დავა „უფლებამოსილების შესახებ’’

 

  

 

სარჩევი:

4.1. „უფლებამოსილების შესახებ  დავის’’  - სამართლებრივი საფუძვლები [ კონსტ. მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის’’ პუნქტი და ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის’’ პუნქტი] 1

4.1.1 უფლებამოსილების შესახებ  დავის არსი, მნიშვნელობა და ისტორია. 2

4.2. მოსარჩელე’’- უფლებამოსილების შესახებ დავის’’ ფარგლებში. 4

4.2.1 „მოსარჩელეს’’  მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვისწინაპირობები. 6

.4.3. მოპასუხე’’ –„ უფლებამოსილების შესახებ’’  დავის ფარგლებში. 7

4.4. „დავის საგანი’’ უფლებამოსილების შესახებ დავის ფარგლებში. 7

.4.5. „შემოწმების მასშტაბი“ ,  შემოწმების ფორმა’’ დაშემოწმების შინაარსი’’ „უფლებამოსილების შესახებ დავის’’ ფარგლებში. 11

)“შემოწმების მასშტაბი’’ 11

)“შემოწმების ფორმა’’ 12

)“შემოწმების შინაარსი’’ 12

4.6. კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შედეგები. 13

 

 

4.1. „უფლებამოსილების შესახებ  დავის’’  - სამართლებრივი საფუძვლები [ კონსტ. მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის’’ პუნქტი და ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის’’ პუნქტი]

 

·        კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის „დ’’ პუნქტის   შესაბამისად:

 

  საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, გენერალური პროკურორის, ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალური აუდიტორის, სახალხო დამცველის ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს სარჩელის საფუძველზე იხილავს დავას შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ.’’

 

   მუხლი 60. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

 +

4. საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით:

 

) საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, გენერალური პროკურორის, ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალური აუდიტორის, სახალხო დამცველის ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს [კონსტიტუციური] სარჩელის საფუძველზე იხილავს დავას შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ;

 

 

·         ანალოგიურ ფორმულირებას შეიცავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებორგანული კანონი მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ’’ პუნქტიც:.

 

    მუხლი 19

 +

1. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს:

 

) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, გენერალური პროკურორის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალური აუდიტორის, საქართველოს სახალხო დამცველის ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს [კონსტიტუციური] სარჩელის საფუძველზედავა შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ;

 

4.1.1 უფლებამოსილების შესახებ  დავის არსი, მნიშვნელობა და ისტორია

 

·        დავა უფლებამოსილების შესახებ, პირველ რიგში, ემსახურება ხელისუფლების დანაწილების’’ პრინციპის უზრუნველყოფას.

·         ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს მიკუთვნებულ ორგანოებს ეძლევა საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით მათ’’ კონსტიტუციური კომპეტენციის’’[ანუ კონსტიტუციით გარანტირებული  უფლებამოსილების]  დაცვის შესაძლებლობა სხვა სუბიექტების’’ მხრიდან ჩარევებისგან.

·        ამასთან, „ორგანოებს’’ შორის დავას წყვეტს  პოლიტიკურად ნეიტრალური’’ სასამართლო ორგანო’[კერძოდ,საკონსტიტუციო სასამართლო]

·        რადგან ამ უფლებამოსილების განხორციელება რომელიმე პოლიტიკური ორგანოსთვის’’ რომ იყოს მინდობილი, ამით ის სხვა სახელმწიფო ორგანოებზე მაღლა დადგებოდა, რაც სახელისუფლებო ბალანსს შეუქმნიდა საფრთხეს.

ყურადღება:

·         სახელმწიფო ორგანოთა შორის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით მიმდინარე დავას, როგორც წესი, დიდი პოლიტიკური დატვირთვა აქვს.

 

 მაგალითად, გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ ამ კომპეტენციის ფარგლებში, განიხილა ისეთი პოლიტიკურად აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ა)ფედერალური პრეზიდენტის მიერ ბუნდესტაგის[პარლამენტის] დათხოვნა,ბ)ფედერალური მთავრობის მიერ სპეციალური საკანონმდებლო საფუძვლის გარეშე თანხმობის მიცემა ქვეყნის ტერიტორიაზე ატომური ქობინებით აღჭურვილი საშუალო რადიუსის ამერიკული რაკეტების განლაგების თაობაზე,გ)პოლიტიკური პარტიების დაფინანსება,დ) ბუნდესტაგის მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებისას საზღვარგარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ.

·         საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური დაპირისპირება’’  სამართლებრივ კალაპოტში გადაჰყავს და მას სამართლებრივი’’ მასშტაბების საფუძველზე აგვარებს.

·         ეს აძლიერებს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების’’ მიერ კონსტიტუციის უზენაესობის პატივისცემას და უზრუნველყოფს კონსტიტუციური წესრიგის დაცვას.

·         საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილების შესახებ’’ დავების გადაწყვეტით ხელს უწყობს პოლიტიკური და სამართლებრივი სტაბილურობის განმტკიცებას’’

·         საკონსტიტუციო სასამართლოს ძირითადი ამოცანა  [მისი მოცემული კომპეტენციის’’ განხორციელებისას]  სახელმწიფო ორგანოთა’’ შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა’’ და „უფლებამოსილებასთან’’  დაკავშირებული კონკრეტული დავის გადაწყვეტაა’’

·         ამ პროცესში საკონსტიტუციო სასამართლო  ზოგადი კონსტიტუციურსამართლებრივი საკითხების გარკვევით’’ იმ დოზითა დაკავებული, რაც აუცილებელია იმ კონსტიტუციური ნორმის განმარტებისთვის, რომლის საფუძველზეც უნდა გადაწყდეს დავა.

·         უფლებამოსილების შესახებ’’ დავა შეეხება არა სუბიექტურ უფლებებს’’, არამედ ობიექტურ უფლებამოსილებებს’’.

·        სუბიექტური უფლებებით’’   სარგებლობა ან უარი სარგებლობაზე მათი მფლობელი სუბიექტის’’ გადასაწყვეტია.

·        რაც შეეხება სახელმწიფო ორგანოთა (კონსტიტუციურ) უფლებამოსილებებს’’, მათი გამოყენება არ შედის შესაბამისი ორგანოს’’ თავისუფალი მიხედულების სფეროში’’.

·        სახელმწიფო ორგანოთა (კონსტიტუციურ) უფლებამოსილებქმნის კომპეტენციათა მყარ წესრიგს,რომელიც თანამედროვე სახელმწიფოს’’, [რომელშიც ხელისუფლება დანაწილებულია], ფუნქციონირებისა და ქმედითობის საფუძველია.

·        მიუხედავად ამისა, უფლებამოსილებების’’  სასამართლო წესით დაცვა მაინც იწვევს საკონსტიტუციოსამართლებრივი ურთიერთობების გარკვეულ სუბიექტივიზაციას’’.

·        უფლებამოსილების შესახებ დავისას’’     სუბიექტურად განსაზღვრული დავის საგანი’’ და ამ კომპეტენციის ობიექტური ბუნება და მიზანი’’ ერთგვარად ავსებს ერთმანეთს

 

·        საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებით’’  სარგებლობს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედი.

·        ამდენად, დავა უფლებამოსილების შესახებ’’ შეიძლება მოგვევლინოს პოლიტიკური უმცირესობის’’ დაცვის მექანიზმად.

·        საპარლამენტო ოპოზიციას’’ ეძლევა შანსი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში იბრძოლოს  ა)არა მარტო თავისი პოლიტიკური ინტერესების, არამედ ბ)“კონსტიტუციის ნორმებისა და პრინციპების დასაცავად.’’

·        პოლიტიკური უმცირესობას’’ შეუძლია, დაიცვას უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს’’ პოზიციები საპარლამენტო უმრავლესობის’’  მხრიდან შესაძლო დაბრკოლებების გარეშე.

·        კონსტიტუციის თავდაპირველი რედაქციის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო იხილავდა დავას სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის შესახებ.’’

·         მსგავ ფორმულირებას ითვალისწინებდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებორგანული კანონიც.

·         ამასთან, ორგანული კანონის 34- მუხლში: ა) დაზუსტდა მოსარჩელეთა და მოპასუხეთა წრე, ბ)განისაზღვრა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობები, ასევე გ)პრეზიდენტის, პარლამენტისა და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების საქმეში ჩაბმის წესი. 2004 წლის 25 ნოემბრის ცვლილებებით გაჩნდა დ) მთავრობის საქმეში ჩაბმის შესაძლებლობაც, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ კონსტიტუციაში აისახა მთავრობის, როგორც დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანოს ინსტიტუტი.

·         2011 წლის 5 მაისის ცვლილებებით დაზუსტდა, რომ აღნიშნული სუბიექტების საქმეში ჩაბმა მოხდებოდა მოპასუხის’’ სტატუსით.

·        დავამ უფლებამოსილების შესახებ’’ დღეისთვის მოქმედი სახე[იხ. ზემოთ]  მიიღო 2017 წლის 13 ოქტომბრის საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად.

·        ახალი რედაქცია უფრო სრულყოფილი და გასაგებია.

·        კონსტიტუცია მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ საქმე შეეხება დავას შესაბამისი ორგანოს’’, ანუ თვით მოსარჩელის უფლებამოსილების’’ შესახებ. [ეს დაიმახსოვრე]

მოსარჩელეთა წრე’’ გაფართოვდა, რაც ასახულია უშუალოდ საკონსტიტუციო სასამარტლოს  „ამ კომპეტენციის’’ დამდგენ კონსტიტუციურ ნორმაში. [იხ მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის „დ’’]

·        საკონსტიტუციო რეფორმის საფუძველზე, 2018 წლის 21 ივლისს ცვლილებები შევიდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებორგანულ კანონში.

·        კომპეტენციის დამდგენი ნორმის[მე-19 ნუხლის 1-ლი ნაწილის „ბ’’]  ტექსტი ჩამოყალიბდა კონსტიტუციის ფორმულირების შესაბამისად.

·        მოსარჩელეთა წრის’’  განმსაზღვრელ ნორმაში კონსტიტუციის 89- მუხლზე მითითება კი  ჩაანაცვლა მე-60 მუხლზე მითითებამ, რაც განპირობებული იყო კონსტიტუციის მუხლების ნუმერაციის შეცვლით.

 

 

4.2. მოსარჩელე’’- უფლებამოსილების შესახებ დავის’’ ფარგლებში

 

·        „მოსარჩელეთა წრე’’  ნათლადაა განსაზღვრული.

·        „უფლებამოსილების შესახებ დავაზე’’  კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებამოსილებით სარგებლობს: 1) პრეზიდენტი; 2) პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედი; 3) მთავრობა; 4) იუსტიციის უმაღლესი საბჭო; 5) გენერალური პროკურორი; 6) ეროვნული ბანკისაბჭო; 7) გენერალური აუდიტორი; 8) სახალხო დამცველი; 9) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანო.

·         2017 წლის 13 ოქტომბერს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებამდე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონი კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებამოსილებას ანიჭებდა პრეზიდენტს, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს და კონსტიტუციის იმჟამინდელი რედაქციის 89-ე მუხლში ჩამოთვლილ ორგანოებს. თავის მხრივ, კონსტიტუციის 89- ე მუხლის პირველ პუნქტში, გარდა აღნიშნული სუბიექტებისა, მითითებული იყო მთავრობა, სასამართლო, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები, იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სახალხო დამცველი. ამდენად, მათი კონსტიტუციური კომპეტენციის დაცვა თეორიულად არ იყო დამოკიდებული  მხოლოდ პრეზიდენტზე ან პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედზე.

·         საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, მოსარჩელეებს დაემატა ახალი სუბიექტები - გენერალური პროკურორი, ეროვნული ბანკის საბჭო, გენერალური აუდიტორი და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოები. მათ მიეცა კონსტიტუციური უფლებამოსილებების საკონსტიტუციო სასამართლოს საშუალებით დაცვის შესაძლებლობა, რაც დადებითად უნდა შეფასდეს.

·        ამავდროულად, მოსარჩელეთა წრეს გამოაკლდა სასამართლო. აღსანიშნავია, რომ რეფორმამდე მოქმედი კანონმდებლობა ნათლად არ განსაზღვრავდა“ სასამართლო ხელისუფლების კომპეტენციის დარღვევასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელის შეტანაზე უფლებამოსილ სუბიექტს’’, რაც სამართლიან კრიტიკას იმსახურებდა. სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კონსტიტუციური კომპეტენციის დაცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამართლებრივ სახელმწიფოში. კონსტიტუცია და კანონმდებლობა უნდა ქმნიდეს გამართულ სამართლებრივ ბაზას, რათა ხელისუფლების ამ შტოსაც ჰქონდეს მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების დარღვევასთან დაკავშირებით დავის შესაძლებლობა.

 

 საინტერესოა სხვსახელმწიფოების გამოცდილება ამ სფეროში.

 

ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს დავებს კომპეტენციის შესახებ სასამართლოებს, ასევე მათსა და ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის. მისი კომპეტენცია თვით საკონსტიტუციო სასამართლოსა და სხვა სასამართლებს შორის დავის გადაწყვეტასაც მოიცავს.

 სლოვენიის საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება შედარებით შეზღუდულია. ის განიხილავს დავას მხოლოდ სასამართლოებსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის.

·        უცხოური გამოცდილების გაზიარება შესაძლებელია საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით. საქართველოში  სასამართლოებს შორის „კომპეტენციურ დავას’’ არ აქვს აზრი, რადგანაც საერთო სასამართლოების პარალელურად, არ არსებობს სპეციალიზებული სასამართლოების სისტემა. ასევე, გაუმართლებელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს დავა მასსა და საერთო სასამართლოებს შორის. ამ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო ერთდროულად მოსამართლეც იქნებოდა და მხარეც, რაც გამოიწვევდა საფუძვლიან ეჭვს მის მიუკერძოებლობასა და Nemo iudex in sua causa-ს პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით

·        ამავდროულად, საერთო სასამართლოებს უნდა მიეცეს, „სხვა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან’’ მათი კონსტიტუციური კომპეტენციის დარღვევის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება.

·        კონსტიტუციამ და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულმა კანონმა მკაფიოდ უნდა გამოკვეთოს შესაბამისი დავის წარმოების შესაძლებლობა და მოსარჩელე სუბიექტი ან სუბიექტები.

·        ამასთან, სასამართლო ხელისუფლებას აქვს იმის რესურსი, რომ დამოუკიდებლად დაიცვას თავისი ინტერესები და არა რომელიმე არასასამართლო ორგანოს, თუნდაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეშვეობით.

·        ისიც მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, კონსტიტუციიდან გამომდინარე, მხოლოდ საკუთარ უფლებამოსილებასთან დაკავშირებით შეუძლია დავა.

4.2.1 „მოსარჩელეს’’  მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვისწინაპირობები

 

·        საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა შესაძლებელია გარკვეული წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში

 

1)     პირველ რიგში, საქმე უნდ შეეხებოდეს კონსტიტუციური უფლებამოსილების’’ ფარგლების სავარაუდო დარღვევას[ კონსტიტუციის გარდა, სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი უფლებამოსილებების ხელყოფის საკითხის განხილვა სცდება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს.]

და

2)      მოსარჩელეს დავა შეუძლია მხოლოდ  „თავისი  უშუალო კონსტიტუციური კომპეტენციის’’ დარღვევის გამო.

 

[ მიმართვის ეს წინაპირობები დავიმახსოვროთ]

[„სხვა ორგანოთა უფლებამოსილების ხელყოფასთან დაკავშირებით’’ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილებით სარგებლობს მხოლოდ პრეზიდენტი და პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედი.ეს გამონაკლისი საკონსტიტუციო რეფორმამდეც არსებობდა და სავარაუდოდ, ამ სუბიექტებს აძლევდა იმ ორგანოთა კომპეტენციის დაცვის შესაძლებლობას, ვისაც არ ჰქონდა კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებამოსილება. რეფორმით მოსარჩელეთა წრის გაფართოებამ „სხვა სუბიექტების უფლებამოსილების დაცვის საჭიროება’’ თითქმის სრულად მოხსნა. გარდა ამისა, სხვათა უფლებამოსილებაზე დავა ამ კომპეტენციას ფაქტობრივად გადააქცევს „აბსტრაქტულ ნორმათკონტროლად’’, რაც ეწინააღმდეგება მის არსს.]

 

უფლებამოსილების შესახებ დავის წარმოშობის წინაპირობაა, რომ „მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის’’ არსებობდეს „კონსტიტუციურსამართლებრივი ურთიერთობა’’. ამგვარი ურთიერთობა კი  არ არის სახეზე, თუ საქმე „უშუალოდ მოსარჩელის უფლებამოსილების’’ დარღვევას არ შეეხება.

გარდა ამისა, საეჭვოა სხვა ორგანოთა კომპეტენციაზე დავის’’ ფორმალური შესატყვისობაც კონსტიტუციასთან. რადგან  უზენაეს კანონში[მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის „დ’’ პუნქტში]  საუბარია დავაზე შესაბამისი ორგანოს’’ უფლებამოსილების შესახებ, საიდანაც შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ მოსარჩელეს შეუძლია თავისი’’ და არა სხვათა’’ კომპეტენციის დაცვა.

 

·        აღსანიშნავია, რომ თუ პრეზიდენტს და პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს ექნება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სხვა ორგანოთა’’ კომპეტენციის დამდგენი კონსტიტუციური ნორმების შემოწმების თაობაზე მიმართვის ნება’’[სურვილი], მათ მისი რეალიზება აბსტრაქტული ნორმათკონტროლის ფარგლებშიც’’    შეუძლიათ.

 

 

.4.3. მოპასუხე’’ –„ უფლებამოსილების შესახებ’’  დავის ფარგლებში

 

·        უფლებამოსილების შესახებ’’ დავისას მოპასუხეა’’ ის სახელმწიფო ორგანო, რომლის ნორმატიულმა აქტმაც, მოსარჩელის აზრით, გამოიწვია მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების დარღვევა.

·         ამდენად, საკონსტიტუციო სამართალწარმოება’’  უფლებამოსილების შესახებ დავის განხილვისას მიმდინარეობს მხარეების’’ - მოსარჩელისა და მოპასუხის მონაწილეობით, რაც პროცესს კონტრადიქტორულ ხასიათს ანიჭებს.

·        პროცესის კონტრადიქტორულ ბუნება შეესაბამება სხვა ქვეყნების გამოცდილებასა და კომპეტენციის არსს.

·        კანონმდებლობა ითვალისწინებს სასაქმეში მოპასუხის ჩაბმის’’ ინსტიტუტს.

 

კომპეტენციის შესახებ’’ კონსტიტუციური სარჩელის მიღებისთანავე საკონსტიტუციო სასამართლო მის ასლს უგზავნის პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს.

 ამ სუბიექტებს’’ ეძლევა ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადა, განაცხადონ, რომ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება გამოიწვევს მათი კომპეტენციის ფარგლების დარღვევას.

