თემა 3. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება და "სხვა'' ადმინისტრაციული სახდელები

    

სარჩევი:

შესავალი: 1

1.მოქალაქეს მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შჩერება [მუხ. 30-ე ნაწ. 1-ლი ] 2

1.1.შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისთვის  სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის  სპეციფიკა [მუხ. 30- ნაწ. მე-2  ] 2

1.3 .„ავტოსატარანსპორტო საშუალების მესაკუთრის’’ სახდელი  საგზაო მოძრაობის  წესის’’ დარღვევის გამო.. 3

1.4 .„ტრასპორტის მართვის უფლების ჩამორთმევა’’  ნარკოტიკული დანაშაულის გამო.. 4

1.5  ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონის მე-2 მუხლი. 4

2.  სხვა’’   ადმინისტრაციული სახდელები’’ 5

2.1. საგნის სასყიდლით ჩამორთმევა [მუხ. 28-] 5

2.2  საგნის კონფისკაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის[მუხ.29-] 6

2.3 „იარაღის ტარების უფლების შეჩერება[მუხ.24- 1-ლი ნაწ.“’’2] 9

2.4  იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა’ [მუხ.301-] 9

2.5 უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ადმინისტრაციული გაძევება[24- მუხლის მე-2 ნაწილი და ანონიუცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ 53- მუხლი] 10

2.6 „გამასწორებელი სამუსაოები’’ [მუხ. 31-] 12

2.7.“მცირემნიშვნელოვანი’’ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა[მუხ. 22-] 12

 

 

 

შესავალი:

·        ადმინისტრაციული წესით „უფლების’’ ჩამორთმევა ნიშნავს  მოქალაქის „კანონიერი უფლების’’-გარკვეული ვადით ჩამორთმევას

·        ადმინისტრაციული წესით „უფლების’’ ჩამორთმევა ხდება ,როდეს პირი ამ უფლებით „არასწორად’’ სარგებლობს.

·        საერთოდ,პირისთვის რაიმე „უფლების’’ მინიჭება[თუ ეს შეზღუდული არ არის კანონმდებლობით] უნდა იყოს „სრული’’ და „ხელშეუვალი’’

·        სახელმწიფოს არ უნდა შეეძლოს ჩამოართვას პირს მისთვის მინიჭებული გარკვეული „კანონიერი უფლება’’,თუნდაც „გარკვეული ვადით’’

·        „იურიდიული  უფლება’’,რომელიც „კანონიტაა’’ აღიარებული,“უნივერსალური’’ ხასიათისაა,არც ერთ „სუბიექტს’’ არ უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა რომ პირს ჩამოარტვას იგი.

·        თუ პირი მინიჭებულ უფლებას იყენებს „არადანიშნულებისამებრ’’ ან „სხვა პირთა საზიანოდ’ ამისტვის არსებობს „უფლების დაცვის’’ იურიდიული გარანტიები,რომლებიტაც უნდა მოხდეს იმ „სხვაპირის’’ „დარღვეული უფლებების და ინტერესების’’ აღდგენა.

 

1.მოქალაქეს მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შჩერება [მუხ. 30-ე ნაწ. 1-ლი ]

 

·        ადმინისტრაციულ სამართალდარღვევატა კოდექსის 30-ე მუხლის 1-ელ ნაწილში  აღნიშნულია რომ:

 

„მოქალაქეს მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეუჩერდება 3 წლამდე ვადით ამ უფლებით სარგებლობის წესის „უხეში’’ ან  „სისტემატური’’ დარღვევისათვის. აღნიშნული უფლების შეჩერების ვადა არ შეიძლება იყოს 15 დღეზე ნაკლები“

 

  მუხლი 30. მოქალაქისათვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება

 

1. მოქალაქეს მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეუჩერდებ 3 წლამდე ვადით ამ უფლებით სარგებლობის წესის უხეში ან სისტემატური დარღვევისათვის. აღნიშნული უფლების შეჩერების ვადა არ შეიძლება იყოს 15 დღეზე ნაკლები, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

 

·        „უხეში’’ დარღვევა და „სისტემატური’’ დაღღვევა განსხვავდება ერთმანეთისგან იმით ,რომ :

a.      „უხეში დარღვევისას’’ ქმედებას მოსდევს „მძიმე შედეგი’’ ან წარმოიქმნება „მძიმე შედეგის დადგომის საფრთხე’’

ხოლო

b.      „სისტემატური დარღვევა’’ თავისი „ბუნებით’’ შეიძლება არ იყოს „მძიმე  შედეგების’’   გამომწვევი ან გამოწვევის საფრთხის შემქნნელი,მაგრამ „რამდენიმეჯერაა’’ ჩადენილი და ამიტომ „სისტემატურ ხასიათს’’ იძენს.

1.1.შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისთვის  სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის  სპეციფიკა [მუხ. 30- ნაწ. მე-2  ]

 

·        ადმინისტრაციულ სამართალდარღვევატა კოდექსის 30-ე მუხლის მე-2  ნაწილიტ გათვალისწინებულია რომ:

 

 სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება არ შეიძლება შეუჩერდეს იმ პირს, რომელიც სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობს „შეზღუდული შესაძლებლობების ‘’[ინვალიდობის]  გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი სატრანსპორტო საშუალებას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართავს.

 

  მუხლი 30. მოქალაქისათვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება

 

 

2. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება არ შეიძლება შეუჩერდეს იმ პირს, რომელიც სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ქონის გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი სატრანსპორტო საშუალებას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართავს.

 

·        ამრიგად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება  ამ უფლებით სარგებლობის წესის  „უხეში’’ და „სისტემატური’’ დაღღვევისთვისაც კი -არ ჩამოერთმევა.

·        „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს’’[შშმპ]  მხოლოდ მაშინ ჩამოერთმევა  თუ აღნიშნული პირი განზრახ არაფხზელ მდგომარეობაში ატარებს „სატრანსპორტო საშუალებას’’

 

1.3 .„ავტოსატარანსპორტო საშუალების მესაკუთრის’’ სახდელი  საგზაო მოძრაობის  წესის’’ დარღვევის გამო

 

·        საგზაო მოძრაობის წესების  ვიდეოფირზე ან ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში,“ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად’’ ითვლება“ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე’’

·        ასეთ შემთხვევაში „ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს’’ შეიძლება დაეკისროს მხოლოდ-„ჯარიმა’’

·        თუ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ განკარგულების გამომცემი მივა დასკვნამდე,რომ სამართალდამრღვევს  უნდა შეეფარდოს კოდექსით გათვალისწინებული „სხვა’’ სახდელი „ადმინისტრაციული სახდელის’’ შეფარდება განხორციელდება საერთო წესით.

·        „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’ „სხვა პირის მიერ ჩადენასთან’’ დაკავშირებით[რომ სხვა იჯდა საჭესთან] „მტკიცების ტვირთი’’[ვალდებულება] ეკისრება „სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს’’,რომელიც ვალდებულია „ადმინისტრაციული სახდელის’’ [ჯარიმის] შეფარდების  შესახებ „განკარგულების’’ დადგენილი საერთო წესით გასაჩივრებისას, მიუთითოს“სავარაუდო სამართალსამრღვევ პირზე’’

·        „სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის’’ მიერ დასახელებული პირი „სამართალწარმოებაში ჩაბმული უნდა იქნეს  „მე-3 პირად’’

 

 

1.4 .„ტრასპორტის მართვის უფლების ჩამორთმევა’’  ნარკოტიკული დანაშაულის გამო

 

·        „ტრასპორტის მართვის უფლების ჩამორთმევის’’ შესახებ საუბარია ასევე “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონში

·        ამ კანონის თანახმად

a.    სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე“ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს’’ 3 წლით ჩამოერთმევა „სატრანსპორტო საშუალების მართვის’’ უფლება

b.    „ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს’’  და  „ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს’’ „სატრანსპორტო საშუალების მართვის’’ უფლება ჩამოერთმევა  5 წლით

c.    „სატრანსპორტო საშუალების მართვის’’ უფლების  ჩამორთმევის შესახებ აღინიშნება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილშ

d.    ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისათვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისათვის ან ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლისათვის „სატრანსპორტო საშუალების მართვის’’ უფლების ჩამორთმევის შესახებ სასამართლო დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

·        კამონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს „ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისთვის’’,“ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისტვის’’ და „ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლისტვის’’ ჩმორთმეული უფლებების მოპოვებას ზემოაღნიშნული „ვადების’’ გასვლის შემდეგ.

 

 

1.5  ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონის მე-2 მუხლი

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

 

ამ კანონის მიზნებისათვის, გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

 

ა) ნარკოტიკული დანაშაულისაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული;

 

ბ) ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი − პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ან 2731 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული;

 

გ) ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობი − პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი), 261-ე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღების მიზანი), 262-ე, 263-ე, 264-ე, 265-ე, 266-ე, 267-ე, 268-ე, 271-ე, 272-ე ან 2731 (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების − მცენარე კანაფის ან მარიხუანის − გასაღების მიზანი) მუხლით გათვალისწინებული დანაშაული;

 

დ) ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი − პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (თუ დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი), 261-ე (თუ დადასტურებულია ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღების მიზანი) ან 2731 (თუ დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების − მცენარე კანაფის ან მარიხუანის გასაღების მიზანი) მუხლით გათვალისწინებული დანაშაული;

 

ე) ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობიფიზიკური ან იურიდიული პირი ანდა პირთა ჯგუფი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული, რამაც გამოიწვია ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო ბრუნვაში მოქცევა.

 

 

2.  სხვა’’   ადმინისტრაციული სახდელები’’

 

 

2.1. საგნის სასყიდლით ჩამორთმევა [მუხ. 28-]

 

·        ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ეს ღონისძიება გულისხმობს იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევას, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის  ან  ა)“იარაღი’’ [საშუალება] , ან ბ) უშუალო ობიექტი’’[დაუფლების მიზანი] ან გ)“საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების:  დარღვევის საგანი’’, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო.

·        აღნიშნული საგანი პირს ჩამოერთმევა იძულებით შემდგომი რეალიზაციის მიზნით’’.

·        რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა გადაეცემა ყოფილ მესაკუთრეს’’, ჩამორთმეული საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაქვითვით’’,

·        ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები’’ არ შეიძლება სასყიდლით ჩამოერთვას იმ პირს, რომლისთვისაც ნადირობა  არსებობის ძირითად წყაროს წარმოადგენს’’.

·         სასყიდლით ჩამორთმევის შეფარდების წესს და ჩამოსართმევი საგნების სახეობებს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.

 

     მუხლი 28. იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი ან უშუალო ობიექტი იყო

 

1. იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო, მდგომარეობს მის იძულებით ჩამორთმევასა და შემდგომ რეალიზაციაში, ნავაჭრი თანხის ყოფილი მესაკუთრისათვის გადაცემით, ჩამორთმეული საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაქვითვით.

2. ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები არ შეიძლება სასყიდლით ჩამოერთვას იმ პირს, რომლისთვისაც ნადირობა არსებობის ძირითადი წყაროა.

3. სასყიდლით ჩამორთმევის შეფარდების წესს და ჩამოსართმევი საგნების სახეობებს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.

 

 

 

2.2  საგნის კონფისკაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის[მუხ.29-]

 

 

·        კონფისკაცია’’ არის იმ საგნის უსასყიდლოდ იძულებით გადაცემა სახელმწიფო საკუთრებაში, რომელიც იყო:

a.      ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  -ჩადენის იარაღი,

b.      ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  -უშუალო ობიექტი

c.     საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების ა)დარღვევის საგანი [კონტრაბანდული საქონელი] ბ)ასეთი  საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება.

·        კონფისკაციას’’  - ექვემდებარება მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის’’    პირადი საკუთრების საგანი.[და არა სხვა მესაკუთრისის ქონება]

·        ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების, ნადირობის სხვა იარაღების კონფისკაცია -  არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ პირის მიმართ, რომლისთვისაც ნადირობა არსებობის ძირითად წყაროს წარმოადგენ

 

   მუხლი 29. იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი ან უშუალო ობიექტი იყო

 +

1. იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის )ჩადენის იარაღი ან )უშუალო ობიექტი, )საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის საგანი ან )საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო, გულისხმობს მის სახელმწიფოს საკუთრებაში იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემას, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

კონფისკაციას ექვემდებარება მხოლოდ სამართალდამრღვევის საკუთრებაში არსებული საგანი, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

2. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების, სხვა სანადირო იარაღის კონფისკაცია არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ პირის მიმართ, რომლისთვისაც ნადირობა არსებობის ძირითადი წყაროა.

3. იმ საგნის (საქონლის) კონფისკაცია, რომელიც ამ კოდექსის 1533 ან 153​6 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’ ჩადენის უშუალო ობიექტი იყო, გულისხმობს მის შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემას.

4. იარაღის კონფისკაცია’’ ან ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღის კონფისკაციის’’ დაკისრება იწვევს აღნიშნულ იარაღზე არსებული, „იარაღის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვის გაუქმებას.

 

 

„კონფისკაცია’’ ესტონურად

·        ესტონეთში „სპეციალურ კონფისკაციას’’ ექვემდებარება :

a.      „ქონება’’ რომელიც მოპოვებულია „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’ გზით

b.      „ნივთები’’ რომელიც შეიძლება მოპოვებულ იქნეს“სპეციალური ნებარტვით’’,როცა ასეთი „ნებართვა’’ პირს არ გააჩნია .

·        საქართველოს კანონმდებლობით ეს ღონისძიებები არ შეიძლება ჩაითვალოს „კონფისკაციად’’  ,რადგან „სამართალდარღვევის გზით მოპოვებული ქონება’’ არ შეიძლება იყოს პირის „საკუთრება’’

·        ასევე თუ პირს „სპეციალური ნებართვა’’ ამა თუ იმ „ნივთის’’ შეძენაზე არ გააჩნია და აღნიშნული“ნებართვის’’  მოპოვება აუცილებელია,ასეთი ნივთებიც არ შეიძლება პირის „საკუთრებად’’ ჩაითვალოს.

·        ამდენად,ესტონეთის კანონმდებელი“სპეციალურ კონფისკაციაში’’ გულისხმობს არა „ნამდვილ’’ კონფისკაციას,არამედ“უკანონოდ მოპოვებული’’ ქონების ჩამორთმევას და რამდენადაც ეს ჩამორთმევა სახელმწიფოს სასარგებლოდ ხდება, ესტონეთის კანონმდებელი ამას უწოდებს „სპეციალურ კონფისკაციას’’

·        ხოლო ე.წ. „დემოკრატიულ ქვეყნებში’’ „ადმინისტრაციული კონფისკაცია’’ და რეკვიზიცია’’ გაუქმებულია,როგორც მოქალაქის „საკუთრების უფლების’’ უხეში ხელმყოფელი სახდელი.

 

 

იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა [მუხ.24-ე 1-ლი ნაწ.“ე’’1  და მე-3 ნაწილი ]

 

·        პირისათვის იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა ნიშნავს-ა) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, ბ)თავდაცვის მოკლელულიანი ან/და გ) სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას, ხოლო ამ კოდექსის 86-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისასდ)სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას.

 

მუხლი 24. ადმინისტრაციული სახდელების სახეობანი

3. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა ნიშნავს ა)სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, ბ)თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან/და გ)სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას,

ხოლო ამ კოდექსის 86- მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას.

 ამ სახის ადმინისტრაციული სახდელი გამოიყენება იარაღის შესახებსაქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული პირის მიმართ ან იმ პირის მიმართ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლება, მის მიერ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში.

იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დღის მომდევნო დღიდან.

 

·         ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, პირისათვის იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა’’ , ჩვენი მოსაზრებით, წარმოადგენს არაპროპორციულ სახდელს, გამომდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბუნებიდან.

·        იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა, რომელიც პირს მინიჭებული აქვს კანონმდებლობის საფუძველზე, ფაქტობრივად, წარმოადგენს ადამიანის უფლებების ხელყოფას’’.

·        ამიტომ, იარაღის ტარების უფლება, პირს უნდა ჩამორთმევას მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ადმინისტრაციული სახდელის სახით, შეგვიძლია გამოვიყენოთ იარაღის ტარების უფლების შეჩერებ’’

 

2.3 „იარაღის ტარების უფლების შეჩერება[მუხ.24- 1-ლი ნაწ.“’’2]

 

·        იარაღთან დაკავშირებული უფლების შეჩერება ნიშნავს სამსახურებრივ საშტატო იარაღთან, თავდაცვის მოკლელულიან ან/და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებული უფლების შეჩერებას

·         ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული ნადირობის წესებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევისას – სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების შეჩერებას.

·        ამ სახის ადმინისტრაციული სახდელი გამოიყენება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული პირის მიმართ, ან იმ პირის მიმართ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლება, მის მიერ კანონით დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კონკრეტული მუხლით, ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში.

·        იარაღთან დაკავშირებული უფლების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მომდევნო დღიდან.

·        იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეჩერების შემთხვევაში იარაღის ჩამორთმევა ხდება და ჩამორთმეული იარაღი შეინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

·        შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ, პირს აღუდგება მინიჭებული სპეციალური უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული მოთხოვნების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაკმაყოფილების შემთხვევაში.

 

2.4  იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა’ [მუხ.301-]

 

·        იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა’’ ნიშნავს იარაღის საქართველოში შემოტანის ან/და საქართველოდან გატანის, იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნის უფლების დროებით შეზღუდვას’’.

·        იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა’’, იწვევს    იარაღის საქართველოში შემოტანასთან ან/და საქართველოდან გატანასთან, იარაღის შეძენასთან, შენახვასთან, ტარებასთან, გადატანა-გადაზიდვასთან, გადაგზავნასთან დაკავშირებული ყველა ნებართვის გაუქმებას.

·        იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა’’    -შეიძლება სახდელის სახით გამოყენებულ იქნეს 5 წლამდე ვადით

 

 

     მუხლი 30​1. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა

 +

1. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა ნიშნავს იარაღის, იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის ან/და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების საქართველოში შემოტანის ან/და საქართველოდან გატანის, იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნის უფლების დროებით შეზღუდვას.

2. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, მათ შორის, იწვევს პირის მიერლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად მოპოვებული, იარაღის საქართველოში შემოტანასთან ან/და საქართველოდან გატანასთან, იარაღის შეძენასთან, შენახვასთან, ტარებასთან, გადატანა-გადაზიდვასთან, გადაგზავნასთან დაკავშირებული ყველა ნებართვის გაუქმებას.

3. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ვადის განმავლობაში დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შეზღუდვის ფარგლებში პირზელიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული რომელიმე ნებართვის გაცემა.

4. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს 5 წლამდე ვადით.

 

 

2.5 უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ადმინისტრაციული გაძევება[24- მუხლის მე-2 ნაწილი და ანონიუცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ 53- მუხლი]

 

·        საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით:

 

საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს საქართველოს ფარგლებიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის იმ უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ადმინისტრაციული გაძევება, რომლებიც უხეშად’’ არღვევენ მართლწესრიგს’’.

 

 

 

მუხლი 24. ადმინისტრაციული სახდელების სახეობანი

2. საქართველოს კანონებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს საქართველოს ფარგლებიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის იმ უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ადმინისტრაციული გაძევება, რომლებიც უხეშად არღვევენ მართლწესრიგს.

 

·        „ადმინისტრაციული გაძევება’’ მდგომარეობს „უცხოელ მოქალაქის’’  ან საქართველოში დროებით მყოფი „მოქალაქეობის არმქონე პირის’’  „საქართველოს ფარგლების’’ „იძულებით’’ დატოვებინებაში

·        უცხოელთა საქარტველოდან „გაძევების’’ საკითხს არეგულირებს საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ ამ კანონის 53-ე მუხლის თანახმად,უცხოელი საქართველოდან შეიძლება გაძევებულ იქნეს იმ შემთხვევაში თუ:

 

ა) იგი უკანონოდ შემოვიდა საქართველოში;

ბ) აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის სამართლებრივი საფუძველი;

გ) მისი ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ინტერესებს და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას;

დ) მისი გაძევება აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში კანონიერად მყოფი სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისათვის;

ე) იგი სისტემატურად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას;

ვ) მან საქართველოში შემოსვლის ან ყოფნის სამართლებრივი საფუძველი მოიპოვა ყალბი ან ძალის არმქონე საბუთების წარდგენით;

ზ) მას ერთი ან რამდენიმე განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის მისჯილი აქვს ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა − სასჯელის მოხდის შემდე

 

·        გადაწყვეტილებას საქართველოდან უცხოელთა გაძევების თაობაზე ამ კანონის 53-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ხოლო იმავე მუხლის „გ“–„ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისადსასამართლო.

·        საქრთველოს ტერიტორიაზე,საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის უცხოელებს დადგენილი წესით ეკისრებათ ა) სისხლის სამართლის,ბ)სამოქლაქო და გ)ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

·        საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს   : „უცხოელთა რეგისტრაციისათვის დადგენილი წესების დარღვევით ცხოვრება’’ საქრთველოში

კერძოდ,

a.      „ცხოვრების უფლების’’ შესახებ დოკუმენტების გარეშე  ცხოვრება,

b.      ან „ძალადაკარგული დოკუმენტებით’’ ცხოვრება

c.      რეგისტრაციის წესის დაუცველობა

d.     მიმოსვლის წესის დაუცველობა

e.      საცხოვრებელი ადგილის ამორჩევის წესის დაუცველობა

f.       მისთვის განსაზღვრული ყოფნის ვადის გასვლის შსემდეგ გამგზავრებისგან თავის არიდება

 

·        უცხოელ მოქალაქეთა’’ და მოქალაქეობის არმქონე პირთა’’ ადმინისტრაციული გაძევება  საქრთველოს ტერიტორიიდან „უკიდურესი ‘’ ადმინისტრაციული ღონისძიებაა გამოწვეულია მათ მიერ   უხეში და სისტემატური „ადმინისტრაციული სამართალდარღვევებით’’

·        სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში იძულებულია მიმართოს უკიდურეს ზომებს და „გააძევოს’ პირი,რომელიც ხელყოფს „სახელმწიფოს ინტერესებს’’

·        ასეთი „ხელყოფა’’ შეიძლება გამოწვეული იყოს საქართველოს მოქალაქეების მხრივაც,მაგრამ ამ უკანასკნელების მიმართ „გაძევების’’ გამოყენება დაუშვებელია,ვიდრე ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან.

 

 

 

2.6 „გამასწორებელი სამუსაოები’’ [მუხ. 31-]

 

·        გამასწორებელი სამუშაოები ,როგორც „ადმინისტრაციული სახდელი’’გამოიყენება ექვს თვემდე ვადით

·         ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა ეს „ადმინისტრაციული სახდელი’’  უნდა მოიხადოს „მუდმივ სამუშაო’’ ადგილზე. [იქ სადაც მუსაობს]

·        ამასთან, სახელმწიფოს სასარგებლოდ მისი ხელფასიდან დაიქვითება ოც პროცენტამდე.

·        „გამასწორებელ სამუშაოებს’’  „ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს’’  შეუფარდებს რაიონის (ქალაქის) სასამართლოს მოსამართლე, [კერძოდ] „ადმინისტრაციული მოსამართლე’’

·         გამასწორებელი სამუშაოს’’  ვადა არ შეიძლება იყოს 15[თხუთმეტ] დღეზე ნაკლები

 

                  მუხლი 31. გამასწორებელი სამუშაოები

 

გამასწორებელი სამუშაოები’’ გამოიყენება ექვს თვემდე ვადით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა უნდა მოიხადოს მუდმივ სამუშაო ადგილზე. ამასთან, სახელმწიფოს სასარგებლოდ ხელფასიდან დაექვითება ოც პროცენტამდე.

გამასწორებელ სამუშაოებს’’ შეუფარდებს რაიონის (ქალაქის) სასამართლოს მოსამართლე, ადმინისტრაციული მოსამართლე.

 

გამასწორებელი სამუშაოს ვადა არ შეიძლება იყოს თხუთმეტ დღეზე ნაკლები, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

 

2.7.“მცირემნიშვნელოვანი’’ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა[მუხ. 22-]

·        სასამარტლო პრაქტიკაში ხშირად იყენებენ საქარტველოს ადნინისტრაციულ სამარტალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლს. კერძოდ,სასამართლო  მიიჩნევს,რომ პირმა ჩაიდინა „მცირემნიშვნელოვანი’’ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა,პირს ცნობს „ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად’’,თუმცა ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან და სიტყვიერ[ზეპირ] „შენიშვნას’’ უცხადებს[!]

 

 

მუხლი 22. მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას დამრღვევის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა 

 

 

თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას. სიტყვიერი შენიშვნა არ გამოიყენება, თუ ჩადენილია იგივე ქმედება განმეორებით, ან თუ დამრღვევის მიმართ ადრე ჩადენილი იმავე ქმედებისათვის ამ მუხლის საფუძველზე გამოყენებული იყო სიტყვიერი შენიშვნა.

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები