მოხელეთათვის დადგენილი სპეციალური და დამატებითი მოთხოვნები[მუხ.28-ე]
სარჩევი:
შესავალი
: „მოხელეთათვის’’ დადგენილი „ძირითადი“, „სპეციალური“ და „დამატებითი მოთხოვნები’’
1. .„სპეციალური მოთხოვნები’’ [28-ე მუხლის 1-ლი ნაწილი]
ბ)„მე-2 რანგის თანამდებობაზე’’დასანიშნად კანონით დადგენილი - „სპეციალური მოთხოვნები’’
გ)„მე-3 რანგის თანამდებობაზე’’დასანიშნად კანონით დადგენილი - „სპეციალური მოთხოვნები
დ)„მე-4 რანგის თანამდებობაზე’’დასანიშნად კანონით დადგენილი - „სპეციალური მოთხოვნები
3. „საჯარო სამსახურის ბიურო’’ [28-ე მუხლის მე-3 ნაწილი]
ა)„დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები’’
შესავალი :
„მოხელეთათვის’’ დადგენილი „ძირითადი“, „სპეციალური“ და „დამატებითი მოთხოვნები’’
·
პირის „მოხელის თანამდებობაზე
მიღების საკანონმდებლო საფუძვლები’’ მოცემულია „საჯარო სამსახურურის
შესახებ’’ კანონის 27-ე-32-ე მუხლებში.
·
აღნიშნული „საფუძვლები’’ იყოფა სამ ნაწილად:
1) მოხელისათვის
დადგენილი „ძირითადი მოთხოვნები’’ (27-ე მუხლი),
2)
„სპეციალური მოთხოვნები’’ (28-ე მუხლი). და 3)„დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები’’ (28-ე
მუხლი).
·
გამიჯვნას საფუძვლად უდევს „კომპეტენციის გამიჯვნის’’ და „ნორმატიული
აქტების იერარქიულობის’’ პრინციპები
ხ.
·
„ძირითადი
მოთხოვნები’’ დგინდება კანონით;
·
კეროდ,“კანონმდებელი’’ კანონის 27-ე მუხლში განსაზღვრავს
იმ მოთხოვნებს, რომლებიც საერთოა მთელი საჯარო
სამსახურის სისტემისთვის და, რომლებსაც წაუყენებენ მოხელის
თანამდებობის დაკავების მსურველ პირს.
ხ
·
„სპეციალურ
მოთხოვნებს’’,
კანონის 28-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, ადგენს „საქართველოს მთავრობა’’, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით – „პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური
მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ „დადგენილებით’’.
ხ
·
„დამატებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნებს’’ ადგენს „საჯარო დაწესებულების
ხელმძღვანელი’’, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით.
ხ
·
მოხელისათვის დადგენილ „ძირითად’’ და „სპეციალურ’’ მოთხოვნებს აქვს „ის საერთო’’, რომ ორივე არის „ზოგადი’’ და „ვრცელდება მთელი
საჯარო სამსახურის სისტემაზე’’,
·
ხოლო „განმასხვავებელი ნიშანია’’ ის, რომ „კანონმდებელი’’
ზუსტად, ჩამონათვალის სახით განსაზღვრავს იმ „ძირითად მოთხოვნებს’’,
რომლებიც მინიმალური, აუცილებელი კრიტერიუმებია’’, ხოლო“ სპეციალურ მოთხოვნებთან’’ მიმართებით
ადგენს მათი განსაზღვრის „ზოგად კრიტერიუმებს’’.
სამაგიეროდ, საქართველოს მთავრობა, „კანონმდებლის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში’’
და „დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე’’, „თანამდებობების თითოეული იერარქიული
რანგისათვის’’ განსაზღვრავს სპეციალურ მოთხოვნებს.
[აკონკრეტებს „ზოგად კრიტერიუმებს’’]
·
„დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები’’ კი იმდენად მრავალფეროვანია,
რომ არც „კანონმდებელი’’[პარლამენტი] და არც მთავრობა არ დაადგენს მათ, არამედ „კანონმდებელი’’
განსაზღვრავს „ზოგად უფლებამოსილებას’’,
რომ „დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები’’ დაადგინოს
[თითოეული თანამდებობის/პოზიციის სპეციფიკის გათვალისწინებით, ამ თანამდებობისათვის/პოზიციისათვის
მოცემულ სამუშაო აღწერილობაზე დაყრდნობით]
„საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელმა’’
·
აღნიშნული პროცესის კანონმდებლობის
მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, კანონმდებელი ადგენს „საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის’’ მიერ
გადაწყვეტილების „საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროსთან’’ შეთანხმებას, რასაც ბიუროს უფლებამოსილებების გათვალისწინებით, აქვს
უფრო მეტად მხარდამჭერი, ვიდრე მაკონტროლებელი ფუნქცია
ხ
1.
.„სპეციალური მოთხოვნები’’ [28-ე მუხლის 1-ლი ნაწილი]
მუხლი
28. სპეციალური მოთხოვნები
და
დამატებითი
საკვალიფიკაციო
მოთხოვნები
1. მოხელის თანამდებობების „თითოეული იერარქიული რანგისათვის’’ დგინდება შესაბამისი „სპეციალური მოთხოვნები’’, რომლებითაც განისაზღვრება „ამ
რანგისათვის’’
აუცილებელი
ა)„განათლების დონე’’ და ბ)„გამოცდილება’’.
·
მოხელისათვის დადგენილი „ძირითადი მოთხოვნებისგან’’ განსხვავებით, რაც
„ფორმალური კრიტერიუმებით’’ არის განსაზღვრული, „სპეციალური მოთხოვნები’’ მიმართულია პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი „განათლებისა’’
და „გამოცდილების’’
განსაზღვრისაკენ.
·
„სპეციალური მოთხოვნები’’ დგინდება „მოხელის თანამდებობის
თითოეული იერარქიული რანგისათვის’’, [ხოლო „დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები’’
აღწერს „თითოეული თანამდებობისათვის/პოზიციისათვის’’
დადგენილ „დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს’’].
·
„სპეციალური მოთხოვნები’’ უფრო „ზოგადია’’ ,ისინი დგინდება „მოხელის თანამდებობის’’
„იერარქიული რანგებისათვის’’, [ხოლო „დამატებითი მოთხოვნები’’ „აზუსტებს და ავსებს’’ „ ზოგად’’
მოთხოვნებს’]
ხ
2..
საქართველოს
მთავრობის
დადგენილება
„პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობის თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ [28-ე მუხლის მე-2 ნაწილი]
მუხლი
28. სპეციალური მოთხოვნები
და
დამატებითი
საკვალიფიკაციო
მოთხოვნები
2. მოხელის თანამდებობების „თითოეული იერარქიული რანგისათვის’’ აუცილებელი „სპეციალური მოთხოვნები’’ განისაზღვრება „პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
·
„სპეციალურ მოთხოვნებს’’ ადგენს „პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობის თითოეული იერარქიული რანგისათვის
აუცილებელი სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს
მთავრობის დადგენილება (იხ. საქართველოს მთავრობის დადგენილება №218,
2017 წლის 28 აპრილი).
·
ამ „დადგენილების’’ თანახმად:
„იერარქიული რანგისათვის’’ შესაბამისი „სპეციალური მოთხოვნების’’ დადგენის მიზანია „თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი[საჭირო] ცოდნის დონის და გამოცდილების განსაზღვრა’’, რაც, თავის მხრივ, ემყარება „თითოეული იერარქიული რანგისათვის დადგენილ :
პასუხისმგებლობას, კომპეტენციასა და უფლებამოსილებას’’.
·
რამდენადაც „საჯარო მმართველობა’’ გულისხმობს „საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილებების განხორციელებას’’, პროცესი უნდა
ემყარებოდეს „შესასრულებელი სამუშაოს გადანაწილების კულტურას’’. ფუნქცია უნდა
სრულდებოდეს „მომზადებაზე პასუხისმგებელი, შესრულებაზე პასუხისმგებელი და კოორდინაციასა
და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი სუბიექტების მიერ.’’
·
„ სპეციალური მოთხოვნების’’ განსაზღვრით მთლიანად „საჯარო სამსახურის’’
სისტემაში იქმნება „მოხელის განათლებისა და გამოცდილების ერთიანი მინიმალური სტანდარტი’’.
ხ
ა)„პროფესიული საჯარო მოხელის’’ „პირველი რანგის თანამდებობაზე’’დასანიშნად კანონით დადგენილი - „სპეციალური მოთხოვნები’’
·
იმის გათვალისწინებით, რომ „პირველი რანგი’’ გულისხმობს
„მაღალ მმართველობით დონეს’’ და მიიღწევა „კარიერული განვითარების’’ საფუძველზე, „დახურული კონკურსით’’, [„პირველი რანგისთვის’’]აუცილებელ “ სპეციალურ მოთხოვნებად“ განისაზღვრა:
a.
„უმაღლესი განათლება’’,
b.
„სპეციალობით ან/და შესაბამის
დარგში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მათ შორის, „ხელმძღვანელ თანამდებობაზე’’
მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება’’.
·
ეს მინიმალური მოთხოვნა გამომდინარეობს იქიდან, რომ პირველი რანგის თანამდებობაზე დანიშნულ პირს
აქვს „საჯარო დაწესებულების საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული მიმართულების ზედამხედველობისა და კოორდინაციის
განხორციელების უფლებამოსილება’’.
ხ
·
„ უმაღლესი განათლება’’
არის საქართველოს განათლების სისტემის ყველაზე მაღალი საფეხური, რაც თავის მხრივ, მოიცავს
ბაკალავრიატს, მაგისტრატურასა და დოქტორანტურას.
·
ამ ეტაპზე კანონმდებელი არ ადგენს „თითოეული ამ საფეხურის მნიშვნელობას
საჯარო სამსახურში კარიერული წინსვლისათვის’’.
ხ
·
რაც შეეხება მუშაობის “ არანაკლებ ხუთწლიან გამოცდილებას’’,
კანონმდებელი მიიჩნევს, რომ ეს არის „კარიერული კიბის ზედა
საფეხურამდე ასასვლელი მინიმალური პერიოდი’’, ხოლო „2 წელი ხელმძღვანელ
თანამდებობაზე მუშაობა’’ კი – „აუცილებელი
წინაპირობა’’ „პირველი რანგის თანამდებობაზე მენეჯერული
ფუნქციების განსახორციელებლად’’.
ბ)„მე-2 რანგის თანამდებობაზე’’დასანიშნად კანონით დადგენილი - „სპეციალური მოთხოვნები’’
·
მეორე რანგი აერთიანებს „საშუალო მმართველობითი დონის თანამდებობებს’’,
რომლებსაც, ასევე, მოეთხოვება ა)„უმაღლესი განათლება’’
და ბ)“სპეციალობით
ან შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება’’.
·
მოთხოვნა გამომდინარეობს იქიდან, რომ თანამდებობა გულისხმობს საჯარო დაწესებულების
საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული მიმართულების ქვეშ არსებული ქვემიმართულების ზედამხედველობისა
და კოორდინაციის განხორციელების პასუხისმგებლობას, კომპეტენციასა და უფლებამოსილებას.
·
ამ შემთხვევაში მოთხოვნილი 2 წელი არის ის მინიმალური
დრო, რაც აუცილებელია რანგირების კიბის ამ საფეხურზე ასასვლელად.
·
ეს არის „მმართველობის’’ ის დონე, სადაც „მოხელე’’ იძენს „პირველი რანგისათვის
მნიშვნელოვან’’ „ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილებას’’.
გ)„მე-3 რანგის თანამდებობაზე’’დასანიშნად კანონით დადგენილი - „სპეციალური მოთხოვნები
·
„მესამე რანგისათვის’’, ანუ „უფროსი სპეციალისტის’’ დონისთვის დგინდება ა)“უმაღლესი განათლება’’ და ბ)“მუშაობის
არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება’’, [რაც მოიცავს მუშაობის პერიოდს „მესამე
რანგამდე’’].
·
აღნიშნული მოთხოვნა შეესაბამება ამ რანგისათვის დადგენილ საჯარო დაწესებულების
საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული მიმართულების/ქვემიმართულების ფუნქციების შესრულების
პასუხისმგებლობას, კომპეტენციასა და უფლებამოსილებას.
დ)„მე-4
რანგის
თანამდებობაზე’’დასანიშნად კანონით დადგენილი - „სპეციალური მოთხოვნები
·
„მეოთხე რანგისათვის’’ აუცილებელი
„სპეციალური მოთხოვნაა’’ ა) „სრული ზოგადი
განათლება’’, ხოლო ბ)“ სამუშაო გამოცდილება’’ არ მოითხოვება,
რამდენადაც ეს „უმცროსი სპეციალისტის’’ დონე გულისხმობს საჯარო
დაწესებულების საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული მიმართულების/ქვემიმართულების ფუნქციების
შესასრულებლად მომზადების პასუხისმგებლობას, კომპეტენციასა და უფლებამოსილებას.
ხ
ყურადღება:
·
„საჯარო სამსახურში’’ საქმიანობა იწყება „მეოთხე
რანგის თანამდებობიდან’’ და მისი დაკავება ხდება „ღია კონკურსის’’ საფუძველზე. [ეს დაიმახსოვრე]
·
ამდენად, ლოგიკურია ის „მინიმალური მოთხოვნა’’,
რაცდადგენილია ამ საფეხურისთვის[„მეოთხე რანგისთვის’’] ,იმის გათვალისწინებით, რომ პირი არის გადაწყვეტილების
მომზადებაზე პასუხისმგებელი და მუშაობს შესრულებაზე პასუხისმგებელი პირის ზედამხედველობის
ქვეშ.
ხ
·
„საჯარო მოხელის თანამდებობის თითოეული იერარქიული რანგისათვის’’ აუცილებელი
„სპეციალური მოთხოვნების’’ განსაზღვრა „კანონქვემდებარე აქტით’’ გამართლებულია
იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი მოწესრიგებულია საქართველოს განვითარების დღევანდელი
რეალობის შესაბამისად.
ხ
·
„საჯარო სამსახურის’’ სისტემის „მომავალი განვითარება’’ მოითხოვს საკითხის უფრო
„დეტალურ’’ მოწესრიგებას.
·
უნდა განისაზღვროს „უმაღლესი განათლების’’
„თითოეული საფეხურის’’
მნიშვნელობა „საჯარო სამსახურის კარიერული განვითარების საქმეში’’.
·
ასევე უნდა შეიქმნას „საჯარო მოხელეთა პროფესიული
განათლების სისტემა’’.
·
ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმის შედეგები სწრაფად შეიძლება აისახოს
„კანონქვემდებარე აქტში’’, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების
და დამატებების შეტანის რთული გზის გავლის გარეშე.
3.
„საჯარო სამსახურის ბიურო’’ [28-ე მუხლის მე-3 ნაწილი]
მუხლი
28. სპეციალური მოთხოვნები
და
დამატებითი
საკვალიფიკაციო
მოთხოვნები
3. „დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს’’ ადგენს „საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი’’ „საქართველოს
საჯარო სამსახურის ბიუროსთან’’ შეთანხმებით, „თითოეული თანამდებობის სპეციფიკის’’ და „ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის’’ გათვალისწინებით.
ა)„დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები’’
·
„დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები’’ დგინდება „დაწესებულების
ხელმძღვანელის’’ მიერ გამოცემული „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით’’.
·
მისი გამოცემის საფუძველია მოხელის
ამ თანამდებობისათვის დადგენილი „სამუშაო აღწერილობის’’ შინაარსი .
·
„სამუშაოს აღწერილობის’’ არ არსებობა გამორიცხავს „დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების’’ დადგენას.
·
ეს ხდება „თანამდებობის/პოზიციის’’ „საკონკურსოდ განსაზღვრამდე’’ და არა უშუალოდ კონკურსის
გამოცხადების დროს.
ვაკანტურ თანამდებობას/პოზიციას უნდა ჰქონდეს მისი დაკავებისათვის აუცილებელი
„დამატებითი საკვალიფიკაციო
მოთხოვნები’’ მიუხედავად იმისა, იგეგმება თუ არა უახლოეს მომავალში კონკურსის
გამოცხადებ
ხ
ბ) „საჯარო სამსახურის ბიურო’’
·
ამ მუხლის მესამე პუნქტი ითვალისწინებს საჯარო დაწესებულების მიერ დამატებითი
საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის მიზნით ჩატარებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში სხვა
ადმინისტრაციული ორგანოს – „საჯარო სამსახურის ბიუროს’’, მონაწილეობას.
·
„საჯარო დაწესებულება’’, „საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის’’[სზაკ-ი] 84-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის ბიუროს’’ „შესათანხმებლად’’ უგზავნის
საკუთარი გადაწყვეტილების პროექტს.
·
„საჯარო სამსახურის ბიურო’’ უფლებამოსილია ორი კვირის ვადაში წარადგინოს „წერილობითი დასკვნა’’, სადაც
„ეთანხმება’’ ან „აძლევს შენიშვნებს’’ და რეკომენდაციებს „საჯარო დაწესებულებას’’.
·
აღნიშნულ ვადაში ბიუროს მიერ
„დასკვნის წარუდგენლობა’’ არ დააბრკოლებს
„საჯარო სამსახურის’’
მხრიდან „აქტის’’ გამოცემას.
·
„ბიუროს შენიშვნა/ რეკომენდაცია’’ უნდა იყოს „წერილობით დასაბუთებული’’.
·
„კანონმდებელი ‘’ არ ახდენს
„ორ ადმინისტრაციულ ორგანოს’’ შორის ურთიერთობის ფორმალიზებას. ეს შესაძლებელია მიმდინარეობდეს
მათი „ოფიციალური სამსახურებრივი მეილების’’ საშუალებით.
·
„საჯარო დაწესებულება’’ უფლებამოსილია
გამოსცეს „დამატებითი მოთხოვნების’’ დამტკიცების
თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი
„ბიუროს’’ უარყოფითი დასკვნის მიუხედავად,
ანუ დასკვნაში ასახული შენიშვნების და რეკომენდაციების გაუთვალისწინებლად.
·
„ბიუროს’’ არ გააჩნია „სხვა დამატებითი კონტროლის მექანიზმი’’ და „შესასრულებლად
სავალდებულო ძალის მქონე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება’’.
·
ასეთ შემთხვევაში ბიურო უფლებამოსილია,
„მისი რეკომენდაციის გაუთვალისწინებლად’’ დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესახებ „შენიშვნა’’ ასახოს „საჯარო სამსახურის’’ „საბჭოსა’’ და“ საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის’’ წარსადგენ ანგარიშში.
ყურადღება:
2025 წლის 1-ლი აპრილიდან
იცვლება ამ მუხლის მე-3 ნაწილი და „საჯარო
დაწესებულების ხელმძღვანელი’’ „დამატებით საკვალიფიკაციო
მოთხოვნებს’’ დაადგენს არა „საჯარო სანსახურის ბიუროსთან’’ ,არამედ „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან’’ შეთანხმებით,
მუხლი
28. სპეციალური მოთხოვნები
და
დამატებითი
საკვალიფიკაციო
მოთხოვნები
[3. „დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს’’ ადგენს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან’’ შეთანხმებით, „თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა’’ და ამ „თანამდებობისთვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის’’ გათვალისწინებით.(ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან)]
Комментарии
Отправить комментарий