თემა 3. ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიული საფუძვლები

 

   

 

 

სარჩევი:

1.ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების  მრავალდონიანი სისტემა’’ 1

2.ადგილობრივი თვითმმართველობის’’ „ტერიტორიული დაცვისხარისხი. 1

3. ტერიტორიული მართვისსხვა’’  სისტემები და სტრუქტურები. 2

4.თვითმმართველი ერთეულის’’[მუნიციპალიტეტის ] ზომები. 5

5.. ) მუნიციპალიტეტების შექმნა,)გაუქმება,)საზღვრების ცვლილება,)მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის განსაზღვრა-საქართველოს კანონმდებლობის  შესაბამისად.. 7

5.1.მუნიციპალიტეტის შექმნა და გაუქმება.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის დადგენა  და შეცვლა [ათკ- მუხ. მე-10] 8

5.1.1 „კონსულტაციის გამართვა’’ მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან’’ [მუხ.მე-12] 9

5.1.2კონსულტაციის გამართვა’’  ადგილობრივ მოსახლეობასთან’’ [მუხ.მე-12 მე-6,მე-7,მე-8   ნაწილები ] 9

5.1.3 დოკუმენტები რომლებიც უნდა დაერთოსსაქართველოს მტავრობის’’ პარლამენტში წარდგინებას. 10

5.1. 4. მუნიციპალიტეტების რეესტრი’’ და  „სარეგისტრაციო მონაცემები’’  [მუხ. მე-14] 12

 

 

 

1.ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების  მრავალდონიანი სისტემა’’

 

·        „ადგილობრივი თვითმმართველობის  ორგანოების’’   „მრავალდონიანი სისტემა’’  ,როგორც წესი „ორ’’  „ტერიტორიულ დონეს’’ მოიცავს[იშვიათად კი   „სამ’’  „ტერიტორიულ დონესაც’’]

 

1.      „პირველ ტერიტორიულ დონედ ‘’ითვლება -ქალაქის,ან სოფლის ,ან  თემის- მცირე დასახლებები

2.      „მე-2 ტერიტორიულ დონედ’’ ითვლება- რაიონის [უცოეთში „საგრაფოს’’,“სააბატოს’’]  -დასახლებები

3.      „მე-3 ტერიტორიულ დონედ’’ ითვლება-რეგიონის[უცხოეტში „პროვინციის’’] დასახლებები.

 

 

·       „ადგილობრივი თვითმმართველობის  ორგანოების’’   „მრავალდონიანი სისტემა’’  აუცილებლად გულისხმობს თითოეულ ტერიტორიულ დონეზე პირდაპირი წესით არჩეული „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს’’ არსებობას.[თუმცა შესაძლებელია  თითოეულ ტერიტორიულ დონეზე   არსებობდეს   „ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი  ორგანოებიც]

·        „ადგილობრივი თვითმმართველობის  ორგანოების’’   „მრავალდონიანი სისტემა’’ფუნქციონირებს როგოც „უნიტარულ’’ ისე  „ფედერაციული’’ და“რეგიონალური’’ ტერიტორიული მოწყობის სახელმწიფოებში

 

 

2.ადგილობრივი თვითმმართველობის’’ ტერიტორიული დაცვის ხარისხი.

 

 

·       ადგილობრივი თვითმმართველობა’’ დემოკრატიულ სახელმწიფოებში კონსტიტუციით[ან კანონით] აღიარებული და დაცული ,ანუ  გარანტირებული ინსტიტუტია

 

ეს იმას ნიშნავს ,რომ  სახელმწიფო „შეზღუდულია’’ „გააუქმოს’’ ან „არსებითად შეზღუდოს’’  „ადგილობრივი თვითმმართველობა’’,როგორც ინსტიტუტი

 

თუმცა,“ადგილობრივი თვითმმართველობის’’ ინსტიუტის „დაცვა’არ მოიცავს რომელიმე კონკრეტული თვითმმართველი ერთეულის’’,მათ შორის რომელიმე “კონკრეტული თვითმმართველი რეგიონის’’ არსებობის სრულფასოვან გარანტიას[ხელშეუხებლობას]

 

 

·       დაიმახსოვრე:

 

a.      „ადგილობრივი თვითმმართველობის’’  „ტერიტორიული საზღვრების’’ განსაზღვრა

b.     „ადგილობრივი თვითმმართველობის’’  დონის’’ განსაზღვრა

c.      „თვიმმართველი ერთეულის’’ : შექმნა,გაუქმება,საზღვრების ცვლილება,მისი უფლებამოსილების განსაზღვრა

 

 

ა)„სახელმწიფო ხელისუფლების’’ [ცენტრალური ხელისუფლების], ან  ბ)„ფედერაციის სუბიექტის’’  ,ან გ)უფრო იშვიათად,თავად“რეგიონალური სახელმწიფოს ტერიტორიული სუბიექტის-„ავტონომიური რეგიონის’’ გამსაკუთრებული გამგებლობის სფეროს  განეკუთვნება.

 

 

ყურადღება:

 

·       აღნიშნულის მიუხედავად,გასათვალისწინებელია,რომ ა) “ტერიტორია’’ და ბ)„ადმინისტრაციული საზღვრები’’ თვითმმართველი ერთეულის’’ ერთ-ერთი  არსებითი ნიშანია

·       ამიტომ  კანონი,როგორც წესი,“თვითმმართველი ერთეულის’’  არსებობის და დაცვის მიზნით გარკვეულ „გარანტიებს’’ ადგენს

·       კერძოდ,“ადგილობრივი თვითმმართველობის’’  „ტერიტორიული დაცვის’’ გარანტიები  შეიძლება გულისხმობდეს“თვითმმართველი ერთეულის’’ „გაუქმების’’ ან „საზღვრების ცვლილების’’ საკითხებზე  „ადგილობრივ მოსახლეობასთან’’  და „ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან’’  „წინასწარი კონსულტაციების’’ ვალდებულებას,უფრო იშვიათად“ადგილობრივი რეფერენდუმის’’ ან „ადგილობრივი პლებისციტის’’ გამართვასაც

 

 

 

3. ტერიტორიული მართვისსხვა’’  სისტემები და სტრუქტურები.

 

 

 

 

·       საჭიროა“ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან’’ განვასხვაოთ ადგილობრივ ტერიტორიულ დონეზე მოქმედი მართვის „სხვა’’   „ სტრუქტურები’’ და „სისტემები’’

·       კერძოდ, ა)“მუნიციპალიტეტების ტერიტორიული გაერთიანებები’’ და ბ) „ადგილობრივი ტერიტორიული ხელისუფლებები’’

ა)“მუნიციპალიტეტების ტერიტორიული გაერთიანება’’

 

·       “მუნიციპალიტეტების ტერიტორიული გაერთიანებები’’ -მუნიციპალიტეტების ნებაყოფლობით გაერთიანებებს წარმოადგენენ

·       ისინი სხვადასხვა „სამარტლებრივი ფორმით’’ იქმნება

·       მათ რამდენიმე „თვითმმართველი ერთეულის’’ ტერიტორიაზე კონკრეტული ფუნქციების განხორციელების ამოცანა გააჩნიათ

·       მაგ.: ა)წყალმომარაგების ,ბ)ენერგომომარაგების,გ)ნარჩენების მართვის დ)სამოქალაქო „აქტების’’ რეგისტრაციის და სხვა.

ბ)„ადგილობრივი ტერიტორიული ხელისუფლება’’

 

·       „ადგილობრივი ტერიტორიული ხელისუფლება’’ „თვითმმართველი ერთეულების’’ უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ,მათ „პარალელურად’’ და უფრო „მაღალ ტერიტორიულ დონეზე’’ იქმნება

·       „ადგილობრივი თვითმმართველობებისგან’’ განსხვავებით ,მას არ გააჩნია „საკუთარი’’  უფლებამოსილებები

 

·       „ადგილობრივი ტერიტორიული ხელისუფლება’’ ძირითადად კანონით ან სხვა ფორმით დელეგირებული „ადგილობრივი თვითმმართველობების   ‘’ „საკუთარი’’ და ზოგიერთი „ადგილობრივ თვთმმართველობებზე’’ “დელეგირებული’’ უფლებამოსილების გახორციელების მიზნით იქმნება

·       „ადგილობრივი ტერიტორიული ხელისუფლებას’’ გარკვეული მოცულობის „ადმინისტრაციული’’ და „ფინანსური’’ დამოუკიდებლობა გააჩნიათ,თუმცა ის სრულად „ავტონომიურ’’[ანუ „თვითმმართველ’’] ადგილობრივ ხელისუფლებას არ წარმოადგენს

·       „ადგილობრივი ტერიტორიული ხელისუფლების’’ „ადმინისტრაციული ავტონომია’’ გამოიხატება“საკუთარი’’ წარმომადგენობითი’’ და აღმასრულებელი ‘’ ორგანოების არსებობაში,რომლებიც გარკვეულ ფუნქციებს’’  დამოუკიდებლად ასრულებენ.

·       „ადგილობრივი ტერიტორიული ხელისუფლების’’  -“წარმომადგენლობითი ორგანო’არ არის მოსახლეობის მიერ პირდაპირი წესით არჩეული 

·       „ადგილობრივი ტერიტორიული ხელისუფლების’’  -“წარმომადგენლობითი ორგანოს’’ დაკომპლექტება „შესაბამის ტერიტორიაზე’’ არსებული „თვითმმართველი ერთეულების’’ „წარმომადგენლობითი ორგანოების’’ წევრების და უფრო იშვიათად  „აღმასრულებელი ორგანოს’’ წარმომადგენლების საშუალებით ხდება [ეს დაიმახსოვრე]

·       „ადგილობრივი ტერიტორიული ხელისუფლების’’  -“წარმომადგენლობითი ორგანოს’’  წევრთა  „არჩევის წესი’’,“წევრების რაოდენობა’’ და „პოლიტიკური შემადგენლობა’’[პარტიული წარმომადგენლობა] „პროპორციული პოლიტიკური წარმომადგენლობის პრინციპის[1]’’ საფუძველზე განისაზღვრება.

·       ამდენად,„ადგილობრივი ტერიტორიული ხელისუფლების’’ ორგანოები  ფორმალურად შესაბამისი „თვითმმართველი ერთეულების’’ უფლებამოსილებას ახორციელებენ და მათ ინტერესებს წარმოადგენენ და არა“ადგილობრივი მოსახლეობის’’[რადგან არ არიან პირდაპირი წესით არჩეული]

·       „ადგილობრივი ტერიტორიული ხელისუფლების’’ ორგანოები  ანგარიშვალდებულნი არიან შესაბამის ტერიტორიაზე მოქმედი  “თვითმმართველი ერთეულების’’ ხელისუფლების ორგანოების წინაშე

·       „ტერიტორიული მართვის’’ ასეთი სისტემა შეიძლება მოქმედებდეს ქვეყანაში,სადაც მინიმუმ,“ერთი დონის’’ „ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოთა სისტემაა’’ ჩამოყალიბებული.

·       „ტერიტორიული მართვის’’ ასეთი სისტემა ქმნის“ნახევრად ავტონომიურ ‘’  “ადგილობრივი  ხელისუფლების’’  „ტერიტორიულ რგოლს’’,რომელიც“ადგილობრივ თვითმმართველობას’’ ექვემდებარება.

·       როგორც „ადგილობრივი ტერიტორიული ხელისუფლების’’ ორგანოები  „კანონის საფუძველზე’’ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე“შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში’’  იქმნება.

 

·       „ადგილობრივი ტერიტორიული ხელისუფლების’’ ორგანოების  შექმნის ძირითად მიზანს „მცირე „თვითმმართველი ერთეულების’’ რესურსების გაერთიანება და უფრო ეფექტური“ადგილობრივი მართვის’’ უზრუნველყოფა წარმოადგენს  

 

·       „ადგილობრივი ტერიტორიული ხელისუფლების’’ ორგანოები „ადგილობრივი თვითმმართველობის’’ დამხმარე როლს თამაშობენ იმ ფუნქციების უზრუნველსაყოფად,რომელთა მართვა „ფართო ტერიტორიაზე’’ უფრო ეფექტურად არის შესაძლებელი

 

·       „ადგილობრივი ტერიტორიული ხელისუფლება’’-პასუხისმგებელია როგორცმუნიციპალიტეტების ,ისე ცენტრალური ხელისუფლების მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე

 

მაგ.ესპანეთში „ადგილობრივი ტერიტორიული ხელისუფლების’’-„პროვინციების’’ არსებობა კონსტიტუციით არის გარანტირებული

 

ხოლო ფინეთში,ბულგარეთში და სომხეთში -„ისინი’’ კანონის საფუძველზე ფუნქციონირებემ.

 

 

ყურადღება:

 

·       როცა „ადგილობრივ დონეზე’’[ტერიტორიაზე]  მოქმედებს მოსახლეობის მიერ პირდაპირი წესით არჩეული „წარმომადგენლობითი ორგანო’’,ხოლო მისი „გადაწყვეტილებების ‘’ აღსრულება“ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნული და მის წინაშე პასუხისმგებელი აღმასრულებელი ორგანოს ექსკლუზიური კომპეტენციაა

ამ შემთხვევაში სახეზეა არა “ადაგილობრივი თვითმმართველობის’’ „ტერიტორიული მართვის’’ რაიმე განსხვავებული სისტემა  არამედ “ადგილობრივი თვითმმართველობის პრინციპის’’ - დარღვევა [!]

 

ყურადღება:

 

·       „ადგილობრივი თვითმმართველობის’’ განმახორციელებელი „ტერიტორიული ორგანოების’’  სისტემისგან უნდა განვასხვავოთ  ხელისუფლების მიერ  „დეკონცენტრირებული უფლებამოსილებების გამახორციელებელი ტერიტორიული ორგანოების’’  სისტემაც მაგ. „პრეფექტი’’,“გუბერნატორი’’, “სახელმწიფოს რწმუნებული’’

·       აღნიშნული „ორგანოები’’ ახორციელებენ არა „ადგილობრივ ხელისუფლებას’’ ,არამედ“სახელმწიფო ხელისუფლებას’’

·       ისინი  „ცენტრალური ხელისუფლების’’ ან „ფედერაციის სუბიექტის’’ ხელისუფლებების  „ტერიტორიული წარმომადგენლები’’ არიან,მათი სახელით მოქმედებენ და ხელისუფლების „აღმასრულებელი შტოს’’  იერარქიული სტრუქტურის ნაწილს შეადგენენ

 

 

 

4.თვითმმართველი ერთეულის’’[მუნიციპალიტეტის ] ზომები

 

 

 

3.1  მუნიციპალიტეტის „ზომის’’ შეფასების კრიტერიუმები

 

·       მუნიციპალიტეტის „ზომის’’ შეფასების კრიტერიუმებია:

1.     მოსახლეობის რაოდენობა

2.     ტერიტორიის სიდიდე

3.     მოსახლეობის განსახლების სიმჭიდროვე

·       მუნიციპალიტეტში „მოსახლეობის რაოდენობა’’ მიუთითებს,თუ რამდენი „მომხმარებელი’’ ჰყავს მუნიციპალურ საჯარო სერვისებს

·       „მოსახლეობის რაოდენობა’’ გავლენას ახდენს „სოციალურ’’ და „საგანმანათლებლო’’ პროგრამებისთვის აგრეტვე „ნარჩენების მართვისთვის’’ აუცილებელი ხარჯების ოდენობაზე

·       მუნიციპალიტეტის „ტერიტორიის სიდიდეზე’’კი  დამოკიდებულია  „კაპიტალური ხარჯების მოცულობა[მაგ. ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება]

·       მაგ. მცირერიცხოვანი მოსახლეობის მქონე,მაგრამ „ტერიტორიულად დიდ’’ მუნიციპალიტეტს „დიდი საგზაო ქსელის მოწყობა ესაჭიროება’’. შესასაბამისად მუნიციპალიტეტის ხარჯები ამ სფეროში შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს“პატარა’’ მუნიციპალიტეტის ხარჯებს,რომელსაც მოსახლეობის „დიდი რაოდენობა’’ ჰყავს.

·       „ტერიტორიის სიდიდეს’’ გავლენა აქვს ადგილობრივ საკითხების გადაწყვეტასი მოქალაქეთა უშუალო მონაწილეობის შესაძლებლობაზეც,რადგან  ადგილობრივი ხელისუფლების ადგილ სამყოფელი „ადმინისტრაციული ცენტრი’’ „დიდ მუნიციპალიტეტებში’’ მნიშვნელოვნად დაშორებულია პერიფერიულ დასახლებებს.

·       ორივე  ეს კრიტერიუმი[„მოსახლეობის რაოდენობა’’ და „ტერიტორიის სიდიდე’’]  ერთიანდება ,როცა მუნიციპალიტეტის „ზომის’’ შეფასება ,“მოსახლეობის განსახლების სიმჭიდროვის’’  კრიტერიუმით ხდება.

·       „მეჩხერად დასახლებული’’ და“ტერიტორიულად დიდი’’ მუნიციპალიტეტის არსებობა,როგორც წესი,“განსხვავებული[რთული] გეოგრაფიული ფაქტორების’’ არსებობაზე მიუთითებს

[ „მაღალმთიანობა’’,“გაუდაბნოება’’,“ჩრდილოეთში მდებარეობა’’,“ტყის დიდი მასივების არსებობა’’ და სხვა]

·       შესაბამისად,მუნიციპალიტეტის ფინანსური საჭიროებების ობიექტური შეფარებისათვის აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინება აუცილებელია.

·       „ურბანული’’ ან“ მჭიდროდ დასახელებული’’ მუნიციპალიტეტის ხარჯები არსებითად შეიძლება განსხვავდებოდეს „მეჩხერად დასახლებული’’ და „ტერიტორიულად დიდი’’ მუნიციპალიტეტის ანალოგიური ხარჯებისგან.

·       მაგ. სკოლამდელი ან საშუალო განათლების სფეროში ხარჯების განსაზღვრისას მხოლოდ ბავშვების რაოდენობის გათვალისწინება საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია სასწავლო დაწესებულებასთან მოსახლეობის დაშორების გათვალისწინებაც. ამასთან,ქალაქში ერთი სკოლა და მასწავლებლები გაცილებით უფრო მეტ ბავშვს ემსახურება,ვიდრე „მაღალმთიან და მეჩხერად დასახლებულ’’ მუნიციპალიტეტში.კერძოდ,მეჩხერად  დასახლებულ მუნიციპალიტეტში იმავე რაოდენობის ბავშვებისთვის სასკოლო დასკოლამდელი განათლების მომსახურების მისაწოდებლად საჭირო ხდება რამდენიმე სკოლის ან ბაღის აშენება და მათთვის ადმინისტრაციული პერსონალის ცალ-ცალკე დაქირავება.

·       იგივე ეხება „საგზაო ინფრასტრუქტურის’’ მოწყობასაც.

„დიდ მუნიციპალიტეტს’’ შეიძლება მოუწიოს დიდი თანხების დახარჯვა ისეთი საგზაო ინფრასტუქტურის გასავითარებლად,რომელიც მუნიციპალიტეტის „ადმინისტრაციულ ცენტრთან’’ მხოლოდ რამდენიმე ათეულ ოჯახის დაკავშირებას ემსახურება,.

·       მუნიციპალიტეტების „ზომის’’ შესახებ საინტერესო ინფორმაციას ასახავს 2014 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები,რომელიც  მსოფლიოში მუნიციპალიტეტების მოსახლეობისა და ტერიტორიის საშუალო სიდიდეს აანალიზებს

·       კვლევის შედეგები მიუთითითებს,რომ „მოსახლეობის რაოდენობითა’’ და „ტერიტორიის სიდიდით’’  ყველაზე პატარა ადგილობრივი ხელისუფლებები  ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე შექმნილი.

·       ამასთან,დიდი ზომის ადგილობრივი ხელისუფლებები ძირითადად განვითარებადი ქვეყნებისათვის არის დამახასიათებელი,ხოლო განვითარებულ ქვეყნებში შედარებით პატარა ადგილობრივი ხელისუფლებები ყალიბდება.

 

 

 

5.. ) მუნიციპალიტეტების შექმნა,)გაუქმება,)საზღვრების ცვლილება,)მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის განსაზღვრა-საქართველოს კანონმდებლობის  შესაბამისად

 

 

·       საქართველოს კონსტიტუციის 74-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად:

 

გადაწყვეტილებას თვითმმართველი ერთეულის’’  ა) შექმნის, ბ)გაუქმების ან გ)მისი საზღვრების შეცვლის თაობაზე შესაბამის თვითმმართველ ერთეულებთან’’ კონსულტაციით მთავრობის წარდგინებით იღებს პარლამენტი.

 

 მუხლი 74. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საზღვრები, სამართლებრივი საფუძვლები

 +

1. საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მეშვეობით. წარმომადგენლობითი ორგანო აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით. აღმასრულებელი ორგანოები აღასრულებენ წარმომადგენლობითი ორგანოების გადაწყვეტილებებს და ანგარიშვალდებული არიან მათ წინაშე.

2. თვითმმართველი ერთეული’’ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. გადაწყვეტილებას თვითმმართველი ერთეულის’’ ა)შექმნის, ბ)გაუქმების ან გ)მისი საზღვრების შეცვლის თაობაზე შესაბამის თვითმმართველ ერთეულებთან’’ კონსულტაციით [და]მთავრობის წარდგინებით იღებს პარლამენტი.

 

 

·        „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი[ათკ]’ ა) მუნიციპალიტეტების შექმნის ,ბ)გაუქმების ,გ)მუნიციპალიტეტის საზღვრების ცვლილების ,დ)მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის განსაზღვრის- „საკითხებს’’ ცალკე,  „მე- 2 თავს’’ უთმობს

 

 

5.1.მუნიციპალიტეტის შექმნა და გაუქმება.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის დადგენა  და შეცვლა [ათკ- მუხ. მე-10]

 

·        კოდექსის მე-10 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა’’ და „ ბ’’პუნტების  თანახმად :

 

a.      მუნიციპალიტეტის შექმნის საფუძველია    მუნიციპალიტეტის გაყოფა  „ორ ან მეტ მუნიციპალიტეტად’’ 

b.      მუნიციპალიტეტის გაუქმების  საფუძველია    ორი ან მეტი ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტის გაერთიანება „ერთ მუნიციპალიტეტად’’.

       

·        კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს მიმართოს მუნიციპალიტეტის შექმნის   ან გაუქმების შესახებ წარდგინებით.[მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის დადგენა ხდება მუნიციპალიტეტის შექმნის დროს.იხ, მე-10 მუხ. მე-9 ნაწ.]

 

·        ხოლო კოდექსის მე-10 მუხლის მე-9  ნაწილის თანახმად საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს მიმართოს მუნიციპალიტეტის (გარდა თვითმმართველი ქალაქისა) „ადმინისტრაციული ცენტრის’’ შეცვლის შესახებ წარდგინებით.

·        ა) მუნიციპალიტეტების შექმნის ,ბ) მუნიციპალიტეტის გაუქმების გ)მუნიციპალიტეტების „ადმინისტრაციული ცენტრის’’  შეცვლის საკითხებში „საქრტველოს მტავრობის’’“ორგანიზაციულ უზრუნველყოფას’’ ახდენს  “საქართველოს რეგიონალური განვიტარების სამთავრობო კომისია’’ [შემგომში მოხსენიებული როგორც „სამთავრობო კომისია’’] [ ამ კომისიაზე საუბრობს მე-10 მუხლის მე-3 ნაწილი და მე-12 მუხლი ]

 

 მუხლი 12. მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან კონსულტაციის გამართვის წესი

 1. მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ წინადადებებს და მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) საკრებულოს (საკრებულოების) შესაბამის შუამდგომლობას საქართველოს მთავრობის მიერ განსახილველად ამზადებს შესაბამისი სამთავრობო კომისია

 

 

·        ა) მუნიციპალიტეტების შექმნის ,ბ)გაუქმების ,გ)საზღვრების ცვლილების ,დ)მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის განსაზღვრის[დადგენის,ან შეცვლის] საკითხზესამთავრობო კომისია’’ შეიმუშავებს წინადადებებს და „მთავრობას’’ განსახილველად წარუდგენს: ან ა) მთავრობის დავალებით ,ან ბ)კომისიის წევრების და მუნიციპალიტეტების ინიციატივის საფუძველზე

 

·        სამთავრობო კომისია ვალდებულია[!] „კონსულტაცია’’ გამართოს  „მუნიციპალიტეტების საკრებულოებთან’’ და „ადგილობრივ მოსახლეობასთან’’, ა) მუნიციპალიტეტების შექმნის ,ბ)გაუქმების ,გ)მუნიციპალიტეტის საზღვრების ცვლილების ,დ)მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის განსაზღვრის საკითხებზე

 

5.1.1 „კონსულტაციის გამართვა’’ მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან’’ [მუხ.მე-12]

 

·        „მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან’’  „სამთავრობო კომისიის’’„კონსულტაციის გამართვა’’  გულისხმობს „საკითხის’’ „საკრებულოს სხდომაზე’’ განხილვას

 

·        „მუნიციპალიტეტის საკრებულოს’’ „წერილობითი მოსაზრება’’ „საკრებულოს სხდომის ოქმით’’ ფორმდება. ე.ი. „ოქმში’’ აისახება განსახილველი „საკითხის’’ შესახებ „მუნიციპალიტეტის საკრებულოს’’ პოზიცია და საკრებულოს სხდომაზე გამოტქნული მოსაზრებები.[მუხ.მე-12 ნაწ. მე-4]

 

·        აღმიშნული ფორმით „კონსულტაციის’’ პროცედურა საშუალებას იძლევა დაფიქსირდეს არა მხოლოდ საკრებულოს „პოლიტიკური უმრავლესობის’’,არამედ ინდივიდუალური წევრების პოზიციაც

 

·        ყურადღება:“მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან’’[საკრებულოებთან] სამთავრობო კომისიის „კონსულტაცია’’ არ იმართება თუ „სამთავრობო კომისიაში’’ „შუამდგომლობა’’[აღნიშნულ საკითხებზე ] თავად მუნიციპალიტეტის საკრებულოს[საკრებულოებს] აქვს[აქვთ] წარმოდგენილი

 

 

5.1.2კონსულტაციის გამართვა’’  ადგილობრივ მოსახლეობასთან’’ [მუხ.მე-12 მე-6,მე-7,მე-8   ნაწილები ]

 

 

·        „სამთავრობო კომისიის’’ კონსულტაცია  მუნიციპალიტეტის „ადგილობრივ მოსახლეობასთან’’  იმართება „საჯარო განხილვის ფორმით’’

 

„სამთავრობო კომისია’’ ან მუნიციპალიტეტი[თუ წინადადება  „საკითხის’’ თაობაზე მუნიციპალიტეტს ეკუთვნის] „საჯაროდ აქვეყნებს’’ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ა) შემნის,ან ბ) გაუქმების,ანგ)მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის ან დ)მუნიციპალიტეტის „ადმინისტრაციული ცენტრის ‘’ დადგენის, ან  ე)მუნიციპალიტეტის „ადმინისტრაციული ცენტრის ‘’ შეცვლის  შესახებ[მუხ.მე-12 ნაწ. მე-6]

 

ინფორმაცია „საჯაროდ გამოქვეყნებულად’’ ითვლებამისი ბეჭდვით გამოცემაში გამოქვეყნების შემდეგ და ვრცელდება „შესაბამისი’’ მუნიციპალიტეტის [მუნიციპალიტეტების] ტერიტორიაზე[ტერიტორიებზე] და გამოიცემა მინიმუმ „კვირაში ერთხელ’’ პერიოდულობით.შესახებ[მუხ.მე-12 ნაწ. მე-7]

 

·        მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია ინფორმაციის ბეჭდვით გამოცემაში გამოქვეყნების ნაცვლად ის „საჯაროდ გამოაცხადოს’’ „საქარტველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’[სზაკ-ი] 57-ე მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 57. საჯაროდ გამოცხადება

 

საჯაროდ გამოცხადება ნიშნავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადმინისტრაციულ ორგანოში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, ღიად განთავსებას. აუცილებლობის შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჯაროდ გამოცხადდება აგრეთვე სხვა საჯარო ადგილას.

 

 

 

·       დაინტერესებული პირები უფლებამოსილი არიან, მე-12  მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში შესაბამის სამთავრობო კომისიას/მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინონ საკუთარი მოსაზრებები. საჯარო განხილვის პროცესში შეიძლება შესაბამისი მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრები გაიმართოს.

 

5.1.3 დოკუმენტები რომლებიც უნდა დაერთოსსაქართველოს მტავრობის’’ პარლამენტში წარდგინებას

 

 

·       კოდექსის მე-10 მუხლის  მე-6 ნაწილის თანახმად  ახალი მუნიციპალიტეტის შექმნის საქართველოს მთავრობის პარლამენტში წარდგინებას  თან უნდა დაერთოს:

 

 6. მუნიციპალიტეტის გაყოფით/ ან მუნიციპალიტეტების გაერთიანებით ახალი მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) შექმნის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის წარდგინებას უნდა დაერთოს:

 ) მუნიციპალიტეტის გაყოფის/მუნიციპალიტეტების გაერთიანების საჭიროების დასაბუთება;

 ) მუნიციპალიტეტის გაყოფით/მუნიციპალიტეტების გაერთიანებით შესაქმნელ მუნიციპალიტეტში (მუნიციპალიტეტებში) შემავალი დასახლებების ჩამონათვალი და მოსახლეთა რაოდენობა;

 ) მუნიციპალიტეტის გაყოფით/მუნიციპალიტეტების გაერთიანებით შესაქმნელი მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა;

 ) მუნიციპალიტეტის გაყოფით/მუნიციპალიტეტების გაერთიანებით შესაქმნელი მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) სახელწოდება (სახელწოდებები);

 ) მუნიციპალიტეტის გაყოფით/მუნიციპალიტეტების გაერთიანებით შესაქმნელი თვითმმართველი თემის (თვითმმართველი თემების) ადმინისტრაციული ცენტრი (ცენტრები);

 ) ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაფორმებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობითი მოსაზრება, მისი არსებობის შემთხვევაში;

 ) მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტები;

 ) მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) საკრებულოს (საკრებულოების) შუამდგომლობა, მისი არსებობის შემთხვევაში

 

·       კოდექსის მე-11 მუხლის  მე-2 ნაწილის თანახმად  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ   საქართველოს მთავრობის პარლამენტში წარდგინებას  თან უნდა დაერთოს:

 

 5. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ საქართველოს მთავრობის წარდგინებას უნდა დაერთოს:

 ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის საჭიროების დასაბუთება;

 ) მუნიციპალიტეტის ახალი ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა;

 ) მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტები;

 

 

 

 

·       კოდექსის მე-10 მუხლის  მე-11  ნაწილის თანახმად  ადმინისტრაციული ცენტრის შეცვლის შესახებ საქართველოს მთავრობის პარლამენტში წარდგინებას  თან უნდა დაერთოს:

 

11. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის შეცვლის შესახებ საქართველოს მთავრობის წარდგინებას უნდა დაერთოს:

 ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის შეცვლის საჭიროების დასაბუთება;

 ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტები;

 ) ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაფორმებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობითი მოსაზრება, მისი არსებობის შემთხვევაში.

 

 

·       კოდექსის მე-10 მუხლის  მე-12   ნაწილის თანახმად :

 

მუნიციპალიტეტის  ა)შექმნისა და ბ)გაუქმების, აგრეთვე გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის დადგენისა და დ) შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებებს საქართველოს მთავრობის წარდგინებით, დადგენილებით’’ იღებს საქართველოს პარლამენტი.

 

·       „მუნიციპალიტეტის შექმნის/ გაუქმების შესახებ’’   საქართველოს პარლამენტის „დადგენილება’’ ამოქმედდება  „მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების დანიშვნის დღეს’’

·       „შესაბამის მუნიციპალიტეტში’’ [ანუ ახლად შექმნილ მუნიციპალიტეტში] „არჩევნები’’ გაიმართება „მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგ არჩევნებთან ერთად’’

·       ყურადღება:ახლად შექმნილი მუნიციპალიტეტის „ახალარჩეული საკრებულოს’’ პირველ შეკრებამდე და“მუნიციპალიტეტის მერის’’ არჩევამდე „შესაბამის მუნიციპალიტეტის’’ ტერიტორიაზე ვრცელდება „არჩევნებამდე არსებული საკრებულოს და მერის უფლებამოსილება’’.

·        მუნიციპალიტეტის შექმნის, გაუქმების, ან მისი ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.[იხ. მუხ. მე-13]

 

 

 

5.1. 4. მუნიციპალიტეტების რეესტრი’’ და  „სარეგისტრაციო მონაცემები’’  [მუხ. მე-14]

 

 

 მუხლი 14. მუნიციპალიტეტების რეგისტრაცია

 1. მუნიციპალიტეტების შესახებ ზოგადი მონაცემების ერთიანი აღნუსხვის მიზნით იქმნება მუნიციპალიტეტების მონაცემთა სისტემური ერთობლიობამუნიციპალიტეტების რეესტრი’’.

 2. მუნიციპალიტეტის სარეგისტრაციო მონაცემებია:

 ) მუნიციპალიტეტის დასახელება;

 ) თვითმმართველ თემში შემავალი დასახლებების დასახელებები (თითოეული დასახლების კატეგორიის მითითებით);

 ) თვითმმართველი თემის ადმინისტრაციული ცენტრის დასახელება;

 ) მუნიციპალიტეტის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი და რეგისტრაციის საიდენტიფიკაციო კოდი;

 ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა.

 3. სარეგისტრაციო მონაცემების მიხედვით მუნიციპალიტეტის რეგისტრაციას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისაჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

 



[1] შესაბამის ტერიტორიაზე რა შედეგიც აქვს კონკრეტულ პარტიას არჩევნებზედაფიქსირებული,პროპორციულად იმდენი წევრი ეყოლება“მაღალ ტერიტორიულ დონეზე’’  მოქმედა  დგილობრივი ხელისუფლების“წარმომადგენლობით ორგანოში’’

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები