომელიც დამახასიათებელია „სააქციო საზოგადოების’’ ორგანიზაციულ -სამართლებრივი ფორმისათვის] ეფუძნება  „მართვის ორგანოთა ჰორიზონტალურობის’’ კონცეფციას[პრინციპს]

·       „მართვის ორგანოთა ჰორიზონტალურობის’’ [პრინციპის] მიხედვით: ა)“სააქციო საზოგადოება’’ შედგება „მართვის ორგანოებისგან’’

ბ)ამ „მართვის ორგანოებს’’ კანონმდებლობით[ან კანონმდებლობიდან გამომდინარე „წესდებით’’] მინიჭებული აქვს გარკვეული „უფლებამოსილება’’

გ)სწორედ მიმიჭებული  „უფლებამოსილების’’ ფარგლებში სს-ს თითოეული „მართვის ორგანო’’ არის „უფლებამოსილიც’’ და „პასუხისმგებელიც’’[ვალდებული]

 

[ეს„მართვის ორგანოთა ჰორიზონტალურობის’’ პრინციპი ზეპირად]

·       „მართვის ორგანოები’’ „ნების ფორმირების’’ და „გადაწყვეტილების მიღების’’ საფუძველზე გეგმავენ ,და შეიმუშავებენ “კორპორაციულ პოლიტიკას’’

·       განსაზღვრავენ „კორპორაციული პოლიტიკის“ მიმართულებას[ვექტორს]

·       მიღებული „გადაწყვეტილებების’’ ცხოვრებაში გატარებაზე ზრუნავენ

·       კანონმდებელი ადგენს,თუ როგორი „ორგანიზაციული სტრუქტურის“ მატარებელი უნდა იყოს სს

·       თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს  მისი „მართვის ორგანოები’’

·       რა ფუნქციებით უნდა აღიჭურვონ ისინი

·       თანამედროვე „საკორპორაციო სამართალი’’   „სააქციო საზოგადიოების’’ მართვის ორ „ძირითად“ სისტემას განასხვავებს.

·       პირველს განეკუთვნება „მონისტური’’[ანუ ერტსაფეხურიანი] მართვის სისტემა

·       ხოლო მეორეს- „დუალისტური’’[ანუ ორსაფეხურიანი] მართვის სისტემა

·       კანონმდებლის ყურადღების მიღმა არ არის დატოვებული „არა ძირიტადი’’ ე.წ. „შერეული ‘’ მართვის სისტემაც[რომელიც გულისხმობს „თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას’’ აქციონერთათვის „მომისტურ’’ და დუალისტურ’’ ნართვის სისტემებს შორის]

·       სს-ს მართვის დუალისტურ სისტემაში სხვადასხვა „მართვის ორგანოების’’ ფუნქციები განსხვავდებულია და ამ ფუქციების გადაცემა /დელეგირება[ე.წ. „კომპეტენციების აღრევა’’] არ შეიძლება

·       იმან ვისაცსს-თან აქვს შეხება,იქნება ეს „აქციონერი’’[ინვესტორი],თუ სს-ს რონელიმე „ორგანოს’’ წევრი,უნდა იცოდეს,თუ რა „გადაყვეტილებების’’ მირების უფლებამოსილება აქვს ამა თუ იმ „ორგანოს’’

·       სს-ს მართვის დუალისტურ სისტემისთვის  სამი  აუცილებელი „ორგანოს’’ არსებობაა დამახასიათებელი,ესენია: ა)“აქციონერთა საერთო კრება’’,ბ)“სამეტვალყურეო საბჭო’’ და გ)“ხელმძღვანელი ორგანო’’[„დირექტორატი’’,“გამგეობა’’ ,“დირექტორთა საბჭო’’]

·       თითოეული ამ „ორგანოსთვის’’კანონმდებლობა  ადგენს „საქმიანობის სფეროს’’

·       დაუშვებელია თითოეული ამ „ორგანოს’’  მიერ უფლებამოსილებათა „სხვა ორგანოზე’’ დელეგირება

·       სს-ს მართვის დუალისტურ სისტემაზე იქნა „თავდაპირველად’’ დაფუძნებული სს-ს ორგანიზაციულ სამარტლებრივი ფორნაც საქარტველოში

·       თუმცა,დროთა განმავლობაში იგი ჩანაცვლებას იწყებს ...

·       2008 წლის 14 მარტის ცვლილებიტ 2021 წლის მარტამდე არსებული კანონის „მეწარმეტა შესახებ’’ რედაქციით,შესაძლებელი გახდა სს-ს შექმნა „სამეთვალყურეო საბჭოს’’ გარეშე,ტუმცა ეს მაინც  არ იყო მართვის  ე.წ.„შერეული სისტემა’’,რადგან კანონის 55-ე მუხლის 1--ლი პუნქტი თუ სს იყო“ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ’’ კანონიტ განსაზღვრული საწარმო ,რომელსაც“კორპორაციული ფასიანი ქაღალდი’’ საჯარო ვაჭრობისტვის ჰქონდა გატანილი „ფასიანი ქაღალდების ბაზარზე’’,ან ეს სს საქართველოს ეროვნული ბანკის[სებ] მიერ იყო ლიცენზირებილი სუბიექტი,ანდა თუ სს-ს აქციონერთა რიცხვი 100-ს აღემატებოდა,მაშინ მსგავს სს-ში სამ“სამეტვალყურეო საბჭოს’’ ამოყალიბება „სავალდებულო’’ იყო.

·       სს-ს მართვის „მონისტური’’[ანუ „ერთსაფეხურიანი ‘’]  სისტემა არ ითვალისწინებს „სავალდებულო წესით’’ სს-ში „სამეთვალყურეო საბჭოს’’ არსებობას,როგორც „ხელმძღვალი ორგანოს’’/ამ „ხელმძღვანელი პირის’’ საქმიანობის საზედამხედველოდ

·       შესაბამისად, სს-ში  მართვის „მონისტური’’ სისტემით, ორი „ძირითადი’’ „მართვის ორგანო’’ არსებობს: ა)ა)“აქციონერთა საერთო კრება’’ და ბ)“ხელმძღვანელი ორგანო’’[„დირექტორატი’’,“გამგეობა’’ ,“დირექტორთა საბჭო’’]

·       სს-ს მართვის „მონისტური’’[ანუ „ერთსაფეხურიანი ‘’]  სისტემაში  მართვის „ხელმძღვანელ  ორგანოში’’ თავმოყრილია  როგორც „საზედამხედველო’’ ,ისე „სს-ს ყოველდღიური საქმიანობის განხორციელების’’ კომპეტენციები

 

 

·       შესაძლებელია ასევე გამოიყოს“კორპორაციული მართვის’’[სს-ს მართვის] ე.წ. „შერეული სისტემა’’

·       ამ სისტემაში კანონმდებლობა სს-ს დამფუძნებელს ან „აქციობერს’’ უფლებას ანიჭებს „კერძო ავტონონიის’’ ფარგლებზე გახადოს დამოკიდებული სს-მართვის სისტემის „არჩევა’’

·       ანუ „შერეულ სისტემაში’’ სწორედ „საქციო საზოგადოებაზეა’’ [და არა კანონის იმპერატიულ დანაწესზე] დამოკიდებული,თუ რომელ „კორპორაციული მართვის’’ სისტემაზე[მონისტურზე თუ დუალისტურზე ] იქნება სს-ს ორგანიზაციული სტრუქტურა მოწყობილი.

 

 

სააქციო საზოგადოების’’ ორგანოთა სისტემა[მუხ. 182-]

 

 

·       „სააქციო საზოგადოების’’[სს-ს]  მართვის ორგანოებია: „საერთო კრება’’ და „ხელმძღვანელი ორგანო“ (მართვის მონისტური სისტემის არჩევისას)

·       ან „საერთო კრება“, „სამეთვალყურეო საბჭო“ და „ხელმძღვანელი ორგანო“ (მართვის დუალისტური სისტემის არჩევისას)[იხ. 182-ე მუხ. ნაწ. 1-ლი]

·       „სააქციო საზოგადოებას“ შეიძლება ჰქონდეს მართვის დუალისტური“ ან „მონისტური“ სისტემა.

·        „დუალისტურია’’ მართვის სისტემა, როდესაც სააქციო საზოგადოებას, „საერთო კრებისა“ და „ხელმძღვანელი ორგანოს“ გარდა, ჰყავს „სამეთვალყურეო საბჭო’’.

·       „მონისტურია’’ მართვის სისტემა, როდესაც „სააქციო საზოგადოებას’’ არ ჰყავს „სამეთვალყურეო საბჭო’’.

·       „მართვის სისტემის“  „არჩევის“ შესახებ გადაწყვეტილება მიიღება „სააქციო საზოგადოების’’  დაფუძნებისას და „არჩევანი’’’ აღინიშნება „წესდებაში’’.

·       „მართვის სისტემის’’ „არჩევის“ შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს, თუ მის შეცვლას მხარს დაუჭერს „აქციონერთა საერთო კრება’’ კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 3/4-ით.

·       თუ „სააქციო საზოგადოება’’ არის „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული „ანგარიშვალდებული საწარმო’’, რომლის „ფასიანი ქაღალდები’’ სავაჭროდ არის დაშვებული საფონდო ბირჟაზე, ან თუ „სააქციო საზოგადოება’’ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არის ლიცენზირებული, სავალდებულოა არანაკლებ 3 და არაუმეტეს 21 წევრისგან შემდგარი სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა

 

 

 

    „აქციონერთა საერთო კრების’’ „ენუმერაციულობის’’ პრინციპი

 

 

·       „აქციონერტა საერთო კრების ენუმერაციულობის’’ პრინციპი ნიშნავს იმას,რომ „აქციონერთა საერთო კრების’’ კომპეტენცია კანონმდებლობით არის განსაზღვრული და ჩამოთვლილი

·       „აქციონერთა საერთო კრების’’ უფლებამოსილებათა „ჩამონათვალი’’ „ამომწურავია’’

·       ეს „ჩამონათვალი’’ პუნქტობრივად ჩამოთვლის „საკითხებს’’,რაზედაც „აქციონერთა საერთო კრება’’ უფლებამოსილია საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს  და მიიღოს „გადაწყვეტილება’’

 

[ეს პრინციპი ზეპირად]

ხელმძღვანელი ორგანოს  უფლებამოსილება[203-ე მუხლის მე-5 პუნქტი]

 

·       სს-ს თითოეული კანონით გატვალისწინებული „მართვის ორგანო’’ მხოლოდ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებსი იღებს „გადაწყვეტილებას’’

·       არცერთ „ნართვის  ორგანოს’’ არ აქვს უფლება ჩაერიოს ან პირადაპირი მითიტება მისცეს „სხვა ორგანოს’’ საქმიანობისა და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში

·       კორპორაციული მართვის „დუალისტურ’’ სისტემაში კანონმდებლობით პირდაპირაა „გაწერილი’’  „აქციონერთა საერთო კრების’’ კომპეტენცისს ჩამონათვალი

·       ასევე კანონმდებლობით პირდაპირაა „გაწერილი’’ „|სამეთვალყურეო საბჭოს’’ ,როგორც „ხელმძღვანეი ორგანოს’’ მაკონტროლებელი ორგანოს -„უფლებამოსილება’’

·       ხოლო ის რაც არც „აქციონერთა საერთო კრების’’ და არც „სამეთვალყურეო საბჭოს’’ კომპეტენციასი არ შედის,განეკუთვნება სს-ს „ხელმძღვანელი ორგანოს’უფლებამოსილება[იხ. 203-ე მუხლის მე-5 პუნქტი]

·       ყურადღება :სს-ს „ხელმძღვანელი ორგანოს’’ უფლებამოსილებათა ჩამონათვალი[ენუმერაცია] კანონით მოცემული არ არის

·       სს-ს ხელმძღვანელი ორგანო’’ არ არის „დროდა დრო შეკრების მართვის ორგანო’’[სხვა მართვის ორგანოებისგან განსხვავებით]

·       ის სს-ს „ყოველდღიურ’’ საქმიანობაზეა პასუხისმგებელი და „საკუთარი პასუხისმგებლობის’’ ქვეშ მართავს“სააქციო საზოგადოებას’’[იხ. 203-ე მუხლი]

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები