საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა „იმპიჩმენტთან’’ დაკავშირებით
სარჩევი:
1.3 იმპიჩმენტთან
დაკავშირებით დასკვნის ისტორია
1.4. „იმპიჩმენტთან’’ დაკავშირებული „კონსტიტუციური წარდგინების’’ „ავტორი’’
1.4.1. „იმპიჩმენტის’’ საკითხის აღძვრა პარლამენტში.
1.4.3„იმპიჩმენტთან’’ დაკავშირებული „კონსტიტუციური წარდგინების განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში
1.4.4 წარდგინების ავტორის „უარი’’ იმპიჩმენტთან დაკავშირებული წარდგინების განხილვაზე
1.4.5 „იმპიჩმენტის პროცედურის’’ „შეწყვეტის’’ პირობები
2.. „იმპიჩმენტთან’’ დაკავშირებული „წარდგინების საგანი’’
2.1. „იმპიჩმენტთან ‘’ დაკავშირებული „კონსტიტუციური წარდგინების საგნის’’ შესაძლო ვარიანტები
1) თანამდებობის პირის მიერ „კონსტიტუციის დარღვევა’’
ა)“კონსტიტუციის დარღვევა თანამდებობის პირის „ქმედებით’’’’
ბ)“კონსტიტუციის დარღვევა თანამდებობის პირის სამართლებრივი აქტით’’
2) კონსტიტუციის დარღვევა თანამდებობის პირის
ქმედებაში „დანაშაულის ნიშნების არსებობით’’
3. „საკონსტიტუციო სასამართლოს შეზღუდვა წარდგინების საგნით’’
4. შემოწმების მასშტაბი, ფორმა და შინაარსი
5. საკონსტიტუციო სასამართლოს დაკვნის სამართლებრივი შედეგები
1.1. „იმპიჩმენტის ‘’ ცნება
·
„დასკვნას იმპიჩმენტთან დაკავშირებით’’, კონსტიტუცია[მე-60 მუხლი] საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებების
ჩამონათვალში უშუალოდ
არ ითვალისწინებს, თუმცა ის გამომდინარეობს კონსტიტუციი 48-ე მუხლის ნორმებიდან.
+
1. კონსტიტუციის დარღვევის ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძვლით საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის წევრის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის „იმპიჩმენტის წესით’’ თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. საკითხი გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას წარუდგენს ერთი თვის ვადაში.
2. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა თანამდებობის პირის მიერ „კონსტიტუციის დარღვევა’’ ან „მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა’’, პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის „იმპიჩმენტის წესით’’ მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.
3. საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. მთავრობის წევრი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, გენერალური პროკურორი, გენერალური აუდიტორი ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი „იმპიჩმენტის წესით’’ თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
4. თუ პარლამენტმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, „იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება’’ დაუშვებელია.
5. ამ მუხლში ჩამოთვლილ თანამდებობის პირთა თანამდებობიდან გადაყენება, გარდა მთავრობის წევრისა, შეიძლება „მხოლოდ იმპიჩმენტის წესით’’.
6. დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის განხორციელება „საგანგებო’’ ან „საომარი მდგომარეობის’’ დროს.
·
„იმპიჩმენტი’’ გულისხმობს „პარლამენტის მიერ’’ : პრეზიდენტის, მთავრობის
წევრის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის
ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადაყენებას „კონსტიტუციის დარღვევის’’ ან „მათ ქმედებაში
დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო’’. [„იმპიჩმენტის’’
ცნება-ზეპირად]
1.2 „იმპიჩმენტთან
დაკავშირებით’’ გამოტანილი საკონსტიტუციო სასამართლოს „დასკვნის’’ არსი და მნიშვნელობა
·
„იმპიჩმენტის’’ საკითხის აღძვრის უფლება აქვს
„პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს’’.
·
ამის შემდეგ„იმპიჩმენტის’ საკითხი გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას წარუდგენს ერთი თვის ვადაში.
ხ
·
„საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონი, კონსტიტუციისაგან განსხვავებით,
საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებათა ჩამონათვალში[მე-19 მუხლი] ითვალისწინებს, რომ: „ის
განიხილავს და წყვეტს პრეზიდენტის, მთავრობის წევრის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის,
გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიერ
კონსტიტუციის დარღვევის ან/და მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საკითხს’’.[ორგანული კანონის მე-19 მუხლი 1-ლი ნაწილი „თ’’ პუნქტი]
ხ
·
საკონსტიტუციო სასამართლოს
„იმპიჩმენტთან
დაკავშირებით’’ დასკვნის უფლებამოსილება ეფუძნება კონსტიტუციის
48-ე მუხლს.[იხ.ზემოთ]
·
საკონსტიტუციო სასამართლოს როლი იმპიჩმენტის პროცედურაში, მართალია, ერთგვარად „შუალედური
ხასიათის’’ „დასკვნის მომზადებით’’ შემოიფარგლება’’, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია.
·
სწორედ ეს საკონსტიტუციო სასამართლოს „დასკვნა’’ „ წარმოადგენს „იმპიჩმენტის’’ პროცედურის დასრულების აუცილებელ წინაპირობას’’. [ეს დაიმახსოვრე]
·
ანუ თუ საკონსტიტუციო სასამართლომ
არ დაადასტურა „თანამდებობის
პირის’’ მიერ ა)„კონსტიტუციის დარღვევა’’ ან ბ)„მის ქმედებაში
დანაშაულის ნიშნების არსებობა’’,
„იმპიჩმენტის პროცედურა’’ წყდება.
ხ
·
იმპიჩმენტის პროცედურა
კონკრეტული „თანამდებობის
პირის’’ წინააღმდეგ მიმდინარეობს.
·
„იმპიჩმენტის’’ განხორციელების შედეგად აღიკვეთება
კონკრეტული თანამდებობის პირის „თვითნებური’’ მოქმედება.
·
„თანამდებობასთან
ერთად’’ , კონკრეტული თანამდებობის პირი „კარგავს იმუნიტეტს’’ და იქმნება „ჩადენილი დანაშაულისათვის’’ მასზე პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობა.
ხ
·
„საკონსტიტუციო სასამართლოს’’ პოზიციით: „იმპიჩმენტის’’ დანიშნულებაა „..მაღალი რანგის საჯარო მოხელეთა
ხელისუფლებისაგან ჩამოცილება ხელისუფლების სიჯანსაღის დაცვისა და მისდამი ხალხის ნდობის
შენარჩუნების თვალსაზრისით.“
ხ
·
მიუხედავად ამისა, „იმპიჩმენტის’’ ინსტიტუტის ძირითად მიზნად
არა პირისათვის პერსონალური პასუხისმგებლობის
დაკისრება, არამედ „მისი საკონსტიტუციოსამართლებრივი პასუხისმგებლობის
განმტკიცება’’ და „კონსტიტუციური წესრიგის დაცვა’’ ითვლება.
·
„კონსტიტუციისა’’ და „კანონმდებლობის მოთხოვნების’’ პატივისცემა „უმაღლესი თანამდებობის
პირების’’ უპირველესი მოვალეობაა.
·
მათ მიერ „უზენაესი კანონის დარღვევას’’ ან „დანაშაულის ჩადენას’’ შეიძლება განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოჰყვეს სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის.
·
„უმაღლესი თანამდებობის პირების’’ „ნეგატიური მაგალითი’’ აძლიერებს საზოგადოების ნიჰილისტურ
დამოკიდებულებას „კონსტიტუციისა’’ და „სამართლის
უზენაესობის’’ მიმართ.
·
ასეთ პირებს არ აქვთ თანამდებობაზე
დარჩენის მორალური და სამართლებრივი უფლება.
·
აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო
სასამართლო „იმპიჩმენტის საკითხის’’ განხილვისას ასრულებს აღნიშნული
„კონსტიტუციური ფასეულობების დაცვის’’ ობიექტურ მისიას.
·
იმპიჩმენტს „პრევენციული
ეფექტიც’’ აქვს. „თანამდებობის პირებს’’ უჩნდება სტიმული, რომ წინასწარ კარგად აწონ-დაწონონ და შეაფასონ თავიანთი ქმედებები, რათა არ დაექვემდებარონ ამ პროცედურას.
·
იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროცესი თანამდებობიდან
გადაყენებით არ დამთავრდება, „შესაბამისი პირის’’ მიმართ უარესდება საზოგადოებრივი
განწყობა.
·
„იმპიჩმენტის’’ „პრევენციულ ეფექტს’’ ეს გარემოებაც აძლიერებს, რადგანაც
„უმაღლესი თანამდებობის
პირთათვის’’ არასასრურველი უნდა იყოს რეპუტაციის შელახვა
და მათ მიმართ საზოგადოების ნდობის
შერყევა.
ხ
·
„იმპიჩმენტის’’ პროცესში გადამწყვეტ როლს
პარლამენტი ასრულებს.
·
საკანონმდებლო ორგანოდან ხდება „იმპიჩმენტის საკითხის’’ ინიცირება.
·
პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას
პირის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
·
ეს გარემოება ზრდის„იმპიჩმენტის’’ საკითხის პოლიტიზირების ხარისხს.
·
საკონსტიტუციო სასამართლოს
სამართლებრივი ხასიათის ჩართულობა პროცესში ერთგვარად ამშვიდებს და ასტაბილურებს პოლიტიკურად დაძაბულ ვითარებას.
·
საკონსტიტუციო სასამართლოს
ეკისრება პასუხისმგებლობა, რათა შეძლოს: ა)საკითხის პოლიტიკური მდგენელის უკანა პლანზე გადაწევა,
ბ)დამოუკიდებლობის შენარჩუნება და გ)ობიექტური დასკვნის გამოტანა სამართლებრივი
სტანდარტების შესაბამისად.
1.3 იმპიჩმენტთან
დაკავშირებით დასკვნის ისტორია
იმპიჩმენტის ინსტიტუტი
·
კონსტიტუციის თავდაპირველმა რედაქციამ გაითვალისწინა.
პარლამენტს შეეძლო პრეზიდენტის თანამდებობიდან
გადაყენება ა)კონსტიტუციის დარღვევის, ბ)სახელმწიფოს ღალატისა და გ)სისხლის სამართლის
„სხვა დანაშაულის’’ ჩადენის შემთხვევაში.
·
„კონსტიტუციის
დარღვევა’’ უნდა დაედასტურებინა საკონსტიტუციო
სასამართლოს,
·
ხოლო „სახელმწიფო ღალატისა’’ და „სისხლის სამართლის სხვა
დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები’’ - უზენაეს სასამართლოს.
ხ
·
იმპიჩმენტის წესით „პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების
საკითხის’’ აღძვრის უფლება ჰქონდა
პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.
·
აღძვრის შემდეგ“იმპიჩმენტის საკითხი’’ დასკვნისათვის
გადაეცემოდა უზენაეს სასამართლოს ან საკონსტიტუციო სასამართლოს.
ხ
·
იმპიჩმენტს შეიძლება დაქვემდებარებოდნენ
შემდეგი თანამდებობის პირები: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მთავრობის წევრი, გენერალური
პროკურორი, კონტროლის პალატის თავმჯდომარე და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები.
·
საკონსტიტუციო
სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს
დასკვნები
ამ შემთხვევაშიც აუცილებელი იყო.
ხ
·
2008 წლის 10 ოქტომბრის „კონსტიტუციური კანონით’’ პროკურატურის ორგანოები შევიდა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, ხოლო მათი საერთო ხელმძღვანელობის განხორციელება იუსტიციის მინისტრის კომპეტენცია გახდა.
·
ამან გამოიწვია იმპიჩმენტს დაქვემდებარებული თანამდებობის
პირების ჩამონათვალიდან გენერალური პროკურორის
ამოღება.
·
გარდა ამისა, იმპიჩმენტის საფუძვლებში „სახელმწიფოს
ღალატზე’’ და
„სისხლის სამართლის სხვა დანაშაულზე’’ მითითება ჩაანაცვლა „ზოგადად დანაშაულის ჩადენაზე’’ მითითებამ.
ხ
·
2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციურმა
კანონმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა იმპიჩმენტის პროცედურაში.
·
პროცესს ჩამოცილდა
უზენაესი სასამართლო და საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში გადავიდა „დასკვნის მომზადება თანამდებობის პირის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობასთან დაკავშირებით’’
[ „ეს
უფლებამოსილება’’ არ მიეკუთვნება საკონსტიტუციო სასამართლოს ტიპური ამოცანების
რიცხვს.]
·
თუ საკითხს დღევანდელი პერსპექტივიდან შევაფასებთ,
იმ ვითარებაში, როდესაც იმპიჩმენტს შეიძლება დაექვემდებაროს
უზენაესი სასამართლოს ნებისმიერი წევრი,
მიუკერძოებელი დასკვნის გამოტანის ალბათობა საკონსტიტუციო
სასამართლოში გაცილებით მაღალია, ვიდრე
უზენაეს სასამართლოში.
ხ
·
2012 წლის 22 მაისს „ცვლილება’’ შევიდა იმპიჩმენტს დაქვემდებარებულ თანამდებობის პირთა ჩამონათვალში.
·
„კონტროლის პალატის თავმჯდომარე’’ ჩაანაცვლა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა
აუდიტორმა’’.
·
ეს გამოწვეული იყო კონტროლის პალატის გარდაქმნით „სახელმწიფო აუდიტის სამსახურად’’, ხოლო მისი თავმჯდომარისა - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორად.’’
ხ
·
2017 წლის
13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონით იმპიჩმენტთან დაკავშირებული რეგულირებები კონსტიტუციის 48-ე მუხლში
გაერთიანდა და დღეისათვის მოქმედი შინაარსი მიიღო. [იხ. ზემოთ]
·
იმპიჩმენტს დაქვემდებარებულ პირთა წრეს დაუბრუნდა გენერალური პროკურორი. [უზენაესი სასამართლოს
თავმჯომარის გარდა],
იმპიჩმენტის წესით გადაყენების შესაძლებლობა
გავრცელდა „უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლეზე’’.
·
ეს დამატებითი გარანტიაა მათი დამოუკიდებლობისათვის,
რადგანაც დაუშვებელია „სხვა წესით’’[თუ არა „იმპიჩმენტის წესით’’ ], „უზენაესი სასამართლოს’’ მოსამართლეთა გადაყენება.[ეს დაიმახსოვრე]
1.4.
„იმპიჩმენტთან’’ დაკავშირებული „კონსტიტუციური წარდგინების’’ „ავტორი’’
·
„თანამდებობის პირის“ მიერ „კონსტიტუციის დარღვევის’’ ან/და „მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის’’ საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანება „კონსტიტუციური წარდგინება’’. [და არა „კონსტიტუციური
სარჩელი’’]
ხ
·
„წარდგინების ავტორი’’ შეიძლება
იყოს მხოლოდ ერთი სუბიექტი
- „პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი.’’
·
ამდენად, სხვა კომპეტენციებთან
შედარებით, „საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვა’’,
პარლამენტის წევრთა გაზრდილ მხარდაჭერას საჭიროებს.
ხ
ხ
1.4.1.
„იმპიჩმენტის’’ საკითხის აღძვრა პარლამენტში.
·
„იმპიჩმენტთან’’ დაკავშირებული „კონსტიტუციური წარდგინების’’ შეტანას წინ უძღვის „იმპიჩმენტის’’ საკითხის აღძვრა პარლამენტში.
·
„იმპიჩმენტის’’ საკითხის აღძვრასთან
დაკავშირებულ „წერილობით მოთხოვნაში’’ ჩამოყალიბებული უნდა იყოს: 1) იმ არამართლზომიერი
„ქმედების’’ აღწერა,
რომელიც, საკითხის აღძვრის ინიციატორთა აზრით, იმპიჩმენტის საფუძველია; 2) „კონსტიტუციის დებულებანი,
რომლებსაც,[ საკითხის აღძვრის ინიციატორთა აზრით], ამ „ქმედებით’’ არღვევს თანამდებობის
პირი’’, ან/და „სისხლის სამართლის კოდექსის
მუხლი/მუხლები, რომლით/რომლებით გათვალისწინებული დანაშაულიც, [საკითხის
აღძვრის ინიციატორთა აზრით], ჩაიდინა თანამდებობის პირმა’’; 3) „მტკიცებულებანი’’,
რომლებიც, საკითხის აღძვრის ინიციატორთა აზრით, ადასტურებს „კონსტიტუციური წარდგინების’’
საფუძვლიანობას.
·
პარლამენტში ინიცირებული„ წერილობითი მოთხოვნა’’ ფაქტობრივად საკონსტიტუციო სასამართლოში „წარდგინების საფუძველია’’, რადგანაც სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი
საკითხები ქმნის წარდგინების ძირითად შინაარსს.
ხ
1.4.2
კონსტიტუციური შეზღუდვები „იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან და განხორციელებასთან დაკავშირებით’’ .
·
კონსტიტუცია ადგენს შეზღუდვებს „იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან და განხორციელებასთან
დაკავშირებით’’ .
·
თუ „საკონსტიტუციო სასამართლო დასკვნით’’ დაადასტურებს
„თანამდებობის პირის მიერ’’ ა)“ კონსტიტუციის დარღვევას’’ ან ბ)“მის ქმედებაში
დანაშაულის ნიშნების არსებობას’’ და პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან 2
კვირის ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას
ამ „თანამდებობის პირის’’ „იმპიჩმენტის წესით
თანამდებობიდან გადაყენების შესახებ’’, იმავე საფუძვლით „იმპიჩმენტის პროცედურის’’
დაწყება დაუშვებელია.[კონსტ. 48-ე მუხლის მე-4 ნაწილი]
·
ეს თავისთავად გამორიცხავს იმავე საფუძვლით „კონსტიტუციური წარდგინების’’ შეტანის შესაძლებლობასაც.
ხ
·
ასევე დაუშვებელია პრეზიდენტის
იმპიჩმენტის პროცედურის განხორციელება საგანგებო
ან საომარი მდგომარეობის
დროს[კონსტ. 48-ე მუხლის მე-6 ნაწილი]
·
საგანგებო ან საომარი მდგომარეობის მოქმედებისას შეუძლებელია პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის აღძვრა
და შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვა.
·
თუ „კონსტიტუციური წარდგინება’’ საგანგებო
ან საომარი მდგომარეობის „გამოცხადებამდე’’ არის
შეტანილი, მაშინ ლოგიკური იქნებოდა, რომ მომხდარიყო „მისი განხილვის შეჩერება’’ ამ
„მდგომარეობის დასრულებამდე’’. ამასთან ერთად, უნდა ჩერდებოდეს“ წარდგინების განხილვის’’
ერთთვიანი ვადის დინებაც.[იხ.კონსტ. 48-ე მუხლის1-ლი ნაწილი ნაწილი]
·
პარლამენტი მსგავს შემთხვევაში პრეზიდენტისათვის წარდგენილი ბრალდების განხილვას იწყებს/ ან აგრძელებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმების
შემდეგ, უახლოესი (მორიგი
ან რიგგარეშე) სესიის პირველსავე სხდომაზე.
·
მიზანშეწონილია, რომ ეს საკითხი „საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულმა კანონმაც მკაფიოდ მოაწესრიგოს.
ხ
1.4.3„იმპიჩმენტთან’’ დაკავშირებული „კონსტიტუციური წარდგინების განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში
·
„იმპიჩმენტთან’’ დაკავშირებული „კონსტიტუციური წარდგინება’’ არ განიხილება „მოპასუხის’’ მონაწილეობით,[
ანუ მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის „დავის’’
ფორმატში.]
·
„განხილვაში’’ არც „წარდგინების ავტორები’’
და მათი „წარმომადგენელები’’ არიან ჩართული.
·
თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, დასკვნის
მომზადებისას მოიწვიოს „იმპიჩმენტს დაქვემდებარებული თანამდებობის პირი’’ და მოისმინოს მისი განმარტება, მაგრამ მას „მხარედ’’ არ აღიარებს.
ხ
·
„იმპიჩმენტს დაქვემდებარებული
პირი’’ უფლებამოსილია, რომ „სასამართლოს
წარუდგინოს წერილობითი ახსნა-განმარტება’’ მიუხედავად იმისა, „მიწვეული
არის თუ არა ის სასამართლო განხილვაზე’’.
ხ
1.4.4 წარდგინების ავტორის „უარი’’ იმპიჩმენტთან დაკავშირებული წარდგინების განხილვაზე
·
„წარდგინების ავტორი’’[პარლამენტი] უფლებამოსილია სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე
უარი განაცხადოს წარდგინების განხილვაზე და მოითხოვოს საქმის შეწყვეტა.
·
ამისათვის მან „წერილობით უნდა მიმართოს’’ საკონსტიტუციო სასამართლოს,
რომელიც სავალდებულო წესით აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას.
ხ
·
გერმანული კანონმდებლობა ასევე იძლევა პრეზიდენტისათვის
წაყენებულ ბრალდებაზე უარის თქმის შესაძლებლობას „ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს
განჩინების გამოქვეყნებამდე“.
წარდგინების
ავტორის „უარი ბრალდებაზე’’ ბათილდება, „თუ პრეზიდენტი განაცხადებს პროტესტს ერთი კვირის განმავლობაში’’.[ანუ „წარდგიმების ავტორის’’[პარლამენტის] „უარის’’ მიუხედავად
საქმის განხილვა გაგრძელდება]
რადგან როგორც აღვნიშნეთ,
„თანამდებობის პირის’’ წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის
წარმოება მას „რეპუტაციულ ზიანს’’ აყენებს.
„პროტესტით’’ კი პრეზიდენტს
ეძლევა საზოგადოების თვალში რეაბილიტაციისა და იმის დამტკიცების საშუალება, რომ მის
მიმართ ბრალდება უსაფუძვლო იყო.
აქედან გამომდინარე,
მიზანშეწონილია იმპიჩმენტს დაქვემდებარებულ
პირთათვის მსგავსი შესაძლებლობის მიცემა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონითაც.
ხ
1.4.5
„იმპიჩმენტის პროცედურის’’ „შეწყვეტის’’ პირობები
·
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, „თუ თანამდებობის
პირი, რომლის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხიც აღიძრა, ან ა)გადადგა ან ბ)გაათავისუფლეს თანამდებობიდან, მის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა
წყდება.
ხ
·
საკონსტიტუციო
სასამართლოში იმპიჩმენტის საკითხის განხილვა ამ „იმპიჩმენტის პროცედურის’’
ერთ-ერთი ეტაპია და სამართალწარმოება თანამდებობის პირის „გადადგომის’’ ან
„თანამდებობიდან გათავისუფლების’’ შემთხვევებში შეწყდება, რადგანაც „იმპიჩმენტის პროცედურის’’ მიზანი მიღწეულია [„შესაბამისმა პირმა უკვე დატოვა
თანამდებობა’’.]
ხ
·
ამ კონტექსტში საინტერესოა გერმანული
მიდგომა, რაც განპირობებულია „კონსტიტუციური წესრიგის დაცვის მიზნის’’ წინა პლანზე წამოწევით.
·
პრეზიდენტის გადადგომა ან
უფლებამოსილების „სხვაგვარად შეწყვეტა
‘’ გერმანიაში არ აფერხებს „იმპიჩმენტის’’ პროცესის დაწყებას და მიმდინარეობას.
·
ბუნებრივია, რომ ფედერალური საკონსტიტუციო
სასამართლო „გადამდგარ’’ პრეზიდენტს ვეღარ
გადააყენებს, მაგრამ „ადგენს მის ბრალეულობას’’.
·
ამით პრეზიდენტს ერთმევა იმის
შესაძლებლობა, რომ „გადადგომით’’ თავიდან აირიდოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისი ქმედების შეფასება.
2..
„იმპიჩმენტთან’’ დაკავშირებული „წარდგინების საგანი’’
2.1.
„იმპიჩმენტთან ‘’ დაკავშირებული „კონსტიტუციური წარდგინების საგნის’’ შესაძლო ვარიანტები
·
იმპიჩმენტთან დაკავშირებული „წარდგინების საგანი’’ შეიძლება იყოს ნხოლოდ : 1) „თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა’’ ან 2) „თანამდებობის პირის
ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა’’.
·
შესაძლებელია, რომ იმპიჩმენტის
აღძვრა ორივე საფუძვლით მოხდეს და საკონსტიტუციო
სასამართლოს ორივე საკითხზე მოუწიოს მსჯელობა.
1) თანამდებობის პირის მიერ „კონსტიტუციის დარღვევა’’
·
„თანამდებობის პირმა’’ [იხ.კონსტ. 48-ე მუხლის 1-ლი ნაწილი] კონსტიტუცია
შეიძლება დაარღვიოს: ა) როგორც „სამართლებრივი
აქტით’’, ასევე ბ)“ქმედებით’’. [ქმედებაში იგულისხმება პირის მოქმედება ან უმოქმედობა]
ა)“კონსტიტუციის დარღვევა თანამდებობის პირის „ქმედებით’’’’
·
მოქმედებით ირღვევა „ნეგატიური კონსტიტუციური ვალდებულება’’,
რაც შეიძლება გამოიხატოს თანამდებობის პირის მიერ უფლებამოსილების განხორციელებისას
„კონსტიტუციით დადგენილი’’ „წესების’’ ან „აკრძალვების’’ დარღვევაში.
·
უმოქმედობით კი პირი არ ასრულებს „პოზიტიურ კონსტიტუციურ ვალდებულებას’’,ანუ „კონსტიტუციის მავალებელი
ნორმის მოთხოვნას’’.
ხ
·
კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში
შეიძლება მოდიოდეს „თანამდენობის პირის’’ როგორც ინდივიდუალური სამართლებირივი აქტი,, ასევე
ნორმატიული სამართლებირივი
აქტი, [თუ მას აქვს ნორმატიული აქტის გამოცემის უფლებამოსილება].
ბ)“კონსტიტუციის დარღვევა თანამდებობის პირის სამართლებრივი აქტით’’
·
ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შეფასება, მათ შორის პარლამენტის წევრთა ინიციატივით,
საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა კომპეტენციების ფარგლებშიცაა
შესაძლებელი. [ ამიტომ,ამგვარ შემთხვევებში „იმპიჩმენტთან დაკავშირებით წარდგინების შეტანას’’ სუბსიდიური ხასიათი[დამხმარე,დამატებითი ხასიათი] უნდა ჰქონდეს.]
·
გამართლებულია მოსაზრება, რომ დაუშვებელია
„თანამდებობის პირის მიერ გამოცემული აქტის კონსტიტუციურობის საკითხის’’ იმპიჩმენტის პროცედურით
გადაწყვეტა, თუ ეს
საკონსტიტუციო სასამართლოს „სხვა კომპეტენციის’’ გამოყენებით შეიძლება.
·
გასათვალისწინებელია, რომ „შესაბამის თანამდებობის პირს’’[„იმპიჩმენტ’’
დამუქრებულ პირს] იმ „სხვა კომპეტენციების’’
ფარგლებში, შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე,
ეძლევა თავისი პოზიციების უკეთ წარმოჩენისა
და დაცვის შესაძლებლობა.
·
განსხვავებულია სამართლებრივი შედეგებიც - „ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა’’
„სხვა კომპეტენციების’’
ფარგლებში, იწვევს არა მისი გამომცემი თანამდებობის
პირის გადაყენებას, არამედ ამ აქტის
იურდიული ძალის დაკარგვას.
·
მიზანშეწონილია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს სუბსიდიური ჩართულობა’’
იმ შემთხვევებზეც გავრცელდეს, როდესაც თანამდებობის პირის სამართლებრივი აქტის ან ქმედების
საკითხი შეიძლება გადაწყდეს „სხვა სამართლებრივი საშუალებების’’ გამოყენებით.
ამგვარი „სხვა საშუალების არსებობა“ თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ საქმე არ გვაქვს ისეთი სიმძიმის დარღვევასთან,
რასთანაც შეუთავსებელი იქნებოდა პირის თანამდებობაზე შემდგომი დარჩენა. ეს შეამცირებდა
საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტრუმენტალიზაციის საფრთხეს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად
ისეთ შემთხვევებში, როდესაც „ფორმალურად შეიძლება
სახეზე იყოს დარღვევა, მაგრამ არა იმ სიმძიმის, რისთვისაც პროპორციული ზომა იქნებოდა
იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენება’’.
ხ
·
პრეზიდენტის იმპიჩმენტის კონტექსტში მნიშვნელოვანია კითხვა, თუ რამდენად შეიძლება გახდეს იმპიჩმენტის საფუძველი ის სამართლებრივი
აქტი, რომელიც პერმიერ-მინისტრის თანახელმოწერას საჭიროებს.
·
ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხია გაცემული,
·
რადგანაც თანახელმოწერილ სამართლებრივ აქტზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას.
·
ამ საკითხთან დაკავშირებით, ვიზიარებთ გერმანულ თეორიასა და სასამართლო
პრაქტიკაში გავრცელებულ მიდგომას და აღვნიშნავთ, რომ თანახელმოწერის შედეგად მთავრობაზე
გადადის პოლიტიკური პასუხისმგებლობა
ხოლო საკონსტიტუციოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კვლავ პრეზიდენტს ეკისრება.
·
გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო
სასამართლოს განმარტებით,
„პრეზიდენტის აქტის თანახელმოწერა არ ათავისუფლებს
მას[პრეზიდენტს] საკონსტიტუციოსამართლებრივი ვალდებულებებისაგან
და პასუხისმგებლობისაგან. კანცლერის[ანუ
პრემიერ-მიმისტრის] თანახელმოწერა პრეზიდენტის
აქტზე მხოლოდ იმას გამოხატავს, რომ ის[კანცლერი] იღებს საპარლამენტო-პოლიტიკურ
პასუხისმგებლობას, რაც ხელს არ უშლის,
რომ ეს აქტი არ გახდეს საკონსტიტუციო
სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული პროცესის საგანი.’’
2) კონსტიტუციის
დარღვევა თანამდებობის პირის
ქმედებაში „დანაშაულის ნიშნების
არსებობით’’
·
თანამდებობის პირის ქმედებაში „დანაშაულის
ნიშნების არსებობის დადგენა’’ არ ნიშნავს,
რომ საკონსტიტუციო
სასამართლო სისხლის სამართალწარმოებას
ახორციელებს.
·
საკონსტიტუციო სასამართლოში „დანაშაულის
ნიშნების არსებობის დადგენის ’’ პროცესს საკონსტიტუციოსამართლებრივი ხასიათი
აქვს, მიმართულია თანამდებობის პირის
გადაყენებისაკენ, ემსახურება კონსტიტუციური წესრიგის დაცვას
და არა პირის დამნაშავეობის ან უდანაშაულობის
დადგენას.
ხ
·
თვით საკონსტიტუციო სასამართლო
ერთმანეთისაგან მიჯნავს, ერთი მხრივ, „თანამდებობის
პირის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის დადგენას’’ და მეორე მხრივ, „ორდინარულ სისხლის სამართალწარმოებას’’ , [რომლის შედეგიცაა „გონივრულ
ეჭვს მიღმა სტანდარტით“ გამოტანილი განაჩენი.]
·
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ
„სისხლისამართლებრივი ამოცანების განხორციელება’’ შეუთავსებელი იქნებოდა კონსტიტუციური მართლმსაჯულების არსთან.
·
სამეცნიერო ლიტერატურაში სამართლიანად
არის გაკრიტიკებული უნგრული
მოდელი, სადაც საკონსტიტუციო სასამართლო ფაქტობრივად
სისხლის სამართალწარმოებას ატარებს და პრეზიდენტს სასჯელსაც უფარდებს.
·
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,
საკონსტიტუციო სასამართლოს ამოცანა არის:
დასაბუთებული პოზიციის ჩამოყალიბება თანამდებობის პირის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის ან
არარსებობის შესახებ, ანუ რამდენადაა სახეზე :
1) სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული,
2) მართლსაწინააღმდეგო დ
3) ბრალეული ქმედება.
[ანუ დანაშაული]
·
საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიცია აისახება ამ სასამართლოს დასკვნაში, რაც შეიძლება გახდეს „თანამდებობის პირის კონსტიტუციურსამართლებრივი
პასუხისმგებლობის’’ - იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საფუძველი.
·
ხოლო „თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ’’ პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი წყდება
ორდინარული სისხლის სამართალწარმოების ფარგლებში
·
ის ფაქტი, რომ „პირის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საკითხი
განიხილა საკონსტიტუციო სასამართლომ’’, არ ათავისუფლებს მას[გადაყენებულ თანამდებობის პირს] სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
·
ამ შემთხვევაში საქმე არ გვექნება
ერთი და იმავე ქმედებისათვის განმეორებით მსჯავრდებასთან და მასზე არ ვრცელდება
ne bis in idem პრინციპი.
ხ
3.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შეზღუდვა წარდგინების საგნით’’
·
საკონსტიტუციო სასამართლო მკაცრად არის შებოჭილი „წარდგინების საგნით’’.
·
„დასაშვებია’’ თანამდებობის პირის მხოლოდ „იმ ქმედების’’ შეფასება, რომელიც „იმპიჩმენტის საკითხის
აღმძვრელ პარლამენტის წევრთა მიერ’’ მიჩნეულია-
„ იმპიჩმენტის საფუძვლად’’.
საკონსტიტუციო სასამართლოს
ასეთი „შეზღუდვა’’ შეიძლება ჩავთვალოთ „საკონსტიტუციო
მართლმსაჯულების პასიურობის პრინციპის’’ გამოხატულებად, რაც გამორიცხავს „საკონსტიტუციო
სასამართლოს თვითინიციატივას
4. შემოწმების მასშტაბი, ფორმა და შინაარსი
·
იმპიჩენტის საკითხის განხილვისას „თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევის’’ საკითხის განხილვისას
საკონსტიტუციო სასამართლოსათვის“ შემოწმების მასშტაბია’’- კონსტიტუცია.
·
დაკონკრეტებული არ არის „ ის კონსტიტუციის
ნორმები’’, რომელთა დარღვევისათვის თანამდებობის პირი შეიძლება იმპიჩმენტს დაექვემდებაროს.
·
ამდენად თეორიულად შესაძლებელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ შემოწმება განახორციელოს
„კონსტიტუციის ნებისმიერი ნორმის საფუძველზე’’
·
კონსტიტუციის ნორმების სრულფასოვანი განმარტება და დარღვევის
სიმძიმის ხარისხის განსაზღვრა იმპიჩმენტის საკითხის განხილვის დროსაც შეუძლებელია
კონსტიტუციური პრინციპების
გათვალისწინებისა და მსჯელობის ერთიან კონტექსტში წარმართვის გარეშე.
·
ამავდროულად, მართებულია მოსაზრება, რომ „პრინციპების’’ ზოგადი, ფუძემდებლური ხასიათიდან
გამომდინარე, მხოლოდ მათ საფუძველზე შეუძლებელია თანამდებობის პირის ქმედების კონსტიტუციურობის
შეფასება, ხოლო პრინციპების გამოყენება უნდა მოხდეს დამხმარე კრიტერიუმების
სახით.
ხ
·
გერმანიის
ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტისათვის
წაყენებული ბრალდების საკითხის გადაწყვეტისას შეზღუდულია
„თანაზომიერების პრინციპით’’,
რაც კრძალავს როგორც გადამეტებული, ასევე არასაკმარისი სანქციების გამოყენებას.
·
სანქციის სიმკაცრე დამოკიდებულია „დარღვევის’’ სიმძიმესა და სახელმწიფო ინტერესებისათვის მიყენებული
ზიანის მასშტაბებზე.
·
აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება მხოლოდ
მაშინ განიხილება, როდესაც მისი დარჩენა თანამდებობაზე სახელმწიფოებრივპოლიტიკურად
აუტანელია და მაღალი
ხარისხითაა დამაზიანებელი სახელმწიფოს კეთილდღეობისათვის.
·
თანაზომიერების პრინციპი
გამოიყენება ასევე ფედერალური მოსამართლეების
წინააღმდეგ ბრალდების საქმეების გადაწყვეტისას.
·
საკონსტიტუციო სასამართლომ შეიძლება მოახდინოს მხოლოდ
დარღვევის კონსტატაცია და არ გამოიყენოს სანქციები, თუ
ამას არათანაზომიერად თვლის.
ხ
·
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსგავსი ლავირების საშუალება არ აქვს, რადგანაც
უშუალოდ ის არ წყვეტს თანამდებობის პირის გადაყენების საკითხს.
·
ამავდროულად, არაფერი უდგას წინ „დასკვნის’’ „სამოტივაციო ნაწილში’’
იმის დასაბუთებას, რომ თანამდებობიდან გადაყენება
„არ იქნებოდა თანაზომიერი ზომა’’.
ხ
·
განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს უზენაეს სასამართლოს მოსამართლის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა, რა დროსაც
გასათვალისწინებელია „მოსამართლის დამოუკიდებლობის’’ ფაქტორი.
ხ
·
გერმანიის კანონმდებლობით, თუ ბრალდება მოსამართლის
მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელებას უკავშირდება, მისი წარდგენა შეიძლება „მხოლოდ[ამ მოსამართლის მონაწილეობით ] სასამართლო
პროცესის დასრულების შემდეგ’’.
·
საკონსტიტუციო სასამართლოში
[მოსამართლის წინააღმდეგ]ბრალდებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესმა გავლენა არ
უნდა მოახდინოს ამ მოსამართლის მიერ საქმის
დამოუკიდებლად გადაწყვეტაზე.
·
თუნდაც
სკანდალური სასამართლო გადაწყვეტილების კონტროლი, არის მხოლოდ ზემდგომი სასამართლო
ინსტანციის კომპეტენცია .
·
მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება „აბსოლუტურად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია’’,
არ იძლევა ფედერალური მოსამართლისათვის ბრალდების
წაყენების საფუძველს.
·
მოსამართლის გადაყენების წინაპირობაა
არა კონსტიტუციის პრინციპების ნებისმიერი დარღვევა,
არამედ თავისუფალი და დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის
მიმართ აგრესიულ-მებრძოლი პოზიცია, რომელიც
გამოხატულია მის გადაწყვეტილებებში. ამასთანავე, ამგვარი პოზიცია უნდა იყოს
შერაცხვადი კონკრეტული მოსამართლისადმი. ამის დასადასტურებლად
საკმარისი არ არის მხოლოდ გადაწყვეტილებაზე მოსამართლის ხელმოწერა, რადგანაც ხელმოწერის
ვალდებულება იმ მოსამართლეებსაც აქვთ, რომლებიც არ ეთანხმებიან გადაწყვეტილების საფუძვლებს.
ხ
·
თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის
დარღვევის’’ საკითხის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ
კონსტიტუციის ნორმებითა და პრინციპებით [ანუ მხოლოდ კონსტიტუციით] ვერ შემოიფარგლება.
·
ეს განსაკუთრებით შეეხება თანამდებობის პირის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის გარკვევას,
რაც შეუძლებელია „ფაქტობრივი გარემოებების’’
შესწავლისა და სისხლის
სამართლის კოდექსის შესაბამისი ნორმების განმარტება-გამოყენების
გარეშე.
5.
საკონსტიტუციო სასამართლოს დაკვნის სამართლებრივი შედეგები
·
საკონსტიტუციო სასამართლო თავისი „დასკვნით’’ ადგენს ან უარყოფს „თანამდებობის
პირის ქმედების კონსტიტუციურობას’’ ან/და „მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობას’’.
·
ორივე შემთხვევაში „დაკვნის’’ არგუმენტაცია[დასაბუთება] უნდა იყოს
ცალსახა ,ხოლო „ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს იმპიჩმენტს დაქვემდებარებული პირის სასარგებლოდ’’
.
·
თუ საკონსტიტუციო სასამართლოს
დასკვნამ დაადასტურა „თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა’’
ან „მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა’’,
პარლამენტი „საკონსტიტუციო
სასამართლოს დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში’’ განიხილავს და კენჭს უყრის
„იმპიჩმენტის წესით’’ მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.
·
საკანონმდებლო ორგანომ შეიძლება არც მიიღოს
პირის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციის არგაზიარების
ტოლფასია.
·
აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს „დადებით დასკვნას’’ პარლამენტისათვის და შესაბამისად, საკითხის საბოლოო გადაწყვეტისათვის უფრო საკონსულტაციო
ხასიათი აქვს, ვიდრე სავალდებულო.
·
განსხვავებულია მდგომარეობა საკონსტიტუციო
სასამართლოს იმ დასკვნასთან დაკავშირებით,
რაც უარყოფს
„თანამდებობის პირის ქმედების არაკონსტიტუციურობას ან/და მის ქმედებაში დანაშაულის
ნიშნების არსებობას’’.
·
საკონსტიტუციო სასამართლოს
„უარყოფითი დასკვნა’’ იწვევს იმპიჩმენტის პროცესის შეწყვეტას.
·
მას აქვს სავალდებულო ძალა, რადგანაც
პარლამენტი ვეღარ უყრის კენჭს იმპიჩმენტის წესით თანამდებობის
პირის გადაყენების საკითხს, თუნდაც
არ ეთანხმებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას.
Комментарии
Отправить комментарий