1. „მოხელეთათვის’’ დადგენილი „ძირითადი“ მოთხოვნები’’[მუხ.27-ე]
სარჩევი
1. „მოხელეთათვის’’ დადგენილი „ძირითადი“, „სპეციალური“ და „დამატებითი მოთხოვნები’’
3.მოხელის თანამდებობაზე მიღებისთვის დადგენილი „ნეგატიური დათქმა’’ [27-ე მუხლის მე-2 ნაწილი]
1.
„მოხელეთათვის’’ დადგენილი „ძირითადი“, „სპეციალური“ და „დამატებითი მოთხოვნები’’
·
პირის „მოხელის თანამდებობაზე
მიღების საკანონმდებლო საფუძვლები’’ მოცემულია „საჯარო სამსახურურის
შესახებ’’ კანონის 27-ე-32-ე მუხლებში.
·
აღნიშნული „საფუძვლები’’ იყოფა სამ ნაწილად:
1) მოხელისათვის
დადგენილი „ძირითადი მოთხოვნები’’ (27-ე მუხლი),
2)
„სპეციალური მოთხოვნები’’ (28-ე მუხლი). და 3)„დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები’’ (28-ე
მუხლი).
·
გამიჯვნას საფუძვლად უდევს „კომპეტენციის გამიჯვნის’’ და „ნორმატიული
აქტების იერარქიულობის’’ პრინციპები
ხ.
·
„ძირითადი
მოთხოვნები’’ დგინდება კანონით;
·
კეროდ,“კანონმდებელი’’ კანონის 27-ე მუხლში განსაზღვრავს
იმ მოთხოვნებს, რომლებიც საერთოა მთელი საჯარო
სამსახურის სისტემისთვის და, რომლებსაც წაუყენებენ მოხელის
თანამდებობის დაკავების მსურველ პირს.
ხ
·
„სპეციალურ
მოთხოვნებს’’,
კანონის 28-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, ადგენს „საქართველოს მთავრობა’’, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით – „პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური
მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ „დადგენილებით’’.
ხ
·
„დამატებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნებს’’ ადგენს „საჯარო დაწესებულების
ხელმძღვანელი’’, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით.
ხ
·
მოხელისათვის დადგენილ „ძირითად’’ და „სპეციალურ’’ მოთხოვნებს აქვს „ის საერთო’’, რომ ორივე არის „ზოგადი’’ და „ვრცელდება მთელი
საჯარო სამსახურის სისტემაზე’’,
·
ხოლო „განმასხვავებელი ნიშანია’’ ის, რომ „კანონმდებელი’’
ზუსტად, ჩამონათვალის სახით განსაზღვრავს იმ „ძირითად მოთხოვნებს’’,
რომლებიც მინიმალური, აუცილებელი კრიტერიუმებია’’, ხოლო“ სპეციალურ მოთხოვნებთან’’ მიმართებით
ადგენს მათი განსაზღვრის „ზოგად კრიტერიუმებს’’.
სამაგიეროდ, საქართველოს მთავრობა, „კანონმდებლის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში’’
და „დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე’’, „თანამდებობების თითოეული იერარქიული
რანგისათვის’’ განსაზღვრავს სპეციალურ მოთხოვნებს.
[აკონკრეტებს „ზოგად კრიტერიუმებს’’]
·
„დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები’’ კი იმდენად მრავალფეროვანია,
რომ არც „კანონმდებელი’’[პარლამენტი] და არც მთავრობა არ დაადგენს მათ, არამედ „კანონმდებელი’’
განსაზღვრავს „ზოგად უფლებამოსილებას’’,
რომ „დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები’’ დაადგინოს
[თითოეული თანამდებობის/პოზიციის სპეციფიკის გათვალისწინებით, ამ თანამდებობისათვის/პოზიციისათვის
მოცემულ სამუშაო აღწერილობაზე დაყრდნობით]
„საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელმა’’
·
აღნიშნული პროცესის კანონმდებლობის
მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, კანონმდებელი ადგენს „საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის’’ მიერ
გადაწყვეტილების „საქართველოს საჯარო
სამსახურის ბიუროსთან’’ შეთანხმებას, რასაც ბიუროს უფლებამოსილებების
გათვალისწინებით, აქვს უფრო მეტად მხარდამჭერი, ვიდრე მაკონტროლებელი ფუნქცია
ხ
2.მოხელის თანამდებობაზე მიღებისთვის დადგენილი „ძირითადი მოთხოვნების’’ პოზიტიური ჩამონათვალი[27-ე მუხლის 1-ლი ნაწილი]
მუხლი 27. მოხელისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები
1. „მოხელედ’’ [ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) იცის სახელმწიფო ენა;
ბ) მიაღწია 18 წელს;
გ) აქვს ამ კანონით გათვალისწინებული მოხელის სერტიფიკატი.
ა) „ საქართველოს
მოქალაქეობა’’
·
საჯარო სამსახურში მოხელისათვის
განკუთვნილი თანამდებობის დაკავების აუცილებელი წინაპირობაა -საქართველოს მოქალაქეობა.
·
ეს მოთხოვნა გამომდინარეობს იმ თავისებურებიდან, რომ ქვეყანაში ძირითადი
მმართველობითი უფლებამოსილებები ხორციელდება საჯარო
სამსახურის მიერ.
·
საჯარო სამსახურის სისტემა,
თავის მხრივ, ემყარება“ მოხელის’’ ინსტიტუტს, ანუ თითოეული „საჯარო დაწესებულების’’ „ საჯარო მმართველობის ორგანიზაციული მოწყობის
სტრუქტურა’’ იქმნება“ მოხელისთვის’’ განკუთვნილ
საშტატო თანამდებობათა ლოგიკური ერთობლიობის საფუძველზე.
·
რამდენადაც საჯარო სამსახური „ქვეყნის წინაშე სამსახურს’’ გულისხმობს, კანონით
განსაზღვრული“ ერთგულების პრინციპიდან’’ გამომდინარე, მოხელე უნდა იყოს იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ის ემსახურება
ბ)“სახელნწიფო
ენის ცოდნა’’
·
საჯარო სამსახურში მოხელის თანამდებობის
დაკავების აუცილებელ წინაპირობად „სახელმწიფო
ენის ცოდნის’’ მოთხოვნა გამომდინარეობს იქიდან, რომ საჯარო დაწესებულებებში „ადმინისტრაციული
წარმოება’’ სახელმწიფო ენაზე ხორციელდება სახელმწიფო
ენის არცოდნა გამორიცხავს
მოხელის მიერ მმართველობითი უფლებამოსილებების განხორციელებას.
გ)“ასაკი’’
·
საჯარო სამსახურში მოხელის თანამდებობის დაკავებისათვის დადგენილი
ასაკი – 18 წელი, არის ის აუცილებელი კრიტერიუმი,
რომელიც ადასტურებს მის ქმედუნარიანობას, განახორციელოს დასაკავებელი თანამდებობისათვის
განსაზღვრული უფლებამოსილებები.
·
აღნიშნულ ასაკში პირი აღწევს იმ გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს, რაც
საშუალებას აძლევს მას იყოს სახელმწიფოს სამსახურში და აიღოს მთელი რიგი პასუხისმგებლობები.
·
თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოხელის ყველა თანამდებობის დაკავება შესაძლებელი ხდება აღნიშნული ასაკის მიღწევით.
·
მოხელის თანამდებობისათვის დადგენილი „სპეციალური’’
და „დამატებითი’’ საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მაგ., „უმაღლესი განათლება’’ და
„გამოცდილება’’, ავტომატურად ზრდის საჯარო სამსახურის
დასაკავებლად დადგენილ ამ ასაკს.
·
1997 წლის საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ „სახელმწიფო მოხელის’’ და „ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის’’ თანამდებობის
დასაკავებლად ადგენდა განსხვავებულ ასაკს – 21 და 18 წელს.
·
იმის გათვალისწინებით, რომ ახალი
კანონი ამკვიდრებს „საჯარო სამსახურის ერთიანობის პრინციპს’’, პირველ რიგში, არ
იცნობს მოხელეთა აღნიშნულ ორ კატეგორიას და, შესაბამისად, არ ადგენს განსხვავებულ
ასაკობრივ მოთხოვნას საჯარო მმართველობის განმახორციელებელი პირების მიმართ „სახელმწიფო’’ და „მუნიციპალურ’’ ორგანოებში.
·
საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილებების გამიჯვნა „სახელმწიფო ორგანოების
უფლებამოსილებებად’’ და „ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებად’’
არ ხდება იმის მიხედვით, „თუ რამდენად რთულია ან რამდენად მნიშვნელოვანი ეს
კომპეტენცია’’.
·
„თვითმმართველობის კომპეტენციების’’ შესრულება საჭიროებს იგივე პიროვნულ მახასიათებლებს (უნარები და პასუხისმგებლობის
გრძნობა), რაც აუცილებელია „სახელმწიფო უფლებამოსილებების განსახორციელებლად’’.
დ) „მოხელის სერტიფიკატი’’
·
საჯარო სამსახურში მოხელის თანამდებობის დაკავების წინაპირობაა „მოხელის სერტიფიკატის’’ ქონა.
·
აღნიშნული მოთხოვნა უკავშირდება „მოხელის სტატუსს’’.
·
„სერტიფიკატის’’ მოთხოვნა ემსახურება იმის დადგენას, აქვს თუ არა პირს
ის „მინიმალური ცოდნა’’, რაც აუცილებელია
„მმართველობითი პასუხისმგებლობის გასააზრებლად’’, და ის „ზოგადი უნარები’’, რაც აუცილებელია „თეორიული
ცოდნის’’ სამუშაო ადგილზე [ახალ, გაუთვალისწინებელ,
მულტიდისციპლინურ გარემოში] ტრანსფორმირებისა და შემდგომი გაღრმავებისთვის.
ხ
3.მოხელის თანამდებობაზე მიღებისთვის დადგენილი „ნეგატიური დათქმა’’ [27-ე მუხლის მე-2 ნაწილი]
მუხლი 27. მოხელისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები
2. პირი მოხელედ არ მიიღება, თუ:
ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის;
ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისათვის და დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული;
გ) მან სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
დ) მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ე) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
·
მოხელის თანამდებობაზე მიღებისთვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნების პოზიტიური
ჩამონათვალის შემდეგ კანონმდებელი კანონის ამ მუხლის მე-2 პუნქტში აყალიბებს ნეგატიურ დათქმას, რომ:
„დაუშვებელია მოხელის თანამდებობის დაკავება’’:
a. თუ პირი ნასამართლევია განზრახი
დანაშაულისათვის,
b. თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა
დისციპლინური გადაცდომისათვის და გათავისუფლებიდან ერთი წელი არ არის გასული,
c. თუ მან სამსახურში მიღებისას
არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების
ცნობა ან წარმოდგენილი ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების
ფაქტს,
d. აგრეთვე თუ მას სასამართლოს მიერ
ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება,
e. ან იგი სასამართლომ მხარდაჭერის
მიმღებად ცნო (თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული).
·
ეს არის ის „ფაქტობრივი გარემოებები’’, რომელთა არსებობის შემთხვევაში
პირი ვერ განახორციელებს მოხელის თანამდებობისათვის დაკისრებულ უფლებამოსილებებს, პირველ
რიგში, იმის გათვალისწინებით, რომ ეს საფრთხეს
შეუქმნის საჯარო სამსახურის მიმართ მოქალაქეების ნდობას და ეჭვს გააჩენს მმართველობითი გადაწყვეტილებების მიუკერძოებლობისა
და კანონიერების პრინციპებთან შესაბამისობისადმი, ხოლო „მხარდაჭერის მიმღებად’’
ცნობის შემთხვევაში ივარაუდება, რომ პირს არ შესწევს უნარი განახორციელოს საჯარო მმართველობითი
უფლებამოსილებები.
·
პირის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის აქ ჩამოთვლილი შეზღუდვების არ არსებობა უნდა დადასტურდეს „შესაბამისი დოკუმენტების’’ საფუძველზე,
რომელთა „წარდგენის
ვალდებულებაც’’ უნდა განისაზღვროს „საკონკურსო
მოთხოვნებში.’’
4.“უცხოეთში
მცხოვრები თანამემამულის’’ სტატუსის მქონე
„ქმედუნარიანი
პირის’’ საქართველოში „საჯარო სამსახურში’’ მიღება [27-ე
მუხლის
3 პუნქტი ]
მუხლი 27. მოხელისათვის
დადგენილი
ძირითადი
მოთხოვნები
3. „უცხოეთში
მცხოვრები თანამემამულის’’ სტატუსის მქონე „ქმედუნარიანი პირი’’, რომელსაც აქვს ა)სათანადო ცოდნა და
გამოცდილება, ბ)მიაღწია 18 წელს და
გ)იცის სახელმწიფო ენა, საჯარო სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ შრომითი
ხელშეკრულების საფუძველზე.
·
ამ მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს გამონაკლისს
იმ ზოგადი შეზღუდვიდან, რაც დადგენილია „უცხო
ქვეყნის მოქალაქის’’ დასაქმებასთან დაკავშირებით საქართველოს საჯარო სამსახურის სისტემაში.
·
ეს „გამონაკლისი’’ ვრცელდება „უცხოეთში
მცხოვრები თანამემამულის’’ სტატუსის მქონე ქმედუნარიანი
პირების მიმართ, რომლებმაც ა)იციან სახელმწიფო ენა, ბ)აქვთ სათანადო ცოდნა და
გამოცდილება დაგ) მიაღწიეს 18 წლის ასაკს.
·
თუმცა საჯარო სამსახურში მათი
დასაქმება დასაშვებია მხოლოდ
შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე და ისეთ თანამდებობაზე, რომელიც
არ არის „მოხელისათვის’’
განკუთვნილი.[!]
ხ
·
„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული
ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების მიზანი იყო უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების საქართველოსთან დაახლოებისათვის
შეექმნა სამართლებრივი საფუძველი.
·
„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის’’
სტატუსი შეიძლება მიენიჭოს: ა)“საქართველოს
მოქალაქეს, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში’’ ან ბ)“სხვა სახელმწიფოს
მოქალაქეს, რომელიც წარმომავლობით საქართველოდან არის ან/და რომლის მშობლიური ენა ქართველურ-კავკასიურ
ენებს მიეკუთვნება’’;
·
სახელმწიფოს მიზანია, ხელი შეუწყოს
ამ ადამიანების სახელმწიფოსთან ბმას და სტიმული
მისცეს მათ, ითანამშრომლონ საქართველოსთან.
·
ამ მიზნის მისაღწევად„უცხოეთში
მცხოვრები თანამემამულის სტატუსი დაკავშირებულია
გარკვეულ პრივილეგიებთან.
·
„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული
ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11
მუხლით განსაზღვრული უფლებები, როგორიცაა, მაგ., ა)„უფლება მონაწილეობა მიიღოს
სპორტულ შეჯიბრებაში საქართველოს სახელით ეროვნული ნაკრები გუნდის შემადგენლობაში’’[მიქაუტაძე],
ბ)“უფლება, კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფოს დაფინანსებით საქართველოში მიიღოს
ზოგადი და უმაღლესი განათლება’’ ან კიდევ,
გ)“საჯარო სამსახურში მიღებულ იქნეს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, თუ აკმაყოფილებს
კანონით დადგენილ მოთხოვნებს’’ , არის ის ინსტრუმენტები,
რომლებიც ქმნიან „საქართველოსთან ურთიერთობის შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის ინტერესებისათვის
ზიანის მიყენების გარეშე’’.
·
„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული
ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის’’ სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლებს „სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი
უსაფრთხოების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე’’.
ხ
·
„საჯარო სამსახურში’’ „პროფესიულ
საჯარო მოხელეს’’ აქვს მნიშვნელოვანი „მმართველობითი ფუნქციები’’,
რომელთა „სუბიექტისათვის[პირისთვის] გადაცემა’’ საჭიროებს ისეთ მყარ სამართლებრივ სტატუსს,
როგორიცაა „მოქალაქეობა’’, რათა „საფრთხის ქვეშ არ
დადგეს’’ ქვეყნის და „საჯარო სამსახურის’’ ფუნქციონირების
-ინტერესები
Комментарии
Отправить комментарий