"ადმინისტრაციული სამართალდარღვევის'' -სამართლებრივი ბუნება,სტრუქტურა,ცნება,სახდელთა სისტემა

 

სარჩევი:

შესავალი: 1

1.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სამართლებრივი ბუნება. 1

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’ სტრუქტურა. 2

) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სუბიექტი. 3

) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ობიექტი. 4

)ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის სუბიექტური მხარე. 5

) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ობიექტური მხარე. 5

)მართლწინააღმდეგობა. 6

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისცნება. 6

ადმინისტრაციული სახდელების სისტემა. 7

 

 

 

შესავალი:

·        სამრალდარღვევაზე რეაგირებისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების სამართლებრივი ბუნების განსაზღვრამდე კიდევ ერთხელ ავღნიშნოთ, რომ პოლიციის ორგანოების ერთ-ერთი ფუნქციაა’’ –„ დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება სამართალდარღვევის ფაქტებზე’’

.

·        ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ‘’[!]რეგირების ღონისძიებებს, პოლიცია ახორციელებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის’’ და სხვა, შესაბამისი ნორმატიული აქტების’’ საფუძველზე.

·        აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენი კვლევის ინტერესს წარმოადგენს, პოლიციის პრევენციული და ადმინისტრაციულ- სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებისა და მათი სამართლებრივი ფორმების გამიჯვნა.

·         ნაშრომის წინა თავში დეტალურად განვიხილეთ პოლიციის პრევენციული და რეპრესიული ღონისძიებები.

·        წინამდებარე თავში განვიხილავთ პოლიციის რეპრესიული ღონისძიების, კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე’’  რეაგირების სამართლებრივ ბუნებას და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე წარმოების პროცესის შესაბამის საშუალებებს.

·        ზემოაღნიშნული საკითხების საფუძვლიანი შესწავლისთვის, აუცილებელია გამოვიკვლიოთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სამართლებრივი ბუნება.

 

 

1.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სამართლებრივი ბუნება

 

·        ადმინისტრაციული სამართალდარღვევების’’  სამართლებრივი ბუნების განსაზღვრასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნების, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს  და  პრეცედენტული სამართლის მიდგომაც განსხვავებულია.

·        საყურადღებოა, რომ ნაკლები მნიშვნელობის’’ დარღვევები ამა თუ იმ სამართლებრივ სისტემაში, გამიჯნულია სისხლის სამართლისგან და ადმინისტრაციული სამართლის დარგის რეგულირების საგანს წარმოადგენს, თუ სისხლის სამართლის ნაწილია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ყველა წევრი სახელმწიფოს მიმართ იყენებს ერთიან სტანდარტს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დებულებების მოქმედების გასავრცელებლად.

·         ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით სამართლიან სასამართლოზე უფლება შემოსაზღვრულია მხოლოდ სისხლისსამართლებრივი ბრალდებით, ან სამოქალაქო სამართლებრივი უფლებით.

·        იმისთვის, რომ განმცხადებელმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამართლიანი სასამართლოს მრავალასპექტიანი უფლების დარღვევაზე იდავოს, უნდა დაამტკიცოს მე-6 მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი ბრალდების, ან სამოქალაქო უფლების არსებობა.

·        ადმინისტრაციული საქმეების განხილვის სტანდარტი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს პრაქტიკაში -არ მოიძებნება.

·        განეკუთვნება თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები მე-6 მუხლით გათვალისწინებულ ,,სისხლის სამართლის ბრალდებას”, თუ სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის ქვეშ ხვდება, ამას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ცალკეულ შემთხვევაში, მის მიერ წლების განმავლობაში პრეცედენტული სამართლით დამკვიდრებული კრიტერიუმების საფუძველზე ადგენს.

·        სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, იმის დასადგენად, თუ რა ბუნებისაა პასუხისმგებლობა, რომელიც პირს ეკისრება, უნდა შემოწმდეს სამი ნიშნის მიხედვით:

 

1. ქმედება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, უნდა მიეკუთვნებოდეს სისხლის სამართალს;

 

2. ქმედება, ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით არ მიეკუთვნება სისხლის სამართალს, მაგრამ თავისი ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება გააჩნდეს სისხლისსამართლებრივი ხასიათი;

 

3. ამა თუ იმ ქმედების ჩადენისთვის დაკისრებული სასჯელი, თავისი ბუნებით საკმარისად მკაცრია და მძიმე;

 

 ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ქმედება, რომელიც პირდაპირ არის გათვალისწინებული ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სისხლის სამართლის კანონმდებლობით, ითვლება სისხლისსამართლებრივად, ხოლო კონკრეტულ შემთხვევებში კი სასამართლოს მსჯელობის საკითხი იქნება.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’ სტრუქტურა

 

·        საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რომ მივიჩნიოთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და გამოვიყენოთ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის კანონით დადგენილი ღონისძიება, ის უნდა შეიცავდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სტრუქტურის ელემენტებს:

 

a.      ქმედების შემადგენლობა;

b.      მართლწინააღმდეგობა;

c.       ბრალი.

 

·        ევროპის ქვეყნებიდან ადმინისტრაციულ-დელიქტური კანონმდებლობის სფეროში, ესტონეთმა  შეითვისა პასუხისმგებლობის სუბიექტების „ობიექტური ბრალის“ კონცეფცია, რომლის თანახმადაც, ქმედება ითვლება ბრალეულად აღსრულებული, თუ დადგენილია მხოლოდ მისი აღსრულების ფაქტი.

·        სხვა ქვეყნებმა დაიტოვეს უფლება ადმინისტრაციული დელიქტების ჩადენისთვის, ბრალის ფორმების გადანაწილებით - განზრახვით და გაუფრთხილებლობით. მაგალითად სლოვენიაში,  აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ადმინისტრაციული გადაცდომები წარმოადგენს სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების ნაირსახეობას;

·        ხოლო ჩეხეთში ადრეც წარმოადგენდა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების ნაირსახეობას;

·        რაც შეეხება ლიეტუვას იქ მოქმედებს მოძველებული ადმინისტრაციულ-დელიქტური კანონი.

·        ევროპის ყველა სახელმწიფოში ადმინისტრაციულ გადაცდომებზე პასუხისმგებლობის სუბიექტებად, ფიზიკურ პირებთან თანაბრად შესაძლოა იყვნენ იურიდიული პირებიც. მხოლოდ ავსტრიასა და იტალიაში  დელიქტების განხორციელების სუბიექტებად გამოდიან ფიზიკური პირები, ხოლო იურიდიულ პირებს პასუხისმგებლობის ვალდებულება ეკისრება ჯარიმის გადახდის სახით.

·        რაც შეეხება საქართველოს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მიმართ იურიდიულ პირებს პასუხისმგებლობის ვალდებულება ეკისრება ჯარიმის გადახდის სახით,

·        თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი დღის მდგომარეობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგად დებულებებში, ჯერაც არ არის პირდაპირ გათვალისწინებული იურიდიული პირის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი დებულებები.

 

·        ქართულ ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სტრუქტურის ელემენტები განმარტებულია შემდეგნაირად:

a.      ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სუბიექტი;

b.      ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ობიექტი;

c.      ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სუბიექტური მხარე;

d.     ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ობიექტური მხარე

 

 

 ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სუბიექტი

 

·        ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სუბიექტია ფიზიკური, შერაცხადი პირი, რომელსაც სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის შეუსრულდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი.

·        ადმინისტრაციულ სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-13 მუხლით, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეულ პირს.

·        კანონმდებელმა სუბიექტის განმარტებისათვის ასაკთან ერთად მოგვცა შერაცხადობის ნიშანი.

·         იმისათვის, რომ სახეზე იყოს გადაცდომის სუბიექტი, მას უნდა ახასიათებდეს ორივე ნიშანი ერთდროულად.

·        ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ ეკისრება პირს, რომელიც კანონსაწინააღმდეგო მოქმედების ჩადენის ან უმოქმედობის დროს იმყოფებოდა შეურაცხად მდგომარეობაში, ესე იგი, არ შეეძლო ანგარიში გაეწია თავისი მოქმედებისათვის, ან ეხელმძღვანელა ამ მოქმედებისათვის ქრონიკული სულიერი დაავადების, სულიერი მდგომარეობის, დროებითი მოშლილობის, ჭკუასუსტობის, ან სხვა ავადმყოფური მდგომარეობის გამო.

·        რაც შეეხება იურიდიულ პირს, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სუბიექტს, პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რომელიც ჩადენილია მისი  პასუხისმგებელი პირის მიერ - ამ იურიდიული პირის სახელით, ან მისი მეშვეობით, (გამოყენებით) ან/და მის სასარგებლოდ.

 

) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ობიექტი

 

·        ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ობიექტია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობით დაცული ის სიკეთე, რასაც ხელყოფს, ან ზიანს აყენებს სუბიექტი.

·        „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ობიექტების’’ სისტემა თავმოყრილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის განსაკუთრებულ ნაწილში’’ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის’’  სხვა ნორმატიულ აქტებში.

·        არსებობს სამართალდარღვევის სამი სახის ობიექტი: ა) ზოგადი, ანუ საერთო, ბ)გვარეობითი, ანუ ჯგუფური და გ) უშუალო, ანუ კონკრეტული.

·        ზოგად ობიექტს წარმოადგენს ის საზოგადოებრივი უთიერთობები, რომლებიც დაცულია ადმინისტრაციული კანონმდებლობით;

·        გვარეობითი ობიექტი წარმოადგენს ერთგვაროვან საზოგადოებრივ ურთიერთობებს;

·        უშუალო ობიექტია კონკრეტული საზოგადოებრივი ურთიერთობა.

·        მოქმედი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის განსაკუთრებულ ნაწილში’’ , „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ობიექტები’’ დაყოფილია თავებად, გვარეობითი ნიშნით’’.

·        რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის ნორმატიულ აქტებს’’, გვარეობითი ხასიათისაა’’, მათში თავმოყრილია მმართველობის კონკრეტულ სფეროში’’ არსებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ობიექტები.

·        სამართალდარღვევის ობიექტისგან’’ უნდა გავმიჯნოთ სამართალდარღვევის საგანი, რაც წარმოადგენს იმ მატერიალურ ფასეულობას, რომლის დაუფლებისკენაც მიისწრაფის სამართალდარღვევის სუბიექტი.

·        ამასთანავე, სამართალდარღვევის საგანი  უნდა გავმიჯნოთ სამართალდარღვევის იარაღის და საშუალებისგან, რომელთა გამოყენებით, ან დახმარებით სუბიექტის ჩადის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.

 

 

)ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის სუბიექტური მხარე

 

·        სუბიექტური მხარის შემადგენლობა შედგება ბრალის ელემენტების, ა)განზრახვისა და ბ)გაუფრთხილებლობისაგან. ასევე,

·        ფაკულტატური ნიშნებისგან, როგორიცაა: მოტივი, მიზანი და ემოციები.

·        ბრალში ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა სამართალი გულისხმობს დამრღვევის ინდივიდუალურ დამოკიდებულებას – საკუთარ უკანონო ქმედების მიმართ  და მისი შედეგების მიმართ .

·         როგორც სისხლის სამართალში, ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა სამართალშიც  გვაქვს ბრალის’’ ელემენტი.

·        ბრალი არის მატერიალური კატეგორია, რომელიც უკავშირდება ინდივიდს-ფიზიკურ პირს

·        იურიდიულ პირებს არ აქვთ ეს ელემენტი. ისინი შესაძლებელია გახდნენ პასუხისმგებელი მათი სახელით მოქმედი თანამდებობის პირების საქციელით გამოწვეულ შედეგზე.

·        ბრალეულობის წინაპირობაა ქმედების შემადგენლობის შესაბამისი’’ მართლსაწინააღმდეგო ქცევა.

·        არსებობს მართლწინააღმდეგობა ბრალის გარეშე, მაგრამ არ არსებობს ბრალი მართლწინააღმდეგობის გარეშე.

·        თუკი არ არის მართლწინააღმდეგობა, ქმედებას არ აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა სამართლისათვის რელევანტური მნიშვნელობა.

·        არის თუ არ არის სახეზე ელემენტი – ბრალეულობა, ქმედება არ კარგავს მნიშვნელობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სამართლისათვის.

·        რაც შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  სუბიექტური მხარის’’   ფაკულტატურ ნიშნებს, [მოტივი, მიზანი და ემოციები]. ისინი ზეგავლენას ახდენენ სამართალდარღვევის კვალიფიკაციასა და სახდელის ზომის შეფარდებაზე.

 

 

) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ობიექტური მხარე

 

·        ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ობიექტური მხარის’’ შემადგენლობას ქმნის მართლსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნები.

·         ასევე ფაკულტატური ნიშნები, როგორიცაა: ა)სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, ბ)დრო, გ)ვითარება, დ)ხერხები და საშუალებები.

·        ობიექტურ ფაქტობრივ გარემოებებში’’ ექცევა უკანონობის განმსაზღვრელი და მაიდენტიფიცირებელი ელემენტები: ა)“ქმედება’’, [როგორც კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევა,] ბ)“ქმედების შედეგები’’, გ)“მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის’’.

·        რამდენადაც ამ  ელემენტების გამოვლენის ფორმები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ინდივიდუალობას ქმნის, ისინი მოქცეულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სამართლის კერძო ნაწილში.

·        მათი სრულყოფა ხდება ქმედების შემადგენლობის ფაკულტატური ნიშნებით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ობიექტური მხარის’’ ფაკულტატური ნიშნების დადგენა მნიშვნელოვანია ა)ქმედების პირველადი და ზოგადი შეფასებისათვის, ხოლო შემდეგში ბ)სამართალდარღვევის ზუსტი კვალიფიკაციისათვის.

·        ობიექტურ გარემოებებს’’ მიეკუთვნება ასევე:  ა)“მცდელობის მოწესრიგება’’, ბ)“კანონის დარღვევა უმოქმედობით’’ და გ)“თანამონაწილეობა ქმედებაში’’.

    )მართლწინააღმდეგობა

 

·         მართლწინააღმდეგობა გულისხმობს ისეთ ქმედებას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის მართლწესრიგთან.

·        კანონიერება – უკანონობის შეფასებაზე შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს ნორმამ.

·        რამდენადაც, მართლსაწინააღმდეგო ქმედების’’ შემადგენლობის შინაარსს ქმნის უკანონობის მატერიალურ–სამართლებრივი შინაარსი, მართლწინააღმდეგობაზე მიუთითებს ქმედების შემადგენლობის’’ არსებობა.

·         ის ქმნის მართლწინააღმდეგობის’’ პოზიტიურ წინაპირობას და არ არის საჭირო მისი დამატებითი დასაბუთება.

·        გამორიცხულია ქმედების შემადგენლობის შესაბამისი ქმედების მარლწინააღმდეგობა, თუკი სახეზეა გამამართლებელი გარემოებები.

·         მართლწინააღმდეგობის გარეშე, ქმედების შემადგენლობის შესაბამისი ქმედება არ იწვევს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სამართლით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგს, არ გვექნება სახეზე ადმინისტრაციულ სახდელს დაქვემდებარებული ქმედება.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისცნება

 

·        ლეგალური დეფინიციის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ‘’ ჩაითვლება : სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი  ა)მართლსაწინააღმდეგო, ბ)ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა,გ) რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. [ცნება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’ -ზეპირად]

·        ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ ეს დარღვევები თავიანთი ხასიათით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას

·          ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ცნება მოიცავს სამართალდარღვევის ელემენტებს - ა)მართლსაწინააღმდეგობას, ბ)ბრალეულობას, გ)ქმედებას;

·        ასევე, გამოკვეთილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ობიექტები:  ა)სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგი, ბ)საკუთრებ, გ)მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები, დ)მმართველობის დადგენილი წესი  

·        სისხლის სამართალთან ობიექტების მსგავსება ართულებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევიდანაშაულისაგან გამიჯვნას, რაც პრაქტიკაში იწვევს ქმედების სწორად დაკვალიფიცირების სირთულეს.

·        როგორც ვხედავთ, სამართალდარღვევის სტრუქტურის ელემენტების შედარებისას, გამოკვეთილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მსგავსება სისხლის სამართლის ზოგად დებულებებთან, შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სამართალს ამ კუთხით უფრო მეტი მსგავსება აქვს სისხლის სამართალთან, ვიდრე ზოგად ადმინისტრაციულ სამართალთან.

 

ადმინისტრაციული სახდელების სისტემა

 

·        ქმედების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიჩნევის შემდგომ ხდება სამართალდარღვევაზე რეაგირების სამართლებრივი შედეგის განსაზღვრა, რაც დამოკიდებულია სახდელების სისტემაზე.

·        თუ როგორია ამა თუ იმ სახელმწიფოს ადმინისტრაციული სახდელების’’ სისტემა, დამოკიდებულია ცალკეული ქვეყნის სამართლის სისტემაში ადმინისტრაციულ – დელიქტური სამართლის ადგილზე (მნიშვნელობაზე).

·        ცნობილია, რომ სასჯელის სახეები – ერთ-ერთი კრიტერიუმია სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ – დელიქტური სამართლის სფეროების გამიჯვნისა.

·        დასავლეთ ევროპის ქვეყნების კანონმდებლობის ისტორიული განვითარება შედგებოდა სისხლის სამართალიდან იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოყოფისაგან, რომლისთვისაც შესაძლებელი იყო ფულადი ჯარიმების დაწესება.

·        დღემდე ყველა ევროპული ქვეყნის ადმინისტრაციულდელიქტურ კანონმდებლობაში მთავარ სასჯელს წარმოადგენს ჯარიმა.

·        ცნობილია, რომ ჯარიმის გარდა, ევროპული სახელმწიფოების კანონმდებლობა ითვალისწინებს შემზღუდველი სახდელების მრავლობითობას.

·        მაგალითად ჩეხეთი,  (საქმიანობის აკრძალვა, ნივთების კონფისკაცია, მოკლევადიანი თავისუფლების აღკვეთა, საქმიანობის აკრძალვა და სხვა).

·        საყურადღებოა, რომ ავსტრიასა  და შვეიცარიაში  საუბარია ადმინისტრაციული დელიქტის ჩადენისათვის მოკლევადიანი თავისუფლების აღკვეთის შესაძლებლობაზე.

·        საფრანგეთმა ომის შემდგომ პერიოდში უარი განაცხადა ამ ღონისძიებაზე.

·        გარკვეულ ქვეყნებში „დამატებით ადმინისტრაციულ  სახდელს’’ წარმოადგენს „სხვადასხვა ხასიათის უფლებების ჩამორთმევა’’ (სამეწარმეო მოღვაწეობის განხორციელება, სატრანსპორტო საშუალების მართვა, სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარების მიღება და ა.შ).

·        გერმანიისა  და პორტუგალიის სამართლებრივ სისტემებში არსებობს „დამატებითი ღონისძიებების’’  ინსტიტუტი, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია დარღვევაზე სანქციის დადებისგან დამოუკიდებლად. ასეთ ღონისძიებათა შორის არის კონფისკაცია, ან იმ ქონების დაყადაღება, რომელიც გამოიყენებოდა დარღვევის განხორციელებისას, ან მიღებულია მისი განხორციელების შედეგად.

·        რაც შეეხება ჩვენ ქვეყანას, მოქმედი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველი მუხლის მიხედვით,  ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ერთ-ერთი ამოცანაა „მოქალაქეთა აღზრდა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების ზუსტი და განუხრელი დაცვის, სხვა მოქალაქეთა უფლებების, პატივისა და ღირსების, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის, დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების სულისკვეთებით.

·        ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მიხედვით, „სახელმწიფო ორგანოები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, შრომითი კოლექტივები შეიმუშავებენ და განახორციელებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების, მათი ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების გამოვლენისა და აღკვეთის, მოქალაქეთა მაღალი შეგნებისა და დისციპლინის, კანონების მკაცრი დაცვის სულისკვეთებით აღზრდის ღონისძიებებს.“

·         რაც შეეხება სახდელის სახედ „გამასწორებელი სამუშაოების“ არსებობას - სხვა არაფერია, თუ არა აღმზრდელობითი ხასიათის სახდელი.

·         როგორც ვხედავთ, საქართველო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის თვალსაზრისით მიეკუთვნება იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებიც არ შემოიფარგლებიან მხოლოდ სახდელებით, არამედ, შეიცავენ დამატებით აღმზრდელობით ზომებს.

·        ქვეყანაში დღეისათვის მიმდინარე დემოკრატიული პროცესების განვითარების ფონზე, აღნიშნული წარმოადგენს საბჭოთა ხელისუფლების მოძველებული აზროვნების ნიმუშს, რაც, მიგვანიშნენს კიდევ, ერთ მნიშვნელოვან არგუმენტზე ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შექმნისათვის.

·        ქართულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 24-ე მუხლით დადგენილი ადმინისტრაციული სახდელები


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები