აბსტრაქტული ნორმათკონტროლი“- მოკლედ

 

 

 

აბსტრაქტული ნორმათკონტროლი-ცნება

აბსტრაქტული ნორმათკონტროლი“ საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი „უფლებამოსილებაა’

კონსტიტუციის მიხედვით[მე-60 მუხლი მე-4 ნაწილი“ბ’’], საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან მთავრობის სარჩელის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის ‘’ საკითხზე.

 

საკონსტიტუციო სასამართლოs ამ უფლებამოსილებას „აბსტრაქტული ნორმათკონტროლი“ შეიძლება ვუწოდოთ, [„აბსტრაქტული’’ რადგანაც ამ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სამართალწარმოება არ უკავშირდება  სადავო ნორმის გამოყენებიდან (ან შესაძლო გამოყენებიდან) გამომდინარე დავას და მოსარჩელის სუბიექტურ  ინტერესების დაცვას.]

 

 

აბსტრაქტულ ნორმათკონტროლის ნქციებ

ა) „გაბატონებული პოლიტიკური უმრავლესობის“ ხელყოფისაგან “კონსტიტუციის დაცვის ’’ ფუნქცი

 

·        კონსტიტუცია განამტკიცებს კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპს და მოითხოვს სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებას „უზენაესი კანონით’’ დადგენილ ფარგლებში.[!]

·        ·აბსტრაქტული ნორმათკონტროლის „დაცვითი ფუნქცია’’ სწორედ „კონსტიტუციის უზენაესობაზე’’ დამყარებული „მართლწესრიგის’’ უზრუნველყოფაში მდგომარეობს.

·         „აბსტრაქტულ ნორმათკონტროლი’’ იცავს „კონსტიტუციის ფუნდამენტურ ელემენტებს ‘’ „გაბატონებული პოლიტიკური უმრავლესობის“ მიერ პოლიტიკურ-პრაქტიკული გაუქმებისგან.

·        ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის, არამედ დემოკრატიის პრინციპის განმტკიცებისთვის, რადგანაც პოლიტიკური „უმრავლესობის’’ უკონტროლო, კონსტიტუციის ჩარჩოებს მიღმა გასული ბატონობა „დემოკრტიას’’ ეწინააღმდეგებ

·        აბსტრაქტულ ნორმათკონტროლს’’ შეუძლია, ხელისუფლების შტოების კონსტიტუციით დადგენილ ფუნქციონალურ ფარგლებში დარჩენასა და მათ დაბალანსებაში შეიტანოს წვლილი.

ბ)“სამართლებრივი უსაფრთხოებისა’’ და „სიცხადის’’ უზრუნველყოფის ფუნქცია

 

აბსტრაქტულ ნორმათკონტროლი იძლევა შესაძლებლობას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნათელი მოეფინოს გაურკვეველ და საკამათო კონსტიტუციურსამართლებრივ საკითხებს, დამკვიდრდეს და შენარჩუნდეს სამართლებრივი სტაბილურობ

 

ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას- „აბსტრაქტულ ნორმათკონტროლს’’ აქვს: სამართლებრივი უსაფრთხოებისა და სიცხადის უზრუნველყოფის ფუნქცი

 

გ)პოლიტიკური უმცირესობის დაცვის ფუნქც

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში აბსტრაქტულ ნორმათკონტროლს პოლიტიკური უმცირესობის დაცვის ფუნქციაც აქვს.

 · ის უმცირესობის დაცვისა და უმრავლესობის გადაწყვეტილებების კონსტიტუციურსამართლებრივი კორექციის საშუალებაა.

 · ქართულ მოდელში ეს ფუნქცია იკვეთება „პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის’’ უფლებამოსილებაში

 · საუბარია სულ ცოტა 30 დეპუტატზე, რაც ოპოზიციას აძლევს შესაძლებლობას, რომ გამოიყენოს აბსტრაქტული ნორმათკონტროლი საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერით მიღებული კანონების კონსტიტუციურობის შესამოწმებლად და პოლიტიკური უმრავლესობის მიერ დომინირებული აღმასრულებელი ხელისუფლების ნორმატიული აქტების გასაკონტროლებლად.

 · სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებამოსილების საპარლამენტო ფრაქციისთვის,[ რომლის შექმნა პარლამენტის 7 წევრს შეუძლია], მინიჭების თაობაზე.

 

· ეს მართლაც გონივრული იქნებოდა და გააძლიერებდა აბსტრაქტული ნორმათკონტროლის „პოლიტიკური უმცირესობის დაცვის ფუნქციას’’ [მგონი ფრაქციებს  უკვე მიანიჭეს ეს უფლებამოსილება]

 

 

 

 

აბსტრაქტულ ნორმათკონტროლის’’

ობიექტური ‘’ ბუნებ

· აბსტრაქტულ ნორმათკონტროლს „ ობიექტური’’ ხასიათი აქვს .

 

 · აბსტრაქტულ ნორმათკონტროლის მიზანი კონსტიტუციის დაცვა  და არა მოსარჩელეთა სუბიექტური კონსტიტუციურსამართლებრივი პოზიციების დაცვაა.

 

 · აბსტრაქტული ნორმათკონტროლის „ობიექტური ბუნება’’ არ გულისხმობს მის გამოყენებას სუფთა თეორიული პოლემიკისთვის’’,ასევე ამა თუ იმ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციის გასარკვევად’’

 · ამასთან, აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში, კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებას „სუბიექტურსამართლებრივად რელევანტური შედეგებიც’’ შეიძლება მოჰყვეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ დადგინდა რომელიმე ძირითადი უფლების დარღვევ

 

 

აბსტრაქტულ ნორმათკონტროლის’’- კრიტიკა

აბსტრაქტულ ნორმათკონტროლს კრიტიკოსებიც ჰყავს. მათი აზრით, ამ უფლებამოსილების ფარგლებში, საქმე შეეხება „პოლიტიკურად განსაკუთრებით საკამათო ნორმებს“. [და ამას თვლიან კრიტიკოსები  ამ უფლებამსილების ნაკლად]

 

ეს გარემოება აიძულებს საკონსტიტუციო სასამართლოს, განახორციელოს „კონკრეტული სამართალგამოყენებიდან აბსტრაჰირებული’’ და „ყოვლისმომცველი’’ შემოწმება. [ამასაც თვლიან ნაკლად]

 

· ასევე, გაურკვეველია, თუ „ვინ საჭიროებს საკონსტიტუციო სასამართლოს დახმარებას’’, რადგანაც აბსტრაქტული ნორმათკონტროლის წინაპირობა არ არის „მოსარჩელის’’ უფლებების დარღვევა.[ამასაც თვლიან ნაკლად]

 

 · კრიტიკულ მოსაზრებებთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ „განსახილველი საკითხის პოლიტიკური აქტუალობა’’ ვერ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს ამა თუ იმ უფლებამოსილების შეფასებისა და მით უმეტეს, მისი არსებობა-არარსებობისთვის გადამწყვეტი კრიტერიუმი.

 

მთავარია, საკონსტიტუციო სასამართლომ შეინარჩუნოს პოლიტიკური ნეიტრალობა, რაც მიიღწევა საქმის გადაწყვეტისას „კონსტიტუციურსამართლებრივი მასშტაბების’’ გამოყენებით და არა პოლიტიკურად რელევანტური უფლებამოსილებების „გაუქმებით’’.

 

 

· რაც შეეხება შემოწმების „აბსტრაქტულ’’ და „ყოვლისმომცველ’’ ხასიათს, კონკრეტული სამართალგამოყენებიდან აბსტრაჰირება ხშირად აუცილებელიცაა, მით უმეტეს, თუ სახეზე არ არის ან არასრულისადავო ნორმის გამოყენების პრაქტიკის სურათი.

 

 · გარდა ამისა,აბსტრაქტული კონტროლისას საკონსტიტუციო სასამართლოს არ ეზღუდებსამართალგამოყენების პრაქტიკის ანალიზის შესაძლებლობ

 

 

 

 

 მოსარჩელეები აბსტრაქტული ნორმათკონტროლის’’ ფარგლებში

კონსტიტუცია[იხ.კონსტ. მე-60 მუხ. მე-4 ნაწილი „ბ’’ ქვეპუნქტი] და ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მკაფიოდ [ამომწურავად] განსაზღვრავს მოსარჩელე სუბიექტებს „აბსტრაქტული ნორმათკონტროლის’’ ფარგლებში.

 

 · „აბტრაქტული’’ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებამოსილება აქვს:

 

1) საქართველოს პრეზიდენტს;

 

 2) საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს;

 

3) საქართველოს მთავრობას.

 

 

 

·        პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს მეთაურსა და პოლიტიკურად ნეიტრალურ ფიგურას, შეუძლია, პოზიტიური და ობიექტური როლი შეასრულოს კონსტიტუციური წესრიგის დაცვის საქმეში. არაკონსტიტუციურ კანონებზე რეაგირებისთვის მის განკარგულებაში ვეტოს მექანიზმიცაა, თუმცა პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევისას, ასევე სხვა ნორმატიული აქტებით კონსტიტუციის დარღვევისას, პრეზიდენტს რჩება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება.

·         

·         · მთავრობის, როგორც საშინაო და საგარეო პოლიტიკის განმახორციელებელი აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობაა, რომ იმოქმედოს კონსტიტუციური წესრიგის ფარგლებში. მთავრობა კანონითაა შეზღუდული, მაგრამ ეს არ გულისხმობს არაკონსტიტუციური კანონების უსიტყვო აღსრულებას, რადგანაც მათ საფუძველზე მოქმედებით მთავრობაც გასცდება კონსტიტუციურ ჩარჩოებს.

·         

·         · რაც შეეხება პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, ოპოზიციამ თავისი მაკონტროლებელი ფუნქციის ეფექტიანი განხორციელება უნდა მოახდინოს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებითაც. აბსტრაქტული ნორმათკონტროლით შეგნებულად ხდება ამ ფუნქციის გააქტიურება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საპარლამენტო სისტემის პირობებში, სადაც მთავრობა და მისი მხარდამჭერი საპარლამენტო უმრავლესობა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული.

·         

·         

·         

·        · აბსტრაქტული კონტროლის „ობიექტური ხასიათის’’ მიუხედავად, საკონსტიტუციო სამართალწარმოების წარმართვა ძირითადად მაინც მოსარჩელის ნებაზეა დამოკიდებული.

·         

·        · ოსარჩელეს მიერ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმიწვევს საქმის შეწყვეტას ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.[ეს დაიმახსოვრე]

·         

·         · არსებობს იმის ალბათობა, რომ კონსტიტუციის დაცვის ინტერესი კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელესა და სადავო ნორმის ავტორს შორის პოლიტიკურ შეთანხმებას[გარიგებას] ემსხვერპლოს.

·         

·         · აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა ჰქონდეს სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილება, თუ საქმე შეეხება ძირითადი უფლებების უზრუნველყოფისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხ

„მოპასუხეები’’ აბსტრაქტული ნორმათკონტროლის ფარგლებშ

·        აბსტრაქტული ნორმათკონტროლის ფარგლებში, მოპასუხეა ის „ორგანო’’, რომლის „ნორმატიული აქტიც’’ არის გასაჩივრებული.

·         

·       

·         

·        · თუ სარჩელი კონსტიტუციის ამოქმედებამდე მიღებულ/გამოცემულ ნორმატიულ აქტს შეეხება, მოპასუხეა მისი მიმღების/გამომცემის უფლებამონაცვლე ორგანო.

·         

·         · ხოლო როდესაც უფლებამონაცვლე ორგანო არ არსებობს, საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს საკითხს, ვინ იქნება მოპასუხე - პარლამენტი, პრეზიდენტი, მთავრობა თუ ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოები.

 

 

დავის საგანი’’ „აბსტრაქტული ნორმათკონტროლის’’ ფარგლებშ

„დავის საგანი’’ „აბსტრაქტული ნორმათკონტროლის’’ ფარგლებში ორნაწილიანია:

1) სადავო ნორმა’’

 

და

 

2) ის ’’კონსტიტუციის ნორმა’ [ რომელთან მიმართებაშიც მოწმდება „სადავო ნორმის’’ კონსტიტუციურობა]

 

 

ა)“სადავო ნორმა’’[„დავის საგნის 1-ლი ნაწილი]

 

 · კონსტიტუცია [მე-60 მუხლი მე-4 ნაწილი“ბ’’] „გასაჩივრებად აქტებს’’ არ აკონკრეტებს და მიუთითებს ზოგადად „ნორმატიული აქტის“ „კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის’’ გადაწყვეტაზე.

 

ანუ კონსტიტუციის თანახმად მოსარჩელე სუბიექტებს[იხ. ზემოთ ვი ნ არიან] შეუძლიათ ნებისმიერი ნორმატიული აქტის გასაჩივრება, „რომელიც მოქმედებს’’.

აბსტრაქტულ ნორმათკონტროლის წესით[მე-60 მუხლი მე-4 ნაწილი“ბ’’] განხილვას  ექვემდებარება:

 

ა)ნორმები, რომლებიც „გამოქვეყნდა’’, თუმცა ჯერ „იურიდიულ ძალაში’’ არ შესულა.[!]

 

ბ) ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვისას გაუქმებული ან ძალადაკარგული ნორმა,[იმ პირობით: „თუ ამ ნორმის  კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია :’’ „კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად’’]

ბ)“კონსტიტუციის ნორმა’’ [ რომელთან მიმართებაშიც მოწმდება „სადავო ნორმის’’ კონსტიტუციურობა] [„დავის საგნის’’ მე-2 ნაწილი]

 

„მოსარჩელემ’’[იხ. ზემოტ ვინ შეიძლება იყოს  შეიძლება დააყენოს „სადავო ნორმის’’ არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი „კონსტიტუციის ნებისმიერ ნორმასთან მიმართებით’’[ რომლიდანაც გამომდინარეობს „ფორმალური’’ თუ „მატერიალური’’ მოთხოვნა]

 

 

 

შემოწმების’’  მასშტაბი აბსტრაქტული ნორმათკონტროლის ფარგლებშ

·        „აბსტრაქტულ ნორმათკონტროლზეც’’ ვრცელდება დათქმა, რომ :

“ საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება არ აქვს, იმსჯელოს „მთლიანად’’ კანონის ან  „მთლიანად’’ სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე, თუ მოსარჩელე ან „წარდგინების ავტორი’’ ითხოვს კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის „მხოლოდ რომელიმე ნორმის’’

[ანუ მხოლოდ კანონის ან აქტის „ნაწილის’’ არაკონსტიტუციურად ცნობას.’’ ]

 

· ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო „აბსტრაქტულ ნორმათკონტროლის კომპეტენციის ფარგლებშიც, მკაცრადაა შეზღუდული „სასარჩელო მოთხოვნით’’

 

·        აბსტრაქტული ნორმათკონტროლის [უფლებამოსილების] ფარგლებში, მოსარჩელემ შეიძლება, იდავოს „კონსტიტუციის ნებისმიერი ფორმალური თუ მატერიალური მოთხოვნის დარღვევის’’ თაობაზე.

 

·         შესაბამისად, სადავო ნორმის შეფასების[ანუ შემოწმების] მასშტაბი შეიძლება იყოს სარჩელში მითითებული -„კონსტიტუციის ნებისმიერი დანაწესი’’, [მათ შორის „ძირითადი უფლების დამდგენი ნორმები’’, რასაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაც ადასტურებს.] ხ

 

·        საკონსტიტუციო სასამართლო აბსტრაქტული ნორმათკონტროლის განხორციელებისას არა მხოლოდ „კონსტიტუციის ცალკეულ ნორმებს’’ იყენებს შეფასების[შემოწმების] მასშტაბად, არამედ ხაზს უსვამს მათი გაანალიზების მნიშვნელობას „ძირითადი კონსტიტუციური პრინციპებისა და ღირებულებების’’ გათვალისწინებით.

 

·        იგი სრულად იზიარებს იმ სტანდარტს, რაც ჩამოყალიბდა „ძირითადი უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის კონტროლის“ ფარგლებში[კონსტ მე-60 მუხ. მე-4 ნაწ. „ა’’] და გულისხმობს, რომ: შემოწმების მასშტაბი, „კონსტიტუციის კონკრეტულ ნორმებთან ერთად’’, მისი [კონსტიტუციის]ფუნდამენტური პრინციპებიცაა’’. [ეს დაიმახსოვრე]

 

·         ამ თვალსაზრისით, სასამართლო წარმართავს მსჯელობას ერთიან კონტექსტში და ადგენს, თუ „რამდენად თავსდება სადავო ნორმა’’ „კონსტიტუციურსამართლებრივი წესრიგისა’’ და „კონსტიტუციის სულისკვეთების’’ ფარგლებში.

 

·         „ აბსტრაქტული ნორმათკონტროლის’’ დროს შემოწმების მასშტაბია მხოლოდ კონსტიტუცია და არა „სხვა საკანონმდებლო აქტები’’ [ანუ „სადავო აქტს’’ მხოლოდ „კონსტიტუციის’’ ნორმებთან და პრინციპებთან მიმართებით „ამოწმებენ’’] .[ეს დაიმახსოვრე]

 

·         მაგ. საკონსტიტუციო სასამართლომ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „კანონთა შორის „კოლიზიაზე მსჯელობა’’, [ანუ სადავო კანონის შემოწმება სხვა კანონთან მიმართებით], არ შედიოდა მის კომპეტენციაში და ის წყვეტდა მხოლოდ კონსტიტუციურსამართლებრივ საკითხებს. .

 

 

 

 

„სადავო ნორმის’’ შემოწმების ფორმა და შინაარსი

 

[აბსტრაქტული ნორმათკონტროლის ფარგლებში]

·        აბსტრაქტული ნორმათკონტროლისას სადავო ნორმა შეიძლება, დაექვემდებაროს შემოწმებას როგორც ფორმალური, ისე მატერიალური[ანუ შინაასობრივი] კუთხით.

·        ..ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის მოთხოვნებს როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კონსტიტუციურობის’’ თვალსაზრისით.

·       

·        ფორმალური კონტროლის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს: ნორმატიული აქტების ა)მიღების, ბ)ხელმოწერის, გ)გამოქვეყნებისა და დ) ამოქმედების მხოლოდ იმ წესების დაცვას, რაც დადგენილია კონსტიტუციით.

 

·        ამდენად, ის ვერ იმსჯელებს იმაზე, თუ რამდენადაა დაცული „მიმდინარე საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები’’. [ეს დაიმახსოვრე]

 

·         წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო შეიჭრება საერთო სასამართლოების კომპეტენციაში.

 

·         

 

·        · გარდა „კონსტიტუციით დადგენილი პროცედურებისა“, მოწმდება სადავო ნორმის კონსტიტუციის სხვა ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობაც.

 

·          ამ კუთხით, გამოსაყოფია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ისეთი ფორმალური ელემენტები, როგორიცაა: ა) „ხელისუფლების დანაწილება’’, ბ)“მმართველობის კანონიერება’’, გ)“ სასამართლოს დამოუკიდებლობა’’ და ა.შ

 

·       

 

·         · საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, „კანონის დათქმის პრინციპი’’აბსტრაქტული ნორმათკონტროლის’’ დროსაც აქტუალურია.

 

·        · კონსტიტუცია „პირდაპირ ითვალისწინებს ამა თუ იმ საკითხის მოწესრიგებას კანონით’’ ან „დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებიდან გამომდინარე’’, როცა ეს საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ის პარლამენტმა უნდა დაარეგულიროს.

 

·        მაგალითად, კონსტიტუციის მიხედვით, „საგადასახადო კონტროლს’’ ახორციელებენ მხოლოდ კანონით განსაზღვრული საგადასახადო ორგანოები. თუ მთავრობის დადგენილება, [ანუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი], „საგადასახადო კონტროლის’’ უფლებამოსილებას მიანიჭებს რომელიმე სხვა ორგანოს, დაირღვევა კონსტიტუციის ფორმალური მოთხოვნა და ასეთი „მთავრობის დადგენილება’’ სასამართლომ არაკონსტიტუციურად უნდა ცნოს.

 

·       

 

·         · საკონსტიტუციო სასამართლო მატერიალური კონტროლის ფარგლებში ამოწმებს სადავო ნორმის „შინაარსის’’ [!]კონსტიტუციურობას.

 

·        · ამ დროს მხედველობაში მიიღება ა)ნორმის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობა, ბ) მასში გამოხატული ნამდვილი აზრი და გ)მისი გამოყენების პრაქტიკა, ასევე დ) იმ კონსტიტუციური ნორმის არსი, რომლის მიმართაც ის არის გასაჩივრებული.[ეს დაიმახსოვრე]

 

·       

 

·        ყურადღება:

 

·        · აბსტრაქტული ნორმათკონტროლისას „სადავო ნორმით’’ „ძირითადი უფლების“ დარღვევის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლო იყენებს „თანაზომიერების პრინციპს’’.

 

·        · ლოგიკურია, რომ ის, საჭიროების შემთხვევაში, სადავო ნორმის „განსაზღვრულობის პრინციპთან’’ შესაბამისობასაც შეამოწმებს.

 

·         

 

·        · აღსანიშნავია, რომ თანაზომიერებისა და განსაზღვრულობის პრინციპების გამოყენება, გარდა „ძირითადი უფლებებისა’’, სხვა კონტექსტშიცაა შესაძლებელი.

·         

·        მაგალითად, თანაზომიერების პრინციპი მოქმედებს „სახელმწიფო ორგანიზაციის სამართალშიც.’’ იგივე შეიძლება ითქვას განსაზღვრულობის პრინციპზეც.

·         

·        მაგალითად, ის მოითხოვს „სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციის განსაზღვრულობას’’

·         

·         მართალია,“უფლებამოსილებათა შესახებ დავა’’ საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებელი კომპეტენციაა, [ორგანული კანონის მწ-19 მუხლის 1-ლი მაწილის“ბ’’ ქვპ] თუმცა აბსტრაქტული ნორმათკონტროლის ფარგლებშიცაა შესაძლებელი ამა თუ იმ სახელმწიფო ორგანოსა და თანამდებობის პირის უფლებამოსილების დამდგენი ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმება, ოღონდ მააშინ  როდესაც სადავო ნორმით „უშუალოდ მოსარჩელის კონსტიტუციურ კომპეტენციაში შეჭრა არ ხდება’’.

 

 

კონსტიტუციური სარჩელის’’ დაკმაყოფილების შედეგები

·        აბსტრაქტული ნორმათკონტროლის დროს გასაჩივრებული ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურობის დადასტურება იწვევს სადავო ნორმის’’ ძალადაკარგულად ცნობას[!] საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან (ex nunc).

·        სასამართლოს არ აქვს იმის უფლებამოსილება, რომ სადავო აქტი მისი გამოცემის მომენტიდან ცნოს არაკონსტიტუციურად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები