კონკურსი მოხელის ვაკანტურ თამამდებობაზე[36-42-ე მუხლები]
სარჩევი:
კონკურსში მონაწილებისთვის განცხადების წარდგენა [მუხ-36-ე]
საკონკურსო კომისიის შექმნა საჯარო დაწესებულებაში[მუხ.37-ე ნაწ.1-ლი]
საკონკურსო კომისიის თვმჯდომარის დანიშვნა საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ[37-ე მუხ. მე-2 ნაწ]
„საკონკუესო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის’’ შექმნა [მუხ.37-ე ნაწ. მე-3]
„სპეციალიზებული კომისიის თავმჯდომარის დანიშვნა ‘’[37-ე მუხლის მე-4 ნაწ.]
საკონკურსო კომისიის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა[38-ე მუხლის 1-ლი ნაწილი]
„კომისიის თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნა’’[38-ე მუხლის მე-2 ნაწილი]
„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის’’ წარმომადგენლის დასწრება კონკურსზე[38-ე მუხ. მე-3 ნაწილი]
კონკურსანტის,რომელმაც ვერ გაიარა კონკურსის 1-ლი ეტაპი , უფლების დაცვა[მე-40 მუხ. მე-2 ნაწილი]
„კანდიდატის შეფასების’’ კანონიერების კრიტერიუმები[მუხ.41-ე ნაწ. მე-2]
კანდიდატის „შეფასების’’ „ფორმები’’[41-ე მუხ. მე-3 ნაწ]
„კანდიდატის შეფასების’’ ასახვა საკონკურსო კომისიის ოქმში[მუხ.41-ე ნაწ. მე-5]
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უფლებამოსილ პირთან წარდგენის 5-დღიანი ვადა[მუხ.41-ე ნა. მე-6]
კონკურსის „ჩაშლილად გამოცხადების’’ ორი შემთხვევა[42-ე მუხ. ნაწ. მე-3]
კონკურსში მონაწილებისთვის განცხადების წარდგენა [მუხ-36-ე]
მუხლი
36. კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარდგენა
1. კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონულად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია საჯარო სექტორში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით უზრუნველყოფს მათთვის ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების უზრუნველმყოფი, თავის მიერ ადმინისტრირებული სერვისების ხელმისაწვდომობას.
კომენტარი:
·
საჯარო სამსახურში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში
მონაწილეობის მსურველთა განაცხადის წარდგენის პროცესი
არის ცენტრალიზებული და ხდება ელექტრონული ფორმით
„საჯარო
სამსახურის ბიუროს’’ მიერ[ახლა უკვე „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის’’ მიერ] ადმინისტრირებული ვებგვერდის www.hr.gov.ge
მეშვეობით.
·
ეს ემსახურება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გამჭვირვალობის
პრინციპს.
·
დაინტერესებულ
პირებს შესაძლებლობა აქვთ, ერთი ვებგვერდის მეშვეობით
გაეცნონ ინფორმაციას მთელი საჯარო სამსახურის სისტემის
ფარგლებში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე და მიიღონ მონაწილეობა
მათთვის სასურველ კონკურსში „სხვადასხვა საჯარო დაწესებულებასთან’’ უშუალო კომუნიკაციის გარეშე.
·
კონკურსანტი ცენტრალიზებულ
ვებგვერდზე ქმნის საკუთარ „პირად გვერდს“
და იყენებს მას მრავალჯერადად.
·
ცენტრალიზებული სისტემა, ასევე ემსახურება საჯარო
დაწესებულებების განტვირთვას.
·
პროცესის ცენტრალიზებული მართვა უზრუნველყოფს კონკურსის
და კონკურსანტების მიმართ ერთგვაროვანი მიდგომის (პრაქტიკის) ჩამოყალიბებას.
ხ
·
ყურადღება: კანდიდატს აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა საჯარო დაწესებულებას
მიაწოდოს მოთხოვნილი დოკუმენტები
და უტყუარი ინფორმაცია „საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ’’
საკონკურსო კომისიის შექმნა საჯარო დაწესებულებაში[მუხ.37-ე ნაწ.1-ლი]
მუხლი
37. საკონკურსო კომისია და საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე
1. კონკურსის (ღია კონკურსი, დახურული კონკურსი ან შიდა კონკურსი) ჩატარების უზრუნველსაყოფად საჯარო დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი „საკონკურსო კომისია’’.
·
ღია ,დახურულიან შიდა კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად საჯარო დაწესებულებაში შექმნილი „შესაბამისი’’
საკონკურსო კომისია შეიძლება იყოს ა)“მუდმივმოქმედი’’ ან ბ)„განსაზღვრულ ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატთა შერჩევის მიზნით შექმნილი’’.
მუდმივმოქმედი კომისიის შექმნა არ არის მიზანშეწონილი
იმის გათვალისწინებით, რომ „კომისიის შემადგენლობისათვის’’ კანონით დადგენილი მოთხოვნები
აუცილებელს გახდის მასში „მუდმივი ცვლილებების’’ შეტანას.
ხ
საკონკურსო კომისიის თვმჯდომარის დანიშვნა საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ[37-ე მუხ. მე-2 ნაწ]
2. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ნიშნავს ამ საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, მის მოადგილეს ან ამავე საჯარო დაწესებულებაში მეორე რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელეს. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი.
კომისიის თავმჯდომარე უნდა იყოს ამ საჯარო დაწესებულების პირველი ან მეორე რანგის პროფესიული
საჯარო მოხელე.
თუკი
აღნიშნული რანგის ყველა თანამდებობა ვაკანტურია, კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება სხვა საჯარო დაწესებულების შესაბამისი გამოცდილების და რანგის
პროფესიული საჯარო
მოხელე, მათი თანხმობით.
საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე.
საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის კომისიის თავმჯდომარედ დანიშვნის შეზღუდვა ემსახურება
საჯარო სამსახურის პოლიტიკური
მმართველობისგან გამიჯვნას.
„პოლიტიკისგან
თავისუფალი საჯარო სამსახურის ჩამოსაყალიბებლად’’ მნიშვნელოვანია „კონკურსის’’ ეტაპზევე გამოირიცხოს ასეთი ჩარევის შესაძლებლობა.
აღნიშნული
შეზღუდვა არ ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულების
ხელმძღვანელს ეკრძალება საკონკურსო პროცესში მონაწილეობა. საკონკურსო კომისიის
თავმჯდომარის გადაწყვეტილებით და საჯარო
დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი იყოს საკონკურსო კომისიის წევრი.
სასურველია, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ან საერთოდ გამოირიცხოს კომისიის შემადგენლობაში
საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მონაწილეობა,
თუმცა არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც საჯარო
დაწესებულების ხელმძღვანელი ფლობს იმ „ცოდნას და გამოცდილებას’’, რაც მნიშვნელოვანია კანდიდატის შერჩევისას.
ასეთ
შემთხვევაში, შესაძლებელია, კომისიის შემადგენლობაში იყოს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელიც.
მთავარია,
რომ ასეთმა შემთხვევებმა პრაქტიკაში არ მიიღოს ხშირი
ხასიათი.
„საკონკუესო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის’’ შექმნა [მუხ.37-ე ნაწ. მე-3]
მუხლი
37. საკონკურსო კომისია და საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე
3. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით შექმნას „საკონკურსო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა’’.
·
იმისათვის რომ საკონკურსო კომისია იყოს მოქნილი, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს
ენიჭება უფლებამოსილება, „პროფესიული’’ ან „ტერიტორიული’’ პრინციპის მიხედვით შექმნას კომისიის „სპეციალიზებული შემადგენლობა’’
და დანიშნოს ასეთი „სპეციალიზებული კომისიის’’
თავმჯდომარე.
·
„ერთიანი ცენტრალიზებული საკონკურსო
კომისიის’’
მუშაობა არ იქნება ეფექტიანი, თუ საჯარო დაწესებულების რეგიონებში არსებულ ვაკანსიებზე
ცხადდება კონკურსი. [ამ დროსაა საჭირო [ტერიტორიული პრინციპთ შექმნილი სკონკურსო კომისია]
·
საჯარო დაწესებულების საკონკურსო კომისიაში
„პროფესიული ნიშნით წევრების შეყვანა’’ კი გამოიწვევდა მისი შემადგენლობის გაზრდას
ისეთი მოცულობით, რომ კომისია არ იქნებოდა ქმედითი.
·
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასურველია, „სპეციალიზებული შემადგენლობის’’ „საჭიროებისამებრ’’
შექმნა[და არა ყოველთვის].
ხ
„სპეციალიზებული კომისიის თავმჯდომარის დანიშვნა ‘’[37-ე მუხლის მე-4 ნაწ.]
მუხლი
37. საკონკურსო კომისია და საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე
4. საკონკურსო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის თავმჯდომარეს ნიშნავს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე.
4. საჯარო დაწესებულების საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს
საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი.
„კომისიის
შექმნის’’ და „კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის’’ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ახდენს კომისიის საქმიანობის ლეგიტიმაციას
ამ ინდაქტით ხდება კომისიისთვის უფლებამოსილებების მინიჭება.
„ საკონკურსო კომისიის სპეციალიზებული კომისია’’
და „მისი თავმჯდომარე’’ კი არის საჯარო დაწესებულების
კომისიის ორგანიზაციული მოწყობის შემადგენელი.
ამასთან,
აღნიშნული მუხლის თანახმად, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით („შიდაორგანიზაციული’’
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით) ინიშნება საკონკურსო კომისიის სპეციალიზებული კომისიის თავმჯდომარე.
„სპეციალიზებული კომისიის თავმჯდომარეს’’ არ აქვს „დამოუკიდებელი
ლეგიტიმაცია’’.
ის
ანგარიშვალდებულია საჯარო დაწესებულების საკონკურსო
კომისიის თავმჯდომარის წინაშე, რომლის „დელეგირებული უფლებამოსილების’’
ფარგლებშიც ის მუშაობს
საკონკურსო კომისიის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა[38-ე მუხლის 1-ლი ნაწილი]
მუხლი 38. საკონკურსო კომისიის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა
1. საკონკურსო
კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე „აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით’’. საკონკურსო
კომისიის
შემადგენლობაში
უნდა
იყვნენ: ა) შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენელი, ბ)საჯარო
დაწესებულების იმ სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი, რომელშიც არის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა,გ) მოხელეთა დარგობრივი პროფესიული კავშირის (მისი არსებობის შემთხვევაში) წარმომადგენელი და დ)დამოუკიდებელი
მოწვეული სპეციალისტი ან/და შესაბამისი დარგის სპეციალისტი, რომელიც სამსახურებრივად დაკავშირებული არ არის ამ საჯარო დაწესებულებასთან.
1. კანონის ეს მუხლი განსაზღვრავს
კომისიის შემადგენლობის მინიმალურ სტანდარტს.
მოცემულია ის სავალდებულო შემადგენლობა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს კომისიის
ფორმირებისას, რაც კომისიის თავმჯდომარეს არ
ზღუდავს კანონმდებლის მიერ განსაზღვრულ ჩამონათვალს მიღმა, მასში შეიყვანოს ნებისმიერი პირი, რომელიც პოზიტიურ წვლილს
შეიტანს საუკეთესო კონკურსანტის ობიექტურად და მიუკერძოებლად შერჩევის საქმეში.
კომისიის
წევრთა რაოდენობისა და შემადგენლობის განსაზღვრა კომისიის თავმჯდომარის
დისკრეციული უფლებამოსილებაა და ის ხელმძღვანელობს „აუცილებელი საჭიროებიდან“
გამომდინარე. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ კომისია არის კოლეგიური ორგანო, მას
უნდა გააჩნდეს კოლეგიური ორგანოსათვის დამახასიათებელი ნიშნები, რომ ის იყოს „გადაწყვეტილებაუნარიანი“.
კომისია, [როგორც კოლეგიური ორგანო ]უფლებამოსილია მიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება
წევრთა ნახევარზე მეტი,
მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა.
გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა
ნახევარზე მეტი.
„ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში’’, „გადამწყვეტად ითვლება
სხდომის თავმჯდომარის ხმა’’.
აღნიშნული გვაძლევს მინიშნებას კომისიის წევრთა
მინიმალურ ოდენობაზე.
საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედიან:
a. შესაბამისი საჯარო დაწესებულების
„ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის’’
წარმომადგენელი,
b. საჯარო დაწესებულების „იმ სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი, რომელშიც არის შესაბამისი ვაკანტური
თანამდებობა’’.[ ის, როგორც წესი, უნდა იყოს უფრო მაღალი
რანგის პროფესიული საჯარო მოხელე, ვიდრე
გამოცხადებული კონკურსით დასაკავებელი პროფესიული საჯარო
მოხელის ვაკანტური თანამდებობაა. ]
c. კომისიის საქმიანობის გამჭვირვალობის,
მიუკერძოებლობის და პროფესიონალიზმის უზრუნველსაყოფად კომისიის შემადგენლობაში უნდა მონაწილეობდნენ პირები, რომლებიც სამსახურებრივად
არ არიან დაკავშირებული შესაბამის საჯარო დაწესებულებასთან. ე.წ. „კომისიის მოწვეული წევრები’’[ასეთი პირების მონაწილეობა
ხდება ორი მიზნის მისაღწევად. პირველი, „წარმომადგენლობითობის უზრუნველსაყოფად’’ .
სასურველია კომისიის ასწთი წევრი წარმოდგენილი იყოს მოხელეთა პროფესიული კავშირებიდან ან შესაბამისი პროფილის
„არასამთავრობო ორგანიზაციებიდან’’[ეს
უკვე აღარ არის აუცილებელი]. მეორე, კომისიის კვალიფიკაციის უზრუნველსაყოფად
უნდა მოხდეს კომისიაში „დამოუკიდებელი სპეციალისტების’’
(როგორც წესი, შესაბამისი პროფილის „სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულების პერსონალი’’,
„პრაქტიკოსები’’ „სხვა საჯარო სამსახურებიდან’’ ან/და
„კერძო სექტორიდან’’) ჩართვა. კომისიის საქმიანობაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით,
ხმის უფლების გარეშე, შესაძლებელია ჩაერთოს
„საჯარო დაწესებულების გენდერზე პასუხისმგებელი
პირი’’.
·
კომისიის „მოწვეულ წევრთა’’
შრომა შესაძლებელია ანაზღაურდეს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
·
კომისიის „მოწვეული სპეციალისტები’’ – პროფესიული
კავშირების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები უნდა სარგებლობდნენ
კომისიის სხვა წევრებთან ერთად თანაბარი უფლებით
(ხმის მიცემის, გადაწყვეტილების მიღების უფლება).
·
გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სახელით, ხმათა უმრავლესობით.
კომისიის წევრს, რომელიც არ
ეთანხმება გადაწყვეტილებას, უფლება არა აქვს გაასაჩივროს იგი. მას შეუძლია დააფიქსიროს
განსხვავებული მოსაზრება წერილობით.
·
კომისიის „მოწვეული წევრები’’ არ უნდა გავაიგივოთ „დამკვირვებლებთან’’.
·
პროცესზე „დაკვირვების სურვილი’’
შეიძლება გამოთქვას ნებისმიერმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც, კომისიის
მიერ „აკრედიტაციის საფუძველზე ესწრება’’ კონკურსის მიმდინარეობას, მაგრამ „არ ერევა
კომისიის საქმიანობაში’’. [ეს ისევ ასეა თუ შეიცვალა?]
·
„კომისიის შემადგენლობის შესახებ’’
ინფორმაცია
არის ღია და ნებისმიერ პირს შეუძლია მოითხოვოს იგი საქართველოს კანონმდებლობით (სზაკ-ის მე-3 თავით) დადგენილი წესის თანახმად.
·
„საჯარო მმართველობის’’ ღიაობა მიიღწევა „საზოგადოებრივი კონტროლის’’ განხორციელებით.
·
კონკურსის გამჭვირვალობის მიმართ არსებობს საჯარო ინტერესი და ამდენად, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არ შემოიფარგლება
მხოლოდ კონკურსანტების უფლებების დაცვის მიზნით.
ხ
·
საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია მიუკერძოებლობა.
·
საქმის „მიუკერძოებლად’’ გადაწყვეტის პრინციპი
ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია.
·
მასშია ასახული „ადმინისტრაციული წარმოების’’ არსი.
·
ადმინისტრაციული წარმოება და მის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება კარგავს
აზრს, თუკი გადაწყვეტილების ადრესატს არ ექნება იმის გარანტია და რწმენა, რომ ადმინისტრაციულმა
ორგანომ თავისი უფლებამოსილება მიუკერძოებლად განახორციელა.
·
სზაკ-ის მე-8 მუხლის
II ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციულ წარმოებაში’’ არ
შეიძლება მონაწილეობდეს თანამდებობის პირი, ა)რომელსაც აქვს „პირადი ინტერესი’’
ან/და ბ) „არსებობს სხვა გარემოება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს საქმის
გადაწყვეტაზე’’.
·
საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის პრინციპის შინაარსის გასარკვევად უნდა
დადგინდეს, თუ რას გულისხმობს „პირადი[კერძო] ინტერესი“ და რას წარმოადგენს
„სხვა გარემოება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს საქმის გადაწყვეტაზე“.
ხ
·
საქმის „მიუკერძოებლად’’ გადაწყვეტის პრინციპის
კონკრეტიზაციასა და რეალიზაციას ემსახურება სზაკ-ის 92-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს იმ
თანამდებობის პირთა წრეს, რომელსაც ეკრძალება საქმესთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ
წარმოებაში მონაწილეობის მიღება.
·
აქედან გამომდინარე, აუცილებელია სზაკ-ის მე-8 და 92-ე მუხლების შინაარსის ერთობლივად შეფასება.
·
საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტა გულისხმობს იმას, რომ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ
პირს ან იმ პირს, რომელსაც შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღებაზე,
არ უნდა გააჩნდეს პირადი ინტერესი, ანუ გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მისთვის, ან მისი ოჯახის წევრებისა
და ახლო ნათესავებისათვის სარგებლის მომტანი.
·
საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტაზე ზეგავლენის მქონე „სხვა გარემოებაში“
მოიაზრება ის შემთხვევა,“ როდესაც აშკარაა გადაწყვეტილების
მიმღები პირის დაინტერესებული მხარისადმი დადებითი ან უარყოფითი დამოკიდებულება და, აქედან გამომდინარე, ტენდენციური
გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა’’.
ხ
·
რამდენადაც კონკურსი ხორციელდება“
ადმინისტრაციული წარმოების’’ ფარგლებში, მიუკერძოებლობის პრინციპის
გათვალისწინებით, პირი არ შეიძლება იყოს იმ
კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს „მისი
შერჩევა ან შეფასება’’.
·
მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვას ემსახურება აცილება/თვითაცილების ინსტიტუტი.
·
„კომისიის წევრი’’ ვალდებულია, კონკურსის ეტაპების დაწყებამდე, წინასწარ
განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომლებმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს კანდიდატის ობიექტურად შეფასებასა და კანდიდატის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში.
·
„ აღნიშნული გარემოების არსებობისას’’,
კომისიის წევრი ვალდებულია, „განაცხადოს თვითაცილება’’. [დატოვოს კომისია]
·
ის, შესაბამისად, ვერ მიიღებს
მონაწილეობას იმავე „ვაკანტურ თანამდებობაზე’’ „წარდგენილი
კანდიდატების’’ შეფასებასა და “ მათ მიმართ
გადაწყვეტილების მიღებაში’’.
·
აღნიშნული გარემოებების არსებობისას,
თუ კომისიის წევრი არ მოხსნის საკუთარ კანდიდატურას,
მაშინ კონკურსში მონაწილე ნებისმიერ პირს შეუძლია განაცხადოს
კომისიის ამ წევრის აცილების შესახებ.
·
თუკი კომისიის წევრის აცილების საფუძვლების შესახებ კომისიისათვის ცნობილი
გახდება კონკურსის მიმდინარეობისას, კომისიის შესაბამისი წევრის მიერ კანდიდატის შეფასება არ იქნება მხედველობაში მიღებული საბოლოო
გადაწყვეტილების მიღებისას.
„კომისიის თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნა’’[38-ე მუხლის მე-2 ნაწილი]
მუხლი 38. საკონკურსო კომისიის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა
2. საკონკურსო
კომისიის თავმჯდომარე ამ კომისიის წევრთაგან ნიშნავს საკონკურსო
კომისიის
თავმჯდომარის
მოადგილეს,
რომელიც საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ცვლის მას.
2. იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის თავმჯდომარეს
აქვს მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ფუნქციები და წარმართავს კომისიის საქმიანობას,
ის კომისიის წევრთაგან ნიშნავს მოადგილეს,
რომელიც ცვლის მას მისი არყოფნის შემთხვევაში.
კომისიის თავმჯდომარე გადაწყვეტილებას იღებს „შიდაორგანიზაციული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის’’ ფორმით, რომელიც არის კომისიის თავმჯდომარის მიერ „საკუთარი უფლებამოსილებების’’ მოადგილეზე დელეგირების სამართლებრივი
ფორმა.
„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის’’ წარმომადგენლის დასწრება კონკურსზე[38-ე მუხ. მე-3 ნაწილი]
მუხლი 38. საკონკურსო კომისიის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა
3. „საქართველოს
მთავრობის
ადმინისტრაციის
წარმომადგენელს’’ უფლება
აქვს, „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის
დავალებით’’ ნებისმიერ საჯარო დაწესებულებაში დაესწროს კონკურსს.
·
კონკურსის მიუკერძოებლობისა და გამჭვირვალობის პრინციპების
დაცვით ჩატარების მიზნით, „საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციას’’ მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, „მოითხოვოს
ინფორმაცია კომისიის შემადგენლობის შესახებ’’
·
კონკურსის პროცესის კანონიერების უზრუნველყოფის მიზნით „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი უფლებამოსილია, საჯარო დაწესებულებაში მიავლინოს წარმომადგენელი.
·
თუკი „კომისიის შემადგენლობა’’
არ შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნას, „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კომისიის თავმჯდომარეს მიმართავს
რეკომენდაციით კომისიის შემადგენლობის კორექტირების თაობაზე და დარღვევის გამოუსწორებლობის
შემთხვევაში, აღნიშნული დარღვევის შესახებ მიუთითებს საქართველოს
პრემიერ-მინისტრისათვის და საჯარო სამსახურის საბჭოსათვის
წარსადგენ შესაბამის ანგარიშში.
·
„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის’’ კანონით
მინიჭებული ეს უფლებამოსილება, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს კანონმდებლის მიზანს, შექმნას
„ცენტრალიზებული საჯარო სამსახური’’ და“ ხელი შეუწყოს ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვას’’
და, ამავდროულად, „ემსახურება საჯარო დაწესებულებაში ჩატარებული კონკურსების მიმართ
საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზანს’’, რადგანაც მიუკერძოებელი ორგანო, „საქართველოს
მთავრობის ადმინისტრაცია’’ აღჭურვილია სპეციალური ცოდნით
და გამოცდილებით, დააკვირდეს და, საჭიროების შემთხვევაში, სარეკომენდაციო წერილით მიმართოს
საჯარო დაწესებულებას, რათა მან გამოასწოროს კონკურსის ეტაპზე არსებული შესაძლო ხარვეზები
კონკურსის ეტაპები [მუხ. 39-ე]
მუხლი 39. კონკურსის ეტაპები
კონკურსის ეტაპებია:
ა) კონკურსში
მონაწილეობისათვის „წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა’’[იხ.
მუხ. მე-40]
ბ) „კანდიდატის
შეფასება’’ [იხ.
მუხ.41-ე]
გ) „კონკურსის
შედეგების გამოცხადება’’. [იხ. მუხ.42-ე]
კომენტარი:
·
კონკურსი არის -საკონკურსო კომისიის მიერ საუკეთესო
კონკურსანტის შერჩევის მიზნით კანონის
საფუძველზე განხორციელებული პროცესი, რომელიც იწყება „უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ კონკურსის გამოცხადებით’’ და სრულდება
„შერჩეული საუკეთესო კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნით’’.
·
კონკურსის მიმდინარეობის „გაყოფა ეტაპებად’’ ემსახურება პროცესის გამჭვირვალობას
და მასში მონაწილეთა უფლებების დაცვას.
·
პირველი ეტაპი არის „კანდიდატის განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან
შესაბამისობის დადგენა’’, რაც მოწმდება
დოკუმენტაციის საფუძველზე. [მონაწილეთა სიმრავლის გათვალისწინებით, გამართლებული
არ იქნებოდა, „კანდიდატის შეფასების შრომატევადი სამუშაოს შესრულების შემდეგ დაგვედგინა’’,
რომ კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებს ფორმალურ მოთხოვნებს.]
·
ის კანდიდატები, რომლებიც გადალახავენ
კონკურსისთვის დადგენილ“ ფორმალურ კრიტერიუმებს’’, გადადიან მეორე ეტაპზე,
რაც, როგორც კომისიას, ასევე კონკურსანტს აარიდებს უშედეგო პროცედურებს.
·
ამასთან, კონკურსის ცალკეულ ეტაპებად დაყოფას უდიდესი მნიშვნელობა აქვს თავად „უფლების დაცვის’’
მიზნისთვისაც და „საკონკურსო პროცედურების სტრუქტურირებულად წარმართვისათვის’’
ხ
კონკურსში მონაწილეობისთვის წარდგენილი განცხადების „ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთამ’’ შესაბამისობის დადგენა[კონკურსის 1-ლი ეტაპი] [მუხ.მე-40
ნაწ 1-ლი]
მუხლი 40. კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა
1. კონკურსში
მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების „ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას’’, რაც გულისხმობს
კანდიდატების მიერ წარდგენილი
დოკუმენტაციის
გამოცხადებული ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ „ძირითად მოთხოვნებთან’’, „სპეციალურ მოთხოვნებთან’’ და „დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან’’ შესაბამისობის შემოწმებას, საკონკურსო
კომისიის დავალებით უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეული.
·
კონკურსის ჩატარება მოიცავს სხვადასხვა ეტაპებს.
·
პირველი ეტაპია განაცხადების გადარჩევა,
რაც ორიენტირებულია ‘“ფორმალური მოთხოვნების’’ შემოწმებაზე.
·
მოწმდება
„კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტების’’
(და არა კონკურსანტის უნარებისა და ცოდნის) სრულყოფილება
და გამოცხადებული ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობა.
·
აღნიშნული ეტაპი ხორციელდება კომისიის მიერ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის
წევრობა არ არის ძირითადი საქმიანობა და მის წევრებს აქვთ დატვირთული სამუშაო რეჟიმი,
კანონი ითვალისწინებს ამ „სამუშაოს შესრულებას’’ დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ, კომისიის
დავალების საფუძველზე.
·
შემოწმების შედეგები უნდა აისახოს კომისიის სხდომის ოქმში და დასტურდება
კომისიის წევრების ხელმოწერით, რაც ნიშნავს იმას, რომ „სამართლებრივი პასუხისმგებლობა’’ ამ ეტაპზე და მის შედეგებზე ეკისრება კომისიას, მიუხედავად „სამუშაოს
შესრულების უფლებამოსილების დელეგირებისა’’.
ხ
კონკურსანტის,რომელმაც ვერ გაიარა კონკურსის 1-ლი ეტაპი , უფლების დაცვა[მე-40 მუხ. მე-2 ნაწილი]
მუხლი 40. კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა
2. კანდიდატს, რომელმაც ამ კანონის
39-ე მუხლის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკურსის ეტაპი[ანუ 1-ლი „დოკუმენტების’’ კონკურსის ეტაპი] ვერ გაიარა, საკონკურსო კომისია კონკურსის მომდევნო
ეტაპამდე[მე-2
ეტაპამდე 39-ფე მუხ. „ბ’’]
7 კალენდარული დღით ადრე, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა − მომდევნო სამუშაო დღის ჩათვლით, ელექტრონულად ან/და
წერილობით აცნობებს მის მიერ წარდგენილი განაცხადის ძირითად
ფორმალურ
მოთხოვნებთან
შეუსაბამობის
შესახებ, ხოლო კანდიდატის მოთხოვნის შემთხვევაში
– აგრეთვე შეუსაბამობის
მიზეზს.
·
კანონის მოთხოვნა, „კანდიდატს,
რომელმაც ვერ გაიარა კონკურსის პირველი ეტაპი, კონკურსის მეორე ეტაპამდე 7 დღით ადრე
უნდა ეცნობოს ამის შესახებ’’, გათვალისწინებული უნდა იქნეს კონკურსის
დაგეგმვის ეტაპზე, რამდენადაც ეს არის დაკავშირებული „კონკურსანტის უფლების დაცვის
საშუალებების გამოყენებასთან’’
·
მუხლის მე-2 ნაწილი გვთავაზობს
კონკურსანტის უფლების დაცვის სისტემას, რაც ემყარება
„უფლების დაცვის’’ „პრევენციული
საშუალების’’ განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
·
აღნიშნული 7 დღე არის დროის ის მონაკვეთი,
რაც კონკურსანტს აძლევს შესაძლებლობას, „საქართველოს
მთავრობის ადმინისტრაციისთვის’’ და „სასამართლოსთვის’’
მიმართვის გზით დაიცვას მისი უფლებები
კანდიდატის უნარების და ცოდნის შეფასება საკონკურსო
კომისიის მიერ [კონკურსის მე-2
ეტაპი] [მუხ.41-ე ნაწ. 1-ლი]
მუხლი 41. კანდიდატის შეფასება
1. საკონკურსო
კომისია „აფასებს’’ კანდიდატის
ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ „მოთხოვნებთან’’
შესაბამისობას.
·
მაშინ როდესაც კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად
ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა გულისხმობს კანდიდატების მიერ წარდგენილი
დოკუმენტაციის გამოცხადებული ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ ძირითად მოთხოვნებთან,
სპეციალურ მოთხოვნებთან და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას,
მეორე ეტაპზე ხდება „კანდიდატის შესაბამისობის’’ შეფასება, რაც გულისხმობს
მისი უნარების და ცოდნის შემოწმებას „სპეციალური’’ და „დამატებითი’’
საკვალიფიკაციო მოთხოვნების საფუძველზე.
„კანდიდატის შეფასების’’ კანონიერების კრიტერიუმები[მუხ.41-ე ნაწ. მე-2]
მუხლი 41. კანდიდატის შეფასება
2.კანდიდატის
შეფასება უნდა იყოს:
ა)ობიექტური, ბ)მიუკერძოებელი, გ)“თანამიმდევრულად და თანაბრად გამოყენებული ყველა კანდიდატისადმი’’ შერჩევისა და სამსახურში მიღების პროცესის ყველა ეტაპზე.
კანდიდატის
შეფასება უნდა ემყარებოდეს
კანდიდატის ა)სამუშაო გამოცდილების, ბ)მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის და გ)მისი პროფესიული ცოდნის
ვაკანტური
თანამდებობისათვის
დადგენილ ა)“სამუშაო აღწერილობასთან’’, ბ)„სპეციალურ და
დამატებით მოთხოვნებთან’’ და გ)“კვალიფიკაციასთან’’
„შესაბამისობის’’ დადგენას.
·
„კანდიდატის შეფასების კანონიერების
‘’კრიტერიუმებია : ა)„ ობიექტურობა’’, ბ)“მიუკერძოებლობა’’ და გ)“კონკრეტულ ვაკანსიასთან
მიმართებით ყველა კანდიდატისადმი შეფასების თანამიმდევრულად
და თანაბრად გამოყენება’’.
·
კანონით დადგენილი „შეფასების სისტემა’’ ამ მიზნის მიღწევას
ემსახურება.
ხ
·
„შეფასების პროცესის ერთგვაროვნება’’ ითხოვს, რომ კანდიდატის შეფასება
მოხდეს ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილი „სპეციალური’’ და „დამატებითი’’ მოთხოვნების და “ სამუშაო აღწერილობის’’ საფუძველზე და კანდიდატის „კვალიფიკაციის’’, „პროფესიული ცოდნის’’
და „სამუშაო გამოცდილების’’ გათვალისწინებით.
ხ
კანდიდატის „შეფასების’’ „ფორმები’’[41-ე მუხ. მე-3 ნაწ]
3. კანდიდატის
შეფასება ხდება[შემდეგი ფორმებით]:
ა) წერითი
ან/და ზეპირი დავალების მიცემით;
ბ) გასაუბრებით;
გ) საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული შეფასების სხვა ფორმების გამოყენებით.
·
კონკურსის მეორე ეტაპზე, კონკურსის მიზნების მისაღწევად,
კანდიდატი ფასდება კანონით დადგენილი
„შეფასების ფორმების’’ გამოყენებით.
·
კომისია „კანდიდატის’’ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ
მოთხოვნებთან „შესაბამისობას’’ ადგენს ა) წერითი ან/და ზეპირი დავალების, ბ)გასაუბრების
და
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეფასების „სხვა ფორმების’’
გამოყენებით.
·
შეფასების კანონით დადგენილი სტანდარტი ითხოვს ორი სავალდებულო ფორმის
გამოყენებას.[ესენია: „წერითიან ზეპირი დავალება’’ და „გასაუბრება’’]
·
მესამე შემთხვევა – „საქართველოს
კანონმდებლობით შეფასების სხვა ფორმების დადგენა’’ კი ხდება არა ყოველთვის, არამედ, მაშინ, როდესაც კანონმდებელი დარგის თავისებურებების
გათვალისწინებით ჩათვლის საჭიროდ სხვა ფორმის გამოყენებას.
ხ
·
„წერითი და ზეპირი დავალების’’ გამოყენებით ფასდება „კონკურსანტის საგნობრივი კვალიფიკაცია’’,
·
ხოლო გასაუბრება ემსახურება „პიროვნული უნარების, კომპეტენციების, მოტივაციებისა და სხვა თვისებების
გამოვლენას’’. [ეს დაიმახსოვრე]
ხ
·
აუცილებელია ხაზგასმით აღინიშნოს,
რომ თუ საჯარო
დაწესებულება კანდიდატის შეფასების მხოლოდ ერთ ფორმას
შეარჩევს, აღნიშნული უნდა დასაბუთდეს და მიზანშეწონილობა შეთანხმდეს
„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან’’
ხ
წერითი ან/და ზეპირი დავალება
·
საკონკურსო კომისიას შესაძლებლობა ეძლევა, გამოიყენოს ცოდნის შემოწმების წერილობითი და ზეპირი ფორმა ან ერთ-ერთი,
იმის გათვალისწინებით, თუ რომელი მეთოდის გამოყენებით არის შესაძლებელი დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, ცოდნის მაქსიმალურად
გამოვლენა.
·
წერითი და ზეპირი დავალების
: ა) ფორმას
ბ)
შინაარსს, გ) შეფასების კრიტერიუმებს და დ)აუცილებელ ქულათა მინიმალურ ზღვრულ ოდენობას,
კონკურსის გამოცხადებამდე ადგენს და ამტკიცებს საკონკურსო
კომისია.
·
წერილობითი დავალება შეიძლება იყოს : ა)ღია
კითხვების, ბ)ტესტების ან გ)კაზუსის ფორმით შედგენილი,
·
ხოლო ზეპირი დავალება – ა)“თემის’’ ან ბ)“სიტუაციური
დავალების’’ სახით.
გასაუბრება.
·
საკონკურსო კომისია კანდიდატებთან გასაუბრებისას
იყენებს წინასწარ შემუშავებულ კითხვარს, [რომელსაც
თან ახლავს შეფასების
მეთოდი].
·
გასაუბრება კომისიას შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს ინფორმაცია კანდიდატის უნარ-ჩვევებზე და პროფესიულ გამოცდილებაზე, რომლებიც საჭიროა
ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
·
გასაუბრების კითხვარი არ გამორიცხავს დამატებითი კითხვების დასმის შესაძლებლობას,
რამდენადაც ის აუცილებელია კანდიდატის მიერ გაცემული პასუხების დასაზუსტებლად.
·
„წინასწარ განსაზღვრული კითხვარი’’ და „შეფასების სქემა’’ (სტრუქტურიზებული
ან ნახევრად სტრუქტურიზებული ინტერვიუ) მტკიცდება
საკონკურსო კომისიის
მიერ.
·
თუ კანდიდატმა შეფასების ქვეეტაპიდან
ერთ-ერთი ვერ გაიარა, იგი არ დაიშვება მომდევნო ეტაპზე, [თუ
აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია და ასახულია გამოცხადებულ საკონკურსო
მოთხოვნებში.]
·
თუ ოქმი და საკონკურსო მოთხოვნები არ შეიცავს
მსგავს ჩანაწერს, მაშინ საკონკურსო კომისია ვალდებულია კანდიდატს გაატაროს შეფასების ყველა ქვეეტაპი
და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.
ხ
„შეფასების ფორმებს’’ კომისია უთახმებს„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას’’[41-ე მუხლის მე-4 ნაწილი]
მუხლი 41. კანდიდატის შეფასება
4. საკონკურსო
კომისია მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებისას განსაზღვრავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ კანდიდატის შეფასების ფორმებს და მათ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას უთანხმებს.
·
„ კონკურსის შესახებ განცხადებაში’’
უნდა აისახოს შეფასების ფორმები.
·
„კონკურსის შედეგებისადმი’’ ნდობა დამოკიდებულია
პროცესის გამჭვირვალობაზე.
·
საჯაროობისა და ღიაობის პრინციპის გათვალისწინებით, ა)კონკურსის
პროგრამა, ბ)ეტაპები, გ)პირობები, დ)შეფასების ფორმები და ე)ეტაპების ჩატარების გრაფიკი
წინასწარ უნდა განისაზღვროს და უნდა იყოს საჯარო, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი.
·
ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კომისიის მიერ ამა თუ იმ ეტაპის შეფასებისგარეშე ჩატარება, კომისიის
დასაბუთებული გადაწყვეტილებით წინასწარ დგინდება და თანხმდება „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან’’.
·
საჯარო დაწესებულების ვალდებულება, „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან’’ შეუთანხმოს კანდიდატის შეფასების
ფორმები, ემსახურება მისი კანონიერების გადამოწმებას.
ხ
„კანდიდატის შეფასების’’ ასახვა საკონკურსო კომისიის ოქმში[მუხ.41-ე
ნაწ. მე-5]
მუხლი 41. კანდიდატის შეფასება
5. საკონკურსო
კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში.
·
საკონკურსო კომისიის
თითოეული წევრი
„აფასებს’’ კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის
დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, „შეფასების შედეგი’’ აისახება „კომისიის ერთიან გადაწყვეტილებაში’’.
·
კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება
ეფუძნება ა) მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების,ბ) წერითი დავალებისა
და გ)გასაუბრების შედეგების, დ)სამუშაო გამოცდილებისა და განათლების შეფასებას. [ეს დაიმახსოვრე]
·
კომისია, როგორც წესი, გადაწყვეტილებას
იღებს „ქულათა სისტემის’’
საფუძველზე.
·
კომისია უფლებამოსილია, გადაწყვეტილება მიიღოს აგრეთვე „კენჭისყრის’’ საფუძველზეც.
·
„კენჭისყრა’’ გამართლებულია განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც
ხდება თანაბარი ქულის მქონე რამდენიმე კანდიდატს შორის „საუკეთესოს’’ შერჩევა.
·
ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი.
·
ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
·
კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე ყველა წევრი,
მიუხედავად იმისა ეთანხმება თუ არა კომისიის გადაწყვეტილებას.
·
კომისიის წევრს უფლება აქვს „თავისი
განსხვავებული აზრი’’ წერილობით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი
ჩანაწერი.
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უფლებამოსილ პირთან წარდგენის 5-დღიანი ვადა[მუხ.41-ე ნა. მე-6]
მუხლი 41. კანდიდატის შეფასება
6. საკონკურსო
კომისიის
სხდომის
ოქმი
მისი შედგენიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა წარედგინება მოხელის
ვაკანტურ
თანამდებობაზე
დანიშვნის
უფლების
მქონე
პირს.
·
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება აისახება
სხდომის ოქმში,
რომელიც არის მოხელის
ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის მიერ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
·
ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის
შერჩევის პროცესის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით კანონი ადგენს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოხელის დანიშვნაზე პასუხისმგებელი პირისათვის
წარდგენის 5 დღიან ვადას.
„კონკურსის შედეგები’’ : ა)„საუკეთესო კანდიდატის’’ წარდგენა კომისიის მიერ ან კომისიის „უარი კანდიდატის წარდგენაზე’’[[მუხ. 42-ე ნაწ. 1-ლი]
მუხლი 42. კონკურსის შედეგები
1. საკონკურსო
კომისია მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს საუკეთესო კანდიდატს
ან უარს
აცხადებს
კანდიდატის
წარდგენაზე.
·
კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან საერთოდ უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
·
ის არ არის უფლებამოსილი „რამდენიმე საუკეთესო კანდიდატი’’ შესთავაზოს დაწესებულების ხელმძღვანელს.
·
„კონკურსის ჩატარება’’ არ წარმოშობს კანდიდატების უფლებას, შესაბამისად, კომისიის ვალდებულებას, „აუცილებლად შეარჩიოს ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი რომელიმე ერთი კანდიდატი’’.
·
კომისიის მიერ კანდიდატის შერჩევა არ გულისხმობს „არჩევანის გაკეთებას ცუდსა და უარესს შორის’’, არამედ ის ამოწმებს კანდიდატის შესაბამისობას წინასწარ დადგენილ მოთხოვნებთან.
·
„კოლეგიური ორგანოს’’ მიერ კანდიდატის შერჩევა
არის ის მაღალი სტანდარტი, რომელსაც ადგენს კანონი,
·
ხოლო დაწესებულების ხელმძღვანელი „დამოკიდებულია კომისიის გადაწყვეტილებაზე’’. ის კომისიის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ ვერ დანიშნავს კონკურსანტს მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე.
„მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების’’,თითოეული კანდიდატისთვის შეტყობინება - საკონკურსო კომისიის ვალდებულებაა[მუხ.42-ე ნაწ. მე-2]
მუხლი 42. კონკურსის შედეგები
2. საკონკურსო კომისია შესაბამისი გადაწყვეტილების
მიღებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა თითოეულ კანდიდატს ელექტრონულად ან/და
წერილობით აცნობებს მის
მიმართ
მიღებულ
გადაწყვეტილებას.
·
მიუხედავად იმისა, რომ კომისიის დასკვნა საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს წარედგინება და ის იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, კანონი კომისიას უდგენს ვალდებულებას, საბოლოო
გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, აცნობოს ყოველ კანდიდატს
მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.
·
კონკურსის შედეგები საჯარო დაწესებულების
მიერ აისახება „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას
მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის https://www.hr.gov.ge/ შესაბამის მოდულში.
·
კონკურსში გამარჯვებული კანდიდატის მიმართ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი გამოსცემს „მისი ვაკანტურ თანამდებობაზე
დანიშვნის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს’’,
·
ხოლო იმ კანდიდატების მიმართ, რომლებმაც ვერ მოიპოვეს ასეთი უფლება, „სამართლებრივი შედეგი’’ დგება კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე და მათ მიმართ დაწესებულების ხელმძღვანელი
დამატებით არ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
·
„კონკურენტი კანდიდატების’’ მიერ „უფლების დაცვის მიზნით სასამართლოსადმი
მიმართვის შემთხვევაში’’ საჩივრდება „არა პირის
ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი’’, არამედ კომისიის
გადაწყვეტილება, „რომლითაც მათ უარი ეთქვათ გამარჯვებულად ცნობაზე’’.
·
სასამართლოში სარჩელის წარდგენის
ხანდაზმულობის ვადა „აითვლება მოსარჩელისათვის კომისიის
მიერ შედეგების ოფიციალურად გაცნობის დღიდან
’’ და არა გამარჯვებული კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან.
კონკურსის „ჩაშლილად გამოცხადების’’ ორი შემთხვევა[42-ე მუხ. ნაწ. მე-3]
მუხლი 42. კონკურსის შედეგები
3. კონკურსი ჩაშლილად ითვლება, ა)“თუ მასში
მონაწილეობისათვის წარდგენილი არ იქნა
არცერთი განაცხადი ან ბ)“თუ საკონკურსო კომისიამ დასაბუთებული უარი განაცხადა მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე’’.
·
კანონი უშვებს კონკურსის „ჩაშლილად გამოცხადების’’
ორ შემთხვევას:
1) კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი „არც ერთი განაცხადი’’.
[ეს შეიძლება გახდეს დახურული კონკურსიდან ღია კონკურსზე
გადასვლის საფუძველი]
2)
. კონკურსის ჩაშლის მეორე შემთხვევაა „კომისიის მიერ უარის თქმა თანამდებობაზე დასანიშნად
კანდიდატის წარდგენაზე’’[ რამდენადაც ვერც
ერთმა კანდიდატმა ვერ დააკმაყოფილა ვაკანსიისთვის დადგენილი მოთხოვნები]. [ამ შემთხვევაშიც, თუკი ეს მოხდა, დახურული კონკურსის საფუძველზე
საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია გამოაცხადოს ღია კონკურსი]
Комментарии
Отправить комментарий