"მოხელის სერტიფიკატი'' [29-ე 32-ე მუხლები]

 

  

სარჩევი

1.„მოხელის სერტიფიკატი’’ -ცნება [მუხ.29- ნაწ.1-ლი ] 1

2.„სერტიფიცირების’’ ჩატარების უზრუნველყოფა[მუხ. 30-] 2

3.“სერტიფიცირების მონაწილისთვის’’ დადგენილი მოთხოვნები[მუხ.31-ე] 3

4.“მოხელის სერტიფიკატის’’ მოქმედების ვადა [მუხ.32-] 4

 

 

1.„მოხელის სერტიფიკატი’’ -ცნება [მუხ.29- ნაწ.1-ლი ]

 

29- მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „მოხელის სერტიფიკატი’’ არის „საჯარო სამსახურში’’  „მოხელის თანამდებობაზე დასაქმების მსურველისათვის’’  „აუცილებელი ზოგადი უნარებისა და ცოდნის’’ დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა „სერტიფიცირების’’ წარმატებით გავლის შედეგად. [ზეპირად]

 

მუხლი 29. მოხელის სერტიფიკატი

1. მოხელის სერტიფიკატი არის საჯარო სამსახურში მოხელის თანამდებობაზე დასაქმების მსურველისათვის აუცილებელი ზოგადი უნარებისა და ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი’’, რომელიც გაიცემა სერტიფიცირების’’ წარმატებით გავლის შედეგად.

 

საჯარო სამსახურის სისტემაში სერტიფიკატის შემოტანა ხაზს უსვამს მოხელეობას’’- როგორცპროფესიას’’, რაც ითხოვსამ პროფესიისთვის’’ დამახასიათებელ განსაკუთრებულ უნარებს და ცოდნას.

სერტიფიკატის მოთხოვნა , ერთი მხრივ, „დასაქმების მსურველს’’ ეხმარება „პროფესიის სწორად არჩევაში’’, მეორე მხრივ, „დამსაქმებელს’’ [„საჯარო დაწესებულებას’’] აძლევს შესაძლებ-ლობას, „კონკურსის’’ ფარგლებში „მინიმალური უნარების მქონე კონტინგენტისგან’’  გააკეთოს სწორი არჩევანი,

 

2. „კონკურსში ‘’ მონაწილეობა „მოხელის სერტიფიკატის’’ გარეშე[მუხ. 29-ე ნაწ. მე-2]

მუხლი 29. მოხელის სერტიფიკატი

2. მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისას მოხელის სერტიფიკატი არ მოეთხოვება:

) მოქმედ მოხელეს;

) ყოფილ მოხელეს;

) უმაღლესი განათლების მქონე პირს;

) პირს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები. პირის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება გულისხმობს პირის (აბიტურიენტის) მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისშეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვას ერთიანი ეროვნული გამოცდების სავალდებულო საგნებში, ხოლო არჩევითი საგნების არჩევის შემთხვევაშიაგრეთვე არჩევით საგნებში.

 

·        კანონი ითვალისწინებს „მოხელის ვაკანტური თანამდებობის’’ დასაკავებლად გამოცხადებულ „კონკურსში’’ მონაწილეობის შესაძლებლობას „სერტიფიკატის გარეშე’’

·        პირი „მოხელის ვაკანტური თანამდებობის’’ დასაკავებლად გამოცხადებულ „კონკრსზე’’ დაიშვება   29-ე მუხლის მე- 2 პუნქტში მოცემულ შემთხვევებში, რადგან  „ასეთი პირი აკმაყოფილებს სერტიფიცირების მიზნებს’’, ანუ წინასწარ „დასტურდება’’ პირის  ის „ზოგადი ცოდნა და უნარები’’ რაც უნდა გამოვლინდეს „სერტიფიცირების’’ საფუძველზე.

·        ყურადღება: ეს წესი  ეხება: ა) მოქმედ მოხელეს.  ბ) ყოფილ მოხელეს.  გ) უმაღლესი განათლების მქონე პირს[ანუ ბაკალავრებს].  დ)პირს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები. [ანუ სტუდენტებს]

 

 

2.სერტიფიცირების’’ ჩატარების უზრუნველყოფა[მუხ. 30-]

 

მუხლი 30. სერტიფიცირების ჩატარების უზრუნველყოფა

1. სერტიფიცირებას უზრუნველყოფს [„საჯარო სამსახურის’’]ბიურო.

[1. სერტიფიცირებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.(ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან)]

2. სერტიფიცირება’’ ტარდება ა)სახელმწიფო ენაზე, ბ)ელექტრონულად.

3. მოხელეთა სერტიფიცირების ჩატარების წესი და თემატიკა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

4. მოხელის სერტიფიკატის’’ მფლობელთა რეესტრს აწარმოებს ბიურო’’.

[4. მოხელის სერტიფიკატის მფლობელთა რეესტრს აწარმოებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.(ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან)]

 

1)    30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,  სერტიფიცირებას’ უზრუნველყოფს „საჯარო სამსახურის ბიურო’’[საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია 2025 -ის 1-ლი აპრილიდან]  ცენტრალიზებულად, რამდენადაც „მოხელის პროფესიისთვის’’ დადგენილი „სასტარტო მოთხოვნები’’ არის ერთიანი, კანონით დამკვიდრებული საჯარო სამსახურის სისტემის ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე.

 

„სერტიფიცირების’ შემოღების მიზანია, შეუმსუბუქოს შრომა “ საჯარო დაწესებულებებს’’ და მისცეს შესაძლებლობა „კონკურსის პროცედურების ფარგლებში’’ შეამოწმონ  კანდიდატის პროფესიული ცოდნა და კონკრეტული ვაკანსიისთვის აუცილებელი უნარები.

 

2)      იმის გათვალისწინებით, რომ „საჯარო სამსახურში’’ მიღების აუცილებელი წინაპირობაა „სახელმწიფო ენის ცოდნა’’, „სერტიფიცირება’’ ტარდება „ქართულ ენაზე’’, იმ მიზნით, რომ დადასტურდეს „ადმინისტრაციული წარმოების ენის’’ დამაკმაყოფილებელი ცოდნა. [იხ. 30-ე მუხლის მე-2 ნაწილი]

„სერტიფიცირება’ტარდება „ელექტრონულად’’ [იხ. 30-ე მუხლის მე-2 ნაწილი], რაც იძლევა პროცესის ცენტრალიზებულად მართვისა და მასში მსურველთა „დიდი რაოდენობის’’ მონაწილეობის, ამასთან ხშირი ჩატარების შესაძლებლობას.

 

3. მოხელეთა სერტიფიცირების’’   ჩატარების წესი და თემატიკა’’ განისაზღვრება მთავრობის მიერ, კანონქვემდებარე აქტით. [იხ. 30-ე მუხლის მე-3 ნაწილი], საკითხის კანონქვემდებარე აქტით მოწესრიგება გამართლებულია იმით, რომ საკითხი საჭიროებს მუდმივ განახლებას.

„სერტიფიცირების’’   პროცესის გამჭვირვალობის, მიუკერძოებელი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღების მიზნით, აუცილებელია რომ კანდიდატს წინასწარ ჰქონდეს ინფორმაცია „სერტიფიცირების თემატიკაზე’’.

უფლების დაცვის თვალსაზრისით, ასევე, მნიშვნელოვანია „სერტიფიცირების პროცედურების’წინასწარ განსაზღვრა.

4. „მოხელის სერტიფიკატის მფლობელთა რეესტრს აწარმოებს ბიურო’’. [საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია 2025 -ის 1-ლი აპრილიდან] [იხ. 30-ე მუხლის მე-4 ნაწილი],  

„ცენტრალიზებული სისტემა’’ ემსახურება „საჯარო დაწესებულებებისათვის’’ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რაც უადვილებს მათ საკონკურსო მოთხოვნების ერთ-ერთი კრიტერიუმის გადამოწმებას.

კერძოდ, „ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში’’ აისახება ინფორმაცია „სერტიფიცირებული პირების’’ თაობაზე, რაც ამარტივებს საჯარო დაწესებულების მხრიდან „საკონკურსო პროცედურების’’ ობიექტურად განხორციელებას და არის ერთგვარი უტყუარი მტკიცებულება „სერტიფიკატის მფლობელის’’ მიერ „სერტიფიცირების’’ ჩაბარების თაობაზე.

 

3.“სერტიფიცირების მონაწილისთვის’’ დადგენილი მოთხოვნები[მუხ.31-ე]

 

მუხლი 31. სერტიფიცირების მონაწილისათვის დადგენილი მოთხოვნები

სერტიფიცირებაში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელმაც მიაღწია 18 წელს და აქვს საშუალო განათლება მაინც.

 

კომენტარი:

 

·       სერტიფიცირებაში’’ მონაწილეობის წინაპირობაა მოხელის სტატუსის მოპოვებისათვის კანონის 27-ე მუხლში დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილება.

·       ეს კრიტერიუმებიაა)საქართველოს მოქალაქეობა, ბ)ქმედუნარიანობა და გ)18 წლის ასაკი.

·       რაც შეეხება დ)სახელმწიფო ენას, ეს არის არა წინაპირობა, არამედ შემოწმების საგანი’’.

·       დამატებით გამოყოფილია ე)საშუალო განათლება, როგორც მინიმალური მოთხოვნა, რომ პირი დაშვებული იქნეს სერტიფიცირების პროცესში. ეს მოთხოვნა, ამავდროულად, წარმოადგენს მოხელის სტატუსის მოპოვების მინიმალურ განათლების ცენზს’’.

 

4.“მოხელის სერტიფიკატის’’ მოქმედების ვადა [მუხ.32-]

 

მუხლი 32. მოხელის სერტიფიკატის მოქმედების ვადა

1. მოხელის სერტიფიკატის’’ მოქმედების ვადაა 5 წელი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში მოხელის თანამდებობაზე მოხელის სერტიფიკატის მფლობელის დანიშვნის შემთხვევაში მოხელის სერტიფიკატი უვადოა.

 

1)     სერტიფიცირების’’ წარმატებით გავლა დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით-„მოხელის სერტიფიკატით’’ , რომლის მოქმედების ვადაა 5 წელი.

 

ეს არის ის ოპტიმალური პერიოდი, რა ვადაშიც მოხელის სერტიფიკატის მქონე პირს’’ უფლება აქვს,   მიღებული სერტიფიკატის საფუძველზე’’, მიიღოს მონაწილეობა პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ შესაბამის კონკურსში.’’

 

2)     თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდება პირის საჯარო სამსახურში შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა’’, ივარაუდება, რომ თავიდან  უნდა შემოწმდეს რამდენად შეესაბამება მისი მდგომარეობა (ცოდნა და უნარები) მოხელის თანამდებობის დაკავებისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

 

სერტიფიცირების წარმატებით ჩაბარებიდან 5 წლის განმავლობაში პირის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში’’-„ სერტიფიკატის’’ მოქმედება უვადო ხდება.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები