კონკურსი მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად [34-ე და 35-ე მუხლები]
სარჩევი:
I. მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე „კონკურსის წესით’’პირის დანიშვნა[მუხ.34-ე]
1.მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა ხდება „კონკურსის’’ საფუძველზე[34-მუხ. 1-ლი ნაწილი]
2. მე-4 რანგის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნა „ღია’’ კონკურსის საფუძველზე [ მხ.34-ე ნაწ. მე-2]
ხ
II. „მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად’’ კონკურსის გამოცხადება[მუხ.35-ე]
2. „კონკურსის გამოცხადების’’ შესახებ სეტყობინების შინაარსი [მუხ. 35-ე ნაწ. მე-2]
3. „კონკურსში მონაწილეობისათვის’’ „განაცხადის წარდგენის ვადა’’[35-ე მუხ. მე-3 ნაწ.]
I . მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე „კონკურსის წესით’’პირის
დანიშვნა[მუხ.34-ე]
1.მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა ხდება „კონკურსის’’ საფუძველზე[34-მუხ. 1-ლი ნაწილი]
·
პირი „მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე’’ ინიშნება „კონკურსის’’ საფუძველზე. [!]
მუხლი 34. მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნა
1. პირი „მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე’’ ინიშნება „კონკურსის’’ საფუძველზე, გარდა ამ კანონის 47-ე და 52-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ა) რა არის „კონკურსი’’
·
„კონკურსი’’ არის საქართველოს
კანონმდებლობით „წინასწარ დადგენილი პროცედურა’’, რომელიც „ემსახურება საუკეთესო
კანდიდატის შერჩევას’’ „საჯარო სამსახურის ვაკანტური თანამდებობისათვის’’
„კანდიდატის წინასწარ გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით’’.
·
„კონკურსი’’ არის ის “ სამართლებრივი ინსტრუმენტი’’, რომელიც „ზღუდავს დამსაქმებლის დისკრეციას’’
და „დამსაქმებელს’’[„საჯარო დაწესებულებას’’] აძლევს უფლებამოსილებას „კანონით წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებით და პროცედურების დაცვით’’
მიიღოს გადაწყვეტილება.
·
„კონკურსი’’ არის „კარიერაზე’’ დაფუძნებული პროფესიული „საჯარო მოხელის’’ ინსტიტუტზე დამყარებული
„საჯარო სამსახურის’’ სისტემის აუცილებელი მახასიათებელი,
რაც განასხვავებს მას „სახელშეკრულებო ურთიერთობაზე
‘’ დამყარებული საჯარო სამსახურის სისტემისგან, [სადაც მენეჯერს აქვს „ფართო დისკრეცია’’ დასაქმებულის
შერჩევაში].
ხ
·
„საჯარო დაწესებულებებში’’ „თანამშრომელთა სამსახურში
მიღების’’ „სამართლიანი’’ და „გამჭვირვალე’’ პროცედურების არსებობა არის „თანამედროვე
სამართლებრივი სახელმწიფოების’’ მნიშვნელოვანი გამოწვევა, რამდენადაც ამაზეა დამოკიდებული
საბოლოო შედეგი – „სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეებისათვის მაღალი
ხარისხის სერვისის მიწოდება’’.
·
„კონკურსი არის’’ – „საჯარო სამსახურის’’ „კვალიფიციური
კადრებით შევსების სამართლებრივი მექანიზმი’’, რომელიც, თავის მხრივ, „უზრუნველყოფს
სახელმწიფო აპარატის გამართულ ფუნქციონირებას’’.
·
მეორე მხრივ, „კონკურსი’’ არის აუცილებელი
ინსტრუმენტი იმისათვის, რომ „მოქალაქეებს გააჩნდეთ რწმენა,
რომ საჯარო სამსახურში ხდება არა ნათესავების, მეგობრების და პოლიტიკური თანამებრძოლების
დასაქმება[ნეპოტიზმი], არამედ „პროფესიონალი კადრების’’, რომლებსაც „აქვთ სურვილი და
უნარი’’ ა) ემსახურონ მოქალაქეებს და ბ)დაიცვან სახელმწიფოს ინტერესები’’.
ხ
·
„კანონით’’ და „კანონქვემდებარე აქტით’’ „საკონკურსო პროცედურების’’ მოწესრიგება ემსახურება
აღნიშნული ინსტიტუტების პრაქტიკაში გამართულ ფუნქციონირებას.
·
„კონკურსის ჩატარების საფუძველზე’’ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შესაბამისი კანდიდატის შერჩევა უზრუნველყოფს
საქართველოს მოქალაქეთათვის „ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობას’’ და
„პროცესის გამჭვირვალობას’’.
ხ
„ქართული საჯარო
სამსახურის სისტემა’’ ეფუძნება „დამსახურებაზე
დაფუძნებული საჯარო სამსახურის’’ მოდელს, რაც გულისხმობს „მოხელის სამსახურში მიღების’’ შესახებ გადაწყვეტილების
„მიუკერძოებლად მიღებას’’ ა)მოხელის კომპეტენციისა და ბ)უნარების „სამართლიანი
და გამჭვირვალე შეფასების’’ საფუძველზე.
„კონკურსი’’
არის საჯარო
სამსახურში „საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის’’ „საუკეთესო
კანდიდატებით’’ შევსების „სამართლებრივი ინსტრუმენტი’’.
ხ
„კონკურსის’’ მიზანი და ამოცანები ასევე განმარტებულია „კანონქვემდებარე
აქტის’’ მე-4 მუხლით, რომლის თანახმადაც:
a. კონკურსის მიზანია, „
ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით,
საუკეთესო კანდიდატის შერჩევა’’.
„კონკურსი’’
არის „ ბიუროკრატიული საჯარო სამსახურის
სისტემის’’- მთავარი ნიშანი, რომელიც გამორიცხავს „სახელშეკრულებო მოდელისათვის’’ დამახასიათებელ
„მენეჯერის თავისუფლებას’’ შეარჩიოს კანდიდატები საკუთარი შეხედულებით.
b. კონკურსის ამოცანებად დასახელებულია ა) „ვაკანტური
თანამდებობის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა’’, ბ)“პროცესის გამჭვირვალობა’’
და გ)“კანდიდატის კვალიფიკაციის და უნარ-ჩვევების ვაკანტური პოზიციისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან
შესაბამისობის დადგენა’’.
ამ სამი მიზნის ერთობლიობა
ქმნის „პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტზე’’ დამყარებული „საჯარო სამსახურის’’ ფუნქციონირების
საფუძვლებს.
ხ
·
„კონკურსის’’ გამოცხადება არის „საჯარო დაწესებულების’’
დისკრეციული უფლებამოსილება.
·
ანუ „დაწესებულების ხელმძღვანელს’’
აქვს არჩევანის თავისუფლება, „გამოაცხადებს თუ არა კონკურსს
ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად’’.
·
არ არსებობს „საჯარო მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის მოთხოვნის’’ სუბიექტური უფლება,
რაც გახდებოდა საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მავალდებულებელი ნორმა.
ხ
·
საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული
„საქართველოს მოქალაქის უფლება დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა’’, და „კანონით
განსაზღვრული, საქართველოს მოქალაქისათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობის
პრინციპი ‘’ არ არის
„კონკურსის გამოცხადების’’ მოთხოვნის მატერიალურსამართლებრივი საფუძველი.
ხ
·
იმის გათვალისწინებით, რომ „მოხელის ფუნქცია’’ ვერ განხორციელდება „სახელშეკრულებო ურთიერთობის’’ ფარგლებში,“საჯარო
მოხელის თანამდებობის’’ ვაკანტურად დატოვებამ საფრთხე არ უნდა შეუქმნას საჯარო სამსახურის
ფუნქციონირებას.
·
„სხვა გარემოება’’, რომელიც „საჯარო დაწესებულებას’’ დაავალდებულებდა,
რომ დაუყოვნებლივ შეავსოს ვაკანტური თანამდებობა კონკურსის გზით, არ არსებობს.
ხ
·
„კონკურსი’’ ცხადდება „საჯარო დაწესებულების ვაკანტურ თანამდებობაზე’’,
რაც, ასევე, მოიცავს „საჯარო დაწესებულების’’ უფლებამოსილებას „გამოაცხადოს კონკურსი იმ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის გამოცხადების
მომენტისათვის არ არის ვაკანტური, მაგრამ არსებობს დადასტურებული საფუძველი, რომ აღნიშნული
თანამდებობა კონკურსის დასრულებამდე გახდება ვაკანტური’’.
·
ეს საფუძველი შეიძლება იყოს „მოხელის
განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ’’ ან „მოხელის გამოსაცდელ ვადაში ორჯერ უარყოფითი შეფასება’’, [რაც ხდება მისი
გათავისუფლების საფუძველი და ა.შ.] რომლის გათვალისწინებითაც, საჯარო სამსახურის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით,
დაწესებულება იწყებს პროცესს.
·
თუკი მოხდა „გაუთვალისწინებელი
შემთხვევა’’ და „თანამდებობა არ გახდა ვაკანტური’’, საჯარო დაწესებულებას შეუძლია „ჩაშალოს კონკურსი’’ ან „ხელმძღვანელმა უარი თქვას კომისიის მიერ გამოვლენილი
კანდიდატის დანიშვნაზე ვაკანსიის არ არსებობის გამო’’.
ხ
·
„ვაკანტური პოზიციის კონკურსის წესით შესარჩევად გამოცხადებამდე’’ საჯარო დაწესებულებამ უნდა განახორციელოს
„კანონის 47-ე–48-ე მუხლებით გათვალის წინებული „მოხელის გადაყვანის’’
(ე.წ. „ჰორიზონტალური გადაყვანა’’) პროცედურა, რაც გულისხმობს „ერთი საჯარო დაწესებულების
ფარგლებში’’ ან „საჯარო დაწესებულების სისტემის ფარგლებში’’ მოხელის
მოძრაობას კონკურსის გარეშე.
·
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასრულდება „გადაყვანის პროცესი’’ ან „ვერ შეირჩევა
შესაბამისი კანდიდატი გადაყვანის წესით’’, საჯარო დაწესებულება იწყებს კონკურსის გამოცხადების პროცედურას
ბიუროს ადმინისტრირებულ ვებგვერდზე „ვაკანტური პოზიციის საკონკურსო მოთხოვნების გამოქვეყნების გზით’’.
·
თუ „საჯარო დაწესებულება’’ „გადაყვანის
პროცედურის’’ გამოტოვებით აცხადებს კონკურსს, მას უნდა ჰქონდეს მყარი არგუმენტი, თუ
რითი არის ეს გამოწვეული.
·
მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურის ბიუროს როლი, რომელმაც
ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებისა და ნორმატიული აქტების ერთგვაროვნად შესრულების
მონიტორინგის მიზნებიდან გამომდინარე, უნდა მოსთხოვოს „საჯარო დაწესებულებას’’ განმარტება, თუ რა მოტივით ხელმძღვანელობდა ის გადაწყვეტილების
მიღების დროს.
ხ
·
საჯარო დაწესებულებაში „მოხელის დანიშვნა კანონის 52-ე მუხლის საფუძველზე’’, რაც ხორციელდება „მობილობის’’ დროს, ასევე არ საჭიროებს კონკურსის ჩატარებას.
·
საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის
ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას „მოხელის გადაყვანა’’ იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში
ხდება „მიმღები
საჯარო დაწესებულების’’ და ამ
„მოხელის’’ თანხმობით, კონკურსის გარეშე.
2. მე-4 რანგის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნა „ღია’’ კონკურსის საფუძველზე [ მხ.34-ე ნაწ. მე-2]
მუხლი 34. მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნა
2. პირი „მეოთხე რანგის მოხელის’’
თანამდებობაზე ინიშნება ღია კონკურსის საფუძველზე.
·
იმის გათვალისწინებით, რომ კანონს შემოაქვს „კონკურსის’’ ორი სახე, ა)“ღია’’ და ბ)“დახურული’’ კონკურსი, „მათში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა კატეგორიებიც ‘’ არის განსხვავებული.
·
„ღია კონკურსში’’ მონაწილეობის უფლება
აქვს : ა)საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც
აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით დადგენილ
„ძირითად მოთხოვნებს’’ და ბ) აქვს ამავე კანონის
29-ე მუხლით გათვალისწინებული „მოხელის სერტიფიკატი’’.
·
„მეოთხე რანგი’’ არის „უმცროსი სპეციალისტის’’ დონე,
რომელიც „გულისხმობს საჯარო დაწესებულების საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული მიმართულების/ქვემიმართულების
ფუნქციების შესასრულებლად „მომზადების პასუხისმგებლობას’’,
„კომპეტენციასა’’ და „უფლებამოსილებას’’.
·
„მეოთხე რანგი’’ არის „კარიერული
განვითარების’’ პირველი საფეხური, რომელიც მმართველობითი კომპეტენციისა
და უფლებამოსილების მოპოვების პირველადი შესაძლებლობაა და შესაბამისად, „ხდება სისტემაში გარედან შემოსვლის საფუძველზე’’, რაც მხოლოდ „ღია კონკურსის’’ საფუძველზე
არის შესაძლებელი.
ხ
3. ზემდგომი რანგის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნა „დახურული
’’ კონკურსის საფუძველზე [ მხ.34-ე ნაწ. მე-3]
მუხლი 34. მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნა
3. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მოხელე ზემდგომი რანგის მოხელის თანამდებობაზე ინიშნება „შიდა კონკურსის’’ ან „დახურული
კონკურსის’’ საფუძველზე. „დახურული კონკურსი’’ ცხადდება „საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით’’ და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის ა)„მოქმედი მოხელეებიდან’’, ბ)„მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან’’ და გ)“შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან’’ შერჩევას. ამასთანავე, „შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს’’ უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს „დახურულ კონკურსში’’, თუ იგი არანაკლებ
1 წელი
მუშაობს „საჯარო სამსახურის სისტემაში’’.
·
კონკურსის ორი სახის (ღია და დახურული) განსაზღვრა
დაკავშირებულია „მოხელის
თანამდებობების’’ იერარქიულ რანგებში
განაწილებასთან.
·
საჯარო სამსახურის ქართული მოდელი გულისხმობს „კარიერულ განვითარებაზე
დაფუძნებულ სისტემას’’, სადაც მოხელეს „საჯარო სამსახურის დახურულ სისტემაში’’ აქვს
შესაძლებლობა იმოძრაოს „ჰორიზონტალური და ვერტიკალური წინსვლის’’
პრინციპით ანუ როგორც „რანგებს შორის’’[ვერტიკალური],
ასევე „რანგის შიგნით’[ჰორიზონტალური]
’ „ზემდგომ თანამდებობებზე’’.
·
როგორც აღინიშნა, სისტემაში „გარედან’’, ანუ „ღია
კონკურსის’’ საფუძველზე, „შემოსვლა ხდება’’ მხოლოდ მეოთხე
რანგის მოხელის თანამდებობაზე.
·
ზემდგომ – მესამე, მეორე და პირველი რანგის „მოხელის თანამდებობაზე’’ კი ინიშნებიან „დახურული კონკურსის’’ საფუძველზე.
·
„დახურული კონკურსი’’ ცხადდება „საჯარო სამსახურის
სისტემის ფარგლებში’’.
·
„კარიერული განვითარების ზედა საფეხურებზე’’, „დახურული კონკურსის’’
საფუძველზე მოძრაობა ხდება იმის გათვალისწინებით, რომ „ზემდგომი რანგის თანამდებობის დაკავებისათვის დადგენილი მოთხოვნები’’
იზრდება, [რაც
“ ქვემდგომი რანგის თანამდებობებზე საქმიანობით’’ მიიღწევა.]
·
„ საჯარო სამსახურის სისტემის გარეთ მყოფს’’ არ აქვს „ის გამოცდილება
და უნარები’’, რაც „სისტემის შიგნით’’ დასაქმებულ
ადამიანებს.
·
ამის გათვალისწინებით, „დახურულ კონკურსში’’ მონაწილეობის უფლება
აქვს ა)“მოქმედ პროფესიულ საჯარო მოხელეს’’ და ბ)“მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ პირს’’, [რომელიც
აკმაყოფილებს ვაკანსიისთვის დადენილ მოთხოვნებს].
ხ
·
34-ე მუხლის მე-3 ნაწილი ასევე
ითვალისწინებს „შრომითი
ხელშეკრულებით’’ დასაქმებული პირების „დახურულ კონკურსში’’ მონაწილეობის უფლებას, ა)თუ იგი არანაკლებ ერთი წელია მუშაობს საჯარო
სამსახურის სისტემაში და ბ)აკმაყოფილებს კანონის 27-ე და 29-ე მუხლებით გათვალისწინებულ
მოთხოვნებს.
·
ივარაუდება, რომ „ხელშეკრულებით
დასაქმებული’’ პირი, „საჯარო სამსახურის’’ განხორციელებისას „იძენს’’ იმ უნარებს, რაც აუცილებელია „საჯარო სამსახურში
მოხელის თანამდებობის დაკავების მიზნით „დახურულ კონკურსში’’ მონაწილეობის მისაღებად’’.
ხ
4.
მესამე, მეორე ან პირველი რანგის მოხელის თანამდებობაზე დასანიშნი პირის შერჩევა ღია კონკურსით [გამონაკლისი საერთო წესიდან] [34-ე მუხ. მე-4 ნაწილი]
მუხლი 34. მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნა
4. მესამე, მეორე ან პირველი რანგის მოხელის თანამდებობაზე დასანიშნად პირის „ღია კონკურსის’’ საფუძველზე შერჩევა შესაძლებელია, თუ:
ა) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული „დახურული კონკურსის’’ საფუძველზე შესაფერისი კანდიდატი ვერ შეირჩა;
ბ) არსებობს „ბიუროს დასაბუთებული რეკომენდაცია“, რომ მოხელის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილი „დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების’’ გათვალისწინებით „დახურული კონკურსის’’ საფუძველზე შესაფერისი კანდიდატი ვერ შეირჩევა.
[ბ) არსებობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დასაბუთებული რეკომენდაცია, რომ მოხელის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით დახურული კონკურსის საფუძველზე შესაფერისი კანდიდატი ვერ შეირჩევა.(ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან)]
ხ
·
კანონი ითვალისწინებს გამონაკლისს, როდესაც
„საჯარო სამსახურის შეუფერხებელი ფუნქციონირების ინტერესებიდან გამომდინარე’’, მესამე, მეორე ან პირველი რანგის მოხელის თანამდებობაზე
დასანიშნი პირის შერჩევა ხდება ღია კონკურსით.
·
ეს ის შემთხვევაა, როდესაც დახურული კონკურსის საფუძველზე „საჯარო სამსახურის სისტემის
ფარგლებში’’ ვერ შეირჩა შესაფერისი კანდიდატი,
რაც ადასტურებს იმას, რომ „სისტემის ფარგლებში არსებული კადრები და მათი კვალიფიკაცია’’
არ
აკმაყოფილებს საჯარო სამსახურის „კონკრეტული
თანამდებობის’’ მოთხოვნებს.
·
ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, „სისტემაში
დასაქმებულ მოხელეთა გადამზადება და კვალიფიკაციის
ამაღლება უნდა მოხდეს’’, მაგრამ რამდენადაც „ეს გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული’’,
„კანონი უშვებს ვაკანტურ თანამდებობაზე
კანდიდატის შერჩევას ღია კონკურსის საფუძველზე’’, [საჯარო სამსახურის ფუნქციონირების
ინტერესების გათვალისწინებით.]
·
კანონი, ასევე, უშვებს დახურული კონკურსის
გარეშე, „პირდაპირ, „ღია კონკურსის’’ ჩატარების შესაძლებლობას’’
იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ბიუროს დასაბუთებული რეკომენდაცია,
რომ „მოხელის ვაკანტური თანამდებობისათვის „დადგენილი დამატებითი საკვალიფიკაციო
მოთხოვნების გათვალისწინებით’’, დახურული
კონკურსის საფუძველზე, შესაფერისი კანდიდატი ვერ შეირჩევა.’’
ხ
5. ა) „კერძო სექტორში დასაქმებულების’’ ან ბ)„საზღვარგარეთის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების’’, ან გ)„საზღვარგარეთის დაწესებულებებში პრაქტიკული გამოცდილების მქონე პირების’’ შემოყვანა საქართველოს „საჯარო სამსახურის ‘’სისტემაში [34-ე მუხლის მე-5 ნაწილი][საკმაოდ „საეჭვო ნორმა’’]
მუხლი 34. მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნა
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეკომენდაციას ბიურო გასცემს ა)„შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიმართვის შემთხვევაში’’, ბ)“საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების გადამოწმების საფუძველზე’’.
[5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეკომენდაციას საქართველოს
მთავრობის
ადმინისტრაცია გასცემს შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიმართვის შემთხვევაში, საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების გადამოწმების საფუძველზე.(ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან)]
·
„იერარქიული რანგის ზედა საფეხურების თანამდებობების დასაკავებლად დახურული
კონკურსის ეტაპის გავლის გარეშე ღია კონკურსის გამოცხადების რეკომენდაციას’’
ბიურო გასცემს ა) „შესაბამისი საჯარო დაწესებულების
მიმართვის შემთხვევაში’’ და ბ) „საჯარო სამსახურში
ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების გადამოწმების
საფუძველზე’’
·
საჯარო სამსახურის ბიუროს[ახლა უკვე საქართველოს
მთავრობის ადმინისტრაციის] მიერ
ღია კონკურსის გამოცხადების რეკომენდაციის გაცემა ადასტურებს, რომ მოთხოვნილი კვალიფიკაციის მქონე
მოხელეები სისტემაში არ მოიძებნებიან.
·
როგორც წესი, ეს ის შემთხვევაა, როდესაც „საჯარო სამსახურში’’ შემოდის
„ახალი ფუნქცია’’ ან „ინერგება
კერძო სექტორისათვის დამახასიათებელი მართვის ახალი ინსტრუმენტები’’, რაც ამართლებს
დახურული კონკურსის ეტაპის გავლის გარეშე ღია კონკურსის გამოცხადებას.
·
როდესაც ნათელია, რომ „ის ახალი ცოდნა და სისტემისათვის უცხო გამოცდილება’’,
რომელიც დადგენილია ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, „ვერ ექნებათ საქართველოს
საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს’’ და აუცილებელია ა)
„კერძო სექტორში დასაქმებულების’’ ან ბ)„საზღვარგარეთის
უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების’’, ან გ)„საზღვარგარეთის დაწესებულებებში პრაქტიკული
გამოცდილების მქონე პირების’’ შემოყვანა სისტემაში, „დახურული
კონკურსის’’ გამოცხადება არ იქნებოდა ეკონომიური და ეფექტიანი.
·
აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ „არ მოხდეს
გაუმართლებლად დახურული კონკურსის ნაცვლად ღია კონკურსის გამოცხადება’’ და „ობიექტური
კრიტერიუმების საფუძველზე განხორციელდეს საკონკურსო პროცედურები’’
·
„დახურული კონკურსის’’ „გახსნა’’ „ზედა რანგის თანამდებობების
დასაკავებლად’’ შესაძლებლობას იძლევა, საჯარო სამსახურის სისტემის ინტერესების
გათვალისწინებით, „სისტემაში შემოვიდნენ კვალიფიციური
კადრები’’.[თუ „უცხო ქვეყნის აგენტები’’ J]
·
„საჯარო სამსახურის დახურული სისტემა’’
არ გულისხმობს პროფესიონალი კადრებისთვის საჯარო სამსახურის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას.
ხ
6.„საჯაროო სამსახურში“კონკურსის ჩატარების წესის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილება[34-ე მუხ. მე-6 ნაწილი]
მუხლი 34. მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნა
6. ამ კანონით გათვალისწინებული ა)„კონკურსის’’ ჩატარების წესი და პირობები, აგრეთვე ბ)„საკონკურსო კომისიის საქმიანობის’’ დეტალური წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
·
„საჯარო დაწესებულებაში კონკურსის
ჩატარების დეტალური წესი’’ მოწესრიგებულია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილებით[!]
[სანახავი და გასარჩევია]
II. „მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად’’ კონკურსის გამოცხადება[მუხ.35-ე]
1.„საჯარო დაწესებულების ‘’ მიერ „მოხელის ვაკანტური თანანდებობის დასაკავებლად’’ კონკურსის გამოცხადება[მუხ. 35-ე ნაწ.1-ლი]
მუხლი 35. მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადება
1. „საჯარო დაწესებულება’’ „მოხელის ვაკანტური
თანამდებობის
დასაკავებლად’’ კონკურსს აცხადებს ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
[1. საჯარო დაწესებულება მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.(ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან)]
·
ღია და დახურული კონკურსის ჩატარების პირველი ეტაპია მისი გამოცხადება.
·
ეს წარმოადგენს „კონკურსის
საჯაროობის პრინციპის’’ რეალიზაციის
მექანიზმს.
·
„ვაკანტურ თანამდებობაზე’’ კონკურსს აცხადებს „ის საჯარო დაწესებულება,
სადაც უნდა მოხდეს ვაკანტური თანამდებობის შევსება ღია ან დახურული კონკურსის წესით’’.
ხ
ყურადღება:
·
„კონკურსის’’ ოფიციალურად გამოცხადება
ხდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის’’[სსიპ] – „საჯარო სამსახურის ბიუროს’’ (შემდგომში – „ბიურო’’)
მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.
[ახლა უკვე საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული
ვებგვერდის მეშვეობით] [ეს დაიმახსოვრე]
ხ
·
დამატებით, საჯარო დაწესებულებას შეუძლია გამოიყენოსსაკუთარი ანუ „დაწესებულების ვებგვერდი’’,
ხოლო „ღია კონკურსის’’ შემთხვევაში – ა)“შრომით ურთიერთობებთან
დაკავშირებული შესაბამისი ვებგვერდები’’, ბ)“სოციალური ქსელები’’, გ)“ბეჭდვითი ორგანოები’’
და ა.შ., რაც არ ცვლის ოფიციალური გამოცხადების ფორმას.
ხ
·
იმ შემთხვევაში, „თუ ბიუროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია განსხვავდება
სხვა ფორმით გამოქვეყნებული ინფორმაციისგან’’, უპირატესობა ენიჭება „ბიუროს’’ [ახლა უკვე საქართველოს
მთავრობის ადმინისტრაციის
]ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას და აღნიშნული „ხარვეზი’’ „არ წარმოშობს კონკურსანტის კანონიერ ნდობას’’, შესაბამისად, „დაწესებულებას არ აკისრებს ვალდებულებას, შეასრულოს არაოფიციალური
ფორმით გამოქვეყნებული პირობა’’. [ეს დაიმახსოვრე]
·
კონკურსის ცენტრალიზებული მართვა [ბიუროს და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის
მიერ] ემსახურება „საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობის
პრინციპის’’ დაცვას.
·
„ერთიანი საჯარო სამსახურის სისტემა’’ გულისხმობს „მის საინფორმაციო მართვას ცენტრალიზებული
წესით’’.
·
ბიუროს [საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციის ]კონკურსის ჩატარების პროცესში მონაწილეობას არ აქვს ფორმალური ხასიათი.
·
პროცესის ცენტრალიზებული მართვა
ბიუროს[საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციას] აძლევს შესაძლებლობას “გადაამოწმოს გამოსაცხადებელი ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილი მოთხოვნების
შინაარსის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა’’.
·
ამ მიზნით ბიურო[საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაცია] უფლებამოსილია, „მოსთხოვოს საჯარო დაწესებულებას’’ მის მიერ დამტკიცებული
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი -„დამატებითი მოთხოვნების’’
დამტკიცების თაობაზე.
·
ბიურო[საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაცია] სამი დღის ვადაში „ადგენს გამოსაქვეყნებელი საკონკურსო განაცხადის
შესაბამისობას კანონით განსაზღვრულ „ძირითად’’,
კანონქვემდებარე აქტით დადგენილ „სპეციალურ’’
და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით დამტკიცებულ „დამატებით’’ მოთხოვნებთან,
·
ასევე, „განაცხადის შინაარსში
დისკრიმინაციული მოთხოვნების არსებობა/არარსებობას’’ და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობებს შესაბამის „საჯარო
დაწესებულებას’’.
·
აღნიშნული „ხარვეზი’’ იწვევს გამოქვეყნების
პროცესის შეჩერებას და გრძელდება საჯარო დაწესებულების მიერ ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ
ხ
·
„კონკურსის გამოცხადება’’ არ წარმოშობს „საჯარო
დაწესებულების’’ ვალდებულებას, ბოლომდე მიიყვანოს „კონკურსის’’ პროცესი, ანუ
„კონკურსის
შედეგად გამოავლინოს და დანიშნოს კანდიდატი ვაკანტურ თანამდებობაზე’’.
·
„საჯარო დაწესებულება
უფლებამოსილია შეწყვიტოს გამოცხადებული კონკურსი ნებისმიერ ეტაპზე’’ და „კანდიდატისათვის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობამდე’’.
·
ამისათვის აუცილებელია „დასაბუთებული ობიექტური საფუძვლის არსებობა’’ და არა სუბიექტური დამოკიდებულება
ხელმძღვანელის მხრიდან.
·
„შეწყვეტის’’ შესახებ უნდა
ეცნობოს თითოეულ კანდიდატს ინდივიდუალურად.
·
კონკურსის შეწყვეტის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება ასევე ეგზავნება
საჯარო სამსახურის ბიუროს.
ხ
2. „კონკურსის გამოცხადების’’ შესახებ სეტყობინების შინაარსი [მუხ. 35-ე ნაწ. მე-2]
მუხლი 35. მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადება
2. „კონკურსის
გამოცხადების’’ შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს: ა) ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ „სამუშაო აღწერილობას’’ და ბ) უნდა განსაზღვრავდეს კანდიდატის მიერ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად „საჭირო მოთხოვნებსა’’ და „კვალიფიკაციას’’, რაც გულისხმობს კანდიდატის როგორც „პიროვნული უნარ-ჩვევების’’, ისე „პროფესიული გამოცდილების’’ ამსახველი
დოკუმენტაციის
ჩამონათვალის
არსებობას.
·
იმის გათვალისწინებით, რომ „საჯარო სამსახურის თანაბარი და არადისკრიმინაციული
ხელმისაწვდომობის’’ აუცილებელი წინაპირობაა, რომ კონკურსის
შესახებ ინფორმაცია იყოს ადვილად მოსაპოვებელი, კანონი ადგენს „კონკურსის შესახებ შეტყობინების მინიმალურ რეკვიზიტებს’’,
რომლებიც „კიდევ უფრო ზუსტდება კანონქვემდებარე
აქტში’’, რომლის თანახმადაც „კონკურსის გამოცხადების’’
შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
a.
დაინტერესებულ პირებს უნდა ეცნობოს „საჯარო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა’’ (მაგ., სამინისტროა,
საქვეუწყებო დაწესებულება თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ა.შ.),
b.
„საჯარო დაწესებულების’’ ოფიციალური
სრული სახელწოდება და “ ვაკანტური
თანამდებობის სრული დასახელება’’,[ როგორც ეს „თითოეული იერარქიული რანგის თანამდებობათა
რეესტრში’’ არის რეგისტრირებული. ]
c. კანდიდატის მიმართ წაყენებულ „ძირითად’’, „სპეციალურ’’ და „დამატებით’’
საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
[მიუხედავად იმისა,
რომ „ძირითად მოთხოვნებს’’ კანონი ადგენს, ინფორმაციაში მოცემული უნდა იყოს კანდიდატის
მიმართ წაყენებული ყველა მოთხოვნა. აღნიშნული ინფორმაცია კანდიდატს აძლევს შესაძლებლობას,
განსაზღვროს საკუთარი პროფესიული უნარ-ჩვევების ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობა.
აღნიშნული ინფორმაცია უნდა იყოს აღსაქმელი და არ უნდა იძლეოდეს განსხვავებული ინტერპრეტაციის
შესაძლებლობას. „მოთხოვნების ბუნდოვანება’’ ეწინააღმდეგება „გამჭვირვალობის პრინციპს’’].
d.
განსახორციელებელ ფუნქციებს; [საჯარო მოხელის მიერ განსახორციელებელი
ფუნქციები განისაზღვრება- საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობისათვის/პოზიციისათვის
დადგენილი „სამუშაო აღწერილობის მიხედვით.’’
აღნიშნული იძლევა შესაძლებლობას, მოხელემ მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება. განსაზღვროს
საკუთარი მოლოდინები გამოცხადებულ ვაკანსიასთან მიმართებით, ასევე, შეაფასოს მისი შესაძლებლობები
და მზაობა, თუ რამდენად შესწევს უნარი განახორციელოს აღწერილი უფლებამოსილებები.]
e.
თანამდებობრივი სარგოს ოდენობას; [მოცემული ინფორმაცია კანდიდატს შესაძლებლობას
აძლევს განსაზღვროს, თუ რამდენად არის საკუთარი პროფესიული უნარებისა და შესასრულებელი
სამუშაოს ადეკვატური თანამდებობრივი სარგო; სამართლიანობის პრინციპი გულისხმობს წინასწარ
განსაზღვრული და ერთგვაროვანი ანაზღაურების სისტემის არსებობას. მითუფრო, როდესაც დღეს
ჩვენს ქვეყანაში პირველად ამოქმედდება „საჯარო დაწესებულებაში
შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც თანამდებობათა
რანგების მიხედვით ითვალისწინებს თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშების წესს შესაბამისი
კოეფიციენტების გამოყენების გზით,
მნიშვნელოვანია კონკურსანტთა
ინფორმირება სარგოს ოდენობის შესახებ. ]
f.
განცხადებისა და სხვა აუცილებელი
დოკუმენტების წარდგენის ვადას
g.
კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების
მიღების ვადას;
[ვადების განსაზღვრა არის „ღიაობის და განჭვრეტადობის’’ აუცილებელი წინაპირობა. ვადების
განსაზღვრა ემსახურება პირის პროცესუალური უფლებების დაცვას. ის დამოუკიდებლად და კანონით
მინიჭებულ მატერიალურ-სამართლებრივ უფლებებთან ერთად ასრულებს მნიშვნელოვან როლს საჯარო
სამსახურში დადგენილი უფლების დაცვის სისტემის ფუნქციონირებაში. აღნიშნული დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს, დაგეგმოს და განჭვრიტოს საკუთარი პირადი ცხოვრება.
დაუშვებელია, პირი იმყოფებოდეს გადაწყვეტილების მიღების მოლოდინში
უსასრულოდ/განუსაზღვრელი ვადით. ამასთან, კანონმდებლობა ითვალისწინებს
კონკურსის მიმდინარეობის მაქსიმალურ ვადას, 3 თვეს. ამგვარად, ვადების და
პროცედურების განსაზღვრა მნიშვნელოვანია როგორც კანდიდატისათვის, ასევე საჯარო დაწესებულებისთვისაც
]
h.
შესაბამისი კომისიის მისამართი; [ინფორმაცია ემსახურება საჯარო მმართველობის
„ღიაობის პრინციპს’’. კანდიდატსა და კომისიას შორის კომუნიკაციისათვის
აუცილებელია კომისიის მისამართის ხელმისაწვდომობა.
მაგ., კონკურსანტს შესაძლებლობა ეძლევა გამოითხოვოს ინფორმაცია „კომისიის შემადგენლობის
შესახებ ‘’და „გადაამოწმოს, ხომ არ არის მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღების შემაფერხებელი
გარემოება’’.
i.
ღია და დახურული კონკურსის ეტაპები და კომისიის
მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმა;[ აღნიშნულის წინასწარ გაცხადება უზრუნველყოფს
გადაწყვეტილების მიღების პროცესის ღიაობას. კონკურსის ჩატარების ეტაპების და გადაწყვეტილების
მიღების ფორმის წინასწარ დადგენა არის პროცესის გამჭვირვალობის, საჯაროობის, ობიექტური
და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმები, რაც არის ნდობის საფუძველი,
რომ კონკურსანტის მიმართ მიიღება კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილება. ]
ხ
·
საჯარო დაწესებულება არ არის შეზღუდული ამ ჩამონათვალით. ის უფლებამოსილია
კონკურსის შესახებ შეტყობინებაში ასახოს სხვა ინფორმაციაც, რომელიც ხელს შეუწყობს კონკურსის
გამჭვირვალობას და ხელმისაწვდომობას.
ხ
·
„საჯარო დაწესებულება’’ უფლებამოსილია, ღია და დახურული კონკურსის შესახებ
შეტყობინებაში შეიტანოს ტექნიკური ხასიათის შესწორება ან არსებითი
ცვლილება.
·
„არსებითი ცვლილების შეტანა’’
ნიშნავს „ახალი კონკურსის გამოცხადებას’’.
·
„შეტყობინებაში ცვლილების შეტანა’’
ხდება იმავე წესით, რაც დადგენილია კონკურსის გამოცხადებისათვის, თუმცა იმ პირს, ვინც უკვე გააკეთა განაცხადი,
უნდა ეცნობოს ინდივიდუალურად „შესული
ცვლილებების შესახებ’’ და „მას უნდა მიეცეს არანაკლებ ათდღიანი ვადა მისი „განაცხადის’’ „ცვლილებებთან’’ შესაბამისობაში მოსაყვანად, თუ
მას აქვს ამის სურვილი ან თუ ეს შესაძლებელია.
3.
„კონკურსში მონაწილეობისათვის’’ „განაცხადის წარდგენის ვადა’’[35-ე მუხ. მე-3 ნაწ.]
მუხლი 35. მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადება
3. კანდიდატს „კონკურსში მონაწილეობისთვის’’ განაცხადის წარსადგენად ეძლევა „კონკურსის გამოცხადების დღიდან’’ არანაკლებ 5
კალენდარული დღის ვადა.
·
კანდიდატს „ღია’’ და „დახურულ’’ „კონკურსში მონაწილეობისათვის’’ განაცხადის წარსადგენად უნდა მიეცეს (ღია და დახურული) კონკურსის გამოცხადების
დღიდან არანაკლებ „5 კალენდარული
დღის’’ ვადა.
·
კანდიდატი უფლებამოსილია, აღნიშნულ ვადაში,
განაცხადში შეიტანოს ნებისმიერი ცვლილება და დამატება.
·
ეს არის დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც სავარაუდოდ ინფორმაცია
საჯარო სამსახურში ვაკანსიის დასაკავებლად
კონკურსის გამოცხადების შესახებ საზოგადოების ფართო ფენებისთვის
გახდება ხელმისაწვდომი და მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა,
მონაწილეობა მიიღონ მასში.
·
საზოგადოებაში არ უნდა გაჩნდეს განცდა, რომ კონკურსის გამოცხადება „იყო გამიზნული’’
და „ატარებდა ფორმალურ ხასიათს’’
· „საჯარო დაწესებულების’’ მიერ „აღნიშნული ვადის დარღვევა’’, დავის შემთხვევაში, შეიძლება გახდეს კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების „სასამართლოს მიერ გაუქმების საფუძველი’’
უფრო მეტიც, „კონკურსის საბოლოო შედეგის’’ კანონიერების შემოწმების ფარგლებში შესაძლებელია, ის გახდეს კონკურსის შედეგის სასამართლოს მიერ გაუქმების საფუძველი, თუ დადასტურდება, რომ „ვადის დარღვევამ გავლენა მოახდინა კონკურსის შედეგებზე მოსარჩელის ინტერესის საპირისპიროდ
Комментарии
Отправить комментарий