 

თუ ისინი ამას „განაცხადებენ’’ , საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია[!], მაგრამ არა ვალდებული, რომ „განმცხადებელი’’  „ მოპასუხედ ჩააბას’’ საქმეში.[ეს დაიმახსოვრე]

 

 

4.4. დავის საგანი’’ უფლებამოსილების შესახებ დავის ფარგლებში

 

·        დავის საგანი უფლებამოსილების შესახებ დავის ფარგლებში ორნაწილიანია: 1) „სადავო ნორმა’’; 2) „კონსტიტუციის ნორმა, რომელთან მიმართებაშიც მოწმდება სადავო ნორმის კონსტიტუციურობა’’

·        საკონსტიტუციო სასამართლოში შესაძლებელია  მხოლოდ იმ ნორმატიული აქტის გასაჩივრება, რომელიც, მოსარჩელის აზრით, არღვევს  „მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას“.

·         ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო არ განიხილავს „ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით’’ კომპეტენციის დარღვევის შემთხვევებს.

 

 1998 წლის 29 იანვრის №1/1/72-73 გადაწყვეტილებაში საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი საქართველოს განათლების სამინისტროს წინააღმდეგ“ ხაზგასმით აღინიშნა, რომ:არანორმატიული აქტით სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციის დარღვევის შეფასება სცილდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს’’.

 

შენიშვნა:

·        მაგრამ კონსტიტუცია არ ითვალისწინებს, რომ :“დავა მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება, როდესაც კომპეტენცია „ნორმატიული’აქტითაა დარღვეული.

·         „სადავო აქტის’’ სახეს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონი აკონკრეტებს.

·        „სახელმწიფო ორგანოს კომპეტენცია“, შესაძლოა, ინდივიდუალური აქტითაც დაირღვეს, ნორმატიულ აქტზე არანაკლები სიმძიმითა და ნეგატიური შედეგებით.

·        „ გონივრული და კონსტიტუციის შესაბამისი’’ იქნება, რომ ორგანულმა კანონმა დაუშვას „ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის’’ გასაჩივრების შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ ამოწურულია ან არ არსებობს სამართლებრივი დაცვის სხვა საშუალებები.

·         ამგვარი მიდგომა შეესაბამება უფლებამოსილების შესახებ დავის არსს და ხელს უწყობს მისი მიზნის განხორციელებას.

·         №1/1/72-73 გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ დეტალურად გამოიკვლია „სადავო აქტის’’  ნორმატიულობის საკითხი’’.

·        მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამდენად იყო დაცული ნორმატიული აქტის მომზადების, გამოქვეყნების, რეგისტრაციისა და ძალაში შესვლის წესები.

·        აუცილებელია, რომ „უფლებამოსილების შესახებ დავაზეც’’ გავრცელდეს სასამართლოს მიერ მოგვიანებით ჩამოყალიბებული მიდგომა, რომლის მიხედვითაც, სადავო აქტის „ნორმატიულობის საკითხის’’ გარკვევისთვის მთავარია მისი „შინაარსი’’[!] და არა ფორმალურ-პროცედურული მხარე.

·        „უფლებამოსილების შესახებ დავისას’’, სხვა კომპეტენციების მსგავსად, მნიშვნელოვანია „სადავო ნორმის’’   „მოქმედების საკითხი’’.

·         საკონსტიტუციო სასამართლომ ამ კუთხითაც უფრო „ფორმალურ მხარეზე’’ გაამახვილა ყურადღება და შეამოწმა, თუ „რამდენად იყო დაცული გასაჩივრებული აქტის ძალაში შესვლის პროცედურა’’. მან, ამ პროცედურის დარღვევის გამო, სადავო ნორმა არ ჩათვალა მართლზომიერად ძალაში შესულ აქტად

·        სადავო აქტის „მოქმედებაზე’’ დასკვნის გაკეთება მხოლოდ ფორმალურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით საკმარისი არ არის.

·        საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს და შეაფასოს ის მტკიცებულებებიც, რომლებიც ადასტურებს, რომ ნორმა ა)ფაქტობრივად მოქმედებს და ბ)იწვევს სამართლებრივ შედეგებს.

ხხ

·        რელევანტურია იმ  „სამართლებრივად არსებული ნორმის“ საკითხი, რომელიც „გამოქვეყნდა’’, მაგრამ „ჯერ ძალაში არ შესულა’’.

·        ამ თემაზე უკვე გამახვილდა ყურადღება და აღინიშნა, რომ აბსტრაქტული ნორმათკონტროლის დროს საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს ამგვარი ნორმების კონსტიტუციურობასაც.

·         სამწუხაროდ, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონი სპობს მსგავსი მიდგომის „უფლებამოსილების შესახებ დავაზე’’ გავრცელების შესაძლებლობას.

·        მოსარჩელე უფლებამოსილია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს მაშინ, თუ მისი კონსტიტუციური კომპეტენციის ფარგლები უკვე დარღვეულია.

·         თუ ნორმა არ ამოქმედებულა, უფლებამოსილების დარღვევაც არ იქნება სახეზე.

·        მოსარჩელე ჯერ უნდა დაელოდოს მის ძალაში შესვლას, კომპეტენციის ხელყოფას და მერე შეიტანოს კონსტიტუციური სარჩელი.

·        მიზანშეწონილია, რომ საქართველოს კანონმდებლობა, გერმანულის მსგავსად,იძლეოდეს „უშუალო საფრთხის შემთხვევაში’’ კომპეტენციის დარღვევის პრევენციის შესაძლებლობას.

·        „უფლებამოსილების შესახებ დავის’’ განხილვისას სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.

·        ანუ  ამ შემთხვევაზე არ ვრცელდება „სამართალწარმოების გაგრძელების’’ საგამონაკლისო წესი, რადგანაც ის მხოლოდ „ძირითად უფლებებს’’ შეეხება, ხოლო „დავა უფლებამოსილებათა შესახებ’’ გულისხმობს „კომპეტენციის დამდგენკონსტიტუცირი ნორმების დარღვევის შემოწმებას’’.

·         სადავო აქტის გაუქმების ან ძალადაკარგულად ცნობისას საქმის შეწყვეტა ყველა შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს.

·        მხედველობაშია მისაღები, რომ სადავო ნორმა, მიუხედავად გაუქმებისა, შეიძლება, მაინც იწვევდეს სამართლებრივ შედეგებს.

·        საქმის წარმოების გაგრძელება, შესაძლოა, შედიოდეს „კონსტიტუციური წესრიგისა’’ და „ხელისუფლების დანაწილების’’ პრინციპის დაცვის ინტერესებში.

·        არ არის გამორიცხული ისიც, რომ საქმის განხილვის დასრულებას ირიბად ჰქონდეს მნიშვნელობა ძირითადი უფლებების უზრუნველყოფისთვის. [მაგალითად, ამგვარ შემთხვევასთან გვექნება საქმე, როდესაც რომელიმე სახელმწიფო ორგანო ზღუდავს ძირითად უფლებებს და შეზღუდვის განხორციელება სხვა ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება.

 

·        დავის საგნის მეორე ნაწილია : „კონსტიტუციის ნორმა, რომელთან მიმართებაშიც მოწმდება „სადავო ნორმის’’ კონსტიტუციურობა’’.

·        ის შემოიფარგლება „კონსტიტუციური დანაწესების’’  გარკვეული კატეგორიით,[ რაც გამომდინარეობს კომპეტენციის სპეციფიკიდან[.

·        სწორედ „კომპეტენციის ფარგლებში’’, მიმდინარეობს დავა კონსტიტუციური უფლებამოსილების დარღვევის თაობაზე.

·         აქედან გამომდინარე, სადავო ნორმის შემოწმება შესაძლებელია კონსტიტუციის მხოლოდ იმ ნორმებთან მიმართებით, რომლებიც განსაზღვრავენ შესაბამისი ორგანოების კომპეტენციას.

 

·        საკონსტიტუციო სასამართლო შეზღუდულია სასარჩელო მოთხოვნითსადავო ნორმის’’  ნაწილში.

·         ის არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს მთლიანად კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე, თუ მოსარჩელე ითხოვს კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის მხოლოდ რომელიმე ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას.

·        „უფლებამოსილების შესახებ დავის’’ „ ობიექტური ბუნებიდან’’ გამომდინარე, აღნიშნული შეზღუდვა გადამეტებულად მკაცრია.

·        საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა შეეძლოს იმ ნორმებზე მსჯელობაც, რომლებიც ორგანულადაა დაკავშირებული სადავო ნორმასთან და სრულფასოვანი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მათი ერთობლივი შეფასებითაა შესაძლებელი.

 

·        მოსარჩელე უფლებამოსილია, „შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობა’’ ან „უარი თქვას მოთხოვნაზე’’, [რაც იწვევს საქმის შეწყვეტას]. ეს დისპოზიციურობის პრინციპის გამოხატულებაა.

·        გერმანიაში დავის საგნის მოცულობა შესაბამისი სარჩელიდან გამომდინარეობს, თუმცა მოსარჩელის პოზიცია არ არის აუცილებლად გადამწყვეტი პროცესის შემდგომი წარმართვისთვის.

·        გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლო, ყოველ შემთხვევაში, ზეპირი განხილვის შემდეგ, აღარ აძლევს საშუალებას მოსარჩელეს, რომ თავად, სასამართლოს თანხმობის გარეშე, მიიღოს გადაწყვეტილება დავის საგნისა და პროცესის მიმდინარეობის თაობაზე.

·        საკონსტიტუციო სასამართლო ამ თანხმობაზე უარს აცხადებს, თუ ეს ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესებს.

·        „დისპოზიციურობის პრინციპის’’ ამგვარ შეზღუდვას ამართლებენ პროცესის „ობიექტური ბუნებითა’’ და „მიზნებით’’, რაც აბალანსებს „სუბიექტურად განსაზღვრულ’’  დავის საგანს.

·         მიზანშეწონილია, რომ ეს გარემოება საქართველოს კანონმდებლობასა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაშიც იყოს გათვალისწინებული.

 

.4.5. „შემოწმების მასშტაბი“ ,  შემოწმების ფორმა’’ დაშემოწმების შინაარსი’’ უფლებამოსილების შესახებ დავის’’ ფარგლებში

 

)“შემოწმების მასშტაბი’’

 

·        „სადავო ნორმატიული აქტის’’ კონსტიტუციურობის „შემოწმების მასშტაბი’’ გამომდინარეობს დავის საგნიდან.

·        როგორც აღინიშნა, ნორმის გასაჩივრება შესაძლებელია „კონსტიტუციის კომპეტენციის დამდგენ ნორმებთან მიმართებით’’.

·        აქედან გამომდინარე, „შემოწმების მასშტაბი’’, პირველ რიგში, „კონსტიტუციის ის დანაწესებია, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად განსაზღვრავს შესაბამისი სუბიექტის კომპეტენციას’’.

·        ამავდროულად, „უფლებამოსილებას’’ მოსარჩელე შეიძლება ახორციელებდეს დამოუკიდებლად ან სხვა სუბიექტის თანამონაწილეობით.

·         ამიტომ ,რელევანტურია „კონსტიტუციის ის ნორმებიც, რომელთა დაცვა აუცილებელია იმისთვის, რომ მოსარჩელემ მოახდინოს თავისი უფლებამოსილებების რეალიზაცია’’

·        №1/1/72-73 გადაწყვეტილებაში დავის საგანი იყო „განათლების მინისტრის ერთერთი ბრძანებით’’ [„სადავო აქტით’’]  „პარლამენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების’’ დარღვევა. მოსარჩელის მტკიცებით, „სადავო აქტი’’[„ბრძანება’’]  ფაქტობრივად მოსაკრებელს ადგენდა. კონსტიტუციის იმჟამინდელი რედაქციის 94-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებიდაგამომდინარე, მოსაკრებლების სტრუქტურა, შემოღების წესი და ოდენობა კანონით განისაზღვრებოდა. მართალია, ამ მუხლის პირდაპირი რეგულირების საგანი გადასახადები და მოსაკრებლები იყო, თუმცა მისი შინაარსიდან „ირიბად გამომდინარეობდა პარლამენტის უფლებამოსილება’’ აღნიშნულ სფეროში. სწორედ საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციას მიეკუთვნებოდა კანონების, მათ შორის მოსაკრებლებთან დაკავშირებით, მიღება.

·        საკონსტიტუციო სასამართლო „უფლებამოსილების შესახებ დავის’’ გადაწყვეტის პროცესში ახდენს კონსტიტუციის ინტერპრეტაციას.[განმარტებას]

·         ის, „ამა თუ იმ ცალკეული სუბიექტის უფლებამოსილების დაცვასთან ერთად’’, „კონსტიტუციურ წესრიგსაც’’ იცავს.

·        ამ კომპლექსური ამოცანის სრულყოფილი განხორციელება შეუძლებელი იქნება, თუ „კომპეტენციის დამდგენი ნორმების’’ განხილვა მოხდება კონსტიტუციის „სხვა ნორმებისა’’ და „კონსტიტუციის პრინციპებისგან’’ იზოლირებულად.

·        აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ „უფლებამოსილების შესახებ დავებზეც’’  უნდა გაავრცელოს დამკვიდრებული პრაქტიკა და „სადავო აქტის’’ კონსტიტუციურობა შეამოწმოს ერთიან კონტექსტში  „არა მხოლოდ კონსტიტუციის ნორმებთან’’, არამედ, იმავდროულად, „ფუნდამენტურ პრინციპებთან’’ მიმართებითაც.

)“შემოწმების ფორმა’’

·        „დავაზე უფლებამოსილების შესახებ’’  ვრცელდება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონით განსაზღვრული ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შემოწმების ზოგადი წესი.

·        კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლო „ფორმალური კუთხით’’ არკვევს, დაცულია თუ არა საკანონმდებლო აქტისა და პარლამენტის დადგენილების [„სადავო აქტის’’] მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების კონსტიტუციით დადგენილი წესები.

·        „ მატერიალური თვალსაზრისით’’ , სასამართლო ამოწმებს „სადავო ნორმის’’  შინაარსის’’ შესაბამისობას კონსტიტუციასთან. შემოწმების პროცესში ის მხედველობაში იღებს  ა)სადავო ნორმის არა მარტო სიტყვასიტყვით მნიშვნელობას, არამედ მასში გამოხატულ ბ)ნამდვილ აზრსა და გ)მისი გამოყენების პრაქტიკას, აგრეთვე,დ) შესაბამისი კონსტიტუციური ნორმის არს 

·        ფორმალური კონტროლის’’ განხორციელებისას საკონსტიტუციო სასამართლო არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ იმის დადგენით, თუ რამდენადაა დაცული კონსტიტუციით განსაზღვრული პროცედურა. [თუმცა, ამის შემოწმების პროცესშიც შესაძლებელია, რომ გამოიკვეთოს მოსარჩელის უფლებამოსილების ხელყოფა]. მაგალითად, პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც არ გადასცემია პრეზიდენტს ხელმოწერისა და გამოქვეყნებისთვის. მას ხელი მოაწერა და გამოაქვეყნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ამ დროს სახეზე იქნება არა მარტო კანონის ხელმოწერისა და გამოქვეყნების პროცედურის, არამედ ასევე, პრეზიდენტის მიერ კანონის ხელმოწერისა და გამოქვეყნების უფლებამოსილების დარღვევა.

·         „ფორმალური კონსტიტუციურობის’’ სხვა კომპონენტის - „სადავო აქტის ფორმის დაუცველობამაც’’ შეიძლება, იმავდროულად, გამოიწვიოს უფლებამოსილების დარღვევა. მაგალითად, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობამ გამოსცა „დადგენილება’’, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდისთვის შეიზღუდა რამდენიმე ძირითადი უფლება. ამავდროულად, პრეზიდენტის დეკრეტი უფლებების შეზღუდვის შესახებ არ გამოცემულა.

·        ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის, [რომელიც გამოსცემს შესაბამის დეკრეტს] და პარლამენტის, [რომელიც ამტკიცებს მას], უფლებამოსილებები გარდა, ირღვევა „კონსტიტუციის მოთხოვნა ფორმასთან დაკავშირებით’’, რადგანაც საგანგებო მდგომარეობის დროს უფლებები შეზღუდა არა „პრეზიდენტის დეკრეტმა’’, არამედ სხვა სახის ნორმატიულმა აქტმა - „მთავრობის დადგენილებამ’’.

·        ზემოაღნიშნული მაგალითებიც მეტყველებს, რომ „ფორმალური კონტროლის’’ მთავარი კომპონენტი  უფლებამოსილებაა’’, რადგანაც დავა სწორედ მის დარღვევას შეეხება.

·        აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი ამოცანაა, შეამოწმოს, „რამდენად მოქმედებდა მოპასუხე თავისი კომპეტენციის ფარგლებში’’ და „ხომ არ მიითვისა მან მოსარჩელის რომელიმე კონსტიტუციური უფლებამოსილება’’.

 

)“შემოწმების შინაარსი’’

 

·        „უფლებამოსილების შესახებ დავის’’ არსიდან გამომდინარე, „სადავო ნორმის“ შემოწმებისას წამყვანი „ფორმალური კონტროლია’’, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს გაუჭირდება შესაბამისი დასკვნების გამოტანა  „სადავო ნორმის’’  მატერიალური შინაარსის სათანადო გაანალიზებისა და შეფასების გარეშე.

·         ამ თვალსაზრისიგანსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება იმის გარკვევას,“ რამდენადაა დაცული განსაზღვრულობის პრინციპი’’  და „ხომ არ არის გამოწვეული მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებამოსილების დარღვევა ნორმის ბუნდოვანებითა და ორაზროვნებით’’. [როგორც უკვე აღინიშნა განსაზღვრულობის პრინციპი სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციის განსაზღვრულობასაც მოითხოვს].

 

4.6. კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შედეგები

 

·        „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად, „უფლებამოსილების შესახებ დავაზე’’  კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს „კომპეტენციის დამრღვევი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად ცნობას მისი ამოქმედებიდან’’ (ex tunc).

·         ეს წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, რომელიც ადგენს „არაკონსტიტუციურად ცნობილი აქტის ან მისი ნაწილის ძალის დაკარგვის’’  სხვა მომენტს -„საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების „გამოქვეყნებას’’, [თუ ამ გადაწყვეტილებით დადგენილი არ არის აქტის ან მისი ნაწილის ძალის დაკარგვის სხვა, გვიანდელი ვადა.]

·        აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ ფორმულირებას „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონიც შეიცავ

·         ამდენად, კოლიზია ორგანული კანონის ნორმებს შორისაც არის.

·        სადავო ნორმის „ძალადაკარგულად ცნობა მისი ამოქმედებიდან’’  სამართლებრივი უსაფრთხოების კუთხითაც შესაძლოა, გახდეს პრობლემური.

·         შეიძლება, უფლებამოსილების დამრღვევი ნორმის სამართლებრივი შედეგები არ იყოს ისეთი მასშტაბისა და შინაარსის, რომ მათმა რევიზიამ „სამართლებრივი უსაფრთხოება და სტაბილურობა’’ სერიოზულად დააზიანოს. თუმცა, ეს ვარაუდი, კონკრეტული შემთხვევების სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოველთვის არ გამართლდება.

·        აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს ამ კომპეტენციის ფარგლებშიც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ შეაფასოს ვითარება და თავად გადაწყვიტოს, თუ რა მომენტიდან დაკარგავს ძალას არაკონსტიტუციური ნორმა.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

როგორ მოვიქცეთ კუჭის ტკივილის დროს

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები