თემა 3. ადმინისტრაციული სახდელები ცნება,სახეები."გაფრთხილება'',"ჯარიმა'',"ადმინისტრაციული დაკავება'',"ადმინისტრაციული პატიმრობა''

 

    

სარჩევი:

შესავალი: 1

)“ადმინისტრაციული სანქცია’’ 2

)„ადმინისტრაციულ-აღმკვეთი’’ ღონისძიებები. 2

.„ადმინისტრაციული სახდელის’’ ცნება და მიზანი [23- მუხლი] 3

.ადმინისტრაციული სახდელთა სახეები.[24-ე მუხლი] 4

ზოგადი მიმოხილვა’’ 4

3. „ძირითადი’’ დადამატებითი’’ სახდელები[25- მუხლი] 5

4. „ადმინისტრაციული გაფრთხილება’’ [სასკ-ის  26- მუხლი] 6

5.„ადმინისტრაციული ჯარიმა’’ [მუხ. 27-] 7

ა)„დიდი ჯარიმების’’ საკითხი. 9

) „სასამართლოში წესრიგის დამრღვევთა’’ „დაჯარიმების’’ საკითხი. 9

)„ადმინისტრაციული ჯარიმა’’ „სალიცენზიო’’ დასანებართვო’’ სამართალდაეღვევისათვის. 10

6. „ ადმინისტრაციული პატიმრობა’’[მუხ. 32-] 10

)„ადმინისტრაციული პატიმრობის’’  მოხდის წესი. 11

) „ადმინისტრაციული პატიმრობა’’  მხოლოდმძიმე’’ „ადმინისტრაციული დარღვევებისთვის’’ გამოიყენება. 13

7.  ადმინისტრაციული დაკავება’’  [მუხ.247-] 14

6.1.„სასამართლოში წესრიგის დამრღვევის მიმართ’’ „ადმინისტრაციული პატიმრობის’’ შეფარდება. 15

 

 

შესავალი:

·        იძულება’’ ადმინისტრაციულისამართლის რეგულირების ერთ-ერთი მეთოდია[მე-2 მეთოდია „დარწმუნება’’]

·        „სახელმწიფო მმართველობა’’ უსათუოდ საჭიროებს „იძულების’’ მეთოდის გამოყენებას იმ სუბიექტების მიმართ ,რომლებიც ან ა)“არ ასრულებენ’’ კანონს  ან ბ)“არღვევენ’’ კანონს.

·        „იძულებას’’ „ადმინისტრაციულ სამართალში’’ -დიდ ადგილი უკავია.

·        „იძულების’’გარეშე შეუძლებელია „სახელმწიფო  მმართველობის’’[რომელიც „საჯარო სამართლის რეგულირების სფეროში შედის]  მოწესიგება

„ადმინისტრაციული იძულების’’ სახეები

 

·        ადმინისტრაციულ სამართალში გამოიყენება 3[სამი] სახის „ადმინისტრაციული იძულება’’:

1)     „ადმინისტრაციულ-გამაფრთხილებელი ღონისძიებები’’

2)     „ადმინისტრაციულ-აღმკვეთი ღონისძიებები’’

3)     „ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა’’ [ნიშნავს  „ადმინისტრაციული სანქციების’’ გამოყენებას ]

·        „ადმინისტრაციულ-გამაფრთხილებელი ღონისძიებები ‘’ და“ადმინისტრაციულ-აღმკვეთი ღონისძიებები’’ –„ადმინისტრაციული იძულების’’  „სახეებს ‘’წარმოადგენენ,მაგრამ „ადმინისტრაციულ სანქციებს’’ არ განეკუთვნებიან.

·        მხოლოდ  „ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა’’ წარმოადგენს ისეთ „ადმინისტრაციულ იძულებას’’,რომელიც გულისხმობს „ადმინისტრაციული სანქციის’’ გამოყენებას

 

)“ადმინისტრაციული სანქცია’’

 

·        „ადმინისტრაციული სანქცია’’ - “ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ნორმების’’-„ნაწილია’’

·        „ადმინისტრაციული სანქცია’’  სახეებია ანუ სანქცია შეიძლება იყოს:

a.      „ადმინისტრაციული სახდელები’’

b.      „დისციპლინარული სახდელები’’

c.      „ქონებრივი[მატერიალური]  ანაზღაურება’’

     

·        „ადმინისტრაციული სანქცია’’  დაკავშირებულია სუბიექტის[პირის] –„ბრალთან’’[„განზრახვასთან’’ ან „გაუფრთხილებლობასთან’’]

·        თუ პირს „ბრალი’’ არ მიუძღვის[თუ „ბრალი’’არ შეერაცხება],მაშინ მის მიმართ  “სანქციის’’[რაიმე სახის სანქციის]  გამოყენება არ შეიძლება.

 

)„ადმინისტრაციულ-აღმკვეთი’’ ღონისძიებები

·        ხოლო „ადმინისტრაციულ-აღმკვეთი’’ ღონისძიებების გამოყენება , როგორც წესი,არ არის დაკავშირებული,იმ პირის „ბრალთან’’ ,ვის მიმართაც “ადმინისტრაციული იძულების’’ ეს სახეები გამოიყენება

·        მართლაც, „ადმინისტრაციულ-აღმკვეთი’’ ღონისძიებების „მეტი წილი’’  „არაბრალეული პირების’’ მიმართ გამოიყენება[მათი გამოყენება ხდება „უკვე დაწყებული’’ ან “უკვე ჩადენილი ‘’ სამართალდარღვევის მავნე „შედეგების’’ აღსაკვეთად]

მაგ.“საკარანტინო აღმკვეთი ღონისძიებების’’ შემოღება მიზნად ისახავს პანდემიის გავრცელების თავიდან აცილებას და შეეხება „ყველას’’ „ბრალეულობის’’ მიუხედავად.

 

·        „უფლებამოსილი პირის მიერ’’ : ა)„იარღის გამოყენება’’ ,ბ)“დაკავება’’ და გ)“ზოგიერთი „სხვა’’  „აღმკვეთი ღონისძიება’’ –„შეიძლება იყოს’’ დაკავშირებული- პირის „ბრალთან’’

·        მაგრამ პირის „ბრალი’’,როგორც წესი,ჯერ კიდევ „დასადასტურებელია’’ სასამართლოს მიერ.[ ანუ პირი ვისაც „აკავებენ’’ ან ვისაც „პოლიციელი ესვრის’’ ჯერ სასამართლოს არ გაუსამართლებია და მისი „ბრალი’’ სამართალდარღვევაში  სასასამართლოს ჯერ არ დაუდასტურებია]

·        „სხვა საკითხია’’“სასამართლოს განაჩენის აღსასრულებლად ბადრაგის ქვეშ მყოფი პირის გაქცევა’’ და მის მიმართ „იარაღის გამოყენება’’,ეს  გაქცეული დამნაშავის „ბრალთან ‘’ არის დაკავშირებული იმ „ახალ სამართალდარღვევაში’’,რომელიც მან „ბადრაგიდან გაქცევით’’ ჩაიდინა.

·        თუმცა,დამნაშავის ასეთ ქმედებას კვლავ სასამართლო განხილვა და მისი  „ბრალის’’ დადასტურება ესაჭიროება

ამრიგად დავიმახსოვროთ:

 „ადმინისტრაციულ-აღმკვეთი  ღონისძიებები’’ და „ადმინისტრაციულ-გამაფრთხილებელი ღონისძიებები’’ არ არის დაკავშირებული იმ პირის „ბრალთან’’ ვის მიმართაც ეს „ღონისძიებები’’ გამოიყენება.

 

მაშინ როცა“ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა’’-„ადმინისტრაციული სახდელის’’ დაკისრების სახით გამოიყენება მხოლოდ“სამართალდარღვევაში ბრალეული პირის’’ მიმართ

 

 

I .„ადმინისტრაციული სახდელის’’ ცნება და მიზანი [23- მუხლი]

 

·        „საქართველოს ადმინისტრაცილ სამართალდარღვევათა კოდექსის’’ [სასკ-ის]  23-ე მუხლში მოცემულია „ადმინისტრაციული სახდელის’’-ცნება

 

ადმინისტრაციული სახდელი’’ წარმოადგენს  პასუხისმგებლობის ზომას’’ და ის გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად’’ ა)კანონების დაცვის, ბ)საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც გ)თვით სამართალდამრღვევის, ისე დ)სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.[1]

 

·        „ადმინისტრაციული სახდელის’’ ცნების ამ განმარტებაში ყურადრება გამახილებულია ორ ძირიტად ასპექტზე: „ადმინისტრაციული სახდელი’’ განმარტებულია ,როგორც: „პასუხისმგებლობის ზომა’’  ხოლო  “ადმინისტრაციული სახდელის’’ მიზანი  განმარტებულია როგორც : ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის დასჯა’’ და „მსგავსი სამართალდარღვევების თავიდან აცილება’’

 

 

 

ამრიგად,  „ადმინისტრაციული სახდელის’’ მიზანი 23-ე მუხლის თანახმად არის :

 

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღზრდა  კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილება’’

 

 

II .ადმინისტრაციული სახდელთა სახეები.[24-ე მუხლი]

 

ზოგადი მიმოხილვა’’

 

·        საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის  თანახმად:

 

 

 

 

 

 

 

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები:

 

 

 

 

 

ა) „გაფრთხილება;

ბ) „ჯარიმა’’;

გ)იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ა)“ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი’’, ბ)“უშუალო ობიექტი’’ ან გ)“საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის საგანი|“, დ)“საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება’’ იყო’;

)იმ საგნის კონფისკაცია[ანუ უსასყიდლოდ ჩამორთმევა],რომელიც 

ა)“ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი’’ბ)“,უშუალო ობიექტი’’ ან გ)“საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის საგანი’’, ე)“საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება’’ იყო;

) მოქალაქისათვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება’’;

​1) იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა’’;

​2) იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა’’;

) გამასწორებელი სამუშაოები’’;

) ადმინისტრაციული პატიმრობა.’’

 

 

·       ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 24-ე მუხლის მე-2  ნაწილის  თანახმად:

საქართველოს კანონებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს საქართველოს ფარგლებიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის იმ უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ადმინისტრაციული გაძევება’’, რომლებიც უხეშად არღვევენ მართლწესრიგს.

 

3. ძირითადი’’ დადამატებითი’’ სახდელები[25- მუხლი]

 

ამავე კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად:

 

·        საგნის სასყიდლით ჩამორთმევა’’, „საგნის კონფისკაცია’’, „გაფრთხილება’’, „ჯარიმა’’, „სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება’’, „იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა“, „გამასწორებელი სამუშაოები’’ შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც „ძირითადი ადმინისტრაციული სახდელის’’, ისე „დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის’’ სახით.

·       „ადმინისტრაციული პატიმრობა’’ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ როგორც „ძირითადი ადმინისტრაციული სახდელი’’

·       „იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა’’  შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ როგორც „დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი’’.

ყურადღება:

 

·       „ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის’’ შეიძლება დადებულ იქნეს ა)“ძირითადი ადმინისტრაციული სახდელი’’ ან ბ)“ძირითადი’’ და „დამატებითი’’ ადმინისტრაციული სახდელები[ერთად]

 

    მუხლი 25. ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელები

 +

1. )საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, )საგნის კონფისკაცია, )გაფრთხილება, )ჯარიმა, )სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება, )იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, )გამასწორებელი სამუშაოები შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითადი ადმინისტრაციული სახდელის, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის სახით.

 

ადმინისტრაციული პატიმრობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ როგორც ძირითადი ადმინისტრაციული სახდელი.

 

იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ როგორც დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი.

 

2. ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის’’ შეიძლება დადებულ იქნეს ძირითადი ადმინისტრაციული სახდელი ან ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელები.[ერთად]

 

4.ადმინისტრაციული გაფრთხილება’’ [სასკ-ის  26- მუხლი]

 

·       „ადმინისტრაციული გაფრთხილება’’-  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული „ყველაზე მსუბუქი’’ -ადმინისტრაციული სახდელია

·       „გაფრთხილება’’ გამოიყენება მსუბუქი სამართალდარღვევების ჩადენისას

·       „გაფრთხილება’’- „ზნეობრივი ‘’ ხასიათის ადმინისტრაციული სახდელია

·       „ადმინისტრაციული გაფრთხილება’’ - გამოაქვთ „წერილობითი ფორმით’’

·       გაფრთხილება ადმინისტრაციულ სახდელად’’ ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის წერილობითი ფორმით არის ან ფიქსირებულია სხვა რომელიმე ხერხით ,ზეპირი გაფრთხილებ არ იწვევს იურიდიულ პასუხისმგებლობას’’

 

მუხლი 26. გაფრთხილება

 

გაფრთხილება, როგორც ადმინისტრაციული სახდელის ზომა, გამოაქვთ წერილობითი ფორმით. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაფრთხილება გაფორმდება სხვა დადგენილი წესით.

 

 

            5.ადმინისტრაციული ჯარიმა’’ [მუხ. 27-]

 

·       „ადმინისტრაციული ჯარიმა’’ ყველაზე გავრცელებული  ადმინისტრაციული სახდელია

·       „ჯარიმა’’ არის ერთჯერადი ფულადი ხასიათის სახდელი.

·       25-ე მუხლის თანახმად „ჯარიმა’’ გამოიყენება როგორც „ძირითადი’’ ,ისე „დამატებითი’’ „ადმინისტრაციული სახდელის’’ სახით

·       სასკ-ის 27-ე მუხლით განსაზღვრულია  „ ა) მოქალაქეებისთვის და ბ)თანამდებობის პირებისთვის“ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’ გამო დაკისრებული „ჯარიმის’’ მინიმალური ოდენობა ,

·       „ჯარიმა’’  არ შეიძლება იყოს „შრომის ანაზღაურების’’ მინიმალური ოდენობის „ერთ მეასედზე ნაკლები’

 

მუხლი 27. ჯარიმა

 +

მოქალაქეებისათვის და თანამდებობის პირებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებული ჯარიმა არ შეიძლება იყოს შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის ერთ მეასედზე ნაკლები.

 

·       „სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას „შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა’’ განისაზღვრება- 40 ლარით. აქედან გამომდინარე „ჯარიმის’’ მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 13.30 ლარზე  ნაკლები

·       ხოლო ჯარიმის „მაქსიმუმი’’ არ უნდა აღემატებოდეს -5000 ლარს

·       იურისტთა ნაწილის[სალხინაშვილი,ყურაშვილი]  მოსაზრებით, ჯარიმის შეფარდების ასეთი მექანიზმი საჭიროებს გადახედვას.

·       მათი აზრით  უმჯობესია კანონმდებელმა, ყოველი კონკრეტული სამართალდარღვევისთვის’’ პირდაპირ დააწესოს  საჯარიმო თანხა’’ ან საჯარიმო თანხის’’  მინიმუმი და მაქსიმუმი

სამართალდარღვევის ა)„ხასიათიდან’’ [ანუ განზრახვაა თუ დაუდევრობა] და ბ)„ზიანის მიყენების შესაძლო ხარისხიდან’’ გამომდინარე, რაც, უფრო მარტივსა და გამჭვირვალეს გახდის სამართალშეფარდების პროცესს.

·       ჯარიმა’’ შეიძლება იყოს სისხლისსამართლებრივიც, ამიტომ მიზანშეწონილია, როგორც „სახდელის სახე’’, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული „ჯარიმა’’, გამოიხატოს ტერმინით „ადმინისტრაციული ჯარიმა.“ [დ არა ფრაზით“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებული ჯარიმა’’]

·       ყურაშვილი  გვთავაზობს  27-ე მუხლის    ასეთ რედაქციას  [თავის ვარიანტს]:

 

მუხ. 27 „ადმინისტრაციული ჯარიმა’’

 

1. ადმინისტრაციული ჯარიმა წარმოადგენს, სამართალდამრღვევი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართ, ფულადი ხასიათის მატერიალური ზემოქმედების ღონისძიებას.

2. ადმინისტრაციული ჯარიმა გამოიყენება ამ კოდექსით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით, რომლის ოდენობა განისაზღვრება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დამდგენი კონკრეტული მუხლი

 

·       ადმინისტრაციული სამართალდარღვევატა კოდექსის მიხედვით „ჯარიმა’’  ისეთი ფულადი გადასახდელია „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’ ჩამდენი პირის მიმართ,რომელიც არ წარმოადგენს „ზიანის ანაზღაურებას’’ და არ იწვევს პირის „ნასამართლობას’’,მაგრამ დაკავშირებულია „ქონებრივი ხასიათის’’ უარყოფით შედეგებთან.

·       „ადმინისტრაციული ჯარიმა’’ როგორც „ერთდროული მატერიალური იძულება’’ მთელ რიგ შემთხვევებში გავლენას ახდენს „მართლწესრიგის დამრღვევის’’ ოჯახის ბიუჯეტზე,რაც უარყოფითად მოქმედებს მასზე და მისი ოჯახის წევრებზე.

·       „ჯარიმა’’ ახლოს დგას „კონფისკაციასთან’’,მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ ,როცა დამრღვევი „ჯარიმას’’ არ გადაიხდის და „ჯარიმის’’ „ამოღება’’ ხდება მისი „ქონებიდან’’.

·       მაგრამ ეს „ჯარიმის გადახდის’’ იძულებითი გზაა, ა)ჯერ მოხდება“ჯარიმის’’ ხელფასიდან დაქვითვა,ხოლო თუ პირი არ მუშაობს და არც ნებაყოფლობით იხდის,ამის მერე  ბ)ხდება  „ჯარიმის’’  მისი ქონებიდან ამოღება

·       საზღვარგარეთის ქვეყნებში [ გერმანია,აშშ]დაწესებულია“იურიდიული პირის’’ „ადმინისტრაციული წესით’’ დაჯარიმება.

·       პორტუგალიაში ,თუ“იურიდიული პირი’’ ჯარიმას არ იხდის ,მაშინ აჯარიმებენ „შესაბამის თანამდებობის პირს’’.კერძოდ,“ხელფასს’’ რამდენიმე თვით დაუკავებენ[და მიმართავენ „ჯარიმის’’ დასაფარად]

·       საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევატა კოდექსში  „იურიდიული პირი’’,როგორც „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სუბიექტი’’ გათვალისწინებულია ხდება  მისი „ადმინისტრაციული წესით’’ „დაჯარიმება’’.

ა)დიდი ჯარიმების’’ საკითხი

 

·       საინტერესოსოა“დიდი ჯარიმების’’ საკითხიც

·       შავაძე და ლორია მიუთითებენ:“უსაშველოდ დიდი ჯარიმები,მინიმალური ხელფასის ასმაგი-ორასმაგი ოდენობით არამარტო „არარეალურია’’,არამედ „არაეფექტურიც’’.მინიმალური ხელფასის ასმაგი ოდენობის გადახდა მოსახლეობის იმ ნაწილისთვის,რომელიც დაბალ ხელფასს იღებს,პრაქტიკულად შეუძლებელია;ამიტომ შედარებით „მცირე ჯარიმების’’ შემოღება „ცალკეული სამართალდარღვევისთვის’’ და „დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურება’’ „ეფექტურს’’ გახდის „ადმიმისტრაციულ სამართალდარღვევასთან’’ ბრძოლას.’’

·       „დიდი ჯარიმების’’ გადმოტანა სისხლის სამართლის სფეროდან“ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის’’ სფეროში იწვევს იმას ,რომ დაიწყება „ფასიანი მორიგება’’ „სამართალდამრღვევსა’’ და“ადმინისტრაციულ მუშკს’’ შორის  „პასუხისმგებლობიდან გატავისუფლების’’  მიზნით.[რაც კანონიერების უხეს დარღვევას წარმოადგენს]

) „სასამართლოში წესრიგის დამრღვევთა’’ „დაჯარიმების’’ საკითხი

 

·       სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85 -ე მუხლის შესაბამისად დაწესებულია“სასამართლოში წესრიგის დამრღვევთა’’ მიმართ პასუხისმგებლობა   ა)“ჯარიმის’’ და ბ)“ადმინისტრაციული პატიმრობის’’ სახით

·       კერძოდ,“სასამართლო პროცესის ყველა მონაწილე’’ ვალდებულია დაიცვას წესრიგი,რის შესახებაც მოსამართლე აფრთხილებს მხარეებს.,რომ სასამართლოს მიმართ „უპატივცემულობის შემთხვევაში’’,მოსამართლე „ადგილზე თათბირით’’ გამოიტანს „განკარგულებას’’ –„პროცესის მონაწილის’’ ან „სხდომაზე დამსწრე პირის’’ მიმართ“დაჯარიმების’’ ამ/და სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ.

·        „ჯარიმის ოდენობა’’ მერყეობს 50 ლარიდან-500 ლარამდე.

·       კანონის თანახმად,“სასამართლოში წესრიგის დამრღვევის’’  ,„დაჯარიმების’’ შესახებ მოსამართლის „განკარგულება’’ მიიღება „ზეპირი მოსმენის გარეშე’’ [ანუ არ ხდება დამრღვევის „ეკონომიკური მდგომარეობის’’ და ა.შ გათვალისწინება]და მოსამართლის  „განკარგულება’’ -არ საჩივრდება[!]

 

)„ადმინისტრაციული ჯარიმა’’ „სალიცენზიო’’ დასანებართვო’’ სამართალდაეღვევისათვის

 

·        კოდექსის თანახმად, „ადმინისტრაციული ჯარიმას’’ „სალიცენზიო’’ და „სანებართვო’’ სამართალდაეღვევისათვის  „დამრღვევ’’ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს  „აჯარიმებენ’’  ის „ადმინისტრაციული ორგანოები’’ ,რომლებიც გასცემენ „ლიცენზიებს’’ და „ნებარტვებს’’  [საქართველოს კანონის „ლიცენზიების და ნებარტვების შესახებ’’ საფუძველზე]

·        ასეთი ჯარიმების ოდენობა ათასობით ლარია,განმეორებით დაჯარიმების შემთხვევაში ჯარიმების ოდენობა ორმაგდება,სამმაგება და ა.შ.

·        თუ გადავხედავთ სასამართლო სტატისტიკას,დავრწმუნდებით ,რომ საქარტველოში ყველაზე ხშირად გამოყენებული „ადმინისტრაციული სახდელი-„ადმინისტრაციული ჯარიმაა’’

·        რაც შეეხება“საურავს’’ ,რომელიც“ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს’’ ეკისრება“ჯარიმის’’ „კანონით დადგენილ ვადაში’’ გადაუხდელობის შემთხვევაში,ის განხილული იქნება  ცალკე.[მოგვიანებით]

 

                  6. „ ადმინისტრაციული პატიმრობა’’[მუხ. 32-]

 

 

·        საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის[სასკ] -ის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად:

 

„ადმინისტრაციული პატიმრობა დადგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, 60 დღემდე ვადით. პირს ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებს სასამართლო.’’

 

    მუხლი 32. ადმინისტრაციული პატიმრობა

 

1. ადმინისტრაციული პატიმრობა დადგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, 60 დღემდე ვადით. პირს ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებს სასამართლო

 

·        საინტერესოა იმ  პირთა წრე ვისაც არ შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა [32-ე მუხ. მე-3 ნაწილი]

 

·        ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეიძლება შეეფარდოს:

 ა) ორსულ ქალებს,

ბ)დედებს , რომლებსაც ჰყავთ 12 წლამდე ასაკის ბავშვი

,გ)18 წელს მიუღწეველ პირებს

 დ)მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს.ს

 

 მსგავსად მიმაჩნია ის რომ თუ კანონმდებლობა დააწესებს ამ პირთა მიმართ სახდელის დაკისრებას იქნება ძალიან მკაცრი .

·        ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიხატება პირის სპეციალურ ადგილას’’ იძულებით მოთავსებაში’’ ,

·        „იძულებითი მოთავსება’’  ხდება შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ ფიზიკური იძულების გამოყენებით  

·        იძულებით მოთავსების’’  „სპეციალური ადგილები’’ განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით , რომელსაც ადგენს შინაგან საქმეთა სამინისტრ

·        „ადმინისტრაციული პატიმრობა’’ გამოიყენება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ და კონკრეტული  სახის „ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის’’ .ასეთი სამართალდარღვევის  ჩამდენს „ადმინისტრაციული პატიმრობას’’  შეუფარდებს- მხოლოდ მოსამართლე

 

·        ყურადღება: „ადმინისტრაციული პატიმრობაში’’ პირის ყოფნა მის „ნასამართლობას’’ და „შრომის სტაჟის შეწყვეტას’’ -არ იწვევს[!]

·        თუმცა,“ადმინისტრაციული პატიმრობაში’’  ყოფნის ვადა „შრომით სტაჟში’’ არ ჩაეთვლება.

 

)„ადმინისტრაციული პატიმრობის’’  მოხდის წესი

 

·        საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 25 დეკემბრის 407-ე ბრძანების მიხედვით  დადგენილია „ადმინისტრაციული პატიმრობის’’ მოხდის წესი

1. პატიმარი ვალდებულია:

ა) დაიცვას რეჟიმი და შინაგანაწესი;

ბ) შეასრულოს საპყრობილის ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნები;

გ) დაიცვას სანიტარ ულ-ჰიგიენური მოთხოვნები;

დ) დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესები;

ე) გაუფრთხილდეს საპყრობილის ქონებას;

ვ) დაასუფთავოს კამერა და სხვა სათავსოები რიგითობის დაცვით;

ზ) არ განახორციელოს საპყრობილის მოსამსახურეთა, პატიმართა და სხვა პირთა ღირსების დამამცირებელი მოქმედებები;

თ) არ გაუწიოს წინააღმდეგობა საპყრობილის მოსამსახურეებსა და სხვა პირებს თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას;

ი) არ ჩაიდინოს განზრახი ქმედებები, რომელიც ემუქრება მისი ან სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;

კ) დაიცვას დღის წესრიგი;

ლ) ზრდილობიანად მოეპყროს საპყრობილის მოსამსახურეებსა და სხვა პატიმრებს;

მ) საპყრობილის მოსამსახურეთა, აგრეთვე სხვა თანამდებობის პირთა მოთხოვნით აცნობოს მათ თავისი ვინაობა;

ნ) დაიცვას სიჩუმე;

ო) იმორიგეოს კამერაში რიგის დაცვით.

2. კამერის მორიგე ვალდებულია:

ა) მოახსენოს საპყრობილის მოსამსახურეს კამერაში მყოფი პატიმრების რაოდენობის თაობაზე;

ბ) თვალყური ადევნოს კამერის ინვენტარის, მოწყობილობისა და სხვა ქონების მდგომარეობას;

გ) მიიღოს და ჩააბაროს ჭურჭელი კამერაში მყოფი პატიმრებისათვის;

დ) თვალყური ადევნოს კამერაში სისუფთავის დაცვას;

ე) მორეცხოს კამერის იატაკი, დაასუფთავოს სანიტარული კვანძი, გარეცხოს სასმელი წყლის ბაკი.

3. პატიმარს ეკრძალება:

ა) იქონიოს, მიიღოს, შეიძინოს, შეინახოს და გამოიყენოს ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები, რომელთა შენახვა და გამოყენება აკრძალულია;

ბ) იქონიოს მიმოწერა, ისაუბროს ან გადასცეს რაიმე საგნები სხვა კამერებში მყოფ პირებს, დაუკავშირდეს მათ კაკუნის საშუალებით;

გ) დაარღვიოს საუბრის, საგნების გადაცემისა და მიმოწერის წესი თავისუფლებაზე მყოფ პირებთან ან სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებთან;

დ) ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე გამოვიდეს კამერიდან ან საპყრობილის სხვა შენობიდან;

ე) დაარღვიოს საპყრობილის ობიექტების დაცვის ხაზი;

ვ) დაამზადოს და გამოიყენოს ალკოჰოლური სასმელი, ნარკოტიკული და ფსიქოტროპიული საშუალებები;

ზ) ითამაშოს სამაგიდო თამაშები მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით;

თ) ადმინსტრაციის ნებართვის გარეშე გაცვალოს საძინებელი ადგილი;

ი) გამოიყენოს თვითნაკეთი ელექტრომოწყობილობები;

კ) ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე გამოიყენოს ელდექტრომოწყობილობები;

ლ) დაანთოს ცეცხლი კამერაში;

მ) იყოლიოს ცხოველები;

ნ) ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე გაარემონტოს სანტექნიკა, გასანათებელი და სხვა მოწყობილობები, დაარეგულიროს განათება კამერაში;

ო) დააბინძუროს კამერის სანიტარ ული კვანძი;

პ) კამერის კედლებიდან ჩამოხსნას ინფორმაცია პატიმრების ძირითადი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ;

ჟ) დააწებოს კამერის კედლებზე, ინვენტარზე ქაღალდი, ფოტოები, ნახატები, ამონაჭრები ჟურნალებიდან და გაზეთებიდან, გააკეთოს წარწერები და ნახატები;

რ) იყვიროს ან სხვაგვარად დაარღვიოს სიჩუმე;

ს) საპყრობილის ტერიტორიაზე გადაადგილებისას გამოვიდეს რიგიდან, მოსწიოს თამბაქო, ისაუბროს, შეიხედოს სხვა კამერებში, აიღოს რაიმე ნივთები, ხელი დააჭიროს სიგნალიზაციის ღილაკს;

ტ) გადმოყაროს რაიმე ფანჯრიდან, ავიდეს ფანჯრის რაფაზე, თავი გამოყოს ფანჯრიდან, დაახშოს კარის სათვალთვალო ჭუჭრუტანა;

უ) გაყიდოს, გააჩუქოს ან სხვაგვარად გაასხვისოს პირად სარგებლობაში არსებული საგნები.

 

·        „ადმინისტრაციული პატიმრობისას’’ პირი უზრუნველყოფილია საყოფაფაცხოვრებო და სამედიცინო პირობებით

·        დაწესებულია პატიმრის „გასეირნება’’ ყოველდღიურად არანაკლებ 1 საათი

·        14 წლის ზემოთ არასრულწლოვანი პატიმრების და ქალების „გასეირნება’’ ხდება დღეში არანაკლებ 2 საათი

·        იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციულ პატიმრობასი მყოფი პირი დაარღვევს „დაწესებულების შინაგანაწესს’’ მას დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა.

·        კერძოდ, ა)“საყვედური’’  ან ბ)“კარცერში’’[მცირე ზომის სამაარტოო საკანში] გადაყვანა 10 დღემდე.

 

) „ადმინისტრაციული პატიმრობა’’  მხოლოდმძიმე’’ „ადმინისტრაციული დარღვევებისთვის’’ გამოიყენება.

 

 

·        „ადმინისტრაციული პატიმრობა’’ ე.წ. „ძირითადი’’ ადმინისტრაციული სახდელია

·        იგი შედარებით „იშვიათად’’ გამოიყენება ვიდრე „ადმინისტრაციული ჯარიმა’’

·        „ადმინისტრაციული პატიმრობა’’ უფრო „მძიმე’’ „ადმინისტრაციული დარღვევებისთვის’’ გამოიყენება.

·        „ადმინისტრაციული პატიმრობისას’’  შესაძლოა ადგილი ჰქონდეს    დაპატიმრებული პირის“ფიზიკური შრომის’’ უფასო გამოყენებას.[?]

·        ამდენად,“ჯარიმა’’ თუ მხოლოდ „მატერიალური  შეზღუდვაა’’,“ადმინისტრაციული პატიმრობა’’ პირის „პირადი უფლებების’’ და“მატერიალური’’ შეზღუდვაა

·                           საზღვარგარეთის ქვეყნებში“ადმინისტრაციული პატიმრობა’’,როგორც „ადმინისტრაციული სახდელი’’ არ გამოიყენება

·                           აშშ-ში,ინგლისში,საფრანგეტში,გერმანიაში,ჰოლანდიაში „პატიმრობა’’ მხოლოდ „სისხლის სამართლის’’ წესითაა შესაძლებელი

 

 

      7.  ადმინისტრაციული დაკავება’’  [მუხ.247-]

 

·        საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევატა კოდექსის 247-ე მუხლის 1-ლი ნაწილის  თანახმად: „ადმინისტრაციული დაკავების’’ დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, წარედგინება სასამართლოს.

·        მტკიცებულებების მოპოვების მიზნით „ადმინისტრაციული დაკავების 24 საათიანი  ვადა შეიძლება ერთჯერადად გახანგრძლივდეს არაუმეტეს 24 საათით. [ამ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი თანამშრომელი „წერილობით’’ ასაბუთებს ადმინისტრაციული დაკავების ვადის გახანგრძლივების მიზანშეწონილობას.][იხ.247-ე მუხ. მე-2 ნაწილი]

·        თუ„ადმინისტრაციული დაკავებისას’’   დაკავებული პირი  48 საათში  არ წარედგინა სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.[იხ.247-ე მუხ. მე-3 ნაწილი]

·        „დაკავებული პირი’’ სასამართლოსთვის წარდგენამდე უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება მოათავსოს „დროებითი მოთავსების იზოლატორში’’ [იხ.247-ე მუხ. მე-4 ნაწილი]

·        „ადმინისტრაციული პატიმრობა’’ ადმინისტრაციულ სახდელებს შორის ყველაზე უფრო „მკაცრი ‘’ სახდელია

·        მისი გამოყენება მხოლოდ „სასამართლოს ‘’ პრეროგატივას წარმოადგენს.

·        „ადმინისტრაციული პატიმრობის’’ შეფარდების შესახებ სასამართლოს მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირი.

·        სამხედრო მოსამსახურის მიერ კოდექსის 45-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების თაობაზე საქმეს სასამართლო განიხილავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის’’ შესაბამისი უფლებამოსილი პირიწარდგინების საფუძველზე

·        „ადმინისტრაციული პატიმრობა’’ გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ „ზოგიერთი’’ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის,რომელიც ა)„მძიმე ხასიათისაა’’ და ბ)„ზიანს აყენებს სახელმწიფოს’’ და გ)„საზოგადოების ნორმალურ საქმიანობას’’

·        „ადმინისტრაციული პატიმრობა’’ გამოიყენება ისეთი „ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის’’ ,როგორებიცაა:

a.      „წვრილმანი ხულიგნობა’’

b.      „სასჯელ-აღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის ნივთის[საგნის] უკანონოდ გადაცემა’’

c.      „შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევა’’

d.     და სხვა

·        სასამართლოს მიერ „ადმინისტრაციული სახდელის’’ სახით“ადმინისტრაციული პატიმრობის’’ შეფარდებისას,მხედველობაში მიიღება:

a.      ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი

b.      დამრღვევის პიროვნება

c.      მისი „ბრალის’’ ხარისხი[ანუ განზრახვაა თუ გაუფრთხილებლობა]

d.     „პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ‘’ და „პასუხისმგებლობის დამამძიმებელი’’ გარემოებები

·        „ადმინისტრაციული პატიმრობის’’ ვადა გამოიანგარისება „საათებით’’ და „დღე-ღამით’’

 

6.1.„სასამართლოში წესრიგის დამრღვევის მიმართ’’ „ადმინისტრაციული პატიმრობის’’ შეფარდება

 

·        საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის შესაბამისად,დაწესებულია“სასამართლოში წესრიგის დამრღვევთა’’ მიმართ  პასუხისმგებლობა ა)“ჯარიმის’’ და ბ)“ადმინისტრაციული პატიმრობის’’ სახით.

·        იმ სემტხვევაში თუ პირი სასამართლოს მიმარტ“უპატივცემულობას ‘’ გამოხატავს მოსამარტლე -„დააჯარიმებს’’[50-დან-500 ლარამდე]

·        ხოლო ტუ პირი კვლავ განაგრძობს თავის „ქმედებას’’,მაშინ მოსამართლე უფლებამოსილია გამოიტანოს „განკარგულება’’ ამ პირის „30 დღე-ღამემდე ვადით’’ პატიმრობის შესახებ.

·        იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაადგენს,რომ ამ პირს ერთხელ უკვე შეფარდებული ჰქონდა „ადმინისტრაციული პატიმრობა’’,იგი უფლებამოსილია „ადმინისტრაციული პატიმრობის’’ ვადა გაზარდოს -60 დღემდე.

·        ყურადრება: „ადმინისტრაციული პატიმრობის’’ შესახებ მოსამართლის „განკარგულება’’  -დაუყონებლივ შედის ძალაში [!]

·        მოსამართლის „განკარგულება’’  „ადმინისტრაციული პატიმრობის’’ შესახებ  პირმა,რომლის მიმართაც გამოყენებილია ეს ადმინისტრაციული სახდელი ,შეიძლება  „გაასაჩივროს’’ სათანადო წესით,მისთვის „განკარგულების’’ ჩაბარებიდან -48 საათის ვადაში[აღნიშნულ საკითხზე იმსჯელა საკონსტიტუციო სასამარტლომ 2006 წლის 15 დეკემბერს  და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო]

·        თუ გადავხედავთ სასამართლო სტატისტიკას,დავრწმუნდებით,რომ“ადმინისტრაციული პატიმრობა’’,როგორც „ადმინისტრაციული სახდელის’’ ერთ-ერთი სახე,ართუ ისე ხშირად გამოიყენება.

 

 

 

[ იხ. გაგრძელება ]

 


 

a.      „ტრანსპორტის მართვის უფლების ჩამორთმევა’’

b.      „უცხოელის საქართველოს ფარგლებიდან გაძევება’’

c.      „სხვა’’ ადმინიისტრაციული სახდელები




[1] საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.1984 წ.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები