თემა 6. ადმინისტრაციული ხელშეკრულება საჯარო სამსახურში
სარჩევი:
„ადმინისტრაციული
ხელშეკრულებით’’ დასაქმებული
პირები
და
მათი
საჯარო
სამსახურში
მიღება’’[მუხლი
78-ე]
ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტა[მუხლი 82-ე]
ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტა
„მხარეთა ინიციატივით’’[მუხ. 82-ე ნაწ. მე-2]
„ადმინისტრაციული
ხელშეკრულებით’’ დასაქმებული
პირები
და
მათი საჯარო სამსახურში მიღება’’[მუხლი 78-ე]
შესავალი: „სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი ს
„დამხმარე’’ „ადმინისტრაციული
ხელშეკრულებით’’ დასაქმებული
„პოლიტიკური მოხელე’’
· ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში მიღება არის საქართველოს საჯარო სამსახურის კანონმდებლობის ერთ-ერთი სიახლე.
· ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცნება და ლეგალური დეფინიცია მოცემულია“ საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ‘’[სზაკ].
· სზაკ-ის მიხედვით ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის „ორმხრივი ან მრავალმხრივი სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ფორმა, რომლის საფუძველზეც, საჯარო სამსახურში ხდება ერთი მხარის მიერ (დამსაქმებლის) მეორე მხარის (დასაქმებულის) აღჭურვა „საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილებებით’’
· . საჯარო სამსახურში ადმინისტრაციული ხელშეკრულების განსაკუთრებული მნიშვნელობა ვლინდება იმაში, რომ ამ სამართლებრივი ფორმის გამოყენებით ერთდროულად ორი მიზანი მიიღწევა – „შრომითი ურთიერთობის’’ „ფორმა’’ არის „სახელშეკრულებო’’, ხოლო „შინაარსი – „საჯაროსამართლებრივი’’.
· ეს შესაძლებლობას იძლევა, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე „დასაქმებული პირი’’ ახორციელებდეს „მოხელისათვის დამახასიათებელ მმართველობით უფლებამოსილებებს’’
ხ
· „ადმინისტრაციული ხელშეკრულების’’ ინსტიტუტის გამოყენება საჯარო სამსახურში უკავშირდება „მართვის’’
ორი ელემენტის
– ა)“პოლიტიკური მართვის’’ და ბ)“საჯარო მმართველობის’’ ერთმანეთისგან გამიჯვნას,
რის შედეგადაც
ცალკე გამოიყოფა“სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის’’ ინსტიტუტი. [შეესაბამება
„პოლიტიკურ მართვას’’]
ხ
· „სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი’’ „საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს’’ ახორციელებს „შესაბამისი მართვის აპარატის მეშვეობით’’.
· „სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის’’ „საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებეის’’განხორციელების ინსტიტუციური მოწყობაა
საჯარო სამსახური.
· „საჯარო დაწესებულებაში’’
საჯარო სამსახური ხორციელდება დაწესებულების „პოლიტიკური მართვისგან’’ გამიჯნულად და, იმავდროულად, „მის უზრუნველსაყოფად’’.
· „საჯარო მმართველობის’’ და „პოლიტიკური მმართველობის’’ გამიჯვნა
არ გულისხმობს ამ ორი
სფეროს ერთმანეთისგან იზოლირებას.
ხ
· „პოლიტიკური გადაწყვეტილებების’’ აღსრულება ხდება
„საჯარო მმართველობის განმახორციელებელი პირების’’ მიერ, თუმცა
მათ „შესრულებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა’’ რჩება სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირს.
· ამ პასუხისმგებლობის ასაღებად
მას
„საჯარო დაწესებულებაში’’
სჭირდება ადამიანთა გუნდი, რომელიც გაიზიარებს მის პოლიტიკურ შეხედულებებს,
ხელს შეუწყობს მას პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში და „საჯარო მმართველობის დონეზე’’ ამ „პოლიტიკური გადაწყვეტილებების’’ ტრანსფორმაციაში.
· როგორც საქართველოს საჯარო სამსახურის უახლოესი ისტორიის
გამოცდილება ადასტურებს, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი
„საჯარო მოსამსახურეების შემადგენლობიდან’’ ცდილობდა „მხარდამჭერი გუნდის’’ შექმნას[ იმ
არგუმენტით, რომ “ საკუთარი გუნდის გარეშე ვერ შეძლებდა „საჯარო დაწესებულებაში’’რეფორმის განხორციელებას და ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური გუნდის მიერ დასახული მიზნების მიღწევას’’].
· „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში’’ შემოთავაზებული მიდგომა შესაძლებელს ხდის
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის
„ინტერესების გათვალისწინებას’’ და, იმავდროულად, „საჯარო მმართველობის განმახორციელებელი რგოლის’’ „უწყვეტობის შენარჩუნებას’’.
ხ
· „„საჯარო სამსახურის შესახებ ‘’კანონმა დაუშვა საჯარო სამსახურში „ვადიანი საჯარო მმართველობის განმახორციელებელი პირების’’ „პოლიტიკური ნიშნით მიღება’’.
· „ვადიანი’’
და „პოლიტიკური ნიშნით’’ შერჩეული ასეთი
საჯარო მოსამსახურეები არიან სწორედ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.
ხ
· პირს, რომელიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს „ხელს უწყობს
მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში’’ ა)დარგობრივი/სექტორული რჩევების მიცემით, ბ)“ინტელექტუალურ-ტექნიკური დახმარების გაწევით’’
ან/და
გ)“ორგანიზაციულმენეჯერული ფუნქციების შესრულებით’’, შეიძლება ეწოდოს -„პოლიტიკური მოხელე“
· საჯარო სამსახურში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის დამხმარე
პირების თანამდებობა არის „პოლიტიკური’’, რამდენადაც მათი დაკავება
ხდება „პოლიტიკური ნიშნით’’ .
· სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის
დამხმარე პირები ემსახურებიან „სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის’’ პოლიტიკური მიზნების
მიღწევას.
· იმავდროულად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის დამხმარე
პირების თანანდებობები არის „საჯარო მოხელის’’ თანამდებობის შინაარსის იდენტური, რამდენადაც ეს პირებიც ახორციელებენ საჯარო მმართველობას.
· მიუხედავად იმისა,
რომ საქართველოს კანონმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ უარი თქვა
„პოლიტიკური მოხელის“ ტერმინის გამოყენებაზე, [რათა საჯარო
მმართველობა და
პოლიტიკა ერთმანეთისგან გაემიჯნა], ის უარს არ ამბობს ასეთ მიდგომაზე და
პოლიტიკური თანამდებობის პირის
‘მხარდამჭერი’’ „ვადიანი მოხელეების“ თანამდებობები განსაზღვრა“ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურის’’ სტატუსით.
ხ
· სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების „უფლებამოსილება’’ არ არის შეუზღუდავი,
როდესაც ისინი „საჯარო დაწესებულებაში’’ ქმნიან „საჯარო მმართველობის განმახორციელებელი პირების პოლიტიკურ გუნდებს’’.
[ანუ „თავიანთ გუნდებს’’]
ჩამონათვალი იმ თანამდებობებისა, რომელთა დაკავება საჯარო სამსახურში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით არის შესაძლებელი. [78-ე მუხლის 1-ლი ნაწილი]
· კანონით [78-ე მუხლით] მკაცრად განისაზღვრა ჩამონათვალი იმ თანამდებობებისა, რომელთა დაკავება საჯარო სამსახურში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით არის შესაძლებელი.
· ეს თანამდებობებია:
ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის „თანაშემწე’’;
[ეს ის თანამდებობაა, რომელიც ყველაზე ახლოს დგას სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირთან, „თანაშემწე’’ კოორდინაციას უწევს მის
ყოველდღიურ საქმიანობას და არის შუამავალი მასსა და
საჯარო მმართველობის განმახორციელებელ პირებს
შორის. ]
ბ)
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის
„მრჩეველი’’; [ამ თანამდებობაზე დასაქმებული პირი
„მხარს უჭერს’’[ეხმარება] სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს „შესაბამისი დარგობრივი რჩევებით’’ და ემსახურება „პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა’’ და“ საჯარო
მმართველობის’’ ერთმანეთთან თავსებადობის უზრუნველყოფას.]
გ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის
„უშუალო აპარატის’’/ ანუ სამდივნოს/ანუ ბიუროს თანამშრომელი.[ ეს
არ არის „საჯარო დაწესებულების’’ აპარატის ნაწილი, ის უშუალოდ ემსახურება არა საჯარო
დაწესებულების ფუნქციონირების უზრუნველყოფას, არამედ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის პოლიტიკური და მმართველობითი ფუნქციების განხორციელებას და, ამდენად, გამიჯნულია საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციული ნაწილისაგან]
მუხლი 78. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები და მათი საჯარო სამსახურში მიღება
1. ადმინისტრაციული
ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში მიიღებიან:
ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის თანაშემწე;
ბ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მრჩეველი;
გ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის „უშუალო აპარატის’’/ სამდივნოს/ბიუროს -თანამშრომელი;
დ) მუნიციპალიტეტის
მერის „წარმომადგენელი’’ და მუნიციპალიტეტში
(გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) შემავალ
ადმინისტრაციულ
ერთეულში
დასაქმებული
„სხვა პირი’’;
ე) საჯარო
დაწესებულების „პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი’’ და „მისი მოადგილე’’.
ხ
„პირი’’ საჯარო სამსახურში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით
„უკომკურსოდ’’ და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის „შეხედულების’’ საფუძველზე
მიიღება[ 78-ე მუხ. მე-2 ნაწილი]
· „პირი’’
საჯარო სამსახურში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მიიღება
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის
„სუბიექტური (და პოლიტიკური) შეხედულებების’’ საფუძველზე.
[ეს დაიმახსოვრე]
· ეს არის მისი
პოლიტიკური უფლებამოსილებების შემადგენელი ნაწილი
და, შესაბამისად, კანონი არ აწესებს კონკურსის ჩატარების ვალდებულებას.
ხ
· საჯარო დაწესებულებაში კონკურსის ჩატარება
ემსახურება „საუკეთესო კონკურსანტის’’ „მიუკერძოებლად შერჩევის ‘’მიზანს.
· „ადმინისტრაციული ხელშეკრულების’’ შემთხვევაში კადრების
შერჩევას საფუძვლად
არ უდევს“
მიუკერძოებლობის პრინციპი’’.
ხ
· თუმცა ეს არ გამორიცხავს „კონკურსის ჩატარების
შესაძლებლობას’’, თუკი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი „ამას საჭიროდ ჩათვლის’’
ხ
· ამრიგად,
საჯარო სამსახურში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით „დასაკავებელი თანამდებობები’’ არის ის გამონაკლისი, რაზეც არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობის’’ პრინციპი.
· ამ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება
„პოლიტიკური მართვის’’ ინტერესებს, რაც
საჯარო სამსახურში დასაქმების „სხვა მსურველთა
ინტერესებს’’ უკანა
პლანზე აყენებს.
მუხლი 78. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები და მათი საჯარო სამსახურში მიღება
2. პირი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში, როგორც წესი, უკონკურსოდ
მიიღება.
[შენიშვნა: აი,რატომ ცდილობენ
„პოლიტიკური პარტიების’’ „აქტივისტები’’
არჩევნების მოგებას. „აქტივისტებს’’ იმედი აქვთ,რომ „საჯარო დაწესებულებებში’’ 78-ე მუხლში ჩამოთვლილ თანამდებობებზე „უკონკურსოდ’’ დასაქმდებიან, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის [მაგ. მინისტრის]
მხოლოდ „შეხედულებით’’ ]
ხ
საჯარო დაწესებულებაში „ადმინისტრაციული ხელშეკრულებით’’ დასაქმებულ პირთა“ რაოდენობა’’ და „ შრომის ანაზღაურება’’[მუხლი 79-ე]
მუხლი 79. საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა და მათი შრომის ანაზღაურება
საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით „დასაქმებულ პირთა’’ „რაოდენობისა’’ და „მათი შრომის ანაზღაურების’’ ზღვრული
ოდენობები
განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.
კომენტარი:
· „სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების’’ უფლების
ფარგლები „საჯარო მმართველობის განმახორციელებელი პირების პოლიტიკური ნიშნით შერჩევაში’’
შეზღუდულია ა) არა
მარტო კანონით
მკაცრად განსაზღვრული თანამდებობების ჩამონათვალით[78-ე მუხ. 1-ლი ნაწ.] , არამედ ბ)
ასეთი პირების „რაოდენობით’’ და
„შრომითი ანაზღაურების ოდენობით’’.[79-ე მუხ]
· „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი [!] განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ა)თანაშემწეების, ბ) მრჩევლების და გ)“უშუალო აპარატის/სამდივნოს/ბიუროს თანამშრომლების - „რაოდენობას’’ და
„მათი შრომის ანაზღაურების ზღვრულ ოდენობებს’’.
· კერძოდ, გარდა
წარმომადგენლობითი ორგანოებისა, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით „დასაქმებულ პირთა ოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს საჯარო დაწესებულებაში „შტატით გათვალისწინებულ თანამდებობათა 10 %-ს.’’
ხ
· სახელმწიფო-პოლიტიკურ
თანამდებობის პირს
აქვს შესაძლებლობა, „კადრების შერჩევისას’’, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში,
მიიღოს ინდივიდუალური გადაწყვეტილება.[ეს დაიმახსოვრე]
· „შერჩეული
კადრის’’ მნიშვნელობის (ღირებულების) შეფასებისას ყურადღება
ექცევაა) მის
კვალიფიკაციას, ბ)ფუნქციურ დატვირთვას და გ)განსახორციელებელი ფუნქციის
მნიშვნელობას.
· სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი
საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, „მიზანშეწონილობის საფუძველზე’’ იღებს
გადაწყვეტილებას „მის მიერ შერჩეული კადრების’’ ანაზღაურების
ოდენობაზე.
· მისი დისკრეციული უფლებამოსილების „ფარგლებს’’ განსაზღვრავს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი.
ხ
· კერძოდ, საჯარო
სამსახურში ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე „დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო’’ „არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების „პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ‘’თანამდებობისათვის დადგენილ [ მე-10
სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ] თანამდებობრივ სარგოს.’’
ხ
· გარდა ამისა,
ადმინისტრაციული ხელშეკრულებით „დასაქმებული პირების
მიმართ’’ მოქმედებს
ასევე ა) „სახელფასო დანამატისა’’ და ბ)“ ფულადი ჯილდოს’’ „ზღვრული ოდენობები’’,
რაც დადგენილია „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.
·
შესაბამისად, „სახელფასო დანამატის’’ ოდენობამ კალენდარული წლის განმავლობაში არ
უნდა გადააჭარბოს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით „დასაქმებული პირის’’
წლიური თანამდებობრივი სარგოს 20%-ს, ხოლო
„ფულადი ჯილდოს’’ ოდენობამ-წლიური თანამდებობრივი სარგოს 10%-ს.
პირის საჯარო სამსახურში მიღების მიზნით დადებული „ადმინისტრაციული ხელშეკრულების’’ შინაარსი[ მუხ.მე-80]
პირის მიერ „განსახორციელებელი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილებების’’ „ადმინისტრაციულ
ხელშეკრულებაში’’ „დეტალურად აღწერის’’ მოთხოვნა [მუხ. მე-80 .ნაწ.1-ლი]
· ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის
„სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის
მხარდამჭერი საჯარო მოსამსახურის საჯარო სამსახურში დასაქმების სამართლებრივი ფორმა’’.
· ადმინისტრაციული ხელშეკრულების „თავისებურება’’ და „კერძოსამართლებრივი შრომითი
ხელშეკრულებისაგან გამიჯვნის
მთავარი კრიტერიუმია’’ ის, რომ მასში აისახება „ის საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილებები’’, რომელთა დელეგირებაც ხდება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებზე’’.
· პირის
საჯარო სამსახურში მიღების მიზნით
დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება „უნდა შეიცავდეს’’ „ამ პირის მიერ განსახორციელებელი საჯაროსამართლებრივი
უფლებამოსილებების დეტალურ აღწერას’’, ამასთან, ა)ეს უფლებამოსილებები უნდა გამომდინარეობდეს პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილებებიდან და
ბ)კონკრეტული „საჯარო დაწესებულების’’ საქმიანობის სპეციფიკის „შესაბამისი’’ უნდა
იყოს.
მუხლი 80. პირის საჯარო სამსახურში მიღების მიზნით დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების შინაარსი
1. პირის
საჯარო სამსახურში მიღების მიზნით დადებული ადმინისტრაციული
ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს მის მიერ[ამ პირის მიერ] „განსახორციელებელი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილებების დეტალურ აღწერას’’, რომლებიც კონკრეტული საჯარო დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკის შესაბამისი უნდა იყოს.
„ადმინისტრაციული ხელშეკრულებების’’ „სტანდარტულ’’ ფორმებს „ამტკიცებს’’ საქართველოს მთავრობა,[მუხ. მე-80-ე ნაწ. მე-2]
· იმისათვის, რომ
დაცული იყოს
ადმინისტრაციული ხელშეკრულების რეკვიზიტები, „ადმინისტრაციული
ხელშეკრულებების’’ „სტანდარტულ’’ ფორმებს „ამტკიცებს’’ საქართველოს მთავრობა, რაც
უზრუნველყოფს საჯარო
დაწესებულებებში ერთგვაროვან მიდგომას.
მუხლი 80. პირის საჯარო სამსახურში მიღების მიზნით დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების შინაარსი
2. ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული
ხელშეკრულებების
სტანდარტულ ფორმებს ამტკიცებს საქართველოს
მთავრობა.
ხ
„ადმინისტრაციული ხელშეკრულებით’’ დასაქმებული პირის „უფლებები და მოვალეობები’’ „ადმინისტრაციული ხელშეკრულების’’ აუცილებელი ნაწილია [მუხ. მე-80 .ნაწ. მე-3]
· მიუხედავად იმისა,
რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით პირის
საჯარო სამსახურში დასაქმება კონკურსის გარეშე და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ხდება, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირს აქვს
„მთელი რიგი მნიშვნელოვანი შრომითი უფლებები’’, რაც გამორიცხავს პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან ამ უფლებების შეზღუდვას.
ხ
· საჯარო სამსახურში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასასაქმებელი პირის მიმართ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე
მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნა, რომლის
თანახმადაც, პირი მოხელედ არ მიიღება, თუ: ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის; ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისათვის და დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული; გ) მან სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს; დ)მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ე) იგი სასამართლომ „მხარდაჭერის მიმღებად’’ ცნო, [თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ]
ხ
· კანონის 51-ე
მუხლის
თანახმად, მოხელე შესაძლებელია საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გაგზავნილ
იქნეს სამსახურებრივი მივლინებით როგორც
ქვეყნის ფარგლებში,
ისე მისი
ფარგლების გარეთ.
· მოხელისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურება ხდება
კანონის 66-ე მუხლის საფუძველზე.
· აღნიშნული მუხლები
ასევე ვრცელდება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეზე.
ხ
· ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურის „სამსახურებრივი უფლებამოსილება შეიძლება „შეჩერდეს’’ კანონის 55-ე მუხლის საფუძველზე.
ხ
· საჯარო დაწესებულება ვალდებულია შექმნას
საჯარო სამსახურში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის „უსაფრთხო და აუცილებელი სამუშაო პირობები’’ კანონის 56-ე მუხლის საფუძველზე.
ხ
· კანონის
57-ე მუხლით
განსაზღვრული „მოხელის შრომითი გასამრჯელოს მიღების უფლება’’, ასევე ვრცელდება „ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე’’, რაც გულისხმობს „თანაბარი სამუშაოს შესრულებისთვის თანაბარი ანაზღაურების მიღებას’’.
ხ
· საჯარო სამსახურში „ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურის საქმიანობა’’
ექვემდებარება ამ
კანონის 59-ე მუხლით
განსაზღვრული „მოხელის წახალისების ფორმების’’ გამოყენებას.
· მიუხედავად იმისა,
რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე არ ექვემდებარება ამ კანონით გათვალისწინებულ „შეფასებას’’
[„კონკურსი’’ ,“გამოსაცდელი ვადა’’], მის
მიმართ შესაძლებელია გამოყენებული იქნეს
„წახალისების’’ „ ნებისმიერი’’, „კანონით დადგენილი’’ საშუალება, მათ შორის „ფულადი ჯილდოც’’[პრემია], რომლის „გაცემის საფუძველსაც და ოდენობასაც’’ განსაზღვრავს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი.
ხ
· საჯარო სამსახურში „ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურის ‘’ „სამუშაო დრო’’ და
„დასვენების დრო’’
შეესაბამება კანონის მე-60 მუხლითგანსაზღვრულ „მოხელის სამუშაო დროს’’.
შესაძლებელია
ხ
· „ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის’’
მიერ „ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება’’
და „ნახევარ განაკვეთზე დასაქმება’’ კანონის 61-ე მუხლის
საფუძველზე
მოხდება
· ხ
.
· კანონის 62-ე მუხლით განსაზღვრული მოხელის შვებულება და
64-ე მუხლით დადგენილი
მოხელის შვებულებები „ორსულობის’’, „მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ‘’და „ახალშობილის შვილად აყვანის გამო’’, ასევე
ვრცელდება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურის მიმართ.
ხ
· „ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს’’
უფლება აქვს კანონის 67-ე მუხლის შესაბამისად, გაწევრიანდეს „მოხელის პროფესიულ კავშირში’’.
ხ
· „ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურე’’ „საკუთარ პოლიტიკურ უფლებებს’’
ახორციელებს კანონის 68-ე მუხლის საფუძველზე.
ხ
a.
კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული „მოხელის საპენსიო უზრუნველყოფა’’,
b.
71-ე მუხლით
დადგენილი მოხელის
მიერ „ინფორმაციის მიღებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება’’,
c.
72-ე მუხლით
განსაზღვრული „მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება და სამართლებრივი აქტების მოთხოვნების დაცვის ვალდებულება’’,
d.
72-ე მუხლით
განსაზღვრული „მოხელის მიერ განკარგულების შესრულების ვალდებულება’’
e.
72-ე მუხლში
მოცემული „მოხელის მიერ საიდუმლო ინფორმაციის დაცვის ვალდებულება’’,
f.
76-ე მუხლით დადგენილი
„მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ეკონომიურად და ეფექტიანად განხორციელება’’,
ასევე ვრცელდება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე. [!]
ხ
· საჯარო სამსახურში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი,
მიუხედავად იმისა,
რომ ის
არის პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ პოლიტიკური ნიშნით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე, საკუთარი
მმართველობითი უფლებამოსილებების განხორციელებისას ვალდებულია დაიცვას კანონის მოთხოვნები[!]
· კანონის მოთხოვნათა დაუცველობა შეიძლება
გახდეს მის
მიმართ „დისციპლინარული პასუხისმგებლობის’’ დაკისრების საფუძველი. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულის მიმართ
„დისციპლინარული წარმოება ‘’ხორციელდება კანონის
მე-10 თავის შესაბამისად.
მუხლი 80. პირის საჯარო სამსახურში მიღების მიზნით დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების შინაარსი
3. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ვრცელდება ამ კანონის
91 მუხლის, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის,
51-ე, 55-ე და 56-ე მუხლების, 57-ე მუხლის პირველი პუნქტის, 58-ე, მე-60–62-ე, 64-ე, 66-ე–68-ე და 70-ე–76-ე მუხლების,
77-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და X თავის, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მე-9 მუხლის,
31-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 55-ე−57-ე, 61-ე, 63-ე−69-ე, 75-ე−78-ე და მე-80 მუხლების მოქმედება.
ამ კანონის
78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“
და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება აგრეთვე ამავე კანონის 27-ე მუხლის
პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და 50-ე მუხლის მოქმედება.
ხ
პირის საჯარო სამსახურში მიღების მიზნით დადებული „ადმინისტრაციული ხელშეკრულების’’ ფორმა და მოქმედების ვადა[მუხლი 81-ე]
„ადმინისტრაციული ხელშეკრულების’’
ფორმა[მუხ.81-ე ნაწ.1-ლი]
· სზაკ-ი ადგენს ადმინისტრაციული ხელშეკრულების ფორმას
· ადმინისტრაციული ხელშეკრულება იდება
მხოლოდ „წერილობითი’’ ფორმით.
· ეს
მოთხოვნა გამომდინარეობს იმ თავისებურებიდან, რომ „საჯარო მოსამსახურის’’
აღჭურვა ხდება „საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილებებით’’, რაც ვერ
განხორციელდება „ზეპირი’’ ფორმით.
მუხლი 81. პირის საჯარო სამსახურში მიღების მიზნით დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების ფორმა და მოქმედების ვადა
1. ადმინისტრაციული
ხელშეკრულება იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესების დაცვით.
ხ
· ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო
მოსამსახურე თავისი
ბუნებით არის
არა მარტო
„პოლიტიკური მოხელე’’,
არამედ ის
არის „ვადიანი პოლიტიკური მოხელე’’.
ხ
· „მისი უფლებამოსილების ვადა’’
განისაზღვრება „მასთან დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით’’, რაც არ უნდა აღემატებოდეს „შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადას’’.[ანუ იმის ვადას ვისი
დამხმარეც არის]
ხ
· იმ შემთხვევაში, „როდესაც ადმინისტრაციული ხელშეკრულებით განისაზღვრება ვადა, რომელიც „ემთხვევა’’ “ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის ’’ [არჩევნების საფუძველზე ხელისუფლებაში მოსვლის შედეგად ] განსაზღვრულ ვადას’’, ამ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა
ავტომატურად არ იწვევს ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას, არამედ მხოლოდ „ქმნის ასეთ საფუძველს’’.
ხ
· ამ პოლიტიკურ
თანამდებობაზე არჩეული/დანიშნული „ახალი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის’’ ნების შემთხვევაში „ადმინისტრაციული
ხელშეკრულება’’ აგრძელებს მოქმედებას „სახელშეკრულებო ვადის ამოწურვამდე’’.
ხ
ასევე შესაძლებელია“ადმინისტრაციული
ხელშეკრულების’’ „ვადის შეწყვეტა’’ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის „გადაწყვეტილების’’ საფუძველზე, თუ ის საჭიროდ თვლის, რომ უნდა მოხდეს „საკადრო ცვლილება’’ „ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულთა შემადგენლობაში’’.
· სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის ასეთი „გადაწყვეტილება’’ არ საჭიროებს „დასაბუთებას’’. [არგუმენტაციას]
ხ
· „ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოქმედების ვადის’’ შეზღუდვა „შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადით’’ ემსახურება იმ მიზანს,
რომ „სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის’’
შეცვლის შემთხვევაში „არ შეიქმნას
ისეთი ფაქტობრივი გარემოება’’, რომელიც არ იქნება მისაღები „ამ თანამდებობაზე მოსული ახალი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისათვის’’[ რაც აზრს
დაუკარგავს ადმინისტრაციული ხელშეკრულების ინსტიტუტის იდეას]
მუხლი 81. პირის საჯარო სამსახურში მიღების მიზნით დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების ფორმა და მოქმედების ვადა
2. ადმინისტრაციული
ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადას, ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ვადას, ხოლო იმავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადისა და ამ ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირის უფლებამოსილების დაწყებამდე პერიოდის ჯამს.
ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტა[მუხლი 82-ე]
ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები[მუხ.82-ე
ნაწ. 1-ლი]
· „ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურის’’ შრომითსამართლებრივი უფლებები, რაც დაკავშირებულია მის „სამსახურიდან გათავისუფლებასთან’’, განსხვავებულია „პროფესიული
მოხელის’’ მიმართ ამ კანონით დადგენილი გარანტიებისა და
დაცვის სტანდარტებისგან.
· ეს, პირველ რიგში,
გამომდინარეობს იმ
თავისებურებიდან, რომ
„საჯარო სამსახურში უვადოდ ინიშნება’’- მხოლოდ „პროფესიული მოხელე’’.
ხ
· ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმების „თავისებურება’’ არის
ის, რომ
„პირი საჯარო სამსახურში ინიშნება არაუმეტეს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადით’’.
· აღნიშნული არ
ნიშნავს იმას,
რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა’’
არ წესრიგდება კანონის საფუძველზე და
ექცევა მხოლოდ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის გადაწყვეტილების სფეროში.
ხ
· კანონის ეს
მუხლი ადგენს
ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს.
· ადმინისტრაციული ხელშეკრულება წყდება ამ
კანონის 107-ე მუხლით გათვალისწინებული „მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო საფუძვლების’’ არსებობისას.
· თუმცა არა ყველა, „არამედ შემდეგი’’
საფუძვლები შეიძლება
გახდეს საჯარო
მოსამსახურის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი:
ა)
საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი
წესით მოხელის შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარება;
ბ)
სასამართლოს მიერ
მოხელის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან
მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ
სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ
არ არის
განსაზღვრული;
გ)
მოხელის მიმართ
სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
დ)მოხელის
მიერ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა,
[თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად
სამსახურიდან გათავისუფლება განისაზღვრა]
ე) მოხელის „სახელმწიფო სამსახურში’’
ან „საჯარო სამსახურში’’ სხვა თანამდებობაზე დანიშვნა;
ვ)
პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით
შემოწმების შედეგად
მოხელის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურება,
[გარდა მოხელის
მიერ მისი
სამკურნალო მიზნით
მოხმარების შემთხვევისა], აგრეთვე ასეთი შემოწმებისთვის თავის არიდება;
ზ)
გარდაცვალება.
· რაც შეეხება ამ
კანონის 107-ე მუხლით დადგენილ ისეთ მოთხოვნებს, როგორიცაა :
a.
„საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა’’
b.
ამ კანონის
53-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შედეგით „ზედიზედ ორჯერ შეფასება’’
c.
მოხელის „გამოსაცდელი ვადის’’ განმავლობაში ამ კანონის
53-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შედეგით „ორჯერ შეფასება’’
არ ვრცელდება
ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირზე და,
შესაბამისად, ის
ვერ გახდება მისი
„საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი’’.
ხ
· საჯარო სამსახურში „ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმება’’ ხდება არაუმეტეს პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადით.
· ხელშეკრულებაში მითითებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლა ავტომატურად იწვევს „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას’’.
ხ
· შესაძლებელია, ასევე,
„ადმინისტრაციული
ხელშეკრულების მოქმედების ვადის შეწყვეტა’’ „ხელშეკრულების მხარეთა წერილობითი შეთანხმებით’’.
ხ
· ადმინისტრაციული ხელშეკრულება,
[რომელიც იდება
სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის
უფლებამოსილების ვადით],
შეწყვეტს მოქმედებას შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტისას, რაც ამ თანამდებობაზე მოსულ
ახალ სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირს აძლევს შესაძლებლობას, დადოს ადმინისტრაციული ხელშეკრულება მისთვის სასურველ სხვა პირთან ან, სურვილის
შემთხვევაში, გააგრძელოს სამართლებრივი ურთიერთობა იმავე საჯარო მოსამსახურესთან.
მუხლი 82. ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტა
1. ადმინისტრაციული
ხელშეკრულება წყდება:
ა) ამ კანონის 107-ე
მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“
და „თ“–„კ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას;
ბ) ადმინისტრაციული
ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისას;
გ) ხელშეკრულების
მხარეთა წერილობითი შეთანხმებით;
დ) შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე, ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე, ხოლო იმავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ამ დაწესებულების
ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირის უფლებამოსილების დაწყებისთანავე.
ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტა „მხარეთა ინიციატივით’’[მუხ. 82-ე ნაწ. მე-2]
· აღნიშნული საფუძვლების გარდა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება
იყოს, აგრეთვე,
„ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ინიციატივა’’.
ხ
· ამის თაობაზე „მეორე მხარეს უნდა ეცნობოს 1 თვით ადრე’’.
ხ
· „თუკი ინიციატივა მოდის’’ დასაქმებულიდან, „სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი
უფლებამოსილია დააკმაყოფილოს მოთხოვნა „საჯარო სამსახურის ფუნქციონირების ინტერესების გათვალისწინებით’’-
„ გონივრულ ვადებში’’.
· ხოლო
„თუ ადმინისტრაციული ხელშეკრულება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ინიციატივით წყდება’’, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით
ხ
· თუ ადმინისტრაციული ხელშეკრულება „სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ინიციატივით’’ „1 თვეზე უფრო გვიანდელი შეტყობინების ფარგლებში’’ წყდება, მაშინ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ეძლევა კომპენსაცია 2თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით
მუხლი 82. ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტა
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს აგრეთვე მისი ერთ-ერთი
მხარის ინიციატივით. ადმინისტრაციული ხელშეკრულების მისი ერთ-ერთი მხარის ინიციატივით შეწყვეტის თაობაზე 1 თვით
ადრე ან უფრო
გვიან, მაგრამ არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე,
უნდა ეცნობოს მეორე მხარეს. თუ ამ პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულება
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის
პირის
ინიციატივით, ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ხოლო იმავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ინიციატივით, მეორე
მხარისთვის
1 თვით ადრე შეტყობინების ფარგლებში
წყდება, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ეძლევა კომპენსაცია
1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. თუ ამ პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ინიციატივით, ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ხოლო იმავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ინიციატივით, მეორე
მხარისთვის
1 თვეზე უფრო გვიანდელი შეტყობინების ფარგლებში
წყდება, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ეძლევა კომპენსაცია 2 თვის თანამდებობრივი
სარგოს ოდენობით.
Комментарии
Отправить комментарий