კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ .მუხლი მე- 3. „ტერმინთა განმარტება’’
სარჩევი:
მუხლი 3. „ტერმინთა განმარტება’’
მე-3 მუხლის პუნქტების კომენტარიები
ვ)“შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი’’[ანუ „პრფესიული მოხელის’’ დამხმარე]
ზ)ადმინისტრაციული ხელშეკრულება [ანუ „სახელნწიფო პოლიტიკური პირის’’ დამხმარე]
თ)“სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი’’
ი)„პოლიტიკური თანამდებობის პირი’’
მუხლი 3. „ტერმინთა განმარტება’’
ამ კანონში გამოყენებულ „ტერმინებს’’ აქვს
შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სახელმწიფო სამსახური
– საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების იმ ორგანოებში (დაწესებულებებში)
არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე საქმიანობა,
რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელ
და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობასა
და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას;
ბ) სახელმწიფო მოსამსახურე – პირი, რომელსაც სახელმწიფო სამსახურში არჩევითი ან დანიშვნითი
თანამდებობა უკავია და რომლის სამართლებრივი სტატუსი და უფლებამოსილება
განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციის ან/და შესაბამისი საკანონმდებლო
აქტის საფუძველზე; ამ პირის მოადგილე;
გ) საჯარო
სამსახური
– სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის
პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის
ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო
სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო,
კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის
იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის
იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად
ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში,
საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის
სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს
სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, პერსონალურ მონაცემთა
დაცვის ინსპექტორის აპარატში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში,
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში,
სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში საქმიანობა;
დ) საჯარო
მოსამსახურე
– ა)პროფესიული საჯარო
მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, გ)შრომითი
ხელშეკრულებით დასაქმებული პირი;
ე) პროფესიული
საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე (შემდგომ – მოხელე) – პირი,
რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის
საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის,
საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ
უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის
მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის
გარანტიებს;
ვ) შრომითი
ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელსაც
საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი
ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება;
ზ) ადმინისტრაციული
ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის
პირს ხელს უწყობს მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში ა)დარგობრივი/სექტორული
რჩევების მიცემით, ბ)ინტელექტუალურ-ტექნიკური დახმარების გაწევით ან/და გ)ორგანიზაციულ-მენეჯერული
ფუნქციების შესრულებით და რომელსაც არ უკავია ამ კანონით მოხელისა და შრომითი ხელშეკრულებით
დასაქმებული პირისათვის გათვალისწინებული თანამდებობები;
თ) სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის პირი
– საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი,
საქართველოს მთავრობის სხვა წევრი და მისი მოადგილე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრები და მათი მოადგილეები;
ი) პოლიტიკური თანამდებობის პირი
– სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი და მისი მოადგილე,
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, მუნიციპალიტეტის
მერი, მერის მოადგილე;
კ) საჯარო
დაწესებულება
– ა)სახელმწიფო ბიუჯეტის,
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და შესაბამისი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება,
აგრეთვე ბ)მის წინაშე ანგარიშვალდებული/მისი
კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაცია, ასევე გ)“სხვა’’ საჯარო სამართლის იურიდიული პირი,[ თუ იგი არის შესაბამისი დონის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში
ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაცია] და მასში მუშაობენ საჯარო მოსამსახურეები;
ლ) თანამდებობა – კარიერული
საფეხური, რომელიც ფუნქციათა ერთობლიობაა
და განსაზღვრავს მის[მოხელის] ადგილსა და როლს „საჯარო სამსახურის სისტემაში’’;
მ) მოხელის
შეფასება –
მოხელის კარიერული განვითარების, პროფესიული უნარჩვევების ამაღლების, წახალისების,
პროფესიული განვითარების საჭიროებების და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი
შედეგების განსაზღვრისათვის საჯარო დაწესებულების მიერ ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელის ან/და მის მიერ
შესრულებული სამუშაოს შეფასება.
მე-3 მუხლის პუნქტების კომენტარიები
ა) „სახელმწიფო სამსახური’’
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფეროს გათვალისწინებით,
რაც გამოიხატება კანონის მოქმედების იმ პირებზე გავრცელებაში, რომლებიც ახორციელებენ
საჯაროსამართლებრივ (მმართველობით) უფლებამოსილებებს,
აუცილებელი გახდა კანონში გამოყენებული ტერმინების ახლებურად ჩამოყალიბება.
კანონმდებელს
შემოაქვს ტერმინი – სახელმწიფო სამსახური,
რომელიც გამოხატავს საქმიანობას „საქართველოს
სახელმწიფო’’ და „ავტონომიური რესპუბლიკების’’ იმ ორგანოებში (საჯარო დაწესებულებებში) რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის
საფუძველზე ახორციელებენ ა)საკანონმდებლო, აღმასრულებელ
და სასამართლო ხელისუფლებას, ბ) სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს, აგრეთვე გ)სახელმწიფო თავდაცვას.
ყველაფერი რაც ხორციელდება სახელმწიფო ორგანოების
მიერ, არის სახელმწიფო სამსახური.
„ საჯარო სამსახური’’
არის სახელწიფო სამსახურის ერთ-ერთი შემადგენელი
ნაწილი.
„ საჯარო სამსახური
“სახელმწიფო
სამსახურის’’ სხვა ნაწილებისაგან
განსხვავდება იმით, რომ ახორციელებს „საჯარო
მმართველობას’’.
ხ
ბ) „სახელმწიფო მოსამსახურე’’
„ სახელმწიფო მოსამსახურე’’
ახორციელებს „სახელმწიფო სამსახურს’’[ა].
ყველა,
ვინც საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების იმ ორგანოებში (დაწესებულებებში)
არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე საქმიანობს, ვინც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე
ახორციელებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობასა
და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას, არის „სახელმწიფო
მოსამსახურე’’.
ხოლო
ის სახელმწიფო მოსამსახურეები, რომელთა სტატუსი
განისაზღვრება საჯარო სამსახურის
შესახებ საქართველოს კანონით არიან „საჯარო მოსამსახურეები’’.
„საჯარო მოსამსახურის’’ სტატუსის გარეთ დარჩენილი
პირები ერთიანდებიან „ სახელმწიფო მოსამსახურის ‘’
სტატუსის ქვეშ.
გ) „საჯარო სამსახური’’
როგორც აღინიშნა, „სახელმწიფო
სამსახური’’[ა] არის -საქმიანობა საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების
იმ ორგანოებში (დაწესებულებებში) არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე, რომლებიც საქართველოს
კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო
ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას.
აღნიშნულ ორგანოებში სახელმწიფო სამსახურს ახორციელებენ სახელმწიფო
მოსამსახურეები[ბ].
ყურადღება:
„სახელმწიფო სამსახურში’’ მყოფი „ის სახელმწიფო მოსამსახურე’’, რომლის
ფუნქციაა „საჯარო მმართველობის’’ განხორციელება, კი იძენს „საჯარო მოსამსახურის’’ სტატუსს
და მისი საქმიანობა ითვლება „საჯარო სამსახურში’’ საქმიანობად.
ასევე
მუნიციპალიტეტის
ორგანოებში საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საჯარო მმართველობის განხორციელებასთან, ითვლება საჯარო სამსახურად.
ასევე
„საჯარო
სამართლის იურიდიული პირი’’[სსიპ] არის „ორგანიზაციული მოწყობის საჯაროსამართლებრივი
ფორმა’’, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება საჯარო
მმართველობა. სსიპ-ებში საქმიანობა ითვლება საჯარო სამსახურად,[ გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო,
კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით
„განსაზღვრული კატეგორიის’’ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა.]
ამ
„გამონაკლისში მოქცეული’’ საჯარო სამართლის იურიდიული პირებიც ახორციელებენ „საჯარო მმართველობას’’, თუმცა მათი საქმიანობა
არ ითვლება საჯარო სამსახურად და ეს გამართლებულია ამ სუბიექტების ფუნქციონირების
უპირატესი ინტერესებით (მაგ., „უნივერსიტეტების ავტონომიურობა’’ და „იქ დასაქმებულთა
აკადემიური თავისუფლება’’), რაც არ შეიძლება შეიზღუდოს საჯარო სამსახურის
სტატუსით.
ასევე
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს
პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების
აპარატებში საქმიანობა
ითვლება საჯარო სამსახურად, რამდენადაც ისინი ახორციელებენ
საჯარო მმართველობას და უზრუნველყოფენ პოლიტიკური თანამდებობის პირების – საქართველოს
პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის მიერ პოლიტიკური მართვის განხორციელებას.
ყურადღება: საქართველოს ეროვნული
ბანკი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატი,
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი და პერსონალურ
მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი არის სახელმწიფო ხელისუფლების მოწყობის სპეციფიკური შემთხვევა. აღნიშნული სუბიექტები არ მიეკუთვნება ხელისუფლების არცერთ შტოს.
მათი შექმნის მიზანია ხელისუფლების შტოებისგან დამოუკიდებელი რგოლის არსებობა, რომელიც
ახორციელებს საჯარო მმართველობის სფეროს
მიკუთვნებულ მნიშნელოვან ფუნქციებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ახორციელებენ მმართველობით ფუნქციებს, მათზე არ ვრცელდება საჯარო
სამსახური, თუმცა მათი აპარატების საქმიანობა, რომლებიც უზრუნველყოფენ
ამ უწყებების მიერ თავიანთი კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას, ითვლება
საჯარო სამსახურად.[!]
საჯარო მმართველობის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურაში
გამონაკლისი ვრცელდება ასევე საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების უმაღლეს საარჩევნო კომისიებსა და სახელმწიფო რწმუნებულზე. მათზე არ ვრცელდება საჯარო
სამსახური, ხოლო საარჩევნო
კომისიების აპარატებში და სახელმწიფო
რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში საქმიანობა ითვლება საჯარო სამსახურად. [!]
დ)“საჯარო მოსამსახურე’’
საჯარო სამსახური ხორციელდება საჯარო მოსამსახურის მიერ.
„ საჯარო მოსამსახურის’’ სტატუსი აერთიანებს სამ ტერმინს – ა)“პროფესიული
საჯარო მოხელე’’, ბ)“ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი’’ და გ)“შრომითი
ხელშეკრულებით დასაქმებული პირი’’. [ეს დაიმახსოვრე]
„პროფესიული საჯარო მოხელის’’ ინსტიტუტის უპირატესობების გათვალისწინებით,
საჯარო სამსახურის სისტემაში მას უკავია
ცენტრალური ადგილი.
თუმცა
ეს ინსტიტუტი არ არის მოქნილი, როდესაც ხორციელდება საჯარო სამსახურის „დროებითი ამოცანები’’,
„დამხმარე და ტექნიკური სამუშაოები’’. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, აუცილებელი გახდა
საჯარო სამსახურში ორი მოდელის („შერეული სისტემის’’) ერთობლივად დამკვიდრება.
როგორც
აღინიშნა, „პროფესიული
საჯარო მოხელის’’ ინსტიტუტი ქმნის საჯარო სამსახურის სტაბილურ ბირთვს, მაგრამ მის გვერდით შემოდის „სახელშეკრულებო მოდელი’’,
რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში შესაძლებელს ხდის „ადამიანების
დასაქმებას მათი კვალიფიკაციისა და შესასრულებელი სამუშაოს გათვალისწინებით არამუდმივი ან დამხმარე ფუნქციების შესასრულებლად’’
ე)„პროფესიული საჯარო მოხელე’’
ქვეყნის
საჯარო სამსახური ძირითადად ეფუძნება პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტს. მიდგომა ემყარება
მოსაზრებას, რომ საჯარო სამსახური ეყრდნობა
მთელ რიგ პრინციპებსა და ღირებულებებს (მაგალითად,
კანონიერება, მიუკერძოებლობა, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, საერო ხასიათი და ა.შ.). იგი
მოითხოვს საჯაროსამართლებრივი ვალდებულებებით (მაგალითად,
ერთგულება, მიუკერძოებლობა) და სამართლებრივი და სოციალური გარანტიებით აღჭურვილი
„საჯარო მოხელის’’
ინსტიტუტს.
თანამედროვე
სახელმწიფო არის“ მმართველი სახელმწიფო’’.
ეს
ნიშნავს იმას, რომ „საჯარო მმართველობა’’
ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ყველა სფეროში შეიჭრა (დაბადება, განათლება, სოციალური
დაცვა, უსაფრთხოება...).
„საჯარო მმართველობა’’ ხორციელდება „საჯარო სამსახურის’’ მიერ, რომლის მახასიათებელია ა)“ბიუროკრატიული ორგანიზაციული მოწყობა’’ (მმართველობა
როგორც ბიუროკრატია) და ბ)“მმართველობის განმახორციელებელი
პერსონალი’’ (პროფესიული
მოხელე).
თანამედროვე
სახელმწიფოში, თავისი მრავალფეროვანი და რთული ამოცანებით, რომლის ეფექტიანობაზეც არის
დამოკიდებული „საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირება’’, „ცალკეული ადამიანების’’,
„საზოგადოების ცალკეული ფენებისა და უმცირესობების არსებობის მინიმალური პატივისა და
ღირსების შესაბამისი პირობების შექმნა’’, აუცილებელი ხდება სტაბილური, ლოიალური, ვალდებულებების
ერთგული, სახელმწიფოსა და მის კონსტიტუციურ წესრიგზე შინაგანად დაკავშირებული პროფესიული მოხელეების
„კორპუსის’’[არმიის] არსებობა.
საქმე
გვაქვს სამ ურთიერთდაკავშირებულ ფენომენთან: ა)“მმართველი
სახელმწიფო’’, ბ)“ბიუროკრატია’’ და გ)“პროფესიული საჯარო მოხელე’’
. სამივეს
აქვს საერთო მიზანი – „მმართველობა, მისი
განსხვავებული ასპექტებით.
„თანამედროვე
სახელმწიფოს’’, როგორც „ბიუროკრატიული
სახელმწიფოს’’ არსის კლასიკური
და დღემდე აღიარებული განმარტება ჩამოაყალიბა მაქს ვებერმა.[ ვებერი საუბრობს
არა „სახელმწიფოს ტიპებზე’’, არამედ კრიტერიუმად იღებს „ბატონობის ტიპებს შორის განმასხვავებელ
ნიშნებს’’, რაც იმავდროულად ქმნის „ბატონობის ლეგიტიმაციის ‘’ საფუძვლებს.]
ვებერი განასხვავებს
„ლეგიტიმური ბატონობის’’ სამ ტიპს, კერძოდ, ა)“ქარიზმატულს’’,
ბ)“ტრადიციულსა’’ და გ)“თანამედროვე სახელმწიფოსთვის’’ დამახასიათებელ „ლეგალურ ბატონობას’’, რომელსაც
ახასიათებს „ბატონობის თავისებური’’ ნიშნები.
„რაციონალური ხასიათის“ ლეგალური ბატონობა’’ ითხოვს „ბიუროკრატიულ მართვის
სისტემას’’, რომელიც ახდენს „საკანონმდებლო წესრიგის’’ აღსრულებას „წინასწარ
დადგენილი წესების დაცვით’’.
„დადგენილი წესების მკაცრი დაცვა’’ შესაძლებელს ხდის „მართვა
განხორციელდეს რუტინული პროცედურების დაცვით’’, რაც იძლევა მისი შესწავლის შესაძლებლობას,
ეს იმავდროულად „გადაწყვეტილების’’ პროცესს ხდის „რაციონალურს და განჭვრეტადს’’.
ვებერის
თანახმად, „რაციონალური ბატონობის’’ ძირითადი კატეგორიებია:
სამსახურებრივი საქმიანობის განგრძობადი (უწყვეტი) წარმართვა ა)„წინასწარ
დადგენილი წესების საფუძველზე’’ და ბ)“საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში’’.
„კომპეტენციის’’ შინაარსი მოიცავს -ა)„განსახორციელებელ საგნობრივ ვალდებულებებს’’,
ბ)„ბრძანების გაცემის უფლებამოსილებას’’, გ) „დასაშვებ იძულების ღონისძიებებს’’ და
დ)“იძულების გამოყენების წინაპირობებს. ‘’
სამსახურებრივი იერარქიულობა
კი არის –„მკაცრად განსაზღვრული კონტროლისა
და ზედამხედველობის სისტემა, ქვემდგომის ზემდგომში
გასაჩივრების შესაძლებლობით’’
„პროფესიული
საჯარო მოხელის’’ საქმიანობა „სიცოცხლის მანძილზე“, უვადოდ
ხორციელდება.
აღნიშნული
პრინციპი საჯარო მოხელეების პირადი ინტერესების გათვალისწინებით კი არ არის ნაკარნახევი,
არამედ მათი „პროფესიული დამოუკიდებლობის’’ გამყარებისთვისაა გამიზნული, რაც, საბოლოო
ჯამში, საჯარო ადმინისტრაციის ინსტიტუციურ
განმტკიცებას ისახავს მიზნად.
„საჯარო
მოხელის’’ პროფესიული
წინსვლა ე.წ. „კარიერის პრინციპს’’ ეფუძნება,
რომელიც „მათი კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლებას’’
ითვალისწინებს.
„პროფესიული
საჯარო მოხელის’’ ფულადი ანაზღაურება ხდება წინასწარ დადგენილი
სახელფასო განაკვეთით.
„ საჯარო
მოხელე ვალდებულია’’, მიუკერძოებლად
განახორციელოს თავისი პროფესიული საქმიანობა. ეს ვალდებულება ზემდგომი პირის მიმართ ერთგულებაში
კი არ უნდა გამოიხატებოდეს, არამედ
ინსტიტუტის მიმართ დამოკიდებულებაში, რამაც, საბოლოოდ, პოლიტიკისაგან „ბიუროკრატიული ორგანიზაციის’’ დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყოს.
„ბიუროკრატიული
ორგანიზაციის’’ საქმიანობა მოქალაქეებისათვის წინასწარ გათვლადია, რადგან იგი მხოლოდ
კანონის საფუძველზე ხორციელდება. ის, თუ რამდენად კანონიერია ცალკეული ადმინისტრაციული ქმედება, შეიძლება
სასამართლოს გზით გაკონტროლდეს. „ბიუროკრატიული ადმინისტრაციის’’
„წერილობითი ფორმით მუშაობა’’ ამის კარგ საფუძველს
იძლევა.
„სასამართლო
კონტროლთან’’ ერთად, „იერარქიული ორგანიზაციისთვის’’
მნიშვნელოვანია „საპარლამენტო კონტროლის’’ პრინციპის არსებობა.
„ ცალკეულმა
მინისტრმა’’ უნდა უზრუნველყოს, რომ უწყების ფარგლებში მისი ბრძანებები კონსტიტუციისა
და კანონის შესაბამისად შესრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში,
მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება[პარლამენტში].
„ბიუროკრატიული
ორგანიზაციის’’ ზემოთმოყვანილი „ელემენტები’’ იძლევა შესაძლებლობას დავასკვნათ, თუ
რა ნიშნებით განსხვავდება „დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის
საფუძველზე მომუშავე თანამედროვე ბიუროკრატია’’ „განუვითარებელი ადმინისტრაციის ‘’მოდელისაგან [„ქარიზმატულისგან’’ და
„ტრადიციულისგან’’].
„განუვითარებელი ადმინისტრაცია’’ პიროვნულ ძალაუფლებასთანაა გაიგივებული, მაშინ, როდესაც „თანამედროვე ბიუროკრატიულ
მოდელში ადმინისტრაცია „სახელმწიფო ინსტიტუტის
სახით’’ არის წარმოდგენილი.
„განუვითარებელი
ადმინისტრაციისთვის’’ დამახასიათებელია მოხელეთა
თვითნებობა, საკუთარი ინტერესების წინ
დაყენება, უკონტროლობა.
„განვითარებული
ბიუროკრატიისთვის’’ კი – მუშაობის მკაცრი ფორმალიზმი, მოხელეთა
პროფესიონალიზმი, ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და საქმიანობის როგორც სასამართლო, ისე სისტემატური იერარქიული კონტროლი.
„საჯარო მმართველობის ბიუროკრატიული მოდელი’’ საუკეთესო პასუხი იყო მეორე
მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში საზოგადოებრივ გამოწვევაზე, რომლის მთავარ მიზანს „დემოკრატიისა
და სამართლებრივი სახელმწიფოს’’ განხორციელება წარმოადგენდა. ამ მოდელს დღესაც არ დაუკარგავს
თავისი მნიშვნელობა.
მარ თალია, მისი რეფორმირება და
ოპტიმიზაცია ადმინისტრაციული პოლიტიკის დღის წესრიგში მრავალჯერ
დამდგარა, მაგრამ რაიმე ალტერნატიული
მოდელით მისი სრული შეცვლა შეუძლებელია.
„ბიუროკრატიული
მოდელის’’ ასეთი წარმატება იმით აიხსნება, რომ იგი, უწინარესად, „მაღალგანვითარებული
სამართლებრივი და ინსტიტუციური კულტურის ნაყოფია’’ და არა მხოლოდ ორგანიზაციული კატეგორია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „შერეული მოდელი’’ არის საქართველოს
თანამედროვე განვითარებისათვის ყველაზე ოპტიმალური და მისაღები.
„ პროფესიული
საჯარო მოხელის’’ ინსტიტუტზე დამყარებული მოდელის ფუნქციონირების
ინტერესებიდან გამომდინარე, საჯარო სამსახურში
„სახელშეკრულებო ურთიერთობა ‘’ ასევე იკავებს მნიშვნელოვან ადგილს.
ვ)“შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი’’[ანუ
„პრფესიული მოხელის’’ დამხმარე]
·
საჯარო სამსახურში საჯარო მოსამსახურეების
შრომითი ხელშეკრულების
საფუძველზე დასაქმება ხდება „ისეთი ფუნქციების განხორციელების მიზნით, რომლებიც ემსახურებიან
საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულებას’’.
·
საჯარო დაწესებულების „დამხმარე ამოცანებია’’ ისეთი ამოცანები, რომლებიც
საჯარო დაწესებულების მისია-მიზნებიდან გამომდინარე არ არიან მისი ძირითადი ფუნქციები,
არამედ ხელს უწყობენ დაწესებულების ძირითადი ფუნქციის განხორციელებას.
·
საჯარო დაწესებულების „ძირითადი
ამოცანები’’ ხორციელდება პროფესიული მოხელის მიერ.
·
პროფესიული მოხელის მხარდამჭერი ფუნქციის განხორციელების უფლებამოსილების
მქონე საჯარო მოსამსახურეები
„შრომითი ხელშეკრულების’’ საფუძველზე ახორციელებენ „დამხმარე ფუნქციებს’’.
·
საჯარო სამსახურის „ძირითადი ფუნქციებისთვის’’ დამახასიათებელია „მუდმივობა’’,
რომელიც ხორციელდება უვადოდ დანიშნული პროფესიული მოხელის მიერ.
·
ხშირად საჯარო დაწესებულებებს უწევთ არამუდმივი
ამოცანების განხორციელება, რაც, თავისი ბუნებით, „შესაძლებელია იყოს პროფესიული
მოხელის მიერ განსახორციელებელი უფლებამოსილების იდენტური’’, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონი არ იცნობს ვადიანი პროფესიული მოხელის ინსტიტუტს, ასეთი „არამუდმივი’’ ამოცანები ხორციელდება „შრომითი ხელშეკრულების’’ საფუძველზე.
ხ
·
„შრომითი ხელშეკრულება’’, როგორც „საჯარო
სამსახურის განხორციელების ფორმა, გულისხმობს, ა)სამსახურში მიღების, ბ)სამსახურის
გავლის, გ)სამსახურიდან გათავისუფლებისა და დ)“უფლების დაცვის’’ განსხვავებულ წესებს[83-ე და 84-ე მუხლები] რაც განასხვავებს მას „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტისგან’’, რაც არის „პროფესიული მოხელის’’,
დასაქმების ფორმა
.
ზ)ადმინისტრაციული ხელშეკრულება [ანუ „სახელნწიფო პოლიტიკური პირის’’ დამხმარე]
·
ადმინისტრაციული ხელშეკრულება
არის „საჯარო სამსახურში’’ „საჯარო
მოსამსახურის’’ დასაქმების სამართლებრივი ფორმა,
რომელიც „შრომითი ხელშეკრულებისაგან’’ განსხვავებით, ემსახურება „არა პროფესიული მოხელის
მიერ საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველყოფას’’, არამედ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მხარდაჭერას მისი
უფლებამოსილებების განხორციელებაში დარგობრივი/სექტორული რჩევების მიცემით, ინტელექტუალურ-ტექნიკური
დახმარების გაწევით ან/და ორგანიზაციულ-მენეჯერული ფუნქციების შესრულებით.
·
ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო სამსახურის
განხორციელებას ახასიათებს ის თავისებურება, რომ ის, ერთი მხრივ, „შინაარსობრივად პროფესიული მოხელის მიერ განხორციელებული ამოცანების იდენტურია’’,
ხოლო, მეორე მხრივ, „უფლებამოსილების განხორციელების ვადა განისაზღვრება სახელმწიფო
პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადით’’.
·
ადმინისტრაციული ხელშეკრულების ინსტიტუტის
დანერგვა საჯარო სამსახურში შესაძლებელს
ხდის საჯარო მმართველობითი ფუნქციების განმახორციელებელი პირების დასაქმებას „სახელშეკრულებო
ურთიერთობის’’ ფარგლებში.
თ)“სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი’’
·
„პოლიტიკური’’ და „აღმასრულებელი’’ ფუნქციების გამიჯვნა განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია „პოლიტიკური გავლენისაგან დამოუკიდებელი’’ საჯარო სამსახურის სისტემის ჩამოსაყალიბებლად.
·
„სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები’’ : საქართველოს პრეზიდენტი,
საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის
სხვა წევრი[მინისტრი] და მისი მოადგილე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების
უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების მთავრობების წევრები[მინისტრები] და მათი მოადგილეები ახორციელებენ ისეთ უფლებამოსილებებს, რაც არ არის მმართველობითი
ფუნქციები. [თუმცა მათი საქმიანობა შესაძლებელია,
ასევე, მოიცავდეს მმართველობითი ფუნქციების განხორციელებას], გამომდინარე იქიდან, რომ
მათ საქმიანობაში ძირითადია „პოლიტიკური საქმიანობა’’,
აუცილებელი ხდება მათი „სტატუსის’’ ცალკე გამოყოფა.
·
„პოლიტიკური თანამდებობის პირები’’ პოლიტიკურ თანამდებობებს იკავებენ „პოლიტიკური
ნიშნით’’ და მათი თანამდებობაზე დანიშვნა და
გათავისუფლება დაკავშირებულია პოლიტიკურ მოვლენებზე
მაშინ, როდესაც საჯარო მმართველობა ხორციელდება უწყვეტად,
მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური გუნდი არის ხელისუფლებაში.
ი)„პოლიტიკური თანამდებობის პირი’’
·
პოლიტიკური თანამდებობის პირები –„სახელმწიფო რწმუნებული
– გუბერნატორი’’ და „მისი მოადგილე’’, „მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი’’,
„მუნიციპალიტეტის მერი’’, „მერის მოადგილე’’ – ახორციელებენ „პოლიტიკურ მართვას’’ მუნიციპალიტეტის დონეზე.
·
ეს განასხვავებს მათ „სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის
პირებისაგან’’.
·
აღნიშნული სტატუსი მიჯნავს „მუნიციპალიტეტის
დონეზე პოლიტიკურ მართვას’’ და „საჯარო
მმართველობას’’.
·
პოლიტიკური თანამდებობის პირები იცვლებიან „მუნიციპალიტეტის დონეზე არსებული პოლიტიკური მდგომარეობის
გათვალისწინებით’’, ხოლო „საჯარო
მმართველობის განმახორციელებელი პირები’’ არიან „მოხელის
თანამდებობაზე’’ უვადოდ დანიშნული „თანამდებობის
პირები’’.
კ)„საჯარო დაწესებულება’’
·
საჯარო სამსახური ხორციელდება საჯარო დაწესებულებაში.
·
ეს არის „ორგანიზაციული მოწყობის
ფორმა’’, რომელიც ახორციელებს საჯარო მმართველობას.
·
„საჯარო დაწესებულება’’ გვხვდება ა)“ ხელისუფლების სამივე შტოში’’, აგრეთვე ბ)„საჯარო სამართლის
იურიდიული პირებისა’’[სსიპ] სახით და
გ)„ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების’’ სახით.
·
„საჯარო დაწესებულებების’’ დამახასიათებელი
ნიშნებია:
a. ისინი იქმნებიან : ან „სახელმწიფო ბიუჯეტის’’, ან“ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ბიუჯეტის’’ ან „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის’’ სახსრებით
და ფუნქციონირებენ „შესაბამისი ბიუჯეტის’’
დაფინანსებაზე;
b. ახასიათებთ „დამფინანსებლის
წინაშე’’ „ანგარიშვალდებულება’’ და „დამფინანსებლის’’ „კონტროლისადმი
დაქვემდებარებულობა’’;
c. „საჯრო დაწესებულებებში’’ დასაქმებულნი არიან საჯარო მოსამსახურეები;
d. „კერძო სამართლის იურიდიული პირები’’,
რომლებიც ახორციელებენ მმართველობით ფუნქციებს არ აკმაყოფილებენ „საჯარო დაწესებულების’’ ცნების ელემენტებს და არ არიან
„საჯარო დაწესებულებები’’,
შესაბამისად, მათზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
რეგულაციები. [ეს დაიმახსოვრე]
ლ)„თანამდებობა’’
·
კანონის მიზნებიდან გამომდინარე, „თანამდებობის’’ ცნება განსაზღვრავს „იმ ფუნქციათა
ერთობლიობას’’, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება „საჯარო სამსახური’’.
·
„თანამდებობის’’ ცნების ფარგლებში ხდება ა)სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის, ბ)პოლიტიკური
თანამდებობების გამიჯვნა იმ გ)“თანამდებობებისაგან’’,
რომლებიც ახორციელებენ „საჯარო მმართველობას’’.
ხ
·
„საჯარო მმართველობის’’ განმახორციელებელი „თანამდებობების’’ შინაარს
ქმნის „ფუნქციათა ერთობლიობა’’, [რომელიც
განსხვავდება „სხვა თანამდებობებისათვის’’ დამახასიათებელი
ფუნქციებისაგან].
·
„თითოეული თანამდებობა’’ არის „ერთი კარიერული საფეხური’’, ამ „საფეხურთა’’ ერთობლიობა ქმნის „საჯარო
სამსახურის კარიერულ სისტემას’’
ხ
·
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს „თითოეული
კარიერული თანამდებობისათვის’’ ძირითადი,
სპეციალური და დამატებითი მოთხოვნების დადგენის ვალდებულებას.
·
„საჯარო სამსახურში’’ „ვაკანტური თანამდებობის არსებობა’’ არის
„კონკურსის გამოცხადების’’
საფუძველი.
·
„მოხელის ვაკანტური თანამდებობის’’ დაკავების წინაპირობაა, რომ კონკურსანტი აკმაყოფილებდეს „ვაკანტური
თანამდებობისათვის’’ დადგენილ ძირითადი,
სპეციალური და დამატებით მოთხოვნებს.
მ)„მოხელის შეფასება’’
·
„მოხელის შეფასების’’ სისტემა არის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიერ შემოტანილი სიახლე, რომელიც ემსახურება
საჯარო სამსახურის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.
·
ეს კანონი ადგენს „შეფასების სისტემას’’,
რომლის დანერგვა არის „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის „სხვა ინსტიტუტების ფუნქციონირების’’- წინაპირობა.
·
„მოხელის შეფასება’’ ემსახურება „იმ საჭიროებების
გამოვლენას’’, რომლის საფუძველზეც იგეგმება „მოხელის უნარ-ჩვევების გამოვლენის ღონისძიებები’’.
·
„მოხელის შეფასების’’ შედეგების გათვალისწინებით ხდება „მოხელეთა წახალისება’’.
·
„მოხელის უარყოფითი შეფასება’’ შეიძლება გახდეს მისი სამსახურიდან
გათავისუფლების საფუძველი.
·
„მოხელის შეფასების’’ სისტემის
დანერგვის მიზანია, რომ
„საჯარო სამსახურში მოხელის კარიერული განვითარება’’, მისი „წახალისება’’ ან „სამსახურიდან
გათავისუფლება’’ ხდებოდეს არა ხელმძღვანელი თანამდებობის პირის
სუბიექტური შეხედულებით, არამედ „ობიექტური
კრიტერიუმების საფუძველზე’’, რაც შესაძლებლობას იძლევა მიღებული იქნეს მიუკერძოებელი და თანასწორი
გადაწყვეტილება „ყველა საჯარო მოხელის’’
მიმართ
Комментарии
Отправить комментарий