თემა 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა

 

 

" ადმინისტრაციული სამართალდარღვევა'' და "ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა'' 

სარჩევი:

1.„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’ ცნება. [საქართველოს ადმინისტრაციულ დარღვევათა კოდექსი მუხ,მე-10] 1

2. „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’  განზრახ ჩადენა [მუხ,მე-11] 2

3.  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’  გაუფრთხილებლობით’’  ჩადენა [მუხ,მე-12] 2

4. ასაკი’’ რომლის მიღწევის შემდეგ დგებაადმინისტრაციული პასუხისმგებლობა’’[მუხ,მე-13] 2

5. საქართველოს ადმინისტრაციულ დარღვევათა კოდექსი მუხ. მე-14 [ ამოღებულია] 3

6. „თანამდებობის პირთა’’ პასუხისმგებლობა [მუხ. მე-15] 3

7.“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა’’ ჩადენისათვის  სამხედრო მოსამსახურეთა’’ დასხვა პირთა’’ პასუხისმგებლობა ,რომლებზეც ვრცელდებასპეციალური დისციპლინარული ნორმების’’ მოქმედება.[ მუხ. მე-16] 3

8.“უცხოელი მოქალაქის’’  დამოქალაქეობის არმქონე პირის’’  -პასუხისმგებლობა [მუხ. მე-17] 4

9. „უკიდურესი აუცილებლობა’’ [მუხ. მე-18-] 4

11.“შეურაცხადობა’’[მუხ. მე-20] 5

12.“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა’’ მასალების გადაცემაამხანაგური სასამართლოს,“საზოგადოებრივი ორგანიზაციის’’,ანშრომითი კოლექტივის’’ განსახილველად [მუხ.21-] 5

13 „მცირემნიშვნელოვანი’’ „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’ ჩადენისას  დამრღვევის’’  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან ‘’ გათავისუფლების შესაძლებლობა  [მუხ. 22-] 6

 

ლიტ.   „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვათა კოდექსი’’თავი II

 

 

 

1.„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’ ცნება. [საქართველოს ადმინისტრაციულ დარღვევათა კოდექსი მუხ,მე-10]

 

·        „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად’’ (ანუ გადაცდომად)  ითვლება:

 

a.      სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის,

b.      საკუთრების,

c.       მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების,

d.      მმართველობის დადგენილი წესის

 

ხელმყოფი   მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (ანუ განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია „ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა’’. [მუხ.მე-10 ნაწ. 1-ლი]

 

 

·        „საქართველოს ადმინისტრაციულ დარღვევათა კოდექსით’’ გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის „ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა’’ დგება იმ შემთხვევაში, თუ ეს სამართალდარღვევები თავიანთი ხასიათით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ იწვევენ „სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას’’.[მუხ.მე-10 ნაწ. მე-2]

 

2. „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’  განზრახ ჩადენა [მუხ,მე-11]

 

·        ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განზრახ ჩადენილად ჩაითვლება, თუ მის ჩამდენს  ა)შეგნებული ჰქონდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ბ)ითვალისწინებდა მის მავნე შედეგებს და გ)სურდა ისინი ან შეგნებულად უშვებდა მათ.

 

 

 

3.  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’  გაუფრთხილებლობით’’  ჩადენა [მუხ,მე-12]

 

·        ადმინისტრაციული სამართალდარღვევა „გაუფრთხილებლობით’’ ჩადენილად ჩაითვლება, თუ მისი ჩამდენი  ა)ითვალისწინებდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მავნე შედეგების დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ ბ) ქარაფშუტულად ვარაუდობდა მათ თავიდან აცილებას ან არ ითვალისწინებდა ასეთი შედეგების დადგომის შესაძლებლობას, თუმცა გ)უნდა გაეთვალისწინებინა და შეეძლო კიდეც გაეთვალისწინებინა ისინი.

 

 

4. ასაკი’’ რომლის მიღწევის შემდეგ დგებაადმინისტრაციული პასუხისმგებლობა’’[მუხ,მე-13]

·        „ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა’’ ეკისრებათ „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’  ჩადენის მომენტისათვის თექვსმეტი წლის ასაკს [!] მიღწეულ პირთ.

 

5. საქართველოს ადმინისტრაციულ დარღვევათა კოდექსი მუხ. მე-14 [ ამოღებულია]

6. „თანამდებობის პირთა’’ პასუხისმგებლობა [მუხ. მე-15]

 

·        „თანამდებობის პირებს’’  „ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა’’  დაეკისრებათ იმ „ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის’’, რომელიც დაკავშირებულია ა)მმართველობის წესის, ბ)სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის, გ)ბუნების, დ)მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში დადგენილი წესებისა და ე)სხვა იმ წესების დაუცველობასთან [!], რომელთა „შესრულების’’ უზრუნველყოფა მათი სამსახურებრივი მოვალეობაა.

 

7.“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა’’ ჩადენისათვის  სამხედრო მოსამსახურეთა’’ დასხვა პირთა’’ პასუხისმგებლობა ,რომლებზეც ვრცელდება სპეციალური დისციპლინარული ნორმების’’ მოქმედება.[ მუხ. მე-16]

 

1.      ა)“სამხედრო მოსამსახურეს’’,  ბ)“სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს’’, გ)“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს’’, დ)“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს’’- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრება „სპეციალური დისციპლინური ნორმების’’ მიხედვით,

ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებული „საგზაო მოძრაობის წესების’’, „ნადირობის’’, „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების’’ ან „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისთვის’’ ან.“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის’’  45-ე და 45​​​1 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება „საერთო საფუძველზე’’, გარდა ამ მუხლის 1​​1 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

აღნიშნულ პირებს  არ შეიძლება შეეფარდოს „გამასწორებელი სამუშაოები’’.

 

11.  ა)“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს’’,ბ)“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეს’’, გ)“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს’’  კოდექსის 45-ე, 45​​1, 115​1, 116-ე, 118​4, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება „საერთო საფუძველზე’’, აგრეთვე „სპეციალური დისციპლინური ნორმების’’ მიხედვით

 

2.       სხვა პირს’(გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირისა), რომელზედაც ვრცელდება „სპეციალური დისციპლინური ნორმების’’ მოქმედება, უშუალოდ ამ „სპეციალური დისციპლინური ნორმებით’’ გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაეკისრება „დისციპლინური პასუხისმგებლობა’’, ხოლო „დანარჩენ’’ შემთხვევებში – „ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა’’  „საერთო’’ საფუძველზე.

 

3.      მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ შემთხვევებში ორგანოებს (თანამდებობის პირებს), რომლებსაც“ადმინისტრაციული სახდელის’’ დადების უფლება აქვთ, შეუძლიათ მის ნაცვლად სამართალდარღვევათა მასალები გადასცენ „შესაბამის ორგანოებს’’ [ანუ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს’’,“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს’’ ,“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს’’]  ბრალეულთა’’ „დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხის’’ გადასაწყვეტად

 

8.“უცხოელი მოქალაქის’’  დამოქალაქეობის არმქონე პირის’’  -პასუხისმგებლობა [მუხ. მე-17]

 

1.      საქართველოს ტერიტორიაზე მყოფუცხოელ მოქალაქეს’’ და  მოქალაქეობის არმქონე პირს’’  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ „საქართველოს მოქალაქეთა’’ თანაბრად,  „საერთო’’ საფუძველზე, თუ ამ კოდექსით „სხვა რამ’’ არ არის დადგენილი.

 

2.      საქართველოს ტერიტორიაზე იმუცხოელი მოქალაქის’’  მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც „საქართველოს კანონებისა’’ და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების’’ თანახმად „სარგებლობს იმუნიტეტით’’ საქართველოს ადმინისტრაციული იურისდიქციის მიმართ, გადაწყდება „დიპლომატიური გზით’’

 

 

9. „უკიდურესი აუცილებლობა’’ [მუხ. მე-18-]

·        „ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა’’ არ ეკისრება პირს, რომელმაც, თუმცა ჩაიდინა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვათა კოდექსით’’ და ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოქმედება, მაგრამ რომელიც მოქმედებდა“უკიდურესი აუცილებლობის’’ მდგომარეობაში,

·        ესე იგი იმ საფრთხის ასაცდენად, რაც ემუქრებოდა: ა)სახელმწიფო ან საზოგადოებრივ წესრიგს, ბ)საკუთრებას, გ)მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, დ)მმართველობის დადგენის წესს, ა)თუ მოცემულ გარემოებაში არ შეიძლებოდა ამ საფრთხის აცდენა „სხვა საშუალებებით’’  და   ბ)თუ „მიყენებული ზიანი’’ უფრო ნაკლებმნიშვნელოვანია, ვიდრე „ აცდენილი ზიანი’’.

 

10.  „აუცილებელი მოგერიება’’ [მუხ. მე-19-ე]

·        ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ ეკისრება პირს, რომელმაც, თუმცა ჩაიდინა კოდექსით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული „მოქმედება,’’ მაგრამ რომელიც მოქმედებდა „აუცილებელი მოგერიების’’ მდგომარეობაში,

·        ესე იგი: ა) სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის,ბ) საკუთრების, გ)მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, დ)მმართველობის დადგენილი წესისმართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან’’ დაცვისას:  ა) „ხელმყოფისათვის’’ ზიანის მიყენების გზით’’, თუ ამასთან ბ) „გადაცილებული არ იყო’’  აუცილებელი მოგერიების’’ ფარგლები

 

 

11.“შეურაცხადობა’’[მუხ. მე-20]

 

·        „ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა’’ არ ეკისრება პირს, რომელიც კანონსაწინააღმდეგო „მოქმედების ჩადენის’’ან „უმოქმედობის’’  დროს   იმყოფებოდა „შეურაცხად’’ მდგომარეობაში,

·        ესე იგი: „ არ შეეძლო ანგარიში გაეწია თავისი მოქმედებისათვის’’ ან „ეხელმძღვანელა ამ მოქმედებისათვის’ა)ქრონიკული სულიერი დაავადების, ბ)სულიერი მდგომარეობის გ)დროებითი მოშლილობის, დ)ჭკუასუსტობის ან ე)სხვა ავადმყოფური მდგომარეობის გამო.[მზია ამაღლობელის ადვოკატები  ალბათ „შეურაცხადი მდგომარეობით’’  ცდილობენ მის გამართლებას]

 

 

12.“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა’’ მასალების გადაცემაამხანაგური სასამართლოს,“საზოგადოებრივი ორგანიზაციის’’,ანშრომითი კოლექტივის’’ განსახილველად [მუხ.21-]

 

 

·        ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი თავისუფლდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და „მასალები’’ განსახილველად გადაეცემა ა)„ამხანაგურ სასამართლოს’’,ბ)“ საზოგადოებრივ ორგანიზაციას’’ ან გ)“შრომით კოლექტივს’’ , თუ ჩადენილი „სამართალდარღვევის ხასიათისა’’ და „სამართალდამრღვევის პიროვნების’’გათვალისწინებით’’  მიზანშეწონილია მას შეეფარდოს „საზოგადოებრივი ზემოქმედების ზომა’’.

 

·        კოდექსის 50-ე, 119-ე, 122-ე, 126-ე, 155-ე, 159-ე, 161-ე, 170-ე, 171-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩამდენთა მიმართ გამოყენებული „საზოგადოებრივი ზემოქმედების ზომების’’ შესახებ  ა)ადმინისტრაცია საწარმოში, ბ)დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში] შექმნილი ამხანაგური სასამართლო ან გ)საზოგადოებრივი ორგანიზაცია მოვალენი არიან ათი დღის ვადაში აცნობონ [მათთვის] „მასალების’’ გამომგზავნ ორგანოს (თანამდებობის პირს)

 

13 მცირემნიშვნელოვანი’’ „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’ ჩადენისას  დამრღვევის’’  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან ‘’ გათავისუფლების შესაძლებლობა  [მუხ. 22-]

 

·        თუ ჩადენილია „მცირემნიშვნელოვანი’ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია „გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან’’ და დასჯერდეს „სიტყვიერ შენიშვნას’’.

·        „სიტყვიერი შენიშვნა’’ არ გამოიყენება, თუ ჩადენილია „იგივე ქმედება’’ განმეორებით, ან თუ დამრღვევის მიმართ „ადრე ჩადენილი იმავე ქმედებისათვის’’ ამ მუხლის საფუძველზე [უკვე] გამოყენებული იყო „სიტყვიერი შენიშვნა’’.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები