საერთო სასამართლოს წარდგინება''- მოკლედ

 

„საერთო სასამართლოს წარდგინების’’ ინსტიტუტის არს :

[კონსტიტუციის[მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის“გ’’ ქვეპუნქტი]

·        „საერთო სასამართლოს წარდგინების ინსტიტუტი’’ ემსახურება საერთო სასამართლოთა შეზღუდვას კონსტიტუციით

და

 

საერთო სასამართლოთა მიერ არაკონსტიტუციური ნორმების გამოყენების პრევენციას.

 

 

 

·        როდესაც არაკონსტიტუციური ნორმა სამართლებრივ შედეგებს იწვევს, ირღვევა არა მხოლოდ სამართლებრივი სახელმწიფოს, არამედ დემოკრატიის პრინციპიც

·        საერთო სასამართლოს არ აქვს „არაკონსტიტუციურობის გამო’’ ნორმის ძალადაკარგულად ცნობის უფლებამოსილება.

 

·        ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, მან „წარდგინებით’’ უნდა მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, [რომელსაც აქვს „არაკონსტიტუციური ნორმების’’ გაუქმების მონოპოლია.]

 

·        მონოპოლია არ გულისხმობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იერარქიულად საერთო სასამართლოებზე მაღლა დგას.

 

·         ეს უფრო ერთგვარი „შრომის განაწილებაა“  საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებს შორის.

 

 

· „საერთო სასამართლოს წარდგინება’’ „ყოველთვის’’ უკავშირდება საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვას.

აქედან გამომდინარე, ამ დროს საკონსტიტუციო სასამართლო ახორციელებს „კონკრეტულ ნორმათკონტროლს’’ ,

 

· „წარდგინების’’ ინსტიტუტი გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (აშშ, გერმანია, ავსტრია, არგენტინა, ბრაზილია, დანია და ა.შ.)

 

 · „საერთო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად გამოსაყენებელი ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმების’’ წინაპირობა -„კონკრეტული საქმის’’ განხილვაა.

 

 · საერთო სასამართლო სწორედ -„კონკრეტული საქმის’’ განხილვის პროცესში უნდა მივიდეს დასკვნამდე, რომ: „ მის მიერ გამოსაყენებელი „ნორმა არაკონსტიტუციურია’

თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ : “ არსებობს „საფუძვლიანი ეჭვი“, რომ ის ნორმატიული აქტი, რომელიც სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას უნდა გამოიყენოს, მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ’’  იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს.

საქმის განხილვა განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ. [ორგანული კანინის „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ მე-19 მუხლის მე-2 ნაწილ]

 „წარდგინების’’ გაკეთება საერთო სასამართლოსთვის ერთდროულად „უფლებამოსილებაცაა და ვალდებულებაც’’.

 

· 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონით, „საერთო სასამართლოს წარდგინების’’ ინსტიტუტი აისახა კონსტიტუციაში „საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებათა ჩამონათვალში’’[ კონსტ. მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის „გ’’]

 

მუხლი 60. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

 

 4. საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით:

 

გ) „საერთო სასამართლოს წარდგინების’’ საფუძველზე იხილავს იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის საკითხს, რომელიც კონკრეტული საქმის განხილვისას უნდა გამოიყენოს საერთო სასამართლომ და რომელიც მისი საფუძვლიანი ვარაუდით[ეჭვით] შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას;

 

 

“წარდგინების ავტორი’’

„წარდგინების ავტორი’’ უნდა იყოს- საერთო სასამართლო.[!!]

 

 · თუმცა, წარდგინების შეტანის უფლებამოსილება არა „ნებისმიერ სასამართლოს“ აქვს, არამედ მხოლოდ „კონკრეტული საქმის განმხილველ საერთო სასამართლოს’’, რომლის ფარგლებშიც არის გამოსაყენებელი „სავარაუდოდ არაკონსტიტუციური’’ ნორ

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაკონკრეტებულია, რომ საერთო სასამართლოებია“ ა) რაიონული (საქალაქო) სასამართლო, ბ)სააპელაციო სასამართლო და გ)უზენაესი[საკასაციო] სასამართლ

„წარდგინების ავტორი’’ შეიძლება იყოს: ა) ნებისმიერი მოსამართლე ან ბ)სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა, რომელიც მიეკუთვნება საერთო სასამართლოების  სისტემას.[ეს დაიმახსოვრე]

 

· ამასთან, მნიშვნელოვანია, საერთო სასამართლოში საქმე „ერთპიროვნულად განიხილება’’ თუ „კოლეგიურად’’

 

ყურადღება:

როდესაც განხილვა „კოლეგიურად’’ მიმდინარეობს, მასში[კოლეგიაში] მონაწილე მოსამართლე არ არის უფლებამოსილი, დამოუკიდებლად მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლო

 

 

 

“საერთო სასამართლოს წარდგინების’’ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარმობაში მიღების პირობებ

„ საერთო სასამართლოს’’ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის „წარდგინებით’’ მიმართვა შეუძლია „მხოლოდ „კონკრეტული საქმის განხილვისას’’.

საკონსტიტუციო სასამართლო უარს აცხადებს „წარდგინების’’ არსებითად განსახილველად მიღებაზე, თუ საერთო სასამართლოში საქმის განხილვა ჯერ არ დაწყებულა.[!][ეს დაიმახსოვრე]

 

„საერთო სასამართლოს წარდგინება’’ ასევე „დაუშვებელი’’ და „აზრს მოკლებული’’ იქნება, როდესაც „სასამართლომ საქმის განხილვა დაასრულა და გადაწყვეტილება გამოიტანა’’. [ეს დაიმახსოვრე]

 

 

საერთო სასამართლოს წარდგინების’’ საკონსტიტუციო სასამართლოში „არსებითი განხილვის’’ თავისებურებებ

„საერთო სასამართლოს წარდგინების’’ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვაში არ მონაწილეობს „მოპასუხე’’.

 

· „წარდგინების ავტორს’’ არ აქვს ის უფლებები, რაც მოსარჩელეებს [სხვა კომპეტენციების ფარგლებში. ]

 

· „წარდგინების ავტორი’’ უარსაც ვერ იტყვის „კონსტიტუციური წარდგინების განხილვაზე’’ და ვერ მოითხოვს „საქმის შეწყვეტას საკონსტიტუციო სასამართლოში’’.[ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-5 პუნქტი]

 

· წარდგინების „არსებითი განხილვა’’ წარიმართება „წარდგინების ავტორისა’[იხ.ზემოთ]’ და მისი „წარმომადგენლის“ მონაწილეობის გარეშე.

 

 · საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, „მოიწვიოს წარდგინების ავტორი და მოისმინოს მისი განმარტება, მაგრამ მას მხარედ არ აღიარებს’’.[ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 2 73 მუხლის მე-2 პუნქტი.]

 

 

საკონსტიტუციო სასამართლოსთვის „წარდგინებით’’ მიმართვის წინაპირობა - „საფუძვლიანი ვარაუდ’’

კონსტიტუცია[მე-60 მუხ მე-4 ნაწ . „გ’’] და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონი[მე-19 მუხ. მე-2 ნაწ] საკონსტიტუციო სასამართლოსთვის „წარდგინებით’’ მიმართვის წინაპირობად [!] განსაზღვრავს, რომ: საერთო სასამართლოს უნდა ჰქონდეს „საფუძვლიანი ვარაუდი[ანუ საფუძვლიანი ეჭვი]’’ ნორმის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.

საერთო სასამართლოს წარდგინების [„საფუძვლიანი ვარაუდის’’] დასაბუთება აუცილებელია.

 

· „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად, საერთო სასამართლომ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებს“ წარდგინების’’ საფუძვლიანობას.[„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 311 მუხლის მე13 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.]

 

 

საერთო სასამართლოს წარდგინებაში „გამოკვეთილი და ცხადი უნდა იყოს როგორც

 

 ა)მოთხოვნის შინაარსი, ისე

 

 ბ)მოთხოვნის საგნობრივი შემხებლობა კონსტიტუციის შესაბამის დებულებებთან.“

 

 

„საფუძვლიანი ვარაუდის“ სტანდარტი „დასაბუთებულობის’’ მაღალ მოთხოვნებს უყენებს საერთო სასამართლოს წარდგინებას. · „წადგინებისავტორმა’’[საერთო სასამართლომ] არა მხოლოდ „მოთხოვნის შინაარსი’’ და „კონსტიტუციის შესაბამის ნორმებთან’’  საგნობრივი შემხებლობა’’ უნდა ჩამოაყალიბოს, არამედ უნდა „წარმოადგინოს საფუძვლიანი არგუმენტები შესამოწმებელი ნორმის „არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით’’.

 

 

 

· „წარდგინება’’ „უშუალოდ მისმა ავტორმა უნდა დაასაბუთოს’’.

 

 · ის საკუთარი პასუხისმგებლობით იღებს გადაწყვეტილებას და ეყრდნობა თავის და არა სხვათა რწმენას.

 

· საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, „სწორედ საერთო სასამართლო უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში დაისვას ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის საკითხი“.

 

საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიუღებელია, როდესაც წარდგინებაში მოყვანილი მტკიცებულებები ძირითადად გადმოტანილია მოსარჩელის[მხარის]  სასარჩელო განცხადებიდან და შუამდგომლობიდან.

 

 წარდგინების ავტორმა [საერთო სასამართლომ] უნდა მიუთითოს იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც მისი „..და არა მოსარჩელის აზრით, ადასტურებენ კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას.“

საერთო სასამართლოს „წარდგინების საგან’’

საერთო სასამართლოს წარდგინების განხილვას კონტრადიქტორული ხასიათი არ აქვს.

 

ანუ ამ დროს მიმდინარეობს არა დავა მხარეებს შორის, არამედ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იმ ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმება, რომელიც, წარდგინების ავტორის აზრით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას“.

 

· აქედან გამომდინარე მართებული იქნება ტერმინის „წარდგინების საგანი“[ და არა „დავის საგანი“ ]გამოყენება.

 

 

· „წარდგინების საგანი’’ საერთო სასამართლოს წარდგინების ფარგლებში ორნაწილიანია: 1) „შესამოწმებელი[საეჭვოდ მიჩნეული ] ნორმა“ და 2) „კონსტიტუციის ნორმა, რომელთან მიმართებაშიც უნდა დადგინდეს შესამოწმებელი ნორმის კონსტიტუციურობა“

 

„შესამოწმებელი[საეჭვო] ნორმა’’ შეიძლება იყოს: „ ნებისმიერი ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი’’, [„საერთაშორისო ხელშეკრულებების ან მათი ნაწილების ‘’ ჩათვლით. ] [ეს დაიმახსოვრე]

 

 

„წარდგინების საგნის’’ 1-ლი ნაწილ

საერთო სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოში შესამოწმებლად შეიძლება წარადგინოს :

 

ა) ან საეჭვო  „საკანონმდებლო’’ აქტები[კანონები] , ან საეჭვო „კანონქვემდებარე’’ აქტები.

 

ბ) საეჭვო  „ნორმატიული აქტი’’

 

 შესამოწმებლად „წარდგენილი’’ ნორმატიული აქტი კავშირში უნდა იყოს საერთო სასამართლოში მიმდიმარე საქმის განხილვასთან

 

“შესამოწმებელად წარდგენილი ნორმა’’ უნდა იყოს საერთო სასამართლოში „გადაწყვეტილების’’ მიღებისთვის მნიშვნელოვანი’’.

 

“შესამოწმებელად წარდგენილი ნორმა’’ უნდა იყოს „საქმის განხილვისას“ გამოსაყენებელ

 

გ) „წარდგინების საგანი ‘’ შეიძლება იყოს „კანონის ნორმა’’ რომლის საფუძველზეც გამოიცა „კანონქვემდებარე აქტი’’

 

დ) „წარდგინების საგანი ‘’ შეიძლება იყოს „კანონშემოქმედებითი უფლებამოსილების“ დელეგირების საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი

 

ე)„წარდგინების საგანი ‘’ უნდა იყოს მხოლოდ „მოქმედი ნორმატიული აქტი’’

 

ვ)“წარდგინების საგანი’’ შესაძლოა იყოს „გაუქმებული’’ ან „ძალადაკარგული’’ „ნორმ

 

ზ)“წარდგინების საგანი’’ შესაძლოა იყოს „ნორმა’’ რომელიც „ჯერ არ შესულა’’ ძალაში

კ)“წარდგინების საგანი’’ შეიძლება იყოს „ნორმა’’ რომელიც შესაბამის ურთიერთობას, მართალია, აწესრიგებს, მაგრამ არასრულყოფილად

 

 

წარდგინების საგნის მეორე ნაწილ

წარდგინების საგნის მეორე ნაწილია „კონსტიტუციის ის ნორმა, რომელთან მიმართებაშიც უნდა დადგინდეს შესამოწმებელი ნორმის კონსტიტუციურობა’’.

 

 · კონსტიტუცია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონი არ ზღუდავს კონსტიტუციის იმ ნორმათა წრეს, რომელთა დარღვევაზეც შეიძლება აპელირებდეს საერთო სასამართლო.

 

 · ამავდროულად, მან წარდგინებაში მკაფიოდ უნდა მიუთითოს კონსტიტუციის დებულებები, რომლებთან მიმართებითაც ითხოვს შესამოწმებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას.

საკონსტიტუციო სასამართლოს შეზღუდვა „წარდგინების საგნით“

საერთო სასამართლოს წარდგინებაზე ვრცელდება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონით განსაზღვრული აკრძალვა, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება არა აქვს, იმსჯელოს „მთლიანად’’ კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე, თუ წარდგინების ავტორი ითხოვს კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის „მხოლოდ რომელიმე ნორმის’’ არაკონსტიტუციურად ცნობას.’’

 

ეს შეეხება წარდგინების საგნის პირველ ნაწილს - „შესამოწმებელ ნორმას“

 

 

„წარდგინების საგნის’’ შემოწმების მასშტაბი’’

საერთო სასამართლოს წარდგინების ფარგლებში საერთო სასამართლოს წარდგინება შეიძლება შეეხებოდეს მხოლოდ  „ნორმის კონსტიტუციურობას“ და არა „მის შესაბამისობას სხვა ნორმატიულ აქტებთან“.

 

· საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სხვადასხვა კანონებს შორის კოლიზიის საკითხის განხილვა არ შედის მის კომპეტენციაში.’’

· ამდენად, საერთო სასამართლომ კოლიზიის დროს თავად უნდა გააკეთოს დასკვნა კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ რომელ ნორმას უნდა მიანიჭოს უპირატესობა.

 

 · საკონსტიტუციო სასამართლო „..განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას სადავო ნორმატიული აქტების მხოლოდ კონსტიტუციასთან და არა სხვა ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის თაობაზე.“

 

· აქედან გამომდინარე, შემოწმების მასშტაბი საერთო სასამართლოს წარდგინების განხილვისას შეიძლება იყოს მხოლოდ კონსტიტუცია. [ეს დაიმახსოვრე]

 

კონსტიტუციურ ნორმათა’’ კონკრეტული ჯგუფი, რომელთან მიმართებაშიც შეიძლება დააყენოს საერთო სასამართლომ ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი, დაკონკრეტებული არ არის.

 

· ამდენად, „შემოწმების მასშტაბი’’ თეორიულად შეიძლება იყოს კონსტიტუციის ნებისმიერი დანაწესი.

 

· საერთო სასამართლოები პრაქტიკაში უმეტესწილად რომელიმე „ძირითადი უფლების’’ დარღვევაზე აპელირებენ. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში „შემოწმების მასშტაბად’’ გვევლინება კონსტიტუციის სხვა ნორმებიც.

საკონსტიტუციო სასამართლო საერთო სასამართლოს წარდგინების განხილვისას თავისი მიდგომის ერთგულია და შემოწმებას ახორციელებს კონსტიტუციის არა მარტო ნორმების, არამედ პრინციპების გათვალისწინებით.[ეს დაიმახსოვრე]

 

საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციურ პრინციპებთან კავშირში, „ძირითად უფლებებთან“ ერთად, კონსტიტუციის „სხვა ნორმებსაც’’ განმარტავ

შემოწმების ფორმა და შინაარსი საერთო სასამართლოს წარდგინების ფარგლებში

შესამოწმებლად წარდგენილი ნორმა შეიძლება შემოწმდეს როგორც ფორმალური, ასევე მატერიალური[ანუ შინაარსობრივი] თვალსაზრისით.

 · „ფორმალურ შემოწმებაში’’ კანონმდებელი გულისხმობს იმის გარკვევას, დაცულია თუ არა „ საკანონმდებლო აქტისა’’ და „პარლამენტის დადგენილების’’[ე.ი. „ნორმატიული აქტის’’] მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების კონსტიტუციით დადგენილი წესები[!]

 

· საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკაში უარს აცხადებს იმ წესების დარღვევის შემოწმებაზე, რომლებიც „არ არის დადგენილი კონსტიტუციით’’. მაგალითად, მან მიუთითა, რომ ვერ იმსჯელებდა იმის შესახებ, თუ რამდენად დაიცვეს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნები შესამოწმებელი აქტების მიღებისას.

 

 

წარდგენილი ნორმის „ფორმალური კონსტიტუციურობის’’ შემოწმებ

ფორმალური კონსტიტუციურობის შემოწმება’’ მოიცავს სამ კომპონენტს - ა)უფლებამოსილება, ბ)პროცედურა და გ)ფორმა. ხ · უფლებამოსილებაში მოიაზრება იმის გადამოწმება, რამდენად აქვს კონსტიტუციიდან გამომდინარე, შესაბამის სუბიექტს შესამოწმებელი ნორმის გამოცემის კომპეტენცია. ხ · პროცედურის ფარგლებში უნდა შემოწმდეს, რამდენად არის ნორმა მიღებული უშუალოდ კონსტიტუციით დადგენილი პროცედურული წესების დაცვით. ხ · რაც შეეხება ფორმას, ამ დროს ხდება იმის გადამოწმება, თუ რამდენადაა ნორმა მიღებული იმ ფორმით, რასაც კონსტიტუცია განსაზღვრავს. ხ · „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში მხოლოდ პროცედურის კომპონენტია ასახული.

 · ეს ავიწროებს ფორმალური კონსტიტუციურობის შემოწმების ფარგლებს როგორც შინაარსობრივი, ასევე შემოწმების საგნის თვალსაზრისით.

· მაგალითად, მთავრობის დადგენილების გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების წესს კონსტიტუცია არ ადგენს, ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლო ვერ შეამოწმებს მისი გამოცემისპროცედურის კონსტიტუციურობას.

· ამავდროულად, თუ მთავრობის დადგენილება გამოიცემა პარლამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხზე, რომელიც კანონით უნდა მოწესრიგდეს, სახეზე გვექნება „ფორმალური არაკონსტიტუციურობა’’ როგორც უფლებამოსილების, ასევე ფორმის კუთხით. · ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ „ფორმალური კონსტიტუციურობის’’ შემოწმების სამივე კომპონენტი ნათლად აისახოს ორგანულ კანონშ

 

 

წარდგენილი  ნორმის „მატერიალური კონსტიტუციურობის’’ შემოწმებ

·        საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მიხედვით, საერთო სასამართლოს წარდგინების შემთხვევაში, „ნორმის მატერიალური კონტროლი’’ გულისხმობს მისი შინაარსის შესაბამისობის შემოწმებას კონსტიტუციასთან, რა დროსაც მხედველობაში მიიღება: ა) არა მხოლოდ ნორმის სიტყვასიტყვით მნიშვნელობა, არამედ ბ)მასში გამოხატული ნამდვილი აზრი და მისი გ)გამოყენების პრაქტიკა, აგრეთვე, დ)შესაბამისი კონსტიტუციური ნორმის არსი.

·        · აქ პირდაპირ არ არის მოხსენიებული, თუმცა მატერიალური კონტროლი მოიცავს ნორმის შესაბამისობის შემოწმებას კონსტიტუციის პრინციპებთან, განსაკუთრებით კი - მისი თანაზომიერებისა და განსაზღვრულობის შეფასებას[შემოწმებას].

·          მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლო წარდგინების განხილვისას ამოწმებს, რამდენად შეესაბამება ნორმა თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს და შეუსაბამობის შემთხვევაში, ადგენს „ძირითადი უფლების’’ დარღვევას.

 

 

საერთო სასამართლოს წარდგინების დაკმაყოფილების შედეგებ

·        საერთო სასამართლოს წარდგინების საფუძველზე, „ნორმატიული აქტის’’ [ან მისი ნაწილის ]არაკონსტიტუციურობის დადასტურება იწვევს შესაბამისი ნორმის ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან (ex nunc).

 

·          გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგები არა მხოლოდ „იმ საქმეზე ვრცელდება, რომლის განხილვის დროსაც მოხდა წარდგინების შეტანა’’, არამედ საყოველთაო მოქმედების ძალა აქვს.

 

· საერთო სასამართლოს წარდგინების ფარგლებში, მწვავედ არ დგას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი, რადგანაც საერთო სასამართლოში შესაბამისი საქმის განხილვა შეჩერებულია და განახლდება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ

 

 

ორგანული კანინის „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ მე-19 მუხლის მე-2 ნაწილი:

 

2. თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს „საფუძვლიანი ვარაუდი“, რათა ის ნორმატიული აქტი, რომელიც სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას უნდა გამოიყენოს, მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმის განხილვა განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.

 

 

· აქედან გამომდინარე, იმის რისკიც ნაკლებია, რომ წარდგინების ავტორმა გადაწყვეტილება დააფუძნოს არაკონსტიტუციურ ნორმას და აუცილებელი გახდეს ამით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გამოსწორება.

 · განსხვავებული წესია დადგენილი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საერთო სასამართლოს წარდგინების საფუძველზე არაკონსტიტუციურადაა ცნობილი „საერთაშორისო ხელშეკრულება’’[ ან მისი ნაწილი.]

 

 · წარდგინების დაკმაყოფილება იწვევს შესაბამისი საერთაშორისო  ხელშეკრულების ან მისი ნაწილის ბათილად ცნობას საქართველოსთვი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები