საჯარო სამსახურის ვადა.კანდიდატის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნა.მოხელის ფიცი. გამოსაცდელი ვადა.დანიშვნის გაუქმება.
საჯარო სამსახურის ვადა [მუხ.33-ე]
მუხლი 33.
საჯარო სამსახურის ვადა
პირი „მოხელის თანამდებობაზე’’ განუსაზღვრელი ვადით[ანუ „უვადოდ’’] ინიშნება.
კომენტარი:
·
„პროფესიული საჯარო მოხელე’’ არის
პირი, რომელიც „უვადოდ’’ ინიშნება
მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე.
·
მოხელის „უვადო’’ დანიშვნა ხაზს უსვამს საქართველოს
მოქალაქის „სახელმწიფო სამსახურში’’ ყოფნის ერთ-ერთი ფორმის
– საჯარო სამსახურის თავისებურებას.
·
პირი „მოხელის’’სტატუსთან და ვალდებულებებთან
ერთად იღებს გარანტიას,
რომ „სახელმწიფოსთან
მისი შრომითი ურთიერთობა არის მყარი და ის არ ექვემდებარება შეწყვეტას’’, რაღაც ვადის გასვლის შემდეგ.
·
როდესაც ადამიანი არჩევანს
აკეთებს საჯარო სამსახურში დასაქმებაზე, ის მნიშვნელოვან ინვესტიციას (დროს და შრომას) დებს
იმაში, რათა
მისი ცოდნა და უნარები „შესაბამისობაში
იყოს’’
საჯარო სამსახურის „მოთხოვნებთან’’.
·
და თუკი მას არ ექნება იმის განცდა, რომ „ეს არის გრძელვადიანი ურთიერთობა’’, მაშინ არ იქნება დაინტერესებული „მისი ცხოვრების საუკეთესო წლები’’ დაუთმოს
საჯარო სამსახურს.
ხ
·
თავის მხრივ, „საჯარო დაწესებულებას’’ აქვს მოხელეზე „ზრუნვის ვალდებულება’’ და „ინტერესი’’, რომ ის ცოდნა და გამოცდილება,
რომელსაც საჯარო მოხელე წლების განმავლობაში იძენს,
„მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული’’ საჯარო სამსახურში „გრძელვადიანი’’ საქმიანობისთვის,
რამდენადაც ეს არის საჯარო სამსახურის სტაბილური
ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანი
რესურსი.
ხ
·
აღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა ითქვას, რომ „უვადობა’’ არის ის კრიტერიუმი, რომელიც „სამოხელეო სამართლებრივი ურთიერთობის
მონაწილე ორივე მხარისათვის მნიშვნელოვანია’’ და „რომელსაც ემყარება პროფესიული „საჯარო მოხელის’’ სამართლებრივი ინსტიტუტი.
კანდიდატის მოხელის
თანამდებობაზე დანიშვნა
[მუხ.43]
მოხელის თანამდებობაზე კონკურსში გამარჯვებული პირის დანიშვნის
უფლებამოსილების მქონე პირები.[43-ემუხ. 1-ლი ნაწ]
·
“საკონკურსო კომისიის’’ მიერ წარდგენილ კანდიდატს მოხელის
თანამდებობაზე ნიშნავს შესაბამისი “საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი’’ ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი.
·
კანონი ადგენს საჯარო სამსახურში დასაქმების შესახებ „გადაწყვეტილების’’ „სამართლებრივ ფორმებს’’.
·
საჯარო სამსახურში მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე პირის დანიშვნის
და სამოხელეო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის აუცილებელი
წინაპირობაა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის [ინდაქტის]]გამოცემა.
ხ
·
ადმინისტრაციული
ორგანოს „საქმიანობის
სამართლებრივი ფორმა’’ განსაზღვრავს მოხელის თანამდებობაზე დანიშნულ პირთან „ურთიერთობის’’ სამართლებრივ ბუნებას.
·
„საჯაროსამართლებრივი ურთიერთობა’’[მოხელე-საჯარო დაწესებულება] წარმოიშობა
„საჯაროსამართლებრივი ფორმის’’[ინდაქტის] გამოყენებით[ინდაქტით
ინიშნება „პრპფესიული მოხელე’’], ხოლო „შრომის კოდექსით მოწესრიგებული ურთიერთობის’’
წარმოშობის სამართლებრივი ფორმაა „შრომის ხელშეკრულება’’.
[რომელიც იდება „პროფესიული მოხელის’’-„დამხმარესთან’’]
·
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი[ინდაქტი] არის ადმინისტრაციული
ორგანოს „საქმიანობის
საჯაროსამართლებრივი ფორმა’’
·
ინდაქტი შესაძლებლობას იძლევა „პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობაზე
დანიშნული პირი’’ აღჭურვოს „საჯაროსამართლებრივი
უფლებამოსილებებით’’. დაუშვებელია
„კერძოსამართლებრივი
ხელშეკრულებით’’ „სამოხელეო სამართლებრივი ურთიერთობის’’ ა) წარმოშობა,
ბ)შეცვლა ან გ)შეწყვეტა.[ესენი შესაძლებელია მხოლოდ „ინდაქტით’’]
მუხლი
43. კანდიდატის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნა
1. საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილ კანდიდატს მოხელის თანამდებობაზე ნიშნავს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი.
11. თუ საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატი უარს განაცხადებს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნაზე, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კონკურსში მონაწილე „სხვა კანდიდატის’’ წარდგენაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება „კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ’’.
საჯარო სამსახურში“პროფესიული მოხელის
თანამდებობაზე’’ პირის დასაქმების სამართლებრივი ფორმა[43-ე მუხ. მე-2 ნაწილი]
·
პირის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე გამოცემული
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით[სზაკ-ი] დადგენილ „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’ ლეგალური დეფინიციის
„ელემენტებს’’,
·
რომლის თანახმადაც: „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი’’ არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ „ადმინისტრაციული კანონმდებლობის
საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი’’, რომელიც ა)აწესებს, ბ)ცვლის, გ)წყვეტს ან დ)ადასტურებს „პირის ან პირთა შეზღუდული წრის’’ უფლებებსა და მოვალეობებს.
ხ
·
„მოხელის თანამდებობაზე’’ პირის „დანიშვნის აქტი’’:
ა) გამოცემულია დამსაქმებლის – საჯარო
დაწესებულების მიერ, რომელიც აკმაყოფილებს სზაკ-ის მიერ გათვალისწინებულ ადმინისტრაციული ორგანოს
ცნებას;
ბ) დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე,
რაც არის „ადმინისტრაციული
კანონმდებლობის’’ ნაწილი;
გ) დანიშვნის აქტი „მიმართულია კონკრეტული პირის საჯაროსამართლებრივი
უფლებამოსილებების განსაზღვრისაკენ’’;
დ)დანიშვნის აქტი „ცალმხრივად’’ და „შესასრულებლად სავალდებულო ძალით’’ ადგენს სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს. [მეორე მხარე (დასაქმებული)
არ მონაწილეობს მისი შინაარსის განსაზღვრაში. ]
ხ
·
„კომისიის მიერ წარდგენილი პირის’’ მოხელის თანამდებობაზე
დანიშვნის გადაწყვეტილება ა)უნდა შეესაბამებოდეს
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით[სზაკ-ით] ინდაქტისთვის დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს
და დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) თანამდებობაზე დასანიშნი პირის სახელი და გვარი; ბ) იმ საჯარო დაწესებულების დასახელება, რომელშიც
პირი თანამდებობაზე ინიშნება; გ) თანამდებობის დასახელება, შესაბამისი „თანამდებობრივი სარგოს ოდენობა’’, და „საკლასო დანამატი’’ (მისი არსებობის შემთხვევაში); დ)თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი;
ე) მოხელის გამოსაცდელი ვადა, თუ პირი თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით მიიღება.
ხ
·
კანონის მიერ საჯარო სამსახურში პირის დასაქმების სამართლებრივი ფორმების ა)“ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი’’[მოხელის თანამდებობაზე დანიშვნისთვისაა], „შრომითი ხელშეკრულება’’[მოხელის
დამხმარის აყვანისთვისაა] და „ადმინისტრაციული ხელშეკრულება’’[სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის პირის ან პოლიტიკური თანამდებობის პირის დამხმარეს აყვანისთვისაა )
გამიჯვნა ემსახურება საჯარო სამსახურში „დასაქმებულსა’’ და „დამსაქმებელს’’
შორის ურთიერთობის განჭვრეტადობასა
და გამჭვირვალობას და დასაქმებულის უფლებების დაცვას, რამდენადაც
„საქმიანობის სამართლებრივი ფორმა’’ განსაზღვრავს „უფლების
დაცვის’’ საპროცესოსამართლებრივ საშუალებებს.
მუხლი
43. კანდიდატის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნა
2. მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს და დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) თანამდებობაზე დასანიშნი პირის სახელი და გვარი;
ბ) იმ საჯარო დაწესებულების დასახელება, რომელშიც პირი თანამდებობაზე ინიშნება;
გ) თანამდებობის დასახელება, შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს ოდენობა, საკლასო დანამატი (მისი არსებობის შემთხვევაში);
დ) თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი;
ე) მოხელის გამოსაცდელი ვადა, თუ პირი თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით მიიღება.
კონკურსში გამარჯვებული პირის „მოხელის
თანამდებობაზე
დანიშვნის
შესახებ’’ „ინდაქტის’’ ’’ გამოცემის
უფლებამოსილების
შეზღუდვა[43-ე მუხ. მე-3 ნაწილი]
·
კანონი ახდენს საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატის
მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’ გამოცემის უფლებამოსილების
შეზღუდვას,
·
კერძოდ, ადგენს „ინდაქტის გამოცემის ვალდებულებას’’ „საკონკურსო
კომისიის მიერ შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელისათვის სათანადო გადაწყვეტილების
წარდგენიდან’’- 5 დღის გასვლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 30 დღისა.
·
ეს პროცესუალური მოთხოვნა ემსახურება „კონკურენტების უფლების’’ დაცვას.
·
აღნიშნული ვადის დაუცველობა შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების
უკანონოდ ცნობის და გაუქმების საფუძველი
მუხლი
43. კანდიდატის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნა
3. საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა საკონკურსო კომისიის მიერ შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელისთვის სათანადო გადაწყვეტილების წარდგენიდან 5 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
ხ
მოხელის ფიცი
[მუხ.44-ე]
მუხლი 44. მოხელის ფიცი
1. მოხელის „სამოხელეო სამართლებრივი ურთიერთობები’’ „იწყება’’ მის მიერ მოხელის ფიცის დადების „მომენტიდან’’.
2. მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნული პირი უფლებამოსილ თანამდებობის პირს წარუდგენს შემდეგი შინაარსის ფიცს: „შეგნებული მაქვს საჯარო სამსახურში ჩემთვის დაკისრებული უდიდესი პასუხისმგებლობა და ვაცხადებ, რომ ერთგულად ვემსახურები ხალხსა და სახელმწიფოს, დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, კანონებსა და სხვა სამართლებრივ აქტებს, პატივს ვცემ საჯარო ინტერესებს, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, კეთილსინდისიერად აღვასრულებ ჩემს მოვალეობებს.“.
3. მოხელის ფიცის ტექსტს ხელს აწერენ ა) მოხელის თანამდებობაზე დანიშნული პირი და ბ) უფლებამოსილი თანამდებობის პირი.
4. მოხელის ფიცი მოხელის პირად საქმეში ინახება.
კომენტარი:
·
„ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი’’ არის ადმინისტრაციული
ორგანოს „ცალმხრივი ნების’’ გამოვლენის
ფორმა.
·
„ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი მოხელის ნება’’ არ ახდენს გავლენას „ინდაქტის’’ შინაარსის
განსაზღვრაზე.
·
თუმცა, „მოხელის ნება’’ არის „სამოხელეოსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის’’, ანუ „ინდაქტის ძალაში შესვლის’’ აუცილებელი წინაპირობა.
· სხვა სიტყვებით, საჯარო სამსახურში
„პირის თანამდებობაზე
დანიშვნა’’ საჭიროებს „მის თანხმობას’’
ხ
· „მოხელის ნების’’ გამოვლენის და „სამოხელეო სამართლებრივი ურთიერთობების დაწყების’’ „ათვლის წერტილია’’[მომენტია] მის მიერ „მოხელის ფიცის დადების მომენტი’’
·
„მოხელის ფიცი’’ ხდება „ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი
აქტის’’ შემადგენელი ნაწილი, რამდენადაც
„ფიცი’’ აზუსტებს „ინდაქტის’’ მოქმედების დაწყების თარიღს.
ხ
·
„მოხელის
ფიცის ტექსტი’’ არის -„აღიარება იმისა,
რომ პირს გაცნობიერებული
აქვს მისი სტატუსი და ის ბოჭვა[ვალდებულებები], რაც დაკავშირებულია ამ
სტატუსთან’’.
·
ამავდროულად, პირი „
აცხადებს თანხმობას, რომ აიღოს ეს პასუხისმგებლობა ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე’’.
ხ
·
„მოხელის
ფიცის ტექსტს’’ ხელს აწერენ[!]
ა) „მოხელის თანამდებობაზე დანიშნული პირი’’ და ბ)„უფლებამოსილი თანამდებობის
პირი’’, [რაც არის ორმხრივი
ნების დადასტურება და
სამოხელეო სამართლებრივი ურთიერთობის დაწყების „ათვლის წერტილი’’[მომენტი].
ხ
·
„მოხელის ფიცი’’
ამ მოხელის „პირად საქმეში’’ ინახება, რამდენადაც ის არის:
ა)„მოხელის დანიშვნის
შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის თარიღის დამადასტურებელი
დოკუმენტი’’
და
ბ) “ მოხელის მმართველობითი უფლებამოსილებების
განხორციელების დაწყების ათვლის წერტილი.’’
მოხელის გამოსაცდელი ვადა [მუხ.45-ე]
მუხლი
45. მოხელის გამოსაცდელი ვადა
1. მოხელის სტატუსის არმქონე პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, ამ თავით დადგენილი წესით.
2. მოხელის გამოსაცდელი ვადაა 12 თვე.
3. ამ კანონის
55-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში ჩერდება მოხელის გამოსაცდელი ვადის დინება. მოხელის გამოსაცდელი ვადა სამსახურის სტაჟში ჩაითვლება.
4. მოხელის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ამ კანონით გათვალისწინებული მოხელის შეფასების საფუძველზე უშუალო ხელმძღვანელი ამოწმებს მოხელის გამოსაცდელი ვადით მიღებული პირის პროფესიული უნარ-ჩვევების, პროფესიული შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობას.
5. მოხელე თავისუფლდება თანამდებობიდან მოხელის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ორჯერ უარყოფითად შეფასების საფუძველზე.
6. უფლებამოსილი პირი მოხელის გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს უარყოფითი შეფასების წარდგენიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
„კონკურსში გამარჯვებული პირი ‘’ მოხელის ვაკანტურ
თანამდებობაზე მიიღება
-„გამოსაცდელი ვადით’’[მუხ.45-ე]
·
„მოხელის
სტატუსის არმქონე პირი’’ მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით მიღება ემსახურება მნიშვნელოვან
მიზანს.
·
საჯარო სამსახურის სისტემაში „იერარქიული რანგის ნებისმიერ საფეხურზე’’, „პირის პირველადი შემოსვლა’’ საჭიროებს „მასზე დაკვირვებას’’.
·
ხოლო „შემდგომი კარიერული გადაადგილების დროს’’ არ არის საჭირო „გამოსაცდელ რეჟიმში’’ ყოფნა.
ხ
·
მოხელის სტატუსი გულისხმობს მოხელის „უვადოდ’’ დანიშვნას მოხელის საშტატო თანამდებობაზე.
·
დაუშვებელია
მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება, [გარდა კანონით გათვალისწინებული
შემთხვევებისა.]
·
აღნიშნულის გათვალისწინებით, „გამოსაცდელი ვადა’’ არის სამოხელეო სამართლებრივი ურთიერთობის ის ეტაპი, როდესაც
უნდა შემოწმდეს, თუ რამდენად აკმაყოფილებს პირი[კონკურსში გამარჯვებული] იმ მოთხოვნებს, რაც
აუცილებელია ასეთი გრძელვადიანი ურთიერთობისათვის.
·
მიუხედავად იმისა, რომ პირი შეირჩევა კონკურსის საფუძველზე, კონკურსი არ იძლევა შესაძლებლობას დადგინდეს, „თუ რამდენად შეძლებს კანდიდატი რეალურ პრაქტიკულ საქმიანობაში
საკუთარი ცოდნის და უნარების რეალიზებას’’.
·
„გამოსაცდელ
ვადაში’’ როგორც „მოხელეს’’,
ასევე „საჯარო დაწესებულებას’’ აქვს შესაძლებლობა, დარწმუნდეს არჩევანის
სისწორეში.
·
„ გამოსაცდელ ვადაში’’
მოხელე არის საჯარო სამსახურის სისტემის
სრულუფლებიანი წევრი.
·
„ გამოსაცდელ ვადაში’’ პირი[კონკურსში გამარჯვებული]
„სრული მოცულობით’’ ახორციელებს მმართველობით
უფლებამოსილებებს და „იღებს შესაბამის სრულ ანაზღაურებას’’.
მუხლი
45. მოხელის გამოსაცდელი ვადა
1. „მოხელის სტატუსის არმქონე პირი’’[იგულისხმება
კონკურსში გამარჯვებული პირი] მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება „გამოსაცდელი ვადით’’, ამ თავით დადგენილი წესით.
„მოხელის გამოსაცდელი ვადის’’ ხანგრძლივობა [მუხ.45-ე მე-2 ნაწ.]
·
მოხელის „გამოსაცდელ ვადად’’ 12 თვის განსაზღვრა
ემყარება მოსაზრებას, რომ „ამ პერიოდში’’ შესაძლებელია „მისი ცოდნის’’ და „უნარების’’ „ სრულად’’ გამოვლენა.
·
დროის პერიოდი „არ უნდა იყოს იმდენად მცირე’’, რომ დაწესებულებამ ვერ შეძლოს სრულყოფილი დასკვნების
გაკეთება და შეაფასოს
პირი მხოლოდ „ზედაპირულად’’.
·
მეორე მხრივ, პირსაც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ადაპტაცია მოახდინოს „ ახალ სამუშაო გარემოში’’ და „გამოასწოროს ის ხარვეზები,
რაც გამოვლინდება მისი საქმიანობის პირველ ეტაპზე’’.
·
„მოხელეზე დაკვირვების პერიოდი’’[„გამოსაცდელ ვადა’’] , ასევე, არ უნდა იყოს იმდენად ხანგრძლივი, რომ პირი „იმყოფებოდეს სტრესის და მოლოდინის რეჟიმში’’. [როგორც კვარაცხელია ნაპოლიში
J]
·
12 თვე არის ის „გონივრული ვადა’’, რაც შეესაბამება საჯარო დაწესებულების და მოხელის ინტერესებს.
მუხლი
45. მოხელის გამოსაცდელი ვადა
2. მოხელის გამოსაცდელი ვადაა 12 თვე.
„გამოსაცდელი ვადის
‘’ დინების შეჩერება[45-ე მუხ. მე-3 ნაწ.]
·
კანონით
გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით „სამსახურებრივი
უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში’’ ჩერდება მოხელის „გამოსაცდელი ვადის’’ დენა, [რადგან „გამოსაცდელი ვადა’’ გულისხმობს
მისი „საქმიანობის
პროცესის’’ შეფასებას და არა სხვა
რამეს]
ხ
·
, მოხელის გამოსაცდელი ვადა ითვლება
„სამსახურის საერთო სტაჟში’’.
ხ
·
როგორც აღინიშნა, მოხელის გამოსაცდელი ვადის
ინსტიტუტი უკავშირდება კანონით განსაზღვრულ მოხელის
უვადოდ დანიშვნას.
·
მიუხედავად იმისა, რომ კანონი ითვალისწინებს „მოხელეობის მსურველთა სერტიფიცირებას’’ და
„კანდიდატების კონკურსის წესით შერჩევას’’, დამსაქმებელს ეძლევა
შესაძლებლობა, გამოსაცდელ პერიოდში დაადასტუროს, რომ პირი მზად არის გრძელვადიანი სამოხელეო
სამართლებრივი ურთიერთობისათვის.
·
„უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში’’ მოხელის შეფასება შეუძლებელია,
·
„უფლებამოსილების შეჩერებამ’’ არ უნდა გამოიწვიოს „შეფასების პერიოდის’’[ანუ „გამოსაცდელი 12 თვიანი
ვადის’’ შემცირება, რაც არც საჯარო დაწესებულების
და, არც მოხელის ინტერესს არ წარმოადგენს.
მუხლი
45. მოხელის გამოსაცდელი ვადა
3. ამ კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით „სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების’’
შემთხვევაში ჩერდება მოხელის „გამოსაცდელი ვადის ‘’დინება. მოხელის გამოსაცდელი ვადა სამსახურის სტაჟში ჩაითვლება.
„უშუალო ხელმძღვანელის’’ მიერ „მოხელის გამოსაცდელი ვადით მიღებული
პირის’’ შეფასება[მუხ.45-ე ნაწ.
მე-4]
·
მოხელის „გამოსაცდელი ვადის’’ განმავლობაში ხდება პირის შეფასება.
·
რომელსაც ახდენს „უშუალო
ხელმძღვანელი’’.
·
მოწმდება პირის „პროფესიული უნარჩვევების’’, „პროფესიული შესაძლებლობების’’ და „კომპეტენციის’’ დაკავებულ თანამდებობასთან
შესაბამისობა.
ხ
·
„გამოსაცდელი
ვადის’’ ფარგლებში განხორციელებული“ შეფასება’’ განსხვავდება „შემდგომი წლების’’ შეფასებისაგან.
·
„შემდგომი წლების’’ შეფასება მეტ აქცენტს აკეთებს
„არა არსებულ მდგომარეობაზე’’, არამედ „მოხელის პროფესიული ზრდის
პერსპექტივაზე’’,
იმაზე, „თუ რამდენად
არის მოხელე მზად’’ ახალი ცოდნისა და ახალი გამოწვევების
მისაღებად და დასაძლევად.
მუხლი
45. მოხელის გამოსაცდელი ვადა
4. მოხელის გამოსაცდელი
ვადის განმავლობაში ამ კანონით გათვალისწინებული მოხელის შეფასების საფუძველზე „უშუალო
ხელმძღვანელი’’ ამოწმებს „მოხელის გამოსაცდელი ვადით მიღებული პირის’’ ა)პროფესიული უნარ-ჩვევების, ბ)პროფესიული შესაძლებლობებისა და გ)პიროვნული თვისებების „დაკავებულ თანამდებობასთან’’ შესაბამისობას.
„გამოსაცდელი
ვადის’’ განმავლობაში „ორჯერ უარყოფითად შეფასების’’-
შედეგი[45-ე მუხ.მე-5
ნაწ]
·
„გამოსაცდელი ვადით მიღებული პირი’’ თანამდებობიდან
თავისუფლდება „მოხელის
გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ორჯერ უარყოფითად შეფასების საფუძველზე’’.
ხ
·
„გამოსაცდელ
პერიოდში’’ „ოთხი შეფასება’’ იძლევა შესაძლებლობას, „თითოეული უარყოფითი შეფასების შემდგომი სამი თვის განმავლობაში’’ პირმა
გამოასწოროს უარყოფითი შედეგი.
·
„ორი უარყოფითი შეფასება’’ არის, მოხელის უვადოდ დანიშვნის
პრინციპის საპირისპიროდ, „სამოხელეო
ურთიერთობის გაწყვეტის საფუძველი’’.
მუხლი
45. მოხელის გამოსაცდელი ვადა
5. მოხელე თავისუფლდება თანამდებობიდან მოხელის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში „ორჯერ უარყოფითად შეფასების’’ საფუძველზე.
„გამოსაცდელი ვადით მიღებული პირის’’ „თანამდებობიდან გათავისუფლების’’
შესახებ „ინდაქტი’’[45-ე მუხლის მე-6
ნაწ.]
·
მოხელე თანამდებობაზე ინიშნება „უვადოდ’’.
·
პირის მოხელედ დანიშვნის
შესახებ „ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი’’ მოქმედებას წყვეტს ამ პირის „თანამდებო ბიდან გათავისუფლების შესახებ ‘’ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის გამოცემით.
·
ასეთი აქტის გამოცემა შესაძლებელია ა)„ მოხელის თანამდებობიდან
გათავისუფლების კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობისას’’ და ბ)„კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით’’.
ხ
·
კანონი ადგენს „უფლებამოსილი
პირის ვალდებულებას’’,
რომ გადაწყვეტილება „გამოსაცდელი ვადით მიღებული პირის’’ „თანამდებობიდან
განთავისუფლების შესახებ’’ მიღებული იქნეს „უშუალო ხელმძღვნელის ‘’გამოტანილი
უარყოფითი
შეფასების წარდგენიდან არაუგვიანეს
5 დღისა.
·
5 დღიანი ვადის დარღვევით
აქტის გამოცემა „არ წარმოშობს მოხელის
უფლებას არ გათავისუფლდეს თანამდებობიდან’’.
·
„საჯარო სამსახურის’’ ინტერესი ამართლებს „პირის სამსახურიდან გათავისუფლებას’’ მიუხედავად ამ ვადის დარღვევისა.
·
თუკი ცდომილება არის „დიდი’’, ანუ “5 დღიანი ვადა’’ ირღვევა „ერთი ან რამდენიმე თვით“, ეს შეიძლება გახდეს „გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი’’,
ვინაიდან პირს წარმოეშობა „კანონიერი ნდობა’’ „მისი სამართლებრივი მდგომარეობის
მიმართ’’[ანუ აღარ ვარაუდობდა რომ გაათავისუფლებდნენ]
მუხლი 45. მოხელის გამოსაცდელი ვადა
6. უფლებამოსილი
პირი[საჯაროდაწესებულების
ხელმძღვანელი] „მოხელის
გამოსაცდელი
ვადით
მიღებული
მოხელის’’
„თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ’’ „ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს’’ გამოსცემს უარყოფითი
შეფასების წარდგენიდან[ამ შეფასებას წარადგენს „უშუალო ხელმძღვანელი’’]
არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის „ინდაქტის’’
გაუქმება[მუხ.46-ე]
მუხლი 46. მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის გაუქმება
მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირი ვალდებულია გააუქმოს „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი’’ „მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ’’, თუ მოხელის მიერ
სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც, ამ კანონის თანახმად, გამორიცხავს მის თანამდებობაზე დანიშვნას.
კომენტარი:
·
მოხელის თანამდებობაზე „დანიშვნის’’ ინდაქტის
გაუქმება იწვევს
„სამოხელეო სამართლებრივი
ურთიერთობის’’ შეწყვეტას და ეს შესაძლებელია „მხოლოდ
კანონით განსაზღვრული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში’’.
·
მუხლი ითვალისწინებს
მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის ვალდებულებას, გააუქმოს „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ’’, თუ მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე გამოვლინდა გარემოებები,
რომლებიც, ამ კანონის თანახმად, გამორიცხავენ
მის თანამდებობაზე დანიშვნას.
ხ
·
მოხელის თანამდებობაზე „დანიშვნის’’ ინდაქტის
გაუქმება არის
პირის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნისას „დაშვებული
შეცდომის’’ გამოსწორების „სამართლებრივი საფუძველი’’ და ხდება ადმინისტრაციული
ორგანოს ინიციატივით
ხ
·
მოხელის თანამდებობაზე „დანიშვნის’’ ინდაქტის
გაუქმების დროს მოხელის „კანონიერ ნდობა’’ დანიშვნის
აქტის მიმართ „არ
წარმოიშობა’’
Комментарии
Отправить комментарий