„იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ“ განცხადების წარმოებაში მიღების წინაპირობები
სარჩევი:
1.განმცხადებლის „იურიდიული ინტერესი’’[სსსკ-ის 312-ე მუხ. 1-ლი ნაწილი]
4.განცხადების შეტანა „განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით’’[სსსკ-ის 314-ე მუხ]
6.
„განცხადების’’ ფორმის დაცულობა[ 177-ე
, 178-ე ,315-ე, 313-ე 316-ე მუხლები]
შესავალი:
„იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ“ განცხადების’’ წარმოებაში ’’ მიღების’’ წინაპირობები:
1) განმცხადებლის „იურიდიული ინტერესი’’[სსსკ-ის
312-ე მუხ. 1-ლი ნაწილი]
2) განმცხადებლის
„მიზანი’’[315-ე] და ამ მიზნის „მიღწევადობის’’
შემოწმების შედეგები[186-ე და 275-ე მუხლები]
3) „განცხადების’’ წარმოებაში მიღების „აუცილებელი პირობა’’
[313-ე მუხ] და ასეთი პირობის არსებობის „მტკიცებულება’’[315-ე მუხ]
4) განცხადების შეტანა „განმცხადებლის
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით’’[სსსკ-ის 314-ე მუხ]
5) „განცხადების’’ ფორმის დაცულობა[ 177-ე , 178-ე ,315-ე,
313-ე 316-ე მუხლები]
1.განმცხადებლის „იურიდიული ინტერესი’’[სსსკ-ის 312-ე მუხ. 1-ლი ნაწილი]
·
განმცხადებელს უნდა ჰქონდეს “იურიდიული
ფაქტის’’ დადგენის „იურიდიული ინტერესი’ .
[„იურიდიული ინტერესი’’ ნიშნავს
იმას,რომ დასადგენ იურიდიული ფაქტს’’ კანონის თანახმად,[იგულისხმება
312-ე მუხლის 1-ლი ნაწილი] უნდა შეეძლოს წარმოშვას
„იურიდიული შედეგი’’[ანუ დადგენილი ფაქტი უნდა იწვევდეს „პირადი’’
ან „ქონებრივი’’ უფლების ა)წარმოშობას,ბ)შეცვლას ან გ) შეწყვეტას]
·
თუ „დაიმტერესებული პირი’’ მიმართავს
სასამართლოს და მოითხოვს „იურიდიული მნიშვნელობის არმქონე ფაქტის’’ დადგენას[ანუ თუ განმცხადებელს არ აქვს „პირადი’’
ან „ქონებრივი’’ უფლების ა)წარმოშობის,ბ)შეცვლის ან გ)
შეწყვეტის ინტერესი’’] ,სასამართლომ უარი უნდა უთხრას მას „განცხადების“
მიღებაზე
· თუ
ასეთ განცხადებას შეცდომით მიიღებს სასამართლო და დაიწყებს
საქმის განხილვას,მაშინ უნდა შეწყვიტოს საქმის წარმოება
· მაგ. „სამართლებრივი[იურიდიული] მნიშვნელობა
არა აქვთ’’ და შესაბამისად „დაუშვებელია’’
სასამართლოს ეთხოვოს“ამა თუ იმ სახის
და ხარისხის ნათესაური კავშირის’’ ფაქტის დადგენა’’, გარდა კანონით
პირდაპირ გათვალისწინებულისა [ანუ დებსა დაძმებს,მშობლებსა და
შვილებს,პაპასა-ბებიასა და შვილიშვილებს შორის ნატესაური კავშიირების დადგენის
გარდა ]
2.განმცხადებლის „მიზანი’’[315-ე] და ამ მიზნის „მიღწევადობის’’ შემოწმების შედეგები[186-ე და 275-ე მუხლები]
·
315-ე მუხლი იმპერატიულად
მიუთიტებს,რომ სასამართლოში
შეტანილ “განცხადებაში’’[„იურიდიულიფაქტის დაგენის შესახებ’’] აუცილებლად უნდა აღინიშნოს,რა „მიზნისთვის’’[!] სჭირდება
„განმცხადებელს’’ ამ „იურიდიული ფაქტის ‘’ დადგენა. ,ანუ რომელი „პირადი’’
ან „ქონებრივი’’ უფლების ა)წარმოშობისთვის ,ბ)შეცვლისთვის ან გ) შეწყვეტისთვის სჭირდება იგი
თუ „შემოწმების’’ შემდეგ აღმოჩნდება,რომ „იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენით’’ „განმცხადებლის
მიზანი’’ ვერ იქნება განხორციელებული,მშინ სსსკ-ის
186- ე მუხლის თანახმად სასამარტლომ უნდა გამოიტანოს განჩინება“განცხადების
წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ’’
ხოლო თუ „განმცხადებლის მიზნის’’ მიუღწევლობა განცხადების „წარმოებაში
მიღების შემდეგ’’ გაირკვევა,სასამართლომ განცხადება „განუხილველად უნდა დატოვოს’’,თანახმად
275-ე მუხლისა.
ხ
3.განცხადების წარმოებაში მიღების „აუცილებელი პირობა’’ [313-ე მუხ] და ასეთი პირობის „მტკიცებულება’’[315-ე მუხ]
·
სამოქალაქო საპროცესო კოდექცის 313-ე
მუხლი „იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფატების’’
დადგენისთვის „აუცილებელ პირობად’’ [!]
ითვალისწინებს ამ ფაქტების „დამადასტურებელი
საბუთების’’ „ ა)სხვა წესით’’ „მიღების’’ შეუძლებლობას ან გ)„დაკარგული საბუთის’’ „აღდგენის’’ შეუძლებლობას
მუხლი 313. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენისათვის აუცილებელი პირობები
+
1. სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს ადგენს მხოლოდ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში.
სსსკ-ის 313-ემუხლის თანახმად,სასამართლო „იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს’’ „ადგენს’’ მხოლოდ :
ა) “იურიდიული ფატების’’ დამადასტურებელი საბუთების“სხვა წესით’’ მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში
ან
ბ) „დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობის’’ შემთხვევაში’’
[ეს დაიმახსოვრე]
ხ
„საბუთების სხვა წესით მიღების შეუძლებლობაში’’ - უნდა ვიგულისხმოთ შემდეგი შემთხვევები :
a.
მოცემული „იურიდიული ფაქტის’’ რეგისტრაციის წესის საერთოდ „არარსებობა“
[მაგ. „და-ძმომის’’ რეგისტრაციის, ან „კმაყოფაზე ყოფნის’’ რეგისტრაციის „წესები არ არსებობს]
b. ანდა „იურიდიული ფაქტის’’ რეგისტრაციის „შესაბამისი წესის’’ დაუცველობა’’ „მოცემულ პირობებში ამ რეგისტრაციის „შესაბამისი წესის დაცვის შეუძლებლობის გამო’’
c. ანდა “იურიდიული ფაქტის’’ დამადასტურებელ დოკუმენტში „შეცდომის’’ ან „უზუსტობის’’,[რის გამოც ამ „დოკუმენტს’’ დაკარგული აქვს „მტკიცებულების ძალა’’]„გამოსწორების შეუძლებლობა’’
„დაკარგული საბუთების’’ აღდგენის შეუძლებლობაში’’ კი იგულისხმება შემდეგი შემთხვევები:
a. შესაბამის ადმინისტაციულ ორგანოს არ აქვს საჭირო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის შესაძლებლობა
b. შესაბამის ადმინისტრაციული ორგანოს „არქივში’’ მონაცემები არ არსებობს
c. შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს „არქივი’’ „დაიკარგა’’ ან „განადგურდა’’
ხ
კოდექსის 315-ე მუხლი იმპერატიულად
ადგენს:“განცხადებასთან ერთად[სასამართლოში] წარმოდგენილი უნდა იყოს „მტკიცებულებები’’,რომლებიც ადასტურებენ განმცხადებლის მიერ
„სათანადო საბუთების’’ მიღების ან დაკარგული
საბუთების აღდგენის შეუძლებლობას’’
მუხლი 315. განცხადების შინაარსი
განცხადებაში უნდა აღინიშნოს, რა მიზნისათვის სჭირდება განმცხადებელს ამ ფაქტის დადგენა, აგრეთვე წარმოდგენილი უნდა იყოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს განმცხადებლის მიერ სათანადო საბუთების მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობას.
ხ
· ყურადღება:
315-ე მუხლიტ გათვალისწინებულ მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს:
„სხვადასხვა
იურიდიული პირების გაცემული ცნობები’’
[რომ
მათ „ასეთი“იურიდიული ფაქტის’’ დადასტურების უფლებამოსილება არ გააჩნიათ’’,ანდა „იურიდიულ ფაქტს’’ ვერ
დაადასტურებენ,რადგან განადგურებულია შესაბამისი ჩანაწერები,საარქივო მასალები,დოკუმენტები,რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა „იურიდიული
ფაქტის’’ დამადასტურებელი „ცნობის’’ გაცემა.]
ხ
„მტკიცებულებათა დასაშვებობს’’ პრინციპის თანახმად:
სასამართლოს მიერ „განცხადების’’ წარმოებაში მიღების ისეთი „წინაპირობები’’ არსებობა როგორიცაა:
1) „საბუთების სხვა წესით მიღების შეუძლებლობა’’
ან
2) „დაკარგული საბუთების’’ აღდგენის შეუძლებლობა’’
შეიძლება „დადასტურდეს’’[დამტკიცდეს] „შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს’’ – ან „ადმინისტრაციული აქტით’’ ან რაიმე „სხვა ცნობით’’ რომელშიც მითითებული იქნება რომლიმე „შემთხვევა’’ აქ ჩამოთვლილთაგან
[მაგ. „ ადმინისტრაციული ორგანოს „არქივი’’ „დაიკარგა’’ ან „განადგურდა’’]
ხ
ყურადღება: თუ
არ იქნება დაცული 315-ე მუხლის მოთხოვნა,“განცხადებაზე „სათანადო წეილობითი
მტკიცებულებების“ დართვის შესახებ’’,ეს „უხეში ‘’ პროცესუალური დარღვევა
იქნება და ასეთი „მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე’’ იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ განცხადების გახილვა- დაუშვებელია ]
ხ
შენიშვნა:
როცა „იურიდიული ფაქტების დადგენა’’ შეძლებრლია 313 -ე მუხლში მითითებული „საბუთების სხვა წესით მიღების შეუძლებლობის’’ ან „დაკარგული საბუთების’’ აღდგენის შეუძლებლობის’’ გამო სასამართლო „ირიდიულ ფაქტებს’’ დაადგენს სსსკ-ის 127-176-ე მუხლებით დადგენილი წესების გამოყენებით[„განმცხადებლის და დაინტერესებული პირის ახსნა განმარტება’’,სხვა „წეილობითი მტკიცებულებები’’,“მოწმეთა ჩვენება’’,“ნივთიერი მტკიცებულებები’’,“ექსპერტის დასკვნა’’]
ხ
4.განცხადების შეტანა „განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით’’[სსსკ-ის 314-ე მუხ]
·
განცხადება იურიდიული
მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ შეიტანება სასამართლოში განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
+
განცხადება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ შეიტანება სასამართლოში განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
· თუ განცხადება’’ შეაქვს რამდენიმე
პირს,რომლებსაც „საცხოვრებელი ადგილი’’ ან „ადგილსამყოფელი’’ სხვადასხვა ადლას
აქვთ,მაშინ „განცხადება’’ შეიტანება სასამართლოში ერთ-ერთი მათგანის „საცხოვრებელი
ადგილის’’ მიხედვით,მათი არჩევით[!]
ხ
6. „განცხადების’’ ფორმის დაცულობა[ 177-ე , 178-ე ,315-ე, 313-ე 316-ე მუხლები]
·
იურიდიული
ფაქტის’’ დადგენის შესახებ განცხადება უნდა შეესაბამებოდეს სსსკ 177-ე და 178-ე მუხლების მოთხოვნებს[გარდა
იმ მოთხოვნისა,რომ შეესაბამებოდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ
დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი იყოს ამ ნიმუშში მითითებული წესების
დაცვით]
· 178-ე
მუხლში მითითებული „რეკვიზიტების’’
გარდა განცხადებაში მითითებული უმდა იყოს:
a. „იურიდიული ფაქტის’’ დადგენის „მიზანი’’[315-ე მუხლი]
b. „მტკიცებულებები’’[რომლებიც
ადასტურებენ განმცხადებლის მიერ „სათანადო დოკუმენტების მიღების’’ ანდა „დაკარგული
დოკუმენტებისაღდგენის შეუძლებლობას’’[313-ე მუხლი]
c. „საჭირო ინფორმაცია’’,რომელსაც კანონი მოითხოვს „უფლებადამდგენ’’დოკუმენტში
შესატანად[ეს საჭიროა რადგან სასამართლოს მიერ
დადგენილი იურიდიული ფაქტები ,კომპეტენტური ორგანოების მიერ,განმცხადებლისთვის „უფლებადამდგენი ‘’ დოკუმენტის გაცემის საფუძველია-[316-ე
მუხლი]
მაგ. „მამობის დადგენის’’ „სახელმწიფო რეგისტრაციის ფაქტის’’ დადგენის შესახებ სასამარტლოში შეტანილ „განცხადებაში ‘’ უნდა აისახოს ის მონაცემები,რომლებიც“სამოქალაქო ატების სესახებ საქართველოს კანონის’’ შესაბამისი მუხლით მიეთითება „მამობის დადგენის’’ სააქტო ჩანაწერის სესრულებისას
ხ
შეჯამება:
· სსსკ-ის 313-ე
მუხლი ითვალისწინებს „იურიდიული მნიშვნელობის
ფაქტების’’ დადგენისტვის „აუცილებელ
პირობებს’’:
1) 313-ე მუხლის თანახმად „ სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს
ადგენს’’ „ მხოლოდ მაშინ’’,როცა განმცხადებელს „სხვა წესით’’[მაგ. „ადმინისტრაციული
წესით’’] არ შეუძლია „იურიდიული
მნიშვნელობის მქონე ფაქტების’’ დამადასტურებელი სათანადო
დოკუმენტების მიღება ან დაკარგული დოკუმენტის აღდგენა შეუძლებელია.
2) „იურიდიული ფაქტის’’ დადგენის მიზნის მითითება „განხადებაში’’ კი
იმისთვისაა საჭირო,რომ სასამართლომ „განცხადების’’ მიღების
დროს განსაზღვროს დასადგენი „იურიდიული ფაქტის’’ მნიშვნელობა და „დაინტერესებულ
პირთა’’
წრე.
დაიმახსოვრე:
თუ „განცხადებაში’’ არ იქნება მითითებული სასამარტლოსადმი განმცხადებლის „მიმართვის
მიზანი’’,ეს ჩაითვლება განცხადების
შინაარსისადმი[მუხ.315] წაყენებული
მოთხოვნის დარღვევად და სასამართლოს უფლება აქვს გამოიყენოს 186-ე მუხლი [გამოიტანოს განჩინება“განცხადების
წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ’’]
3) განცხადებას აუცილებლად
თან უნდა ერტვოდეს „წერილობითი მტკიცებულებები’’,რომლებიც ადასტურებენ “დასადგენი იურიდიული
ფაქტის’’ დამადასტურებელი სათანადო
დოკუმენტების მიღების ან აღდგენის შეუძლებლობას[313-ე მუხლი]
4) განცხადებაში ასევე უნდა მიეთითოს „ყველა საჭირო მონაცემი’’,რომელსაც
კანონი მოითხოვს “დასადგენი
იურიდიული ფაქტის’’ დამადასტურებელ „დოკუმენტში’’
შესატანად [ეს საჭიროა რადგან სასამარტლოს მიერ
დადგენილი იურიდიული ფაქტები ,კომპეტენტური
ორგანოების მიერ, „განმცხადებლისთვის’’ „უფლებადამდგენი
‘’ დოკუმენტის გაცემის საფუძველია] [315-ე
და 316-ე მუხლები]
ხ
განცხადების „შეტანა’’
ამრიგად:
· „ფაქტის
დადგენის შესახებ’’ განცხადებაში უნდა აღინიშნოს განმცხადებლის „მიზანი’’[ანუ „განმცხადებლისთვის’’ სასურველი
„სამართლებრივი[იურიდიული] შედეგი’’]
· „მიზანზე’’
დამოკიდებულია: ა)
„იურიდიული ფაქტის’’ მნიშვნელობის განსაზღვრა ბ)სასამართლოსადმი დავის „უწყებრივი
ქვემდებარეობის ‘’ საკითხის გარკვევა გ)“დაინტერესებულ პირთა’’ წრის განსაზღვრა
ხ
· ზოგჯერ
ის,რომ „ფაქტს’’ „სამართლებრივი [ანუ იურიდიული]მნიშვნელობა’’ აქვს აშკარაა[ცხადია] და
საქმის აღძვრის დროს „სპეციალური დათქმა’’ და „შემოწმება’’ საჭირო აღარ არის.[მაგ.
ეჭვს არ იწვევს „განმცხადებლის’’ „სამართლებრივი[იურიდიული] ინტერესი’’,როცა მას
სურს „ქორწინების რეგისტრაციის ‘’ „ფაქტის’’ დადგენა და სხვა.
· ასეთი
აშკარა[ცხადი] „სამარტლებრივი შედეგების’’ გარდა,“ფაქტის’’ დადგენას
შეიძლება მოყვეს ისეთი „სამართლებრივი შედეგები“,რომელთა
წინასწარ გათვალისწინება საქმის
აღძვრისა და გადაქყვეტილების გამოტანის მომენტში შეუძლებელია
ხ
· განცხადებას,როგორც
წესი,უმდა დაერთოს“სასამართლოს გარეშე წესით’’ ფაქტის დადგენის შეუძლებლობის დამადასტურებელი „წერილობითი’’ დოკუმენტი.
· გამონაკლისია
საქმეები,რომლებშიც კანონით არ არის გატვალისწინებული „იურიდიული ფაქტის’’
„ოფიციალური დადასტურება’’,რადგან საერთოდ არ ხდება ასეთი „იურიდიული მნიშვნელობის
მქონე ფაქტების’’ ოფიციალური რეგისტრაცია[მაგ. დებსა და ძმებს შორის
ნათესაური კავშირის]
ხ
· „მიზნის’’ გარდა „განცხადებაში’’ უნდა
აღინიშნოს „დასადგენი იურიდიული ფაქტის“ დამადასტურებელი „წერილობითი მტკიცებიულებები’’[ სსსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ’’ ქვეპუნქტი’’]
Комментарии
Отправить комментарий