„ძირითადი უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის კონტროლი“-
|
|
კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული საკონსტიტუციო სასამართლოს„უფლებამოსილების’’ სახელწოდება |
„ძირითადი
უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის კონტროლი“. |
„ძირითადი უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციური
კონტროლის“ [უფლებამოსილების] კონსტიტუციური „საფუძველია’’ ამ უფლებამოსილების შესაბამისი "კონსტიტუციური სარჩელის'' სახელწოდებაა: |
საქ.კონსტიტუციიის -მე-60 მუხ. მე-4 ნაწ.“ა’’ ქვპ "ძირითადი უფლებების დამცველი კონსტიტუციური სარჩელი'' |
„ძირითადი უფლებების დამცველი კონსტიტუციური სარჩელის’’ შეტანის უფლების მქონე
„ფიზიკური პირები“ არიან: |
„საქართველოსა და „სხვა
სახელმწიფოთა“ ფიზიკური პირები’’ ხ ყურადღება: „ყველა ფიზიკურ პირს’’ არ შეუძლია, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერი
ძირითადი უფლების დარღვევის გამო., მოსარჩელე „უნდა იყოს „შესაბამისი ძირითადი უფლებით
დაცული სუბიექტი’’. მაგ. „მოქალაქის უფლებების’[ მაგალითად, პოლიტიკური
პარტიების თავისუფლების], სუბიექტები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არიან და მათი
დარღვევის გამო უცხოელი ვერ იდავებს. ხ მოსარჩელე ფიზიკურ
პირთა წრე შეზღუდულია არა მხოლოდ „მოქალაქეობის’’,
არამედ „ასაკობრივი“, „პროფესიული“ თუ „სხვა ნიშნებით“[ ასეთი „შეზღუდვის ‘’მაგალითია
კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილი
ეხება პატიმრებს რომლებიც სასჯელს იხდიან] |
ძირითადი უფლებების დამცველი’’
„კონსტიტუციური სარჩელის’’ შეტანის უფლების მქონე
„იურიდიული პირები“ |
„ძირითადი უფლების დამცველი კონსტიტუციური სარჩელის’’ შეტანის უფლება აქვთ
„საქართველოს იურიდიულ პირებს“. ასევე იმ უცხო ქვეყნების იურიდიულ პირებს , „ვისზეც საქართველოს
იურისდიქცია ვრცელდება’’ მოსარჩელე შეიძლება იყოს : „კერძო სამართლის იურიდიული პირები’’ საჯარო სამართლის იურიდიული პირები“რომელთა ძირითადი ფუნქცია ინდივიდთა „ძირითადი უფლებების რეალიზაციაა“.[მაგ.„საზოგადოებრივი
მაუწყებლები“,“უნივერსიტეტები’’ და „რელიგიური გაერთიანებები] ყურადღება:„საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა“ შეიძლება, იდავოს
მხოლოდ იმ „ძირითადი უფლების“ დარღვევაზე, რომლის რეალიზაციასაც ის ემსახურება. იურიდიული პირი“ ვერ გაასაჩივრებს „იმ ძირითადი უფლების დარღვევას, რომლის
სუბიექტიც მხოლოდ ფიზიკური პირია“. |
„ძირითადი
უფლებების დამცველი’’ „კონსტიტუციური სარჩელის’’ შეტანის
წინაპირობები: |
ფიზიკურ და იურიდიულ პირს „ძირითადი უფლების
დამცავი კონსტიტუციური სარჩელის“ შეტანის უფლება წარმოეშობა, თუ მას მიაჩნია, რომ
მისი „ძირითადი უფლება’’: 1) „დარღვეულია’’, ანუ ის „მსხვერპლია“ ან 2) „შესაძლებელია,
უშუალოდ მის მიმართ დაირღვეს’’, ანუ ის „პოტენციური მსხვერპლია’’. ამრიგად საკონსტიტუციო სარჩელში,მოსარჩელემ „უნდა დაასაბუთოს’’, რომ ის
„მსხვერპლი’’ ან „პოტენციური მსხვერპლია’’. ·
ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ დავა მხოლოდ „საკუთარი
ძირითადი უფლებების“ დარღვევაზე, თუ მოსარჩელე მისი „ძირითადი უფლებების’’ „წარსულში დარღვევაზე’’ აპელირებს,
მაშინ მან საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა წარუდგინოს შესაბამისი „ფაქტის’’ დამადასტურებელი
მტკიცებულებები. „ძირითადი უფლებების’’ სამომავლო
დარღვევაზე მითითებისას კი მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, რომ ეს „საფრთხე’’
უშუალო[ანუ პირდაპირ მის მიმართაა], რეალური და გარდაუვალია. ძირითადი უფლების დამცავი კონსტიტუციური სარჩელი“ ასევე „დასაშვებია’’ თუ: ა)უფლებების
სამომავლო შეზღუდვის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა
ობიექტურად შეუძლებელია, ბ) სადავო ნორმის შინაარსიდან აშკარად გამომდინარეობს
ძირითადი უფლებების
დარღვევის შესაძლებლობა და გ)ეჭვგარეშეა,
რომ მოსარჩელე ამ საფრთხის პირისპირ რეალურად შეიძლება,
აღმოჩნდეს. |
ძირითადი უფლებების დამცველი’’ „კონსტიტუციური
სარჩელის’’ შეტანის უფლების მქონე „თანამდებობის პირი’’- „ სახალხო დამცველი’’ |
სახალხო დამცველი არ საჭიროებს მტკიცებულებების მოტანას, რომ სადავო ნორმამ
ვინმეს უფლებები დაარღვია ან მომავალში რეალურად დაარღვევს. ის
არ არის ვალდებული, დაელოდოს ძირითადი უფლების კონკრეტულ დარღვევას და მერე შეშეიტანოს
„ძირითადი უფლებების დამცველი’’ კონსტიტუციური
სარჩელი „სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი’’ ითვლება „აბსტრაქტული კონსტიტუციური
კონტროლის’’ განხორციელების ფორმად, რაც მას ათავისუფლებდა წარსულში ან მომავალში
უფლებების კონკრეტული დარღვევის მტკიცების ვალდებულებისგან. ·
სახალხო დამცველს შეუძლია
, ნებისმიერ შემთხვევაში მიემართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა,
მისი შინაარსიდან გამომდინარე, არღვევს ძირითად უფლებებს. |
„ძირითადი უფლებების დამცველი’’
„კონსტიტუციური სარჩელის’’- მოპასუხეები |
ძირითადი უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის კონტროლის ფარგლებში, მოპასუხეა ის ორგანო
ან თანამდებობის პირი, რომლის აქტმაც[გამოცემულმა „ნორმამ’’] ,
მოსარჩელის აზრით, გამოიწვია ძირითადი უფლების დარღვევა. ნორმატიული აქტის გამომცემი სუბიექტის
არარსებობისას[აღარარსებობისას], მოპასუხე უნდა
იყოს „მისი უფლებამონაცვლე ორგანო ან თანამდებობის პირი“. თუ უფლებამონაცვლეც არაა სახეზე, საკონსტიტუციო
სასამართლომ მოპასუხედ უნდა განსაზღვროს: პარლამენტი პრეზიდენტი,
მთავრობა ან ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი
ორგანოები. |
ძირითადი უფლებების დამცველი’’
„კონსტიტუციური სარჩელის’’ - „დავის საგანი |
“ ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის კონსტიტუციურობა’’ საქართველოს
კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ უფლებასთან ან უფლებებთან მიმართებით „ძირითადი უფლებების
დამცველი’’ „კონსტიტუციური სარჩელის’ „დავის საგანი’’, ორნაწილიანია: 1) „სადავო
ნორმა’’ [ორგანოს ან თანამდებობის პირის გამოცემული] და 2) „ძირითადი უფლების ნორმა რომელიც დაირღვა’’[ან
სავარაუდოდ დაირღვევა]“. ყურადღება: დავის
საგნის მითითების გარდა მოსარჩელემ
„კონსტიტუციურ სარჩელში’’ უნდა მიუთითოს „ძირითადი ნორმის’’ დარღვევის დამადასტურებელი
მტკიცებულებები ან მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, რომ მომავალში ძირითადი უფლების დარღვევის „საფრთხე’’ უშუალოა[ანუ
პირდაპირ მას ემუქრება ], რეალური და გარდაუვალია. ხ საერთოდ დაიმახსოვრე: · „საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად, ნებისმიერი სახის „კონსტიტუციურ
სარჩელში’’ უნდა მიეთითოს: ა) „სადავო ნორმა’’, [ორგანოს ან თანამდებობის
პირის გამოცემული] ბ) კონსტიტუციის
ის ნორმები, რომლებიც ირღვევა გ)კონსტიტუციური
ნორმის დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებანი. |
„სადავო ნორმა’’[ ანუ სარჩელის „დავის საგნის’’ პირველი ნაწილი] |
ყურადღება: ·საკონსტიტუციო
სასამართლო ამოწმებს მხოლოდ იურიდიული ძალის მქონე, ანუ „მოქმედი ნორმის“ კონსტიტუციურობას. · თუ
ნორმა ჯერ არ ამოქმედებულა, ის ვერ ხელჰყოფს ძირითად უფლებას. · ამდენად,
არ განიხილება „პრევენციული კონსტიტუციური სარჩელები’’- „ნორმატიული აქტების’’ პროექტებთან
დაკავშირებით. ხ · თუ
სადავო ნორმამ საქმის განხილვისას დაკარგა ძალა, ითვლება,რომ მოსარჩელის სუბიექტური მიზანი მიღწეულია. მიუხედავად ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, გააგრძელოს მისი კონსტიტუციურობის შემოწმება, თუ საკითხის
გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დარღვეული ძირითადი უფლების უზრუნველყოფისთვის. |
„ძირითადი უფლების კონსტიტუციური ნორმის ‘’დარღვევა (ან სავარაუდო დარღვევა
) “ [ ანუ „დავის საგნის’’ მე-2 ნაწილი
] |
სასამართლო უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ „მოსარჩელის მიერ მითითებული ძირითადი უფლების’’ დარღვევის შემოწმებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ ამოწმებს „სადავო ნორმას’’ „იმ ძირითად უფლებასთან
მიმართებით, რომელიც კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მითითებული’’. |
|
|
საკონსტიტუციო სასამართლოს „დავის საგნით’’
შეზღუდვა |
საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილი არ არის, იმსჯელოს „მთლიანად კანონის’’ ან „მთლიანად სხვა ნორმატიული აქტის’’ კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე, თუ მოსარჩელე ან წარდგინების ავტორი ითხოვს კანონის ან
სხვა ნორმატიული აქტის „მხოლოდ
რომელიმე ნორმის’’
[ანუ მათი „ნაწილის’’] არაკონსტიტუციურად
ცნობას. |
|
|
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „ძირითადი უფლებების
შეზღუდვის’’ შემოწმების „მასშტაბი’’ [ფარგლები] |
1. კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ძირითადი
უფლებები ·
მოსარჩელე ვერ დააყენებს სადავო ნორმის კონსტიტუციის
„ნებისმიერ’’ დანაწესთან შესაბამისობის საკითხს. ·
შესაძლებელია აპელირება მხოლოდ იმ უფლების დარღვევაზე,
რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით. ·
აქედან გამომდინარე, „საკონსტიტუციო სასამართლოსთვის
შემოწმების მასშტაბი’’ საქართველოს
კონსტიტუციის მეორე თავში გათვალისწინებული „ძირითადი უფლებებია“ 2.
კონსტიტუციის პრინციპები კონსტიტუციური
პრინციპები არ ადგენს ძირითად უფლებებს, მაგრამ „გასაჩივრებული ნორმატიული
აქტი’’ ა) აუცილებლად
უნდა გადამოწმდეს მათთან მიმართებით, ბ)ასევე კონსტიტუციის
ცალკეულ ნორმებთან კავშირში და გ)მსჯელობა ერთიან კონტექსტში უნდა წარიმართოს. სასკონსტიტუციო სასამართლოს აზრით,
მხოლოდ „ასეა’’ შესაძლებელი სადავო ნორმის სრული
განმარტება, რაც ხელს უწყობს მისი კონსტიტუციურობის სწორ შეფასებას 3.
საერთაშორისო
ხელშეკრულებები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ ამა თუიმ საკითხის გადაწყვეტა უნდა განხორციელებულიყო
საერთაშორისო სამართლის, პირველ რიგში - „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის“
მოთხოვნათა მაქსიმალური პატივისცემითა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით. ამავდროულად,
ეს არ გულისხმობდა“რომელიმე საერთაშორისო ხელშეკრულების აყვანას კონსტიტუციის რანგში“
და „კონსტიტუციური ნორმების ჩანაცვლებას საერთაშორისო სამართლის ნორმებით“ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შინაარსს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას დამხმარე ფუნქცია აქვს „ძირითადი უფლებების“ შინაარსისა და ფარგლების,
ასევე კონსტიტუციის „სამართლებრივ - სახელმწიფოებრივი
მოთხოვნების“ განმარტებისას. ·
საქართველო საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკაში აქტიურად იყენებს საერთაშორისო გამოცდილებას, რაც დადებით გავლენას ახდენს
ძირითადი უფლებების დაცვასა და მისი გადაწყვეტილებების ხარისხზე. · მაგალითად,
სასამართლომ განიხილა საკითხი, „თუ რამდენად იყო „არარელიგიური ხასიათის რწმენა“
კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის გამო „სამხედრო სამსახურის გავლაზე უარის’’ საფუძველი“. · მოიშველია
რა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა საქმეებზე: „აროუსმითი გაერთიანებული
სამეფოს წინააღმდეგ“ და „ლე კურ გრანდმეზონი და ფრიტცი საფრანგეთის წინააღმდეგ“,
საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა: „რწმენა და შეხედულებები, რომელიც წარმოადგენს
კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის საფუძველს, თავისი შინაარსით, არ არის აუცილებელი,
იყოს რელიგიური ხასიათის. ამიტომ ,მაგალითად, პაციფიზმი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
მიერ რწმენად
იქნა აღიარებული მაშინაც, როდესაც ის გარკვეულ რელიგიას არ უკავშირდება.“ ხ · „საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულმა კანონმა 2015 წლის 29 მაისის ცვლილების
შედეგად გაითვალისწინა „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის’’
საკონსულტაციო დასკვნისთვის მიმართვის ინსტიტუტი. ·
მისი შემოღების საფუძველი გახდა ადამიანის უფლებათა და ძირითად
თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №16 ოქმი (2013 წლის 2 ოქტომბერი). · „საკონსულტაციო დასკვნისთვის მიმართვა’’
ემსახურება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და ეროვნულ სასამართლოებს
შორის თანამშრომლობისა და დიალოგის ინსტიტუციონალიზაციასა და გაღრმავებას, ადამიანის
უფლებათა დაცვის ეფექტიანობის ზრდას, მკაფიო სტანდარტების დადგენას და ა.შ. ·
საკონსულტაციო დასკვნისთვის , მიმართვა
ფაკულტატიურია - საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია,
რა შემთხვევაში გამოიყენებს მას. · მიმართვა
შესაძლებელია, განხორციელდეს: 1) ძირითადი უფლებების შეზღუდვის
კონსტიტუციურობის კონტროლის ფარგლებში; 2) კონსტიტუციური სარჩელის არსებითად
განსახილველად მიღების შემდეგ; 3) საქმესთან დაკავშირებულ იმ პრინციპულ საკითხებზე,
რომლებიც „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და მისი ოქმებით“’ გათვალისწინებული
უფლებებისა და თავისუფლებების განმარტებას ან გამოყენებას შეეხება. ·
საკონსულტაციო დასკვნისთვის მიმართვა
საჭიროებს დასაბუთებას და ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოსთვის საქმესთან დაკავშირებული სათანადო სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების
წარდგენას. ·
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საკონსულტაციო
დასკვნას სავალდებულო ხასიათი არ აქვს. · მიუხედავად
ამისა, თუ გავითვალისწინებთ მის უდიდეს ავტორიტეტს და იმ გარემოებას, რომ მიმართვის
ინიციატორი თვით საკონსტიტუციო სასამართლოა, დასკვნის ყურადღების მიღმა დატოვება
ნაკლებად სავარაუდოა. |
საკონტიტუციო სასამართლოს მიერ
„ძირითადი
უფლების შეზღუდვიავი ნორმის’’’’ „შემოწმების’’ ფორმა და შინაარსი |
ძირითადი უფლების დამცავი კონსტიტუციური სარჩელით“ „გასაჩივრებული ნორმის’’
კონსტიტუციურობის დადგენისას საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს: 1. კონსტიტუციასთან „გასაჩივრებული ნორმის’’ „შინაარსის’’ შესაბამისობას
[ ამ დროს მხედველობაში იღებს სადავო ნორმის არა მარტო ა)სიტყვასიტყვით მნიშვნელობას,არამედ: ბ)მასში გამოხატულ ნამდვილ აზრსა გ)მისი
გამოყენების პრაქტიკას, დ)
შესაბამისი[დარღვეული] კონსტიტუციური ნორმის არსს ასევე
2. რამდენადაა დაცული საკანონმდებლო აქტისა და პარლამენტის დადგენილების
„მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების“ კონსტიტუციით დადგენილი
წესი.[ანუ „ფორმა’’]
·
როგორც ვხედავთ, კანონმდებლობა საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოითხოვს „სადავო ნორმის ‘’არა მხოლოდ ფორმალურ, არამედ მატერიალურ შემოწმებასაც. ხ · ამდენად, ძირითადი უფლების სუბიექტს
შეუძლია მოითხოვოს, რომ „მისი უფლება შეიძლება, შეიზღუდოს მხოლოდ ისეთი ნორმების საფუძველზე,
რომლებიც ფორმალურადაც და მატერიალურადაც კონსტიტუციურია“ |
“ ფორმალური შემოწმება“ |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
შესახებ“ ორგანული კანონი საკანონმდებლო აქტისა და პარლამენტის დადგენილების
მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების კონსტიტუციურ პროცედურაზე მიუთითებს. ·
აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მხოლოდ
კონსტიტუციით გათვალისწინებული წესების „დაცვის’’ შემოწმება შეუძლია.
·
მაგალითად, თუ ორგანული კანონი პარლამენტმა
მიიღო დამსწრეთა უმრავლესობით, [სრული შემადგენლობის ერთი მესამედით], დაირღვევა კონსტიტუციის მოთხოვნა, რომლითაც ორგანული კანონის მიღებისთვის
პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობაა საჭირო. ხ · კონსტიტუციის ფორმალური მოთხოვნები მხოლოდ „პროცედურის დადგენით’’ არ შემოიფარგლება. · საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლო ითვალისწინებს „ძირითადი უფლებების
შეზღუდვის’’ „ფორმალურ კონსტიტუციურ სტანდარტებსაც“. · ისინი
ან პირდაპირაა მოწესრიგებული „ძირითადი უფლების დამდგენი
ნორმებით“| ან ირიბად გამომდინარეობს „კონსტიტუციის
პრინციპებიდან და ნორმებიდან“. · „ძირითადი უფლების შეზღუდვის’’ ფორმალური
სტანდარტის დარღვევა იწვევს „სადავო ნორმის’’ არაკონსტიტუციურად
ცნობას შესაბამის ძირითად უფლებასთან
მიმართებით, მიუხედავად ამ ნორმის შინაარსისა. · „ძირითადი
უფლებების“ შეზღუდვის „ფორმალურ სტანდარტებს“
შორის გამოსაყოფია კანონისა და სასამართლოს დათქმები. |
|
|
„კანონისა’’ და „სასამართლოს’’ დათქმები |
კანონისა და
საკონსტიტუციო სასამართლოს დათქმები
„ძირითად უფლებებში“ სახელმწიფო ორგანოების ჩარევის
უმნიშვნელოვანესი ფორმალური
წინაპირობებია და იცავს ინდივიდის თავისუფლებას აღმასრულებელი ხელისუფლების
მხრიდან თვითნებური შეზღუდვებისგან ხ ერთმანეთისგან
უნდა განვასხვავოთ „კანონის ზოგადი დათქმა’’ და „კანონის სპეციალური დათქმები’’. ხ · „ძირითადი უფლებების“ შემთხვევაში,
კანონის ზოგადი დათქმა მაშინაა აქტუალური, როდესაც
ა) „კონსტიტუციის შესაბამისი ნორმა’’ არ შეიცავს
„სპეციალურ დათქმას’’, [ანუ მითითებას
კანონით ან კანონის საფუძველზე უფლებაში ჩარევის შესაძლებლობაზე], და ბ) შესაბამისი ძირითადი უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის [ანუ „შეიძლება’’,რომ შეიზღუდოს. ] ხ კანონის „სპეციალური
დათქმების“ იდენტიფიცირება შედარებით მარტივია. · ამ შემთხვევაში, ძირითადი
უფლების დამდგენი ნორმის ტექსტი „ პირდაპირ’’ ან „ირიბად’’ მიუთითებს - კანონზე.
·
მაგალითად, ადამიანის დაკავება დასაშვებია: „კანონით განსაზღვრულ
შემთხვევებში“ „კანონით უფლებამოსილი პირის მიერ“ „კანონის
სპეციალური დათქმები’’,
როგორც წესი, მიუთითებს ჩვეულებრივ კანონებზე,
თუმცა გვხვდება ისეთი დათქმებიც, რომლებიც უფლებაში ჩარევას მხოლოდ ორგანული კანონის საფუძველზე უშვებს. მაგალითად,
„გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის შემთხვევები
და წესი“ ორგანულმა კანონმა უნდა
დაადგინოს. ·
თუ ამ საკითხებს „ჩვეულებრივი კანონი“ მოაწესრიგებს, ის ფორმალურად არაკონსტიტუციური იქნება.[!] ·
სავარაუდოდ, ორგანული კანონის დათქმის
მიზანია, „გაართულოს ძირითადი უფლებების შედარებით მძიმე შეზღუდვების განხორციელება“,
ასევე“ ფორმალურად გააძლიეროს შესაბამისი უფლების დაცვა . ამასთანავე, ორგანული კანონის
დათქმა „ძირითად უფლებას“ არ ანიჭებს
მაღალ რანგს სხვებთან მიმართებით. ხ · კანონის
დათქმას არ აქვს ტოტალური ხასიათი. ის არ მოითხოვს „ძირითადი უფლებების შეზღუდვის’’
ნებისმიერი დეტალის მოწესრიგებას კანონმდებლის მიერ ხ „ძირითადი უფლებების“
დამდგენი რამდენიმე ნორმა შეიცავს სასამართლოს
დათქმას,რაც იმას გულისხმობს, რომ „ძირითადი უფლების შეზღუდვა’’ ან „შეზღუდვის
რომელიმე ფორმა’’ ექვემდებარება სასამართლო კონტროლს და ხორციელდება მხოლოდ სასამართლოს
გადაწყვეტილების საფუძველზე. · მაგალითად, „თავისუფლების აღკვეთის’’ ან „თავისუფლების
სხვაგვარი შეზღუდვის“ შეფარდება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.
· საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს პოზიციით, სასამართლოს დათქმა,
როგორც უფლების შეზღუდვის დამატებითი ფორმალური კრიტერიუმი, განპირობებულია: „შესაბამისი უფლების ან მისი ცალკეული
კომპონენტების ბუნებით და აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებობის საფრთხით.“ · სასამართლოს, როგორც
„ნეიტრალური ორგანოს’’, ჩართულობა ამცირებს „აღმასრულებელი ხელისუფლების’’ შეცდომის
ან თვითნებობის რისკს და კანონის სწორი გამოყენების მნიშვნელოვანი გარანტიაა. · ის ემსახურება კერძო და საჯარო ინტერესების
დაბალანსებასაც. · ამავდროულად,
საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლოს
დათქმა არ ნიშნავს შესაბამისი უფლების მაღალ რანგს სხვა უფლებებთან მიმართებით |
|
|
„ძირითადი უფლების შემზღუდველი ნორმის’’ „შინაარსის’’[ანუ მატერიალური] შემოწმება |
„საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ჩამოყალიბებული მოთხოვნები,
„თუ რა უნდა მიიღოს მხედველობაში საკონსტიტუციო
სასამართლომ“, “ „სადავო ნორმის’ „შინაარსისა’’ და „მისი მოქმედების
შედეგების’’ სწორად გაგებისკენაა მიმართული, რაც უდავოდ მნიშვნელოვანია, მაგრმ
„სადავო ნორმის’’ „მატერიალური შემოწმებისას’’ მთავარი მაინც „თანაზომიერების პრინციპის“
მოთხოვნებთან „სადავო ნორმის’’ შესაბამისობის
შემოწმებაა. |
|
|
„თანაზომიერების პრიმციპი’’
[კონსტ. 34-ე მუხლი მე-3 ნაწილი] |
„ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა
უნდა შეესაბამებოდეს იმ „ლეგიტიმური მიზნის“ მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი
ემსახურება.“[კონსტ. 34-ე მუხლი მე-3 ნაწილი] |
|
თანაზომიერების
პრინციპი ძირითადი უფლების შეზღუდვას რამდენიმე მოთხოვნას უყენებს. ყურადღება:
: „ძირითად უფლებაში’’ ჩარევა : ა)უნდა ემსახურებოდეს „ლეგიტიმური მიზნის’’ მიღწევას
ბ)უნდა იყოს
ამისთვის „გამოსადეგი’’ (მიზნის მისაღწევად გამოსადეგობის პრინციპი), გ)უნდა იყოს
„აუცილებელი’’ (ჩარევის მინიმალურობის პრინციპი) დ)უნდა იყოს
„შესატყვისი’’ (პროპორციულობის პრინციპი). [ზეპირად] ყურადღება: თანაზომიერების პრინციპის „თითოეული მოთხოვნა’’ მომდევნოსთვის განმსაზღვრელია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რომელიმე მათგანს სადავო ნორმა არ აკმაყოფილებს, აღარ ხდება „მომდევნო
მოთხოვნასთან’’ შესაბამისობის შემოწმება და ნორმა არაკონსტიტუციურად
ითვლება. [ეს დაიმახსოვრე] |
|
ა)“მიზანი’’ [რომელსაც ესწრაფვის
„ძირითადი უფლების ‘’ შეზღუდვა] უნდა იყოს - „ლეგიტიმური’’ „ ძირითადი უფლების’’
დამდგენი ზოგიერთი კონსტიტუციური ნორმა თავად მიუთითებს იმ ლეგიტიმურ მიზნებზე, რომელთა
მისაღწევადაც შეიძლება, შეიზღუდოს შესაბამისი ძირითადი უფლება. · მაგალითად, „მიმოსვლის
თავისუფლების’’[კონსტ. მუხ. მე-14] შეზღუდვა „დასაშვებია დემოკრატიულ საზოგადოებაში
აუცილებელი ა)სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან ბ)საზოგადოებრივი უსაფრთხოების
უზრუნველყოფის, ან გ)ჯანმრთელობის დაცვის ან დ)მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.’’[მუხ.მე14-ე
ნაწ. მე-2] · შესაბამისად „სხვა მიზნების’’ მისაღწევად „მიმოსვლის თავისუფლებაში’’[მუ.
მე-14] ჩარევა არაკონსტიტუციური იქნება, [ეს იმიტომ,რომ რადგანაც კანონმდებელს არ აქვს კონსტიტუციისგან განსხვავებული მიზნების
ჩამოყალიბების უფლებამოსილება.] ხ · ხოლო როდესაც უშუალოდ კონსტიტუციურ ნორმაში ძირითადი
უფლების შეზღუდვის მიზნები მითითებული არ არის, მასში ჩარევა შეიძლება, მიზნად
ისახავდეს „სხვათა უფლებებისა’’ და „კონსტიტუციური სიკეთეების’’ ,
მაგრამ „არა ნებისმიერი საჯარო ინტერესის’’ დაცვას. ხ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ლეგიტიმური მიზნის დადგენისას ძირითადად
სადავო ნორმის ა)„განმარტებასა’’ და ბ)„კანონის
ნების გარკვევაზეა’’ ორიენტირებული |
|
ბ) „ძირითადი უფლების შეზღუდვა’’
უნდა იყოს- „გამოსადეგი’’[ანუ
ხელს უნდა უწყობდეს „ლეგიტიმური მიზნის’’ მიღწევას] ყურადღება: საქრთველოში „ სადავო ნორმის’’ არაკონსტიტუციურობის საფუძვლად არ ითვლება
გარემოება, რომ ის მიზნის მიღწევის „ყველაზე
ეფექტური საშუალება’’ არ არის. საქრთველოში
„ გამოსადეგად’’ მიიჩნევა საშუალება, რომელიც იძლევა“
ლეგიტიმური მიზნის“ მიღწევის- „შესაძლებლობას’’ „გამოსადეგი“ არაა „ძირითადი უფლების შეზღუდვა’’, რომელიც არათუ
შესაძლებელს ხდის, არამედ საერთოდ გამორიცხავს „ლეგიტიმური მიზნის’’ მიღწევას. |
|
გ) ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა
იყოს- „აუცილებელი
’’[რომ მიღწეულ იქნეს დასახული „ლეგიტიუმური’’ მიზანი] „ ძირითადი უფლების“
შეზღუდვა „აუცილებელია“, თუ ის არ სცდება ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის „აუცილებელ
ზღვარს“[ საგნობრივი, სივრცობრივი, დროისა და პირთა წრის თვალსაზრისით] · ეს სტანდარტი დარღვეულია,
როდესაც ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელია „ალტერნატიული’’: ანუ „უფრო მსუბუქი“
ან „მსგავსად ქმედითი’’ საშუალებით“. · „უფრო მსუბუქია“ საშუალება, რომელიც ძირითად უფლებაში
არ ერევა ან მას მნიშვნელოვნად ნაკლებად ზღუდავს. · ხოლო „მსგავსად ქმედითი“ საშუალება ანალოგიური მიზნის მიღწევის აშკარად მსგავს პერსპექტივას ქმნის. · „აუცილებლობის’’ შემოწმებისას
მხედველობაში მიიღება ა) „შესაბამისი ძირითადი უფლების სპეციფიკა’’, ბ)“შეზღუდვის ინტენსივობა’’, გ) „შეზღუდვის
შედეგები’’ და დ)“შეზღუდვას
დაქვემდებარებულ პირთა რაოდენობა’’ · საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლო პრაქტიკაში იყენებს „უფრო მსუბუქი საშუალების“
ზემოაღნიშნულ პირობას და ამოწმებს, თუ „რამდენად არსებობდა ნაკლებად მზღუდავი
ღონისძიების გამოყენებით ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობა“. · ის თავის ამოცანად მიიჩნევს
არა კანონმდებლისთვის საკითხის კონკრეტული გზით გადაწყვეტის დავალდებულებას,
არამედ „შესაძლო ალტერნატიული საშუალებების გაანალიზებას.’’
· „საკონსტიტუციო სასამართლო
„მსგავსად ქმედითი’’ საშუალების სტანდარტსაც იზიარებს
- რომლის თანახმად: „ალტერნატიულ’’, „ნაკლებად მზღუდველ საშუალებას“ უნდა ჰქონდეს
ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ისეთივე რესურსი, როგორც სადავო ნორმას.’’ |
|
დ) ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა
იყოს- „შესატყვისი ’’[რომ მიღწეულ იქნეს დასახული „ლეგიტიუმური’’ მიზანი] თანაზომიერების
პრინციპის’’ მოთხოვნების შემოწმების’’ ბოლო საფეხურს თეორიასა და პრაქტიკაში სხვადასხვა
სახელწოდებით მოიხსენიებენ - „შესატყვისობა’’, „თანაზომიერება ვიწრო გაგებით’’,
„გადამეტებული ზომების აკრძალვა“, „დასაშვებობა’’,“ პროპორციულობა“,“სიკეთეთა აწონ-დაწონვ’’
· მიუხედავად ტერმინთა
მრავალფეროვნებისა, მათ შორის არსებითი შინაარსობრივი განსხვავება არ არის. ხ · ძირითადი უფლების შეზღუდვის
„ შესატყვისობის“ მოთხოვნა დაცულია, თუ „ძირითადი
უფლების შეზღუდვით გამოწვეული ზიანი
„არ აღემატება ’’ ან „უმნიშვნელოდ’’ აღემატება ძირითადი უფლების
შეზღუდვის შედეგად მიღებულ „სხვა’’სიკეთეს.[ეს
ზეპირად] ხ · საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს,
რომ:“პირის ძირითად უფლებაში ჩარევის ინტენსივობა საჯარო
მიზნის პროპორციული უნდა იყოს[ანუ შესატყვისი უნდა იყოს] და მისი მიღწევა არ უნდა
მოხდეს „ძირითადი უფლების’’ მომეტებული შეზღუდვის
ხარჯზე. · „ ძირითადი უფლებისთვის“ მიყენებული ზიანი
არ უნდა იყოს „იმ საჯარო ინტერესზე აღმატებული, რომლისთვისაც ის იზღუდება’’
· ანუ დასაცავია „გონივრული
ბალანსი’’ „ლეგიტიმურ მიზანსა’’ და „შეზღუდულ უფლებას შორის.’’ · სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს რომელიმე „ძირითადი უფლების’’ დაცვას მისთვის
„ „სხვა ძირითად უფლებასთან’’ მიმართებით უსაფუძვლო უპირატესობის
მინიჭების გზით. ხ · გამოყოფენ “ შეზღუდვის შესატყვისობის შემოწმების’’
სამ საფეხურს: 1) ძირითადი უფლების შეზღუდვის ა)სახის, ბ)სიმძიმის, გ)ინტენსივობისა
და დ) მასშტაბების -შეფასება; 2) ლეგიტიმური
მიზნის მიღწევისთვის ძირითადი უფლების შეზღუდვის „მნიშვნელობის’’
შეფასება. [ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება „შეზღუდვის შედეგად
დასაცავი სამართლებრივი სიკეთის რანგსა’’ და „მის წინააღმდეგ მიმართული საფრთხის
ინტენსივობაზე’’ 3) ძირითადი უფლების შეზღუდვის სიმძიმისა და ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობის - შედარება, სიკეთეთა აწონ-დაწონვა. [გერმანიის ფედერალური
საკონსტიტუციო სასამართლო ამ საფეხურზე იყენებს ე.წ. „რაც უფრო - მით უფრო ფორმულას“
(Je-destoFormel).“ რაც უფრო მძიმეა ჩარევა
ძირითად უფლებაში, მით უფრო წონადი უნდა იყოს მისი მიზანი.’’ მსგავს მიდგომას
პრაქტიკაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოც ავითარებს] |
|
|
მატერიალური შემოწმება’’ - განსაზღვრულობის პრინციპი |
·
კანონი უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხობრივ მოთხოვნებს
და არ ახდენდეს მისივე დარღვევის პროვოცირებას. ·
ბუნდოვანი და გაუგებარი კანონმდებლობა ქმნის
სამართალშემფარდებლის თვითნებობის რისკებს, ამიტომ, განსაზღვრულობის
პრინციპი მოითხოვს ისეთი „საკანონმდებლო სისტემის’’ შექმნას, რაც შეამცირებს
ამ საფრთხეს და დაიცავს ინდივიდს სამართალშემფარდებლის[ ანუ სახელმწიფო-ადმინისტრაციული
ორგანოების] თვითნებობისგან ·
განსაზღვრულობის პრინციპის
უნივერსალური განმარტება არ არსებობს ·
აქედან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განსაზღვრულობის
„მოთხოვნები’’ შეიძლება, განსხვავებული იყოს.
ხ ·
·
თეორიასა და სასამართლო პრაქტიკაში გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, განსაზღვრულობის პრინციპი მოითხოვს: „სამართლის ნორმების ისე ჩამოყალიბებას, რომ
მათმა ადრესატებმა აღიქვან სამართლებრივი მდგომარეობის არსი და შესაბამისად იმოქმედონ’’ ·
ამ
პოზიციას იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოც: „ადამიანს უნდა შეეძლოს, ზუსტად გაარკვიოს, თუ რას მოითხოვს მისგან კანონმდებელი
და მიუსადაგოს ამ მოთხოვნას თავისი ქცევა“. ·
განსაზღვრულობის მოთხოვნა მკაცრდება „ძირითადი უფლების’’
შეზღუდვის ინტენსივობის ზრდასთან ერთად ·
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან
გამომდინარე, განსაზღვრულობის პრინციპი მოითხოვს“ სამართლებრივი მდგომარეობის“ ნათლად
და გასაგებად ჩამოყალიბებას არა მხოლოდ ცალკეული პირებისთვის, არამედ სამართალშემფარდებელისთვისაც [სახელმწიფო-ადმინისტრაციული
ორგანოებისთვისაც]. ·
ერთი მხრივ, შეზღუდვის ადრესატებმა ზუსტად უნდა იცოდნენ მათ „ძირითად უფლებაში’’
ჩარევის მიზანი, წესი, დრო, ფორმა და განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი. მეორე მხრივ,
სამართალშემფარდებელი საჭიროებს მკაფიო
ინსტრუქციებს „ძირიტდ უფლებაში’’ ჩარევის საფუძვლის, მიზნის, წესისა და ინტენსივობის
თაობაზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული უფლების თვითნებური შეზღუდვა. ხ · განსაზღვრულობის პრინციპი მოითხოვს
„საკმარის’’[ და არა ოპტიმალურ ან მაქსიმალურ] განსაზღვრულობას. |
|
|
|
|
„ძირითადი უფლების დამცავი კონსტიტუციური
სარჩელის’’ დაკმაყოფილების შედეგები |
„ძირითადი უფლების დამცავი კონსტიტუციური სარჩელის’’ დაკმაყოფილება იწვევს „სადავო
ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის’’ ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი
გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან. ხ იქედან გამომდინარე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს
პრაქტიკაში ასევე დამკვიდრებულია „სადავო
ნორმის კონკრეტული ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად
ცნობა“, ამ შემთხვევაში,
ძალადაკარგულია არა მთლიანად ნორმა, არამედ „მისი არაკონსტიტუციური ნორმატიული შინაარსი’’. ხ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ძირითადი უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობასთან
დაკავშირებით არ აქვს უკუძალა. [ ამგვარი მიდგომა,
სავარაუდოდ, გამომდინარეობს სამართლებრივი უსაფრთხოებისთვის უპირობო უპირატესობის
მინიჭებიდან. ანუ ფაქტობრივად,
ძალაში რჩება ის ნეგატიური სამართლებრივი შედეგები, რაც სადავო ნორმამ მისი ამოქმედებიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ძალადაკარგულად
ცნობის მომენტამდე გამოიწვია. · თუ გავითვალისწინებთ,
რომ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა და გადაწყვეტა პრაქტიკაში საკმაოდ დიდხანს გრძელდება,
ამგვარი შედეგების დადგომის რისკი კიდევ უფრო იზრდება. · მათი ნაწილი შეიძლება,
გამოსწორებას არ დაექვემდებაროს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უკუძალის, ანუ სადავო აქტის მისი
ამოქმედების მომენტიდან ძალადაკარგულად ცნობის გარეშე. ამის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული,
რომ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებამ აზრი დაკარგოს მოსარჩელისთვის და ვერ
მოხერხდეს მისი დარღვეული უფლებების აღდგენა. · გონივრული იქნებოდა, საკონსტიტუციო სასამართლოს,
კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მიეღო გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურად
გამოცხადებული ნორმის ძალის დაკარგვის მომენტის შესახებ . ხ · საკონსტიტუციო სასამართლოს
გადაწყვეტილებას არა მხოლოდ მხარეთა შორის
(inter partes), არამედ საზოგადო (erga
omnes) მოქმედება აქვს და სცდება კონკრეტული საქმის ფარგლებს. · ის არა მხოლოდ აუქმებს ძირითადი უფლებების დარღვევებს არამედ იცავს, განმარტავს და ავითარებს ობიექტურ საკონსტიტუციო
სამართალს, რითაც ერთგვარი „საგანმანათლებლო ეფექტიც“ აქვს. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
Комментарии
Отправить комментарий